სიკვდილთან მებრძოლი (სრულად)
პირველად სკოლაში რომ წავედი დედამ და მამამ ერთად მიმიყვანეს, ბედნიერი ვიყავი, ბაღის შემდეგ ნამდვილი ნეტარება და თავისუფლება იყო, არავინ მაძალებდა ბორშჩის და სუფის ჭამას, სხვებისგან განსხვავებით მე არ ვტიროდი, -ტირილი სირცხვილიაო- დედამ მასწავლა და მეც პირნათლად ვასრულებდი მის დარიგებას. საკლასო ოთახში გაღიმებული შევედი, ჩემი სიმაღლიდან გამომდინარე უკანა მერხზე მომიჩინეს ადგილი, გული მომივიდა და გაბრაზებულმა გადავხედე ბობუზულ ბავშვებს. ზოგი ხმამაღლა ტიროდა, ზოგი ცრემლებს მალულად იწმენდდა, ზოგიც კი ჩუმად და ჯიუტად არ ნებდებოდნენ ჯიუტ ცრემლებს. ჩემი ყურადღება ფანჯარასთან მჯდომმა ბიჭმა მიიპყრო, რომელიც ამაყად იჯდა და ჩემსავით უკანა მერხზე მოესვათ, ალბათ ისიც სიმაღლის გამო, გამეცინა მის ოქროსავით თაფლისფერ თვალებს რომ წავაწყდი, თბილი და სათნო თვალებით, რომლებიდანაც სითბო იღვრებოდა, შორიდან ვუღიმოდი. თანდათან დავმეგობრდით, წლები გადიოდა, ჩვენი მეგობრობა უფრო და უფრო მყარდებოდა, ჩვენ ვიზრდებოდით, ბევრჯერ ვჩხუბობდით და ვიბუტებოდით კიდეც, მაგრამ მალე ვრიგდებოდით მაინც. -შენ გოგო ხარ და ნაზად უნდა მოიქცე- მეტყოდა ხოლმე ბრაზმორეული. ქაჯანა ვიყავი, სულ ბიჭებთან ვმეგობრობდი და ვთამაშობდი, ვჩხუბობდი კიდეც თუ არ მომეწონებოდა რამე. ასეთი თბილი თვალების პატრონი მე უნდა ,,დამეცვა“ ასე მგონა, იმის მიუხედავად რომ ბევრჯერ ჩემს მალულად როგორ ,,მიცავდა“. მამა რომ დაეღუპა მეხუთე კლასშ ვიყავით, მაშინ ეს ორივემ ერთად გადავიტანეთ. თორმეტი წელი ერთად განვლეთ, 264 თვე, 7920 დღე, იყო გამონაკლისები, გაბუსული თვალები, ხელზე დამჩნეული ფრჩხილების კვალი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაყვება, უაზრო ჩხუბები და თბილი ღიმილიანი თვალები, იყო მუდამ თვალების ბრიალი, შენიშვნები და ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი, პირველი კომპლიმენტი მისგან, მისი თბილი თვალები და ყველაფრის მთქმელი მზერა. -პირველად გხედავ კლასიკურ ფორმაში და დღეს ვხვდები რომ გოგო ყოფილხარ. -რა აქამდე არ იცოდი?- გავუღიმე მეც და მოწონების ნიშნად თითები ვაჩვენე. -არა არ ვიცოდი, აქამდე ნაზი ბიჭი მეგონე.- ისევ გამიღიმა და დარბაზში შევაბიჯეთ. ალბათ მაშინ ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ, მაგრამ ახლა მხოლოდ კადრები მახსოვს, დრო ჯიუტად მებრძვის და კარდებსაც მავიწყებს, თბილ მოგონებებს მართმევს. ახლა კი ტკივილი არ მაძლევს დავიწყების საშუალებას. სამი წლის უკან საშინელი ამბავი გავიგე, მას უკურნებელი სენი შეეყარა. სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად სხვა ქალაქში მომიწია გადაბარგება. სამი დღის მანძლზე ჯიუტად ვებრძოდი საკუთარ თავს და ტელეფონს, მის ნომერს ვკრეფდი და ჯიუტად მშლიდი, ბოლო იმედს ვეჭიდებოდი, იმედი მქონდა ბოლომდე რომ ესეც ვინმეს გაგდებული ჭორი იქნებოდა, მეოთხე დღეს კი დავრეკე, მისმა ხმა კი ყველა იმედი ჩამომინგრია, მისმა ჩამქრალმა ხმამ ყველაფერს მიმახვედრა და ყველა იმედი გადამიწურა. -ხო- ჩამქრალი ხმით მიპასუხა მან. -თეე- მისი სახელის წარმოთქმისასაც კი გამიწყდა ხმა -როგორ ხარ?- ვხვდებოდი და ყურმიშიც კი ვგრძნობდი როგორ უჭირდა საუბარი. -ალბათ კარგად, თე შენ?..- მას თმური ქვია ჩემთვის კი უბრალო თე... -ალბათ გაიგე ხო? გამიკვირდა რომ არ დამირეკე, ამდენ ხანს, კი მართალია- არ დამაცადა თქმა რამის კითხვა თვითონ მითხრა, მიხვდა რომ მიჭირდა მასთან საუბარი. -რატომ არ მითხარი? -რა უნდა მეთქვა სალომე? ის რომ ვკვდები? მაგრამ ხომ იცი ჯიუტი ვარ, ასე მალე არ დავნებდები. -ვიცი მჯერა- ღიმილით მინდოდა მეთქვა მაგრამ ხმა გამებზარა. -ხმაზე რა გჭირს?-ბრაზმორეულმა მკითხა -არაფერი, ხომ იცი ყელის პრობლემა რომ მაქვს სულ და... -ხოდა სანამ გაგირთულდა ან მე დაგეხმარე ხმა გაასწორე.- მკაცრად მითხრა -მე მჯერა შენი- უცებ ვუთხარი მერე კი ჯიუტად ცდილობდა, არ ნებდებოდა, განსაცდელმა მწუხარებაშიც კი ვერ ჩააგდო და თვით გემას არ მოყვა. მეც ვიყავი მასთნ ერთად. ორივე ჯიუტად ვბრძოლობდით, ყველაფერი იმ წამს აირია, სისხლის გასაღებად რომ წავედით, იმ დღეს ბიოფსია და ქიმიო თერაპია უნდა გაეკეთებინა, არც კი ნერვიულობდა, მეც მშვიდად ვიყავი. ვამაყობდი და მიხაროდა რომ ჩემი სისხლი მის ძრღვებშც კი იჩქეფდა, როგორც ყოველთვის დილით უჭმელი ვიყავი. -ახლა წადი და სწრაფად ჭამე რამე და სწრაფად მოდი -ეს მითხრა და კარისკენ დასჯილი ბავშივით გამიშვა. -შენ გინდა რამე?-გაბუსულმა ვკითხე -არა, არ მინდა თან არც შეიძლება.- ისევ მისი თბილი ღიმილით გამიღიმა და კარისკენ მანიშნა წადიო. მაქსიმალურად ვცდილობდი სწრაფად მეჭამა და მალე დავბრუნებულიყავი, ვიცი რომ ოცი წუი გავიდა ან ნაკლები, მის პალატაში რომ დავბრუნდი, მეგონა რომ ნახევარი საუკუნე მაინც გასულიყო, ჩემი საუკეთესო მეგობრის მაგივრად მისი აჩრდილი დამხვდა, შბარბაცებულმა კარის ჩარჩოს მაგრად ჩავავლე ხელი. -მე კარგად ვარ- მაინც ჯიუტად გამიღიმა და თვალები მიელულა. ყოველი შემდგომი ქიმიო უარესად ხდიდა, ანალიზები გერმანიასა და თურქეთში გააგზავნეს, ოდნავ იმედი გაჩნდა საღაციდან, ეს უკუნით ღამეში დარჩენილისთვის, მთვარის ღრუბელში გამოჩენას გავდა, სასწაული იყო რაღაც იმედი. ვხედავდი საუკეთესო მეგობრის დედას, რომელიც ჯიუტად ებრძოდა სიკვდილს და შვილის სიცოცხლის სადარაჯოზე იდგა. პასუხებმა თემო გამოაკეთეს, ისევ მიეცა იმედი, იმედი ხვალინდელი დღისა. ახლა ორმაგად შემართებით იდგა. ყოველი მისი დაცემინება, ეკალივით გვესობოდა, ერთ დღეს საშინლად გაცივდა, მას ანთებები დაერთო თან, ყურების ტკივილი, ისევ საავადმყოფოშ დააწვინეს, ისევ გაგზავნეს ანალიზები, პასუხების ლოდინშ ალბათ სიცოცხლის ერთი წელი გვაკლდებოდა, გრძნობ როგორ უნდა რომ იცოცხლოს, როგორ უნდა რომ ბედნიერი იყოს, უბრალო გაღიმებაც კი ტკივილს გვრიდა. სხეულის თითოეული ნაწილი ტკიოდა, ჯიუტად არ შემჩნევას ცდილობდა მაგრამ უშედეგოდ, მასთან ერთდ ყველას გვტკიოდა, მის მეგობრებს, ძმას, დედას, ნათესავებს და მე მეგონა რომ ყველაზე მეტად მე, ალბათ ასეც იყო, რადგან გვერდიდან, შორიდან, ახლოდან, ზემოდან, ყველას ტკივილს ვხედავდი და ვგრძნობდი, ვგრძნობდი როგორ ტკიოდათ და ეს ტკივილი უფრო მეტად მტკიოდა. ანალიზებმა ცუდი პასუხები აჩვენეს, ოპერაციამდე მკურნალობის ხანგრზლივი კურსი უნდა ჩაეტარებინა. ალბათ იმ იმედის ის ნაპერწკალიც კი აღარ იყო, ყველა იმედი გაქრა, მზე დაბნელდა, ვარსკვლავები ჩაქრნენ, ალბათ იმ წამს გულიც კი გამიჩერდა, თითქოს დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტაო, ეს ყველაფერი კი მხოლოდ რამდენიმე წამით, მერე კი ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა და დღემდე გრძელდება. გული მიკვდებოდა საუკეთესო მეგობრის განადგურებულ სახესა და სხეულს რომ ვხედავდი, თვალები... თვალები კი მაინც ჯიუტად ანცი და მოელვარეები რჩებოდნენ, ტკივილი მაინც გაკრთებოდა, მაგრამ მისი თვალები სითბოსა და სიყვარულს მაინც უწყვეტად გადმოსცემდა. ცხოვრება მიედინებოდა, არ ჩერდებოდა, ამდენი მკურნალობის მიუხედავად ავადმყოფობა მაინც არ პროგრესირებდა, ძველი თემოსგან თითქმის აღარაფერი იყო დარჩენილი, ყველაზე მეტად გულს ის მიკლავდა, სხვებს როგორ ამშვიდებდა და ანუგეშებდა. -მე კარგად ვარ, არაფერი მტკივა. -მერე რა რომ ასე ვარ. -გაიღიმე, მე კარგად ვიქნები. -ჯერ ხომ ცოცხალი ვარ, ცრემლი არ მანახო. -ნახე უკვე აღარ მტკივა. იცოდა, ყველაფერი იცოდა. მხოლოდ მამიდას უმხელდა ყველაზე დიდ ტკივილს, დანარჩენს ყველას უფრთხილდებოდა. დედას განსაკუთრებით, -მისი ტკივილიც ეყოფა ჯერო. -მამიდა ძლიერია და მიშველისო. მიუხედავად მკურნალობის კურსისა სამსახურიდან ჯიუტად არ მოდიოდა, სმენებში უწევდა მუშაობა, ბიჭებიც ეხმარებოდნენ, ხან ბიულეტინს იღებდა ხან შვებულებას და მაინც ჯიუტად მუშაობდა. -ჩემს ხარჯებს მე თვითონ გადავიხდი, თქვენ საკმარისად დაგადგათ ჯაფაო. ბოლოს აღარ მნახულობდა, არ მხვდებოდა, იშვიათად მირეკავდა და მპასუხობდა. -ასე ვერ გნახავ, ვერ დაგენახვებიო- მეუბნებოდა. მე კი მენატრებოდა უსაზღვროდ, უზომოდ, ტკივილიდან ტკივილამდე, აღარაფერზე ვბრაზდებოდი და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ გავებრაზებინე და წყობილებიდან გამოვეყვანე. -აი, ასეთი მახსოვხარ და მომწონხარო- ჯიუტად მაბრაზებდა ყოველ ჯერზე და ისეთ რაღაცეებს მეუბნებოდა ვფეთქდებოდი და ყველაფრის მიუხედავად ადგილზე მიხრჩობის სურვილი მიჩნდებოდა. მერე იყო ტკივლი და გაუსაძლისი პერიოდი, ვირუსი შეხვდა საყოველთაო, იმუნიტეტი დაქვეითებული ჰქონდა და ადვილად ერეოდა ორგანიზმს ყველა ბაცილა. ბოლოს ტკივილები აწუხებდა, უაზრო ტკივილები, საწოლს მიეჯაჭვა, მაინც ჯიუტად იღიმოდა და დედას ამხნევებდა. -კარგად ვარ დე.. კარგად ვიქნები ოღონდ შენ არ იტიროვო- ბელამ შვილის მდგომარეობა, ყველაფერი ერთად გაიგო და ვნახეთ, როგორ დაცარიელდა სამყარო მისთვის... ვნახეთ როგორ გაქვავდა ადამიანი ცოცხლად... დაუძლურებული სხეული მამაცმა სულმა საწოლიდან ვერ აზიდა, ყველა როგორ ვუმალავდით ცრემლებს, მასთან ცრემლებს არავინ არ აჩენდა, დღე დღეს მისდევდ, კვირეები გადიოდა, თვეც მიილია რამოდენიმე. სასწაულად შეიცვალა, მხოლოდ ნაძალადევი ღიმილი დათვალებში ჯიუტად მოთამაშე ჭინკები გაცნობდნენ რომ ეს თმო იყო, ჩვენი თემო. რამოდენიმე კვირა არ შევხმიანებივარ... ახლა იმ თითოეული კვირის თითოეული წამი მტკივა, გავიგე რომ უარესად იყო. უკვე... უკვე... შეშინებულმა ავკრიფე მისი ნომერი, მეგონა რომ ყურმილი სხვამ აიღო, მაგრამ შევცდი, ხმა სასწაულად შეცვლილი ჰქონდა. -თე, როგორ ხარ? -შევეცადე რომ არაფერი შემტყობოდა და ხმა მომეთოკა. -რა გითხრა როგორ ვარ, ის რომ იმედიც კი აღარ დამრჩა? ის რომ თითოეულ წამს ველოდები? ის რომ თითოეული მოსუნთქვა და სიტყვა მტკივა? ის რომ აღარაფერი მშველის? -თე მოვალ რა შენთან?-შევევედრე მე -მოდი, დაგიშალე მერე?-მკაცრად მითხრა, როგორც წარსულში. გამიკვირდა რომ დამთანხმდა, მაგრამ მისი ყოველი სიტყვა გულზე საშინლად მომხვდა, ეს ჩემი საუკეთესო მეგობარი არ იყო. -მოვალ, აუცილებლად მოვალ- ვგრძნობდი როგორ უჭირდა საუბარი. მალე გავთიშე და შაბათის მოსვლას დაველოდე. მე რა გავაკეთე? ვერ წავედი, საუკეთესო მეგობარი არ ვიყავი და არც იმ წლებს ქონდა ჩემთვის მნიშვნელობა რომლებიც ერთად გავლიეთ. მოხდა რომ შაბათს ვერ ვნახე. 15 ივნისს, კვირას, საღამოს 21 საათსა და 43 წუთზე, დამირეკეს და გავიგე რომ ის აღარ იყო. დავკარგე ისე რომ ვერ ვნახე ვერ დავემშვიდობე, ახლაც კი გული ნაფლეთებად მეშლება. იცით მეც მოვკვდი, და როდის თუ იცით? სამძინარე მისულს დედამისი ტირილით მომეგება, გულში ჩამიკრა როგორც ადრე და -სად იყავი, მთელი დღე გელოდა, იმედი ქონდა რომ მოხვიდოდიო. როცა ტირი და გგონია რომ საკმარილი არ არის, მეც მთელი გულით გრძნობით ვტიროდი, მაგრამ ის თითოეული ცრემლი უარესად მხდიდა, მე მეგობრობა ვერ დავაფასე, ამას დღემდე ვიმკი და მთელი ცხოვრება გამყვება თან. ძნელია ოთახში იყო, გახსენდებოდეს ბავშვობის მოგონებები რომელიც საუკეთესო მეგობართან გაკავშირებს, ჯიუტად გგონია რომ თვალებს დახუჭავ გაახელ და ეს შემზარავი ფაქტი გაქრება, მაგრამ რეალობაა.. მწარე რეალობა... მე ვერ გავუძელი და სუსტი აღმოვჩნდი. არა ადამიანური ხმა გაგიგიათ? ყველაზე საშინელი და რაღაც არა ამქვეყნიური? მე გავიგონე, დავინახე კიდეც და ახლაც მესმის... ცალად დარჩენილი ძმა როგორ თხოვდა თემო დარჩი არ დამტოვოო... ალბათ ქვა ვარ, ალბათ გრძნობებიც არ გამაჩნია, ალბათ აღარავინ დამრჩა, ალბათ ყველა დამავიწყდა, ან დავივიწყე, მის გარეშე ყველამ სახე დაკარგა, მე კი ასე უმეგობროდ ჰაერში დავრჩი. ის იქ ცივ, შავ და გაყინულ მიწაში დავტოვეთ, ყველამ ერთად და სახლში წამოვედით, ყოველდღიურობას დავუბრუნდით ცხოვრებას ვაგრძელებთ, ხანდახან მგონია რომ სიზმარში ვარ, ხანდახან კი უზომო მონატრება მიპყრობს, ცრემლები მახრჩობს, მგუდას, მაგიჟებს და მთელ სხეულში მეტასტაზებს მიგზავნის, რომ უფრო ძლიერ შევიგრძნო ეს ტკივილი. მტკივხარ ადამიანო, ჩემი გულის, სულის ერთადერთი დანაკარგი ხარ, რომელსაც ვერავინ ვერასდროს ვერ შეცვლის.შენ ჩემთვის ისევ ჩემი ერთი ცალი მეგობარი ხარ!!.ყველაფერი გაქრა ჩემს გარშემო... სიცარიელეა უაზრობაა.. უკვე ვეჩვევი სხვა გზა არ დამრჩენია.. მე ხომ ამ სიცარიელეში მომიწევს ცხოვრება,სიცოცხლე სიცოცხლის გარეშე ! სადაც არ იცი ვის უნდა ემეგობრო სადაც არ იცი წაქცეულს ვინ წამოაყენებს. ყველაზე მტკივნეული არ დაფასებული მეგობრობა ყოფილა. გუშინ ჩვენ ყველანი მისი მეგობრები, ახლობლები, მის საფლავთნ შევიკრიბეთ, ისევ ღიმილიანი სახით მიყურებდა თვალებში ქვაზე დახატული, ვგრძნონდი რომ იქ იყო, მხოლოდ ობოლმა ცრემლმა მომასწრო გაპარვა. ბედნიერი ვარ, რომ გიპოვე ამ უკიდეგანო ქვეყანაზე... მადლობა უფალს რომ შენი თავი გამომიგზავნა... მადლობა შენ, რომ არსებობდი და დღემდე არსებობ... სწორედ შენი სიყვარულის წყალობით ვარ სხვებზე მდიდარი... სწორედ შენმა სიყვარულმა და მეგობრობამ მასწავლა არ დანებება ცხოვრების. სხვისი გათელილ გზას არ დაჯერდე და შენი გასათელი გაიარეო, ვიცი მეტყოდი. ბედნიერება და სიყვარული... ყველაფრის დასაწყისი და დასრულია, ბედნიერება იმდენად განსაზღვრული და ზუსტი ცნება არაა. ბედნიერებაა როდესაც გარშემო ის ადამიანები გყავს რომლებიც გიყვარს.. ბედნიერებაა იმის კეთება რაც გიყვარს.. ბედნიერებაა ის თუნდაც წუთიერი მდგომარეობა როდესაც თავს საოცრად ამაღლებულად გრძნობ და გგონია ეს-ესაა ფრთები შეგესხმება და შორს აფრინდები.. ბედნიერება წვრილმანებშია,, აუცილებელი არაა რაღაც დიადი და მიუწვდომელი რამ იყოს.. შეიძლება სულ უბრალო რამ გაგაბედნიეროს.. უბრალო თბილმა სიტყვებმა, უბრალო მოფერებამ.. უბრალო დამოკიდებულებამ.. პატარა წარმატებამ.. დედამიწაზე შესაძლებელი ბედნიერება იმ აზრით ფერმკრთალდება, რომ ან ჩვენ მივატოვებთ მას, ან ის დაგვტოვებს. ჰოი, ნეტავ ადამიანებს შეეძლოთ, რომ ბედნიერება დამოკიდებული არაა გარეგნულ გარემოებებზე, არამედ გულის შინაგან მდგომარეობაზე. საოცარია არა ? ბედნიერების მოსაპოვებლად ცხრა ზღვასა და ცხრა მთას გადალახავენ ხოლმე, ის კი ჩვენშია, ჩვენს გულში, სადაც თითქმის არც ვიხედებით.. ბედნიერეს ტკივილიც ახლავს თან მაგრამ მან არ უნდა შეგვაშინოს და არ უნდა მივცეთ საშუალება რომ მიწასთან გაგვასწოროს. ------- ღამე მშვიდობისა.... არ ვიცი რამდენად მოვიტანე ის ტკივილი რასაც ცგრძნობ და განვიცდი, ძნელია ერთ დროულად გიყვარდეს და გტკიოდეს, ძნელია როცა ღმერთს თავისთან მიყავს. მგონია რომ მშრალი სიტყვებია, გრძნობების გარეშე, ხანდახან კიდეც მგონია რომ ეგრეა, რომ საერთოდ მინდა კიდეც რომ გრძნობა არ გამაჩნდეს, მაშინ ხომ აღარ მეტკინება? მოკლედ ყველას ბედნიერებას გისურვებთ, დატკბით ყოველი წამით, ეს დღე ისე გაატარე თითქოსდა უკანასკნელია, პირობები აუცილებლად შეასრულეთ, ტკივილს არ მიცეთ უფლება გაჯობოთ, გადაგიაროთ. დრო ვერ გაგიყუებთ მაგრამ იცხოვრებთ. მხოლოდ ერთი რამ მაძლევს ძალას და იმედს.. არ ვიცი რატომ? საიდან ? როგორ ? მაგრამ ოცნება ყოველთვის ახდება!! თუ გულით გინდა! თუ დროს იქ დახვდები სადაც შენი ოცნება გელოდება!! -თუ ეს მოხდება ბედნირებაც მუდმივად ჩვენთან იქნება... გწამდეთ ღმერთის და სასწაულების. რაც მთავარია გვიყვრდეს ერთმანეთი. დააფასეთ საყვარელი ადამიანები და ნამდვილი მეგობრები იყავით. არა მგონია დღეს ვინმეს უმეგობრობა ისე ტკიოდეს როგორც მე. მის შემდეგ ძნელია ენდო სხვას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.