შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომავლის იმედი (13)


1-12-2015, 15:40
ავტორი Tikuna Kislinskaya
ნანახია 2 349

სწორედ ახლა ვდგავარ ხიდთან,რის ქვემოთაც უსასრულოდ ღრმა მდინარე მთელი სიჩქარით მოედინება,რამოხდება ერთი ნაბიჯიც რო გადავდგა და ხიდიდან გადავხტე?სწორედაც რომ არაფერი!ორი დღის შემდეგ შეიძლება უფრო ადრეც ან პირიქით,გამრიყოს მდინარემ და ვიღაცა უცნობმა იპოვოს ჩემი უსულო სხეული და მიწას მიმაბარონ.თუ გამიმართლებს ამის შესახებ ჩემი მეგობრები და ბექა შეიტყობს და დაკრძალვაზე მოვლენ,შეიძლება.ალბად იტირებენ კიდეც და მომიგონებენ.ეს იქნება ერთი უბრალო ობოლი გოგოს ისტორიის დასასრული.
არა! შეიძლება ჩემი ცხოვრება ამჯერად კოშმარია და დაუსრულებლად ასეთი კოშმარული სჩანს,მაგრამ ჩემს კოშმარულ ცხოვრებაში განჩდება ჯერ არ მოვლენილი პაწაწინა არსება და ის ყველაფერს შეცვლის.დიახ!მე ფეხმძიმედ ვარ..ამის შესახებ კატასტროფის დღეს გავიგე და სწორედ ამიტომ მინდოდა ბექას დავლაპარაკებოდი და მისთვის სიმართლე მეთქვა.მაგრამ უკვე ამას აღარანაირი მნიშვნელობა აქვს.
რამოდენიმე თვე გავიდა.ჩემი მეგობრები კი აღარ გამოჩენილან.უფერული დღეები ერთმანეთს გადაეწყო.შემოდგომის თბილმა საღამოებმა მიყოლებით ჩაირბინეს და ნოემბერი დადგა.უკვე საკმაოდ აცივდა.ამხელა სახლში მარტო ყოფნა არ შემიძლია,გაბო რო არ მყავდეს ნამდვილად ვერ გადავიტან ამ ზამთარს.მართალია გაბო ვერაფერს ხედავს მაგრამ უსაზგვროდ ბედნიერია როდესაც მუცელზე თავს დამადებს და ჩემი პატარას ფეხის რტყმას იგრძნობს.საღამოობით გაბოს თბილად ვაცმევ,მეც თბილად ვიცმევ და სასეირნოდ გამოვდივართ პარკში.ჩემი მძიმე ფეხმძიმობის გამო ვერ ვახერხებ გაბოს მოვლას ისე კარგად როგორც ამას ნატაშა აკეთებს.ნატაშა ჩვენი დამლაგებელია მაგრამ ძალიან არ მომწონს ეს სახელწოდება ამიტომ ასე ვიტყვი ის ჩემი ოჯახის მარჯვენა ხელი და ფაქტიურად ოჯახის წევრია.ნატაშა ბავშთა სახლში გავიცანი.სწორედ იქ გაიზარდა,ჩემზე თორმეტი წლით უფროსია მაგრამ მაინც ბავშთა სახლში ცხოვრობდა და შავ საქმეებს ასრულებდა.შვიდი თვის წინ როდესაც გავიგე რო ფეხმძიმედ ვიყავი სრულიად შემთხვევით შემხვდა ხიდთან საიდანაც გადახტომას ვაპირებდი და ჩემთან მუშაობა შევთავაზე რაზეც თანხმობა მივიღე.ნატაშას ჩვენს სახლში ოთახი გამოვუყვეთ სადაც სძინავს და თავისუფალ დროს თითქმის სულ იქ ატარებს..
პარკში ვსეირნობთ და ცივ ნიავს ვუშვერთ სახეს.მოგვიანებით ჩემს ლურჯ ჯიპში ვსხდებით, რათქმაუნდა საჭესთან არა, მაგრამ ნატაშას დამსახურებით გადავადგილდებით ხოლმე ერთი ადგილიდან მეორე ადგილას.ჯიპიც სწორედ ამ მიზნით ვიყიდე და კურსებზეც ჩავეწერეთ მე და ნატაშა მაგრამ ჩემი ფეხმძიმობის გამო საჭესთან დაჯდომას ვერიდები..ასე გავატარეთ ჩვენ სამმა გასული შვიდი თვე.ყველანი ძალიან ვცდილობდით მაქსიმალურად კარგად გაგვეტარებინა დრო მიუხედავად ყველაფრისა.ჩემი პატარას სქესი რო გავიგე ძალიან გამიხარდა,არა ნებისმიერ შემთხვევაში გამიხარდებოდა რათქმაუნდა, მაგრამ ჩემი ერთადერთი სიყვარულის ნაყოფი გოგონა იქნება და უსაზღვროდ ბედნიერი ვარ.მართალია მას მამა არ ეყოლება მაგრამ ვყავართ ჩვენ.მე და გაბო ასევე ნატაშაც და მას სრულიად განსხვავებული ცხოვრება ექნება ბევრად განსხვავებული ვიდრე მე მქონდა ერთ დროს.
იმ საღამოს მე და ბექა ერთმანეთს რო დავშორდით წერილი დავწერე.ბევრი ფიქრის შემდეგ თუ რა ჩამეწერა წერილში როგორც იქნა ჩამოვყალიბდი. და შესაფერისი სიტყვები შევარჩიე მაგრამ არ გამიგზავნია.არვიცი რატომ,მაგრამ მინდა ეს წერილი ახლა გავუგზავნო და სამუდამოდ ამოვშალო გულიდან.რაღაც-რაღაცეები შევცვალე და საბოლოოდ გამოვიდა ასეთი:-„გამარჯობა! ვიცი არ გსიამომნებს ყველაფერი რაც მე მიკავშირდება და მეხება ისიც ვიცი ამ წერილს არც კი გახსნი და წაიკითხავ მაგრამ მე მაინც გწერ რადგან ჩემთვის ძვირფასი ადამიანი იყავი. მიუხედავად ყველაფრისა.როგორც ადრე გითხარი,მეც ადამიანი ვარ და თორნიკე მეც ისევე ძალიან მტკივა როგორც თქვენ ჩემს მეგობრებს და შენ.შვიდი თვის წინ ვიტყოდი ჩემს სიყვარულს მეთქი მაგრამ ახლა ჩემი ყველა ტკივილის მიზეზი გახდი.არ იფიქრო იმაზე რო შენს გარეშე უბედური ვარ.არა!, ვარ ბედნიერი რადგან ყველა ტკივილის მიუხედავად რაც მომაყენე, დამიტოვე ლამაზი მოგონებები და ჩემი ცხოვრების აზრი.რის გამოც ღამით იმედით ვიძინებ და დილით ღიმილით ვიღვიძებ.მადლობა ამისთვის...ადრე მითხარი ჩემთვის არავინ ხარო,არ მაინტერესებო არ იყვარხარო,მაგრამ ვიცი იქ სადღაც გულის სიღრმეში ყოველთვის გაგეღიმება როცა ჩვენ საყვარელ სიმღერას მოისმენ სადმე,სწორედ იმ სიმღერას პირველ პაემანზე რო ვუსმენდით და ვტკბებოდით ლამაზი სიმღერით.ყოველთვის როცა მოგონებებზე და ძველ დროზე ჩამოვარდება საუბარი,გაგახსენდები მე, და ვიცი,ინანებ მიხვდები რომ გენატრება ის დრო,მაგრამ ისიც ვიცი რომ,ამას აღარასდროს აღიარებ.ყოველთვის ვიგრძნობ იმ დაჯინებულ მზერას როდესაც სადმე ჩემს ფოტოს ნახავ ან უბრალოდ შეხვედრისას გვერდით უსიტყვოდ რომ ჩაგივლი და ყოველთვის შემადარებ მას ვინც გეყოლება გვერდით,შეიძლება ის ჩემზე უკეთესი იყოს,უარესიც,მაგრამ ჩემნაირი ვერასდროს იქნება.ვერასდროს ეყვარები ისე როგორც მე მიყვარდი..და შენ ამას მიხვდები,ოღონდ ძალიან,ძალიან გვიანი იქნება.ზუსტად მაშინ,როდესაც ყველაფრის დაბრუნება მოგინდება მე გადავეხვევი ჩემს საყვარელ ადამიანს,და თუ ის მკითხავს შენზე -„ვინ არის?“ გავუღიმებ და ვუპასუხებ,-“არავინ!“
-კარგი სიტყვებია!
მოულოდნელად გაისმა ხმა ცარიელ ოთახში.ვბრუნდები და ვხედავ.
-ნატაშა!შენ რა მისმენდი?
-არა.მე უბრალოდ მინდოდა შენთვის ტკბილი ძილი მესურვა.
-მართლა?
-ჰო
-შემოდი.
შემოდის და ჩემს წინ ჯდება.
-ისევ გენატრება?
-რა?-ნატაშას სიტყვებმა დამაბნია.
-ბექა,ისევ გენატრება?
-როგორ გაიგე?
-კარგი რა!შენს ფეხმძიმობაზე მთელი საქართველო და ევროპა საუბრობს,ყველას აინტერესებს ვინ არის ბავშვის მამა.სახელს რაც შეეხება საფოსტო ინდექსში წავიკითხე რომელიც შენს წინ დევს.-იცინის.ნატაშას ნაამბობიდან მეღიმება და თვალები მიცრემლიანდება.ის თავისი თბილი ხელებით სახეზე მეფერება შემდეგ კი წარმოთქვამს
-ჩემო გოგო!.დარწმუნებული ხარ რო ნამდვილად ღირს ამ წერილის გაგზავნა?
-არვიცი.არვიცი ბექა ამ წერილს საერთოდ გახსნის ან წაიკითხავს თუ არა,მაგრამ მინდა ყურადღებით წაიკითხოს და დამინრუნდეს.ძალიან მენატრება.მისი ჩახუტება და მოფერება მენატრება.სიგიჯემდე, უსასრულობამდე, მთელი გულით მიყვარს,დღემდე და ეს არასდროს შეიცვლება.მეეჭვება ოდესმე დამავიწყდეს და გადამიყვარდეს.ყველგან სადაც არუნდა წავიდე და გავიხედო ყველაგნ მას ვეძებ,იქნებ სადმე დავინახო.!მაგრამ რაა?დავუშვად სადღაც შემხვდა.მერე?გგონია მოვა და გადამეხვევა?მას მე არ ვაინტერესებ,და არც არასდროს ვაინტერესებდი!მისთვის მე რიგითი უბრალო მოდელი ვიყავი,რომლებთანაც ყოველ ღამე წვებოდა.აი ეს არის სიმართლე.
-შეიძლება დღეს ან ხვალ არა.მაგრამ მოვა დრო და თქვენ კვლავ შეხვდებით ერთმანეთს და მაშინ ყველაფერი შეიცვლება!_ლამაზი სიტყვებით გამამხნევა და ოთახიდან გავიდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent