შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაეხუტეთ და გაუღმეთ ერთმანეთს, თუნდაც ქუჩაში უცხოს!


1-12-2015, 21:08
ავტორი lonelygirl123
ნანახია 1 782

დეკემბრის პირველია, ზამთრის პირველი დღე და მეც მოზღვავებულ ემოციებს ვეღარ გავუძელი და გადავწყვიტე დამეწერა. არვიცი ეს ნაწერი ისტორიაა, ჩანახატი, რჩევა თუ რა მაგრამ უბრალოდ გულის ნადებია რომლის ფურცელზე ჯღაბნის და მერე გადაგდების მაგივრად აქ დაწერა გადავწყვიტე, ხშრად მომიმართავს რჩევით მაგრამ ამჯერად თავი შევიკავე იმდენად ბევრია თავის პრობლემით აღვსილი მეთქი ჩემი პრობლემებითაც არ დავამძიმებ ადამიანებსთქო მაგრამ მიზანი მაინც ისაა აქ ჩემი გულისტკივილი დავწერო. ისიც არ ვიცი ეს ცხოვრებისეული დარდია თუ ბედის ბრალი მაგრამ ცხოვრებამ გამთელა და სანაგვეზე მომისროლა. ალბათ რომელიმე თვენგანს უცებ აზრი გაუჩნდება ოჰ საბრალო ისევ ვინმე ბიჭმა ატკინა გულიო მაგრამ ასე არაა ბიჭი, რომელიც ვითომ შეგიყვარდა ისე ვერ გატკენს გულს როგორც ეს ახლობელს შეუძია... ხშრად მინატრია ნეტავ ბიჭს ეტკინა გული ალბათ უფრო ადვილად გადავიტანდი და ტკივილსაც მალე მოვიშუშბდიმეთქი. არც მათ ვაყენებ შეურაწყოფას ვისაც ნამდვილად უყვარს და ძლიერი წყენა აქვთ მაგრამ დამიჯერეთ სიყვარული კვლავ მოვა და უკანა პლანზე გადაიწევს ის ვისაც ერთ დროს ჩვენი გულის ტკენის ეპიცენტრად მივიჩნევდით.
ცხოვრება მართლაც რთული რამააა და როცა გგონია რომ მზემ შენთვისაც გამოანათა, მალევე ჭექა-ქუხილი გიახლოვდება და ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევს. ხო... ალბათ ბევრი მივედ-მოვედე მაგრამ ყველაფერი საყვარელი ადამიანის დაკარგვით იწყება. სულ მხოლოდ 4 ასო, ერთი სიტყვა და მთელი ცხოვრების აზრი ეს ხომ რა თქმაუნდა დედაა. ხოდა ღმერთმაც ხელიდან გამომგლიჯა ერთადერთი ადამიანი რომელიც გვერდშ მედგა და თავისთან წაიყვანა. ბევრჯერ შევბრძლებივარ საკუთარ თავს და ვერ ამირჩევია ერთერთი, ყოფილიყო და კვლავ ეტანჯა ავადმყოფობისგან თუ ჯობია ის რაც მოხდა, დაისვენა და ღმერთთან წავიდა. მაგრამ ბოლოს მაინც მის წასვლას შევეგუე, ღმერთს ასე უნდოდა და იმიტომ. ხოდა ვსუნთქავ ამ დამპალი ადამიანების ამონასუნთქით გაჟღენთილ ჰაერს რომელბმაც არათუ გამიყუჩეს დედისგან მოყენებული ტკივილი არამედ უარესად გაამძფრეს. ქალმა რომელსაც მამის დას ვუწოდებ ნათელ ფერებში ასე თუ ისე აწყობილ ცხოვრებას შავის საღებავი გადამისხა და დიდი ლაქა დამიტოვა სამუდამოდ. მაგრამ თავს მაინც ვიმშვიდებ რომ ყველა ერთნაირი არაა. ყველას არ შეუძია წელიწადშ ერთხელ მაინც გადმოგიდოს თბილი სიტყვა, ზრუნვა, თუნდაც ლარად ნაყიდი ნასკები რომელიც ძალიან ბანალურად ჟღერს მაგრამ ყოველივე ეს ჩემ გულშია და საკმაოდ დიდი ხვრელი გაუკეთბია და შიგ ჩაბუდებულა. დღემდე მიკვირს ხალხი ასე რამ გააქვავა მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობ, შინ ხომ ამის ძალიან დიდი მაგალითი მიზის ბოღმით აღსავსე, შურისძების სირვილით შეპყრობილი, მომზადებული გესლის გადმოსანთხევად, დაუღალავი ენის მიტანის შესაძებლობით და სხვისი განკითხვით დაკავებული. ბევრჯერ გადამილახავს დეპრესიაც, საპირფარეშოში ჩაკეტვით და დედას სურათის ყურებით. ადამიანის რომელიც მათბობს და სტიმულს მაძლევს იქიდან, აქ კი ცოცხალი, ხორცშესხმული ადამიანების გრძნობების გარეშე დარჩენილან. ალბათ ბევრი ვერ გაიგებს რა გრძნობაა როდესაც სახლში მისვლა გინდა, რომ გიხაროდეს, გინდა ვინმე თბილად შემოგეგებოს კარებში და გკითხოს როგორ ჩაიარა შენმა დღემ, დილით კი საუზმე გაგიმზადოს და კარგი დღე გისურვოს. ოხ ცხრემლებმა კვლავ თავისით მონახეს გზა, რამდენის ატანა შეუძია ადამიანს რამდენის მაგრამ იმ სულ პაწაწინა სითბოს მოაკლდება თუ არა განგაშის ზარს ცემს ყველაფერი შენს ტვინში და ცდილობ რაიმე თავშესაფარი იპოვო, ვინმემ ორი თბილი სიტყვა გითხრას თუნდაც ეს აფერისტობით ან შენი გამოყენების მიზნით იყოს. და კიდევ ერთხელ ვასკვნი რა პატარა რამ ახარებს ადამიანს, მისთვის გამეტებული ღიმილი, ჩახუტება, თბილი სადილის დახვედრება, ერთი ლარით ნაყიდი რაიმეს ჩუქება რაც ზოგს არასდროს გაუკეთებია... ყველაფრის მიუხედავად მომავალი ბედნიერების მჯერა... რომ აუცილებლად გამიღიმებს ვინმე და კარგ დღეს მისურვებს, იმისიც მჯერა რომ ყველა მიიღებს სულ მცირე ბედნიერებას მაინც ყველა ობოლს ეყოლება კარგი მეუღლე და ტკივილს გაუნახევრებს, ყველა გაჭირვებულს ექნემა თუნდაც თითო ლუკმა სამუდამოდ, ყველა ავადმყოფი კარგად გახდება და მეც მოვუყვები ერთხელ დედას თუ როგორი ბედნიერი ვარ და სატკივარი მხოლოდ მისი არ ყოფნა იქნება. ჩაეხუტეთ და გაუღიმეთ ერთმანეთს თუნდაც ქუჩაში უცნობს, თქვენ ხომ არ იცით მისთვის რამხელა მნიშნელობა აქვს ამას.



№1 სტუმარი lapiarlok

Kaixar momewonaa<3<3*♡*♡.♡

 


№2  offline მოდერი წითური გოგონა

ალბათ ხვდები რომ ეს ჩანახატია და არა ისტორი!
--------------------
მწვანე ლიმონი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent