მე ის აღმოვაჩინე [2]
სიმთვრალით გათამამებული, ნელა წამოიწია დივანზე და ხელის ქნევით მიანიშნა უცნობს რომ მასთან მისულიყო. -ჰეი შენ! "სიმპაწიაგა"!- გასძახა ბარბარემ და ახარხარებულ გიორგის ყურადღება არ მიაქცია - მოდი ერთი მასაჟი გამიკეთე წელზე თორე დავინვალიდდი ქალი - ამოილაპარაკა დამანჭულმა და სიმთვრალით გათამამებულმა. ბიჭის ირონიული მზერაც კი ვერ მოქმედებდა მასზე იმდენად მთვრალი იყო. ამ დროს ლიზა შემოვარდა ოთახში და ბარბარეს ზემოდან დაახტა. ბარბარემ ერთი წამოიკივლა და ლიზასთან ერთად იატაკზე მოადინა "ბრახვანი". -ღმერთო! გიორგი..მომაცილე ეს არსება! - წამოიკნავლა ტირილამდე მისულმა ბარბარემ და მათკენ მომავალ გიორგის გახედა, რომელმაც ლიზა წამოაგდო იატაკიდან და ხელში აყვანილი გაიყვანა ოთახში. -დამელოდე,მოვალ ეხლავე!- დაიღრინა გიორგიმ და ოთახიდან გაუჩინარდა. ბარბარე დივანს დაეყრდნო და ადგომას შეეცადა მაგრამ ისევ უკან გადავარდა. -მომეხმარე იდიოტო! რას დამდგარხარ მანდ ხესავით? - მიმართა კარში მდგომ "იდიოტს" რონელიც დამახასიათებელი ირონიული ღიმილით შემოიფარგლა და სამზარეულოსკენ გაბრუნდა. ბარბარე გახევებული დარჩა ერთ ადგილას, არ მოელოდა ბიჭის ასეთ სიუხეშეს.მაგრამ აბა რა ეგონა !? კიდევ ერთხელ სცადა წამოდგომა მაგრამ წელმა ერთი დაიტკაცუნა და იგივე მოძრაობა განახორციელა რაც წინაზე, უბრალოდ ახლა უფრო მტკივნეული აღმოჩნდა. ერთი ამოიგმინა და ცრემლები გამოყარა. ჩუმად ასლუკუნებული ელოდა გიორგის დაბრუნებას და ვერც კი შენიშნა მისკენ მომავალი სხეული რომელმაც ხელში მარტივი მოშრაობით მოიქცია გოგონა და სანამ ბარბარე რამის გაანალიზებას მოასწრებდა, ფრთხილად მიაწვინა დივანზე და თავზე წამოადგა -ტირილს მორჩი თორემ დაგისივდება და დაგიმახინჯდება ეგ ისედაც უშნო თვალები - უკმაყოფილო გამომეტყველებით ჩაიდუდუნა და გოგონას გვერდით დივანზე ჩამოჯდა -არ მაქვს მე..უშნო თვალები - ამოისლუკუნა და პატარა ბავშვიბით მუჭებით შეიმშრალა ცრემლები - და საერთოდ ვის გავხარ ასეთი უტიფარი? - ამოიკნავლქ და გაბრაზებული მზერა მიაპყრო. -მამაჩემს- გაჯგიმულმა ჩაილაპარაკა, თითქოს რაიმე საამაყოს იძახდესო. ხელი , ვითომც არაფერი, ბარბარეს ფეხზე ჩამოდო. -ხელი აიღე,მაწუხებ! - დაუღრინა ბარბარემ როდესაც რამოდენიმე ცდის შემდეგაც კი ვერ მოიცილა მისი ხელი ფეხიდან. -აჰ ანუ გაწუხებ ხო ? - ეშმაკურად ჩაიცინა ბიჭმა დახელი ოდნავ მოუჭირა - კარგი, მაშინ აქ დავდებ!- ჩაიცინა და ხელი გოონას ბარძაყზე მოათავსა. ბარბარე სიბრაზისგან სულ აწითლდა და რომ არა წელის ტკივილი...არა,გატყუებთ! მაინც ვერაფერს იზამდა ! ბარბარემ ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა მწარედ დაარტყა ხელი ხელზე და თვითონაც ისე ეტკინა რომ სულ ჩაუწითლდა. -გოგო! - დაიღრინა გაბრაზებულმა და გოგონასკენ გადაიხარა როდესაც: -ძლივს ჩაეძინა- ოთახიდან გამოსულმა გიორგის ხმამ შეაჩერა. ნელა დაუბრუნდა თავის ადგილს და გოგონას მკვლელის თვალებით გახედა. გიორგიმ ბარბარე "კულტურულად" წამოაგდო და თავი მხარზე ჩამოადო - რას გიგავს გოგო თვალები ? - წყრომით ჩაილაპარაკა და ოდნავ სველი ღაწვები ხელით შეუმშრალა. არ გეგონოთ რომ რადგან ასე ახლოს არიან ერთმანეთთან ერთმანეთი უყვართ! არა, ერთმანეთზე გიჟდებიან! ოღონდ როგორც და-ძმა. ბარბარეს არასდროს ჰყოლია ძმა მაგრამ ღმერთმა მას ლიზას და გიორგის სახით , და-ძმა აჩუქა. ძალიან პატარა იყო ბარბარე როდესაც ლიზა გაიცნო: ერთი უბანი, ერთი კლასი და ერთი მერხი. განუყრელევი არიან და გული მიგრძნობს რომ სულ ასე იქნება. - რა დალიეთ?- სიცილით აუჩეჩა თმები გიორგიმ და თავზე აკოცა. -ბოთლები არ ნახე სამზარეულოში ?- გაკვირვებულმა ჰკითხა და ჩუმი მზერა გააპარა "უცნობისკენ" რომელიც ღიმილით ადენებდა მათ თვალს . -რაა? ეგ სულ თქვენ დალიეთ? - თვალებგაფართოებულმა დახედა გიორგიმ და დასტურის მიღებისას გოგონას დაუღრინა - რამ დაგალევინათ მაგდენი! - ჩაიბუტბუტა გაბრაზებულმა და მის მეგობარს გახედა რომელიც არც კი გახსენებია- ვუი ბარბი, გაიცანი ეს ტიმოტეა!ჩემი "ბრატია" "იმენა"- გაიცინა გიორგიმ და ტლევიზორის პულტს გადასწვდა. -სასიამოვნოა- ამოილუღლუღა ნახევრა მიძინებულმა ბარბარემ და უკეთ მოკალათდა გიოგიზე. მკრთალად ჩაესმა სუსხიანი ბარიტონით ნათქვამი "ჩემთვისაცო" და თვალებიც მიელულა...გადაეშვა მორფეოსის სამყაროში. *** ამ დღის შემდეგ სამი კვირა გავიდა. როგორც აღმოჩნდა ტიმოთეც ბარბარეზე ერთი კურსით მაღლა იყო მაგრამ ლექციები მაინც ხშირად უტარდებოდათ ერთად. მთელი ინსტიტუტი "ღადაობდა" ამათ შემყურე. ხან საიდან წაკბენდნენ ერთმანეთს,ხან საიდან. პარასკევის ლექციაზეც ერთად მოხვდნენ და ზუსტად ამ ლექციაზე გამოაცხადა ლექტორმა რომ ორივე კურსის სტუდენტებისთვის ტარდებოდა ექსკურსია..სვანეთში! მშვიდონით,მშვიდო ნერვებო ! *** -კარგი რა ლიზა! ხუთი დღე რა უნდა ვეკეთო მაგ იდიოტთან ერთად?! არ წავალ და ვსო! - ეწუწუნებოდა, კაფეში მჯდომი ბარბარე ლიზას. -გოგო რას არ წახვალ? სულ გაგიჟდი?მეორედ ეგეთი შანსი როდის მოგეცემა,არავინ არ იცის!წახვალ და თან აუცილებლად!შენ, ადამიანი რომელიც სვანეთზე "აბოდებს",ვიღაც ბიჭის გამო არ უნდა მოიკლო ეს სიამოვნება!-დამაჯრებლური და კატეგორიული ტონით საუბრობდა ლიზა.იცოდა ბარბარეს ხასიათი და ისიც იცოდა რომ თუ ახლა არ წავიდოდა,ამას აუცილებლად ინანებდა. -კარგი,წავალ და თან ძალიან კარგ დროს გავატარებ!-ჯიბრით ჩაილაპარაკა და გონებაში კიდევ ერთხელ დასახა ტიმოთეს გამწარების გეგმები. **** დილით ტელეფონის ხმამ გააღვიძა,რომელზეც ალბატ უკვე მეასე ზარი შემოდიოდა.ლია თავის დაქალთან წავიდა,თურქეთში,1 კვირით.ტელეფონისთვის არც დაუხედავს ისე უპასუხა და თავი ისევ ბალიშზე დააბრუნა. -გისმენთ-ძილისგან დაბოხებული ხმით ჩასძახა ტელეფონს. -გოგო შენ სრულ ჭკუაზე ხარ?100ჯერ მაინც დაგირეკე.სად ჯანდაბაში გაქვს ეს დედა*ოტ*ნული ტელეფონი?!წავიდა ყველა სვანეთში და ბედი შენი რომ კეთილი გული მაქვს!10 ცუტში შენს სახლთან ვიქნები და მეტი არ მინდა დააგვიანო!-დაიღრინა ტიმოთემ და ტელეფონი ისე გატიშა პასუხის გაცემა არც კი აცადა.გაბრაზებული ბარბარე ცოტახანს გაბრაზებული დაჰყრებდა ტელეფონს.შემდეგ ნელა წამოიწია და სააბაზანოში ნელი ნაბიჯებით შევიდა.ტიმოთეს ჯინაზე ყველაფერს ნელა აკეთებდა.დაახლოებიტ 1 საათში მოემზადა და ჩემოდანი ძლივს-ძლივობიტ ჩააგორა კიბეზე.ბოლო სართულზე,უკვე ნერვებმოშლილმა და დაღლილმა,სცრაფად დააგორა კიბეზე ჩემოდანი ის ვერ გაითვალისწინა რომ ჩემოდნის წინ თვითონ იდგა.ვერ გაითვალისწინა და მოხვდა კიდეც ფეხში და მწარედ ამოიგმინა. ეცადა ყურადრება არ მიექცია მაგრამ საშინელ წვას გრძნობდა კოჭის მიდამოებში.ნელა,კოჩლობით გააგორა გარეთ გასულმა გაკვირვებულმა მოათვალიერა გარემო მაგრამ ტიმოთეს მანქანა მაინც ვერსად შენიშნა.თავი ცისკენ მიუშვირა რომ ცრემლები რომლებიც სიცივისგან,სიბრაზისგან და ფეხის ტკივილისგან იყო გამოწვეული შეეკავებინა.ჩემოდანზე ჩამოჯდა და დაელოდა ტიმოთეს.ჩანაფიქრით ბარბარეს უნდა დაეგვიანა და გაემწარებინა ტიმოთე მაგრამ როგორც ხედავთ პირიქით მოხდა... ალბათ 20 წუთი იჯდა ასე სიცივეში.ზევითაც ვეღარ ბრუნდებოდა რადგან ჩემოდანი ვეღარ აჰქონდა.ბოლოს როგორც იქნა გამოჩნდა ტიმოთეს შავი მანქანა.არც გადმოსულა დასახმარებლად.ბარბარემ ცრემლიანი თვალები ჩუმად შეიმშრალა და ჩემოდანი საბარგულში ჩადო.გაბრაზებუმლა გამოაღო კარები და გაბუსხული ჩაჯდა ისე რომ არც მისალმებია და არც მიუხედავს მისკენ. -შენ გამარჯობა არ გასწავლეს?-გაუცინა ტიმოთემ და მისკენ მოტრიალებული გოგონას დანახვისას ღიმილი სახეზე შეეყინა. -შენ..შენ საერთოდ არაფრის ღირსი არ ხარ!-ამოიბლუყუნა ბარბარემ და ფეხის ზელით მიტრიალდა ფანჯრისკენ. ტიმოთეს ხმა აღარ ამოუღია.მანქანა დაქოქა და გზაზე გაიყვანა.ხანდახან თუ გადახედავდა ხოლმე გოგონას.სპეციალურად დააგვიანა თვითონაც რომ გოგონა გაემწარებინა მაგრამ ვერ იფიქრებდა თუ ასე იმოქმედებდა მასზე.2 საათის განმავლობაში ხმა არცერთს არ ამოუღიათ. ბარბარე ფანჯრისკენ შეტრიალებულიყო,ტიმოთე კი გზას გაჰყურებდა.ცოტახნის შემდეგ მანქანა გადააყენა და ბარბარესკენ შებრუნდა. -არ გშია?-ჰკითხა ბარბარეს და გაუღმა. -ყავა მინდა მხოლოდ-ამოიდუდუნა და უკეთ მოკალათდა სავარძელზე.ტიმოთე გადავიდა და რამოდენიმე წუთში ორი პარკით დაბრუნდა.ბარბარემ ერთი ყავა ააცალა და გემრიელად მოსვა როდესაც ტიმოთემ ხელიდან გამოგლიჯა და ფანჯრიდან მარტივი მოძრაობით გადააგდო. -ჰეიიი!რას აკეთებ?-შეუღრინა გაოცებულმა ბარბარემ და ოდნავ მიკრა ხელი მხარზე. -ჯერ ეს სეჩამე-მაფინზე მიუთითა და გაუწოდა.ბარბარემაც ღიმილით გამოართვა და როდესაც მიხვდა რომ ტიმოთემ გამარჯვება იზეიმა მაშინვე ჩამოწია ფანჯარა და ღიმილით ისროლა მაფინი შუა ქუჩაში. -გოგო!-დაუღრინა და მკლავზე ხელი წაავლო.-რატო არ გესმის რასაც გელაპარაკები?-უყვირა და ხელი უფრო მოუჭირა -იმიტომ რომ არც შენ იგონებ ჩემს ნათქვამს!-დაუკივლა ბარბარემაც და ხელის განთავისუფლებას შეეცადა. -წესიერად მოიქეცი თორემ ჩამოგსვამ შუა ქუჩაში-დაიღრიალა და ხელი უხეშად შეუშვა -ჩამომსვი!დროზე!-დაიკივლა და როგორც კი მანქანა გაცერდა,მანქანიდან გადახტა.ჩემოდანს ხელი დაავლო და კოჭლობით ძლივს გადაიტანა საბარგულიდან. -დარწმუნებული ხარ?-შეეკითხა უკვე დაქოქილი მანქანიდან და დადებითი პასუხის მოსმენის შემდეგ მანქანა გზაზე გაიყვანა. ****** მგონიი როომ მოგეწონებათ...გამიზიარეთ ემოციები,შთაბეჭდილებები და რჩევები კომენტარებში ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.