რა იქნებოდა... (2)
მშობლებიც მალევე დაბრუნდნენ,ისეთი გადაღლილები იყვნენ ლაპარაკის თავიც კი არ ჰქონდათ,ოთახში შევედი და ჩავწექი,ფეხები გაყინული მქონდა,ემბრიონის ფორმაში ვიწექი,ამ საღამოს განსაკუთრებით ციოდა,ამჯერად მაინც ხომ უეჭველად მოთოვდა.გაყინული ცხვირი ბალიშს გავუხახუნე.ძიბრურანში ვიყავი ტელეფონმა რომ დარეკა,ცალი თვალით დავხედე ეკრანს,გიო იყო -ვაიმე რომელი საათია ბიჭო!-ჩავყვირე ტელეფონში -გარეთ გაიხედე? თოვს -ამის სათქმელად დამირეკე? მოიცა მართლა თოვს?-გახარებული წამოვვარდი და ფანჯარასთან მივირბინე,თოვლის მოსვლას ყოველთვის გიო მამცნობდა ხოლმე,პატარა ბავშვივით მიხაროდა სულ თოვლის მოსვლა -ტრადიციას ხო არ დავარღვევდი?-სიცილით მიპასუხა -ხვალ ჩაგახრჩობ თოვლში -ელოდე მაგას,როდის ერთხელ გიქნია ეგ -ხვალ ვიზამ,იმედია კარგად დადებს,წავედი ახლა გავიყინე მეძინება,მოიცა შენ სად ხარ ამდროს რატო არ გძინავს?-ისე ვკითხე გეგონებოდა ღამის 3 საათზე სულ სახლში იყო და ეძინა -თოკოსთან ვართ ბიჭები,კაი მიდი დაიძინე,გნახავ ხვალ გახარებული დავუბრუნდი საწოლს.შაბათი იყო,არსად მეჩქარებოდა,კარგად გამოვიძინე და 12 საათისთვის ვიკადრე ადგომა,როგორც ყოველთვის სახლში არავინ იყო,ფლატუნით გავედი სამზარეულოში,ფანჯრიდან რომ გავიხედე კარგად მოეთოვა უკვე.სიხარულისგან ხელები გავასავსავე,უკვე წარმოვიდგე როგორ ყინავდა გარეთ და გამაჟრიალა.ყავა დავლიე და დივანზე თბილად მოვკალათდი,გოგონებმა დამირეკეს ამოვალთო,მათაც არ დააყოვნეს. -როგორ მოხდა თოვს და შენ სახლში ხარ?-გადამკოცნა დინამ და სასუსნავებით სავსე პარკი გამომიწოდა -გიოს ველოდები,უნდა ვაჭამო თოვლი-გამეცინა და გოგონებს გზა დავუთმე სახლში რომ შემოსულიყვნენ. -დილით დამირეკა გიორგიმ,თოკოსთან ამოდითო -რატო თოკოსთან რა ხდება?-გავიკვირვე დიდად არ მევასებოდა იქ მისვლა -რავი,მარტოაო ბაითზე და ამოდითო -უეჭველი სახლი აქვს ისევ დასალაგებელი,ან საჭმელი აქვს გასაკეთებელი-გაეცინა თაკოს -მე მეზარება წამოსვლა-მსუბუქად ჩავჯექი სავარძელში -შენ რაღაც დიდად არ გევასება თორნიკე,მოხდა რამე?-დაეჭვებულმა გადმომხედა ნინომ -არაფერს ვერჩი,უბრალოდ არ მომწონს რა ბიჭებს რო სულ მოსაწევს და სასმელს უჩითავს,ხო ხვდებით რა -კარგი რა ანა,მაგათ არ უნდათ და თოკო აძალებს? -არა დინა,ეგ არ მითქვამს თოკოც მიყვარს,ჩვენი მეგობარია,უბრალოდ ხო ხვდებით რა რაც ვიგულისხმე -მაგათ რაც არუნდა ელაპარაკო მაინ იმას გააკეთებენ რაც უნდათ,აზრი არაქვს რამის თქმას ან რჩევას -და როდემდე უნდ აიყვნენ ასე უსაქმურად? მთელი ცხოვრება უნდა აბირჟაონ უბანში და საქმეები არჩიონ? ესაა ცხოვრება?-მართლა მანაღვლებდა მათი მომავალი -დაელაპარაკე გიოს და იქნებ რამე შეიგნოს -იცი რამდენჯერ დაველაპარაკე? -კარგი დაიკიდეთ რა,რაც უნდათ ის უქნიათ,მიდი ანა ჩაიცვი და თოკოსთან გავიდეთ-ტაში შემოკრა დინამ თოკო ჩემი სახლიდან არცისე შორს ცხოვრობდა,მეზობლები ვიყავით ზედა უბანში იყო მისი სახლი და მალევე ავედით,მანტოში ჩავყავი გაყინული ხელები და ცხვირი შარფში დავმალე -ვა მოხვედით ტო?-მოგვესალმა თოკო და გადაგვკოცნა -ანუკი მოდი ჩემთან-ხელით მანიშნა გიომ რომ მასთან მივსულიყავი ხმაამოუღებლად მივედი და მის გვერდზე დივანზე ჩამოვჯექი -რა იყო?-მიხვდვი რომ კაიფში იყო -სულ გაბრაზებული სახით რატო მოძრაობ ტო? -აუ ნუ მეტიპები რა -რას გეტიპები გოგო,ამ ბოლო დროს რა გემართება შენ?-სერიოზული მიიღო -არაფერიც არ მემართება,და მაგ ბალახების მოწევას გირჩევნია დედაშენს დაეხმარო და სამუშაო იშოვო! -ეგ შენ არ გეხება და ნუ ტლიკინებ ბევრს -აა მე არ მეხება ხო? კარგი მაშინ არც არაფერი მესაქმება აქ!-გაბრაზებული სწრაფად წამოვვარდი ფეხზე თუმცა მაჯაში ჩამავლო ხელი და ისევ მის გვერდით დამაბრუნა -ტვინს რატო ბურღავ?ხო იცი არ მევასება ეს დედამოტ*ნული ჭკუის დარიგებები! -მე თუ არ გეტყვი სხვამ ვინ უნდა გითხრას გიორგი? რო მიყვარხარ და რო მედარდები ზუსტად მაგიტომ გელაპარაკები ამდენს,თუმცა რა აზრი აქვს -ვიცი ანა,ვიცი იქნება ყველაფერი,ახლა აღარ გააგრძელო რა ისედაც სკდება თავი. ხმა აღარ ამოვიღე,ან რა აზრი ჰქონდა.მალე ვიღაც გოგონებიც მოვიდნენ,ვაკელი ვითომ "ძერსკები" როგორ ვერ ვიტანდი ასეთ სასტავს,წამოსვლა მინდოდოა,მაგრამ ვიცოდი გიოს და გოგონებს გაუტყდებოდათ ამიტომაც დავეტიე იქ სადაც ვიჯექი. -გიო,ნათიამ მომწერა შენზე-გაეტყლარწა ერთ-ერთი -ვა,მართლა?-გაეცინა ლოლაძეს -ხო,მომიკითხეო-არადა ნათიას დარდი ვაბშე არ ჰქონდა ახლა ამ გოგოს,ჩემს გიოს ეპრანჭებოდა. -ჩემგანაც მოიკითხე-თვალები მოვჭუტე სიბრაზისგან,გიომ შემატყო და გაყინულ ხელებზე მომეფერა,მერე მუჭაში მოიქცია ჩემი ხელი და გათბობა დაუწყო -ნათი,ნათი ნათია-გავაჯავრე და გავუცინე -გაიძვერა ბავშვო-მასაც გაეცინა -მაგას ნუ მეძახი ამ ძერსკებთან-გამეცინა -ერთი ამათი დედამოვტ*ან-ორივეს გაგვეცინა -წამო რა ვიგუნდაოთ-ფეხზე დამოვდექი და დავეჯაჯგურე მასაც რომ ამდგარიყო -აუ,შენ თავს გეფიცები ეხლა არა რაა,არ შემიძლია ფიზიკურად -ესაა შენი დაპირება?კაი ბაზარი არაა-ვითომ გავუბრაზდი და ხმას აღარ ვიღებდი,არადა ვიცოდი ვერ იტანდა თოვლს და სიცივეს. უნდ აგენახათ ეს გოგონები როგორ ეტმასნებოდნენ ჩვენს ბიჭებს,ლამის კალთაში ჩაუხტა ერთ-ერთი ლევანს და ირაკლიმ ლამის მეორე ოთახში გაიყვანა მეორე გოგო. გარყვნილებაში ვერავინ შეედრებოდა ჩვენს ბიჭებს,ყველასთან გართობას ცდილობდნენ,არ მახსოვს ვინმესთვის სერიოზულად რომ შეეხედათ. მალე თოკოს დეიდაშვილი ლაშა და მისი ძმაკაცი ზუკა მოვიდნენ,ისეთი სიმპატიური იყო ეს ზუკა პირდაფჩენილები ვუყურებდით მე და გოგონები,თაკო მხარი მომაძრო შეხედე რა თვალები და ტუჩები აქვსო,მოკლედ ყველას ძალიან მოგვეწონა. -პირი დაკეტე გოგო-სიცილით ჩამჩურჩულა გიომ -რაა-არაფერი შევიმჩნიე -ზუკა დაგევასა?-თვალები ეშმაკურად აათამაშა -აუ რა ძაან დებილი ხარ -ზედვე გეტყობა,კაი მე რას მიმალავ გოგო,კაი ბიჭია პატიოსანი-სკდებოდა სიცილით -და ეგ ერთი ზუკა რამდენმა გავიყოთ? -ძაან ბევრს მაცინებ შენთავსგეფიცები-ახარხარა ბიჭი -რა ეშველება შენს ხელში თამრიკო დეიდას,ნწ ნწ-თავი გავაქნიე -შენ ნუ დარდობ მაგაზე,ზუკამ იცის რო ჩვენი დები ხართ და ეგ ბაზარი მოკვდა გაიგე? -გინდა დაგენიძლაო რო ზუკას დავკერავ?-თვითონაც არ ვიცი რა წამოვროშე -აი მასეთი ლაპარაკის გამო მეორეჯერ მაგრად გცემ-თითი დამიქნია -არა რა,მართალია ნინო თქვენს ხელში გაუთხოვრები დავრჩებით,ღმერთო რა დავაშავე ისე ნუ მომკლავ კაცის ალერსი რომ არ მაღირსო-იმხელა ხმაზე გაიცინა ლოლაძემ მთელ ვერას ესმოდა საღამომდე ვიყავით თოკოსთან,გარეთ ძალიან მაგრად ციოდა,ისე ყინავდა ძვალსა და რბილში ატანდა. -გავიყინე-ამოვიკრუსუნე აკანკალებულმა -კაი დავიშალეთ რა -ჩემთან შევიდეთ რა დინას და თაკოს საქმე ჰქონდათ,ბიჭებიც წავიდნენ ხოლოდ მე ნინო და გიო შევედით ჩემთან. ჩემს სახლში სულ თბილოდა ამიტომაც შესვლისთანავე ვიგრძენი როგორ დამიარა სითბომ მთელ სხეულში და სიამოვნებისგან სახე გამებადრა. -ვახ ჩემი ტო,ძლივს გავთბი-დივანზე გაიშხლართა გიორგი -ანა მშია-არ დააყოვნა ნინომაც -წამოდით სამზარეულოში,მანდ ხო არ მოგართვათ? -ნუ იქნები წუნკალი და ეცი შენს და-ძმას პატივი-გამომძახა სიილით ლოლაძემ -ორი ნაბიჯის გადმოდგმაც გეზარებათ რა!-სხვა რა გზა მქონდა,საჭმელი მისაღებში გავუტანე -ჩემი ძმა რო არ იყო ცოლად მოგიყვანდი-ილუკმებოდა ლოლაძე -და მე უეჭველი გამოგყვებოდი ხო? -ნუ მეძველები და დაჯექი ჭამე ____________________ პატარა თავია,თუმცა მეტის დადება ვერ მოვახერხე,დღეს კიდევ დავდებ ახალ თავს,მაინტერესებს თქვენი აზრი,რას ფიქრობთ ისტორიაზე,რაც შეეხება წერის მანერას ცოტა ქუჩური სიტყვებია თუმცა სხვანაირად ვერც დავწერ ამ ისტორიას და ბოდიში ამისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.