შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა შენი მჯეროდეს


2-12-2015, 19:03
ავტორი Gauqmda Gauqmda
ნანახია 2 679

საოცრად მშვიდი და ლამაზი დღე იყო,ამიტომ ნინას არსად წასვლა არ უნდოდა,სახლის ეზოში გავიდა და გააფხულის ეს მშვენიერი დღე შეიგრძნო,მერე წიგნი აიღო,სკამზე ჩამოჯდა და წიგნის კითხვა დაიწყო.მალევე გადეშვა წიგნის სამყაროში და რეალობას საერთოდ მოსწყდა,ამიტომ ვერც კი შენიშნა მასთან მისი ძმა რომ მივიდა.რამდენიმე ხანს იდგა სანდრო და ნინას უყურებდა,აინტერესებდა კიდევ რამდენ ხანს ვერ სეამჩნევდა და მის იქ ყოფნას.ბოლოს მიხვდა რომ ტყუილად ელოდა,უფრო ახლოს მივიდა და წიგნი ხელიდან გამოგლიჯა,მხოლოდ მასინ მოვიდა გონს ნინა და დაუბრუნდა ჩვენს სამყაროს.
-რას აკეთებ,გაგიჟდი?და გაბრაზებულა ახედა მის წინ მდგომს.სანდრო რომ დაინახა სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა,ფეხე წამოხტა და ძმას კისერზე ჩამოეკიდა.ძალიან ბევრი აკოცა და ისე მაგრად ჩაეხუტა სანდრომ ძლივს ამოისუნთქა.
- კაგი პატარავ,გეყოფა,არ დამახრო.გაუღიმა დას და ახლა თვითონ მოეხვია პატარა დაიკოს.
- სანდრო შენ აქ საიდან?როდის ჩამოხვედი?ან რატომ არ გვითხარი რომ ჩამოსვლას აპირებდი?
-მაშინ ხომ სურპრიზი აღარ იქნებოდა.სწავლას ერთი კვირის წინ მოვრჩი,რაღაც საქმეები მქონდა ისიც მოვაგვარე და მაშინვე წამოვედი.უკვე ისე მენატრებოდი რომ ლამის გავგიჟდი,ჩემი პატარა დაიკო ამდენი ხნით მარტო არასდროს არ დამიტოვია.
- კარგი რა,აღარ ვარ პატარა,16 წლის ვარ უკვე და შენ ისევ პატარა ბავშვივით მექცევი.მეც ძალიან მომენატრე,ხომ იცი შენს გარდა სხვა არავინ მყავს,უშენობას ვერ ვეგუები,მინდა რომ სულ ერთად ვიყოთ.მაგრამ სანამ შენ სწავლას არ დაამთავრებ მანამდე ეს სეუძლებელია.
- შეუძლებელი არაფერია.სკოლაში ყველაფერს მოვაგვარებ და შენც წამოდი ჩემთან ერთად გერმანიში,იქ გააგრძელებ სკოლაში სიარულს და სულ გვერდით მეყოლები,მეც აღარ ვინერვიულებ რომ აქ მარტო მყავხარ,მართალია ბებო შენთან არის მაგრამ მაინც ვნერვიულობ შენზე,რომ ვერ ვხედავ როგორ ხარ და რას აკეთებ,ძალიან ვნერვიულობ ხოლმე.ყველაფერს კი ვგებულობ მაგრამ მაინც.გთხოვ დამთანხმდი დდა წამოდი ჩემთან ერთად.
- გთხოვ სანდუშკა ახლა თავიდან ნუ დაიწყებ.არ მინდა წამოსვლა,შენტთან მინდა,მაგრამ არა იქ.სკოლას და ახალ გარემოს ასე მგონია ვერ შევეგუები,ხომ იცი მიჭირს ახალი ურთიერთობების დაწყება და ახალ გარემოსთან შეგუება,ნუ დამაძალებ ძამიკო ძალიან გთხოვ.
- კარგი ჩემო პრინცესა გვეყო ამაზე საუბარი,მომიყევი ამდენხანს უჩემოდ როგორ იყავი,რა ხდებოდა შენსკენ?ისე მომენატრე ლამისაა შეგჭამო.დაიკოს მოეხვია და კალთაში ჩაისვა.
-ახალი არაფერი,ყველაერი ძველებურად,უბრალოდ მეტი სამეცადინო მაქვს და თავისუფალი დრ საერთოდ აღარ მაქვს ხოლმე.
- ნინაჩკა პატარავ,ესეც არ შეიძლება,სულ წიგნებთან ხარ,მემგონი მეგობრებიც კი აგარ დაგრჩა.მიხარია რომ ასეთი მონდომებული ხარ,თუმცა ცოტა განტვირთვა და მეგობრებთან ერთადაც უნდა გახვიდე და გული გადააყოლო,არ მომწონს ასეთი ჩაკეტილი რომ გახდი,ეს ჩემი ნინაჩკასთვის დამახასიათებელი არ იყო და არც მინდა რომ გახდეს.
- კარგი რა სანდრო,მე თავს მშვენივრად ვგრძნობ,ასე უკეთესად ვარ,თანაც მეგობრები ისევ მყავს,მარიამი და გვანცა სულ ჩემთან არიან,უბრალოდ ახლა დაბადებისდღისთვის ემზადებიან და ამიტომ არ არიან აქ.
-ვისი დაბადებისდღეა?შენ არ ხარ დაპატიჟებული?
- ჩვენი კლასელის,როგორ არა,უბრალოდ წასვლა არ მინდა.მარიმმა და გვანცამაც ბევრი მთხოვეს,მაგრამ არ მინდა.
-კარგი რა არ გადამრიო,გაემზადე და ჩემი ხათრით წადი,თან კლასელია ვიღაც უცხო ხომ არაა.
- არ მინდა,იქ ხმაური იქნება,ბევრი სტუმარი და აურზაური,ამიტომ მირჩევნია სახლში ვიყო,თან შენ ჩამოხვედი და როგორ ფიქრობ დაბადებისდღეზე წავალ?არა არ მინდა.
- გთხოვ,ძალიან გთხოვ,მონდა რომ წახვიდე,თან მეც საქმეები მაქვს და უნდა გავიდე,ამიტომ მთელი დღე სახლში არ ვიქნები,გთხოვ წადი.ახლა ვნახავ როგორ გიყვავარ და მიჯერებ,როგორ ითვალისწინებ ჩემს სიტყვებს და თხოვნას.
- კარგი,კარგი წავალ,მხოლოდ ცოტახნით.მერე შენ მოხვალ და წამომიყვან იცოდე.
-კარგი ჩემო ფერია,მიდი გაემზადე,გოგოებს დაურეკე და უთხარი რომ შენც მიდიხარ.
-კი მაგრამ საჩუქარი რომ არ მაქვს,რა გავაკეთო?ახლა ვერ მოვასწრებ ვერაფრის ყიდვას.
- შენი კლასელი გოგოა თუ ბიჭი?
- ბიჭია.
- მაშინ არ ინერვიულო,დამელოდე ახლავე მოვალ,შენ კი გოგოებს დაურეკე და გააფრთხილე,უთხარი შენთან მოვიდნენ და მე წაგიყვანთ სამივეს.
- კარგი ახლავე.თქვა ნინამ და ტელეფონი აიღო.ნომერი აკრიფა და მარიამს დაურეკა.ტელეფონს გვანცამ უპასუხა.
-გისმენ ნინა,რა ხდება სასწაული ხომ არ მოხდა და წამოსვლას ხომ არ აპირებ?
-კი მეც მოვდივარ.
- რა?? არ არსებობს,მარიამ გაიგე?ნინაც მოდის.რა მაგარია,რა მოხდა აზრი რომ შეიცვალე?
- სანდრო ჩამოვიდა და იმან მთხოვა,ჩემთან შეგიძლიათ გადმოხვიდეთ და დამეხმაროთ მომზადებაში?
-რათქმაუნდა,10 წუთში შენთნ ვიქნებით.
- კარგი გელოდებით.უთხრა ნინამ და თელეფონი გამორთო.ამასობაში სანდროც დაბრუნდა.
-ნინა ნახე,იმედია მოეწონება,ძმაკაცს ჩამოვუტანე მაგრამ ახლა შენ უფრო გჭირდება,იმას სხვა რამეს ვაჩუქებ.
-ძამიკო ეს ძაან მაგარია,დიდი მადლობა,დარწმუნებული ვარ მოეწონება.მიყვარხარ,ყველაზე კარგი ძმა ხარ მსოფლოიოში.სანდრო ნინას მოეხვია და აკოცა.
-ჩემო პატარა შენ კი საუკეთესო და მყავხარ.აი შენი გოგოებიც მოვიდნენ.გოგოებს ძალიან გაუხარდათ სანდროს ნახვა,ის მათთვის უფროსი ძმასავით იყო,მითუმეტეს რომ არცერთს ძმა არ ჰყავდა.მოეხვივნენ და ამოსუნთქვის საშუალებას აღარ აძლევდნენ.
-გეყოფათ გოგოებო,გეყოფათ,უკვე ცუდად ვარ,ვეღარ ვსუნთქავ,ისევ ისეთი ბავშვები ხართ როგორიც დაგტოვეთ.ახლა გაემზადეთ და როცა მეტყვით წაგიყვანთ.სანდრომ გოგოები მარტო დატოვა,თვითონ კი თავის ოთახში ავიდა.
ვგიჟდები სანდროზე,ძალიან მაგარია,ყველას სჯობს ვისაც კი ვიცნობ,დაიწყო მარიამმა და გვანცამაც მხარი აუბა.
-კარგით გეყოფათ,ვიცი რომ ყველაზე მაგარი ძმა მყავს.
-მყავს არა გვყავს,შეუსწორა მარიამმა.
-ხო გვაყავს,მაგრამ ახლა მე მომხედეთ.
ნინა ძალიან იშვიათად დადიოდა სადმე ,უფროსწორად საერთოდ არსად არ დადიოდა,თავისი ორი უსაყვარლესი დაქალის გარდა.ის ყელასგან განსხვავებული იყო,არამარტო ხასიათით,ფიზიკურადაც.ყველასთან უშუალო და უბრალო იყო,მისი სილამაზე ყველას ხიბლავდა და უყურადღებოდ ვერავინ ტოვებდა,თუმცა თვითონ ყველას თავს არიდებდა,უცხოებთან კონტაქტს ერიდებოდა.შეუძლებელი იყო მისი საოცრად დიდი და მწვანე თვალები,შავი გრძელი ხვეული თმა,ლამაზი პატარა ცხვირი და საშუალო ზომის ლამაზი ტუჩები შეუმჩნეველი დარჩენოდა ადამიანს.სწორედ ასეთი იყო სანდროც,უბრალოდ ის ბიჭი იყო და ცოტა უხეში ნაკვთები ჰქონდა,უფროსწორად მამაკაცური,რომელიც მას საოცრად სიმპატიურს ხდიდა.ნინა ბევრ ბიჭს მოსწონდა სკოლაში,თუმცა ამას თვითნ ვერ ამჩნევდა,რადგან წიგნების გარდა სხვა არაფრისკენ არ იხედებოდა.მიუხედავად იმისა რომ ნინა საკმაოდ მდიდარი ოჯახის შვილი იყო,ჩვეულებრივ სკოლაში დადიოდა და არავისზე ზედმეტად არ თვლიდა თავს,პირიქით ყოველთვის ცდილობდა სხვებს თვალში ძედმეტად არ მოხვედროდა.როცა მასწავლებელი მასზე საუბარს იწყებდა,მის ქება-დიდებას დაიწყებდა,საშინლად წითლდებოდა და თითქოს ბავშვების სცხვენოდა კიდეც.ბოღმიანი გოგოები,ცდილობდნენ რომ მისთვის ეჯობნათ,უნდოდათ ნინასთვის სახელი გაეფუჩებინათ,მაგრამ ეს იმდენად შეუძლებელი იყო,როგორც თევზი ვერ შეძლებს უწყლოდ სიცოცხლეს,რადგან ნინას სკოლის გარდა ვერსად ხედავდნენ და იქ კი ისეთი თავდაჭერილი იყო რომ მასზე ვერაფერს იტყოდი კარგის გარდა ადამიანი.მარიამმა და გვანცამ კარგად იცოდნენ თუ როგორ შურდათ ნინასი სკოლაში ბევრს და ნინას ისე იცავდნენ,რომ შეიძლებოდა მის გამო ვინმე გაეგლიჯათ კიდეც.კარგით ახლა დავბრუნდეთ გოგოებთან სახლსი.რამდენიმე საათის შემდეგ გოგოები უკვე მზად იყვნენ და სანდროს დაუძახეს.სანდრომ გოგოები რომ დაინახა შოკში ჩავარდა.
-ერთი ამათ დამიხედეთ,ჩემი გოგოები,ნამდვილი ფერიები ხართ,არა ვერსად ვერ წაგიყვანთ,იქ რომ ვინმეს მოეწონოთ,ვინმემ რაიმე გითხრათ ხომ უნდა მომაკვლევინოთ მერე ის საცოდავი,თან ვერავის დაუთმობ ჩემს გოგოებს.არა ვერსად ვერ წახვალთ, დღეს ჩემთან დარჩებით.ეს ისეთი სერიოზული სახით თქვა გოგოები კინაღამ გაგიჟდნენ.
-რა?სანდრო შენ ამას სერიოზულად ამბობ?კარგი რა,გთხოვთ,დაიწყო გვანცამ
-ნურაფერს ნუ მთხოვთ,გადაწყვეტილია მორჩა,თქვენ სახლში რჩებით.
-არა რა ,სანდრო შენ ხომ ასეთი არ ხარ,შენ ძალიან კარგი ხარ.
-ხმა აღარ გავიგო,ვთქვი და მორჩა.
-ნინა უთხარი ახლა შენს ძმას რაიმე.დაიწყო მარიამმა.
-შენ არ ამბობდი ჩვენ ძმასო?ხოდა შენ თვითონ უთხარი,რაც გინდა,მე მაინც არ მინდოდა წამოსვლა და ძალიან კარგი,ახლავე ავალ და გამოვიცვლი.
-მოიცადე,მოიცადე,სად მიდიხარ?აბა ახლავე დაბრუნდი,შენ გეგონა სერიოზულად ვთქვი ეგ ყველაფერი?აბა ახლავე ჩამოდი დაბლა და მანქანისკენ სამივე დროზე.
მარიამი სანდროს მოეხვია და აკოცა,
-ვიცოდი რომ შენ კარგი იყავი და ასე არ მოგვექცეოდი.
-გეყოფა ახლა პირფერობა,დროზე მანქანაში,უთხრა მარიამს და მანაც აკოცა.
გოგოები მიიყვანა და თან დაუბარა,წამოსვლის დროს დამირეკეთო.სამივე მართლაც ძალიან ლამაზი იყო,თუმცა ნინა განსაკუთრებულად.მათმა შესვლამ ყველა გააოცა,განსაკუთრებით კი ნინას დანახვა გაუკვირდათ.ის ხომ არსადროს არ დადიოდა წვეულებებზე და არც აქ ელოდნენ.რაც მთავარია მათი დანახვა იუბილარს გაუხარდ.ნინას ძალიან თბილად შეხვდა.
-გოგოებო გამაოგნეთ,ნინას ვგულისხმობ,მის ნახვას ნამდვილად არ ველოდი აქ და ძალიან გამახარე რომ მოხვედი.აშკარად დიდი პატივში ვარ და გიგი ნინას გადაეხვია.
-გილოცავ დაბადებისდღეს,გაუღიმა ნინამ და საჩუქარი გადასცა.
-დიდი მადლობა გოგოებო,მიდით თავი ისე იგრძენით როგორც საკუთარ სახლში ,მე ცოტახნით დაგტოვებთ და მალე შემოგიერთდებით.უთხრა გოგოებს და სხვა სტუმრებისკენ წავიდა.
-მოდით გოგოებო ცოტა გავერთოთ(გვანცა)
-თქვენ მიდით მე აქ დავრჩები,თან ცოტა არ იყოს თავს უხეხულად ვგრძნობ,ამიტომ მირჩევნია მარტო ვიყო,აი აქ დივანზე ჩამოვჯდები.(ნინა)
-კარგი რა,ჩვენ რა დაქალები ვიქნებით,შენ იჯდე და ჩვენ ვერთობოდეთ,შენც ჩვენთან ერთად იქნები,ამას აღარ უნდა ბევრი ლაპარაკი(გვანცა)
-მაპატიეთ საყვარლებო, მაგრამ მე აქ ვრჩები,თქვა ნინამ და დივანზე კოხტად მოკალათდა.
-კარგი თავი დაანებე ხომ იცი რომ იტყვის მორჩა,კარგი ჩვენ გავალთ და მალევე დავბრუნდებით(მარიამი)
ნინა დივანზე ჩამოჯდა და იქაურობას თვალი მოავლო,მერე ბავშვებს უყურებდა,მალე ოთახი სიგარეტისა და სასმლის სუნით გაიჟღინთა და ნინას მიუჩვეველ ცხვირს ეს ყველაფერი არ ესიამოვნა,უკვე სუნთქვა უჭირდა,ამიტომ ადგა და გარეთ გავიდა.ვერანდაზე არავინ არ იყო და როგორც კი დაინახა მყუდრო ადგილი მაშინვე მისკენ წავიდა.გარეთ გავიდა და გაზაფხულის საღამოს სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა,ისე ესიამოვნა ეს ჰაერი ოთახის დახუთული ჰაერის შემდეგ,რომ სიამოვნებისგან კნუტივით ჩაიკრუტუნა.ცოტახანს ასე იდგა,მერე შემობრუნდა,უნდოდა გვანცა და მარიამი დაენახა,მაგრამ თვალი ვერ მოკრა,ოთახში შესვლას კი არ აპირებდა,მუსიკა საკმაოდ ხმამაღლა იყო ჩართული და ყველა ცეკვავდა,უკვე საკმაო დრო გავიდა და სახლში წასვლა უნდოდა,მაგრამ მარიამსა და გვანცასთვის არ უნდოდა ეწყენინებინა,ცოტახანს კიდევ დავრჩები და მერე ვეტყვი რომ წავიდეთ,გაიფიქრა მან და ისევ შებრუნდა.უცებ მხარზე ვიღაცის მძიმე ხელი იგრძნო და შეშინებული შემობრუნდა.
-ბოდიში არ მინდოდა შენი შეშინება,უბრალოდ დაიგინახე მარტო რომ იყავი და გადავწყვიტე შენთან მოვსულიყავი,ყველა ერთობა და აქ მარტო რას აკეთებ?ჰკითხა მისთვის სრულიად უცხო ბიჭმა.
-მაპატიეთ უნდა დაგტოვოთ,მხოლოდ ეს უთხრა ნინამ და წასვლა დააპირა,მაგრამ უცნობმა მისი ხელი დაიჭირა და როგორც ჩანს გაშვებას არც აპირებდა.ნინა ძალიან აღელდა და აღარ იცოდა რა გაეკეთებინა.
-სად მიდიხარ?მოიცადე,მე შენთან გამოვედი და შენ ასე უსიტყვოდ აპირებ ჩემს დატოვებას?ნუ გეშინია არ ვიკბინები და არც არაფერს დაგიშავებ,მე დემეტრე მქვია და იმედი მაქვს შენს სახელს მაინც მეტყვი.რატომღაც ნინას შიშმა გაუარა და დაძაბულობაც მოეხსნა.
-მე,მე ნინა მქვია.
-ძალიან კარგი ნინა,სახელიც ისეთივე ლამაზია,როგორც მისი პატრონი.გაუგიმა და ხელი გაუშვა.მე გიგის ბიძაშვილი ვარ,სიმართლეს გეტყვი ძალიან მომეწონე და შენთან ამიტომ მოვედი,მაგრამ შენ შკარად ძალიან სიტყვა ძუნწი ხარ,შენი სახელის გარდა სხვა არაფერი გითქვამს.ნინა გაწითლდა და ძალიან უნდოდა ამ სითუაციიდან თავი როგორმე დაიღჭია,რადგან თავს უხეხულად გრძნობდა,სწორედ ამ დროს გოგოებიც დაინახა,იფიქრა მეშველაო და გოგოებს დაუძახა.
-მაპატიე მაგრამ უნდა დაგტოვო,ჩემი წასვლის დროა.ნინა სასწრაფოდ შეტრიალდა და გოგოებისკენ წავიდა.ისე ღელავდა რომ თითქოს რაღაც სასწაული ხდებოდა მის თავს.გოგონებთან რომ მივიდა,ისინი გაოცებულები უყურებდნენ.
-რა მოხდა გოგოებო?ასე რატომ მიყურებთ?
-იცი მაინც ვინ გელაპარაკებოდა წეღან?(გვანცა)
-სიმართლე გითხრა არ მაინტერესებს.
-შენ რა დაგვცინი?დემეტრესთან დალაპარაკებაზე ყველა გოგო ოცნებობს და შეხებაზე ხომ საერთოდ არაფერს ვამბობ,შენ კიდევ გინდა თქვა რომ ეს ბიჭი არ გაინტერესებს?ხვდები მაინც რას ამბობ?ის თავისით მოვიდა შენთან,ჩვენ ყველაფერი დავინახეთ,შენ კი სულელო ლაპარაკიც არ აცადე(მარიამი)
-რა მნიშვნელობა აქვს,იმ ყველა გოგოში მე არ ვითვლები,თანაც გასაგიჟებელი იმ ბიჭს ვერაფერი შევატყვე.ასე რომ წამოდით აღარ მინდა მასზე საუბარი.
-კარგი რა,ის მაინც გვითხარი რა გითხრა?(მარიამი)
-მიდი ხო,ინტერესით ვკვდები,ნეტავ მე ვყოფილიყავი შენს ადგილზე,დამიჯერე ასე ნამდვილად არ გამოვიქცეოდი(გვანცა)
-გეყოფა გვანცა,არაფერი არ უთქვამს ისეთი განსაკუთრებული,თავისი სახელი მითხრა და ჩემიც მკითხა.
-იმედია უთხარი(მარიამი)
-კი ვუთხარი
-სულ ეს იყო?(გვანცა)
-კიდევ უნდოდა საუბრის გაგრძელება,ამიტომაც გამაერა,მაგრამ ხომ იცით,არ მიყვარს ასეთი რაღაცეები,თან საშინლად უხერხულად ვგრძნობდი თავს,ხომ იცით ასეთ რაგაცეებს მიჩვეული არ ვარ,ამიტომ ძალიან შემრცხვა.
-სულელო,რა ბიჭი გაუშვი ხელიდან(გვანცა)
-კარგი მორჩი,აი სანდრო მოვიდა და მოდი წავიდეთ.
-ისე თუ მართლა მოეწონე,ასე მარტივად არ დაგანებებს თავს,ჩემი ბიძაშვილის ძმაკაცია და იქიდან ბევრი რამ ვიცი მასზე,თან ვიცნობ კიდეც(მარიამი)
-გეყოფა მეთქი არ მაინთერესებს მასთან დაკავშირებით არაფერი და თქვენც ნუ გააგრძელებთ ბევრ ლაპარაკს.
-გოგოებო მეც მოვედი,მიდი ჩასხედით მანქანაში,აბა როგორი დრო გაატარეთ?
-ჩვენ კარგი და შენი და როგორც ყოველთვის,ახლაც იჯდა და ახლოს არავის იკარებდა.(გვანცა)
-გვანცა მოკეტე,დღეს საღამოს უკვე ძალიან მიშლი ნერვებს,საერთოდ არ უნდა წამოვსულიყავი რა,არ მომწონს ასეთი წვეულებები.
-კარგი ნუ ბუზღუნებ,ახლა მე მიმყავართ ერთ ადგილას,იმედია ძალიან დაღლილები არ ხართ.
-სად მივდივართ,გააჩნია(მარიამი)
-ბარში,ძმაკაცის დაბადებისდღეზე,არ მინდა ნინაჩკა სახლში მარტო იყოს და სამივე ერთად და თან ჩემთან ერთად იქნებით,თანახმა ხართ?
-კი რათქმაუნდა,მე თანახმა ვარ(გვანცა)
-მეც მოვდივარ(მარიამი)
-არა ეს უკვე მეტისმეტია, მე სახლში მინდა.გთხოვ სანდრო რა,ვერ ვიტან ასეთ ადგილებს სახლში წამიყვანე გთხოვ.
-კარგი მაშინ არც მე არ წავალ.
-არა ასე არ მინდა,შენ წადი და მე სახლში დავრჩები.
-არა ჩემს დაიკოსთან დავრჩები,დღეს მის გვერდით დავწვბი და ტკბილად დავიძინებ.გოგოებო მაპატიეთ,ტყუილი გამომივიდა,თუმცა გპირდებით ამ დღეებში აუცილებლად წაგიყვანთ სადმე კარგ ბარში,გპირდებით.
გოგოები აბუზღუნდნენ და მარის წუწუნი დაუწყეს.მერე სანდრომ სახლებში მიიყვანა და თვითონ და ნინაც მივიდნენ სახლში.სანდრო მართლაც ნინას გვერდით დაწვა და მთელი ღამე ნინასთან ლაპარაკში გაატარა.ძალიან მონატრებული ჰყავდა დაც მასთან ლაპარაკიც.
-აბა ახლა დაიკო,შენ მომიყევი ყველაფერი,მე მოვრჩი და თან დავიღალე იმდენი ვილაპარაკე.მიდი დაიწყე,ყველაფერი მომიყევი თავიდან ბოლომდე.
-მე მოსაყოლი არაფერი მაქვს,შენც კარგად იცი ყველაფერი.უი მართლა დამავიწყდა მეთქვა,ზეგ ბაზალეთზე მივდივართ,კონკურსში ვიღებ მონაწილეობას,ერთი კვირით უნდა წავიდეთ,მინდა რომ შენც წამოხვიდე ჩემთან ერთად.
-მართლა?რის კონკურსია?
-საერთაშორისო კონკურსია ეთნოგრაფიაში და რამდენიმე ვიქნებით ჯგუფში,ჯერ ჩემი ჯგუფის წევრებს არ ვიცნობ,იქ მომიწევს მათი გაცნობა.ხომ წამოხვალ?
-რათქმაუნდა ჩემო პატარა,აბა მარტო ხომ არ დავტოვებ ჩემს მზეთუნახავს,ჩემი ჭკვიანი გოგო.
-კარგი გეყოფა ახლა თორემ გავწითლდები.მაშინ მოვამზადებ ძეგისტვის ყველაფერს და ერთად წავალთ.მიყვარხარ ძამიკო.
ორი დღე მალე გავიდა და ნინა და სანდრო ბაზალეთზე წავიდნენ,იქ ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო.ხელმძღვანელებმა ბავშვები შეკრიბეს და ჯგუფებში გადაანაწილეს.ნინას ჯგუფში ხუთი ბავშვი იყო,მეექვსე ნინა.ბავშვების გაცნობის დრო დადგა და ჯგუფთან მივიდა ნინა,ბავშვებს გადახედა და ერთ-ერთი მათგანის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.აბა თუ მიხვდებით ვინ იყო მის ჯგუფში?რათქმაუნდა დემეტრე.



ეს ჩემი პირველი ისტორიაა აქ და თუ ერთ ადამიანს მაინც მოეწონება,წერას გავაგრძელებ.იმედია მოგეწონებათ,გაგრძელებასაც მალე დავდებ



№1 სტუმარი Nino

Zaan saintereso iyo da momecona

 


№2  offline წევრი Firefly

გელოდები გელოდებიიიი მოუთმემლად <3
--------------------
M.T

 


№3  offline წევრი Zura Gela Salo

საინტერესოა და მაინტერესებს გაგრძელება როგორი ექნება ძალიან,ველოდები :*

 


№4  offline მოდერი tsn

გააგრძრლე რა...

 


№5  offline წევრი Gauqmda Gauqmda

მადლობა დიდი რომ სტიმული მომეცით,აუცილებლად გავაგრძელებ <3

 


№6 სტუმარი lana

me uzomod momewona gagdzele warmayebebi

 


№7  offline წევრი Gauqmda Gauqmda

lana
me uzomod momewona gagdzele warmayebebi

მადლობა ძალიან დიდი,გაგრძლებაც დავდე და იმედია ისიც მოგეწონებათ <3 :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent