შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსული წარსულია,ნაბიჯი წინ... (სრულად)


2-12-2015, 19:45
ავტორი Firefly
ნანახია 9 972

წვიმის შხეფები ფანჯარაზე ეცემოდა ხმაურით.ნისლის საბურველი ეფინა თითქოს ქალაქს.დრო ჯერაც მქონდა, კიდევ ერთი ფინჯანი ყავა შევუკვეთე და ფანჯარაში ყურება განვაგრძე.
-თქვენი ყავა-ფინჯანი წინ დამიდგა მიმტანმა და დამტოვა.
"არასოდეს მოიშიალო სახეზე ღიმილი .მაშინაც კი ,როცა სევდიან განწყობაზე ხარ ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი შეუყვრდეს"-გამახსნედა მარკესის სიტყვები და ინსტიქტურად გამეღიმა.ფიქრში დრო გამეპარა,ანგარიში გავასწორე ფეხზე წამოვდექი, პიჯაკი მოვიცვი და კაფე დავტოვე.
წყლის გუბურები ფრთხილად გავიარე და ხტუნვა-ხტუნვით მივედი მანქანამდე.ძრავა ჩავრთე და სამსახურისკენ ავიღე გეზი.
-ასლი გადაუღე და შემომიტანე-აისტენტს მაგიდაზე დოკუმენტები დავუტოვე და ჩემს კაბინეტში შევედი.კომფორტულად მოვთავსდი ტყავის სავარძელში და პიჯაკი საკიდზე ჩამოვკიდე.
-ქალბატონო ლილე,აი თქვენი საბუთები და კიდევ,30 წუთში მოვა თქვენი კლიენტი გასასაუბრებლად-მითხრა ლედიმ და კარები გაიხურა.სამშნებლო კომპანიაში ვმუშავობ,უკვე ხუთი წელია.არქიქექტორი ვარ და საკმაოდ სტაჟიანიც.
შეხვედრამდე ტელეფონით რეზის ვესაუბრე და ყველა უარყოფითი ემოციისგან დავიცალე.ნებიერად მოვკალათდი ჩემს სავარძელში და თვალები დავხუჭე.თვალწინ წარმომიდგა ჩემი პატარა ბიჭი და სასწაულად მომინდა ჩავხუტებოდი.თუმცა ჯერ ადრე იყო ბაღიდან გამოყვანა,თან სამუშაო საათებიც გვიან მიმთავრდებოდა დღეს.
-მოვიდა ბატონი დათო და შემოვუშვა?-კარებზე მოაკაკუნა ლედიმ.თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და პერანგის სწორებთ წამოვდექი ფეხზე.მალევე გამოჩნდა კარებში კაცის სილუეტი,თითქოს რეტი დამესხა,თვალები რამდნეჯერმე დავახამხამე მაგრამ აშკარა იყო დათო იყო!მასაც ჩემსავით ეტყობოდა დაბნეულობა,სიტყვისუთქმელად ვიდექით და ერთმანეთს თვალებით ვბურღავდით.
-რამე მოგართვათ?-ისევ ლედიმ დამაბრუნა ამქვეყანას.
-ორი ყავა-ვუთხარი და ხელი გავუწოდე დათოს.ლედიმ მალევე შემოარბენინა ორი ფინჯანი ყავა და მარტო დაგვტოვა.
-აქ არ გელოდი-მითხრა დაბეულმა.
-მართალი გითხრა არც მე,მეგონა ისევ რუსეთში იყავი-მრავლისმთქმელად გავუღიმე და ყავა მოვსვი.
-ახლახან ჩამოვედი.შენი შვილია?-მიმითითა თომასა და ჩემს ფოტოზე.
-ჩემია ჩემი-გავუღიმე ცინიკურად.
-გილოცავ,არმეგონა თუ გათხოვდი-მითხრა დაბნულმა და კეფა მოიქექა.
-არც ვარ-ვუთხარი გაღიზიანებულმა და მზერა მოვაშორე.
-არმითხრა რომ....-ანერვიულებულმა დაიწყო ლუღლუღი.
-რომ დროა საქმეს მივხედოთ-ვუთხარი აფორიაქებულმა და საბუთებში დავიწყე ქექვა.
ერთი სული მქონდა როდის წავიდოდა დათო.მზაფრავდა მისი სიახლოვე,წარულის ტკივილზე მარილს მაყრიდა მისი დაჟინებული მზერა.თითქოს რაღაცის ამოცნობას ცდილობდა ჩემს თვალებში.
-მგონი გავარკვიეთ ყველაფერი-მზერა გავუსწორე მე.
-კი ყველაფერი გასაგებია მაგრამ შენთან სალაპარაკო მაქვს-მითხრა ჩაფიქრებულმა ისერომ მზერა არ მოუშორებია თომას ფოტოზე.
-მეგონა ამომწურავად გიპასუხე ყველა შეკითხვაზე,მალე ტენდერიც დაინიშნება და...-
-არა მინდა ჩვენზე დავილაპარაკოთ-მითხრა და თვალები გმისწორა.მთელი სხეული დამეჭიმა,ბრაზისგან მუსტები შევკარი ვიცოდი ახლა თავს თუ ვერ მოვთოკავდი მთელ ბრაზსა და ბოღმას ამოვადენდი ყელში.ღრმად ამოვისუნთქე და ფეხზე წამოვდექი.
-ბატონო დავით,სიტყვა ჩვენ არარსებობს იმ დღიდან...(აქ გავჩერდი და თვალები დავხუჭე.)
კარგი აზრი არაქვს-ვთქვი და სავარძელში ჩავეშვი.
-ხვალ 6 საათზე აქ გამომიარე-ვუთხარი ფარხმალ დაყრილმა და კარისკენ მივანიშნე.


***
სამსახურიდან ცოცხალ-მკვდარი გამოვედი.დღევანდელი მოულოდნელი ვიზიტით აღშფოთებული ვიყავი.რეზისაც უხეშად დავემშვიდობე ტელეფონით საუბრისას.ვიცი,რეზი არაფერშუაშია ჩემს წარსულთან ის ჩემი აწმყო და მომავალია,უბრალოდ ძალიან ამრია დათოს გამოჩენამ.ძველი წყლულები შემახსენა და დამზაფრა.მერჩივნა მასთან საბოლოოდ გამესწორებინა ანგარიში და ყველაფერზე დამესვა წერტილი ამიტომ გადავწყვიტე კომპრომისზე წასვლა.
სახლში მისულს ჩემი ბაჯბაჯა ბიჭი შემომეგება.მისი მოფერებით გული ვიჯერე და შხაპის მისაღებად ჩემს ოთახში ავედი.
მალევე დავტოვე სააბაზანო,სპორტულები ჩავიცვი და თომასთან ერთად ანიმაციური ფილმების ყურებას შევუდექი.ნერვიულად ვცქმუტავდი და შიშიჩამდგარ თვალებს არ ვაშორებდი ჩემს შვილს.მეშინოდა მომავლის,ყველაზე მეტად კი დათოს მეშინოდა.


***
ადრიანად წამოვდექი ფეხე დილით და საუზმის მზადება დავიწყე.ღიღინით ვწვავდი ერბო კვერცხს და რეზიზე ვფიქრობდი როგორ ამეხსნა არსებული სიტუაცია.
-დეე-სამზარეულოში თმა გაბურძგნული თომა შემოვიდა და სკამზე ჩამოჯდა.
-ხო დედას სიხარულო-ღიმილით დავუკოცნე ლოყები.
-მშია-მითხრა და მხრებზე მომხვია ხელი.
-მოწესრიგდი მიდი მანამ მე მაგიდას გავშლი-სააბაზანოსკენ ვუბიძგე და ფორთოხლის წვენი ჭიქებში გავანაწილე.
რუტინულად,შვილი ბაღში დავტოვე და სამსახურში წავედი.თავის აუწევლად ვმუშაობდი შესვენებაზე კი ჩემს ერთადერთ მეგობარს დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე კაფეში.
-არარსებობს-გაოცებული მისმენდა ანა.
-დღეს უნდა დაველაპარაკო-თავი ხელებში ჩავრგე.
-სწორად იქცევი ერთხელდა სამუდამოდ გაარკვევთ ურთიერთობას თან თომაზეც ეტყვი.-ნაღვლიანად გადმომხედა ანამ.
-იქნებ კარგია რომ დაბრუნდა-ეჭვისთვალით შევხედე ანას.
-რას გულისხმობ?-გაიკირვა ანამ.
-არვიცი.მართალი გითხრა უფრო რთულად წარმომედგინა მასთან შეხვედრა ადრე,ახლა კი რეაქცია არ მქონია,ანუ ხომ ხვდები რასაც ვგულისხმობ?არ გამოუწვევია მის დანახვას ჩემთვის არც ვნება და არც სიყვარული,მხოლოდ იმედგაცრუება და სიცარიელე ვიგრძენი-ვუთხარი ანას.
-რეზი?-მკითხა მცირეხნიანი დუმილის შემდეგ.
-რეზი რეზია ყველაფერი ისე დარჩდბა როგორც იყო-ვუთხარი და გამეღიმა რადგან მომავალში ჩემს მეორე ნახევრად მხოლოდ რეზის ვხედავდი.



***
ექვსი საათის მოახლოვენასთან ერთად ნერვიულობაც მატულობდა.საკუთარი შევაგონე რომ თომას გამო ღირდა ყველაფრის გაკეთება და მეც დიდი შემართებით დავტოვე კაბინეტი,ლიფტი გამოვიძახე და ქვემოთ ჩავედი.
-გამარჯობა-გადამკოცნა დათომ.
-გაგიმარჯოს ცოტა დრო მაქვს და მალე მოვითავოთ საქმე -მივაყარე სწრაფად და ჩემი მანქანიკენ ავიღე გეზი.ხელით ვანიშნე დაჯექითქო და მანქანა დავქოქე.ბევრი ფიქრის შემდეგ მართებულ გადაწყვეტილებამდე მივედი და განხორციელებას შევუდექი.
-აქ რაგვინდა?-გაკვირვებით შემომხედა როცა ჩემს კორპუს მივადექით.
-არ არის ზედმეტი კითხვები საჭირო უბრალოდ მომყევი.-წარბები შევკარი და სადარბაზოში შევედი.
-ისევ ისეთი ბრაზიანი ხარ როგორიც ადრე.თითქოს არ შეცვლილხარ-თბილათ მითხრა და სახლში შემომყვა.
-არ ვარ ისეთი როგორიც ვიყავი...ვთქვი მრავლის მეტყველად.ფეხსაცმელები გავიხადე და ფეხშველი გავედი ჰოლში.-დალევ რამეს?-
-ყავას-უმალ გამცა პასუხი.მადუღარა ჩავრთე, ფინჯნები მოვამზადე და ყავაც გავამზადე.
-მიირთვი-ფინჯანი წინ დავუდგი და სავარძელში კომფორტულად მოვთავსდი.
-გმადლობ-
-აბა რაგქონდა ჩემთან გასარკვევი?-ეჭვისთვალით შევხედე მომღიმარ დათოს.
-დეჟავუს გრძნობა მაქვს.მე შენ და ეს ბინა იმდენ მოგონებას აღვიძებს ჩემში-ღიმილით გადმომხედა და ყავა მოსვა.
-მე ყველაფერი უკან მოვიტოვე და არანაირი სურვილი არ მაქვს წარსულში დაშვებული შეცდომები გავიმეორო-ურეაქციოთ გავეცი პასუხი.
-ჩემთან ურთიერთობა შენთვის შეცდომა იყო?-გაწიწმატდა კაცი.
-ერთის მხრივ იყო-თვალი თვალში გავუსწორე..
-არ მინდა რომ რამე ინანო ჩემთვის ზედმეტად ძვირფასია შენთან გატარებული თითოეული წუთი და არავის მივცემ შეურაწყოს იგი!-
-დათი გაჩუმდი გესმის!ყველაფერში შენ ხარ დამნაშავე თუმცა ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.ქორწილის დღეს მიმატოვე საკურთხეველთან,გამანადგურე მეც,ჩემი სიყვარულიც და მიწასთან გამასწორე.ახლა კი პრეტენზიებს მიცხადებ!-თავი ვერ გავაკონტროლე მე და ავყვირდი.
-შეცდომა დავუშვი და პატიებას გთხოვ-ჩემი ხელი მისაში მოიქცია და ხელზე მაკოცა.
-მე გაპატიე-თვალები ამიცრემლიამდა მე.-ჩვენი შვილის გამო გაპატიე თუმცა არაფერი არ იქნება ისე როგორც იყო ადრე-მისი ხელი მოვიშორე და ფეხზე წამოვდექი.
-რაა...რას ამბობ?ის ხუჭუჭა ბიჭი ჩემი...-ალუღლუღდა დათო.
-შვილია-ვუთხარი მოთმინება დაკარგულმა.
-კი მაგრამ აქამდე რატომ არვიცოდი?რატომ?-განადგურებული იყო დათო.
-ქორწილის დღეს უნდა მეთქვა რომ ორსულად ვიყავი მაგრამ არ დამცალდა-სიმწრით გამეღიმა მე.
-მაპატიე ლილე!მაპატიე რომ გატკინე-ცრემლი ჩასდგომოდა კაცს თვალებში.
-გაპატიე დათი...მართლა გაპატიე-მისი სახე ხელებში მოვიქციე და ერთდროს საყვარელ მწვანე თვალებში ჩავხედე.
-მაგრამ არაფერი იქნება ისე როგორც ადრე იყო.აღარ გერქმევა ჩემი არა?-მკითხა დაზაფრულმა.
-არა მე აღარ მერქმევა შენი-შეძლებისდაგვარად წამოვდექი ფეხზე და დაკუჭული კაბა გავისწორე.-მალე თომა მოვა და მოწესრიდი.მე გამოვიცვლი და მოვალ-ვუთხარი და ჩემს ოთახში სევედი.ხელ-პირი დავიბანე, შორტი და უბრალო მაისური გადავიცვი.დივანზე უსიცოცხლო გამომეტყველებით იჯდა დათო,გული მომეწურა ასეთ მგდომარეობაში რომ ვნახე.
-მოვიდა-მხარზე ხელი დავადე და გამამხნევებლად გავუღიმე.
-არ ვარ ღირსი კარგად მოპყრობის-მითხრა ჩურჩულით. კარები გაიღო,ღიმილით გამოექანა ჩემსკენ თომა და გულში ჩამეკრა.ძიძა სახლში გავუშვი და თომასთან სასაუბროდ მოვემზადე.
-დედიკო ხომ გითხარი მამა სხვა ქვეყანაშია და რომ გაიზრდები მოგაკითხავსთქო?-ვკითხე შვილს.
-ჩამოვიდა?-თვალები გაუცისკროვნდა თომას.
-ის შენს წინ ზის-ვუთხარი და ცრემლაკაიფებულ თვალებში ჩავხედე დათოს.



***
კვირა დილა გათენდა.სამსახურში არ მქონდა მაგრამ მაინც ადრიანად წამოვხტი ფეხზე.შხაპი მივიღე,ჯინსები და უბრალო თეთრი მაისური ჩავიცვი,ყტავის შავი ქურთუკი მოვიცვი,ფეხები შავ ბოტასებში ჩავაცურე და საავადმყოფოში წავედი.
ვიცოდი,რომ კაბინეტში იქნებოდა რეზი ამიტომ პირდაპირ მის კაბინეტში წავედი.კარზე მსუბუქად დავაკაკუნე მალევე გაჟღერდა მისი მონოტომური ხმა და ბედნიერი შევედი ოთახში.ჩემსკენ ზურით იდგა და შესაბამისად ვერ დამიმახა.მეც უკნიდან მივეხუტე და ყელში აკოცე.
-ვიღაც ცუღლუტობს-მისკენ შემაბრუნა და ძალიან ტკბილად მაკოცა.
-მომენატრე-ვუჩურჩულე ყელთან და კიდევ ერთხელ ვაკოცე.
-ერთი სული მაქვს როდის გადმოხვალთ ჩემთან-მეჩურჩულებოდა თან ისამართოდ დააცოცებდა ტუჩებს სახეზე.
-მეც-გავუღიმე. დაღლილი ხარ?-
-შენ რომ გხედავ მავიწყდება დაღლილობა.სადმე წავიდეთ დღეს-
-კარგი,თან სალაპარაკო მაქვს-ხმა გამეზარა.
-რამოხდა?-დასერიოზულდა რეზი.
-დათო დაბრუნდა და ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიე მასთან ურთიერთობა-
-ძალიან კარგი,გინდა მე დაველაპარაკო?-მითხრა ღიმილით.
-არა მგონი არაა საჭირო ამეტაპზე მაინც-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.



***
არის მომენტები როცა ძალიან მენატრები,ვფიქრობ ხოლმე ვინ ვიქნებოდი მე შენ რომ არ შეგხვედროდი?პასუხი ერთია -არარაობა.შენ მაგრძნობინე რეზი რაოდენ ძვირფასები ვართ შენთვის,მეც და ჩემი შვილიც.
შენი ყურადღებით ჩემში მიძინებული გრძნობა გააღვიძე,მე შეგიყვარე,შეგიყვარე სამუსამოდ.
და ახლა როცა გიყურებ როგორი თბილი ხარ როცა ჩემს თომას ფეხბურთის თამაშს ასწავლი,ცრემლები მცვივა სახიდან ბედნიერების ცრემლები და ვრწმუნდები როგორ ძალიან მიყვარხარ.


***
დრო თვალასა და ხელს შუა გვეპარება.დათოს მცდელობა რომ დავენრუნებინე სულ უფრო და უფრო მაღიზიამებდა.რეზი კი არასდრომ მისადა ზედმეტ შეკითხვებს და ეს მიყვარდა სწორედ მასში მე ის,მენდობოდა.
სადარბაზოდან გამოდიოდი როცა დათო შემეფეთა.
-უნდა გელაპარაკო,სასწრაფოდ-მითხრა და მანქანის კარები გამოაღო რომ ჩავმჯდარიყავი.
-აქ რატომ მომიყვანე?-ვკითხე გაკვირვებულმა როცა მთაწმიმდაზე ამიყვანა.
-ჩვენი პირველი პაემანი,პირველი კოცნა აქ იყო-მითხრა სევდიანად.
-არ გინდა გთხოვ-თითი მივადე ტუჩზე. -მე ბედნიერი ვარ მალე ქორწილი მაქვს არმინდა წარულის ამოქექვა-ვუთხარი აცრემლებულმა.
-ვიცი,ვიცი რომ გიყვარს და უყვახარ მაგრამ ვერ ვეგუები-თითები ტუჩებზე დამისვა.
-ნუ წამართმევ ბედნიერებას-ამოვისრუტუნე მე.
-მივდივარ-მითხრა და ცერმლები მომწმინდა.-თომას სულ ჩამოვაკითხა და შენი ნებართვით წავიყვან ხოლმე,ვიცი რეზი არაჩვეულებრივი მამა და ქმარი იქნება-მითხრა და ტუჩებს მოუახლოვდა.არ გავუძალიანდი ვაკოცე,უკანასკნელად მერე კი უბრალოდ წამოვედი და წამოვედი,ისე რომ უკან არ მომიხედავს მხოლოდ რეზის დავურეკე და დავთანდი მის წინადადებას,გადავსულიყავით მასთან...


-----------------
სალამი!სპონტანურად დავწერე მარშუტკით ჯაყჯაყისა იმედია მოგეწონებათ გამიზიარეთ თქვენი აზრი...



№1  offline წევრი Salo me

მარშუტკით ჯაყჯაყისას თუ ასეთი ისტორია დაწერე წარმომიდგენია კომფორტულად მოთავსებული რას დაწერ <3 ძალიან კარგი იყო რეზი. ალბათ არც არსებობენ მასეთი ადამიანები და თუ არსებობენ ძაან ცოტა. კარგი იყო
--------------------
Sally

 


№2  offline წევრი Firefly

Salo me
მარშუტკით ჯაყჯაყისას თუ ასეთი ისტორია დაწერე წარმომიდგენია კომფორტულად მოთავსებული რას დაწერ <3 ძალიან კარგი იყო რეზი. ალბათ არც არსებობენ მასეთი ადამიანები და თუ არსებობენ ძაან ცოტა. კარგი იყო

რეზი ჩემი "იდეალია" ასე ვთქვათ.მიახარია თუ მოგეწონა <3
--------------------
M.T

 


№3  offline მოდერი Nude

პატარა, საყვარელი და ძალიან სასიამოვნო feel მომეწონა მარიამ, შენი სტილიც მომწონს... love
--------------------
bailey

 


№4  offline წევრი Firefly

ღამურა
პატარა, საყვარელი და ძალიან სასიამოვნო feel მომეწონა მარიამ, შენი სტილიც მომწონს... love

ძალიან დიდი მადლობა <3
--------------------
M.T

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ra sayvareli istoria iyo ❤️

 


№6  offline მოდერი N1penguin

ძალიან საყვარელი ისტორია იყო, გული გამითბო blush blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent