შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობებით დატყვევებული 1


3-12-2015, 18:23
ავტორი sopiko
ნანახია 3 233

ყველაფერში უკუღმართი ქალბატონი ევა როგორ უნდა იყოს, მაგრამ არის და რა ქნას. ახლაც, შუა ზამთარში მოკლესახელოიანი კაბით და თხელი შემოსაცმელით დაეხეტება თბილისის ქუჩებში. ვერ ვიტყვით, რომ ამას თავისი მომხიბვლელი სხეულის გამომზეურების გამო აკეთებს. ამის საჭიროება სულაც არაა. ის ხომ ცნობილი ფოტომოდელია და მისი თვალისმომჭრელი ფოტოები ყოველ გაზეთში პირველ გვერდზეა ხოლმე გამოჭენებული. თქვენ გგონიათ მილიონერი მამიკოს ერთადერთი შვილი იყო და ასე გააქანა ქარმა მთის მწვერვალისკენ? სულაც არა! მისი ჟღალისფერი თმა, თაფლისფერი თვალები და ლოყებზე დაყრილი ღია ფერის ჭორფლი ყველას თავბრუს ახვევდა. მსგავსი გარეგნობის გოგო ყურადღების გარეშე რომ არ დარჩებოდა, სამოდელო სააგენტომ კარგად იცოდა. თავიდან კომპლექსები აწუხებდა ევას, ამ პროფესიაზეც ბევრი ფიქრის შემდეგ გააკეთა არჩევანი, მაგრამ... მაგრამ ის ისევ უკარება და ბავშვური დარჩა. ამავე დროს გათამამდა... ისეთი ჯიუტი ხასიათი ჩამოუყალიბდა, ყოველთვის თავისი გაჰქონდა. ხო, გაამაყდა კიდეც, ყველაფერი რაც ირგვლივ ხდებოდა უჩვეულო იყო, მაგრამ ვერც მას უწოდებდით ჩვეულებრივს! შეეძლო დილით ბედნიერი ყოფილიყო, საღამოს კი სრულიად უბრალო მიზეზის გამო გული აჩუყებოდა და ხმამაღლა ეღრიალა. ხან იმაზე ტიროდა, დედას დღეს ჩემთვის არ დაურეკავს, სულ დამივიწყაო... ხანაც ფოტოგრაფის დაჟინებული მზერა აღშფოთებდა. ვერ შეჩვეოდა ახალ ცხოვრებას, მაგრამ კმაყოფილი კი იყო. ცდილობდა სისუსტე დაემალა და მკაცრი და სერიოზული ყოფილიყო. პატარასავით უხაროდა სხვას რომ ნერვებს უშლიდა, მერე კი მაინც ის სხვა უხდიდა ბოდიშს. ერთი შეხედვით უცნაური გოგოა, არა? ასეც უნდა იყოს! აბა, ყველა ერთნაირი ხომ ვერ იქნება.
აი, ვიღაც კაფეში ცხელ ჩაის სვამს, რათა ცოტა მაინც გათბეს. ევას კი სულაც არ ცივა, ამასთან ერთად მიმტანს ნაყინს უკვეთავს და მის გაოცებულ სახეს აიგნორებს.
-რამე ვერ გაიგეთ?-შეეკითხა აშკარად დაბნეულ მამაკაცს. ეს უკანასკნელი ისე შეაშინა ცნობადი სახის დაბრიალებულმა თვალებმა, რომ უკუსვლით წავიდა ბარისკენ და იქვე მოტრიალე ქალიშვილს რაღაც გადაუჩურჩულა.
ევამ ღიმილით მოიკვნიტა ტუჩი და საყვარელ დესერტს დაელოდა. ფეიხოას ნაყინზე გიჟდება. ზოგი ფიქრობს, რომ მას სიმჟავე წაკრავს, მაგრამ ევას მჟავე და მწარე ისე უყვარს, არავის არ უსმენს და სულაც არ თვლის რომ აუცილებლად საუკეთესო ნაყინი უნდა მიირთვა, მთელ მსოფლიოში ცნობილი, ადამიანებს შენთან მეგობრობა რომ მოუნდეთ. ისიც კარგად იცის რომ უმეტესობა მასთან იმიტომ ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას, ამდენს რომ მიაღწია და ეს სტიმულიცაა მისთვის.
-აი, თქვენი ნაყინი!-მოესმა მიმტანის ხმა და კოლოფი ხელის ერთი მოძრაობით გახსნა.
-მმმ...-სიამოვნებისგან ამოიზმუილა და კოვზი პირისკენ გაიქანა. ბოლომდე რომ მოაპრიალა კოლოფის ზედაპირი, ტუჩები გაილოკა, ფული მაგიდაზე დატოვა და ასე უჩუმრად გავიდა გარეთ.
მოულოდნელად მობილური აწკრიალდა და ევასაც სახეზე ღიმილმა გადაურბინა, ''დაქალუჭკას'' სახელი რომ ამოხტა ეკრანზე.
-მაჩოო!-ჩასძახა მხიარულად და ტაქსი გააჩერა. ზოგჯერ მოუნდება ხოლმე, რომ საკუთარი მანქანა ჰყავდეს, მაგრამ ურჩევნია თაყვანისმცემლებმა იწვალონ მის გამო და როცა ისინი არ იქნებიან, არც მაშინ გაუჭირდება ავტომობილის შოვნა. ყოველ შემთხვევაში ამ სიგრძე ფეხებს ავტობუსში ნამდვილად ვერ დაატევს და ოთხად თუ მოიკეცა, მაშინ კიდევ მიიკუნჭება სადმე. საბედნიეროდ აქამდე ჯერ არ მისულა და მშვენივრად არის მოწყობილი ვერცხლისფერ მერსედესში.
-ევა, ხვალ გადაღება გაქვს?-ამ ორმა ხომ მისალმება არ იციან, გულით და სულით სულ ერთად არიან და გამარჯობის თქმა ზოგჯერ ეზარებათ კიდეც.
-და რომ მქონდეს რა?-ეშმაკურად ჰკითხა და სალონში გაკეთებული ფრჩხილები შორიდან შეათვალიერა.
-რა და ხვალ თომა ჩამოდის!-ახარა მეგობარს მაჩომ.
-რომელი თომა?-გადაამოწმა მაინც და ყურებამდე გაიკრიჭა.
-რომელი, ევა? რომელი? რა თქმა უნდა თაბაგარი. ეს რომ გაიგოს ძალიან ეწყინება.-ევა მაშინვე მიხვდა, რომ მაჩო გაიბუსხა და გაიფიქრა, ახლა თვალებში რომ მიყურებდეს, მიხვდებოდა რომ ვხუმრობდიო.
-მაჩო! თომა როგორ დამავიწყებოდა, მაგრამ მე კი ხმა არ უნდა გავცე მაგ სულელს. ნუთუ სირცხვილი სულ არ აწუხებს, აქამდე რომ არ გავხსენებივართ?-ვერავინ გაამტყუნებდა შერვაშიძის ასულს, 18 წლამდე სულ ერთად იყვნენ მაჩო, ევა და თომა, მერე კი ბათუმში ჩააბარა ბიჭმა და მშობლიური ქალაქი მიატოვა. მშობლებიც თან გაყვნენ. წავიდა და ორი წელი აღარ დაბრუნებულა. ხანდახან ტელეფონით თუ მოიკითხავდა დობილებს. ევა კი არა, თავისი ბიძაშვილიც არ ახსენდებოდა და სწორედ ეს იყო გასაკვირი.
ევა ისე გაახარა ახალმა ამბავმა, რომ მაჩოსთან საუბარიც აღარ ისურვა. ცოტა არ იყოს გაბრაზდა კიდეც მეგობარზე, დაემალა მაინც, როგორ მოვითმინო ხვალამდეო.
მხიარულად გადმოვიდა მანქანიდან ცხრასართულინ კორპუსთან და კინაღამ ანგარიშის გაუსწორებლად გაუშვა მძღოლი. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, მოწიწებით რომ შეახსენა ასაკში შესულმა მამაკაცმა, იქნებ ხუთი ლარი მაინც მომცეთო.
ქოშინით აირბინა კიბეები და გასაღები იმდენ ხანს ატრიალა საკეტში, ლამის შიგ ჩაამტვრია. სხვა გზა რომ არ დარჩა, კარზე დააკაკუნა და საყვარელი დედიკოს დანახვაზე უფრო მეტად აცქმუტდა.
-დედა! დედა! იცი, რა უნდა გახარო?-შემოურბინა ანას ხტუნვა-ხტუნვით და თან ლოყები დაუკოცნა.
-ევა, შე გადარეულო!-გაეცინა ქალს და შვილთან ერთად სამზარეულოში შევიდა.-მიდი, დაიწყე!
იცოდა ევას ხასიათი და სკამზე ჩამოჯდა. 20 წლის გოგო რომ ალაქლაქდებოდა, ახალშობილივით ცრემლებს გადმოყრიდა, თუ ვინმე საუბარს შეაწყვეტინებდა.
-თომა ჩამოდის!-განაცხადა ბედნიერმა და ანაც სასიამოვნოდ დაიმუხტა.
-ხვალამდე უამრავი რამ უნდა მოვასწრო... ისეთ სურპრიზს მოვუწყობ, ისეთს რომ...-აღარ ჩერდებოდა აღტაცებული ევა და ხელების ქნევით აცნობდა დედას გეგმებს. ეს ფაქტი მისთვის ისეთი სასიხარულო იყო, რომ ერთი და იგივეს რამდენჯერმე განმეორება არ სწყინდებოდა. გაახსენდა თავისი ლაღი ბავშვობა, თუ როგორ კბილებით იცავდა თომა ანჩხლი, შურიანი კლასელებისგან და მომაბეზრებელი, თავგადასული მოტრფიალეებისგან, როგორც ცდილობდა მოწყენილი ევას გაღიმებას და მით უფო მოუნდა სიყრმის ამხანაგთან ჩახუტება.

............................................................
ჩემო მკითხველებო!
ახალი ისტორიით გადავწყვიტე დაბრუნება, შეფასება კი თქვენთვის მომინდია. ისევ და ისევ მხიარული, ლაღი, სასიყვარულო რომანი, რომელიც ვცადე სრულიად განსხვავებული და არაორდინალური გამოსულიყო. ყოველი სიყვარულის ისტორია ბანალურია, მაგრამ... მაგრამ წაიკითხეთ და თავად გადაწყვიტეთ...
სიყვარულით სოფიკო <3



№1 სტუმარი darina

Mixaria sheni dabruneba gelodi miyvars sheni istoriebi.

 


№2  offline მოდერი sopiko

darina
Mixaria sheni dabruneba gelodi miyvars sheni istoriebi.

გმადლობ ძვირფასო ♥

 


№3  offline წევრი teddy))

Sityva ,, siyvaruli'' banaluria, magram grdznoba ara! Ra sheexeba shens romans pirdapir vauuua... Dzalian kargi gogo xaar!

 


№4  offline მოდერი sopiko

teddy))
Sityva ,, siyvaruli'' banaluria, magram grdznoba ara! Ra sheexeba shens romans pirdapir vauuua... Dzalian kargi gogo xaar!

ჩემო კარგო, დიდი მადლობა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent