შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარდი(ნაწილი 4)


3-12-2015, 21:02
ავტორი Ninkag
ნანახია 2 220

ლუკას ისე საყვარლად ეძინა არ მინდოდა რომ გამეღვიძებინა. ლუკაზე ფიქრში გუშინდელი ღამე გამახსენდა და ტირილი დავიწყე. ტირილი არ მინდოდა თუმცა ცრემლები თავისით მომდიოდა როცა მივხვდი რო ჩემი სანატრელი ძმა რომელზეც ამდე წელი ვფიქრობდი, ვოცნებობდი, მაინტერესებდა როგორი იყო თურმე მომიკლეს. ჩემი ძმა არ ვიცოდი რამექნა ვფიქრობდი მარა ნამდვილად ვერ ვხვდებოდი არ მჯეროდა , არც მინდოდა ამის დაჯერება, ჩემს თავს ვადანაშაულებდი რადგან ისე კარგად ვერ მოვძებნე როგორც საჭირო იყო. ჩემ ფიქრებში ვარ გართული ცრემლები მომდიოდა და ამ დროს ლუკამ გაიღვიძა მეძახდა თურმე თუმცა ფიქრებში წასული მხოლოდ ჩემ ძმაზე ვფიქრობდი სხვა არაფერი მესმოდა ბოლოს ლუკამ ხელით რო შემანჯღრია გამოვფხიზლდი.
-კატოო, კატო, კატოო, კატო რა გჭირს, კატო ხმა გამეცი.
-ხოო მესმის
-რა გჭირს?
-არაფერი
-კატო შენ მე რამეს გამომაპარებ შენი აზრით?
-სად ვარ? რომელი საათია? ბავშვები სად არიან? დედაჩემს რამე ხოარ უთხარით? მამაჩემს? აუ თავი!!
-კატო ცალ-ცალკე მაინც მკითხე რო მომაყარე კითხვები(იცინოდა ლუკა)
-გკითხე და მიპასუხე ლუკა
-სად ვართ და საავადმყოფოში, რომელი საათია და ღამის 5 საათია ნუ უკვე თენდება, შაკო გვანცა დათო და ვეკო ეხლა წავიდნენ თათია და თორნიკე სახლში დავტოვეთ აზრი არ ქონდა ამდენის წამოსვლას, შენი მშობლებისთვის არ დაგვირეკია იმიტო რო ექიმა თქვა ისეთი არაფერია დამშვიდდითო უბრალოდ როცა გონება დაკარგე თავი დაარტყი ცუდად და მაგიტომ გტკივა თავი. კიდე გაქ კითხვები ჩემო ლამაზო?
-არა. ლუკა რაღაც რო გთხოვო შემისრულებ?
-შენ ოღონდ რამე მთხოვე, შეუძლებელს შევძლებ შენთვის!
-ექიმს დაუძახე რაა.
-კატოოოო))ისეთი რაღაც მთხოვე რო არვიცი რამდენად მოვახერხებ!(გავიდა ლუკა პალატიდან და 5 წუთში ექიმთნ ერთად შემოვიდა. ამ დროს კატო უკვე ჩაცმული დახვდათ)
-აქ მე ვერ გავჩერდები ექიმო ამიტომ მივდივარ.
-ერთი დღე დარჩით და ხვალ გაგწერთ რამოდენიმე საათი იყავით. გამოკეთდებით უფრო სახეზე ფერიც არ გადევთ.
-კატო დავრჩებით აქედან არსად არ წავალთ ხვალამდე!
-ლუკა შენ თუ გინდა დარჩი მარა მე აქ ვერ გავჩერდები. ერთადერთი ადგილია რისიც ყველაზე ძალიან მეშინია და აქ ვერ გავჩერდები (ტირილი ამიტყდა ძალიან არ მინდოდა აქ დარჩენა ბავშვობის მერე ძალიან მეშინია თან ვიცი რო რომელიღაც საავადმყოფოში ჩემი ძმა მოკვდა არა არა!!)
-კაი კატო დაწყნარდი ბოდიში კაი წავალთ ნუ ტირიხარ გთხოვ რა!
ნახევარი საათის მერე საავადმყოფოდან გამოვედით მე და ლუკა. ბავშვბისთვის არც დაგვირეკია ისე წავედით წყნეთისკენ. გზაში ჩამეძინა თუმცა ლუკამ მანქანა გააჩერა და გამაღვიძა და მთხოვა მანქანიდან გადმოსვლა. ძლივს გადომევედი მანქანიდან ძალიან სუსტად ვიყავი თან ფიქრებში სულ გიორგიზე ანუ ჩემ ძმაზე ვფიქრობდი. ფიქრები მტანჯავდა! მანქანას მივეყუდე ლუკა ზურგით დამიდგა სიჩუმე დაარღვია და ლაპრაკი დაიწყო.
-კატო, ვიცი ეხლა ამის დრო ნამდვილად არ არის!უბრალოდ ლაპრაკს დავიწყებ და ძალიან გთხოვ არ შემიშალო ხელი მინდა ყველაფერი გითხრა .
-გისმენ ლუკა
-კაროჩე, არვიცი საიდან და როგორ დავიწყო მარა ერთს გეტყვი შენ გარეშე მე ვერ ვიარსებებ! დღეს უგონოდ რო გნახე წარმოვიდგინე რო უკვე აღარ მეყოლბოდი ამაზე ფიქრი მტანჯავდა სანამ საავადმყოფოში არ მიგიყვანდი და ექიმი არ იტყოდა რო კარგად იყავი! კატო ძალიან გთხოვ სულ ჩემთან იყავი არ მიმატოვო გთხოვ. კატო მიყვარხარ! გიკვირს ხო გიკვირს ესე მოკლე ხანში როგორ შმიყვარდი. არვიცი კატო მეც არვიცი შენგარდა ვერავის ვხედავ ყველა გოგო მარტო შენ მინდა რო მყავდე!კატო ვიცი გიჭირს ეხლა შენ ამაზე პასუხის გაცემა არც გაძალებ რამე მითხრა უბრალოდ შენი დაკარგვის შიშმა შემაშინა!!! მე ყოველთვის შენს გვეძე ვიქნები ეს იცოდე!!! პასუხი ამაზე მაშინ მითხარი როცა ყველაფერს გაანალიზებ ეხლა ჩაჯექი მანქანაში თორე ძალიან ცივა.
არვიცი ლუკას ამ სიტყვებზე რა რეაქცია უნდა მქონოდა მეც მიყვარდა თუმცა ეხლა ამაზე ვერ ვიფიქრებდი საფიქრალი მარტო ჩემი ძმა იყო. მაგრამ სიხარულის ცრემლები მაინც წამსკდა. როცა ლუკამ მითხრა ცივა მანქანაში დაჯექიო მაშინვე ჩამეხუტა ამან საერთოთ დამაბნია არვიცოდი ამ წამს რაუნდა გამეკეთებინა ინსტიქტურად ხელები მაგრად მოვხვიე, მისი სურნელი შევისუნთქე და დავმშვიდდი ცოტა იმიტო რო ჩემი საყვარელი კაცის მკლავებში ვიყავი. რამდენიმე წუთის შემდეგ სიცივე ვიგრძელი ლუკა ნელა ჩამომშორდა და შუბლზე მისი ცხელი ტუჩები ვიგრძნი, ხელიი წელზე მომხვია მანქანის კარი გამიიღო და მეც დავჯექი.გზაში ხმა არცერთს ამოგვიღია მივედით სახლში. აშკარად გარედან რომ შევხედე დავინახე რო სიბნელე იყო თითქოს შიგნით არავინ იყო და მეგონა ყველა წავიდა და ლუკასთან მარტო მომიწევდა ყოფნა . თუმცა მე იმის იმედი ქონდა რომ შაკო მაინც დამხვდებოდა მან ხო მითხრა შენი ძმა მეც ვარო !! მან ხო მითხრა გოირგის დანაპირები!! მარტო არუნდა დამტოვოს მან ასეთ მძიმე მდგომარეობაში!! ამ ფიქრბში გართულმა ვერ გავიგე ისე მომიახლოვდა ლუკა და ხელი გადამხვია.
-კატო რა გჭირს?
-რავიცი ლუკა ეხლა ხოარ გავიგე რო თურმე ჩემი ძმა მკვდარია?
-კატო!!! რანაირად ლაპრაკობ გიორგი მოკვდა მარა ღმერთმა გიორგის მაგივრად შაკო გამოგიგზავნა! გორგის დიდი თხოვნაც ეს იყო!!
-კაი. სახლში შუქები რატოა ჩამქვრალი არავინ არ არის? რა მოხდა ყვლა წავიდა და დაგვტოვეს აქ ჩვენ?
-რაიყო არ შეიძლება ?
-არა!
-რატო ?
-მე არ მინდა შენთან მარტო ყოფნა და იმიტო
-კატო რაგჭირს რატო არგინდა?
-შენ ჩემთვის არავინ ხარ უბრალოდ კურსელი ხარ და რატო უნდა დავრჩე კურსელთან ერთად მარტო სახლში?
-უკაცრავად რა მომესმა?
-არფერი არ მოგესმა
-რასქვია არავინ არ ვარ?
-ხო. კითხვაზე კიდე პასუხი გამცი.
-სახლში იქნებიან არ გაუპრთხილებივარ რო მიდოდიოდნენ.
არვიცი რა დამემართა ლუკას ას უხეშად რატო ველაპრაკებოდი თუმცა ეს მე არ მინდოდა მართლა არ ვიცი რა მომდიოდა. შევედით სახლში სიჩუმე იყო მხოლო ბოლო ოთახიდან ისმოდა ძალიან დაბალ ხმაზე ლაპრაკი. მივედით და ყველა იქ დაგვხვდნენ ბუხარი დაუნთიათ თუმცა შემოდგომა იყო დაწყებული უკვე მაგრამ წყნეთსი ძალიან ციოდა. ბუხარი დაუნთიათ და ყველა იქ იჯდა რო დაგვინახეს მე და ლუკა ყველამ ბედნიერი სახე ქონდათ. ვეკო ეგრევ მომვარდა გვანცაც და თათიაც თუმცა ლაპრაკისთავი არ მქონდა. მივედით მე და ლუკაც ბუხართან და დავჯექით. უცებ სიჩუმე ვეკომ დაარღვია.
-კატო ვიცი ძნელია მაგრამ ძალიან გთხოვ გაუძელი, გთხოვ ესე ნუხარ რა!(ვეკო)
-შენ რაიცი რა მჭირს?(კატო)
-შამოკომ გვითხრა როცა საავადმკოფოში წაგიყვანეს(ვეკო)
-ოჰ ვაჟბატონო მოგისწრია ყველასთვის ყველაფრის თქმა?(კატო)
-კატო ნორმლაურად ილაპრაკე(ლუკა)
-კატო რა შუაშია ეგ?(შაკო)
-შენ საერთოთ გაჩუმდი ლუკა. არავინ არაფერს გეუბნევა ხო შენ? შუაში კი არა თავშია ჭორიკანასავით მოიქეცი ყველას ყველაფერი რო მოუყევი(კატო)
-კატო შენ გითხარი ერთხელ ჩემთანაც ჩემ ძმაკაცთანაც და სართოთ ყველასთან ნორმალურად ილაპრაკეთქო! ამათმა შენზე ძალიან ინერიულეს და შენ ესე რატო ექცვი?(ლუკა)
-შემეშვი(კატო)
-კატო მე ამას უკვე მეორედ გიმეორებ მე შენი მორე ძმა ვარ! გიორგის ვერ შევცვლი მარა ვეცდები ყველანაირად კატ
-მომისმინე შაკო შენ არხარ ჩემი ძმა! მე მყავდა ერთი ძმა და ისიც გავიგე გარდაიცვალა! მორჩა მე არ მყავს ძმა თუმცა ჩემს გულში და ფიქრბში ყოველთვის იქნება! არმაინტერესებს ის სანამ გარდაიცვლებოდა რა გთხოვა და რა არაა! ჩემმთვის ერთი რამ არის ცნობილი რომ მე ძმა აღარ მყავს.
ჩემი ლაპრაკის დროს დავინახე რომ ლუკა გავიდა ოთახიდან. არვიცი ალბათ მობეზრდა ჩემი ლაპრაკი თუმცა რომლ ბიჭს არ მობეზრდბა ის გოგო ვინც ისე საშინლად იქცევა რომ ყველას გულს ტკენს.
-კატო მომისმინე თუ არ გინდა აქ ლაპრაკი შეიგვიძლია ცალკე გავიდეთ!
-უკაცრავათ შაკო თქვენს ლაპრაკში რომ ვერევი თუმცა კატოს აქედან ყველაზე კარგად ვიცნობ მე დამიჯერე უბრალოდ ეხლა ჯობია ამაზე არ ელაპრაკო. კატო შენც ძალიან კარგად იცი როგორი ხასიეთი გაქვს როცა რაღაც ცუდს იგებ მაშინვე ყვირილს იწყებ მაშინვე ყველას ეჩხუბები მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგე რა როცა რამე ცუდი მოხდება ეს არც ერთი ჩვენგანის ბრალია! რაც ხდება შეგიძლია ცალკე გახვიდე და გაანალიზო ყველაფერი!ეხლა რაც გითხარი ადექი ადი ოთახში და სანამ შენ შეცდომას არ მიხხვდები ფეხი არ გამოადგა იქიდან! (ვეკო)
მეც ისე ავდექი ხმა არ ამომიღია ბავშვობიდან მე და ვეკო ესე ვართ.ვცდილობთ ერთმანეთს ვაჩვენოთ რას ვაშავებთ თუმცა ყოველთვის ძალიან გვიან ვხვდებით. ურჩი ბავშვივით გამოვიოდი როცა დავინახე ლუკა იდგა აივანზე და სიგარეტს ეწეოდა. შევხედე თვალები ამემღვრა ვხვდები რო მასაც ძალიან ვაწყენინე ჩემი ლაპრაკით თუმცა არ მივსულვარ მასთან. კიბეებზე ხმაურიანად ავირბინე რომ ლუკას შევემჩნიე.ოთახში შევედი ვეცადე დამეძინა თუმცა ვერ ვიძინებდი. ამოვიღე ჩანთიდან სიგარეტი გავედი აივანზე პლედი შემოვიხვიდე და დავჯექი სკამზე. ყურსასმენები გავიკეთე სიგარეტს ვეწევი და გართული ვარ ჩემს ფიქრებში. ალბათ გაინტერესებთ სიგარეტი რატო ? არვეწევი თუმცა ჩანთაში სულ მაქვს პასიული მწეველივარ. ვფიქრობდი ყველაფერზე ამავე დროს არაფერზე. ფიქრები ერთმანეთში ამერია ხან გიორგიზე ხან შაკოზე ხან ლუკაზე ვფიქრობდი. არვიცოდი ჩემ თავში არვიყავი გარკვეული ლუკას სიტყვებზე რა პასუხი უნდა გამეცა. თუმცა ერთი ვიცოდი ის არ იმსახურებს ჩემნაირ აუტანელ გოგოს! ამიტო ჯობია თავი შორს დავიჭირო. შაკოსგანაც მოშორებით ვიქნები ჯობია. რაღაც პერიოდი ჩემ გოგოებსაც დავშორდები ყველასგან განცალკევებით ვიქნები ჯობია მარტო ვიყო და ყველაფერზე ვიფიქრო. ამდენ ფიქრში დრო ისე გავიდა ვერც მივხვდი უკვე დილის 6 საათი იყო გადავწყვიტე ყველასგან ჩუმად წავსულიყავი, დავემალო ყველა ჩემს პრობლემას. ავიღე ჩანთა ოთახის კარები გავაღე სამარისებული სიჩუმე იყო ძალიან ჩუმი დაბიჯებით გავედი მისაღებში დავინახე ლუკა მოკუნტული იჯდა კრელოში და ისე ეძინა როგორ მინდოდა მასთან მისვლა და იმის თქმა რო მიყვარს მარა არა!!! ძალიან ციოდა პლედი ავიღე ლუკა პრთხილად მივაფარე. ფურცელი და პასტა ავიღე და დავწერე წერილი: მე წავედი.კატო! მეტის დაწერა არ შემეზლო მეთვითონ გამოვედი ძალიან ჩუმად ჩავჯექი მანქანაში იმღერები ბოლო ხმაზე ჩავრთე და გეზი თბილისისკენ ავიღე.
..........
-თათია გაიღვიძე რა(თორნიკე)
-აუ არა მეძინება(თათიამ ნამძინარევი ხმით უთხრა თორნიკემ არ მოივენა თათია მისკეენ მიიბრუნა და ჩაეხუტა)
-ჩემი სიცოცხლე!(თორნიკე)
-აუ მეძინება დამაძინე და გამიშვი ხელი რა (თათია)
-ნუ ბუზღუნებ ადექი 11 საათია რა უკვე ყველა ადგებოდა და ჩავიდეთ ჩვენც(თორნიკე)
-აუუ ხო მართალი ხარ ავდგეთ ჩავიცვათ და ჩავიდეთ(თათია)
ადგა წყვილი მოემზადა და ჩავიდნენ ქვემოთ გზად შეხვდათ კატო და გვნაცა რომლებიც თვალებს იფშვნიტავდნენ ეტყობოდათ ახალი გაღვიძებულები იყვნენ. თორნიკე თათია გვანცა და ვეკო შედიოდნენ მისაღებში უკნიდან სიცილის ხმა გაიგეს და შაკო დათოსთან ერთად მოდიოდა.ყველა მისაღებში იყო უკვე და დაინახეს მძინარე ლუკა გვანცა მივიდა გასაღვიძებლად როცა დაინახე ლუკას წინ რაღაც ფურცელი ეგდო და რაღაც ეწერა. ლუკა გაიღვიძე ლუკა!
-რამოხდა?(ლუკამ მძინარე ხმიტ უპასუხა)
-კატო,ლუკა კატო(გვანცა)
-რა კატო გვანცაა! კატო სადაა? რა ჭირს?(ლუკა)
-ლუკა კატო წავიდა!



№1 სტუმარი ბუსა

აუუ ეხა წავიკითხე ოთხივე თავი დაა ძაან მომეწონაა როდის დადებ შემდეგს ? :*:*;*

 


№2  offline წევრი Ninkag

ბუსა
აუუ ეხა წავიკითხე ოთხივე თავი დაა ძაან მომეწონაა როდის დადებ შემდეგს ? :*:*;*

ვეცდები რაც შეიძლება მალე დავდო

 


№3 სტუმარი ბუსა

დღეს დადებ? :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent