შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასიამოვნო ლაშქრობა (თავი 1)


3-12-2015, 23:05
ავტორი chica sol
ნანახია 5 913

-ლანა, შეიძლება ყველაფერზე უარს გვეუბნებოდე? რატომ იქცევი 19 წლის გოგო ისე, თითქოს 80ის იყო?- ჩემი აკვნის დაქალები მია და ნატა ჩემს საწოლზე წინ ჩამომისკუპდნენ და როგორც ყოველთვის რაღაცაში მდებდნენ ბრალს.
-არ მომწონს ეს იდეა მია და რა ვქნა?-დავებღვირე.
-და რომელი იდეა მოგწონს ლანა? ბარში წასვლა შენ არ გინდა, კლუბი შენი არაა, ლაშქრობაში წასვლის თავი არ გაქვს,- ჩამოთვალა ჩემი ნათქვამი მიზეზები.- მეგობრებთან ყველანაირ გართობაზე უარს ამბობ და იქნებ აღარც გინდა ჩვენთან მეგობრობა? იქნებ ამ წიგნებთან გინდა მარტო დარჩენა მთელი ცხოვრება?-ხელით ჩემს ირგვლივ შემოწყობილ წიგნებზე მიმითითა.
-ვაიმე, მია მართლა არ მაქვს ლაშქრობებში სიარულის თავი. ბათუმიდან ბეშუმში ფეხით რომ ავიდე, მოვკვდები.-ავწუწუნდი.
-რა მოგკლავს გოგო ნუ გამაგიჟე. მარტო კი არ იქნები, მთელი 50 კაცი მივდივართ და ერთ დღეში კი არ უნდა აიარო იმხელა გზა, გზადაგზა გავჩერდებით. ღამე ბინებს ვიქირავებთ და იქ გავათევთ.-ახლა ნატა ჩაერთო.
-საერთოდ არ გიყვარვართ ხომ?-ცრემლების გადმონთხევა დაიწყო მიამ და მეც მაშინვე დავიხიე უკან.
-ხომ იცი რომ ასე არაა? ხომ იცით, თქვენ ჩემი ნაწილები ხართ. -ორივეს მოვეხვიე.
-ანუ წამოხვალ?-თავი სრუტუნით წამოსწია მიამ
-წამოვალ.- ჯანდაბა! მაინც დამითანხმეს.
-იეს!- წამოხტა ნატა.- ხომ იცი რომ მაინც დაგითანხმებთ და რომ არ გაჭედო ხოლმე არა?
-ახლა დამანებეთ თავი, უნდა წავიკითხო.-მია წამოვაგდე ჩემი საწოლიდან.
-რა უნდა წაიკითხო გოგო, ადექი ჩაალაგე ჩანთაში ყველაფერი რაც შეიძლება დაგჭირდეს 5 დღის განმავლობაში, ხვალ მივდივართ.- ნატამ შემომიბღვირა ისევ.
-ვერ გიტანთ.-წიგნი მოვისროლე და კარადასთან მივედი.
-ჩვენც გვიყვარხარ ლან!- ენა გამომიყო მიამ და კარი გაიხურეს.
***
ვერასდროს ვერ ვიტანდი ლაშქრობებს, წოწიალს, ვარჯიშზეც უარს ვამბობდი და ბავშვობიდან მხოლოდ ფისკულტურაში მყავდა დაბალი ქულა. ვერ ვიტან წუწაობა-გუნდაობებს და მსგავს მაიმუნობებს. ყველანაირ სპორტს ვერიდები. ალბათ იმიტომ, რომ აღნაგობით ბავშვობიდან სუსტი ვიყავი და მალე ვიღლებოდი. არც 19 წლის ასაკში შეცვლილა რამე.
ახლა კი ამ გიჟების გამო რას დავთანხმდი? მივდივარ ხუთ დღიან ლაშქრობაში, სადაც მთებში და ოღრო ჩოღრო გზებზე მომიწევს წოწიალი. იმედია, რამეს არ მოვიტეხ და საღსალამათი დავბრუნდები სახლში. თან მალე გამოცდებია უნივერსიტეტში და ეს მინდოდა ახლა?
ყველაფერი ჩავალაგე. მიამ შემომძახა საცურაო კოსტუმის ჩადება არ დაგავიწყდეს, ლაშქრობის დასაწყისში და ბოლოს ერთ-ერთი დღე ბათუმში გავჩერდებითო და ჩემს „პატარა“ ჩანთაში ისეც გაჭირვებით ჩავტენე. მოზრდილი თანთა ოთახიდან გავათრიე და კართან მივაგდე. გოგოები ტელევიზორს უყურებდნენ, ხმაურზე გამომხედეს და ჩანთა რომ დაინახეს, თვალები გაუფათოვდათ.
-რა მოგაქვს გოგო ამდენი?-ხელით ჩანთაზე მიმითითა ნატამ.
-ყველაფერი მჭირდება.- მხრები ავიჩეჩე.
-კი ბატონო.-ისევ ტელევიზორისკენ შებრუნდა და მერე “სხვათაშორის ტონით“ მომაძახა.-შენ თუ ხუთი დღე ამხელა ჩანთას ათრევ ზურგით...
-რა? რა ზურგით?-ავღშფოთდი. ჩემი თავი როგორ ამეტენა ბეშუმში იმას ვდარდობდი და ამხელა ჩანთას როგორ ვათრევდი?
-ვაიმე ლანა, ნუ გადამრევ. საჰარის უდაბნოში კი არ მივდივართ და აქლემებს კი არ ავკიდავთ ბარგს. ის წამოიღე რაც უეჭველი დაგჭირდება.-წამოენთო ნატა. მია კი ჩემი შემყურე სიცილით კვდებოდა.
-ვაიმე, გოგოებო, როგორ...
-ვერ გვიტან... ვიცით.- სიცილით გამაწყვეტინა მიამ.
ხელი ჩანთას დავავლე და ისევ ოთახში შევათრიე.დიდი წვალების შემდეგ გავანახევრე. აბაზანაში შევედი და წყალი გადავივლე. ვახშმის გარეშე დავწექი. ხვალინდელ დღეზე ფიქრმა მადაც დამაკარგვინა.

***
დილის 5 საათზე შემომიცვივდნენ გოგოები და თავზე დამახტნენ.
-გაიღვიზე ცუნცულ, -საფირმო მიმართვა დამატეხა მიამ ამ დილით და საბანი გადამაძრო.
-რა გინდათ?-თვალების გაუხელლად ამოვიბუტბუტე.
-ლაშქრობა, ლაშქრობა და ლაშქრობა... ბეშუმი გვიხმობს პატარავ.-ალაქლაქდა მია.
-ვერ გიტანთ.- საიდან აქვს დილით ამხელა ენერგია ამ გოგოს?
-ყავა გაგიკეთე ლანა, ადექი რა არ დავაგვიანოთ.-მოლბა ნატა და მეც თვალები გაჭირვებით გავახილე. საცვლებით გავფრატუნდი სამზარეულოში და სკამზე ჩამოვჯექი. ნატაც საცვლებით იყო. მხოლოდ მია იყო შორტით და ბადე მაიკით.
-ოჰ მომიწყეს გოგონებმა „ბიკინ_ფართი“. ასე თუ იზოზინებთ დავაგვიანებთ და უსიმპატიურესი წინამძღოლები დაგვსჯიან.- თვალები მინაბა მიამ.
-ვინ დაგვსჯის?-თვალები გამიფართოვდა. ისევ...
-ყველაფერს გზაში მოგიყვები. ჩავიცვათ და მალე წავიდეთ რა. დავაგვიანებთ მართლა. -ანერვიულდა უპუნქტუალურესი ნატა.
მოკლედ ნახევარ საათში გავიხურეთ კარი და ტაქსით წავედით დათქმულ ადგილას. მგონი ყველა ჩვენ გველოდა. შეჯგუფებულ ხალხს შევუერთდით.მალე ჯგუფს ხუთი ადამიანი გამოეყო და ჩვენს წინ დადგნენ. აქედან 4 ბიჭი და ერთი გოგო იყო.
მათგან ერთ-ერთმა ბიჭმა დაიწყო ლაპარაკი, რომელსაც გაოცებული შევცქეროდი დახვეწილ სახეზე.
-მოგესალმებით ყველას. მუ ლუკა მახარაზე ვარ. ამ ლაშქრობის ერთ ერთი ხელმძღვანელი. ლაშქრობას ჩემთან ერთად უხელმძრვანელებენ ქეთი, ლაშა, ერეკლე და ნიკა. -დანარჩენ ოთხზე მიგვითითა, რომლებიც გვერდით ედგნენ.- ვიცი აქ ძირითადად ერთმანეთისგან უცხო ადამიანები ხართ და ჩემი პირველი თხოვნა ის იქნება, რომ ერთმანეთი გავიცნოთ და დავუმეგობრდეთ, იმედი მაქვს არანაირ კომფლიქტებს არ ექნება ადგილი და ერთად ყოფნის 7 დღე კარგად ჩაივლის. მინდა რომ ერთმანეთს ყურადღება მივაქციოთ და რაც მთავარია ლაშქრობის დროს, გუნდს ნაბიჯითაც კი არ ჩამოვრჩეთ. ახლა კი ყველა სათითაოდ მიბრძანდით ქეთისთან და სახელი და გვარები ჩააწერინეთ. ასევე მობილურის ნომრები. იმედია, ყველა ძალიან ვისიამოვნებთ.- სიტყვა დაამთავრა ლუკამ და თვალი მოგვავლო ყველას.
პირდაღებული შევყურებდი. რა სახე ჰქონდა, რა ტანი... აშკარად მისდევდა სპორტს, ისეთი გამოყვანილი პრესი ემჩნეოდა მომდგარი შავი მაისურის ქვეშ, რომ... წამით ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. სასწრაფოდ მოვაშორე თვალი და ჩვენს 50 კაციან ბრბოს მოვავლე თვალი. გოგონების უმეტესობა ჩემს მდგომარეობაში იყო. თვალებში გულებ ანთებულები შეჰყურებდნენ ხელმძღვანელებს. თავი ჩავხარე, რომ ჩემი ჩაცინება არავის შეემჩნია. მიამ ხელო მომკიდა და ქეთისკენ წამაძუნძულა.
-სახელი და გვალი ჩააწერინეთო ვერ გაიგე?- ჩამჩურჩულა.-იმედია ახლა მთელი ლაშქრობა ასე ხელჩაკიდებულმა არ უნდა გატარო.
-დავრჩებოდი სახლში და არც მოგიწევდა ჩემი თრევა.- მეც უკმაყოფილოდ გადავულაპარაკე.
-ვაიმე, ხალხო, ვინმემ შემახსენეთ რატომ ვმეგობრობ ამ უჟმურთან?- მოიქუფრა ნატა და თვალები მვედრებელივით ცას მიაბჟინა.
-ბავშვობის წლები.-მაშინვე “შეახსენა“ მიამ და ჩემს ჩაცინებას ყურადღება არ მიაქცია.
-რამე პრობლემაა?- არ ვიცი საიდან, მაგრამ ჩემს გვერდით გაჩნდა ლუკა. ახლოდან ისე გამოიყურება... უფ...
-არა. -რატომღაც უხეშად ვუპასუხე.
-დარწმუნებული ხარ?- წარბი ამიწია.
-აბსოლიტურად.-არა, ვიცოდე მაინც, რაც ვებღვირები ამ ღმერთკაცს?
-ეჭვი მეპარება, მაგრამ იყოს შენებურად.-ეჭვის თვალით ამათვალიერა ფეხებიდან სახემდე და ჩაიღიმა.
ბრაზი მომაწვა. ისე მათვალიერებს თითქოს გასაყიდი საქონელი ვიყო, იდიოტი. შევუბყვირე.
-დარწმუნებული ხარ, რომ გაუძლებ ამ შვიდ დღეს?-ირონიული ტონით მკითხა.
-სრულიად. -ბრაზი ყელში მომაწვა. ხელები ისე მოვმუშტე თითქოს რინგზე ვიყავი და მოწინააღმდეგეს დამარცხებას ვაპირებდი. ამას ვინ ეკითხება ნეტავ?
-ვნახოთ, ვნახოთ... -ისევ ამათვალიერა და ზურგი მაქცია. ორი ნაბიჯის შემდეგ შემობრუნდა ჩემსკენ.- სახელი და გვარი მითხარი.-სრულიად სერიოზულად მითხრა. აი, ხელმძღვანელმაც გაიღვიძა მასში...
-ლანა დოლიძე.- ვუპასუხე.
-ჭირვეული. -ჩუმად ჩაიბუტბუტა ზუსტად მაშინ, როცა მეც ჩუმად ჩავილაპარაკე ჩემთვის
-არამკითხე.
ორივემ გავიგეთ ერთმანეთის შემამკობელი სიტყვები და ისევ დაბღვერილები შევცქეროდით ერთმანეთს. მერე მზერა ავარიდე და ჩემს გოგონებს შევხედე. თვალები შუბლზე ჰქონდათ ასული ორივეს.
-რა?- ახლა მათ ვეცი.
-ეს... ეს რა იყო?-ენა დაბმულმა ამოილაპარაკა მიამ. ნატა კი ხმას ისევ ვერ იღებდა.
მათი ეს რეაქცია არ გამკვირვებია. რადგან მეც მიკვირდა ჩემი თავის. ასე არასდროს მოვქცეულვარ. ყოველთვის ზრდილობიანი ვიყავი და არასოდეს გამოვხატავდი აგრესიას მით უმეტეს უცხოების მომართ.
-მაღიზიანებს.-მხები ავიჩეჩე, ვითომ ჩვეულებრივი ამბავი იყო, ჩემი ასეთი ქცევა.
-ცუდად ხარ?- მეცა მია და შუბლზე ხელი მომადო, თითქოს სიცხეს მიმოწმებდა. მერე თვალის ქვედა ქუთუთო ქვემოთ ჩამომქაჩა.-არც სიცხე აქვს, თვალის გუგებიც ნორმაშია, რა სჭირს?- გამოცდილი ექიმივით ამოილაპარაკა და ნატას მიუბრუნდა.
-გარეკა.-დასკვნა დადო ნატამ. ამაზე კი სიცილი აუტყდა მიას. მე თავმობეზრებულმა გავიხედე გვერდზე. ლუკა ჩემგან ზურგით იდგა და დანარჩენ სამ ხელმძღვანელ ბიჭს ელაპარაკებოდა.
-გოგონებო, თქვენღა დარჩით.- მომესმა წკრიალა ხმა და მის პატრონს გავხედე. ჩვენი ხელმძღვანელი ქეთი გვეძახდა.
მასთან მივედით სამივე და ჩვენი სახელი, გვარები და საკონტაქტო ნომრები ჩავაწერინეთ.

***

ბავშვებო.
შეიძლება გაგაკვირვეთ, მაგრამ ვერ გავძელი და მოვედი ისევ. არადა ასე მალე არ ვაპირებდი ახალი ისტორიის ატვირთვას. ასე ვთქვათ ეს საცდელი თავია და ღირს გაგრძელებად? მინდა ყველას დიდი მადლობა გითხრათ ვინც კითხულობდით და გვერდით მედექით წინა ისტორიის დროს. მადლობა მხარდაჭერისთვის და მოთმინებისთვის.
უსაზღვროდ მიყვარხართ. თქვენი მარიამი.



№1 სტუმარი darina

Ukve dzalian momwins lukazec gavgijdi da gadavirie :-D dzalian gamixarda ase male rom dabrundi axali istoriit, miyvars sheni tkbili istoriebi da darwmunebuli var rom esec miematena mat sias.

 


№2  offline მოდერი chica sol

darina
Ukve dzalian momwins lukazec gavgijdi da gadavirie :-D dzalian gamixarda ase male rom dabrundi axali istoriit, miyvars sheni tkbili istoriebi da darwmunebuli var rom esec miematena mat sias.

დიდი მადლობა ჩემო კარგო. იმედად ჩამეღვარე გულში. მიხარიხარ ძალიან. შევეცდები იმედები არ გაგიცრუო love

 


№3  offline ახალბედა მწერალი MariamG

Auu rogor momcons chemo gogoo <3 cotadidi tavebi daderaa love vgijdebi shenze

 


№4  offline მოდერი chica sol

MariamG
Auu rogor momcons chemo gogoo <3 cotadidi tavebi daderaa love vgijdebi shenze

მე კი ვგიჯდები შენზე ჩემო თოჯინა❤❤❤

 


№5  offline წევრი kora

ახალიი ისტორიაა, მარიამ, რომ იცოდე როგორ გამიხარდაა. წუხელ რატომღაც არ დავკვირვებივარ და მე მაპატიეე, ახლა გადაღებებზე გავრბივარ და როგორც კი დროს ვიხელთებ წავიკითხავ და გაგიზიარებ ემოციეებს love
პ.ს. მაკლდა ეს დღეები შენი ისტორიების წაკითხვისგან მიღებულ ემოციები. უყვარხარ კორას ძალიან <3
--------------------
kira.G

 


№6  offline მოდერი chica sol

kora
ახალიი ისტორიაა, მარიამ, რომ იცოდე როგორ გამიხარდაა. წუხელ რატომღაც არ დავკვირვებივარ და მე მაპატიეე, ახლა გადაღებებზე გავრბივარ და როგორც კი დროს ვიხელთებ წავიკითხავ და გაგიზიარებ ემოციეებს love
პ.ს. მაკლდა ეს დღეები შენი ისტორიების წაკითხვისგან მიღებულ ემოციები. უყვარხარ კორას ძალიან <3

ჩემი კორა. ნუ დააგვიანებ საყვარელო. სად გარბის ისტორია. გკოცნი და წარმატებები❤❤❤

 


№7  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ეს რა ვნახე? ისევ აქ ყოფილხარ... ეტთი სიამოვნებაა შენი ისტორიების კითხვა... ძალიან ძალიან მომეწონა ეს თავი მითუმეტეს მთავარ გმირს ლანა ქვია ვგიჟდები ამ სახელზე... მოკლედ ველოდები ახალ თავს და ლუკა მომწონს რატომღაც ნეტავ რატომ? :)

 


№8  offline წევრი შამხათი

საინტერესოდ დაიწყო, იმედია ასევე გაგრძელდება.

 


№9  offline მოდერი chica sol

უცნობი ქ
ეს რა ვნახე? ისევ აქ ყოფილხარ... ეტთი სიამოვნებაა შენი ისტორიების კითხვა... ძალიან ძალიან მომეწონა ეს თავი მითუმეტეს მთავარ გმირს ლანა ქვია ვგიჟდები ამ სახელზე... მოკლედ ველოდები ახალ თავს და ლუკა მომწონს რატომღაც ნეტავ რატომ? :)

ჩემი გოგო მოსულაა... შენი დანახვაა ერთუ დიდი ბედნიერება. მივედი აბა ადვილია თქვენს გარეშე გაძლება?

შამხათი
საინტერესოდ დაიწყო, იმედია ასევე გაგრძელდება.

იმედია ის გამოვა რასაც ელოდები მადლობა რომ კითხულობ❤❤❤

 


№10  offline მოდერი nicol

მარიკუნა ასე ჩუმად შეიძლება?
გუშინ კი მითხარი გადაკვრით ახალი ისტორიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი დღეს დილით თუ დამხვდებოდა.

ჩემი მხიარული გოგო ხარ და ასეთივე ისტორია იქნება ვატყობ.♥♥♥

მიყვარხარ ჩემო მარიკუნა ♥♥♥
--------------------
თინა ნიკოლ

 


№11  offline მოდერი chica sol

nicol
მარიკუნა ასე ჩუმად შეიძლება?
გუშინ კი მითხარი გადაკვრით ახალი ისტორიაო, მაგრამ რას ვიფიქრებდი დღეს დილით თუ დამხვდებოდა.

ჩემი მხიარული გოგო ხარ და ასეთივე ისტორია იქნება ვატყობ.♥♥♥

მიყვარხარ ჩემო მარიკუნა ♥♥♥

არ ვაპირებდი ჩემო გოგო სიმართლე გითხრა მაგრამ ვინ მომცა მოთმინება?ავცუნცრუკდი და აცტვირთე.
ვგეგმავ მხიარულ ისტორიას და იმედია არ შემეცვლება გეგმები. ხომ იცი რიმ მომივლის ხილმე...
უყვარხარ შენს მარის❤❤❤

 


№12 სტუმარი lana

auu ramagaria dzaliann sainteresoo auff dzann damtvirta tbili emociebitt rogor momeons luka tann eg gamixarda roo mand chemii saxelii agmivachine lana kai dzan momewona gagdzele sixaruloo warmatebebi miyvarxar

 


№13  offline მოდერი chica sol

lana
auu ramagaria dzaliann sainteresoo auff dzann damtvirta tbili emociebitt rogor momeons luka tann eg gamixarda roo mand chemii saxelii agmivachine lana kai dzan momewona gagdzele sixaruloo warmatebebi miyvarxar

ემოციური ლანა დაბრუნდა თავისი სასიამოვნოდ დამმუხტავი ემოციებით. მიხარია რომ მოგწონს ჩემო კარგო. მახარებ❤❤❤

 


№14  offline წევრი LoNdA DM

კარგაი ველოდები შემდეგ თავს

 


№15  offline მოდერი chica sol

LoNdA DM
კარგაი ველოდები შემდეგ თავს

შევეცდები დღეს საღამოს სავამატო ჩემო კარგო

 


№16  offline წევრი kora

ძალიან თბილი, საყვარელი და საინტერესო ისტორიაა love ლუკა უკვე მომწონს და განსაკუთრებით ლანას დაქალები მომწონს, საოცრად მხიარული, დადებითი და პოზიტიური გოგოები არიან <3
მიყვარს ასეთი ისტორიები, მხიარულ განწყობაზე მაყენებს და ზღვა დადებითი ემოციით მმუხტავს, მარიამ, მადლობა შენ ამისთვის love
--------------------
kira.G

 


№17  offline მოდერი chica sol

kora
ძალიან თბილი, საყვარელი და საინტერესო ისტორიაა love ლუკა უკვე მომწონს და განსაკუთრებით ლანას დაქალები მომწონს, საოცრად მხიარული, დადებითი და პოზიტიური გოგოები არიან <3
მიყვარს ასეთი ისტორიები, მხიარულ განწყობაზე მაყენებს და ზღვა დადებითი ემოციით მმუხტავს, მარიამ, მადლობა შენ ამისთვის love

ჩემი თბილი და ტკბილი კორა love
ხო გოგონები მეც მამხირულებენ. მძინე ისტორიის შემდეგ განტვირთვას ვაკეთებ wink

 


№18 სტუმარი lana

mari chemoo sixaruloo rodis tamatebb axal tavs geli moutmenladd miyvarxar

 


№19  offline მოდერი chica sol

lana
mari chemoo sixaruloo rodis tamatebb axal tavs geli moutmenladd miyvarxar

დღეს დავდებ საყვარელო. მაპატიე რომ გალოდინებ love

 


№20  offline მოდერი tsn

დაგვიანებით წავიკითხე, ყოჩაღ მარიამ, სასწაული ხარ, ძალიან მიყვარს შენი ისტორიები, ძალიან მომეწონა :-*

 


№21  offline მოდერი chica sol

ცირა ნინიაშვილი
დაგვიანებით წავიკითხე, ყოჩაღ მარიამ, სასწაული ხარ, ძალიან მიყვარს შენი ისტორიები, ძალიან მომეწონა :-*

ცირა, დიდი მადლობა ჩემო გოგო. მახარებ და მაბედნიერებ love

 


№22  offline წევრი Salo me

როგორ გამომრჩა შენი ისტორია. შევრცხვი. ეხლა ვნახე და აუცილებლად გავაგრძელებ კითხვას. კარგი დასაწყისია ნამდვილად. გამიხარდა რომ ასე მალე დაგვიბრუნდი
--------------------
Sally

 


№23  offline ადმინი ano23

aqamde sheni istoriebi ar wamikitxavs , axlac satauris gamo daviwye kitxva, vgijdebi lashqrobebze ^_^ da unda gitxra ,rom,dzalianac momwons . :-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent