შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა იქნებოდა... (3)


4-12-2015, 19:40
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 281

ალბათ ყველას ჰქონია ცხოვრებაში ისეთი მომენტი როდესა არავინ და არაფერი უნდა,ყველა და ყველაფერი აღიზიანებს,თვითონაც არ იცის რა უნდა,რაღაცას ელოდება,მაგრამ არც კი იცის რას.საათობით შემეძლო ფანჯრის რაფასთან ცხელი ჩაის ფინჯნით დგომა და გარემოს ყურება,არ ვიცი ასე რატომ ვიქცეოდი არც არაფერზე ვფიქრობდი,უბრალოდ ვუყურებდი ხალხს და გარემოს.როგორ მიყვარდა ჩვენი უბანი,ჩემი ვერა და ის ხალხი რომელთან ერთადაც გავიზარდე,ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ეს ადგილი ერთ დღეს ჩემთვის ჯოჯოხეთად იქცეოდა. ნინო და გიო რომ გავაცილე ლეტპოტი ავიღე და სავარძელში თბილად მოვკალათდი.სოციალურ ქსელში რომ შევედი ზუკა სანიკიძისგან მომივიდა მეგობრობის თხოვნა,გამახსენდა ეს ის ზუკა იყო თოკოსთან რომ მოვიდა და ყველა გადაგვრია,არც დავფიქრებულვარ ისე დავეთანხმე მეგობრობას,მოწერაც არ დაუყოვნებია
-გიპოვე
-ვერ გავიგე?
-რამდენი ხანია გეძებ და გიპოვე
-მომკალი და ისევ ვერ გავიგე-გამეინა
-კარგი დაიკიდე,რას შვები?
-არაფერს რავი,გიო და ნინო გავაცილე ახლა
-დიდი ხანია მინდა შენი გაცნობა,თუმცა დღევანდლამდე შანსი არ მომეცა
-მართლა? და რა გიშლიდა ხელს?
-რა თუ ვინ?
-ვერგავიგე?-ისევ დამაბნია
-ლოლაძე
-გიორგი რა შუაშია?
-დავიჯერო ვერ ხვდები რა შუაშია?
-და გამოცანებით რა პონტში მელაპარაკები?
-მაგ ტიპს მაგრად უყვარხარ
–ეგ მეც ვიცი,მეც ძალიან მიყვარს და ეს რა შუაშია საერთოდ?
–არა სულ სხვანაირად უყვარხარ,აი როგორც გოგოს ისე გიყურებს და არა ისე როგორც დას
გამეცინა,ასეთი სისულელე ჯერ გაგონილიც კი არ მქონდა
–ძაან გამაცინე–სიცილის სმაილი გავუგზავნე
–სიმართლეს გეუბნები
–ვაიმე აქედან დამეკარგე,ასეთი სისულელე რამ მოგაფიქრებინა?! მეორეჯერ არ გაბედო და მსგავსი რამ არ თქვა და არც არავის უთხრა !!–საშინლად გავბრაზდი
–დაწყნარდი,რა გითხარი ასეთი? ან დავიჯერო შენ ვერ ხვდები?
–კიდევ აგრძელებ?! ამ თემაზე სიტყვაც კი აღარ მითხრა იცოდე, თორემ გიოს ვეტყვი და მაგრად ვაცემინებ შენს თავს!–გამაკანკალა ისე მომეშალა ნერვები
–გასაბრაზებლად არ მითქვამს,მეგონა იცოდი და უბრალოდ გადამოწმება მინდოდა,დაწყნარდი,მეც ეგ მინდა რო მხოლოდ მეგობრულად უყურებდე და მეტი არაფერი
–მაგარი დებილი ბიჭი ხარ! კარგად იყავი და აღარ გაბედო კიდევ მომწერო! დეგენერატო!–ტიპიური ქაჯი გოგოსავით კი გამომივიდა,მაგრამ ისე გავმწარდი თავი ვეღარ შევიკავე თანაც მაგრად არ მაინტერესებდა ეგ დეგენერატი რას იფიქრებდა ჩემზე. მაშინვე დავბლოკე და ლეპტოტიც დავხურე.
როგორ გაბედა და ჩვენს მეგობრობას ასეთი რამ როგორ კადრა! რომ არ ვიცოდე გიოს გაბრაზება ვეტყვოდი და ამისთვის პასუხსაც მოსთხოვდა,მაგრამ ვიცოდი ლოლაძის ამბავი და თავი შავიკავე,არ მინდოდა ამ იდიოტის გამო კიდევ შარში გახვეულიყო. გამეცინა ასეთი სისულელე რამ მოაფიქრებინათქო,ალბათ ასეთი თბილი და ახლო ურთიერთობა რომ გვაქვს ამიტომ იფიქრათქო.კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ ადამიანი მხოლოდ გარეგნულად არასოდეს უნდა შეაფასო. მთელი შაბათ-კვირა მარტომ გავატარე,გიო დედამისს გაყვა რაიონში,ბიჭებიც გასულები იყვნენ გალაქიდან,გოგონები კი მუშაობდნენ,ერთი მე ვიყავი უსაქმური,რომელიც წიგნის კითხვის მეტს არაფერს აკეთებდა. სულ იმაზე მეწუწუნებოდნენ,რომ არ მიყვარდა ბევრი სიარული,არც კლუბები და არც წვეულებები,ვერ ვიტანდი ასეთ გარემოს,მხოლოდ ბავშვების ხათრით ვაკეთებდი ამას,გიო სულ მეღადავებოდა წიგნთან ერთად ისე დაბერდები ვერც მიხვდებიო. ყველანი განსხვავებულები და ინდივიდუალურები ვიყავით,ყველაფერზე განსხვავებული შეხედულებები გქვონდა და სწორედ ამიტომაც ვეწყობოდით ასე კარგად ერთმანეთს,თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ჩვენ შვიდნი ერთმანეთს ვავსებდით,აბა ყველაფერზე რომ ერთი აზრი გვქონოდა ურთიერთობა მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდებოდა. მეტად აღარ მიფიქრია იმ დებილი ზუკას ნათქვამზე და არც არავისთვის მითქვამს ეს სისულელე,არა რა, მაინც რამ მოაფიქრებინა,კიდევ ერთხელ გამეცინა.დეიდაჩემთან მივდიდოდი მუხიანში გიომ რომ დამირეკა
-სად გდიხარ ? ჩამოხვედი უკვე? -არ დავაცადე ხმის ამოღება
-კი,უბანში ვარ,შენ სად ხარ?
-მუხიანში,დღეს აქ ვრჩები
-კაი ღადაობ? მეთქი ვნახავთქო და შენ წახვედი? მომენატრე გოგო 2 დღეა არ მინახიხარ
-შე აფერისტო,რა ჩამომიტანე სამეგრელოდან?-გამეცინა
-ბუს კვერცხები,კაი რა არ გამიტეხო ეხლა,ცოტახანს დარჩი და მერე დაგაზე ვერაზე
-ეწყინება ბიჭო,დილით ველაპარაკე დავრჩებითქო,თან ბებიაჩემიცაა ჩამოსული და ვერ ვაწყენინებ
-ვა ნინელი ჩამოვიდა?მომიკითხე-გაეცინა
-ეე, ვაბშე მაგარი მოვიფიქრე,შენ გამოდი აქეთ,ხო იცი როგორ ევასები ნინელის და მადონას,თანაც ნიკაც სახლშია
-ეეე,მეზარება ეხლა მუხიანში გამოსვლა ხო არ ღადაობ შენ
-მიდი რა ჩემი ხათრით,საღამოს ერთად წამოვიდეთ და ეკას გამომცხვარ ტირამისუს გაცეცხლებ
-არა რა,როგორ იცი ხოლმე ჩემი დაყოლიება,1 საათში გამოვალ
-1 საათი რად უნდა ბიჭო მანქანით აქამდე გამოსვლას?
-ოჰ,მანქანა და კაი ცხოვრება სადაა? მანდ რო გამოვიდე 50 ლარის საწვავი კი მინდა და ისევ მეტრო მირჩევნია
-უი შე გაჭირვებულო-გამეცინა-კაი მიდი მე ავედი უკვე და 1 საათში გელოდები

კარები დეიდაჩემმა გამიღო,სიხარულით შემხვდნენ ბებო და დეიდა,როგორ მომნატრებია ჩემი ბუნჩულა ნინელი.მალე ნიკაც მოვიდა და ვუთხარი რომ გიოც გამოვიდოდა,ყველას ძალიან გაუხარდა,გიოს პატარაობიდან იცნობდნენ და ძალიან უყვარდათ. მადონამ სუფრა გაშალა,ამასობაში ლოლაძეც მოვიდა,სუროსავით შემოვეხვიე კისერზე და ჩავკოცნე გემრიელად.
-მოგენატრე ხო? არა აღიარე რო ჩემს გარეშე 1 დღეც არ შეგიძლია,რა გეშველება რო გათხოვდები-სიცილით მითხრა და ლოყაზე მიჩქმიტა
-მზითებში წაგიყვან-გავეკრიჭე
-როგორ იქცევა ჩემი დეიდაშვილი?-ნიკამ სიცილით გადახედა გიოს
-ამაზე გარყვნილი გოგო თუ მენახოს ძმაო-რაო? მკვლელი თვალებით გავხედე ეს რას ბოდიალობსთქო
-კაი ჰო ვიხუმრე გოგო რა იყო-ორივემ მაგრად დამცინა თავის ჭკუაში.
საღამომდე ვიყავით მუხიანში,მერე ბიჭებმა და ნინომ დარეკეს გამოდით ჩამოვედითო ჩვენც დავემშვიდობეთ ჩემებს და ვერაზე წავედით.
-ვახ ჩემი! როგორ ცივა იმენა ძვალსა და რბილში ატანს-მოიბუზა ლოლაძე
-ქალივით მცივანა ხარ-ხელკავი გამოვდე,გეგონებაოდა მე მცხელოდაო
-გოგო რო ვიყო მომიტაცებდი ხო?
-რა დებილი ყავხარ თამრიკოს,იცის?-თავი გავაქნიე
-იცის,იცის და სწუხს ძალიან,მარა რას იზამს? შვილი ვარ და უნდა ამიტანოს-კმაყოფილმა ჩაიღიმა
რუსთაველზე ამოვედით,როგორც იქნაო გიომ და ლამის მიწას დაუწყო კოცნა.უბანში ავედით ჩემს სახლთან იდგნენ ბავშვები
-ვაიმე გავიყინეთ გოგო დროზე გააღე კარები-შემომჩივლა ლევანმა და აკანკალებულმა გადამკოცნა
კარები გავაღე და შიგნით დაფეთებულებივით შეცვივდნენ.გათბობას აეკრო ზედ ნინო.
-სადაა დაპირებული ტირამისუ?-ხელები გაასავსავა გიორგიმ
-სამზარეულოშია,შეგიძლია შეხვიდე და გამოიტანო,ხელებიც გაქვს და ფეხებიც
-ტირამისუო? ეგ რომელია?-დაბნეულმა გამოგვხედა ირაკლიმ
-შენ რო არიცი ეგაა-სიცილით უპასუხა დინამ
-დავაი გამოიტანე და ვნახავ რაცაა
-აუ მიდი რა ანა შენ გამოიტანე, თორემ გიო იქვე შეჭამს და ჩვენ არაფერი დაგვრჩება-მითხრა თაკომ
ვიცოდი რომ მართალი იყო,სიბილით შევვარდი სამზარეულოში და გამოვიტანე ჩემი ტირამისუ, ჟურნალის მაგიდის შუაგულში დავდე
-ჯერ არავინ მიეკაროს-გამაფრთხილებლად დაუქნია თითი დინამ ბიჭებს და მე გადმომხედა
მე და ნინომ სამზარეულოდან თეფშები და ჩანგლები გამოვიტანეთ.
-ყველაზე დიდი ნაჭერი შენს გიოს დაუდე-თვალები აათამაშა ლოლაძემს
-ვითომ შენ რატო ყველაზე დიდი?-იწყინა ლევანმა
-აბა ეხლა გაჩუმდით! ყველას თანაბარ ნაჭრებს დაგიდებთ!-ჩაერია თაკო და ყველას მოაკეტინა.
გემრიელად მივირთვით ეკას გამომცხვარი ტირამისუ. გიო გვერდზე მომიჯდა და გულზე თავი დამადო
-ნარცისოა?-იცნო ბიჭმა
-ჰო
-რა მაგრად მევასება
-ჰო,მეც რო მაგრად მევასება იმიტომაც ვიპკურებ
-რას შვები?-ხარხარი აუტყდა
-ძაან დებილი ხარ გიორგი,აბა სუნამოზე რა უნდა თქვა გაფიცებ?
-ჰო, შენ ძაან ძერსკი მყავხარ და ვიპკურებს მეტი სიტყვა არ გამოიყენო
-მოკალით ეს ვინმემ-მუდარის თვალებით გადავხედე ბავშვებს
-შენი ბიჭია და შენვე მოკალი-რაო? რაღაც ვერ გავიგე ირაკლის ნათქვამი
-ჩემი რა პონტში ქინდერში გამეჩითა თუ რა მაფიაა?-გამეცინა
-ესეთი სიტყვები უეჭველი გიოსგან დაამუღამე ხო?
-აუ იმენა თქვენ ძაან მკვლელი ლექსიკონი გაქვთ-სიცილი აუტყდა დინას
-მოიცა როგორ ბაზრობთ ხოლმე? დაგაზე ვერაზე,მოვკაწროთ უბანში,ხო არ ღადაობ ეე? პონტი არაა,იკაიფე ეეე-ხარხარებდა დინა
-რა მაგრად დაგიმახსოვრებიათ ტო
-არ შეგიძლიათ ჩვეულებრივ,ადამიანურ ენაზე იმეტყველოთ?-სიბრძნე დავაბრეხვე და მიამიტი თვალებით გავხედე ბიჭებს
-არა ძმა-თავი გააქნია ირაკლიმ და ბიჭებს სიცილით გადახედა
–უნდა დაგსვათ ძალით და რომელიმე რომანი უნდა წაგაკითხოთ რა
–ელოდე შენ მაგას–ხარხარებდნენ
აზრი არააქვსო ამათთან ლაპარაკს მანიშნა ნინომ და მეც გავჩუმდი.მერე ზუკას ნათქვამი გამახსენდა და ისევ მომეშალა ნერვები.გვიანობამდე იყვნენ,მერე ბიჭებს თოკომ დაურეკა და წავიდნენ.გოგონებიც მალე დაიშალნენ და დავრჩი ისევ მარტო,უკვე 11 იყო ეკა და გიაც მალე მოვიდოდნენ,თუმცა ისეთი დაღლილი ვიყავი მალევე ჩამეძინა დივანზე.





_______________________________________
იმედი მაქვს მოგწონთ,ნამდვილი ამბავია და ვცდილობ ყველა დეტალი დავწერო და არაფერი გამომრჩეს:))))



№1  offline წევრი LoNdA DM

dzalian momwons, da giorgi da es gogo dzaan sayvarlebi arian girogi ki magari tipia. velodebi shemdeg tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent