ჩემი დეკემბერი (1)
ახალი წლის წინა დღეები იყო როგრც ყოველთვის ელენესთან ვიყავი,რომელიც თავის რატიზე მიყვებოდა რაღაცეებს მე კი მთელი გულისყურით ვუსმენდი გაგუას. -ხოდა ეგრე მარიამ იცი რა კარგი ბიჭია რატი?-თვალებგაბრწყინებულმა მითხრა და ცხელი ყავა მოსვა. -მართლა? როდის უნდა გამაცნო-მეც ისეთივე ღიმილი შევაგებე. -მალე, მარ მალე!- კიდევ ბევრი ვიჭორავეთ და მალე სახლში წამოვედი. დედიკოს მოვესიყვარულე და ჩემს ოთახში შევედი. **** მარიამ ახმეტელი 17 წლის . გამხდარი საშუალოსიმაღლის გრძელი მუქი ყავისფერი თმით (სწორი) პატარა ცხვირით და საშუალო უჩებით. თვალები ღია მწვანე. ჯერ ვსწავლობ. მყავს ბავშვობის მეგობარი ელენე გაგუა რომელიც ყველაფერს მირჩევნია! ჩემი პოზიტივია! ბაღიდან ერთად ვართ. მყავს საუკეთესო დედიკო მამიკო და ძამიკო! ნანა ლადო და გაბო. ეს არის ჩემი პატარა ცხოვრება. ბედნიერი ვარ! მყავს ადამიანები რომლებიც ცხოვრებას მილამაზებენ. მიყვარს ახალი წელი და ზოგადად დღესასწაულები..მერე რა რომ ზაფხულში ვარ დაბადებული მაინც მიყვარს დეკემბერი..სიცივე და სახლში თბილად ჯდომა..ახლაც ფანჯრის რაფაზე ვზივარ და ვაკვირდები ჩემს უბანს. დეკემბერია და მაინც ზიან გარეთ მოზარდები. ზოგი არაყით ხურდება ზოგი ფეხბურთის თამაშით. მომბეზრდა აქეთ იქით ყურება..ლეპტოპი ავიღე და ჩემს ლოგინში შევწექი. ფილმი ჩავრთე..რომ გამოვფხიზლდი მერე მივხვდი რომ არაფერი მინახავს და ჩამძინებია, ჩემს თავზე გამეცინა. ტელეფონს დავწვდი ელენეს 2 გამოტოვებული ზარი მქონდა. ეგრევე გადავურეკე გაგუას. -სად იყავი მარიამ-უცნაური ხმით მიპასუხა ელენემ თითქოს განაზებული იყოსო. -ჩამეძინა, შენ სად ხარ გამოდი ჩემთან-გვერძე გავატრიალე თავი. -ეხლა? ასე ნახევარ საათში მოვალ. -რატი მომიკითხე კაიი?-გავიცინე და ტელეფონი იქეთ მოვისროლე. ავდექი და გარეთ გავედი. -დეე რას აკეთებ?-უკნიდან მოვეხვიე დედიკოს. -ნამცხვარს ვაცხობ დეე-გამიღიმა. -რა კარგიაა ელენე მოვა ეხლა. -ძალიან კარგიი-გამიღიმა და გააგრძელა ფუფფუსი. სანამ ელენე მოვიდა გობოს ვეთამაშე ცოტა 9 წლისა მაგრამ ვუგებთ ერთმანეთს. კარზე ზარი დაირეკა და ელეც მოვიდა. დედას ნამცხვარი დავაგემოვნეთ და ჩემს ოთახში შევედით. -აბა დაიწყე- ლოგინზე წამოვჯექით. -ესეიგი ახალ წელს გვინდა რომ ყველა ერთად შერვხვდეთ რატის აგარაკზე. ხომ წამოხვალ?-ლეკვის თვალებით შემომხედა გაგუამ. -რაა? კი მაგრამ თბილიში ვერ შევხვდებით ახალ წელს თუ რა ხდება?-უკმაყოფილება გამოვხატე მე. -მარიამ რატო ხარ უჟმური? ამ დღეებში გაგაცნობ რატის და მის მეგობრებს-გამებუტა ქალბატონი. -ჰო კარგი ვკითხავ ნანიკოს და ვნახოთ!-გავუღიმე. -მართლა? იეეს საუკეთესო მყავხარ!-მომეხვია ეს აფერისტი. -ნუ მეაფერისთები გაგუა!-გაუცინე. -ნუ ხარ გველი ახმეტელო-გამიცინა. ელემ დაიჩემა გარეთ გავიდეთო. ჯინსის მუქი შარვალი და ნაქსოვი დიდი სვიტრი ჩავიცვი თმები გავიშალე. დედიკოს ადგილსამყოფელი დავუბარე და გარეთ გავედით. ფეხით გავიარეთ ბევრი..თან ვლაპარაკობდით ახალი წლის გეგმებზე..სად წავიდოდით და რას ვნახავდით. აქამდე სახლში ვხვდებოდი მერე ელენე მოდიოდა ჩემთან მერე მე მივდიოდი ელენესთან იქ კიდე ბავშვები ამოდიოდნენ..ვერთობოდით ახლა კი წყნეთი...ცოტა არ იყოს არ მინდასავით იქ წასვლა მაგრამ ელენეს გამო! და კიევ ახალი წლის გამო..დღეებს ვითვლიდით მე და ელენე..მერე ერთ კაფეში დავჯექით. იმდენი ვილაპარეთ ორივე დავიღალეთ. -ხვალ მაღაზიებში ხო წამომყვები?-მკითხა ელენემ. -კარგი და რა ხდებაა? -არაფერი ისე..სახალწლოდ რამეს ვიყიდი ვერ ვითმენ-გამიღიმა. -კარგი ეხლა დავიშალოთ რა-სახე მომერყა :)) იქიდან სახლში წამოვედი. -მოვედიიი-დავიძახე და კურტკა საკიდზე ჩამოვდიდე..ტელევიზორს ვუყურებდი ელენემ მომწერა ფეისბუქზე შემოდიო მეც შევედი. -"რა შვები"(ელენე) -"რავი შენ..რა იყო რატიმ გთხოვა გამოდი გარეთო?"-წავისისინე მე. -"რატო ხარრ ასეთი ბოროტი მარი? კი მთხოვა და გავდივარ წარმატებები მისურვე" -"რა იყო გოგო პირველად მიდიხარ თუ რა" -"მგონია რო მეტჯერ ვეღარ ვნახავ"-მოწყენილი სმაილი გამომიგზავნა. -"ნუ ბოდიალობ ელე!" -"კარგი წავედი"- ტელეფონი მოვისროლე და ტელევიზორის ყურება გავაგრძელე. ისევ მომერია ძილი..ჩემი ირმებიანი საღამური ჩაიცვი და ზამთარივით ცივ საწოლში მივწექი. მალე ჩამეძინა..სიზმარში კი თოვლი ვნახე ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს... დადაააამმ ჩემო პოზიტივებო ვიცი რომ არ არის ჯერ საახალწო ისტორია მაგრამ ეს დასაწყისია! იმდენად იყო ჩემში ეს საახალწლო განწყობა გულმა ვერ მოითმინა..აბა შემიფასეთ ველოდები კრიტიკას და შეფასებას მოცულობის გამო ბოდიში აუცილებლად გაიზრდება! პ.ს მარტო მე ველოდები ასე ძალიან ახალ წელს? ^.^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.