შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა იქნებოდა... (5)


5-12-2015, 16:25
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 341

სანამ ვერაზე ავედით ჩემი დამემართა,ფეხები უკან მრჩებოდა,არ მინდოდა მისი ნახვა,თვალები მაგრად დავხუჭე,როცა გავახილე მის მომღიმარ სახეს გადავაწყდი,მომეხვია და ისეთი სიცივე ვიგრძენი ჯერ რომ არასოდეს მიგრძვნია,ვეღარ ვიყავი მასთან ისეთი ლაღი და თბილი,როგორიც ადრე.დივანზე უხმოდ დავჯექი,გოგონები მანიშნებდნენ ცოტა გაიღიმეო
-ჯავახიშვილის ტურფებო ამდენხანს სად იყავით?
-ავტობუსმა დაიგვიანა
-მერე ვერ მიეცით ტაქსს 3 ლარი და ვერ ჩამოხვედით უცებ?
-3 ლარი და კაი ცხოვრება სადაა-გაეცინა ნინოს და მე და თაკოს გადმოგვხედა ფხუკუნით
-სადარიან ბიჭები?-ვიკითხე მე
-ვაკეში გავიდნენ,იკას შეყვარებული სალი უნდა წამოიყვანონ
-ჰაა? ეგენი შერიგდნენ?-პირი დავაღეთ სამივემ
-რავი ტო,მაგათი ხო ვაბშე ვეღარ გავიგე-სიცილით თქვა და გადმომხედა,ავიწურე,სახეზე წამოვწითლდი
-ამას რა ჭირს? სიცხე გაქ?-შუბლზე მომადო ხელი,გამაკანკალა არ მესიამოვნა
ახლა სულ სხვანაირად დავუწყე ყურება,მისი იახლოვეც კი მთრგუნავდა,არ მინდოდა ამდენხნიანი მეგობრობის დასრულება,თუმცა ესეც ვერ გავაგრძელებდი,იქნებ პირდაპირ მივსულიყავი და ყველაფერი მასთან გამერკვია? თუმცა იქნებ უარყოს და მე გამოვიდე დებილის როლში? მოკლედ არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი,გული ერთს მეუბნებოდა გონება მეორეს.გვერდზე მომიჯდა და შევკრთი,გაეცინა
-გინდა თერმომეტრი მოვიტანო?-ახლა ლოყაზე მომადო ხელი
-არა-გავუღიმე
-აბა რა გჭირს ტო? რაც მოხვედი ხმა არ ამოგიღია
-დავიღალე
-შია მაგას-სიცილით თქვა თაკომ
-აუ დაიცა პიცას შევუკვეთავ,თამრიკო მუშაობს და არაფერი მაქვს სახლში-ტელეფონი აიღო
-არ გინდა,უნდა წავიდე
-ანა!სად მიდიხარ?-თვალები დამიბრიალა ნინომ და მანიშნა სადაც ზიხარ იქ დაჯექიო
-ჩვენ გვინდა კაცო,ამას თუ არუნდა,მიდი 3 ცალი შეუკვეთე
-რომელი გინდათ?
-მარგარიტა
უხერხულად ვიჯექი,ისევ ჩუმად,თვალს ვერ ვუსწორებდი გიოს,ის კი ვითომც არაფერიო ისე განაგრძობდა,თუმცა აზრზეც არ იყო,რომ მე ვიცოდი მისი გრძნობების შესახებ.დასაწუნი არც არაფერი სჭირდა,უამრავი გოგო ოცნებობდა მის სიყვარულზე,ფიზიკურად ძალიან სიმპატიური იყო და ამას ყოველთვის ავღნიშნავდით,გამორჩეული იყო ბიჭებშიც,მწვანე ნუშისებრი თვალები და ქერა თმა,რომელიც ყოველთვის დაბალზე ჰქონდა,მოკლე წვერი,რომელზეც სულ გულს ვუწყალებდი გაიპარსეთქო,თუმცა ისეთი რბილი ჰქონდა როცა მკოცნიდა ლოყებზე დისკომფორტს არ მიქმნიდა.მახსოვს პირველად რომ ვნახე 6 წლის ვიყავი,ის 7-ის ხდებოდა მალე,ერთ კლასში ვისხედით,ჩემთან დასვა მასწავლებელმა,იქიდანვე ხულიგანი იყო,სულ ჩემს ფაშფაშა მოკლე კაბაზე ეჭირა თვალი,მერე ერთ უბანში რომ გავიჩითეთ ორივე ჩვენი მშობლებიც დაახლოვდნენ,ერთმანეთსი მიმოსვლამ და სკოლამ ჩვენც და-ძმად გვაქცია,გიო ის ძმა იყო რომელიც არასოდეს მყოლია,არც მას ყავდა და და მეც მის დად ვითვლებოდი.სკოლიდან ერთად რომ ვბრუნდებოდით ყველანი,იმ ზამთარს თოვდა,თანაც ძალიან თოვდა, ჩემმა კლასელმა ლუკამ გუნდა მესროლა,ამაზე გიო გადაირია და ისე სცემა იმ საწყალს,რომ თამრიკო დეიდა დაიბარეს სკოლაში.მერე ამ ამბავს სულ სიცილით ვიხსენებდით ხოლმე,ყოველთვის მეუბნებოდა არავის მივცემ უფლებას გაწყენინოსო,ყველას დავუხვრიტავ კოჭებსო,პატარაობიდან ხულიგანი იყო.ყველას ჩვენი მფარველი ანგელოზი გვყავდა, ლევანი ნინოს მფარველი იყო,ირაკლი თაკოსი,ჩემი კი რა თქმა უნდა გიო.დინა ცოტა მოგვიანებით შემოგვიერთდა მას უკვე ყავდა თავისი მფარველი ანგელოზი. ამაზე ძალიან ბევრს ვღადაობდით ხოლმე,ფრთებიღა გვაკლიაო ბიჭები ხუმრობდნენ.აბა წარმოიდგინეთ ასეთი ურთიერთობის დასრულება რამდენად მტკივნეული იქნებოდა ჩვენთვის,გიოს ვადანაშაულებდი იმაში,რომ როგორ გაბედათქო სხვანაირი თვალით შემოხედვა,მიზეზი ხომ არასოდეს მიმიცია,თუმცა ამდენი კითხვის შედეგად მივხვდი,რომ სიყვარული ამოუცნობი მცნებაა,რომელიც იმდენად უცნაურია,რომ ვერც კი ხვდები როდის ან როგორ იბადება შენს გულში.არასოდეს არავინ მყვარებია,ალბათ ამიტომაც დავადანაშაულე გიორგიც.იმდენად მიყვარდა რომ ის დაკარგვას ვერ გადავიტანდი,თუმცა ისიც არ მინდოდოა რომ ჩემდამი სიყვარულს დაეტანჯა.
პიცაც მალე მოიტანეს,თუმცა მადა ნამდვილად არ მქონდა.გიოს გაუკვირდა ეგრევე რომ არ ვეცი ჩემს საყვარელ მარგარიტას
-ანა არ შეჭამ?-უარის ნიშნად თავი გავაქნიე,თაკომ თვალები დამიბრიალა ესე არ შეიძლებაო
-ცუდად ხარ?-დასერიუზულდა გიოც
-არა გიო-გავუღიმე
მალე ბიჭები და სალომეც მოვიდნენ,გადაგვკოცნა სალომემ და ჩემს გვერდით დაჯდა
-ამას რა ჭირს?-ლოყაზე მიჩქმიტა ირაკლიმ
-რა შემ*ით! ვახ!-ყელში ამოსულმა ვეღარ მოვითმინე და სისულელე წამოვროშე.ყველა პირდაღებული მიყურებდა,პირველად გაიგონეს ჩემგან მსგავსი სიტყვა
-ჩემი სკოლაა რა-მერე ყველას გაეცინა გიოს ნათქვამზე,მეც გავიცინე და უხერხულობაც გაიფანტა
მერე თვალი ჩამიკრა და სიტუაციაც განიმუხტა.ჩემმა ჯგუფელმა გიგამ დამირეკა
-ხო გიგა
-სად ხარ?
-ვერაზე ვარ,რა ხდება?
-ლიტერატურის კონსპეკტები შეგიძლია გამომიტანო?
-შენ სად ხარ?
-უნივერსიტეტთან გნახავ,შეძლებ? აუ ძმურად რა ანა
-კარგი,როდისთვის გინდა? ახლა თან არ მაქვს
-ხვალისთვის უეჭველი უნდა მქონდეს,დღეს ვერ მნახავ?
-გვიანია უკვე,თუმცა შემიძლია ჩემს ძმაკაცს გამოვატანო
-და შენ ვერ გამოხვალ?
-ჩემი გამოსვლა რა აუცილებელია? იკას ვთხოვ და ის გამოგიტანს
-შენ უკეთ ამიხსნდიდი საიდან სადამდეა სასწავლი და მაგ პონტში რა ხო ხვდები?
-მოგინიშნავ გიგა არაა პრობლემა ეგ
-რა იყო კი არ ვიკბინები-გაეცინა
-ვიცი რომ არ იკბინები,ეგ არც მიგულისხმია,უბრალოდ ძალიან ცივა თანაც გვიანია უკვე და
-კარგი,კარგი მაშინ დილით გნახავ უნივერსიტეტში და იქ ამიხსენი კაი?
-კარგი,დროებით
ტელეფონი მობეზრებულმა გავთიშე,აშკარა იყო რომ მოვწონდი,უკვე მერამდენედ ცდილობდა ამ გზით შემხევდროდა და სადმე დავეპატიჟნე,მიზეზიც ჰქონდა ბიჭს.შეწუხებით არ მაწუხებდა,უბრალოდ არ მინდოდა მასთან მეგობრობის გარდა სხვა ურთიერთობა.
–არ შეჭამ? ნახე როგორ უყურებს ლევანი შენს 2 ნაჭერ მარგარიტას–სიცილით მკითხა ლოლაძემს
–ჭამე ლეო,შეგერგოს–გავუღიმე და კოცნა გავუგზავნე,ისეთი ბედნიერი იყო ნეტა აქამდე მეთქვა
–უნამუსო ხარ შეჩ*მა–სიცილით გადახედა გიომ
ეკამ დამირეკა,მალე მოვალთ და სახლში დამხვდიო,მეც სწრაფად წამოვხტი და კარისკენ გავეშურე
-მიდიხარ?-მკითხა გიომ
-ჰო-საკიდზე დაკიდებულ ქურთუკს ვტაცე ხელი
-დღეს რაღაც არ ხარ ხოდზე,რამე ხდება?
-არაფერი გიო,კარგად ვარ-ვეცადე არაფერი შემემჩნია



№1  offline წევრი LoNdA DM

rogor momwons loladze da gtxov eseni ertad datove.

 


№2  offline მოდერი Anye-Any

LoNdA DM
rogor momwons loladze da gtxov eseni ertad datove.


ნამდვილი ამბავია და არვიცი ეგ რამდენად გამოვა,თუმცა ყველაფერი კარგადაა ბოლოს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent