წითური გოგონას ახალი წლის საჩუქარი(სრულად)
ცხოვრებას სულ სხვანაირად ხედავდა.კარიერაზე იყო გადასული და სულ არ ახსოვდა,რომ პირადი ცხოვრებაც უნდა შეექმნა.ბალერინა იყო,ბავშვებს ცეკვას ასწავლიდა და პარალელურად რაღაც კონკურსში მონაწილეობდა.ახალ ემოციებს ვერ მალავდა და სხვებს გულებსაც ახვევდა სიხარულს. ქუთაისელი გოგონა იყო 24 წლის.თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა,კოხტად ჩაცმა უყვარდა და ლამაზი ღიმილი ჰქონდა.ცხოვრებაში სიახლეები უყვარდა,რასაც ზოგჯერ ძლიერ უჩიოდა,ერთ დღეს თმა ნარინჯისფრადაც კი გადაიღება. *** -ნათია,მალე რა დაგვაგვიანდება-გურამმა დაურეკა. -კარგი რა რეპეტიცია სად გაიქცევა. -მალე მოდი,შენი ქორეოგრაფი ვარ,არ დაგავიწყდეს. -დიახ,ბოს,მაგრამ ჯერ სოსოს დაურეკეთ ხოლმე რა. -გეყო,წუწუნი. -კარგი მოვდივარ. აბაზანის მიღება ვერ მოასწრო,მხოლოდ კბილები გამოიხეხა და სწრაფად ჩაიცვა,ქუჩის სტილი მოიხდინა და ტყავის ქურთუკი გადაიცვა,გრძელ შარფში ჩარგო თავი და კარები გააღო.გარეთ საკმაოდ ცივა.უკვე 23 დეკემბერია,სწორედ ის დროა,როცა ზამთარის სიცივე პიკს აღწევს. ოდნავ შესცივდა,მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. დარბაზის კარები შეაღო და პირდაპირ გასახდელისკენ წავიდა.მალევე გამოიცვალა და წინ სოსოს შეეფეთა. -რა ხდება? მოხვედი? -კი,მოვედი.რა იყო აბაზანაც კი ვერ მივიღე-წუწუნით დადგა ცენტრში და დაელოდა როდის შეუერთდებოდა სოსო. -რამდენიმე დღე დარჩა.ფინალია-ოთახში გურამი შემოვიდა და სერიოზული სახე მიიღო. -როდის მორჩებით?-ნაცნობმა სახემ შემოანათა. -ძმა,აქ ხარ შენც?-შეხედა ბესოს. -ნუ საუბრობთ-საუბარში გურამი ჩაერთო. -კარგი,აქ დაგელოდები-მრავლობითში არ თქვა,არადა უკვე რამდენიმე დღეარაც თვალებს უჟუჟუნებს ნათიას,აშკარად მოსწონს.მისგან გასაკვირია მსგავსი რამ,მაგრამ სერიოზულად არის,მგონი,ნათიათი დაინტერესებული. საღამომდე ელოდა და,როცა დაინახა,გასახდელიდან გამოსული ნათია,სახე გაებადრა.ნამდვილად ჯადოსნურად მოქმედებს ეს გოგო მასზე. -წავიდეთ? სადმე წაგვეხემსა?-შესთავაზა სოსოს,მაგრამ ნათიას გახედა. -კარგი იქნება-დაეთანხმა სოსო. -ძალიან დავიღალე-ჩუმად ჩაილაპარაკა ნათიამ. ცის ქვეშ ისხდნენ და საუბრობდნენ,იცინოდნენ.ნათია ყველაზე პასიური იყო,თავისთვის წრუპავდა რაღაცას და ზოგჯერ თუ ამოიხედებოდა ხოლმე. -რამდენი წელია რაც ცეკვავ?-ბესომ გადაწყვიტა,გოგონა აელაპარაკებინა.იცოდა,რომ მის საყვარელ საქმეზე საუბარი ყვეალფერს ერჩივნა. -3 წლიდან-დაბნეულმა უპასუხე და დაბლა დაიხედა. *** -როგორ ხარ? ამდენ ხანს რას შვრებოდი?-მეგობარი დახვდა სახლში.ის და ნინო ერთად ცხოვრობენ.ქირას შუაზე იყოფენ და ასე უფრო უადვილდებათ. -ცოტა წავიხემსეთ და ვისაუბრეთ. -რა სოსო მოგწონს? არ გამაგიჟო? გკერავს?-ცნობისმოყვარედ დაქაჩა ნინომ თვალები. -არა,გოგო..ჩვენ ვმეგობრობთ. -აბა? -ერთი ბიჭია,მისი მეგობარია და მისი ინიციატივა იყო. -ასიანი მოსწონხარ. -გეყო რა-დაეჯღანა დაქალს და საძინებლისკენ წავიდა. მთელი ღამე ვერ დაიძინა,რატომღაც ბესოზე ეფიქრებოდა.მასში გაწონასწორებული და თავაზიანი ადამიანი დაინახა,სწორედ ისეთი,როგორზეც ამდენი ხანი ოცნებობდა.ლეპტოპი ჩართო და მისი სახელი ძებნაში ჩაწერა.აინტერესებდა რას ამბობდა მასზე ინტერნეტსივრცე.როგორც გაიცნო,ის სპორცმენი იყო,მორაგბე და საკმაოდ კარგი კარიერა ჰქონდა. გადახედა მის თამაშებსა და დაჯილდოვებებს,მაგრამ ვერაფერი გაიგო,ვერ ერკვევა ამ რაგბში და რა ქნას. ლეპტოპი ჩახურა და თავი ბალიშზე მოათავსა,უნდოდა დაეძინა,მაგრამ ისევ უჭირდა,ისევ შეიჭყიტა სოციალურ ქსელში,მაგრამ არაფერი ხდებოდა,შემდეგ სასიყვარულო საიტზე შევიდა და ფიფქებმა გული აუფანცქალა.რამდენი ხანია,რაც არ შესულა და მასზე ისე კარგად იმოქმედა,რომ გული საშინლად დაუთბა. თოვლი ინატრა,უნდოდა ეგუნდავა,ესრიალა..იცოდა,რომ ეს ყველაფერი ბავშვივით გაახარებდა,შეუვხსებდა იმ სიცარიელეს,რომელიც მშობლების დაკარგვამ მიანიჭა. *** 25 დეკემბერს სოსო ადრე წავიდა და ნათია მარტო დატოვა.გასახდელიდან გამოსულმა ამოისუნთქა და საათს დახედა უკვე 11 ხდებოდა.გვიანიაო-გაიფიქრა და კარებისკენ წავიდა,მაგრამ გააღო თუ არა,უცნაური ხმა მოესმა და შეკივლა. -მე ვარ..-წინ ბესო გადაუდგა,მას ხელში ვარდების თაიგული ეკავა და იღიმოდა. -ღადაობ?-წარბები მაღლა ასწია და გულიანად გადაიხარხარა. -არა,ორიგინალურია. -კარგი,მადლობ-გამოართვა და გაუღიმა.მხოლოდ იმ წამს გააცნობიერა,რომ მასთან მარტო იყო დარჩენილი. -იმედია,არ გეჩქარება. -გვიანია-მხრები აიჩეჩა და ისევ საათს შეხედა.იქნებ უნდოდა ბესოსთან ერთად გასეირნება. -აქ მყუდრო ადგილი ვიცი..მინდა უკეთ გაგიცნო. -მიცნობ-მოკლედ მოუჭრა და წასვლა სცადა,მაგრამ ხელის ძლიერმა შეხება მგააჩერა და აგრძნობინა,რომ თავს არ უნდა შეწინააღმდეგებოდა. -კარგი.საით?-მიჰყვა უკან და მის გვერდით დაიკავა ადგილი. -საახალწლო განწყობა როგორია? -ჯერ ვერაფერს ვგრძნობ-გულიდან ამოძახილი გაიმეორა ნათიამ. -იქნებ მე შევძლო. სასრიალოდ წაიყვანა,მართალია,არც ერთმა იცოდა ციგურაობა,მაგრამ მაინც გაერთნენ.როცა ნათია იქცეოდა,ხელს სჭიდებდა ხოლმე ბესო და მუდამ თვალებში უყურებდა. -მუსიკა მაგარია არა?-ჰკითხა და თავისკენ მიიზიდა.ისე ახლოს ცეკვავდნენ,რომ ორივეს ლოყები უწითლდებოდა. -ძალიან..მოდი,იქითკენ გავსრიალდეთ-მხარზე დაეყრდნო იდაყვით ბესოს და მზერა გვერდით წაიღო.. ცოტა ხანში ნათურებიც აციმციმდნენ..ყველაფერი ლამაზ ზღაპარს ჰგავდა და ნათიასაც ეღიმებოდა. -კიდევ მოვიდეთ-ჩუმდა უთხრა ბესოს,როცა გარეთ გამოვიდნენ. -ჯერ არ დასრულებულა ჩვენი მოგზაურობა-თვალი ჩაუკრა ბიჭმა. -აბა? გვიანია.. -არ გინდა რა..გცივა? -ცოტათი-დამფრთხალი თვალებით შეხედა გოგონამ. -მოდი ჩემთან..-ხელები შემოხვია და თავი თავზე დაადო-იმედია,გათბები. ნათიას ძვლებმა ტეხა იწყეს,გოგონა სამოთხისებულ სითბოს გრძნობდა..იმ წამს სხვა თვალით დაინახა ცხოვრება..ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ნანატრი საგანძური იპოვა,იქნებ ასეც იყო. მთელი ღამე დაბორიალობდნენ საახალწლოდ მორთულ ქუჩებში,ბოლოს მანქანაში ჩაეძინათ. *** -სად ვართ?-თვალებზე ხელი მოისვა ნათიამ. -ღმერთო,დაგვძინებია-გაიკვირვა ბესომ. -სახლში წამიყვანე. -მაშინ დამპირდი,რომ ახალ წელს ერთად გავატარებთ. -მე და ნინო წვეულებას ვაწყობთ-მაშინვე გაახსენდა გეგმები. -მერე მეც დამპატიჟებ,ჰო? -ჰო. ლოყაზე კოცნით დაემშვიდობა და კარები გაუღო.იღიმოდა ბესო.გრძნობდა,რომ ასეთი აღტკინებული განწყობა არც ერთ ახალ წელს არ ჰქონია. -სად იყავი?-ნინო სახლში დახვდა ნათიას,.გოგონას მოტყუება არ შეეძლო და ყველაფერი დაწვრილებით უთხრა. -კარგი და ახლა დამეხმარე მაღაზიაში ვარ წასასვლელი. -კარგი რა. -წამოხვა?-მკაცრად შეხედა ნინომ. -კარგი-მორჩილად დაუქნია თავი ნათიამ. *** ოცდაათში მეორე ადგილი დაიკავა,გაუხარდა ძალიან,ემოციებს ვერ მალავდა,ადრენალინი კლავდა..მაგრამ უფრო გაგიჟდა,როცა ბესოს მოკრა თვალი.გაიფიქრა,ეს ჩემი საახალწლო საჩუქარიაო.უნდოდა დაეძახა,მაგრამ დაიმორხვა. -ჰეი,გილოცავ..-ფიქრის საშუალე არ მისცა ბესომ,მაშინვე მასთან მივიდა და გულში ჩაიკრა.ისევ ჩაეღვარა სითბო და ისევ გაიხარა. -როგორ ხარ? მადლობა..-დაბნეულმა უთხრა ბიჭს,როცა მისი მკლავებისგან თავიდა გაითავისუფლა. -განწყობა მაქვს,მაგრამ ნაძვის ხე ვერ დავდგი -რა?-სიცილი აუტყდა ნათიას. -უნდა დამეხმარო-ხელი ჩაჭიდა გოგონას და კარებისკენ წავიდა. ნაძვის ხის მორთვაზე იკამათეს,ბესოს სიამოვნებდა,როცა ნათიას თვალები ნაპერწკლებს ყრიდა,უღიმოდა და ერთი სული ჰქონდა როდის აკოცებდა. -ვერ ვწვდები-ფეხის წვერებზე აიწია ნათია,მაგრამ ხელი მაინც ვერ მიაწვდინა. -დაგეხმარები-ხელი სტაცა ბესომ და კისერზე შეისვა. -გაგიჟდი? -არა-სიცილი აუტყდა და სათამაშო მიაწოდა. -ვარსკვლავსაც მე დავამაგრებ-ჩამოხედა ნათიამ დაბლიდან. *** იმდენი ისაუბრეს,იმდენი,მაგრამ სასაუბრო თემა მაინც ვერ ამოეწურათ. -აუ რომელი საათია,გოზინაყი მაქვს გასაკეთებელი. -ნინო მოგკლავს? -ჰო. -მაშინ წავიდეთ,მეც დაგემხარებით. -მართლა?-თვალები გაუბრწყინდა გოგონას. *** ბრიტვამ ხელი გაუჭრა ბესოს,რაზეც გოგონებმა დასცინეს,განსაკუთრებულად,ნინო იცონოდა და თვალებს აცეცებდა,ხან რას გადაჩურჩულებდა დაქალს და ხან რას. -მიდი,აფთიაქი მოუტანე სტუმარს!-ნათიას თვალები დაუბრიალა ნინომ. -ნინო,ნინო..-ბესომ თითზე თითი მიიჭირა და გოგონებს შეხედა-მკაცრი დაქალი გყავს. *** -პირველად ვჭამს ჩემს გაკეთებულს.-იღიმოდა ბესო. -ხვალისთვისაა. -საღამოს მოდი-გააცილა ნათიამ ბიჭი და დაქალს გადახედა,ის ისეთი კმაყოფილი იყო,რომ სულელივით იცინოდა. -რა გაცინებს? -ჩემი დაქალი შეყვარებული.უნდა აღვნიშნოთ. -არ გინდა..-გაიბუსხა,მაგრამ მაინც მიიღო ნინოს შემოთავაზება. *** -არ მოსულა ბესო?-ანერვიულებული დადიოდა ნათია. -მოვა შენი პრინცი. -ახალ წელთან ერთად მოვა..-ჩაილაპარაკა და მეგობრებს მიუსხდა. -გოზინაყი...მმმ..-ნინომ პირში ჩაიდო გოზინაყის ნაჭერი და მეგობრებს ცერა თითი უჩვენა. ყველანი ერთობოდნენ,მხიარულობდნენ,იცონოდნენ,ცეკვავდნენ,მაგრამ მათია უბრალოდ იჯდა,მოწყენილი იყო,ბესო აკლდა. თორმეტის ნახევარი იქნებოდა,როცა ზარი გაისმა და შემდეგ ისევ მიწყდა,კარები გააღო და იემდგაცრუებული დაბრუნდა ოთახში..ფეხი ფეხზე გადაიდო და ბესოს სურათებს მიაქცერდა.როგორ ეგონა,რომ ის მოვიდოდა.. ნაძვის ხეს შეხედა და ნოსტალგიები მოაწვა..გაახსენდა მათი ერთობლივი მორთული ნაძვის ხეს..ვარსკვლავიც გაახსენდა და გული შეეკუმშა. -მოვა!-დააიმედა საკუთარი თავი და ზარის გაისმა. -მე გავაღებ. კარი გააღო და ხელში ბესო შერჩა,გაღიმებული იდგა და გოგონას თვალებში უყურებდა თავისი შავი მბზინავი თვალებით. -გილოცავ,ნატუკ..-ლოყაზე აკოცა და გოგონას გაკვირვებულ თვალებზე გაიღიმა. -დაგაგვიანდა...-ჩაილაპარაკა ნათიამ და უხერხულად შეიშმუშნა..-რამდენიმე წუთში ახალი წელია..უკვე წამებში..-ესმოდა მეგობრების ხმა. -იქნებ შეგნებულად გავაკეთე ეს?-გკითხა ბესომ და გოგონას მიუახლოვდა,ხელები წელზე შემოხვია და ნაზად აკოცა. -საახალწყო საჩუქარი-გახედა საათს ბესომ,უკვე თორმეტი იყო,მთელი უბანი იძროდა.. -ამ..-ნათია გაშტერებული უყურებდა,გაფართოვებულ თვალებს ვერაფერს უხერხებდა. -ერთი ლამაზი სათამაშო მაქვს შენთვის..-ბესომ ბურუსიდან გამოიყვანა გოგონა. -რა?-გაკვირვებულმა ჰკითხა და ხელები გადაიჯვარედინა. -აი-წითელი გული მიაწოდა გოგონას.ნათიამ დახედა,გაეღიმა,გაუხარდა,მაგრა,როცა გული შუაზე გაიხსნა,იმხელაზე შეკივლა,რომ ყველამ მისკენ გამოიხედა. -რა ხდება?-მეგობრებმა გეზი მისკენ აიღეს. ბეჭდის ნათება წყვეტდა თვალს ნათიას. -ეს წითური ნათება წითურ გოგოსთვისაა იმ ბიჭისგან,რომლის გული იწვის და წითელ ნაპერწკლებს გამოყოფს ახალ წელს... __ ესეც შეპირებული საახალწლო. გკოცნით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.