შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა ქარია გარეთ (4 თავი)


6-12-2015, 01:21
ავტორი MarryLap
ნანახია 1 601

ცხრა იყო დაწყებული, როდესაც გამეღვიძა. სკოლაში მაგვიანდებოდა. შავი შარვალი სწრაფად ამოვიცვი, დიდი შავი ჯემპრი გადავიცვი, ყავაც სწრაფად გავიკეთე და დავლიე და სახლიდან გამოვიქეცი. ავტობუსის ლოდინის დრო არ მქონდა, ამიტომ ტაქსი გავაჩერე. სკოლას როგორც კი მივუახლოვდით, ტაქსის მძღოლს ფული მივაჩეჩე, მანქანიდან გადმოვხტი და შენობისკენ წავედი. ძალიანაც არ დამიგვიანია, ბავშვები კლასში ჩუმად ისხდნენ და ჩემს მიერ მიცემულ დავალებას ასრულებდნენ, ანუ წიგნს კითხულობდნენ. ძალიან გამიკვირდა, რადგან მეგონა იხმაურებდნენ და დირექტორისგან შენიშვნასაც მივიღებდი, მაგრამ ასე არ მომხდარა. ეს ფაქტი ჩემთვის სასიხარული იყო. ჩემი მოსწავლეებით უკვე ვამაყობდი.
-დილამშვიდობისა, ბავშვებო.
-თქვენც მშვიდობიან დილას გისურვებთ, მის ტომსონ.
კლასს თვალი მოვავლე და ის ადამიანი, როგორც ყოველთვის ბოლო მერხთან იყო მოკალათებული. ჩემდგასაოცრად მასაც ჰქონდა წიგნი, ოღონდ დახურული იდო მერხზე. „გზა საკურთხევლისკენ“ ამოვიღე ჩანთიდა, მასწავლებლის მაგიდასთან დავჯექი და იდაყვებით ზედ დავეყრდები მაგიდას.
-ყველა მზად არის დღევანდელი გაკვეთილისთვის? - სინამდვილეში ვიცოდი, რომ ყველას შესრულებული ექნებოდა დავალება, მაინტერესებდა ჩაკმაც წაიკითხა თუ არა. მას შევხედა და მგონი თვალი ჩამიკრა. ალბათ გავწითლდი და თმა წინ გადმოვიყარე ამის დასაფარად.
-დიახ. - ერთხმად მიპასუხეს.
-ძალიან კარგი. ახლა მე კითხვებს დაგისვამთ, რათა მივხვდე რამდენად კარგად გაქვთ გაანალიზებული მოცემული მონაკვეთი. შემდეგ კი შეგიძლიათ მკითხოთ ნებისმიერი რამ, რაც გაუგებრად მიგაჩნიათ. როგორ ფიქრობთ, ლენდონის რა თვისებები გამოიკვეთა ნაწარმოების ამ მონაკვეთში?
საბოლოოდ გაკვეთილმა კარგად ჩაიარა. კმაყოფილი ვიყავი მოსწავლეების აქტიურობით. ზარი დაირეკა თუ არა, ყველამ ერთდროულად დახურა წიგნი. კლასი დაცარიელდა, მხოლოდ მე და ჩაკი დავრჩით. ის ჩემსკენ მოდიოდა არაფრისმთქმელი ცივი მზერით. მის თვალებში მხოლოდ უგრძნობლობის და გულგრილობის ამოკითხვას შეძლებდით.
-რამე მოხდა, - ოდნავ დაბნეული ვიყავი, თუმცა ვეცადე ამას ჩემს ხმაზე გავლენა არ მოეხდინა - ჩაკ?
-არა. - ასეთი მოკლე პასუხით შემოიფარგლა. ვერაფრის კითხვა ვეღარ გავბედე. მას მეტი არაფერი უთქვამს.
ბოლო დროს კიდევ უფრო მეტად ვხვდები, თუ როგორი ადამიანი არის. ჯერ კიდევ ვერ შემეგუა. ჯერ კიდევ უცხო ვარ მისთვის. მე რომ მისთვის შედარებით ახლობელი ადამიანი ვყოფილიყავი, ყველაფერი გაცილებით ადვილი იქნებოდა. ახლა კი ჩემს ყოველ სიტყვას ვუკვირდები, რომ ზედმეტი არაფერი ვთქვა. არ მინდა ჩემზე შთაბეჭდილება გაუქრეს და რასაც ფიქრობს ისიც ქარს გავატანო. რამდენჯერაც თავის მეგობართან ერთად ვნახე, იმდენჯერ იცინოდა, ხუმრობდა და მხიარული იყო. აქედან ერთი დასკვნის გაკეთება შემიძლია : ის ახლობლებთან გახსნილია, არ არის დაძაბული, თავს კარგად გრძნობს მათთან ერთად, დანარჩენებთან კი პირიქით.
სამი გაკვეთილი დასრულდა, ჩემი საქმეც სკოლაში მოიწურა. დერეფანში ჩაკი დავიანხე საკუთარ ტელეფონს ჩაჰყურებდა და სულაც არ აინტერესებდა მის გარშემო რა ხდებოდა. რამდენიმე საათის წინ მომხდარის გამო, ყოველშემთხვევაში დღეს მაინც, მის ნახვას თავა ვარიდებდი, ამიტომ შემოვბრუნდი და სხვა გასასვლელით გადავწყვიტე გასვლა.
შენობიდან როგორც კი გამოვედი, ტაქსი გავაჩერე და ჩემი სახლის მისამართი ვუთხარი. ის პროფილში განსაკუთრებით მკაცრი ჩანდა. ჩემს თავზე და ჩემს ფიქრებზე მეცინებოდა. გამოვიცვალე ტანსაცმელი და პარკში წავედი სასეირნოდ. სუფთა ჰაერი ნამდვილად მჭირდებოდა ახლა.
ბავშვები, ახალგაზრდები, მოხუცები, ასაკოვნები, მოკლედ რომ ვთქვა ყველა თაობის წარმომადგენელი იყო იქ. მე ჩამოვჯექი იმ ხის ქვეშ, რომელთანაც მიყვარს ხოლმე ყოფნა. ჩაკის რვეული ამოვიღე ჩანთიდან. „ვენდეტას“ სქელყდიანი რვეული იყო. მის ნაწერს ვუყურებდი და თვალწინ მისი სახე წარმომიდგებოდა ხოლმე. ჩემთვის ვფირობდი და ერთ დასკვნამდე მივედი : თუ ეს სიყვარულია, მაშინ ის სნეულებასავით არის, ნელა და შეუმჩნევლად ადნობს ადამიანს, ხოლო როცა მისგან თავის დაღწევა მოგინდება ძალა არ გყოფნის. ერიხ მარია რემარკმა თქვა, რომ თუ სისულელეების ჩადენაზე ხელი ავიღეთ, ესეიგი დავბერებულვართ. მე კი ჯერ ახალგაზრდა ვარ და მაშასადამე მეპატიება თუ რაიმე სისულელეს გავაკეთებ.
სახლში გვიან დავბრუნდი და მაშინვე დავიძინე. დილით კი სკოლასთან ყველაზე ახლოს მდებარე კაფეში ვისაუზმე. შემდეგ ჩაკი შენიშნე თავის დასთან, ბაბისთან ერთად. რამდენიმე წუთით მათგან მოშორებით გავჩერდი. მარტონი იყვნენ და ლაპარაკობდნენ, არ მინდოდა ხელი შემეშალა და ამიტომ ახლოს არ მივსულვარ. კაპიშონიანი კურტკა მეცვა და წამოვიფარე თავზე. სწრაფი ნაბიჯებით წავედი შესასვლელისკენ. მგონი დამინახეს. კიდევ უფრო ჩქარა წავედი. ერთი სული მქონდა სკოლაში შევსულიყავი. გაკვეთილები ისე ჩავატარე დიდი ყურადღება არ გამომიჩენია, კლასიდან კლასში ისე გადავდიოდი ვერავინ მამჩნევდა. დაახლოებით სამ საათზე, როდესაც ყველა გაკვეთილი დასრულდა სკოლის ბიბლიოთეკაში წავედი.ჩ ანთა იატაკზე დავაგდე და ემოციებისგან დაცლილი ჩავესვენე სავარძელში. ვიცოდი, რომ ჩაკი აქ საღამოობით დადიოდა, ამიტომ გადავწყვიტე მალე წავსულიყავი. ალბათ ორი საათი გავატარე ფიქრში. დიახ, ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ. მისი სახე გონებიდან არ ამომდიოდა. უკვე წასვლას ვაპირებდი, როდესაც ოთახში ბაბი შემოვიდა.
-ლეი, როგორ ხარ? - შემოსვლისთანავე მომესალმა. ჩვენ ერთმანეთს ძალიან დავუახლოვდით მას შემდეგ, რაც სკოლაში ვასწავლი და გავიცანი.
-კარგად ბაბი, შენ როგორ ხარ?
-რა მიჭირს. დღეს ჩაკმა წაყოლა მთხოვა 781, მეხუთე ავენიუზე. შეგიძლია შენც გამოგვყვე? აქ მაინც რას აკეთებ?
-მანდ რა ხდება?
-„ზიბაში“ მივდივართ. ჩაკმა თმა უნდა შეიჭრას და ვარცხნილობა შეიცვალოს.
-ოუ. კარგი. წამოვალ, მაგრამ მას უნდა რომ მე წამოვიდე? არ მინდა ცუდად გამოვიდეს. მე რა საჭირო ვარ.
-კარგი რა. ნუ სულელობ.
ჩვენ ერთად დავტოვეთ ბიბლიოთეკა და ჩაკთან მივედით. ის თავისთვის დამახასიათებელ სიმშვიდეს მოეცვა. როგორც კი მივუახლოვდით გაიღიმა.როგორც ყოველთვის არაფერი უთქვამს. არის მომენტები, როდესაც უბრალოდ მისი ხმის გაგონება მინდა. მხოლოდ და მხოლოდ ხმის გაგონება. არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის, მთავარია ილაპარაკოს. როდესაც ეს ხდება და გაკვეთილზე ვარ, მარტო ვარ, სახლში ვარ, ნუ არ აქვს მნიშვნელობა სად ვარ, უბრალოდ მისი ხმა ჩამესმის. მისი სახე თვალწინ მიდგას და მიღიმის ისე, როგორც სჩვევია. ახლა სკამზე ზის სარკესთან და საკუთარ სილუეტს უყურებს. არის მომენტები, როდესაც ბაბის ადგილზე მინდება ყოფნა, მას ხომ ნებისმიერ დროს შეუძლია ჩაკი ნახოს. გარდა ამის ჩაკს მასზე მეტად არავინ უყვარს, მასზე მეტად არავისზე ზრუნავს, ვიცი, რომ ბაბის ვერასდროს შევცვლი და ამას არც შევეცდები, რადგან ეს დიდი სისულელე იქნებოდა, მაგრამ მეც მინდა რომ რაღაც ადგილი მქონდეს მის ცხოვრებაში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent