მე მწამს (7)
ირგვლივ მიმოვიხედე. ოთახში მარტო ვიყავი. გამეღიმა. ჩემი ბიჭი შემეცოდა უჭმელი,რომ დავტოვე. ჩემი ოთახის გვერდით ოთახში ეძინა. სამზარეულოში გავედი. მაცივარში დიდი ვერაფერი ვიპოვე, ბოლოს ფრი გავუკეთე. ვაპირებდი ოთახში შემეტანა. ფრი ჟარუნაზე დავდე, გვერდით ფორთოხლის წვენი მოვუდე და უკვე უნდა გამეტანა, უკნიდან რომ ჩამეხუტა და ყელში მაკოცა. -ჩემო პატარა.-მოვტრიალდი და ჩავეხუტე. -ჩემი გოგო ხარ. -ჩემი ბიჭი ხარ. ერთად ვჭამეთ. მერე ვიწუწავეთ. თეფშს,რომ ვრეცხავდი წყალი შემასხა და ვალში ხომ არ დავრჩებოდი? მერე რაღაც ფილმს ვუყურეთ. სიყვარულზე. თავი ჩემს კალთაში ედო და მე თმაზე ვეფერებოდი. საათს,რომ დავხედეე 10ხდებოდა. -წამიყვან? -უკვე? კარგი ჰო. მანქანის გასაღებს ავიღებ და... -ჩუ დედა რეკავს-ვუთხარი. -ხო დე... კარგად შენ? როდის?... აუცილებელია?... ხო, მომენატრა,მაგრამ...კარგი კარგი... მეც გკოცნი. -რამე მოხდა?-მკითხა ჯოშმა. -კი. ხვალ დილით პირველივე რეისით მე და რიკი საქართველოში მივდივვართ. -რა? სად არის ეგ? ან იქ რა გინდა? -არა ჯერ დედასთან ჩავალთ. ასე ჯობია და მერე მამასთან, საქართველოში. ასე ჯობს კი. მამა ქართველი მყავს ჯოშ და მეც იმიტომ ვარ მართმადიდებელი ქრისტიანი. -რა ხარ? ანუ ღმერთის გჯერა?-გაეცინა. -ხო, რა გაცინებს? მე... მოიცა შენ რა გწამს? -არაფერი,არაფერი არსებობს ჩვენს გარდა. აი მე შენ გხედავ,გეხები. თუ ღმერთი არსებობს, რატომ ვერ ვხედავთ ან ვეხხებით? -ჯოშ, ის უნდა ირწმუნო. მიენდო მას. -როგორც შენ მე? -არა უფრო მეტად. -და მერე? -მერე აქ სითბოს იგრძნობ-ხელი გულზე მივადე. -არ მაინტერესებს. -ეს პრობლემაა ჯოშ. დიდი პრობლემა. -რა? შენი ღმერთის რომ არ მწამს? -ჩემი არა ჯოშ, ჩვენი. -არა ბაბი. ის შენია. შენ გჯერა მისი. მიენდე მას და ეს ჩვენში პრობლემაა წადი. -რა?-გავვონგდი. -ხო,ბაბი თუ შენთვის პრობლემაა წადი. აღარაფერი მითქვამს. ცრემლები წამომივიდა და სახლიდან გამოვვარდი. მორჩა! ეს ბოლო იყო! დავიკარგეთ! ორივე დავიკარგეთ. ეს უდიდესი პრობბლემაა და ის არაფრად აღიქვამს. არა ჯოშ, შენ არასოდეს გამჯობინებ "ჩემს" ღმერთს. ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი. -რიკ!-ვიკივლე ბოლო ხმაზე. -რა ხდება?-გამოვარდა ოთახიდან ბებია. -ნუ ჩაერევი, მერე აგიხსნი. -რა არის ბაბი? რა გაყვირებს -ჩაალაგე ბარგი. დედასთან ვბრუნდებით. ხვალ დილით კი მამასთან მივდივართ. -კი,მაგრამ...-ჩაერთო ბებია. -მერეთქო-ხელით ვანიშნე. -ბაბი, კარგად ხარ?-მკითხა რიკმა. -მალე. -კარგი ჰომ.-სანამ რიკი ბარგს ალაგებდა ბებოს ყველაფერი მოვუყევი. ვიცოდი არც მთლად მას სჯეროდა ღმერთის, თუმცა არ შემკამათებია. -კარგი ბებო წადით. ხომ ჩამოხვალთ ისევ? -ალბათ კი. ბაბუა სადეაა? -სამსახურში. -წერილს დავუწერ და მერე მიეცი. ერთ წერილს კიდევ დავწერ, თუ რამე მოხდა მას პატრონი თავად იპოვის. -კარგი ბებო. ოთახში ავირბინე. ტანსაცმელი უცებ ჩავყარე ჩემოდანში. ბაბუასაც დავუწერე წერილი: -ბაბუა, ვიცი დიდად თბილი ურთიერთობა არ გვაქვს ალბათ ჩემი ბრალია (ან შენი) არც კი ვიცი რა მოგწერო. უბრალოდ იცოდე რაც არ უნდა იყოს ჩემი ბაბუა ხარ და მიყვარხარ. მომენატრები კიდეც. ჭკვიანად ვიქნები. გკოცნი ბევრს. შენი ბაბი. წერილი კონვერტში ჩავდე და დაბლა ჩავიტანე მეორე წერილთან ერთად. ბებიას ჩავეხუტე და გამოვედი. დედა არც ისე შორს ცხოვრობდა. ტაქსი 5-6საათში ჩავიდოდა. რიკი უკვე გარეთ მიცდიდა. -ბე, ეს ბაბუას წერილია. ეს... ეს წერილი კი შეინახე და თუ ჯო... ვინმე ოდესმე მოაკითხავს მიეცი. -კარგი-დედამ მითხრა ბებიას ღმერთი არ სწამსო, მაგრამ მომეჩვენა ტაქსში რომ ჩავჯექით ბებიას გზას ჯვარი გადასახა. * * * რიკს გზაში არაფერი უკითხავს. ვიცოდი დედა არ დარეკავდა. დილით გველოდებოდა. ამიტომ ტელეფონი გამოვრთე. გზაში რიკს ჩემს კალთაზე ეძინა. ჩემი ბიჭი, როგორ დავღალე მთელი ეს დრო. ჩემი პატარა-დიდი კაცი. მეც ჩამეძინა. სანამ ჩავიდოდით რიკმა შემაფხიზლა. მინდოდა რაღაც მეთქვა ჯოშთან დაკავშირებით ან საერთოდ რატომ წამოვიყვანე ასე უცებ. თუმცა გამაჩუმა. -ეს შენი ცხოვრება ბარბი, მე შენი ძმა. ვიცი საჭირო იყო და იმიტომ წამოვედით არ ხარ ვალდებული რაამე ამიხსნა. დაფიქრდი. თუ საჭირრო იქნება მერე ამიხსენი. მიყვარხარ და ვამაყობ შენით. -ჩამეხუტე რა?-ტირილი დავიწყე. -მოდი ჩემთან. -აი, აქ გაგვიჩერეთ-ვუთხარი ტაქსის მძღოლს. ბარგი ძლივს გადმოვიღეთ, მძიმე იყო. სახლის კარი მშვიდად შევაღე. -მოვედით დე-დედა ოთახიდან გამოვარდა და... -ბავშვებო, არ მეგონა დღეს თუ ჩამოხვიდოდით. ორივე ჩაგვიხუტა. ბაბი, რატომ არაფერი მითხარი? -სურპრიზია დე. რა იყო არ მოგეწონა?-დამეხმარა რიკი. -კი ჩემო პატარებო კი-დედამ ისევ ჩაგვიხუტა. მერე მეც და რიკიც ჩვენს ოთახში ავედით. აქ ერთი ოთახო გვქონდა ორივეს. რიკმა ჩემოდანი დააგდო და გამომხედა: -ამოალაგებ? ბიჭებს ვნახავ. -მმ, გოოგოების ნახვა მინდოდა, კარგი ჰო დავალაგებ.-რიკი ბიჭებთა გაიქცა. მისი გასვლა და კარზე კაკუნი ერთი იყო. -შემოდი-დედა იყო. -პატარავ, აბა ახლა მითხარი რა ხდება? -დე, პატარა აღარ ვარ. რაზე რა ხდება? -ბარბი, მე დედაშენი ვარ. დედა გესმის? ყოველთვის ვგრძნობ როცა აღაც ისე არაა. ამას მაშინაც მივხვდი ტელეფონზე რომ გელაპარაკე. თუმცა არ შევიმჩნიე. რა ჰქვია?-გამიღიმა. -ვის? დედა, რაღაც გეშლება.- წარმოდგენა არ მაქვს რატომ ვუმალავდი? არადა რჩევა როგორ მჭირდებოდა. -კარგი ნუ მომიყვები. უბრალოდ იცოდე თუ აი აქ გტკიცა და განიცდი-გულზე ხელი დამადო ესეიგი გიყვარს. -ჯოში. -რა? -ჯოში ქვია. კარგი ბიჭია. ვუყვარვარ ან მოვწონვარ. ან არც ერთი. -რატომ იჩხუბეთ? -შენ რა იცი? -შენც გახდები დედა ბაბი და მიხვდები. ისე ლაპარაკობ აშკარაა იჩხუბეთ. მოეშვი კითხვებს და მე მიპასუხე. -ღმერთის არ სწამს. -აქ აარვის სწამს ღმერთის, პატარა. ბოდიში ბაბი.არამგონია ეს საჩხუბრად ღირდეს. -დედა რა ახლა გინდა შენც გეჩხუბო? -არა ბაბ, არასწორად გამიგე. ჯობია შენმა ქცევებმა აჩვენოს,რომ ღმერთი არსებობს. ის უნდა გენდოს... -დედა მითხრა წადიო-ავტირდი. -ბაბი, ეგ პრობლემაა. თუმცა თუ ნამდვილად უყვარხარ მოვა. არ მინდა ოცნების კოშკები აიგო ბაბი, უბრალოდ იცოდე, რომ სიყვარული ასე მალე არ ქრება. ეს იცოდე. -დე,მამა გიყვარდა? -კი ბაბი-ცოტა დაიბნა. -მაშინ რატომ წავიდა? -ბაბი, ეგ სხვაა. ჩვენი ურთიერთობა სხვა იყო. თანაც... მოკლედ იცოდე,რომ ნამდვილი სიყვარული არ ქრება. თუ ჯოშს უყვარხა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მოგაგნებს. ცრემლები შეიმშრალე არ გიხდება და წადი გოგოებთან. შენს ჩემოდანს მე მივხედავ. -მადლობა დე-ვაკოცე და გარეთ გავედი. * * * -კისტინა სად ხარ? -სახლში ბაბი სსიცხე მაქ. -გიდა გნახო? -რა? ჩამოხვედი? სასწრაფოდ მნახე. გოგოებს მივწერ. -კარგი კრისტ-გამეცინა. სანამ მასთან მივდოდი ვფიქრობდი. თავში ყველაფერი არეული მქონდა. ნეტავ მართლა ვუყვარდი ჯოშს? ან ვენატრებოდი? მოკლედ სულ დავიბენი. კრისტინას კარზე დავაკაკუნე. -ჩემო სულელო..როგორ მომენატრე. გალამაზებულხარ. -ჰო როგორ არა?! მეც მომენატრე. მარტო ხარ? -ჰო. მოდი მომიყევი აბა დაიქოქე.-ჩამეხუტა. -გოოგოები? -მოვლენ შენ დაიწყე. კრისტინა ის ადამიანი იყო ვისაც ვერაფერს და არაფერს ვუმალავდი. ყველაფერი ზუსტად მოვუყევი დეტალებში. -საყვარელი-ჩართავდა ხოლმე საუუბარში კრისტი. აი, როცა უკვე ბოლო ეპიზოდს მივადექი. მომენტს რომელიც მანადგურებდა და ვთქვი: -მან თქვა "წადი" შევამჩიე კრისტინას თვალებში ერთროულად ზიზღი, გაბრაზება, შეცდება და სიყვარული. -ჩემი გოგო,როგორ გიწვალია.-მოდი ჩაგეხუტო. ვეღარ გავძელი და ამეტირა. კრისტინამ სახეში შემომხედა და მითხრა: -ბაბ, კარგია როცა რაღაც მთავრდება. ესეიგი უკეთესი უნდა მოვიდეს. გთხოვ ნუ ტირი. -არ მინდა უკეთესი კრისტ. მე ის მიყვარს. ბუზღუნა, რომანტიული. ჩემია. მომენატრა. -ცუდ დღეში ვართ. ძალიან გიყვარს, რომ გითხრა დაბრუნდებათქო აზრი? არამგონია ასე მოიქცეს. ბაბ, ჯობია რეალობას დაუბრუნდე და... და არ ვიცი... თუ გინდა გოგოოებს ასეთ დეტალებს ნუ მოუყვები. -ჰო, მირჩევნია-ცრემლები მოვიწმინდე. -მგონი მოვიდნენ.-კრისტინა კარის გასაღებად წავიდა. გოგოები წივილით შემოვარდნენ ოთახში. ბრიჯიტი, კარმენი და ტიბი იყვნენ. ჩამეხუტნენ და მომიკითხეს. ახალი ამბების მოსასმენადაც მოკალათდნენ. -მოეშვით ჭორაობას. ყავა ვის გინდათ? მერე პარკში გავიდეთ. ხვალ მიდის საქართველოში ბაბი. -ცუდია-თქვეს გოგოებმა. ყავა ყველამ დავლიეთ. მერე გარეთ გავედით. ვიღაც ბიჭებმა გოგოები გაიცვნეს თუ გოგოებმა ბიჭები რა ვიცი. არ გამკვირვებია. ისინი ულამაზესები იყვნენ. მხოლოდ მე და კრისტინა ვისხედით ცალკე. -რომ არ წახვიდე? -არა კრისტ. ცოტა გულს გადავაყოლებ. თან მამა მომენატრა. -რაღაც რომ გკითხო შეიძლება? -მიდი. -ჯოშს,რომ წერილი დაუწერე და ეწერა? -რაღაც სისულელე. -მაინტერესებს. წერილი ზეპირად მახსოვდა და დავიწყე: "არც კი ვიცი, რატომ მგონია,რომ მოხვალ და ამ წერილს წაიკითხავ. შენ ხომ არ გწამს? არაფრის არ გწამს. მე როგორ მწამდი. თუმცა შენ თუ მაინც აქ ხარ და ამ წერილს კითხულობ ნიშნავს,რომ რაღაც იგრძენი იქ მარცხნივ. რაღაც რწმენის მსგავსი. მე თუ ოდესმე გავიგებ რომ ეს წერილი წაიკითხე, ვიამაყებ,რომ მე რწმენა გასწავლე. უფლის თუ არა რაღაცის რწმენა მაინც. გამიხარდება რწმენა თუ იწამე. სხვას შენგან არაფერს ველოდები. სიმართლე გითხრა არც იმას ველი,რომ შენ ამ წერილს წაიკითხავ. თუმცა მე მწამს და იმიტომ გწერ. როგორ მინდა დავწერო დროებით... თუმცა ნახვამდის ჯოშ. მინდა ოდესმე ვიღაც ისე ირწმუნო როგორც მე შენ მწამდი და მერე იგრძნობ, რომ ღმერთი არსებობს. აუცილებლად იგრძნობ. ნახვამდის."-კრისტინას გავხედე თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. გამომხედა და: -ბაბი იცი?! მე მგონია ჯოში არ გაგიშვებს. უკვე მწამს, რომ ჯოშს სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ. და თუ ეს წერილი წაკითხა მოვა. -პრობლემა ზუსტად თუა კრისწ. ახლა წავედი ისევ უნდა ჩავლაგდე. დილით წავალ და მამას ჩავეხუტები. -კარგი ბაბ ჭკვიანად. მალე ჰო? -კარგი. პარკიდან მოვდიოდი დ ვფიქრბდი, ამ ბოლო დროს რა ბევრს ვფიქრობდი? ჩემი ტელეფონი აწკრიალდა კრისტინას მესიჯი იყო. გამიკვირდა. -იცი მომეჩვენა, რომ წერილს მარტო შეენ არ კითხულობდი. ვიცი სისულელეა, მაგრამ მომინდა მომეწერა. მიყვარხარ. ______________ ბავშვებო, დიდი ბოდიში ♥ ამდენ ხანს სიახლის ვერ დადებისთვის თუმცა საპატიო მიზეზი მქონდა და ვეცდები,რომ გამოვისყიდო ^__^ ძალიან მომენატრეთ და გთხოვთ თქვენი კრიტიკა ან პირიქით კარგი აზრი მომწეროთ ეს ყოველთვის მახარებს ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.