our hands 2
ჩემთვის გაკვეთილს ვიმეორებდი, კარი რო გაიღო და ყველა ფეხზე წამოდგა, დირექტორსა და დამრიგებლელს უკან "ახალი მოსწავლეც" მოვიდა, გაოცებული ვუყურებდი, ისეთი სხვანაირი იყო, ასეთი ადამიანი თითქოს პირველად მენახა, გარეგნულად ჩვეულებრივი შავგვრემანი ბიჭი იყო, შავი თვალებით, ისიც მე მიყურებდა მერე მომერიდა და თავი დავხარე -როგორც ხედავთ ბავშვებო გიგი ისევ დაგვიბრუნდა, აბა თქვენ იცით დაიმხეთ ახლა სკოლა. გიგი მიდი ახალ გოგონასთან დაჯექი, ისეთი წყნარია შეიძლება დაგაწყნაროს და გამოგვადგება ჩვენ ეს.- მე უხერხულად შევიშმუშნე და გამეღიმა, გიგიც მალევე მომიჯდა გვერდით -მარი წიკლაური ხო? -კი -მე გიგი ზაქარეიშვილი -სასიამოვნოა.- თან ხელი გამომიწოდა მეც ჩამოვართვი, ისეთი თბილი ხელი ჰქონდა რამის დავდნი -რა ცივი ხელი გაქვს.- ხელი გამოვწიე რო გამომერთმია მარა უფრო მომიჭირა -გამიშვი.- ვეცადე ხმა არ ამრევოდა, მანაც მეორე ცდაზე გამიშვა და თან თვალი ჩმიკრა, თავი გავაქნიე და ისევ წიგნში ჩავიხედე, მაგრამ რა წიგნი მისკენ გამირბოდა თვალიც გონებაც და სხეულიც, მისი დათვარიელება მინდოდა მაგრამ მერიდებოდა, მისი მზერა კი მთელ მარცხენა მხარეს მიწვავდა -წიკლაური გაკვეთილი მომიყევი.- ფიქრებიდან მასწავლებლის ხმამ გამომიყვანა, მეც ავდექი და დავიწყე ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიის მოყოლა, ჩავამთავრე თუ არა ზარიც დაირეკა და ნუკასთან მივედი -გარეთ გავიდეთ? -ჰო ერთ წუთს.- უცბად უკნიდავ ვიღაცა მეცა მხრებზე და მთელი სისწრაფით გარეთ გამიყვანა -მეტკინა მხარი, გამიშვი.- გიგი რომ დავინახე შევბღვირე -აუ შენ რა მოჩხუბარი ხარ -მეტკინა გამიშვი ჩემითაც წამოვალ.- ხელები გავაშვებინე და გვერდით დავუდექი -უცნაური ხარ, მოწყენილი და ბრაზიანი, შენნაირი გოგოები აღარ არსებობენ -რა ვქნა ასეთი ვარ.-მხრები ავიჩეჩე -საინტერესოა -რა? -არაფერი.- გვერდიდან მომშორდა და ბიჭებს შეერია -როგორც ჩანს გაუგეთ ერთმანეთშ -რავი ნუკა, უცნაურია -როგორ უცნაური, უი შეგეშალა უცნაური კი არ უნდა გეთქვა გიჟია ეგ -რავი.- წარბი ავწიე და ვარაუდის ნიშნად თავი გადავაქნიე -ახლა რა გვაქ? -ფიზიკა -აუფფ, როგორ არ მინდა.- ისევ კლასში შევედით და ისევ ამის გაძლება ჩემს გვერდით, ერთი შეხედვით "ბაბნიკი" იყო ჩამოყალიბებული, მაგრამ მაინც ხამარლა ვრაფერს ვიტყვი -კალამი გაქვს ორი? -კი მოგცემ.- ჩანთიდან ამოვიღე და მისკენ შევბრუნდი მისაწოდებლად, ის კი ისე ახლოს იყო მოწეული ჩემკენ უცბად რო არ გავწეულიყავი "რაღაც მარცხი" მოგვივიდოდა -მადლობა.- სიცილით მითხრა და მოაყოლა -ისე მშიშარაც ყოფილხარ.- არაფერი ვუთხარი ნამდვილად არ მინდოდა ახლა მისი აყოლა, თან რამოდენიმე გაკვეთილირა იყო დარჩენილი და ვცდილობდი ჩუმად ჩამემთავრებინა, უი კიდე , ის მიმაჩქარებდა სახლში რომ ძველ სკოლაში ბავშვები უნდა მენახა, ძველ სკოლაში უნდა ავსულიყავი, ბოლო ზარი დაირეკა თუ არა კლასიდან გავიქეცი ყურსასმენები გავიკეთე და გაჩერებაზე ავტობუსს დაველოდე, მხარზე სეხება ვიგრზენი და შევხტი -კალამი დაგრჩა -აჰ მადლობა.- გამეღიმა და მისი შეწუხებული სახე რომ დავინახე თან წარბები შევკარი -რამე მოგივიდა -არა მოგდევდი და ვერ გაგაგონე -აა, ბოდიში, უბრალოდ ეს ყურსასმენები -არაუშავს, კარგად- ისევ ხელი ჩამომართვა მივხვდი რაც უნდა ეთქვა და უცბად გამოვგლიჯე ხელი -ცივი ხარ.- ისიც მიხვდა და მაინც მომაძახა, ამასობაში ავტობუსიც მოვიდა და ჩემი ადგილი დავიკავე. *** ძველ სკოლაში შევაბიჯე თუ არა, ყველანაირი სიგიჟე ამტივტივდა თავში, სირბილით ავედი მეორე სართულზე და კლასის კარი შევგლიჯე -აეე სასტავვ.- აი რა მინდოდა ამდენი ხნის გამნავლობაში -აუ ეს ვინ მოვიდა.- მაშინვე ჩემკენ წამოვიდა გიორგი და გადამკოცნა -როგორ მომენატრეთ.- მასწავლებლიდან დავიწყე და ყველა გადავკოცნე, ბოლოს უკან მოვთავსდი ჩემ განუყრელ მერხის მეგობართან და ლაპარაკი დავუწყე -კაია ახალი სკოლა? -არი რა -რა ხდება? ბავშვები მომიყევი ყველაფერი -რავი, ძაან ჩვეულებრივია ბავშვებიც ჩვეულებრივები არიან -არავინ გაიჩინე? -კაი რა მე და გაჩენა? ცხოვრებაში შეყვარებული არ მყოლია -ჰო მარა მაინც გკითხე.- გაიცინა და მომეხვია -აქ რა ხდება -რავი უშენოდ არავინ არსად არ მიდის შენ კიდე ვერ იცლი, იმდღს რესტორანში ვიყავით -რააა? რატო არ მითხარით? -ლიკამ მივწერო -ჰო იცი რო ლიკას არველაპარაკები, რატო არ მითხარით?.- საშინლად გავბრაზდ ლიკას რო დაუჯერეს, მითუმეტეს იცოდნენ რო ამ ბავშვს ვერ ვიტანდი -აურავი, სხვა დროს გეტყვით.- მოკლედ ბევრი რომ არ ვიბოდიალო, სახლში გადაღლილი მივედი, მერე ისევ გაკვეთილები, მერე ქიმიიის მასწავლებელი, ამაში გამმიმართლა მასწავლებელმა დამირეკა და არ მცალია დღეს ნუ მოხვალო, მეც რა მინდოდა მეტი ფეისბუქზე შევძვერი, და მაშინვე ნუკას მეგობრებში მოვძებნე გიგი ზაქარეიშვილი, მხოლოდ ორი ფოტო ედო, ვფიქრობდი დამემატებინა თუ არა მაგრამ ჩემს "ნაჭუჭში" ყოფნა ვარჩიე და გამოვედი მისი პროფილიდან. ზუსტან 30 წუთში მომივიდა მისგან დამატება და ერთ ადგილას ცეკვა დავიწყე, რა გამიხარდა არ ვიცოდი მაგრამ, მან დამამატა და ესემესიც მალე მოაყოლა -როგორ ხარ? -რავი კარგად შენ? -მაგრად, შენი ფოტოები რატო არ გიდევს? -არ მიყვარს და მაგიტო -რა არ გიყვარს? -ჩემი გარეგნობა -და გინდა ეგ სტერეოტიპი დაგიმსხვრიო და გითხრა რო შენი გარეგნობა უნდა მოგწონდეს -და მაინც რითი დამიმსხვრევ -იმით რომ უალამაზესი ხარ, და ამას მთელი სერიოზულობით გეუბნევი -რავი ყველა ყველაფერს სხვადასხვაგვარად აღიქვამს -ამ შემთხვევაში ყველა მე დამეთანხმება -შეიძლება -ანუ აღიარებ რო ლამაზი ხარ -მე არაფერს არ ვაღიარებ და გავედი. -კაი ხვალ გავაგრძელოთ.- ბოლოში დავსინე და გამოვედი, ახლა 4love-ზე შევძვერი, ახალი თავები მეგულებოდა და წაკითხვა დავიწყე, რო მოვრჩი, შიმშილმა შემაწუხა და გამახსენდა რომ არაფერი მქონდა ნაჭამი, წამოვიზლაზნე და სამზარეულოში გავედი მოფუსფუსე დედასთან , მოვეხვიე და ლოყაზე ვაკოცე -დე მშია -დაჯექი და მოგიტან საჭმელს.-მანაც მაკოცა და თვალით მაგიდისკენ მანიშნა.- მომიტანა საჭმელი და თვითონაც გვერდით მომიჯდა -მოგწონს სკოლა? -კი ძალიან.- რომ მეთქვა არაო მომკლავდა -ძალიან კარგი, ხვალ ჩამოვალ მასწავლებლის ნახვა მინდა -კარგი.- მხრები ავიჩეჩე *** დილით გამეღვიძა თუ არა მაშინვე ფეხზე წამოვდექი, ადრე თუ ვკოტრიალოდი და მეზარებოდა, მოკლე შავი კაბა და შავი მოკლე მაიკა ჩავიცვი, გარედან ჟაკეტი მოვიცვი და კედები ოთახიდან გასული დედაჩემმა დამინახა და მაშინვე წარბი ამიქაჩა -ამ მაიკით მიდიხარ? -ჰო რა მოხდა? -რავი, ძაან მოკლე ხომ არ არის -კარგი რა დე გარედან ჟაკეტი მაცვია.- ჩანთა მხარზე გადავიკიდე და კიბეებზე დავეშვი, ავტობუსშ ყველას მზერა ჩემკენ იყო, ამიტომ შევიკარი, სკოლასთან მივედი თუ არა ფრენით გადმოვედი და ჩქარი ნაბიჯით წავედი, უკნიდან გიგის ხმა გავიგონე და შევბრუნდი -დამიცადე -გელოდები, მალე.- ისეთი კუს ნაბიჯებით მოდიოდა -როგორ ხარ?.- გადამკოცნა და ხელკავი გამიკეთა -კარგად შენ? -კარგად, მითუმეტეს მომღიმარს გხედავ -აჰ გასაგებია -ხელი ისევ ცივი გაქვს.- უცბად მომკიდა და მის ორივე ხელში მოიქცია ჩემი ერთი ხელი -შენ კი თბილი. -ესეც სემდეგი თავი, იმედია მოგწონთ ველოდები თქვენს კომენტარებს და შეფასებას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.