შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დეკემბერი (2)


6-12-2015, 15:26
ავტორი სპენსერი
ნანახია 1 641

რაღაც უცნაურმა ხმამ გამაღვიძა..კარგად მოვუსმინე, გაბო რაღაცას გაიძახდა წამოვდექი ფეხები ჩემს ჩუსტებში შევუყარე და ოთახიდან გავედი.
-გაბო რა გაყვირებს?-დაფეთებულმა ვკითხე.
-თოვლი მოვიდა მარ-მისი შავი თვალები მომანათა.
-რაა?-ეგრევე ჩემს ოთახში გავედი ფარდა გადავწიე და ჩემს წინ რაღაც საოცარი სილამაზე დამხვდა. თოვლით იყო გადაპენტილი ყველაფერი. საოცარი გრძნობაა როდესაც გაღვიძებულს თოვლი გხვდება. ფანჯარა გამოვაღე..მაშინვე სიცივე შემოვიდა ოთახში,მანქანების ხმაური და ბავშვების ჟრიამული ისმოდა ირგვლივ აი საახალწლო განწყობაც მესმის. ფანჯარა ნელა დავხურე და ისევ მისაღებში დავბრუნდი.
-გაბრიელ, სად მიდიხარ-ვკითხე ჩემს ძმას.
-საგუნდაოდ-მითხრა და კარი გაიხურა.

უცებ გამახსენდა ჩემი ბავშობა ასე რომ გავრბოდი საგუნდაოთ. დედა რომ "ჩამფუთნიდა" ეზოში რომ გავდიოდი და დაღლამდე რომ ვგუნდაობდით. ნოსტალგია მომაწვა რარაცნაირად. ძველი სურათების ალბომი გადმოვიღე და დათვალიერებას შევუდექი. ვერც კი შევამჩნიე დრო როგრ გაიწელა ოთახიდან ნანა გამოვიდა.
-მარიამ ასე ადრე ადექი?-მკითხა და ჩაიდანი დაადგა.
-კი გაბრიელი ეზოში ჩავიდა-უცებ მოვახსენე.
-კი მაგრამ....
-საგუნდაოდ ჩავიდა-ვუთხარი და ჩემს ოთახში შევედი. გამოვცვალე მივლაგე და ელენეს დავურეკე.
-ხო მარ
-რა შვები ელე...
-რავიცი ეხლა დამირეკა რატიმ დღეს სადმე წავიდეთ და მარიამიც გამაცანიო-არფრთოვანებით მითხრა ელემ.
-ვაა სიძე ნახე რა-გავიცინე-კარგი სად შევხვდეთ? ანდა გამოდი ჩემთან და აქედან წავიდეთ ერთად რა.
-კარგი ნახევარ საათში მანდ ვარ.
სანამ ელენე მოვიდოდა ფეისბუქში შევირბინე საინტერესო ისევ არაფერი ხდებოდა. ზუსტად ნახევარ საათში ელენეც მოვიდა.
-ყავას დალევ?-შემოსულიც არ იყო მაშინვე ვკითხე.
-კარგად მარიამ შენ როგორ ხარ არა არ მინდა-გამიცინა და დივანზე ჩამოჯდა.
-წამო ჩემს ოთახში და ავარჩიოთ რა ჩავიცვაა-ოთახისკენ წავედით.
-მარიიი ეს არა?-შავი კომბინიზონი დამანახა.
-აუუ ეს არ მომწონს!-უკმაყოფილოდ მოვისროლე კომბინიზონი. დიდი რჩევი მერე შავი მოტკეცილი შარვალი მუხლზე ოდნავ გახეული და თეთრი 2 ზომით დიდი სვიტრი შავიცვი თმა გავიშალე ფეხზე შავი შუზი ამოვიცვი კურტკა ავიღე ჩანთა და გავედით დედამ იცოდა სადაც მივდიოდით.
ბევრი ვიარეთ თქო ვერ ვიტყვი ცოტა ხანში მივედით ერთ ბარში სადაც სამი ბიჭი დაგვხვდა. ყველანი გავიცანი ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ. რატიმ საერთოდ მოახდინა ჩემზე შტაბეჭდილება სასიამოვნო ადამიანი იყო.
-ყავას ხომ დალევთ?-გვკითხა რატის ძმაკაცმა ნიკამ.
-მე კი - ნაზად გავუღიმე მალე შეკვეთაც მოიტანეს. ვლაპარაკობდით ბევრს მერე ახალ წელზე შევჩერდით.
-მარიამ ხომ გითხრა ელემ წყნეთში რომ ავდივართ-გამომხედა რატიმ.
-კი მითხრა ალბათ წამოვალ-მეც გავუღიმე.
-"ალბათ" არა! აუცილებლათ უნდა წამოხვიდე!-მითხრა რატის ძმაკაცმა ცოტნემ რომელიც თვალებით მჭამდა.
-ხო არ ვიცი ვნახოთ-გავუღიმე და ყავა მოვსვი.
-წამოხვალ აუცილებლად-მანაც გამიღიმა. ბევრი ვისაუბრეთ ვიცინეთ სამახსოვრო სელფიც გადავიღეთ.
-აუ გინდათ მთაწმინდაზე ავიდეთ?-თვალებგაბრწყინებულმა თქვა ელემ.
-ეხლა?-უკმაყოფილება გამოვთქვი მე.
-ხო აუ მოდით რა და ეშმაკის ბორბალზე დავჯდეთ-ლეკვის თვალებით გამოგვხედა გაგუამ.
-თუ ქალბატონ ელეონორას სურს წავიდეთ-ხელი გადახვია რატიმ და ლოყაზე უჩქმიტა.
-იესს-ბატარა ბავშვივით გაუხარდა გაგუას. წავედით მთაწმინდაზე მაღლა ავედით იქაც უამრავი ლესფი და სურათი გადავიღეთ.
-დავჯდეთ ეშმაკის ბორბალზე?-ვიკითხე მე.
-კი კი!-ყველა დამეთანმა და დავჯექით. მაღლა რომ ავედით ფეხზე წამოვხტი და ვიტრინასთან მივედი.
-გაგიჟდი გოგო არ გადავარდე-წამოიყვირასავით ცოტნემ რომელსაც ჰაერი აღარ ყოფნიდა.
-ცოტნე აზრი არ აქვს მაინც არ დაჯდება-წინასწარ გააფრთხილა ელენემ.
-მარიამ მად როგორ დგახარ არ გეშინია?-რატისაც ეშინოდა სიმაღლის.
-სიმაღლის შიში არ მაქვს!-ვუთხარი და ვიტრინას ზურგით მივეყუდე.
-გიჟია ეს-დიაგნოზი დამისვა ნიკამ.
-ვიცი ნახე არაა საშიში მოდი-ხელი გავუწოდე ნიკას და გვერძე დავიყენე.
-ვაიმეე ეხლა მოვკვდები-წამოიყვირა ნიკამ და თავისი ადგილი დაიკავა მე კი ძალიან მაგრად გავიცინე.
-არა მეც უნდა ვცადო!-თქვა ცოტნემ და გვერდით ამომიდგა.
-ცოტნე მოკვდა ბავშვებო-თქვა რატიმ.
-არაფერიც ძალიან მაგარია!-აღფრთოვანებულმა თქვა და ისევ ტავის ადგილი დაიკავა მეც დავჯექი. მთაწმინდიდანაც მალე წამოვედით მე სახლამდე მიმაცილეს და მითხეს რომ ხვალაც წავიდოდით სადმე. სახლში გაყინული შევედი დედას მოვუყევი ყველაფერი.
-აუ კიდე იცი რაა ელემ მითხრა ახალ წელს რატის აგარაკზე ავღნიშნავთო და ხომ გამიშვებ?-კაი აფერისტისავით ჩავეხუტე ნანას.
-ოჰ კარგი ვნახოთ დაველაპარაკები მამაშენს-გამიღიმა და ტელევიზორის ყურება განაგრძო. ცოტა ჩემი ძმა ვაწვალე მერე უცებ მომინდა ლობიანი და გავაკეთე კიდეც. ისეთი ამაყი ვიყავი მეორე არ მოგინდებოდა. მალე მამაც მოვიდა და სრული ოჯახური იდილია იყო.
-აუ ახალი წელი როდის მოვაა-წამოიყვირა გაბრიელმა როცა ტელევიზორში კოკა-კოლის საახალწლო რეკლამა დაინახა.
-მალე მოვა და სახლსაც მოვრთავთ-ჩავუკოცნე ის ლოყები.
-რა მაგარიაა მოდი ახალი წელი დავხატოთ-მომანათა შავი თვალები მეც სურვილი ავუსრულე და ცოტა ხანს ვეთამაშე. მალე მოგვბეზრდა ორივეს ჩემს ოთახში შევედი და ლოგინზე წამოვგორდი.


ჩემოოო ფიფქებოო როგრ გამახარეთ რომ მოგეწონდათ პირველი თავი ესეც მეორე ^.^ აბა ველოდები შეფასებას და კრიტიკას მადლობა თბილი სიტყვებისათვის <33



№1 სტუმარი rita

პატარააა ძAლიან. მალე დადე საინტერესოა როგორ გაგრძელდება. ვითომ ცოტნესთან იქნება?

 


№2  offline წევრი mani156

მაგარიიაა რაღაც საინტერესო უნდა მოხდეს ^_^ პროსტა პატარა თავებია ძაან და არ მყოფნის :დ love აუროდის მოვა მართლა ახალიწელიი რაა love

 


№3  offline წევრი cancara

კაია კაი კაი გოგო ხარ მალე დადე დიდი თავი

 


№4  offline წევრი სპენსერი

rita
პატარააა ძAლიან. მალე დადე საინტერესოა როგორ გაგრძელდება. ვითომ ცოტნესთან იქნება?

mani156
მაგარიიაა რაღაც საინტერესო უნდა მოხდეს ^_^ პროსტა პატარა თავებია ძაან და არ მყოფნის :დ love აუროდის მოვა მართლა ახალიწელიი რაა love

cancara
კაია კაი კაი გოგო ხარ მალე დადე დიდი თავი

მადლობააა <3

 


№5  offline წევრი tvinischia

Magariiiiaaaa ❤gaagrdzelee da didi taverbi Dade da ar daaagviano xolme ra ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent