შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიჩუმე (თავი1)


7-12-2015, 17:33
ავტორი ჰერა
ნანახია 1 641

თავი 1
სიჩუმის სიყვარულმა თავიც დამაკარგვინა და ოჯახიც. მარტოობის ლამაზი მხარე ისაა, რომ ფიქრობ იმაზე რაც არ არსებობს ან არსებობს და გინდა, რომ მიღწიო ამ სრულყოფილებას, თუმცა რაც უფრო მეტს ფიქრობ მეტი დრო გადის, თავის გასასამართლებლად კი იშველიებ ფილოსოფოსებისა და ფსიქოლოგების გამონათქვამებს. თავს გადახდენილი ისტორიები უკვე
უმნიშვნელოდ გეჩვენება და იგონებ არარეალურ პერსონაჟებს. სახლში მისული მიუჯდები მაგიდას შენს წინ რომ სკამი დევს სწორედ იმ სკამზე ხედავ შენსავე გამოგონილ ქალსა თუ კაცს მეგობარს თუ შეყარებულს. ის ისეთივე იდელურია როგორიც თავად გინდა რომ იყოს, გაძლევს ისეთივე რჩევას როგორიც შენ გინდა რომ მოგცეს, გაქვს ისეთივე იდელური სექსი მასთან როგორიც შენ ბილწ აზროვნებას წარმოუდგენია და არის ისეთივე კარგი მეგობარი რომელიც შენს საიდუმლოს სამარეში ჩაიტანს.
ამის შემდეგ რატმ არუნდა მიყვარდეს მარტოობა? ხოდა ასე დავრჩი მეც მარტო... ახლა კი მინდა მოგითხროთ ჩემი ამ გადაწყვეტილების მთავარ მიზანი..
მე ერთი უბრალო სხვებისგან არაფრით განსხვავებული, შერყეული ფსიქოლოგიის მქონე, სხვებისთვის უკვე დიდი ხანია საგიჯეში გამოსამკეტი ფრანსუა მიშელი ვარ. ვცხოვრობ პარიზის ყველაზე მიყრუებულ უბანში, თუმცა აქედანაც კი მოსჩანს ჩემთვის უკვე სატელევიზიო ანძას დამსგავსებული ეიფელის კოშკი, პარიზის დიდება და სიმდიდრ. დღემე ვერ მივმხვდარვარ რისთვის დაკიდეს ამ ვეება შენობას ამდენი ნათურა, ხანდახან სურვილი რომ მიჩნდება ყველა ერთად გადაიწვას. მაგრამ მე ვინ მეკითხება აზრს ტურისტებისთვის ის 8 საოცრებათ გადაიქცა.
ვცხოვრობ მარტო და ვმუშობ ერთ პატარა სტამბაში . სადაც ფურცლის სუნიც ისეთივე ამაზრზენი და გულის ამრევია როგორც ჩემი უფროსის პირიდან ამოსული სუნი, როცა მსუქან სახეზე დახატული დიდი გადმოკარკლული თვალებითა და ძლივს გამოჩენილლი პატარა ტუჩებით იძახის: უფრო სწრაფად იმუშავეთ! თვითონ კი მისი 38 წლის საშინელი სახის თუმცა ცისფერთვალება მდივანთან ერთად ჟალუზებს მიღმა ერთობა, ხოლო ჩემსავით საცოდავ ხელფას შეცერებული თანამშრომლები წელებზე ფეხს იდგამენ , რომ იმ ხელფასმაც არ დააგვიანოს და უკანალ გასიებულმა ბუღალტერმა თვის ბოლოს არ დააყვედროს კარგად გემუშავათ და ფულსაც დროულად მიიგებდითო .
აი ასეთია ჩემი დღევანდელობა და ამის მერე ისევ მისვამენ კითხვას თუ რატომ ვარჩიე მარტოობა . ქუჩაში ხეტიალის დროს აივნებიდან ქოთნებს ამოფარებული ჭორიკანა ქალები ჩუმად მითვალთვალებენ და ქოთქოთბენ, უსვამენ კითხვებს ერთმანეთს და ვერ გაუგიათ თუ რატომ ვლაპარაკები ჩემს თავს დაუმალავად და ხმამაღლა, ამაზე მეცინება და ვჩერდები, მივშტერებივარ აივანს და ვუყურებ თუ როგორ მიიპარებიან შეშინებულები თავიანთი სახლებისაკენ. თუმცა ამ საგიჟეთშიც არის რაღაც სასიამოვნო და ლამაზი, ეს არის პარიზის წვიმა. განა რაიმე განსხვავებულია მასში? არა აქაც ჭყლის წვეთები ცვივა ციდან. მაგრამ ეს ხდება ძალზედ ლამაზად, აი მაშინ კი ეიფელიც ლამაზად მეჩვენება. მისი წვერზე ჩამოდებული ნისლი ირთვება ეიფელ რომ გეგონება ცამ კიბე მმიიდგაო. ამ დროს მიყვარს მე ხეტიალი . შხაპუნა წვიმა ჩემს დაღლილ სახეს თითქოს აახალგაზრდავებს და სულს ბერავს , ახლიდან იწყებს სიცოცხლეს. მიუახლოვდები ხოლმე ჩემი ქუჩის ბოლოს მივეფარები ვეება ხეებს და მათ შორის ისედაც დაბალი უფრო დაბალი ვჩანვარ. ამ დროს ვრჩები მე ჩემს თვათან მარტო და ჩემი დიდი თვალების გამო არავნ მიწუნებს, როგორ შიძლება დიდი თვალების გამო ადამიანი გიჯად შერაცხო. ასე გიჟურ ემოციებში ჩართულის ფიქრს მაწყვეტინებს ხმა ბონჟუ მისიე ო ღმერთო რა ხვთებრივია მისი თვალები დიდი სურვილი რომ მიჩნდება დავკოცნო, მისის პატარა ტუცებიდან გადმოსული გამარჯობა ხნდდახან სიყავრულსი ახსნად მეჩვენება და ბედნიერი ვარ.
სახლში მისული ჩავესვენები სავარძელში გავაბოლებ სიგარეტს და ვესაუბრები ჩემს ერთგულ მეგობარს სიჩუმეს. იცით ხახლო მე ბენდნიერი ვარ, თუმცა ისიც ვიცი რომ ამ ულამაზეს ქალიშვილთან მე მისხალი შანსიც კი არ მაქვს. ამიტომ ვრჩები ჩემს ფიქრებთან მარტო ვხუჭავ თვალებს წარმოვიდგენ თუ როგორ მიღიმის ჯერ კაცის სხეულს მიუკარებელი უმანკო არსება და ვოცნებობ მასზე ჩემზე . მერე წარმოვიდგენ ოჯახს ლამაზს მშვიდს და ასე მთელი დღე. თუმცა გათენებისას კი ქრება წვიმა ამოდის მზე ისევ სტამბა სიჩუმე და მე.............




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent