შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი საკუთარი ბედნიერება


7-12-2015, 21:55
ავტორი bloody
ნანახია 3 763

. . .

გარეთ წვიმს, ცივი ჰაერი სახეზე მხვდება. ღრმად ვისუნთქავს ჰაერს და გზას მივუყვები. ფეხით სიარული მიყვარს, ხალხს ვაკვირდები და მათ სახეებს ფოტოაპარატში, სამუდამოდ ვინახავ. გაჩერებასთან ვჩერდები, ისევ ვიმარჯვებ ფოტოაპარატს, ვიწყებ გადაღებას. რამოდენიმე სურათი იმდენად მომწონს, რომ ფავორიტებში ვამახსოვრებ. ფოტოაპარატს ვრთავ და გზის გაგრძელებას ვაპირებ, მაგრამ ვიღაცის ბოხი ბარიტონი მაჩერებს.
- უკაცრავად გოგონა...
უკან ვტრიალდები და ჩემს წინ, შავგრემან, მაღალ, სიმპატიურ ბიჭს ვხედავ.
- ვიმედოვნებ, რომ სურათს მანახებს...
- რა?... ვეკითხები გაკვირვებული, რაგდან ვიცი, რომ მისთვის სურათი არ გადამიღია.
- სურათი... მიმეორებს ის, თვალებში მიყურებს და იღიმის.
- მეჩქარება...
ვბრუნდები და გზას ვაგრძელებ. ისევ ფოტოაპარატს ვრთავ, სურათებს ვაკვირდები, ვცდილობ მივხვდე, რომელი სურათი იგულისხმა უცნობა. ამასობაში, უნივერსიტეტს ვუახლოვდები. ფოტოაპარატს ვტიშავ და ისევ ჩანთაში ვაბრუნებ. სურათების ნახვას ბოლომდე ვერ ვასწრებ. უნივერსიტეტის კარს ვაღებ და შიგნით შევდივარ.
. . .

პირველი ლექცია პროფესიული მაქვს, აუდიტორიაში შევდივარ, ლექტორს და ბავშვებს ვესალმები, ჩემს ადგილს ვიკავებ და ლექტორს ვუყურებ. მთელი სამი საათი დამღლელად გადის. უნივერსიტეტის ეზოში ჩავდივარ, ბავშვებთან ერთად.
- ძალიან დავიღალე, მთელი სამი საათი თავის თავზე გველაპარაკებოდა, მე კიდე მეგონა რეჟისურა უნდა გვესწავლა. (ნატალი)
- კარგი რა! რეჟისურას ასე თეორიულად ვერ ისწავლი ნატალი. (რეზი)
- არც ასე ლაპარაკით ვისწავლით... (ნატალი)
- კარგი მორჩით, წამოდით კაფეში წავიდეთ. (ნიკა)
- კარგი აზრია... ვეთანხმები ნიკას.
ბავშვებთან ერთად უნივერსიტეტიდან გავდივარ. კაფეს ვარჩევთ და შიგნით შევდივართ. ადგილს ვიკავებთ, ნამცხვარს და ცხელ შოკოლადს ვუკვეთავთ. კაფის ფანჯრიდან, გარეთ ვიხედები. წვიმის წვეტები, ფანჯარას ეცემა, ფანჯარასთან კი რამოდენიმე სილუეტი მოძრაობს. ისევ ვიღებ ფოტოაპარატს, ვამზადებ ობიექტივს და სურათს ვიღებ.
- ანა!
ნატალის ხმა მეგობრებისკენ მაბრუნებს. ფოტოაპარატს ნატალისკენ ვატრიალებ და მის გაბრაზებულ სახეს სურათს ვუღებ.
- გეყოფა ანა... (ნატალი)
- ძალიან ლამაზი ხარ, გაბრაზებული ნატ. ვეუბნები და ვუღიმი.
- ანა ნუ მაბრაზებ...(ნატალი)
- მართლა ლამაზი ხარ ნატ...(რეზი)
- შენ გაჩუმდი...(ნატალი)
- ისევ იწყებენ, არ იღლებით რა...(ნიკა)
- მოვრჩით...(რეზი)
- არც დაგვიწყია... (ნატალი)
შეკვეთა მოაქვთ. ცხელი შოკოლადის ჭიქას ხელში ვიღებ, ნატალის თვალს ვუკრავ, ვუღიმი და თვალს შემოსასვლელისკენ ვაპარებ. კარები იღება და უცნობი ბიჭი შემოდის, თვალები მიფართოვდება, როდესაც მას ვხედავ. ჩვენი მზერა ერთმანეთს ხვდება. უცნობი იღიმის და ჩვენსკენ მოდის. ჭიქას მაგიდაზე ვდებ, დაძაბული ვტრიალდები ფანჯრისკენ და ისევ ვიწყებ სილუეტების თვალიერებას. გონებით უცნობთან ვარ, მისი ღიმილი დამღუპავს, ვფიქრობ და თავს ვაქნევ. ვგრძნობ როგორ მიჩქარდება პულსი, სხეული მიკანკალებს, გაყინული სისხლი მოძრაობას იწყებს. საკუთარ თავს ვებრძვი, ვერ გამიგია რა მემართება. ფიქრებიდან, ისევ ნატალის ხმას გამოვყავარ. თავს მეგობრებისკენ ვატრიალებ, გაოცებული შევყურებ ბიჭებს, მათ გვერდზე უცნობი ზის.
- ეს ალექსანდრეა, ანა. ჩემი მეგობარი. (ნიკა)
მეუბნება ნიკა და მიღიმის, ალექსანდრეს ვუყურებ, ისე იღიმის. ისევ ეს ღიმილი ღმერთო.
- სასიამოვნოა ანა... მეუბნება თავისი ბოხი ხმით, ხმით რომლის გაგონებისას,სხეულზე ჟრუანტელი მივლის.
- ჩემთვისაც... ვამბობ მშვიდად და ოდნავ შესამჩნევად ვუღიმი.
ვცდილობ მისი აქ ყოფნა არ შევიმჩნიო. ცხელ შოკოლად ვსვავ, ისევ ფანარას ვუბრუნდები და ისევ გარეთ მოძრავ სილუეტებს ვუყურებ.
- ხომ კარგად ხარ? (ნატალი)
მეკითხება ნატალი, მხარზე ხელს მადებს და მიღიმის, თავისი ლამაზი ღიმილით, რომლის დროსაც მისი ლოყები იჩვრიტება.
- კი ნატ, კარგად ვარ...
მეც ვუღიმი. ბიჭებისკენ გადამაქვს მზერა, ისინი რაღაცაზე გულიანად იცინიან. ალექსანდრეს ვუყურებ, სიცილიც კი რა ლამაზი აქვს, ღმერთო რა მემართება.
- ბავშვებო, მოდით ამ შაბათ-კვირას, ჩემთან წავიდეთ წყნეთში, კარგი გარემო, სუფთა ჰაერი და რაც მთავარია, ანა, შენთვის ძალიან ბევრი ლამაზი სურათები. (ნიკა)
- მომთაფლე ნიკუშ... თვალს ვუკრავ და ვიცინი.
- აუ, მაგარია, წავიდეთ... (ნატალი)
- ალექსანდრე, შენც მოდიხარ ძმაო (ნიკა)
- მადლობა, აუცილებლად წამოვალ... (ალექსანდრე)
- ძალიან კარგი, მე მარის წამოვიყვან...(რეზი)
- არსად დაგეკარგოს, ეგ შენი მარი... (ნატალი)
- არ მესმის რა გინდა... (რეზი)
- არაფერი, რა უნდა მინდოდეს...(ნატალი)
- ნატალი, ნერვებს მიშლი...(რეზი)
- როგორ გეკადრებათ, ბატონო რეზი...(ნატალი)
- გეყოფა ნატალი, ზედმეტი მოგდის...(რეზი0
- გეყოფათ რა, ახლა ამის დრო არ არის, ჯობს წავიდეთ და მოვემზადოთ. ხვალ ლექციების მერე კი წავიდეთ წყნეთში. (ნიკა)
- ვეთანხმები ნიკას... ვამბობ და ნატალის ხელს ვკიდებ.
- კარგი დავიშალოთ... (რეზი)
ანგარიშს ვასწორებთ და კაფიდან გავივართ. ბავშვებს ვემშვიდობები და ისევ ფეხით მივუყვები გზას. ისევ ღრმად ვისუნთქავ ცივ ჰაერს.
- მოიცადე ანა... (ალექსანდრე)
ვჩერდები და გაკვირვებული ალექსანდრეს ვუყურებ.
- რა მოხდა...
- ერთი გზა გვაქვს...
- გასაგებია...
- წავიდეთ...
გზაში ორივე ჩუმად ვართ, არცერთი არ ვიღებთ ხმას. პულსი ისევ მიჩქარდება, ტანზე ბუსუსები მაყრის, ისევ იწყებს სისხლი მოძრაობას. ჩუმათ ვაპარებ თვალს ალექსანდრესკენ. ვაკვირდები მის სახის ნაკვტებს, სწორი პატარა ცხვირი, დიდი წითელი ტუჩები, შავი თვალები, დაკუნთული სხეული, საკმაოდ სიმპატიურია. ყურს ქვემოთ ტატუს ვამჩნებ=ვ, ვაკვირდები და ვცდილო გავიგო რა ახატია, თუმცა არ გამომდის.
- მაინც ვერ მიხვდები...
- ძალიან ლამაზია...
- მოვედით ანა...
ვჩერდები, ვიყურები და როცა ჩემს სადარბაზოს ვხედავ, თვალები მიფართოვდება. ალექსანდრეს ვუყურებ, ისევ იღიმის, ეს ღიმილი მომკლავს, ვფიქრობ და ჩემივე ფიქრებზე მეღიმება.
- იცოდი?
- თითქმის შენი მეზობელი ვარ ანა...
- რა?
- უკვე დიდი ხანია...
- არ შემიმჩნევიხარ...
- ვიცი, ახლა წადი...
- კი მაგრამ, შენ...
- დროებით, ანა...
- კარგად, ალექსანდრე...
ვემშვიდობები და სადარბაზოში შევდივარ.



№1  offline მოდერი X.G

კარგი მოთხრობაა მომდევნო თავს როდის დადებ ველი დიდი მოთმინებით წარმატებები

 


№2 სტუმარი Nino

Zalian kargia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent