შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წესები იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო! (2)


8-12-2015, 13:17
ნანახია 2 232

წესი #2–უცხოს კარები არასოდეს გაუღო!
ორივე ძალიან დასახიჩრებულნი იყვნენ,ვერ გეტყვით დაზუსტებით რა მოუვიდათ,ჩხუბში მოყვნენ თუ უბედური შემთხვევისაგან ჰქონდათ ორგანიზმი დასუსტებული.ბედი მაგათი რომ ალკოჰოლიც დიდი რაოდენობით გვქონდა წამოღებული,ე.წ. ,,Vodka’’..,,დაასხი და დალიე,,,Vodka’’ წვენში გარიე,არაყია ხსნა და მომავალი სხვა’’ რატომღაც ახლა,ყველაზე არაშესაფერის მომენტში ეს სიმღერა გამახსენდა..ყველაფერთან ერთად ლოთებიც ვიყავით მე და ჩემი დაქალი.საკმარისია ამაზე ლაპარაკი,ახლა მათ უნდა მივხედოთ..
–ნიაკო,შენ გაზრდას წადი ერთი ჩანთაში ,,აფთიაქი’’ მიდევს და ამომიღე რა.–ვუთხარი სერიოზული სახით,ნიას გაეღიმა მიჩვეული იყო ჩემგან ამგვარ ლაპარაკს,მე ტუჩზე ვიკბინე რომ არ გამცინებოდა,რადგან ბიჭებს ჩვენი სიცილი დააკომპლექსებდათ.2 წთში ნიაკო ჩემთან გაჩნდა წამლებით სავსე ყუთით ხელში,მეც თავი მოვხსენი და ჭრილობის დამუშავებისათვის საჭირო ხსნარებს ვეძებდი.პირველ რიგში ,,პერეკისის’’ ძებნა დავიწყე,რომელიც ჭრილობებს ასუფთავებს.
–მე მასთან მივალ,შენ მეორეს დაუმუშავე.–ვუთხარი ნიაკოს და მე მწვანეთვალებასკენ გავემართე.
ვერ გეტყვით რომ რთული აღმოჩნდა,ჭრილობა ამოვასუფთავე,ბრილიანტის მწვანე ხსნარი წავუსვი და ლეიკოპლასტი გადავაკარი.ინტერესი მკლავდა როგორი იყო ეს ადამიანი,თუმცა სიმართლე გითხრათ პირველი შთაბეჭდილება უკვე მოახდინა და ახლა მართლა ,,უფრთო ანგელოზიც’’ რომ ყოფილიყო პირველ შთაბეჭდილებას ვერაფერი შეცვლიდა. ,,პირველი გაღიმებაა მთავარი,თორემ მერე უჟმური სახის ყურებითაც კი იქნება კაცი ბედნიერი’’..
ოთახში სამარისებურ სიჩუმეს ხელახლა დადგმული ყავის მადუღარის გულის გამაწვრილებელი კივილი არღვევდა.როგორც ეტყობოდა ,,ჩემს ბიჭს’’ დიდ სიამოვნებას არ ანიჭებდა მისი წრიპინი და ვედრებით სავსე მზერით მითხრა ჩაიდანი გამომერთო.
–კარგი გამოვრთავ, მაგრამ იცოდე,რომ შენ გამო არ გამომირთავს,ამის წრიპინი დიდად გულზე არც მე მეხატება!– ვუთხარი და გავუღიმე,მას გაეცინა,მიხვდა ეს რატომაც ვუთხარი.
–რა მეამბოხე ხარ პატარავ–მითხრა და ტუჩი მოიკვნიტა.ისეთი მზერა ვესროლე ის ტუჩი მოკვნეტილი დარჩა და ,,ვნება’’ სახეზე შეეყინა.ახლა მე ვიკბინე ტუჩზე ისტერიკული სიცილი რომ არ ამეტეხა.მერე დავსერიოზულდი და ვუთხარი:
–მიდი რა ვივახშმოთ და თქვენ დაიძინეთ,დასვენება გესაჭიროებათ.–ისიც გაჭირვებით,თუმცა მორჩილად წამოდგა და მაგიდასთან დაჯდა.ნიაკოს ამასობაში ჩემი თქმის გარეშე ჩემდა გასაკვირად მოუფიქრებია კვერცხი და სოსისი შეეწვა.ჭამისას ყველა საკუთარ თეფშს დავჩერებოდით და დროდადრო გავხედავდით ხოლმე სუფრას,უეცრად ჩემი და მისი თვალები ერთმანეთს შეხვდა და მეც გავშტერდი,შემდეგ გამოვფხიზლდი და წამის უსრაფესად მოვწყდი ადგილს,გარეთ გამოვედი შუა კოკისპირულ წვიმაში გავვარდი, ჭექა–ქუხილში ვყვიროდი და ვტიროდი,ცოტა გული რომ მოვიოხე,დალუმპული შევბრუნდი უკან.სამივე გაკვირვებით შემომცქეროდა.
–სად იყავი პატარავ?–ჩამეკითხა ,,ჩემი ბიჭი’’ და აი სასწაულად მინდოდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი,რადგან მან უნებლიედ,თუმცა ჩემი სუსტი წერტილი გაიგო.
–შენი საქმე არ არის ,,ჩემი ბიჭი’’–ვუთხარი და ისევ თვალი ჩავუკარი.
–კარგი.–ხელები აწია და ისევ სავარძელს მიაშურა,უნდოდა რომ დაეძინა,მე კი რა თქმა უნდა გამეხარდა,ცოტა სულს მოვითქვამდი,რადგანაც ვეღარ ვუძლებდი მის მომაჯადოვებელ მზერას.
–დივანზე დაწექი,რატომ იკლავ თავს?–ვკითხე ინტერესით.მადლობა ლამაზოო მიპასუხა ისევ და დივანზე გადაწვა..
–ანდრია არ გინდა ყავა?–შესთავაზა მისმა ძმაკაცმა,მე ვერ ვხვდები რატომ მომხვდა ყურში სასიამოვნოდ მისი სახელი,რატომ და ჩემი შვილისთვის მქონდა შერჩეული ეს სახელი,თუ რა თქმა უნდა უფლის ნებით ბიჭი მეყოლებოდა.
–არა ძმა–უპასუხა მან დასაძინებლად გადაბრუნდა.
ნიასთან მივედი,წითელი MARLLBORO გამოვართვი,ყავა დავისხი და აივანზე ავედი..
ცივი ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე,ყავა მოვსვი და სიგარეტს მოვუკიდე,სადღაც მაღიზიანებდა სუფთა ჰაერთან ერთად ჩემს სასუნთქ სისტემაში მომწამვლელი ნივთიერებები რომ ჩადიოდა და ნიკოტინი სამუდამო კვალს ტოვებდა ჩემს ფილტვებზე.სიგარეტით ფილტვებს ვიხეთქავდი, მთელი ერთი საათის განმავლობაში ვცდილობდი მომეთოკა საკუთარი თავი და გულის სიღრმეშიც კი არ მეღიარებინა,რომ მე სიყვარულის სენი შემეყარა..უკვე მეოთხე ღერის ბოლო ნაპასი დავარტყი,სიგარეტი ,,ჩავაძაღლე’’ და ნელ–ნელა ჩავედი ქვემოთ.კარები რომ შევაღე,ჩემი დაქალი და ანდრია კი არა მეორე ისე საყვარლად ჭუკჭუკებდნენ,მეგონა უკვე შექმნეს ,,გუგულების ბუდე’’თქო.კარის შეღებისთანავე ნია შეცბა და თბილი ღიმილის ირონიულით შეცვლას ცდილობდა,მაგრამ რა თქმა უნდა არ გამოუვიდა.
–ხელი ხომ არ შეგიშალეთ ქალბატონო?–ოდნავ მკაცრად ვუთხარი.
–გულწრფელად გითხრა კი!–კბილებში გამოსცრა ნიამ და სახეზე გაბრაზება აღებეჭდა.
–რა გინდოდა რომ შემოდიოდი? ჩვენთვის ვჭუკჭუკებდით.–მითხრა იმ მეორემ,როგორც მერე გავიგე ნიკუშა ერქვა.
–ჩემს სახლში აღარც მიშვებ?–ვუთხარიგაბრაზებულმა,ისედაც უაზროდ საშინელ ხასიათზე ვიყავი.მას აღარაფერი უთქვამს.
ცოტა ხანი Facebook-ზე შესვლა გადავწყვიტე.დიდხანს არ გავჩერებულვარ,ყალბი მეგობრების ნერვები არ მქონდა.პროფილის ფოტო შევცვალე და log outს მივეცი.ამასობაში ,,ჩემმა ბიჭმაც’’ გაიღვიძა,კი შევამჩნიე მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება.ოთახიდან გამოვედი და დასაძინებლად ზემოთ ავედი..15 წთის შემდეგ ანდრია თავზე დამადგა და თვალისმომჭრელად მიღიმოდა,დაჟე ჭრილობა უფრო ასიმპატიურებდა.თვალი მოვარიდე არ მინდოდა ხელახლა გავშტერებულიყავი.
–რა გინდა ანდრუშ?–შევეკითხე ირონიულად
–რაღაც მინდა გითხრა.–გულმა ბაგაბუგით დამიწყო ძგერა და ვერც კი წარმოვიდგენდი რა შეიძლება ეთქვა მას,რომლისთვისაც ალბათ მორიგ ნაშას წარმოვადგენდი,არა ასე თავს არ გავიბითურებდი,მაგრამ ჩემი აზრით ასე იყო.ინტერესით და გაკვირვებით დავუწყე ცქერა,მისი მწვანეთვალები გონებას მიფანტავდა და ოცნებას ვიწყებდი.
–ძალიან ლამაზი ხარ,განსაკუთრებით მაშინ მესაყვარლები, როცა ჩემი მწვანე თვალები გონებას გიფანტავს და ყველაფერს აკეთებ,რომ ჩემს მზერას გაექცე.ნელნელა გიყვარდები პატარავ..
–რა სისულელეს ლაპარაკობ?ეგ სახე რომ დაგისახიჩრდა ძალიან მაგრად ხომ არ მიარტყი რამეს?რაღაცეები გეჩვენება.–მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემს შიგნით ატეხილი ქარიშხალი,გარედან მშვიდი გამოჩენილიყო,თუმცა ყელში ბურთი მეჩხირებოდა და ცრემლებს ვიკავებდი,რომ იქვე არ ავქვითინებულიყავი,რომ არ წამომვხტარიყავი და მთელი ძალით არ ჩახუტებოდი.
–არა..ვიცი რომ ასეა,სიყვარულის დაავადება შეგეყარა.–უკვე მაბრაზებდა,რატომ მაიძულებდა ეს გამეკეთებინა?რატომ უნდოდა რომ მე ჩემი გრძნობები მეღიარებინა?მისთვის ხომ სულ ერთი იყო?
–წადი რა თავი დამანებე,ქვემოთ ჩადი დაიძინე,კარგად არ ხარ გამოძინებული!..
–კარგი,დავიძინებ ოღონდ ქვემოთ არა!ჩაიწიე და მანდ დავიძინებ.
–სანამ წამოგივარდი აქედან გამასწარი თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!–ვიღრიალე იმხელა ხმაზე რომ ნიაკო და ნიკუშა ზემოთ ამოცვივდნენ.
–რა ამბავია მია?–მკითხა სასოწარკვეთილმა ნიაკომ..
–ესენი ორივე გაიყვანე და არ დამენახონ თვალით!–ისევ ვიღრიალე,გადასაფარებელი თავზე გადმოვიხურე და ტირილი დავიწყე.რა მინდოდა და რას ვცდილობდი,რატომ გამაღიზიანა ასე ანდრიას ნათქვამმა და ზოგადად რა დამემართა მას შემდეგ რაც ის გამოჩნდა.როგორც მჩვევია წამიერად მივიღე გადაწყვეტილება და ცრემლები მოვიწმინდე.ავდექი,სიგარეტს მოვუკიდე და ქვემოთ ჩავირბინე,კარი რომ შევაღე სამივე შეცბა.
–მე წავედი!–თქვა ანდრიამ და ფეხზე წამოდგა.
–სად მიდიხარ ძმა?–ჰკითხა ნიკუშამ,რომლსაც აშკარად ეტყობოდა სახეზე რომ წასვლა არ უნდოდა.
–სად მიდის ,,ჩემი ბიჭი’’?–ირონიულად ვიკითხე,ისე სხვათაშორის.
–და რაში აინტერესებს ჩემს პატარას?–ირონიითვე მიპასუხა.
–კარგი არ დამაინტერესებს,მაგრამ აი ახლა უნდა ავდგეთ ოთხივე,დავასხათ და დავლიოთ!..
–აეეეეე...–იღრიალა ნიაკომ,ეტყობოდა რომ ძალიან გაეხარდა ჩემი კარგ ხასიათზე დადგომა.ლეპტოპში ის სიმღერა ჩართო,რომელიც მე ზემოთ ვახსენე (,,Vodka Connecting People’’) და არაყის მოსატანად წავიდა.
–ანუ გავშალოთ კარგი მამა–პაპური სუფრა?–მკითხა ანდრიამ ღიმილით და მაცივრის დათვალიერებას შეუდგა.
–გავშალოთ მაგის დედაც!–უპასუხა ნიკუშამ და სიგარეტს მოუკიდა..
სუფრის მთავარი ატრიბუტები მაგიდაზე გვქონდა:არაყი,სიგარეტი,საჭმელი,შოკოლადი და ყავა. (ყავა და შოკოლადი რამდენად მამა–პაპურია ვერ გეტყვით მაგრამ დავიკიდოთ)..
–პირველ სადღეგრძელოს დღევანდელი დალევის ინიციატორს ვუთმობთ რა..–ვთქვი ომახიანად და სადღეგრძელოს სათქმელად მოვემზადე.–კაროჩე ბევრი რომ არ ვილაპარაკო რა,პირველ რიგში (რაც მამაჩემისგან მომისმენია იმას ვამბობ) ღმერთს დიდება,ჩვენ მშვიდობა!..
–გაიხარე პატარავ–მითხრა ანდრიამ,რომელსაც უკვე სერიოზულად ჰქონდა დამუღამებული ჩემი სუსტი წერტილი,თუმცა აი ამას სანამ არ დავთვრებოდი ამას მაინც არ ვაღიარებდი.–მოდით ახლა მე ვიტყვი სადღეგრძელოს რა.–სიტყვა ითხოვა ანდრიამ
–ჩვენ გისმენთ–გავაკეთე მაია ასათიანის პაროდია და სკამის სახელურზე ჩამოვუჯექი.მან სიცილი ვეღარ შეიკავა და ღიმილით აიღო ჭიქა.
–მოდით ,,ძმებო’’ უთქმელ სიყვარულს გაუმარჯოს..აი რომ გინდა მთელი გულით რომ ჩაეხუტო,უთხრა რომ ძალიან გიყვარს თან არ გინდა რომ შეიმჩნიო,მაგრამ რომ გემჩნევა.მოდი ჩემს პატარას გაუმარჯოს!..–თქვა და ერთი ამოსუნთქვით გადაკრა.
–შენ გადაშენდი!–ვიღრიალე და თავში ვლეწე ხელი.მაგრამ მერე ჩემს რეაქციაზე სიცილი ამივარდა კარგ ხასიათზე ვიყავი და ყველაფერს ვიკიდებდი..უკვე იმასაც შემეტყობოდა თუ არა შინაგანი ქარიშხალი..სიცილში ბავშვებიც ამყვნენ,შემდეგი სადღეგრძელო ნიაკომ და ნიკუშამ თქვეს მეგობრობაზე და ერთსულოვნებაზე..მოკლედ კარგად ვიყავით ოთხივე შეჟუჟუნებული,როცა ანდრიამ დამიძახა.
–გისმენ ,,ჩემი ბიჭი’’–ვუთხარი თითქოს ირონიულად,თუმცა მოფერებით დაძახება უფრო გამომივიდა,ასე რომ ვთქვათ სიმთვრალემ ჩამიშვა და ნიღაბის კვალიც არ დამიტოვა.
–წამოდი პატარავ რაღაც უნდა გითხრა.–გული ამიფანცქალდა..წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა ეთქვა,მაგრამ გავყევი,ინტერესი მკლავდა.
–გისმენ!–ვუთხარი და ხელები დავიმწყვდიე.
–ხომ იცი რომ პატარას ტყუილად არ გეძახი?
–არ ვიცი,რატომ მეძახი?–ვკითხე ინტერესით
–შემიყვარდი!..ხო..შემიყვარდი,პატარავ,შენმა თბილმა გულმა მომხიბლა..
–სისულელეა!–ვუთხარი გადაჭრით–ერთ დღეში ადამიანი ვერ შეგიყვარდება!–გამოვეცალე,ჩვენს გვრიტებთან მივედი,მემგონი ხელი შევუშალე.ხელები ავწიე და აივანზე ავედი,სიგარეტს მოვუკიდე და ღრმა ნაპასი დავარტყი,რომ უკნიდან ვიღაცის ხელები ვიგრძენი წელზე.



№1  offline წევრი cancara

აჰაჰა კაი კაი მალე დადე

 


№2  offline წევრი marimari123

ძაან მაგარიაააა *-* მალე დადე რა გაგრძელება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent