შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგიძლია ისევ შემიყვარო? (თავი I )


8-12-2015, 18:22
ავტორი Bad_Dreamer
ნანახია 1 931

-ფრთხილად - ვცდილობდი რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა, მაგრამ უკვე მოთმინების იმ პატარა ნაწილსაც ვკარგავდი რომელიც შემომრჩენოდა - მეორე სართულზე ავედით.
-მარი აქ დარჩი - ლილის მკაცრმა ტონმა მარი ადგილზე გააქვავა - თუ ვინმე მოვა გვანიშნე.
-იქნებ გადავიფიქროთ?- მარი ჩაბნელებულ ოთახში მდიდირულ ხალიჩაზე დაჯდა და ცდილობმა შიში დაეფარა-სხვა ბევრი სახლია რომლის გაქურდვაც შეგვიძლია , თან ხომ იცი ვინც ცხოვრობს რომ გაგვიგონ ჩვენი საქმე......
-მოკეტე - დავუყვირე და ლილისთან ერთად მას ვომშორდით.
მარიზე უკეთ ვიცოდი აქ ვინც ცხოვრობდა.
მართალია მისაღებში შუქი არ ენთო მაგრამ გარედან შემოსული პატარა სინათლის ფონზეც გარკვევით ჩანდა ამ სახლის მდიდრული სტილი. გემოვნებით მოწყობილი ოთახები .მე და ლილი მეორე სართულზე ავედით , ერთმანეთ გადავხედეთ რათა დავრწმუნებულიყავით რომ ერთნაირად ვფიქრობდით და პირველივე კარი გავაღეთ
უზარმაზარი ოთახი იყო , ღია ნაცრისფერი კედლებით და შავი იატაკით.შუაში დიდი შავი ფერის საწოლი იდგა , ვერცხლისფერი გადასაფარებლებით. პირდაპირ კედელთან დიდი ტანსაცმლის კარადა იდგა მის გვერძე კი კარი იყო რომელიც სავარაუდოთ სააბაზანოში გადიოდა. ოთახს მთელს სიგრძეზე ღია აივანი ჰქონდა. კედელზე კი რამდენიმე გემოვნებით შერჩეული ნახატი ეკიდა.
-სწორედ ისეთია როგორიც კონოებში - წამოიძახა გაკვირვებულმა. - როგორ ფიქრობ სად არის ფული?
-ალბათ იქ სადაც კინოებშია - ოთახში უფრო ღრმად შევედით - სეიფი ალბათ რომელიმე სურათი უკანაა მაგრამ ეს არ გვაინტერესებს , რადგან მას ვერ გავხსნით.
-კარგი მე სამკაულებს მოვძებნი - ლილი კარადასთან მივიდა , მაგრამ ვერაფერი დაინახა და საწოლის გვერძე ტუმბოზე დადებულ სანათისკენ წავიდა - გარედან ვერავინ შეამჩნევს - თავი გაიმართლა და შუქი აანთო.
დაბალი განათება იყო. ცოტა უცნაურიც კი , ლილის ქერა თმები ღია ვარდისფრად ელვარებდა , თვალები კი ისევ ყავისფერი ჰქონდა. დამაინტერესა მე როგორ გამოვიყურებოდი და სარკიანი კარადის წინ დავდექი .მე და ლილი ორივე შავებში ვიყავით ჩაფლულები იმ განსხვავებით რომ მისი ქერა თმები ოდნავ თეთრად ახლა კი უკვე ვარდისფრად ანათებდა ჩემი მუქი ყავისფერი თმები კი თითქოს უფრო გამუქებულიყო.
-იპოვე რამე ?-ვკითხე და მასთან მივედი.
-კი - ბედნიერმა მიპასუხა და ხელში რამდენიმე სავარაუდოდ ოქროს ბეჭედი აათამაშა.-ამ ოთახიდან გავიდეთ.
გამოსვლისას შუქი გამორთო და კარადის კარიც ისე დახურა თითქოს იქ არავინ ყოფილიყო.
გრძელი დერეფანი გავიარეთ და კიდევ ერთ კარს მივადექით.
პიველი ოთახისგან განსხავებით ეს ოთახი ნამდვილი საღორე იყო.შუა იატაკზე უამრავი ცარიელი არყის და სხვა სასმლის შუშის ბოთლები ეყარა რომელსაც გვერდს ბიჭის ტანსაცმელი უმშვენებდა.
-ალბათ ბექას ოთახია -ვთქვი მე - ნამდვილი განძიც რომ იყოს აქ მაინც ვერ ვიპოვით.
-მაინც ცადე - სიცილით მითხრა და კარადისკენ მანიშნა- აქ დაგელოდები.
ლილის "ბრძანებას" დავემორჩილე და კარადასან მივედი . კარი შიშით გავაღე , მეგონა რომ იქ უარესი არეულება დამხვდებოდა ვიდრე იატაკზე იყო. იმედები გამიცრუვდა როდესაც დავინახე რომ თაროებზე ყველაფერი ლამაზად იყო დალაგებული . იქ საინტერესო ვერაფერი ვნახე და უჯრებზე დაგავედი . მათ სახელურები არ ჰქონდათ , მხოლოდ პატარა ნაწილი იყო დარჩენილირომ ხელი შეგეყო და გამოგეწია. ხელი სწრაფად შევყავი და მაგრად გამოვქაჩე.
-ჯანდაბა- წამოვიყვირე გაბრაზებულმა და ხელზე დავიხედე , რომლიდანაც უკვე ნათლად ვრგნობდი რომ სისხლი მომდიოდა.
უკვე ღია უჯრიდან დავინახე პატარა მაგრამ ბასრი ლურსმანი რომელსაც ჩემი ხელი რამდენიმე წამის წინ შეეხო. ნატკენი ხელი ჯიბეში ჩავიდე არ მინდოდა რომ იატაკი სისხლით დამესვარა.
უჯრაში მხოლოდ რამდენიმე ძვირად ღირებული საათი და სუნამო იდო რაც მე არ გამომადგეოდა.
ოთახიდან გაბრაზებული გამოვედი , ლილი გვერძე დამიდგა.
-რა დაგემართა - გაკვირვებული იყო.
-ხელი გამეჭრა - ვუთხარი და ჯიბეში ჩადეულ ხელზე მივუთითე.-სისხლი მომდის და ყველაფერს დავსვრი , მარის გამოვუშვებ.
-კარგი მხოლოდ 2 ოთახი დარჩა და წავალთ - ლილიმ გამიღიმა და წინ წავიდა.
მე კი ისევ პირველ სართულზე დავბრუნდი მისაღებში.
მარი უკვე ფეხზე იდგა და ნერვიულად დადიოდა წინ და უკან .
-მაღლა ადი და ლილის დეახმარე - სიცილით ვუთხარი , რატომღაც მისი ბავშური ნერვუილოდა ჩემში სიცილს იწვევდა.
-ჯანდაბა ნინა - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და მაღლა ავიდა.
მარტო დავრჩი , მარისავით სიარული დავიწყე. ოთახის დათვალიერებას ვცდილობდი.
პირველი თვალში სურათები მომხვდა . ერთ სურათზე რომელიც კედელზე ეკიდა ლამაზი ქერათმიანი ქალი და წაბლისფერ თმიანი ქაცი იყო გამოსახული. ჩემი მშობლები მათ იცნობენ. შემდეგ სურათზე 3 ბიჭი იყო . მათ კი მე ვიცნობდი და მგონი ერთ-ერთი მათგანი მიყვარდა კიდეც მიუხედავად იმისა რომ ამის აღიარება არ მინდოდა.
3 ძმა რომლებისაც ყველას ეშინია, გავლენიანი ოჯახიდან . ყველაზე უფროსი ბექაა მგონი 25 ან 26 წლის უნდა იყოს , მაღალი და საოცრად ელეგანტური , ქერა თმები აქვს და დედამისივით ცისფერი თვალები. სწორედ ბექაა ის ვინც შემიყვარდა , ალბათ იმ დღიდან პირველად რომ ვნახე. შემდეგი გიგაა , წაბლისფერი თმით და თვალებით , 23 წლის მაგრამ ისიც ბექასავით სერიოზული და ჩუმია. ყველაზე პატარა დათოა 19 წლის სკოლა 1 წელია დაამთავრა და უნივერსიტეტში ჩაბარებაზე არ ფიქრობს ჯერ კარგად ერთოდა . ის ბექას ჰგავს ქერა და ცისფერ თვალება მაგრამ დათო მხიარულია და გართობაც იმაზე მეტად უყვარს ვიდრე მის ძმებს , რომლებიც ამ უკანასკნელის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიან.
მოულოდნელად წარმოვიდგინე რა შეიძლება მოხდეს თუ გაიგებენ რომ მათი სახლი ჩვენ გავქურდეთ .ალბათ არ დაგვინდობენ და წამებით მოგვკლავენ მაგრამ ამას საიდან გაიგებენ?.არავინ იეჭვებს იმ სამ გოგოზე რომლებიც უბნის ერთ-ერთ კაფეში მიმტანებად მუშაობენ . მე და ლილი 21 წლისები ვართ მაგრამ ის ჩემზე რამდენიმე თვით დიდია , მარი კი ჯერ კიდევ სკოლაში დადის მგონი წელს ამთავრებს . დარწმუნებული ვარ რომ ჩვენზე არავინ იეჭვებს.
მისაღებში ნაბიჯების ხმა შემომესმა და ინსტიქტურად დავიძაბე.
-წავედით - დაიყვირა მარიმ და სახლიდან პირველი გაიქცა.
-ზოგჯერ ის ისეთი .........- ლილი საჭირო სიტყვის მოძებნას ცდილობდა - ბავშურია.
-მაგრამ ის ხომ ჯერ კიდევ ბავშვია? - სახლიდან მეც გამოვედი.
-ხო , პატარა საყვარელი და სულელი ბავშვი.-სახლის კარი ლილიმ ისევე დაკეტა როგორ გააღო , რამდენიმე ჩხირით.

სახლამდე ხმა არც ერთს ამოგვიღია, ეს ჩვენი პირველი ქურდობა არ იყო . მე და ლილი ცოტა "აშვებულები" ვართ . მისი მშობლები გაყრილები არიან და უხეშად რომ ვთქვა ლილი ორივეს კიდია . ჩემი მშობლები უკვე 5 წელია რაც დაიღუპნენ, მე კი დეიდასთან ვცხოვრობ . მისი დატოვება არ შემიძლია , მას ქმარი თითქმის 2 წლის წინ დაეღუპა ავარიაში ,თვითონ კი გადარჩა , არც აქ გაუღიმა ბედმა , უკვე 2 წელია კიბოს ებრძვის მაგრამ ამაოდ , დარწმუნებული ვარ რომ მოკვდება მაგრამ როგორც წესი ჩემს აზრს პირდაპირ არ გამოვხატავ მის წინ , ქეთი უბრალოდ კარგი ადამიანია მაგრამ ცხოვრება საშინლად ექცევა , მე კი ვცდილობ რომ არაფერი მოვაკლო . მარი თითქმის ჩემთან და ლილისთან ერთად გაიზარდა და ალბათ ჩვენ ვაქციეთ ცუდ გოგოდ , ყველას ჩვენი მიზეზები გვაქვს მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ გვამართლებს.

-შესანიშნავი ბეჭდებია , შეხედე მგონი ყველა ბრილიანტის თვლით უნდა იყოს - ლილი ხელში ათამაშებდა ბეჭდებს.
-ღამემ კარგად ჩაიარა - ვთქვი მაგრამ , იმ წამსვე ვინანე ეს რადგან გაჭრილმა ხელმა შემახსენა თავი - ხელი საშინლად მეწვის.
-ცოტაც გაუძელი - მარიმ გამამხნევა -ხვალამდე , სკოლის მერე კაფეში შემოგივლით.
-მოუთმენლად გელოდებით პატარა გოგო - ლილიმ მისი გაბრაზება სცადა.
-მოკეტე - მგონი გაიბუტა .
-ხვალამდე საყვარელო - მასთან მივედი და ლოყაზე ვაკოცე .
მარი ღიმილით მოგვშორდა და ბნელ სადარბაზოში გაუჩინარდა. ლილიმ შემომხედა და გამიღიმა რაც "ზედმეტად დაღლილი ვარ ლაპარაკისთვის " ან "ხმის ამოღება მეზარება"-ს ნიშნავდა და ისიც სადარბაზოში შევიდა.კიბეები სირბილით ავირბინე , ეხლა ყველაზე მეტად ძილი მინდოდა. სახლის კარი ჩუმად გავაღე და ასევე ჩუმად ჩავკეტე.
სააბაზანოში სწრაფად შევვარდი და გაჭრილი ხელი ცივ წყალს შევუშვირე. მაჯიდან თითებამდე ნათლად ვხედავდი გაჭრილ ადგილს რომელიც ასე საშინლად მტკიოდა.ხელი დავიბანე და როგორც შემეძლო დავიმუშავე, შემდეგ კი შევიხვიე.
ქურთუკი გავიხადე , ალბათ სულ სისხლიანი იყო .
ჩემს ოთახი შევედი და ტანსაცმლის გაუხდელად საწოლზე დავემხე.



№1  offline წევრი LoNdA DM

მომწონს და ველოდები შემდე თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent