მინდა მიყვარდეს თავი 8
როგორც იქნა ტირილი შევწყვიტე,ცრემლები შევიმშრალე და ლევანს გავხედე, სრულიად მშვიდი გამომეტყველებით.მისი დუმილი დანაშაულის გრძნობას მიორმაგებდა და უფრო ცუდად ვგრძნობდი თავს.მინდოდა რამე მაინც ეკითხა მაგრამ ის ჩუმად იჯდა და მხოლოდ ჩემს ყველა მიხვრა მოხვრას აკვირდებოდა.არ ვიცოდი საუბარი საიდან დამეწყო,საკუთარ თავთანაც მიჭირდა იმის აღიარება რომ ასეთ მდგომარეობაში კაცის გამო ვიყავი,რომ მის გამო მტკიოდა და განვიცდიდი, მის გამო ვტიროდი და ამ ცრემლებს მეგობრებთანაც კი არ ვმალავდი.არ ვიცი ეს ყველაფერი ლევანისთვის როგორ უნდა მეთქვა,ის კი თითქოს ჯიბრზე არ არღვევდა დუმილს და მე მელოდებოდა.როგორც იქნა მოვიკრიბე გამბედაობა და ლევანს თვალებში ჩავხედე. -შენც ფიქრობ რომ უგულო ვარ?-ვკითხე ძალიან სევდიანმა და ლევანის პასუხის მოლოდინში სუნთქვაც კი შევიკარი.მან ჯერ გაოცებულმა გამომხედა,ხოლო შემდეგ ხელები მაგრად მომხვია და გულში მაგრად ჩამიხუტა. -შენ უგულო კი არა ჩემი პატარა გოგო ხარ,რომელსაც ეშინია სიყვარულის და გულის კარები ისე აქვს ჩარაზული ცხრაკლიტულში რომ მისი გახსნა და განთავისუფლება არ უნდა.-ლევანი თმაზე მისვამდა ხელს და თან დროდადრო მაღლიდან დამხედავდა.მე ხმა არ ამომიღია მის ნათქვამზე,მიყვარდა როდესაც ლევანთან ვსაუბრობდი,არა კი არ ვსაუბრობდი უფრო სწორად რომ ვთქვა რაღაცეებს მელაპარაკებოდა და ჭკუას მარიგებდა.მხოლოდ ლევანის ნათქვამი არ მწყინდა როცა ბავშვს მეძახდა,რადგან ვიცოდი რომ მასთან მე მართლა ბავშვი ვიყავი და ამის აღიარების არ მრცხვენოდა.აი ბექასთან კი თავს დამცირებულად ვგრძნობდი როცა ასე მეძახდა,მეგონა რომ ამით სულ დამცინოდა და თავს ცუდად ვგრძნობდი. -იცი რა ანუკი,ხომ იცი მე შენ არასოდეს სალოსგან არ გამირჩევიხარ,ასე რომ ვთქვათ სალოზე მეტადაც კი ვარ მუდამ შენთან,ის სულ გასულია და მთელი მისი სიყვარული შენზე მაქვს გადმოტანილი და ორმაგად მიყვარხარ ჩემო პატარა ხომ იცი.-ზედგენიძემ ისევ განაგრძო საუბარი. -ამ ურთიერთობის გამო კარგად იცი რომ მე შენთან ყოველთვის გულწრფელი ვარ და პირდაპირი,არასოდეს დამიმალია ჩემი ტკივილი თუ სიხარული შენთვის, მარტო შენ მყავდი მუდამ გვერდით და მე ეს მუდამ მახარებდა,მაგრამ იცი ეხლა ყველაზე ძალიან რა მწყინს?-ისე მითხრა ეს სიტყვები თვალი არ მოუშორებია ჩემთვის,თითქოს ცდილობდა ჩემს თვალებში სიმართლის ამოკითხვა. -რაას?-საწყლად ამოვილუღლუღე და თვალები ძირს დავხარე.ვიცოდი რისი მოსმენაც სურდა ლევანს მაგრამ ვერ ვბდავდი ამის აღიარებას და მითუმეტეს ხმამაღლა თქმას. -რა და ის რომ შენ მე არ მენდობი,შენ მე არ მიყურებ ისე როგორც მე და მიმალავ იმას რაც გულს ასე გტკენს,არ მიზიარებ შენს გულის ტკივილს.დარწმუნებული ვარ დღეს ეს სცენა ჩემს თვალწინ რომ არ მომხდარიყო შენ არც მეტყოდი იმას რომ ბექა გიყვარს.-,,ბექა გიყვარქ,, ამ სიტყვებმა დაიგუგუნეს ყურებში ისე თითქოს სადრაც ახლოს ბომბი აფეთქდაო და არემარე გამაყრუებელმა ხმაურმა მოიცვა. გონება ამ სიტყვების გადახარშვას ცდილობდა მაგრამ გულმა უკვე ყველაფერი იცოდა და არც გაჰკვირვებია ლევანის ნათქვამი ეს ორიოდე ჯადოსნური სიტყვა,რომელიც ანის გულს შიგნიდან ათბობდა და რაღაც საოცარ შეგრძნებებს უღვიძებდა სხეულში.ხმა ვერ ამოვიღე,ვერ ვუარყავი და ვერც დავადასტურე ლევანის სიტყვები.აქ უკვე სიტყვები არაფრის მთქმელი იყო,ყველაფერი დუმილმა აღიარა და ამის უარყოფას აზრი აღარ ჰქონდა.თვალები ძირს დავხარე და სიივრცეს გავუშტერე.არარც ზედგენიძეს უთქვია რამე.მისი ნათქვამი მიზანნს მოხვდა და დადასტურება საჭირო აღარ იყო.ამიტომ უხმოდ ადგა,უკვე კარებთან მისული ჩემმასიტყვებმა შეაჩერა. -მაპატიე ლევან,მე ჯერ საკუთარ თავსაც ვერ გამოვუტყდი იმაში რომ მიყვარს და შენ ამას ნამდვილად ვერ გეტყოდი.-ამის თქმა იყო და ობლად ორი ცრემლი ჩამომივარდა თვალებიდან.ლევანი მობრუნდა და დამაიმედებლად გამიღიმა. მის ღიმილში იყო რაღაც საოცარი,რაც მე მუდამ მხნეობას და ძალას მატებდა.ვიცოდი რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ის მუდამ ჩემთან იქნებოდა და მისი იმედი მუდამ უნდა მქონოდა.არაფერი არ უთქვამს ისე გავიდა ჩემი ოთახიდან და დამტოვა მარტ საკუთარ ფიქრებთან და განცდებთან.ზედგენიძემიცოდა რმ მე ეხლა ფიქრი ყველაზე მეტად მჭირდებოდა,რადგან უნდა მივსულიყავი ერთ კონკრეტულ დასკვნამდე რომ მე ბექა უკვე მიყვარდა და დრო იყო დამემთავრებინა მისი უაზრდოდ წვალება.ჯერ საკუთარ თავზე მეშლებოდა ნერვები,რომ რამდენიმე დღის გაცნობილი ბიჭი ასე მიყვარდა,ნეტავ რა ჰქონდა ასეთი საოცარი რომ ასე გამაბრუა და თავი სულ დამაკარგვინა.მქონია მომენტები როცა ვიღაც მომწონებია მაგრამ მისგან მხოლოდ მეგობრულ მზერას ვგრძნობდი,არასოდეს მიგრძვნია ორმხრივი გრძნობა და ამიტომ თავს კაცებისგან ყოველთვის შორს ვიჭერდი.მაგრად ბექასთან ეს არასოდეს გამომდიოდა.რაც უფრო ახლოს იყო მით უფრო კიდევ ახლოს მინდოდა მყოლოდა,მაგრამ გულს ყოველთვის გონება წონიდა და საბოლოოდ ყოველთვის გონება გამოდიოდა გამარჯვებული,გული კი დამარცხებული.სიჯიუტე კი მეორე,სადაც საჭირო იყო თუ არ იყო ყოველთვის იქ გამოვიდებდი თავს და არ ვფიქრდებოდი იმაზე რომ ამით შეიძლება ვინმეს გული სტკენოდა.დღევანდელმა ბექას საქციელმა ძალიან დამაფიქრა საკუთარ თავზე და საშინლად მომეშალა ნერვები,რადგან მუდამ ასეთი ჯიუტი ვიყავი და ეხლა კი ვიმკიდი საკუთარი სიჯიუტით დაშვებული შეცდომების შედეგებს.როგორ მინდოდა ეხლა ბექა აქ მყოლოდა გულში ჩავეკარი და უსიტყვოდ გაეგო ჩემი.მაგრამ ეს მხოლოდ ოცნება იყო,არ ვიცოდი ამის მერე ბექა ჩემს მიმართ როგორ დამოკიდებულებაში იქნებოდა.ისევ შეეცდებოდა ჩემთან სიახლოვეს თუ ტავს ამარიდებდა.ამ ფიქრებში ღრმად ჩამძინებია. ალბათ დიდხანს მეძინა,რადგან თვალები როცა გავახილე უკვე მოსაღამვებულიყო. კარებზე ვიღაცა გაბმული რეკავდა ზარს.ნელა წამოვდექი და კარის გასაღებად გავემართე.ზღურბლზე გაგიჟებული დედაჩემი იყო და ვიღაცას ტელეფონზე ამშვიდებდა. -ცოცხალია ნუ ნერვიულობ,იკადრა ქალბატონმა და გამიღო კარი.ხო კარგი მშვიდად იყავი კარგადაა.კარგი ხვალ გნახავ.-ტელეფონი გათიშა და ეხლა მე მომიბრუნდა. -დაყრუვდი თუ რა ჯანდაბა ხდება გოგო ამ ბოლო დროს შენს თავს?-ისე შემომიბღვირა დედაჩემმა რომ ხმა ვეღარ ამოვიღე. -შემომატარებ თუ ასე კარებში უნდა დამაყუდო მთელი ღამე?-არ ცხრებოდა მახარობლიძის ასული. -რა იყო დედა რა დაგემართა.რა შეყარე მთელი კორპუსი?-მოჩვენებითი გაკვირვება ავიკარი სახეზე. -ამას უყურე ერთი,კიდევ მე მეკითხება რა მოხდაო.გოგო ასე ძილი შეიძლება?ორი საათია კართან ვდგავარ და ლამის ჩამოვიღე კარი მაგრამ შენ ვერ გაგაგებინე.რა გეძინა ასეთი.ტელეფონიც აგიფეთქე მაგრამ შენც არ მომიკვდე გაგუდულს სძინავს გოგოს.-ჩემს კითხვაზე უარესად გაბრაზდა დედაჩემი.კარები მთელი ძალით მიაჯახუნა.ჩანთა და ფეხსაცმელები შემოსასვლელში მიყარა და თავისი ოთახისკენ გაემართა.მე სამზარეულოსკენ გავემართე.მთელი დღე და ღამე არაფერი არ მქონდა ნაჭამი და საშინლად მშიოდა.მაცივრიდან ყველი,ძეხვი და ამიონეზი გამოვიღე,ბუტერბროდი გავიკეთე და ტელევიზორის წინ მოვიკალათე.დედა ისე დადიოდა სახლში თითქოს იქ არ ვყოფილიყავი.მე ჩემთვის მივირთმევდი ჩემს ბუტერბროდს და ხმას არ ვიღებდი. ოთახიდან ჩემი ტელეფონის ხმა მომესმა.მეზარებოდა ადგომა მაგრამ იქნებ ვინ რეკავდა და რა უნდოდა.მაინც ავდექი ტელეფონს დავხედე და თეკო იყო.ეხლა ყველაზე ძალიან მასთან საუბარი თუ დამამშვიდებდა. -სად ხარ გოგო გადაგიწვი ტელეფონი ამდენი რეკვით და შენ კიდევ ძლივს მიპასუხე.-მაშინვე მომაყარა საყვედურები დაქალმა. -მეძინა თეკ და არ გამიგია ზარის ხმა.რა იყო მოხდა რამე?-ვკითხე მისი დარეკვის მიზეზი. -რაღაც უნდა მოხდეს მაინც და მაინც დაქალს რომ დავურეკო?-ვითომ იწყინა ისეთი ხმიტ მითხრა გიორგაძემ. -ხო კაი ისე გკითხე,ნუ მებუსხებიი რაა.-და მეც გავუცინე რომ ვითომ გაბუტული დაქალი შემომერიგებინა. -არა ისე კი მართლა მოხდა დაააა...-ეშმაკურად მითხრა და სათქმელი გაწელა თეკომ. -დაიცა იმის თქმა გინდა რომ ჩვენი წამოსვლის მერე რაღაც მოხდა?-წამწამები ავაფახურე და გავირინდე იმის მოლოდინში რომ თეკო რამეს მაინც მეტყოდა ის კი დუმდა. -იტყვი ეხლა თუ ესე უნდა მაწვალო?-საყვედური გავურიე ხმაში. -ხო კაი დაწყნარდი და მისმინე,ძალიან მაგარი ახალი ამბავი მაქვს ანუკი შენთვის. ექიმმა ლექსოსთან შესვლის ნებართვა მომცა და მეც შევედი.ეძინა და სახეზე ვეფერებოდი.ჩემი შეხება რომ იგრძნო გამოეღვიძა და სიყვარული ამიხსნა.ან მითხრა რომ ვუყვარვარ,ვეღარ მოვითმინე და მეც გამოვუტყდი.მერე ოდნავ წამოიწია და მაკოცა.იცი რა ნაზად და მთელი გრძნობით მაკოცა.სიხარულისგან ცაში დავფრინავდი.-ვუსმენდი თეკოს გახარებულ საუბარს და გულში სითბო მეღვრებოდა, რადგან ეხლა ვიცოდი მართლა რა ბედნიერი იყო ჩემი დაქალი და მიხაროდა მეც მისი ბედნიერება ისე როგორც საკუთარი. -გილოცავ ჩემო ლამაზო,ძალიან გამახარე.ხომ იცი ეხლა როგორ მიხარია შენი ბედნიერება.ლექსო მაგარი ადამიანია და ვიცი რომ მასთან ბედნიერი იქნები.-ეს ვუთხარი და უცებ სევდა მომძალა.ბექა გამახსენდა და უფრო დავითრგუნე. -მადლობაა ჩემო გადარეულო გოგო.მინდა რომ შენც ისეთივე ბედნიერი იყო როგორიც ეხლა მე ვარ და შანსი ხელიდან არ გაუშვა.-გასვიანზე მიმახვედრა თეკომ მაშინვე. -აუ ხო, კიდევ ან რაღაც მინდოდა შენთვის მეთხოვა თუ გცალია რა.-მკითხა დაქალმა რაღაც შეპარვითი ხმით. -მითხარი რა გინდა ჩემო ბედნიერო.-ვუთხარი უკვე ხალისიანი ხმით. -ლექსოს სახლში მინდა რომ გაიარო,გასაღები სალოს აქვს და მოგცემს.მის საწოლ ოთახში სპორტული ჩანთაა გამზადებული და წამომიღე რა საავადმყოფოში,მე მარტოს ვერ დავტოვებ ლექსოს.ლევანმა ჩაალაგა მაგრამ სამსახურიდან დაურეკეს სასწრაფო საქმეზე და იქ წავიდა.არა და უკვე პალატაში გადაიყვანეს ჩემი ბიჭი და სჭირდება რაღაც რაღაცეები.-ჩემი ბიჭის ხსენებაზე ოდნავ გამეღიმა. -კარგი გენაცვალე თქვენი ბრძანება შესრულებული იქნება.-ვუთხარი სიცილით და ტელეფონი გავთიშე.მაშინვე გავხალისდი.თეკოს ბედნიერება მეც გადმომედო დ მხიარულად დავიწყე ტანსაცმლის გადმოლაგება რომ ჩამეცვა.პირსახოცი ავიღე და აბანოს მივაშურე.ნელთბილი წყლით მალე ვიბანავე და ოთახში ფეხშიშველა გამოვედი. თმები მალე შევიმშრალე,ტანზე ლოსიონი წავისვი და ტანსაცმელი მალე ჩავიცვი. ჯინსის ბრიჯები და ბრეტელებიანი მაისური გადავიცვი.ზემოდა თხელი მოსაცმელი მოვიცვი და ფეხები კეტებში შევყავი.თმა გავიშალე და მანქანის გასაღები ჯიბეში ჩავიტენე.ოთახიდან ღიღინით გამოვედი.დედას ლოყაზე ვაკოცე,დავუბარე რომ ცოტა დამაგვიანდებოდა და კიბეები სირბილით ავიარე სალოს სახლამდე.გასაღები გამოვართვი და სადარბაზოდან გამოსულს გაზაფხულის თბილი სიო შემეგება.სახეზე სასიამოვნოდ მომელამუნა და მთელ ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა,ისე როგორც ბექასთან სიახლოვის დროს მემართებოდა ხოლმე.მანქანა დავქოქე და ლექსოს სახლისკენ ავიღე გეზი.ჩემგან ლექსოს სახლი არც ისე ახლოს იყო.მაგრამ მაინც მალე მივედი.მანქანა ორსართულიანი,ლამაზი სახლის წინ გავაჩერე.გასაღებით გავაღე და შევედი.წინ დიდი მისაღები ოთახი იყო.ძალიან გემოვნებით და თანამედროვე სთილით იყო მოწყობილი.კარგი გემოვნება ჰქონია ლექსოს გავიფიქრე ჩემთვის და სახლის თვალიაერებას შევუდექი.იქვე დიდი სამზარეულო და სააბაზანი იყო.აუზი და გასართობი ოთახიც ძალიან მომეწონა.მეორე სართულის კიბეებს დავადექი და ნელნელა ავდიოდი თან ამ სილამაზით ვტკბებოდი.მაღლა თითქმის ყველა საძინებელი ოთახი იყო,ეხლა უნდა გამერკვია რომელი იყო ლექსოს ოთახი.სათითოდ ვაღებდი და ვხურავდი კარს.ერთ ერთი ოთახის გაღებისას სააბაზანოდან წყლის ჩხრიალის ხმა მომესმა.,,ნუთუ აქ ვინმე არის?,,ამის გაიქრება და სააბაზანოდან პირსახოც შემოხვეული ბექა გამოვიდა.მის დანახვაზე ძალიან დავიბენი,არც ის იყო კარგ მდგომარეობასი იქ მართლა არ მელოდა.მხოლოდ ეხლა გამახსენდა ბექას ნათქვამი სიტყვები ,,მე ლექსოსტან დავრჩებიო,, რა იდიოტი ხარ ამხელა გოგო ეს როგორ დაგავიწყდა, გულში ლანძღვა გავუგზავნე საკუთარ თავს და ბექას ავხედე.ის ისევ გაოცებული სახით მიყურებდა. -აქ რას აკეთებ ანა?-სიჩუმე ისევ მან დაარღვია. -მე..მეეე..-ენა დამება და ხმას ვერ ვიღებდი.ვიდექი და მის დაკუნთულ.წყლის წვთებისგან დაცვარულ სხეულს ვუყურებდი დათვალს ვერ ვაშორებდი. -დიდხანს იდგები ასე ქანდაკებასავით და ასე უნდა მიყურო?-მისი მკაცრი ხმა ექოსავით ჩამესმა ყურებში და ჩემი საქციელის მე თვითონ შემრცხვა. -უკარავად,ბოდისი რომ შემოგეჭერი მე წავალ.-ეს ვთქვი და კარები წამსვე მოვიხურე.კიბეებზე სირბილით ჩავედი.ის ის იყო უკვე გასვლას ვაპირებდი რომ მისმა ძლიერმა ხელებმა შემაჩრეს. -ან რისთვის მოხვედი ქ ან რისთვის მიდიხარ?რა თამაშს მეთამაშები ანა ვერ გავიგე.გინდა რომ სულ გამაგიჟო?-მკითხა დათვალებში ისე ჩამხედა თითქოს იქ შეძლებდა პასუხის ამოკითხვას.მისმა ასეთმა თავხედურმა ლაპარაკმა წყობიდან გამომიყვანა და პირში მივახალე. -ჯერ ერთი მე აქ შენთან არ მოვსულვარ და მეორეც მე არაფერ თამაშს არ ვთამაშობ ბატონო ბექა.-ეს ვუთარი და მკლავები მისი ხელებისგან გავინთავისუფლე. -აბა აქ რა გინდა?-მკითხა ჩემი პასუხით გაკვირვებულმა. -ლექსოს უნდა წავუღო რაღც ნივთები.დაკმაყოფილდი ჩემი პასუხით.-ხმაში ირონია გავურიე.ოდნავ გაეღიმა და თავი დამიქნია.მეორე სართულზე ავიდა სპორტული ჩანთა ჩამომიტანა და ძირს დააგდო.მისი ასეთი საქციელი მაღიზიანებდა და ჩემს ნერვებზე თამაშობდა.მხოლოდ იდგა მიყურებდა და ირონიულად მიცინოდა.გასვლა დავაპირე მაგრამ თავში უცებ ისეთმა აზრმა გამკრა რომ არ ამესრულებინა ალბათ გავგიჟდებოდი. შემოვბრუნდი ბექას წინ დავდექი,ავათვალიერ-ჩავათვალიერე და თვალებში შევხედე. ჩემს საქციელზე აღარ ეღიმებოდა იდგა და სერიოზული სახით მიყურებდა.ალბათ ეგონა ეხლა რაიმე სასიამოვნოს ვეტყოდი როდესაც რაღაცის თქმა დავაპირე და ტუჩები გავხსენი. -თუ გგონია რომ აქ შენს სანახავად მოვედი ძალიან ცდები,შენნაირი ტიპები არასოდეს მომწონდა და არც ეხლა მომეწონება.არ გეგონოს რომ მოვალ და კისერზე ჩამოგეკიდები მე ასეთი არ ვარ.-ვუყურებდი და ვხედავდი მის აღფრთოვანებას როგორ ვასხამდი ნელნელა ცივ წყალს და სახე როგორ ეცვლებოდა.ამ კველაფრის მოსმენის მერე სახე მოერრუბლა და დაუსევდიანდა.წამში ჩემთან ძალიან ახლოს გაჩნდა და მისი ნახევრად შიშველი სხეული ზედ მეკვროდა,სუნთქვა გახშირებოდა და თვალებში ცეცხლის ნაპერწკლები უთამაშებდა.უცებ შემეშინდა მისი ასეთი სახის დანახვისას.გვერძე გაცლაც ვერ მოვასწარი ისე დამიჭირა ორივე ხელი მაგრად და ტუჩებზე დამაკვდა. მკოცნიდა ნელა და აუღელვებლად.მთელი სითბო და სიყვარული იგრძნბოდა მის კოცნაში.მალე გონს მოვეგე ორივე ხელი გავინთავისუფლე და კერდზე მთელი ძალით ვკარი.ოდნავ დაბარბაცდა და თავი შეიკავა რომ არაფერს დაჯახებოდა.განრისხებული თვალებით ვუყურებდი,ამას კიმართლა აღარ ვაპატიებდი.მივედი და იმხელაზე შემოვარტყი სილა მარცხენა ლოყაში რომ ხელის გული მე თვითონ ამეწვა. -აღარასოდეს,გესმის აღარასოდეს გაბედო და არ მომიახლოვდე.არც დამელაპარაკო. საერთოდ თავი შეიკავე ჩემთან სიახლოვისგან.გასაგებია შენთვის.-ეს ვუთხარი და ცრემლები თავისით გადმომცვივდა თვალებიდან.ვერ ვხვდებოდი ამ ბოლო დროს ასეთი გულჩვილი როდიდან გავხდი რომ ყველას წინაშე შემეძლო მეტირა.ჩემი ცრემლების დანახვისას ბექა მომიახლოვდა,უნდა სახეზე ხელი მოეკიდა მაგრამ ხელი ვკარი და ამის უფლება არ მივეცი. -არ გამეკარო მეთქი ხომ გაგაფრთხილე.-ვიყვირე ეხლა ბოლო ხმაზე.ჩემს ასეთ რეაქციას არ ელოდა და მუშტები მთელი ძალით კედელს დაუშინა.იმდენხანს ურტყა სანამ ძველ ჭრილობებს ახალი არ შემატა და ხელებიდან თქრიალით სისხლმა არ იწყო დენა.ამის დანახვაზე დილანდელი საავადმყოფოს სცენა წარმომიდგა წინ და მივხვდი რატომ ჰქონდა ბექას ხელები სისხლიანი.ალბათ მაშინაც ურტყამდა კედლებს გამეტებით მუშტებს და გული უარესად შემეკუმშა.ამის ატანა აღარ შემეძლო,ჩანთას ხელი მოვკიდე და გარეთ გამოვარდი.მანქანა გიჟივით მოვწყვიტე ადგილს და იმხელა სიჩქარით მივქროდი როგორ მივედი საავადმყოფომდე აღარ მახსოვს.კიბეები სწრაფად ავურბინე და დერეფანს ბოლომდე გავუყევი.პალატის კარი შევაღე და ლექსოზე ჩახუტებული თეკო რომ დავინახო ცოტა შემრცხვა.ოდნავ ჩავახველე რომ ჩემი მისვლა გაეგოთ. მაშინვე მათი მზერა ჩემსკენ გადმოერთო და ორივემ გამიღიმეს.როგორი ლამაზები და ბედნიერები იყვნენ ერთად.სითბოს და სიყვარულს ასხივებდა მათი თვალები და ღიმილი,რომელიც ორივეს საოცრად უხდებოდა. -თეკ მოგიტანე რაც გინდოდა.-პალატის კარები მივხურე და ჩანთა სავარძელზე დავდე. მეც იქვე ჩამოვჯექი და მოსიყვარულე წყვილს ღიმილით გადავხედე. -მადლობა ანუკი.-მითხრა თეკომ და ლექსოს გადახედა. -ანუკიმ ყველაფერი იცის და ძალაინ უხარია ჩვენი ამბავი.-სიხარულით ამცნო შამანაურს თეკომ და გულზე მიეხუტა. -კარგია თუ უკვე იცი.მალე მაინც ყველა გაიგებს,მე დასამალი არაფერი მაქვს.-ლექსომ ამაყად წარმოსთქვა ეს სიტყვები და გოგონას შუბლზე ოდნავ შეახო ტუჩები. მსიამოვნებდა მათი ყურება და მათი ბედნიერების გაზიარება. ასე ვიჯექი ხმის ამიუღებლად და ვაკვირდებოდი მათ თითოეულ მოძრაობას,რამხელა სითბოთი ზრუნავდა თეკო ლექსოზე და როგორ უყვარდა.ნუთუ მეც ვიქნებოდი ასეთი ბედნიერი? ვუსვამდი ამ შეკითხვას საკუთარ თავს და პასუხი რატომღაც იგვიანებდა.ჩემს ფიქრებსი ვიყავი გართული რომ პალატის კარი გაიღო და ბექა შემოვიდა.ისე მეისალმა მოსიყვარულე წყვილს ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს. -როგორ ხარ ძმაა?გაწუხებს ჭრილობა?-ჰკითხა მზრუნველი ხმით ძმაკაცს და საწოლზე ჩამოუჯდა. -ისე აღარ ძმაო,ჩემი ანგელოზი ჩემს გვერდითაა და ეს ჭრილობა რა მოსატანია იმ ბედნიერებასთან რასაც ეხლა მე განვიცდი.-უთხრა აღფრთოვანებულმა შამანაურმა და თეკოს ხელი მოჰკიდა. -ანუ მე რომ ვფიქრობ ეგ საქმე უკვე გაკეთებულია?-ორაზროვნად იკითხა გასვიანმა. -კი ძმაო უკვე გაკეთებული და მოგვარებულია.თეკო ჩემია უკვე.-ფართედ გაიღიმა ლექსომ და მაშინვე ჭრილობაზე მიიჭირა ხელი.თეკო მაშინვე გაუწყრა რომ ცოტა ფრთხილად უნდა ყოფილიყო.ლექსოს სიამოვნებდა საყვარელი ქალის ასეთი ზრუნვა და სიყვარულით სავსე თვალებით შესციცინებდა. -მიხარია ძმაო,ძალიან მიხარია.ლევანმა იცის უკვე?-იკითხა ბექამ და სევდიანი თვალები მომაპყრო. -კი იცის.ეხლახანს ველაპარაკე და ისიც ძალიან არის გახარებული,ეხლა სამსახურის საქმეებზე დარბის და საღამოს გამოვა ალბათ.-სიხარულს ვეღარ მალავდა ლექსო. უცებ შამანაურმა მზერა გასვიანის ხელებზე გადაიტანა და გაკვირვებულმა ჰკითხა. -ხელები რას გიგავს ტო რა დაგემართა? -ისეთი არაფერია,უბრალოდ ნაკაწრებია.-ჩაილაპარაკა გულგრილად მან.ლექსოს და თეკოს კითხვით სავსე მზერას თვალი აარიდა.მხოლოდ ეხლა გავაპარე მისი ხელებისკენ მზერა და ლამის ცუდად გავხდი.იმხელა ჭრილობები ჰქონდა ხელებზე,ის კი იძახდა მხოლოდ ნაკაწრებიაო.გულმაიკ ვეღარ გამიძლო და გარეთ გამოსვლა დავაპირე რომ მისი გამყინავი ხმა ჩემს ყურებს ბრძანებასავით ჩაესმა. -შენთან სალაპარაკო მაქვს. -მე არ მინდა შენთან ლაპარაკი და არც სალაპარაკო გვაქვს რამე.-მტკიცე უარი ვუთარი და კარები გავაღე. -შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს ჩვენ მაინც ვილაპარაკებთ.-მითხრა გადაჭრით და მეგობრებს გამოემსვიდობა.მკლავში მაგრად მომკიდა ხელი და ძალით გამიყვანა პალატიდან.თეკო და ლექსო გაკვირვებული სახეებით შემოგვყურებდნენ და ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა ჩვენს თავს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.