შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალისა საოცრებათა ქვეყანაში (1)


9-12-2015, 19:32
ავტორი lisebeth
ნანახია 4 593

-დედა ამბობს კარგად აღზრდილ ახალგაზრდა გოგოს არ შეშვენის ბიჭებს უთვალთვალებდესო_ სიცილ-კისკისით წარმოთქვა თვალებანთებულმა ალისამ ,რომელმაც მზერა ქუშის კუთხესთან მდგარ ახალგაზრდა მამაკაცისკენ გააპარა. მერე ხელკავი გამოსდო თავის მეზობელ გოგონას და იქეთკენ აიღო გეზი. თითქოს სულ სხვა მიზეზით აპირებდა იმ ადგილას ჩავლლას.
-ალისა ნამდვილი გიჟი ხარ. ერთხელაც მიხვდება ,რომ უთვალთვალებ და იცოდე შერცხვები მის წინაშე.
-დიდი ამბავი მთელი ქალაქი ეთაყვანება იმის გამო ,რომ სკოლა გაგვიხსნა. ერთით მეტი ან ერთით ნაკლები რა სათქმელია.
-ის ჭკვიანი, დახვეწილი და განათლებულია. შენ კი ერთი გლეხის თავცარიელი გოგო ხარ.
-თავცარიელი ,მაგრამ მოხერხებული. საკმარისია ერთხელ გამოვედო თვალში მაშინვე შევუყვარდები
-ჰო როგორ არა მაგაზე ფიქრობს ზუსტად.
-იცი? ჭორები დადის სკოლაში გაკვეთილებს ჩაატარებსო.დედა ამბობს ნამდვილი ანგელოზია. სკოლა გაგვიხსნა და ახლა ყველა შეზლებს წერა-კითხვა ისწავფლოსო. გეფიცები მეც ,რომ ვისწავლი მერე გრძელ წერილს მივწერ და მთელს ჩემს გრძნობებს ჩავაქსოვ შიგნით.
- ჩააქსოვე ხო ოღონდ ეცადე თვალი არ ჩაგიწყდეს ...
-რატომ ცდილობ დღევანდელი დღე ჩამაშხამო? ახალი წლის ჯადოსნური ღამეა , ნახე მალე ფეიერვერკსაც ისვრიან ქალაქში. მანამდე მე ქალაქში გავივლი და ჩემი პრინცის ცქერით დავტკბები
ახალგაზრდა ალისას რომელსაც დედამ სახელი საყვარელი წიგნის პატივსაცემად დაარქვა შეიძლება ითქვას საერთო არაფერი ჰქონდა თავის სეხნიასთან. იგი საყვარელი,ლამაზი, ჭკვიანი და მეოცნებე გოგონა იყო. ყოველ ღამით ესიზმრებოდა , რომ ქუჩის კუთხეში მშვენიერ პრინცს შეხვდებოდა და შეუყვარდებოდა. თანაც ამ სიზმარში ყოველთვის თავის კარის მეზობელთან და საუკეთესო მეგობართან თინანოსთან ერთად დასეირნობდა ხელკავით. რამდენჯერაც ამ ამბავს მოუყვებოდა თინანო სულ დასცინოდა სიზმარში მიმოიხედე იქნებ ჩემთვისაც გამოიძებნოს პრინციო.
სკოლის მასწავლებელი გახლდათ ქალბატონი ალისა. ისეთი ჭკუამხიარული იყო სკოლაში ყველა მოსწავლეს უყვარდა. თან სულ ახალგაზრდა იყო და ბავშვები თავს უტოლებდნენ ხოლმე. გასულ წელს ბოლო გამოშვების ჯგუფში მეთორმეტე კლასელი რეზი ეხუმრებოდა კიდევაც ცოტა პატარა ,რომ იყოთ პაემანზე დაგპატიჟებდითო. თინანო ეჩხუბებოდა ასე ნუ გაითამამებ თორემ სათითაოოდ წამოგასხდებიან თავზეო.
ალისა კი მუდმივად იცინოდა და აგდებულად უყურებდა ამ თემას.
დღესაც სიზმრის არ იყოს სწორედაც ,რომ ახალი წლის ღამე მოდიოდა. თინანომ შუადღე იქნებოდა კარზე,რომ დააკაკუნა და ტანის რწევით შემოქანდა ოთახში
-სალამი დაიკო როგორ ხარ? რა გემრიელი სურნელი ტრიალებს. ნანო დეიდამ ციბრუტივით იტრიალა ხომ მთელი დღე?
-იცი ,რომ წუხელ სიზმარში თავცარიელი გლეხის გოგო მიწოდე? მაგის მერე აქ მოსვლას როგორ ბედავ?
-ალისას თავი საოოცრებათა ქვეყანაში ჰგონია. ტყუილა არ დაურქმევიათ ეგ სახელი შენთვის. დეიდა ნანო მაჭმევთ თქვენს გაკეთებულ გოზინაყს? _ სამზარეულოსკენ აიღო გეზი გოგონამ. ალისა მხოლოდ დაიმანჭადა უკან გაჰყვა დაქალს
-ნამცხვარზე კრემს თუ გადაუსვამ გასამრჯელოდ გოზინაყს მიიღებ. სამწუხაროდ ჩემი ქალიშვილი ისე დადის გეგონება სიზმარშიაო
-აუ სად ''გაარტყით'' დეიდა ნანო? _გოგონა დაჯდა და ხის ჩოკნით კრემის მოზრდილი მასა ამოიღო
-ყოჩაღ თინანო. გამოდი გოგო და უყურე როგორ კრემავს ნამცხვარს შენი დაქალი. შე ვინ გაგაჩერებს გოგო სახლში.
-როგორც მახსოვს მაგის პრინცი ქუჩის კუთხეში ცხოვრობს. ალბათ უსახლკაროა და სად უნდა გამოაგდოს?
-დამცინი ხო? დამცინე...
-წადი გოგო შენ შენი ამოყირავებული ოთახი მიალაგე. მოვა სადაცაა ახალი წელი და დაგებედოს რამე ნორმალური.
-ოჰ რას ამბობ შარშან თუ დავახვედრე ახალ წელს დაბზიალებული მიტომაც რა...ცრურწმენაა ყველაფერი.
-გოგო ცრურწმენის გამო ალაგებენ სახლებს? შენს მოსწავლეებზე მეტი ტვინი არ გაქვს საინტერესოა რას ასწავლი.
-აბა თინანო წავიდეთ დღეს მოედანზე? კონცერტს ვუყუროთ, თორმეტისთვის ფეიერვერკს დავესწროთ და მერე დავბრუნდეთ უკან.
-აბა იმას კი არ იტყვის დედას რამეზე მოვეხმაროო. სულ წასვლაზე უჭირავს თვალი
-არ ვიცი დედას ვეტყვი
-ხოდა დაუჩქარე და უთხარი. ექვსი დაიწყო და უკვე წასვლის დროა
თინანო წამოხტა და სწრაფად გავიდა კარში. ალისა მანამდე ტრიალებდა სუფრასთან და სასუსნავებს ეძებდა სანამ კარში თავი არ შემოჰყო თინანომ და გაკრიჭულმა მოახსენა მოვდივარო. მერე გაქრა და ალისაც შეუდგა წასასვლელად მზადებას. ისედაც გადმონგრეულ გარდერობში თბილი ზედა და შარვალი ამონახა და გასასვლელად მოემზადა.
-ფეხზე უგები უნდა ჩავიცვა ,თორემ გარეთ ცივა. სწრაფად შემობრუნდა და გამოიცვალა.
-ტაქსი გამოძახებულია. შენ ჯერ ისევ არ ხარ მზად?
-დღეს იქნება საზიზღარი მოძრაობა.
-ეჭვის არ მეპარება.
-ყინავს გარეთ ჰო? ამ ახალ წელს რა ვუთხარი თორემ კაცი გავიდოდა ახლა გარეთ?
-ალისა საოცრებათა ქვეყანაში მიემგზავრება.
-ნუ დამცინი თორემ გადავაგდებინებ დედაჩემს იმ წიგნს იცოდე.
-კაი ჰო. გადი დროზე
გოგონებმა სწრაფად ჩაირბინეს კიბეები. გზები მართლაც საშინლად გადატვირთული იყო. ცოტა ადრე ჩამოვიდნენ ძირს და ფეხით გაიარეს.
-უკვე ვნანობ,რომ წამოვედით._აბუზღუნდა თინანო. თან ბეწვის საყელოში მალავდა თავს.
-შეწყვიტე თორემ იცოდე ახლა მართლა დავბრუნდები ტაქსში
-ღმერთო რამდენი ხალხია ეს რა უბედრებაა. წამოდი შევერიოთ და გავთბებით შიგნით.
-ჰო როგორ არა გქონდეს მაგის იმედი._გოგონებმა ფეხს აუჩქარეს და მალევე შეერივნენ ხალხის მასას.
-ელისა მას...ელისა მას... _გაისმა საღაციდან ხმა
-მეჩვენება თუ ვინმე მეძახის? მგონი ყინვისგან ჰალუცინაციები მეწყება.
-არა მეც გავიგონე_თავი ამოჰყო საყელოდან თინანომ და ყურები ცქვიტა.
-ელისა მას _რამდენიმე წამში მოუახლოვდა ბავშვი. ხელში რაღაც მბზინავი ეჭირა და ფოსფორისფრად ანათებდა._ელისა მას ახალ წელს გილოცავთ _თვალებში მიაჩერდა ბავშვი და ფეხის წვერებზე აიწია ,რომ მოხვეოდა
-ვანო შენ ხარ?
-შორიდან დაგინახეთ. იცით როგორ გამიხარდა? ამას თქვენ გაჩუქებთ_ ანთებული ნივთი გაუწოდა.
-გმადლობ საყვარელო. ახალ წელს გილოცავ. სულ ბედნიერი იყავი.
-მგონი მამაჩემი მეძებს_ თვალი გვერდულად გააპარა ბავშვმა.
-გამოეპარე? ასე არ უნდა მოიქცე საყვარელო
-თქვენი ნახვა მინდოდა.
-მოდი მამასთან დავბრუნდეთ.
-კარგი ახლავე წავალ. მიხარია ,რომ გნახეთ.
-ხელი მომეცი მე წაგიყვან აქ ბევრი ხალხია და არ დაიკარგო.
-მეოთხე კლასში ვარ. უკვე დიდი ვარ.
-ჰო ეგ შენ გგონია მასე. თინანო წამომყვები? ვერ მოვისვენებ აქ მარტო ,რომ დავტოვო.
-რათქმაუნდა_ ელისამ ხელი ჩაჰკიდა ბავშვს და მასთან ერთად გზას გაუდგა. ვანო გზა და გზა ლაპარაკს არ წყვეტდა. ერთი წამითაც არ გაჩერებულა. ელისას ხშირად ეცინებოდა მის ამ ჩვევაზე,მაგრამ კარგი საშვალება იყო გარემო პირობების დასავიწყებლად._ღმერთო როგორ ცივა_ძლივს ამოიხვნეშა თინანომ და ხელები ჯიბეებში უფრო კარგად მოათავსა
-მამა, მამა_ ხელიდან გაუსხლტა ბავშვი და იქვე მდგომი კაცისკენ გაქანდა. ქურთუკზე ჩამოქაჩა და როგორც იქნა მისი ყურადღებაც მიიქცია_აქ ვარ მამა
-სად გამექეცი ბიჭო? გული გამისკდა ამდენ ხალხში სად ვიპოვნო-თქო. ახლა სცენასთან მისვლას და გამოცხადებას ვაპირებდი
-მასწავლებელი დავინახე და იქეთ გავიქეცი. ნახე აქ არის. მოდი გაგაცნობ_მკლავზე მოქაჩა ბავშვმა და ალისასკენ შემოაბრუნა
-სალამი, ახალ წელს გილოცავთ_გაუღიმა ალისამ მასზე ცოტათი უფროს და ბევრად მაღალ კაცს
-თქვენც ასევე. ჩემმა ბიჭმა ძალიან შემაშინა
-რის გამოც უკვე დავტუქსე. ასე აღარ მოიქცევა ხომ ასეა ვანო?
-ჰო_ თავი დააქნია ბიჭმა _მამა ეს ალისაა. გახსოვს ,რომ გეუბნებიოდი ჩემს საყვარელ მასწავლებელს ჩემი საყვარელი ზღაპრის გმირის სახელი ჰქვიათქო?
-ალისა საოცრებათა ქვეყანაში_გაიმეორა კაცმა
-დედაჩემი გიჟდება მაგ ზღაპარზე. ბავშვობაში სულ მაგას მიკითხავდა. მის პატივსაცემად მიწოდეს ეს სახელი. სასიამოოვნოა თქვენი გაცნობა_ხელი გაუწოდა მან
-ნიკა, ნიკოლოზ დვალიშვილი
-თქვენი გვარი უკვე ვიცი, ვანო ხომ ჩემი მოსწავლეა და თანაც ძალიან საყვარელი მოსწავლე.
-ძალიან მიხარია ამის მოსმენა. ახლა თავს აღარ შეგაწყენთ. საბავშვო პროგრამები ამოიწურა სჯობს ვანო სახლში წავიყვანო.
-არა რა გთხოვ_აწუწუნდა ბავშვი
-ძიძამ ალბათ შენი საყვარელი შოკოლადის ტორტი გამოაცხო. რომ არ მიხვიდე აწყენინებ_ მხარზე მოვია ხელი ბავშვს ._ თანაც ამდენი ფეიერვერკი იმიტომ მაყიდინე ,რომ შევინახოთ? ხომ უნდა ისროლო არა?
-ვიცნობ ქალბატონ ლუიზას. ხშირად აკითხავს ხოლმე სკოლაში.
-დიახ, ჩემი შვილი თავიდან ბოლომდე მისი გაზრდილია. ერთმანეთი ძალიან უყვართ_ რაღაცნაირად თბილი და სევდიანი სხივი ჩაეღვარა კაცს თვალებში.
-მესმის
-ახლა მართლა წავალთ და თქვენც აღარ შეგიშლით ხელს გართობაში
-რას ბრძანებთ. გამიხარდა შენი ნახვა ვანო_ კაცი შებრუნდა და ბავშვი ხელჩაკიდებული წაიყვანა გზის მეორე მხარისკენ.
-ამ კაცს აქამდე არ იცნობდი ალისა?
-არა, სკოლაში არასდროს მოსულა. ვანო ყოველთვის ძიძას დაჰყავს ხოლმე. იცი რა კარგი ქალია? გიჟდება ამ ბავშვზე.
-დედამისი?
-სიმართლე გითხრა წესიერად არ ვიცი. არ ჩავძიებივარ მაგ თემას ,მაგრამ მშობლებისგან როგორც გავიგე მის დაბადებას გადაჰყვა. გასულ წელს ექსკურსიაზეც ლუიზა ახლდა.
-საბრალო ბავშვი.
-ჰო, როგორც ჩანს ეს კაცი შეშლებულია. ბავშვს არაფერში აკლებსს. მაგრამ როგორც აქამდე მეგონა თვითონ მაინც და მაინც დიდი ყურადღებით არ გამოირჩევა. აბა რას ვიფიქრებდი ახლა, მეოთხე წელია ბავშვს ვასწავლი და ერთხელაც არ მინახავს თვალით. ალბათ ვერც ვერასდროს ვნახავდი ,რომ არა დრევანდელი შემთხვევა.
-საბრალო ბიჭი. ალბათ რძნობს დედა ,რომ არ ყავს . ალბათ რამხელა სიცარიელეა ... _ დაღონდა თინანო და ღრმად ამოისუნთქა.
-და მაინც დღეს ახალი წლის ღამეა. წავიდეთ ცოტა უფრო ახლოს სცენასთან. იქნებ ვინმე ნაცნობიც ვნახოთ.
-სხვათასორის სანამ სახლიდან გამოვიდოდი ლაშამ მომწერა ფეისბუქზე მეც მანდ ვიქნები და გამომიგზავნეთ ესემესიო.
-ხოდა გაუგზავნე მერე

VVV
ლაშა ცოტათი პუტკუნა ,მაგრამ საყვარელი ბიჭი იყო. მუდამ იცინოდა და მხიარულობდა. თმა ქოჩორივით ქონდა შეჭრილი და წინ აპრეხილი. ალლისას სახლში ქუდი ,რომ მოიძრო ყვავის ბუდესავით გაეჩეჩა. გოგონების სკოლის ამხანაგი იყო და როგორც ხშირად იკვეხნიდა თორმეტი წელი ალისასთან ერთად გაატარა ერთ მერხზე. როგორც თინანო ხირად იხსენებდა სწორედ ლაშამ ამოუკაწრა მერხზე დიდი ასოებით ''ალისა საოცრებათა ქვეყანაში''. გოგონას სკოლასიც ყველა ასე ეძახდა. თავიდან გასაბრაზებლად ბოლოს კი ეს სახელი ისე შერჩა მასწავლებლებმაც კი აიტაცეს.
-გახსოვს ალისა ნორა მასწავლებელი რომ ამოიკითხავდა ხოლმე სიას ''კობახიძე ალისა საოცრებათა ქვეყანაშიო?''
-და მერე ეს ,რომ დაუძახებდა ხოლმე ალისა ჩაის წვეულებაზეა წასულიიიი
-ბავშვებო ნუ იხსენებთ ხოლმე ასეთ რამეებს თორემ მრცხვენია სკოლაში როგორ მივდიოდი. ღმერთო რა ცელქი იყო _ თავი გააქნია ქალბატონმა ნანომ და სუფრის გაწყობა განაგრძო_ ის გახსოვთ ბიჭი ,რომ ცემა დერეფანში?
-დირექტორის კაბინეთთან_დააკონკრეტა სავარძელში მოკალათებულმა ალისამ და თან ტკბილეულს ჭამდა.
-მთელმა სკოლამ გაიგო. ამას კიდევ ვითომც არაფერიო.
-ახია მაგაზე ახლა მისმა მოსწავლეებმაც მასე რომ მოექცნენ_ უჯიკა თინანომ.
-ლაშა შვილო დარჩები?ახალ წელს ერთად შევხვდეთ
-არა ნანო დეიდა სახლში მირჩევნია. თან ალბათ უკვე მელოდებიან
ლაშამ საათს გახედა. უკვე თორმეტის თხუთმეტი წუთი იყო. წასასვლელად წამოდგა და მაგრად გამოიფუთნა ქურთუკში.
-ყინავს გარეთ საშინლად. გმადლობთ ხაჭაპურისთვის. თქვენნაირს ვერავინ აცხობს _ გაიკრიჭა ბიჭმა და სირბილით დაუყვა კიბეებს

______
დაგიბრუნდით ჩემო კარგებო , იმედია მოგეწონებათ ახალი ისტორია



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

უცნაურია,როგორც გჩვევია ხოლმე,საინტერესოც ჩანს..

 


№2  offline წევრი lisebeth

უნდა ვწერო
უცნაურია,როგორც გჩვევია ხოლმე,საინტერესოც ჩანს..

გმადლობ love

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

აუ, არადა ბოლომდე მეგონა, რომ ამ ახალ წელს, ამ საოცარ ახალი წლის ღამეს რამე ისეთი მოხდებოდა, ან სხვა სამყაროში აღმოცნდებოდა, ან რამე უცნაური, რაც შეიძლება გადახდეს ალისას და მასთან დააკავშირო.
ეჰ... საინტერესო კი იყო, უცნაურიც... რამდენიმეგან "ელისა" გეწერა და აქ დავიბენი, ალისა თუ ელისა მეთქი, მაგრამ მაინც მოვდივარ შენთან ერთად სკუპ-სკუპით.
ხო... რამე ფანტასტიკურს ველოდი, ამ სახელზე, ხომ ფაქტია მხოლოდ ის ზღაპარი გაახსენდება ყველას. თავიდან ისიც მეგონა ზღაპრიის წერა ხომ არ დაიწყო მეთქი :დ
ან ამ ზღაპარს აგრძელებს, ან თავად გვიწერს ხელახლა თქო რავიცი..
ველოდები შემდეგ თავს.
მაინტერესებს რა მოუვა ჩვენს ალისას.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent