წესები იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო! (3)
წესი#3– გულით არავის მიეჯაჭვო! ვიღაცის ხელები არა,უკნიდან ანდრია მომადგა,ეს მოულოდნელი არ ყოფილა,თუმცა მაინც შევცბი,როცა მისი სურნელი ვიგრძენი..მისი ტკბილი და სიგარეტის მწარე სუნი ერთმანეთში ირეოდა და სასიამოვნო კონტრასტს ქმნიდა.ღრმად დარტყმული ნაპასის უკუქმედებითი ამოსუნთქვა გავაკეთე, ნახშირორჟანგშთან ერთად ჰაერში თუთუნის წვისგან მიღებული ნივთიერებების გროვა გავუშვი და ფართო არეალი მივეცი.წამით თვალები დავხუჭე რამდენიმე წუთის განმავლობაში ვტკბებოდი მისი სითბოთი,სიმთვრალე არ მაძლევდა საშუალებას თავი მომეთოკა და ისიც მიკვირდა როგორ მივეცი თავს იმის ძალა,რომ მისი ახსნილი სიყვარულისთვის პირველი წითელი ხაზი გადამესვა. –რა გინდა ანდრია?–შევეკითხე იმის შემდეგ რაც ცივმა სიომ დამიბერა და ნეტარი წუთებიდან გამომიყვანა.მისი საქციელი გავაპროტესტე,თუმცა უნდა ვაღიარო,რომ იმის ძალაც კი არ მქონდა მისი ხელები ჩემი თეძოებიდან მომეშორებინა,არა ძალა კი არა დიდად არც სურვილი. –უნდა აღიარო პატარავ სიყვარული–დაჟინებით ითხოვდა ჩემს გამოტეხვას,თუმცა ამაოდ.ამ გრძნობაზე უარის თქმა რა თქმა უნდა ურთულესი იყო,მისი სიყვარული რომ მეღიარებინა ძალიან ცუდად გამომივიდოდა.ანდრია ხომ არ მიეკუთვნებოდა იმ ბიჭთა კატეგორიას,რომლებსაც ერთი გოგო ჰყოფნით,თავში ავარდნილი,საკუთარ თავზე წარმოდგენა აწეულ ტიპთა რიცხვში იმყოფებოდა და არა მარტო ანდრია,ნიკუშაც მის გვერდით იყო.ნია რაღაც ცუდად ეკურკურებოდა ნიკას და ვერც ვახერხებდი შეწინააღმდეგებას,რომ მორიგი პრობლემა არ გაგვჩენოდა.პრობლემა..ის ძალიან დიდი იყო,გულთან საკმაოდ ახლოს იყო, მისი მოახლოვებისას ჩემი მთავარი სასიცოცხლო ორგანო ფრთხილებდა, მუცელში კი პეპლები დაფრინავდნენ.ეს ხომ სიყვარულის ნიშანთაგან ერთ–ერთია.. –რა უნდა ვაღიარო ანდრია?ჩემი წელიდან ხელები ჩამოალაგე,მე უბრალოდ ძალა არ მყოფნის რომ გაგაწევინო!–ვუთხარი ოდნავ მკაცრად,თუმცა ისიც ჯიუტი გამოდგა.წელიდან ხელები კი ჩამოალაგა,მაგრამ ისეთი რამე მითხრა გაოგნებული დავრჩი. –ვიცი რომ ჩემზე ჭკუას კარგავ,ერთ დღეში მაგდენს მივაღწიე და ამ ყველაფრის აღიარებისათვის დიდი დიდი მაქსიმუმ კიდევ ორი დღე დაგჭირდეს!ბოლოს მაინც ჩემი იქნები!–მითხრა და გამეცალა.სიბნელე იყო და ვერ ვხედავდი სად იყო,ამიტომ ყველანაირად შევეცადე ხმამაღლა არ მეფიქრა..სიგარეტს ისევ მოვუკიდე და როგორც ყოველთვის წამიერად მივიღე გადაწყვეტილება რომ მებრძოლა,რა თქმა უნდა დანებებას არ ვაპირებდი,ცხოვრება ბრძოლაა და თუ არ იბრძოლე გადაგთელავენ,დაიწყე?რახან დაიწყე ბოლომდე უნდა გახვიდე,თოკი ცხრაჯერაც რომ გაგიწყდეს მეათედ უნდა გადააბა,დაეცი? უნდა წამოდგე,დაგჭრეს?მაინც უნდა იბრძოლო!თუ ვერ მოიგე სახელოვნად მაინც დაიღუპები.გახსოვდეთ!ყველაზე დიდი გამარჯვება საკუთარ თავთან გამარჯვებაა!ამ წუთში მე საკუთარ გრძნობებთან და სურვილებთან მიწევდა ბრძოლა.ანდრიას გეგმა რა თქმა უნდა არ ვიცოდი,ვერც კი წარმოვიდგენდი როგორ აპირებდა ჩემი სიჯიუტის ცხრაკლიტულის გატეხვას,თუ წიქარა უნდა ყოფილიყო მეცხრე კარის გატეხვისას ცალი რქა აუცილებლად მოტყდებოდა,ნიკუშას თაგვის როლი ექნებოდა ალბათ და რქას გაუმრთელებდა,თაგვიც ხომ იყო იმ ზღაპარში ზუსტად აღარ მახსოვს,პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს თაგვი იყო,კატა თუ თხა,ფაქტი ის იყო რომ სისხლის ბოლო წვეთამდე მებრძოლა.ამჯერად გეგმაში საკუთარ თავში ჩაკეტვა მქონდა,რადგანაც ,,ჩერეზ’’ ნიაკოთი შეიძლებოდა ინფორმაციას გაეჟონა.ამ ფიქრებში ვიყავი,როდესაც თურმე სიგარეტის მეორე ბიჩოკი საფერფლეში ,,ჩავაძაღლე’’,ვერც კი გამიგია როგორ მომიკიდებია მეორე ღერისთვის.არ ვიცი ორი კვირის განმავლობაში სიგარეტს რა რაოდენობით მოვწევ,რადგანაც ერთი დღის ჩამოსულს უკვე 10 ღერი მოწეული მაქვს.ბავშვებთან ჩასვლა გადავწყვიტე,რადგანაც ჩემი მარტოობა ეჭვქვეშ დააყენებდა ჩემს გრძნობებს ანდრიას მიმართ,რაც ყველაზე უფრო არახელსაყრელი იყო.ანდრიას ახლა უფრო უნდა დავახლოვებოდი,რადგან თუ კი მას გავექცეოდი,უფრო გამოაშკარავდებოდა სიმართლე.ქვემოთ ნელ–ნელა ჩავედი და სერიოზული,მშვიდი სახით შევედი ოთახში,სადაც ნიაკო და ნიკუშა ჭუკჭუკებდნენ, ,,ჩემი ბიჭი’’ კი ლეპტოპთან მოკალათებულა და Facebookში გულაობს. მივუახლოვდი და დავინახე ვიღაცას წერდა,შემდეგ დაწერა სტატუსი:,,ჩემი პატარა ყველაზე მეტად მიყვარს <3 <3 <3’’ და ვიღაც ლილე მონიშნა.შინაგანად ისე გავბრაზდი კინაღამ ლეპტოპი გადავალეწე თავზე,ეჭვიანობის ფეირვერკები მქონდა ტვინში, თუმცა ბრძოლა გამახსენდა,არ უნდა დავნებებულიყავი,ამ შემთხვევაში ინტერესიც კი არ უნდა გამომემჟღავნებინა,განა ეს მარტივია? მოუვიდა Notification: ,,ვიცი რომ გიყვარს,კარგი გოგო ჩანს და იბრძოლე’’. როგორც მე ვიტყოდი ხოლმე გაოგნებისას: ,,OMG’’. რა საყვარელია ეს ,,ჩემი ბიჭი’’,ნელ–ნელა მართლა გადავყავარ ჭკუიდან,შემიყვარდა,ხო ხო შემიყვარდა. ,,ეფემია! პრინციპები და ბრძოლა!’’–ჩავძახე საკუთარ თავს,აი ჩემს თავზე თვითონ გავღიზიანდი ,,ეფემია’’ რომ დავუძახე საკუთარ თავს,თუმცა წეღან რომ გონებაში მისი სიყვარული ვაღიარე,მეგონა რაღაცნაირად დავნებდი და ფარ–ხმალი დავყარე.არა! არა! და არა! არასოდეს! არავინ იოცნებოს ჩემს დამარცხებაზე..სამზარეულოს მივაშურე,ჯერ კიდევ თავისით მმართავდა სიმთვრალე და სხეულს ვერ ვიმორჩილებდი.რა მენდომებოდა ახლა მე სამზარეულოში თუ არა ყავა?მადუღარა ჩავრთე და ლოდინი დავიწყე.ამასობაში თურმე ანდრიასაც ,,შევუმჩნევივარ’’ და ლეპტოპიდან თვალმოუშორებლად გადმომძახა: –საყვარელო,ყავა მეც დამისხი გთხოვ!–,,სიტყვა შეუცლია ბიჭს,ნეტა ,,პატარა’’ს დაძახება მობეზრდა?’’გავიფიქრე ჩემთვის და თამაშში ავყევი. –კარგი ცხოვრებავ,შაქარი რამდენი გინდა?–გავძახე პასუხად. –შაქარი ორი კოვზი და ერთ–ორ კოვზ ,,სიყვარულსაც’’ თუ დაუმატებ უფრო გემრიელად დავლევ.–ამაზე ,,ღიმილით მოვკვდი’’ ამ სიტყვათა პირდაპირი მნიშვნელობით. –3–4 ს დავუმატებ სიცოცხლევ,ოღონდ შენ არ ინერვიულო.–ამაზე უკვე ღიმილი კი არა ხარხარი ამიტყდა. ამასობაში წყალიც ადუღდა და ორი ჭიქა ყავა გავამზადე,ერთში მხოლოდ თითო–თითო ყავა და შაქარი იყო,მეორეში კი ყავა, შაქარი და ბევრი დოზით ,,სიყვარული’’. რა თქმა უნდა მეორე ჩემი ბიჭისთვის იყო..მას ბრჭყალებში აღარ ვიხსენიებ,რადგან უკვე მართლა ,,ჩემი’’ იყო,უბრალოდ ამ სიყვარულს აღიარება აკლდა.მე ჩემს გრძნობებს გამოვხატავდი მის მიმართ,მაგრამ აქ ცოტა სხვანაირი სიტუაცია იყო,მთლად უთქმელი სიტყვებიც ვერ მახრჩობდა,თუმცა გულამდე მიშვებით ძნელად გამოსასწორებელი შეცდომა დავუშვი,ყველაფერი მწვანე თვალების ბრალია,ამბობენ მწვანეთვალება თუ შეგიყვარდება ვერასოდეს შეძლებო მის დავიწყებას.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.