შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვენიერი ლედის ვნებიანი ღამეები -1-


10-12-2015, 19:07
ავტორი Firefly
ნანახია 4 544

ცხოვრება მიქრის,ყოველი გასული წამი უფრო და უფრო გვაახლოვებს სიკვიდილთან.ჩქაროსანი მატალებელივით მიილტვის წინ,ცხოვრება.ამას ახლა მივხვდი როცა,მატარებელში გაჭირვებით ვარ მიკრუნჩხული ფანჯრის კიდისაკენ და უკან ვტოვებ მწკრივად მდგომ ბებერ ჭადრებს...
რამოდენიმე საათია რაც მატარებლი შეუჩერებლივ მიილტვის წინ,რელსების ტკაცა-ტკუცსი ერწყმის ხალხის ჩოჩქოლს სულს მიტკივებს ეს ჩოჩქოლი მზაფრავს, რეალობა რომელიც გულ მიკლავს, მე ხომ უკან ვტოვებ ჯერ კიდევ მამის არგაცივებულ ცხედარს,გული სიმწრისგან მეკუმშება როცა ვხვდები მომავვლის პერსპექტივა შენ არ გითვალისწინებს..
"თვალს როცა დახუჭავ მე დამინახავ,მომეჩვენეო ფრთხილად გააკანტურებ თავს,ჩუმად ჩაიჩურჩულებ 'ეს ბერიკაცი სიკვდილის შემდეგაც არ მანებებსო თავს' და ტირილს დაიწყებ.
შენი ცრემლები იყო ყოველთვის სუსტი წერტილი ჩემი,ცხოვრება ისწავლე შვილო არ დაგავიწყდეს როგორ უყვარდი შენს ბებერ მამიკოს,როგორ გეფერობოდა დაკოჟრილი ხელებით...
არ დამივიწყებ,ზედმეტად კარგად ვიცი შენი კეთილი გულის ამბავი,მხოლოდ ერთსა გთხოვ არ დაივიწყო ნოტებს შორის ინტერვალები...
უყვარხარ შენს ბებერ მამას..."-ვინ მოსთვლის უკვე რამდენჯერ წავიკითხე მამის დატოვებული წერილი,წერილი რომელსაც ეტყობოდა მამის ცრემლები...
ფურცელი საგულდაგულოდ დავკეცე და ჩანთაში შევინახე.ხელის გულებით შევიშრე ცრემლები და ფანჯარას მივადე თავი...



***
ფეხები მეკვეთებოდა მატარებლიდან გადმოსვლისას,ხანგრძლივი ჯდომის გამო კიდურები მომდუნებოდა.გაჭირვებით ავზიდე სხეული სკამიდან,ზურგჩანთა მხარზე გადავიკიდე და ხალხის მასას შევუერთდი.
თითქოს ვინმე მელოდა,ჩამქვრალი თვალები შევავლე სადგურს და უკნასკნელი კიბეც ჩავათავე.
საშინელი სუსხი მითოშავს ისედაც გაყინულ ხელებს,შარფს ცხვირამდე ვიწევ და ხელებს ჯიბეებში ვიწყობ.გზები მოყინულია,ნელი ნაბიჯებით ვცდილობ არ მოვცურდე და უვნებელი მივიდე სახლში.ფეხით მივდივარ,თითქოს რამე დამკარგვია ამ გაყინულ ქალაქში,თვალებს აქეთ-იქეთ ვაცოცებ,ხავს ვეჭიდები იქნებ,ვინმემ შემატყოს სახეზე რომ მე არ ვარ კარგად...
გაზეთების ჯიხურს ჩავუარე,იქნებ რამე ვიშოვო?ვუსვამ საკუთარ თავს კითხვას ღირს თუ არა უკანასკნელი გროშები გაზეთის ყიდვა?ბოლოს მოხუც კაცს ხელში ხურდას ვაჩეჩებ და გაზეთს ჩანთაში ვიდებ.
ფეხს ვუჩქარებ და სარდაბაზოში თითქმის სირბლით შევდივარ,კარებს ოდნავ შესამჩნევი ღიმილით ვაღებ,კარში კი მხოლოდ სიცივე მეგებება რომელშიც საშინელი ნესტის სურნელიც ირევა.ღიმილს სასოწარკვეთილი და ცრმლჩამდგარი მზერა ცვლის,კარს უხმაუროდ ვხურავ და ჩანთას დივანზე ვაგდებ.
დიდი ხანი ვზივარ დივანზე ფეხმორთხვით,ბოლოს იძულებული ვარ ავდგე და სახლი საფუძვლიანად დავალაგო.
ფანჯრებს ვაღებ და დამტვერულ ფარდებს სარეცხმანქანაში ვდებ,ბუხარს ვწმენდ,იატაკს ვრეცხავ...
ბოლოს სასომიხდილი ვეშვები საწოლზე და ვგრძნობ შხულილით როგორ მიედინება ძარღვებში სისხლი,დაღლილობა ქრება და ნელ-ნალა რული მეპარება.სამდღანი უძილობის შემდეგ თბილი საწოლი ერთგვარი შვებაა ჩემთვის,თუმცა ზარის ხმა მოსვენების საშუალებას არ მაძლევს და მეც იძულებული ვარ ავდგე და კარი გავაღო.
-მართა კარგია რომ ჩამოხვედი!-კარის გაღებისთანავე მომაყარა სათქმელი ლელამ და გულში ჩამიკრა.
-შემოდი ლელ -შინ შევიპატიჟე მეგობარი.
-აბა როგორ ხარ?დიდი ხანია ჩამოხვედი?
-არც ისე რამოდენიამე საათის წინ.-ვუპასუხე მე და თან ყავის გამზადება განვაგრძე.
-გეთქვა და დაგხვდებოდი-გაწყრა ლელა.
-არ მინდოდა შენი შეწუხება.შენ რაშვრები მუშობ?
-ოჰ სხვა რა გზა მაქვს,ხომ იცი ბებიაჩემს მდგომარეობადღითი დღე უარესდება,ვგრძნობ როგორ მეცლება ხელიდან მე კი არაფირის გაკეთება შემიძლია-ხელები აუცახცადა ლელას და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა.
-ყველაფერი მოგვარდება ლელუკა ნუ ნერვიულობ-შეძლებისგადვარად ვცადე მისი გამხნევება და ცრემლები მოვწმინდე.
ლელა იძულებული გახდა წასულიყო,რადგან სამსახური უხმობდა.სამზარეულო მოვალაგე და სასტუმრო ოთახში შევბრუნდი.
ფანჯარასთან იდგა ჩემი შავი როიალი,ხელი ფრთხილად გადავუსვი კლავიშებზე ოთახში მალევე გაიფანტა როიალისაგან წამოსვრილი ნოტები,იმდენად მქონდა შესისხლხორცებული მუსიკა რომ მის უმისოდ არსებობა არ შემეძლო.ეს მამამაც იცოდა,სულ მეუბნებოდა შეიგრძენი "ნოტებს შორის ინტერცალები"-ო.ბავშვობაში ვერასოდეს ვხვდებოდი რატომ მეუბნებოდა ამას ვერ ეხლა ვხვდები,თუმცა ამას ვერ გავიგებ მანამ სანამ არ შევიგრძნობ და არ ვიპოვი საკუთარ თავს ამ სამყაროში.
ბოლოჯერ გადავუსვი როიალს ხელი,ჩანთიდან გაზეთი ამოვიღე და კითხვას შევუდექი.
"ცნობილი ბიზნესმენი ზურა ხერგიანი მსხვილ ინვესტიციას დებს კორპორაცია "grey"-ში......"
რატომ უნდა დავინტერესდე მსგავსი სისულელეებით?შემოვუძახე თავს და გაზეთის შემდეგ გვერდზე გადავედი.კითხვა კარის ხმამ გამაწყვეტინა,ვიღაც გაბმულად რეკვდა ზარს სასწრაფოდ მივიჭერი კართან და გვაღე.
-ხო მშვიდობაა?-ვკითხე კარებში მდგარ აქლოშინებულ ლელას.
-არა არარის თამარა ცუდად გამიხდა და სამახურში ვერ მივდივარ არადა რომ არ წავიდე გამომაგდებენ....ლუღლუღებდა ლელა.
-პირდაპირ მითხარი ლელა!
-ჩემს მაგივრად შენ უნდა იმღერო-ამოიჩურჩულა და საფრთხის მოლოდინში თვალები დახუჭა.
-არვიცი-ავფორიაქდი მე ნამდვილად არ მხიბლავდა ღამის კლუბში სიმღერის პერსპექტივა მაგრამ,ლელა ჩემი ბავშვობის მეგობარია და კრიტიკულ მომენტში ვერ მივატოვებ როცა ვხედავ სიტუაციის სიმძაფრეს.
-კარგი ჰო,კარგი წავალ თამარას მიხედე.


***
დიდი ხანი ვცემდი ბოლთას კლუბის შესასვლელში,დაცვას უპრობლემოდ შევაშვებინე თავი და პირდაპირ ლელას გასახდელში შევედი.ტანსაცმელი უნდა ამერჩია მაგრამ,როცა ლელას ასე ვთქვათ "სასცენო გარდერობს" გადავავლე თვალი გული უცნაურად ამიტოკდა,ტყავის საცვლებით თავისი მათრახითურთ,ბაჭიის ბოდე და ა.შ. დარწმუნებული ვიყავი რომ ამათ არ ჩავიცვამდი ეს მარაზმი იყო!იაფასიანი კახ''სავით ვერ გამოვეწყობოდი.ამიტომ,ტყავის ელასტიკი რომელიც მეცვა ის დავიტოვე,ჩემი პერანგი გავიხადე და თეთრი მოღეღილი ტოპი ჩავიცვი.ახლა პრობლემა ის იყო სახე რითი დამეფარა,არმინდოდა ვინმეს დავმახსოვრებოდი ამიტომ შავი ლამაზი ნიღაბი გავიკეთე,ტუჩები ლამაზად მოვიხატე და დაველოდე როდის დამიძახებდნენ.

***
სცენაზე ჩემი სრული ტრანსფორმაცია მოხდა,სულ ასე ხდება როცა ვმღერი საერთოდ ვერაფერს ვერ ვამჩნევ სადღაც შორს ვარ ამ დროს,რამოდენიმე ძალზე პოზიტიურ და ენერგეტიკულ სიმღერას ვასრულებ სცენას ვტოვებ და ლელას ოთახში შევდივარ,უმარავი ყვავილი და გასმრჯელოც კი მხვდება,ფულს კონვერტში ვდებ რომ მოგვიანებით ლელას გადავცე.ისაა ნიღბის მოშორებას ვაპირებ რომ ოთახში ახალგაზრდა ქალი შემოდის.
-ლელა ასეთი კარგი არასოდეს ყოფილხარ,ყველა გადარიე...ბატონ ზურას სურს შენთან ერთად გართობა-შემომცინა ქალმა.ცოტა არისყოს შევკრთი რას ნიშნავს გართობა?ოხ ლელა,ეს რა შარში გამყავი ან ბატონი ზურა ვინაა?
-რატომ უნდა ჩემი ნახვა?-ვკითხე ქალს.
-როგორთუ რატომ?რას მეკითხები? გააკეთებ იმას რასაც სხვა დანარჩენთან ერთად აკეთებ ხოლმე გამოსვლის დასრულებისას,ზურა კი დღეს პირველად არის ჩვენთან და ძალიან მოეწონე-ჩამოარაკრაკა ქალმა და მომლოდინე მზერა მომაპყრო.
-არვიცი არ მცალია,ადრე უნდა წავიდე ბებო ყავს ავად-ამოვილუღლუღე მე და თავი დავიიმედე რომ თავს დამანებებდნენ.
-ლელა ასეთი რამის ''გამაზვა'' შეიძლება?მე რომ შენს ადგილას ვიყო სიამოვნებით წავყვებოდი,წარმოიდგინე რა დროს გაატარებ...
-მოკეტე!თუ ასე გინდა შენ გაყევი მე მეჩქარება!-ფეხზე წამოვხტი მე და კარები გავუღე რომ გასულიყო.
უკანასკნელი სალანძღავი სიტყვებით ვამკობდი ჩემს თავს რომ აქ მოვედი,თან ტუჩსაცხს ვიშორებდი როცა ცხელი თითები ვიგრძენი მუცელზე,მერე ტუჩები ყელზე,გონებამ სწრაფად მოახდინა რეაგირება ხელები მოვიშორე და განზე გავხტი.
-როგორ ბედავთ და მეხებით?ვინ ხართ უკუთხავად რომ მივარდებით ოთახში?-გავბრაზდი მე და ხელევის ქნევას მოვყევი.
-ბრაზიანი უფრო სასურველი ხარ ჩემი ნება რომ იყოს აქვე....
-გაჩუმდით!-წამოვიყვირე მე კაცმა ტუჩები გაილოკა და მხარზე მაკოცა,ამ ჟესტმა უფრო გამაცეცხლა ჩემს ჩანთას ხელი დავავლე და ოთახიდან გავიქეცი.
-ატეხილი ბუღა,უქოჩრო მამალი.იდიოტი არა როგორ გამიბედა?სალანძღავ სიტყვებს არვიშურევდი უტაქტო კაცის შესამკობად.

ახალი მოთხრობით დავბრუნდიი იმედია მოგეწონებათ,გამიზიარეთ თქვენი აზრი ღირს თუ არა გაგრძელება.



№1  offline წევრი LoNdA DM

ohooo sainteresoa da velodebi shemdeg tavs

 


№2  offline წევრი სალომე09

საიტერესოა ყველა შენი ისტორიივით. ველოდები შემდეგ თავს

 


№3  offline წევრი Firefly

LoNdA DM
ohooo sainteresoa da velodebi shemdeg tavs

ხვალ დავდებ

სალომე09
საიტერესოა ყველა შენი ისტორიივით. ველოდები შემდეგ თავს

მადლობაა ♥♥♥
--------------------
M.T

 


№4 სტუმარი anna

დზალიან დავინტერესდი მომეწონნა ავტორო love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent