შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა (თავი 1)


10-12-2015, 21:51
ავტორი Mireille16
ნანახია 1 950

-მომიცადე ,ყოველთვის რატომ გარბიხარ წინ..შეხედე ბავშვები რა შორს არიან-მომესმა უკნიდან ოდნავ ბრაზმორეული ხმა.
-რატომ უნდა გავრბოდე...ხომ იცი ასეთი ჩვევა მაქვს...არ შემიძლია ისე ნელა ვიარო,როგორც ისინი დადიან...შეხედე ახლა დგანან და საუბრობენ...არ შეუძლიათ თან იარონ და თან ისაუბრონ? გვიანია,ჩვენები არ დაიძინებენ...
-იცი კარგიცაა,რომ წინ მიდიხარ...პირველად რომ გაგიცანი გახსოვს? რასაც გაცნობა ჰქვია,თორემ პირველი შეხვედრა ცუდად მახსოვს....სულ მეცინება ამაზე.
-მე მრცხვენია..მანძილის შეგრძნება დავკარგეთ...
-ჰოო..ლინდაა?
-ჰა-შევხედე დაღლილი თვალებით..ვიცოდი რაღაცის თქმა უნდოდა უკვე დიდი ხანია...მაგრამ არ ან ვერ ამბობდა...
-მიყვარს ასე რომ მპასუხობ-გაეცინა,წამით გაჩერდა,მერე სწრაფი ნაბიჯებით დამეწია.
- 'არასდროს არ მიცდი...არც მომავალში მომიცდი?
- ყოველთვის უკან მომსდევ..მომავალ....
-ჰო...მომავლშიც ლინდა..-მაშინვე გამაწყვეტინა სიტყვები ...
-ძალიან ჩამოგვრჩნენ არა? დაველოდოთ- სიტუაციიდან გამოვძვერი,როგორც 3 კვირის წინ,2 დღის წინ და 1 საათის წინ...
-არა,მე მინდა რომ ვიაროთ...უნდა გკითხო რაღაც...
-კარგი...- ამოვიოხრე,გვერდზე მივუდექი,ნაბიჯი ავუყოლე... ტკბილად გაეღიმა..
-სულელი და ბანალური არ გეგონო..მაინტერესებს...გყვარებია როდესმე? - გამომხედა გვერდიდან და სწრაფადვე მიიხედა...
-რატომ უნდა გიპასუხო?ხომ იცი ჩემზე არასდროს ვსაუბრობ არა?
- კარგი რა...მითხარი..უბრალიდ,ვფიქრობ,უნდა ვიცოდე...
-არა
-არ ვიცი
- რა არ იცი- ნერვიულად და უადგილოდ გამეცინა...არ მესიამივნა ჩემი საქციელი...
-გამიხარდეს თუ არა...
- 'ღმერთო მოვრჩეთ..დანარჩენები გაბრაზდებიან რა...გაჩერდი..მოვუცადოთ!
-ლინდა რომ გითხრა მიყვარხართქო....
-გადაირიე? -ტონშეცვლიმა გავაწყვეტინე საუბარი
-თითქმის ყველაზე საშინელი პასუხი რასაც გავიგებდი-ნაღვლიანად გაეცინა...თავი ჩახარა...თითქოს მომარიდა თავისი გრძნობები...მეგონა ჩემს აჩქარებულ პულსს,თითოეულ გულისცემას გაიგონებდა... ინსტიქტურად უკან რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი...
-არ გჯერა არა?- მაგრად დახუჭა თვალები,თითქოს თავი ისე ასტკივდა სადაცაა ღრიალს დაიწყებსო..შემეშინდა.
- რა?- ვიკითხე სულელურად..
-ვიცი,ალბათ არ გიმსახურებ...შენ ის მოგწონს,ალბათ..-
შემომხედა გაფართოებული გუგებით...
- ვინ ის? -ვიკითხე დაბნეულად.
-კარგი რა გგონია ვერ ვამჩნევ? ყოველთვის შენს გვერდითაა,როცა მე სხვაგან ვარ...შანსს ხელიდან არ უშვებს..
-ნუ სულელობ- ამიკანკალდა ხმა ბრაზისგან.
-ლინდა..!
-აღარ თქვა არაფერი...გეფიცები ხვალვე წავალ სახლში და ვეღარასდროს მნახავ!!!
-სკამზე ჩამოჯექი...დაველოდოთ ბავშვებს....ჩემს ხმას ვეღარ გაიგებ...
-არა!
-კარგი რა... რა გინდა ახლა ნერვიულობისგან მოვკდე?
-ღმერთო-მოწყვეტით დავეშვი სკამზე...
-სულ ღმერთს ახსენებ,როცა ჩემთან ხარ- გაეღიმა,თვალები ისევ მაგრად დახუჭა,კიდევ უფრო მაგრად და სკამის ზურგს მძიმედ მიეყრდნო...შევხედე...საფეთქელთან კანი გულის ცემის რიტმში იკუმშებოდა და იშლებოდა..მე ვგრძნობდი...მთელი არსებით ვგრძნობდი მას....
ის ღამე არ მეძინა,განერვიულებული,ჩაფიქრებული,აღელვებული ვუყვებოდი ჩემს მეგობარს ამ ამბავს და არ მჯეროდა..რა ვქნა,ასეთი ტიპის ადამიანი ვარ...არ მჯერა სხვა ადამიანების...მათი სიტყვების...მგონი სერიოზული პრობლემა მაქვს ამასთან დაკავშირებით..თითქოს ტვინში რაღაც ნერვი არ მუშაობს ისე როგორც საჭიროა...ადრე ბევრს ვენდობოდი,ახლა აღარავის ..არ ვიცი...იქნებ ესეც ჩემი ბრალია...მახსოვს პირველად როგორ დავინახე..ეს არ ყოფილა ერთი ნახვით შეყვარება და ათასი სისულელე...მეგობრები შევიკრიბეთ...მე და ჩემი დაქალი გვიან მივედით,ვიღაც უკრავდა...ყოველთვის მინდოდა სიმღერის ნიჭი მქონოდა...ძნელად გადავიტანე არქონა..მაგრამ მაინც განსაკუთრებული გრძნობა მაკავშირებდა ამ ყველაფერთან....ზურგიდან დავინახე ახალი ბიჭი მეგობრებში და რატომღაც დაუკითხავად ზედმეტად დაღლილი გიტარის ბუდეზე ჩამოვჯექი...
-ჰეი,ადექი გაბრაზდება...-ჩამჩურჩულა მეგობარმა...
-ნუ გეშინია ჩემი სილამაზით მოვხიბლავ და როგორმე გადაიტანს - გავუღიმე და თვალი ჩავუკარი...
-საიდან ამდენი დავდაჯერებულობა? -თვალები მომიჭუტა ქეთიმ,ეტყობოდა გაოცდა..ეშმაკური ღიმილი შეეპარა სახეზე...
- უხ კარგი რა..ხომ არ შევჭამ რა იყო-მეწყინა
-შენ ყველაფერი რატომ გწყინს? აიი,მორჩება დაკვრას,შემობრუნდება და ნახავ რაც მოგივა...
-თქენ სულ უნდა კინკლაობდეთ? მაცადეთ მოსმენა-ალუღლუღდა დაჩი
-დაჩიიი...დიდი ხანია შენი თმა არ მიწვალებია- აუქაჩა წარბები ქეთიმ და ნელნელა დაიწყო მისკენ მიწევა.
-ქეთი სერიოზულად გატკენ რამეს იცოდე..არ მომეკარო..არც მე და არც ჩემს თმას გესმის? -
დაიყვირა დაჩიმ ხმამახლა...გიტარის ხმა მიწყნარდა...მთელი 14 კაცი უყურებდა მათ. ქეთი ფეხზე წამოდგა,მითხრა მივდივარო, ისე,რომ უკან არც მოუხედავს'...მივხვდი ტიროდა..ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა ცრემლის ძირს დავარდნის ხმასაც კი გაიგებდი..რომც არ გქონოდა სურვილი,მაინც...
- რა რეგვენი ხარ ბიჭო...ფსიქიატრს გაესინჯე-წამოვდექი ფეხზე..
-ერთად წადით-ამეყუდა წინ გიტარიანი ბიჭი
-შენ ვინ გეკითხება? უფრო სწორად ვაფშე რა გინდა-გავბრაზდი და ხმა ამიკანკალდა როგორც ყოველთვის.
-მე რა მინდა? გეთქვა,გიტარას დაგიდებდი და იმაზე დამჯდარიყავი..უფრო კონფორტულია...-გეღიმა შხამიანად.
- ღმერთო...უკაცრაავად,მეგონა პატრონი სულელი არ ეყოლებოდა...დაჩი შენს საქციელზე იფიქრე,-ვუთხარი ისე,რომ უცნობისთვის თვალი არ მომიშორებია,- ..კარგად ბავშვებო - ვთქვი და გამოვტრიალდი,ქეთი უკვე შორს იყო წასული...ბოლოს რაც იქ დავინახე ჩემი ბაღის მეგობრის "ვიცი დამნაშავე ვარ" სახე იყო...რატომ უყვირა ვერ მივხვდი...მახსოვს ქეთი როგორ მოსთქვამდა და ამბობდა აღარასდროს,აღარასდროს დაველაპარაკებიო... ხანდახან პირობას ვერ ვასრულებთ არა? ..ხანდახან? არა,ხშირად და ესაა ჩვენი სისუსტე...იქნებ პირობებს სულ უნდა ვასრულებდეთ ან არასდროს ვდებდეთ..არ ვიცი,რომელი უფრო სწორი ან სამართლიანია...იქნებ პირობებმა ბევრი გულისტკენა წაიღონ თან? თუმცა ვინ რას გაატანს ..უბრალოდ მჯერა,მინდა მჯეროდეს,რომ პირობების გარეშე უფრო მარტივია ცხოვრება...
დილით კარზე კაკუნი გაისმა...ნანა დეიდა იყო,ქეთის დედა...მე და ქეთი ჩახუტებულები რომ დაგვინახა,გაეღიმა.. მიხარია,რომ ერთმანეთი იპოვეთო..მერე ხელი აწია და ჩემი ტელეფონი ჰაერში შეათამაშა სიცილით.
- მისაღებში დაგრჩენია გუშინ...ქეთი რეკავდა...
-ეს როგორ რეკავდა? სძინავს- ვიკითხე სულელური გამომეტყველებით.
-ლინდა,-გულიანად გაეცინა ნანა დეიდას,- რა გჭირს დედაშენი რეკავდა...
-ვაი,ვაიი,- გამეცინა მეც,- რაო რა მინდაო?- მაშინღა გამოვიხედე თვალებიდან.
-არ მიპასუხია..სველი ხელები მქონდა,სანამ გავიმშრალე გათიშა..- ტელეფონი ბალიშზე დამიდო,ქეთი გააღვიძე და წამოდით გემრიელობები მოგიმზადეთო.. და გავიდა...
დედას 1 საათი მაინც ველაპარაკე,მიყვებოდა რა ხდებოდა მათთან,თურმე სამსახურში კადრებს ამცირებდნენ და ეშინოდა მეც არ გამომიშვან,მერე შენი სწავლის ფული რითი გადავიხადოთოო..ვაწყნარებდი მამას ხომ სტაბილური ხელფასი აქვს-მეთქი,მაგრამ მაინც არ ცხრებოდა...ბოლოს კარგი მაგვიანდებაო და თავად გათიშა...
ქეთის გავხედე,ერთი თვალი დაეჭყიტა,მეორე სადღაც საბნის ნაკეცებში იმალებოდა...
-ციკლოპმა გაიღვიძა- ავღნიშნე
-ნაწყენმა ციკლოპმა-შემისწორა უღიმღამოდ და ის თვალი,რომელიც უჩანდა მეორე თვალთან ერთად ჩაფლო ბალიშში..
- 'ქეთი კარგი რა...ალბათ გაბრაზდა..ხომ იცი ისე რა საყვარელია დაჩი...
-ლინდა....ვიციიი,ვიიიციი და ისიც კარგად ვიცი,რომ ვაღიზიანებ..მე კი მინდა სხვანაირად იყოს-წაილუღლუღა დეპრესიულად.
-ერთნაირად ლუღლუღებთ-ისევ ავღნიშნე საზეიმოდ.
-გაგინო თუ ხო?
-არა იყოს..ჩემით გავალ...-გამოვუყავი ენა და კარები შევხსენი...მერე მოვტრიალდი..
-ქეთიი...
-ჰო?
-ნუ იდარდებ...გამოასწორებს...კარგი?
-ჰო
-ქეთი...- თავი ამოწია.
- რა გინდა შე ჩემი ცოდვით სავსევ?-შეისწორა ქათმის ბუმბულივით არეული თმა.
-ის გიტარიანი ბიჭი ვინ იყო?
-დაადგა თვალი...ბაბნიცა..-დაიჯღანა...
-რა შუაშია..ვეკამათე და დამაინტერესა
- აკი მოვხიბლავო? - შეათამაშა წარბები სიამაყით...
-ქეთიიი
- ჰო,კარგი..მგონი ტყუპების დეიდაშვილია...
-ტყუპებს იმდენი დეიდაშვილი ჰყავთ რა გავიგო რომელია?
-არ ვიცი,მგონი სანდრო ჰქვია
- ფუ...ნუ ღადაობ...მართლა რა ჰქვიაა....
- არა გეფიცები,-მკერდზე მიიდო ხელი,-თუ არ გჯერა სადმე რამეს ვიპოვი ბიბლიის პონტში...
- 'არა იყოს...სანდრო რატომ ჰქვია..- ჩავილუღლუღე და ოთახიდან გავედი....



№1  offline წევრი Mireille16

ჩემი პირველი ისტორიაა )) ღირს გაგრძელება ?

 


№2 სტუმარი სტუმარი

გააგრძელე, ჯერ ვერაფერი გავიგე, მაგრამ კარგად წერ.....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent