სიზმარი(გაგრძელება)
მეორე დილით დედამ გამაღვიძა არც კი მახსოვდა რა მოხდა იმ ღამეს, ავდექი, ხელპირი დავიბანე, დედას უკვე გაემზადებინა ჩემთვის ტანისამოსი. მოვწესრიგდი და სამზარეულოში გავედი, სადაც ყოველ დილით მთელი ოჯახი ერთდ ვსაუზმობთ, მამა როგორც ყოველთვის გაზეთს კითხულობდა და თან ცხელ ყავას მიირთმევდა, დედა კი... დედა ხომ ყოველთვის ჩვენზე ზრუნავდა, როგორც კი მაგიდას მივუჯექი და ფინჯანის ასაღებათ გავიწოდე ხელი მაშინვე თვალწინ ის საშინელი საფლავის ქვა წარმომიდგა, შევკრთი, სამწუხაროთ ჩემს მშობლებს (და ალბათ ყველა მშობელსაც)_ ვერაფერს გამოაპარებდი _ რა მოხდა ანასტასია?მკითხა შეშინებულა დედამ _ რაზე მეკითხები დედა? მივუგე შეუმჩნევლად _ როგრო თუ რაზე, წამში გაფითრდი და ხელიც კი გაგიშეშდა არაფერი დაგვიმალო ანა- ჩაერთო მამაც _ არაფერი მომხდარა ვერ ვხვდები რაზე ლაპარაკობთ. კვლავ არ შევიმჩნიე არაფერი ნამდვილად არ მინდოდა მათი შეშინება ამ სულელური სიზმრის გამო, ამიტომ სწრაფად გადავიტანე ლაპარაკი სხვა თანაც მათთვის საინტერესო თემაზე, როგორც იქნა თავი დავახწიე ამ უხერხულ სიტვაციას ჩანთა ავიტაცე და აუჩქარებლად წავედი კარისკენ. სკოლა ახლოს მქონდა და ფეხით სიარულს ვამჯობინებდი ხოლმე, დავადექი ნაცნობ გზას და თან ვფიქრობდი რას შეძლება ნიშნავდეს ასეთი სიზმარი, ისევ ნაცნობმა შიშმა მომიცვა , მაგრამ მგონი ეს უკვე შიშზე მეტი იყო, თითქოს ვემზადებოდი სიკვდილისთვის გონებაში წრმოვიდგინე შავებში ჩაცმული დედა, როგორ ქვითინებდა ჩემს სასახლესთან, მამა რომელიც სიგარეტს სიგარეტზე უკიდებდა და კვამლი უკვე სულს უხუთავდა, წარმოვიდგინე ლორდიც როგორ დამიტირებდა, გამიგია ძაღლები ძალიან ძნელად ეგუებიან პატრონის სიკვდილს, ყველანი შემეცოდნენ მაგარმ სიმართლეს გეტყვით საკუთარი თავი ყველაზე მეტად. მე ხომ ჯერ ბავშვი ვიყავი სკოლა უნდა დამემთავრებინა, შემყვარებოდა კაცი და ცოლად გავყოლოდი გვყოლოდა შვილები და შვილიშვილები, აი მერე, აი მერე კი შეიძლებოდა სიკვდილი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.