შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა შემიყვარდა,მაშინ დავკარგე (დასასრული)


10-12-2015, 23:21
ავტორი Gauqmda Gauqmda
ნანახია 2 735

დაბრუნდა და მისი დაბრუნების ამბავი ანიმაც შეიტყო.ისევ აფურიაქდა ანის სული,ისევ დაუბრუნდა აუტანელი გაურკვევლობის შეგრძნება,უნდოდა ენახა, მაგრამ ისევ რაღაც აკავებდა.გამოცდები დაიწყო,ამიტომ გიოს ნახვის დრომ ისევ გადაიწია.გიო არ ჩნდებოდა ანას ცხოვრებაში და უკვე ამაზეც ნერვიულობდა.დავიჯერო ასე უბრალოდ და მარტივად დამივიწყაო?თუმცა რაღა უბრალოდ,იმის მერე რაც მე გავუკეთე,სხვას არც არაფერს ისე უნდა ველოდეო,ფიქრობდა ის.დღეს დღე მისდევდა,თუმცა არაფერი იცვლებოდა,გარდა ანას გრძნობებისა,რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ გიო საშინლად ენატრებოდა,რომ მხოლოდ მისი დანახვაც კი საკმარისი იქნებოდა მისი ბედნიერებისთვის.ბევრჯერ გადაწყვიტა მისულიყო მასთან,მაგრამ ვერ ბედავდა,ყველაფრის შემდეგ ასე უბრალოდ მივიდე და ვნახო,მისი ცხოვრება ისევ ყირაზე დავაყენო,ამის უფლება არ მაქვსო.ცდილობდა,მასზე აღარ ეფიქრა,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.ბოლოს გადაწყვიტა რომ ალბათ გიოს აღარ ვუყვარვარ,თორემ ასე არ გაქრებოდა ჩემი ცხოვრებიდანო და ამიტომ მეც უნდა დავივიწყოო.მაგრამ ცხოვრებამ არ მისცა ამის უფლება.ანი მეგობარმა დაპატიჟა დაბადებისდღეზე.ანიც წავიდა რათქმაუნდა.ამ დღეს ის განსაკუთრებულად ლამაზი იყო.ყველას მზერა მისკენ იყო მიპყრობილი,განსაკუთრებით კი ერთი ადამიანის,რომლის ნახვასაც ანი არ ელოდა.გიო იქ იყო.ანის მის დანახვაზე მუხლები აუკანკალდა,თითქოს ძალა წაერთვა და ძლივს მოასწრო აივანზე გასულიყო და იქვე მდგარ სკამზე ჩამომჯდარიყო.სუნთქვა ეკვროდა,ჰაერი ვერ ჰყოფნიდა,უნდოდა იქაურობას მოშორებოდა.გიოს თვალები,მისი გამოხედვა ახსენდებოდა და ტანზე ტაო აყრიდა.უცებ ისე მოუნდა მოხვეოდა,მთელი ძალით მოხვეოდა და მისი სურნელი შეეგრძნო.ამ აზრებმა კიდევ უფრო ცუდად გახადა.უცებ ვიღაცის ნაცნობმა ხმამ მოიყვანა გოგნს და მის წინ მდგომს შეხედა,რომ დაინახა გიო იყო საერთოდ დაკარგა აზროვნების უნარი.
-ანი გელოვანი,გოგონა რომელიც ჩემი ცხოვრების აზრს წარმოადგენდა.რას წარმოვიდგენდი მას აქ თუ ვნახავდი,ის ხომ ისე წავიდა ჩემი ცხოვრებიდან და ისე მომიშორა თავიდან თითქოს რაღაც უსარგებლო ნივთი ვყოფილიყავი.
ანი თავს ვეღარ აკონტროლებდა,გრძნობდა რომ ხმის ამოღება არ შეეძლო და უნდოდა გაქცეულიყო,თუმცა ვერ ახერხებდა გიო კი ლაპარაკს განაგრძობდა.
-ბევრჯერ წარმომიდგენია,როგორი იქნებოდა ჩვენი შეხვედრა ამდენი ხნის მერე,მაგრამ ვერ ვხვდებოდი,მინდოდა შენთვის მეკითხა,შენთვის არასდროს არაფერს ვნიშნავდი?ასე რატომ მომექეცი?ასე რატომ გამწირე?ხო მართლა შეყვარებული როგორ გყავს?
-გიო მაპატიე,მხოლოდ ამის თქმა შეძლო გოგომ და ტირილი დაიწყო.
-მოიცა რა თქვი?კიდევ ერთხელ გამიმეორე,მომესმა?არ არსებობს,ნუთუ თავად ანი გელოვანი ითხოვს პატიებას,ეს ხომ წარმოუდგენელია.ხალხო გესმით?ანი გელოვანი პატიებას მთხოვს.ხმას აუწია ბიჭმა.
-გიო გეყოფა,არ არის ამხელა ცინიზმი საჭირო.
-როცა მე გთხოვდი აჩერებულიყავი,გაჩერდი?არა პირიქით გადამიარე და გამთელე,მე რატომ უნდა გავჩერდე?
-გეყოფა გესმის?ფეხზე წამოვარდა ანი და გიოს ეცა.არცერთი დღე არ გასულა რომ შენზე არ მეფიქრა,დღითი დღე უკეთესად ვაცნობიერებდი რა გავაკეთე და გაგიკეთე,ყოველ დღე უფრო ცუდად ვგრძნობდი თავს,ვნანობდი ჩემს საქციელს,მტკიოდა, იმიტომ რომ შენ გატკინე,საკუთარი თავი მეზიზღებოდა რომ ასე მოგექეცი,სწორედ ამიტომ გთხოვე პატიება.თუმცა როგორც სჩანს სჯობდა ეს არ გამეკეთებინა.მე მთელი გულით გთხოვ პატიებას.მაპატიებ თუ არა ეს შენი გადასაწყვეტია,თუმცა როგორც ვფიქრობ არ მაპატიებ,ამაზე შენი ცინიზმი მეტყველებს,ამიტომ აქ დარჩენის მიზეზს ვერ ვხვდები.
წასვლა დააპირა და ახლაც გიომ მოკიდა ხელი,თავისკენ მიიზიდა და მოეხვია.ჩაეხუტა მთელი გრძნობით.
-მემგონი გიბრუნებ და როგორ ფიქრობ ისევ მოგცემ წასვლის საშუალებას?არა პატარავ,აღარ გაგიშვებ,არასდროს.
ანის ეფერებოდა,მკერდში იკრავდა,გრძნობდა რომ გოგოსაც ძალიან სიამოვნებდა მისი ასე მოპყრობა.
-აღარ გაბედო არასდროს,რომ ისევ ასე მომექცე.შენ მართლა გეგონა რომ ასე უკვალოდ გავქრებოდი?მე ხომ გითხარი სანამ არ მეტყვი რომ გიყვარვარ,თავს არ დაგანებებ მეთქი.ეს პერიოდი კი იმიტომ არ ვჩანდი რომ მინდოდა დრო მომეცა და დაფიქრრებულიყავი.მიჭირდა უშენოდ.შენი ხმის გარეშე არცერთ დღეს არ ჰქონდა აზრი.თუმცა ვხვდები რომ ცდად ნამდვილად ღირდა.
-მენატრებოდი,ძალიან მენატრებოდი გიო.
-ღმერთო რა ბედნიერი ვარ,ამას რას მოვესწარი,შენგან ისევ მესმის ეს სიტყვები.მეც ძალიან მენატრებოდი პატარა.ბიჭმა გოგონას სახე ისევ ხელებში მოიქცია და კიდევ ერთხელ აკოცა თავის სახვარელ ბაგეებს.კოცნიდა მთელი გრძნობით,მთელი არსებით და უცებ იგრძნო რომ ეს არ იო ცალხრივი კოცნა,გოგოც მთელი გრძნობით კოცნიდა მას.მერე ისევ მოეხვია.
-ახლა ვხვდები რა არის ბედნიერება.მიყვარხარ ჩემო პატარა და მადლობა რომ მომეცი საშუალებე ბედნიერი ვყოფილიავი.
მთელი საღამო ასე იქნებოდნენ ერთად,რომ არ შეეხსენებინათ რომ დაბადებისდღეზე იყვნენ.სახლში შევიდნენ.ყველა ცეკვავდა და ერთობოდა.
-წამოდი ჩვენც ვიცეკვოთ(ანი)
-სიამოვნებით პრინცესა,ამაზე უარს როგორ გეტყვი(გიო)
-მიხარია რომ ჩემთან ხარ.
-აბა მე მკითხე როგორ,ასეთი ბედნიერი ჯერ არ ვყოფილვარ.
ისინი ისევ მოეხვივნენ ერთმანეთს და ცეკვა დაიწყეს.სწრაფი და ენერგიული მუსიკა უცებ ნელმა ვალსმა ჩაანაცვლა და მათაც მალე აუწყვეს ფეხი სასიამოვნო მელოდიას.ბიჭმა თავი გოგოს ყელში ჩარგო.ასე ცეკვავდნენ კარგახანს,სანამ ანიმ სიმძიმე არ იგრძნო და გიორგი ზედ არ ჩამოეკიდა.გიომ გრძნობა დაკარგა.მაშინვე სასწრაფო გამოიძახეს.გიო საავადმყოფოსი გადაიყვანეს.ანი გვერდიდან არ შორდებოდა.ანალიზები გაუკეთეს.გონს მოვიდა თუმცა სახლში არ გაუშვეს,სანამ პასუხს არ გავიგებთ მანამდე ვერ გაგიშვებთო.გიოს ჩაეძინა.ანი კი ექიმთან გავიდა ანალიზების პასუხის გასაგებად.კარზე დააკაკუნა
-შეიძლება ექიმო შემოვიდე?
-რათქმაუნდა მობრძანდით.
-ნუცუბიძის ანალიზის პასუხები მაინტერესებს,წესით უნდა იყოს უკვე.
-სწორედ ახლა ვნახე მისი პასუხები და თქვენ ვინ ბრძანდებით მის,ახლობელი ხართ?
-დიახ გახლავართ და შეგიძლიათ მითხრათ?რამე უდი ხომ არ არის?
-სამწუხაროდ კარგს ვერაფერს გეტყვით.
-რა?რა სჭირს ექიმო?მითხარით დროზე.
-ლეიკემია,იგივე სისხლის გათეთრება,თანაც უკვე საკმაოდ ღთულ ფაზაშია შესული.აქამდე ასე როგორ მოიდა რომ არაფერი აწუხებდა ვერ ვხვდები.
-არა,ალბათ გეშლებათ.შეუძლებელია ეს გიოს სჭრდეს.
-დაწყნარდით,გოგონა,ყველაფერს ეშველება.ჩვენთან არა მაგრამ გერმანიაში შესაძლებლია მისი მკურნალობა,შესაბამისად შნსებიც არის რომ გამოჯანმრთელდება.
ანი ლამის კუიდან შეიშალა.მალე ახლობლებსაც ყველაფერი გააგებინეს და გიოსაც რათქმაუნდა.ანი გიოს პალათაში იყო და ცრემლებს ძლივს იკავებდა.
-ანუკი არ იტირო პატარა,ხომ იცი მე ძლიერ ვარ და გადავიტან ამ ყველაფერს,უფროსწორად ერთად გადავიტანთ,როცა ჩემს გვერდით ხარ არაფრის მეშინია საყვარელო.
-ვიცი გიო,ვიცი რომ კარგად იქნები.მალე გერმანიაში წახვალ და იქიდან სრულიად ჯანმრთელი დაგვიბრუნდები.
-შენც წამოდი.ექვსი თვე უშენოდ ვერ გავძლებ.გთხოვ წამოდი.
-არ შემიძლია შენც ხომ იცი.მეც მინდა შენს გვერდით ყოფნა თანაც ძალიან,მაგრამ ვერ მოვახერხებ.მალე გავა ეს თვეებიც და მალე დაბრუნდები.მერე კი სულ ერთად ვიქნებით. გოგო მოეხვია ბიჭს და ტირილი დაიწყო.
მალე ყველაფერი მოაგვარეს გიოს გასამგზავრებლად.ანიმ და მისმა მეგობრებმა გააცილეს გიო.დღეები გადიოდა,ყოველდღე უფრო და უფრო მეტად ენატრებოდა ანის გიო,მიუხედავად იმისა რომ სკაიპით ყოველ დღე ლაპარაკობდნენ,გათიშავდნენ თუ არა მაშინვე ტირილს იწყებდა ანი.თითქმის ხუთი თვე გავიდა,გიოს მკურნალობა წინ მიიწევდა და გაცილებით უკეთესად იყო. გიომ გადაწყვიტა ოტა ადრე დაბრუნებულიყო უკან,ექიმებისგან ნებართვა აიღო და იმ დღესვე დაბრუნდა თბილისში.ჩამოსვლისთანავე ანას სანახავად წავიდა,მან არაფერი იცოდა გიოს ჩამოსვლის შესახებ,სურპრიზი იყო.სახლში მიაკითხა,მაგრამ იქ არ დახვდა.ანის დედამ უთხრა რომ უნივერსიტეტში იყო და ისიც იქით გაეშურა.უნივესიტეტის შესასვლელს უახლოვდებოდა როდესაც ანა დაინახა და დაუძახა.ანა გიოს დანახვაზე სიხარულის ცრემლები მოადგა თვალებზე,ჩანთა და წიგნები იქვე დაყარა და გიოსკენ გაიქცა.როგორც კი მიუახლოვდა,ფაქტიურად შეაფრინდა და ისე ძლიერად ჩაეხუტა,ბიჭი ლამის გაგუდა,მერე გაუშვა,ხმის ამოღებაც კი არ დააცადა გიოს ისე აკოცა.ბიჭი გაოცებული უცქერდა გოგოს,რომელიც მას კოცნიდა,პირველდ მოხდა რომ ანიმ მას თავისი სურვილით აკოცა.
-გიო რატომ არაფერი მითხარი?ვაიმე გავგიჯდები,რა მაგარია შენ ისევ აქ ხარჩემს გვერდით.ხმერთო როგორ მიხარია.
-იქნებ მეც დამაცადო ლაპარაკი.გაუღიმა გიომ ანის.მერე ისევ ძალიან მაგრად ჩაიხუტა.ღმერთო რა ბედნიერი ვარ.როგორც იქნა მეღირსა შენთან ჩახუტება.ძალიან მომენატრე პატარავ,ძალიან.
-აბა ალა მე მკითხე.დღეებს ვითვლიდი,ისენი კი არადა არ ილეოდნენ.ლამის გავგიჟდი უშენოდ.
-ახლა რას აპირებ?
-და შენ?
-მე მინდა რომ შენთან გავატარო მთელი დღე.
-მაშინ მეც იგივეს ვაპირებ,რასაც შენ,რადგან აღარ მინდა არეცერთი წუთი უშენოდ.
გიომ სადღაც დარეკა,მერე ანის მოუბრუნდა და უთხრა:
-ხომ მენდობი?
-ეს რა შეკითხვაა?რათქმაუნდა გენდობი.
-მაშინ ერთად უნდა წავიდეთ,წამომყევი.
ანი არც დაფიქრებულა ისე გაყვა.არც ის უკითხავს სად მიდიოდნენ,უბრალოდ მიდიოდა მის გვერდით და ბედნიერი იყო ამით.მისთვის ესეც საკმარისი იყო.გიომ ის მანქანაში ჩასვა და ქალაქგარეთ გავიდნენ.ორი საათის სიარულის შემდეგ ტყის პირას გაჩერდნენ.
-აქიდან ფეხით უნდა წავიდეთ(გიო)
-კარგი,სადაც მეტყვი ყველგან წამოგყვები,ოღონდ შენს გვერდით ვიყო.
გზა ფეხით განაგრძეს.ტყის სიღრმეში რომ შევიდნენ,მდინარემდე მივიდნენ,მდინარესთან იქვე პატარა ხის სახლი იყო და გიომ გოგო იქით წაიყვანა.კარი რომ შეაღეს გოგოს გაოცებას საძღვარი არ ჰქონდა.იქაურობა ათასგავრი ყვავილებით და მისი საყვარელი ტკბილეულით იყო სავსე.იქვე მაგიდა იყო ორ კაცზე ,მაგიდასთან კი კაცი იდგა.რომელიც ახალ მოსულებისკენ წამოვიდა.
-როგორც მთხოვე გიორგი,ყველაფერი ისე გავაკეთე.
-ანი მოგწონს?(გიო)
-რათქმაუნდა,აქაურობა ულამაზესია,გიო აქ ყველაფერი ისეა მოწყობილი თავი საოცრებათა ქვეყანაში მგონია.
-დიდი მადლობა ბატონო დათო რომ დამეხმარეთ.ამას არ დაგივიწყებთ,თქვენთან ვალში ვარ.
-როგორ გეკადრება გიო,როცა დაგჭირდე შენს გვერდით მიგულე.
მერე დაემშვიდობნენ ერთმანეთს ბიჭები და დარჩნენ ორნი მხოლოდ.
სახლი პატარა,თუმცა ძალიან მყუდრო იყო,იქვე ბუხარი გიზგიძებდა და ათბობდა ამ პატარა სახლს.გიო და ანი ჯერ სასადილოდ დასხდნენ,ყველაფერი უგემრიელესი იყო,მერე კი ბუხართან გადმოინაცვლეს.იქვე იატაკზე ალიჩა ეფინა და ზედ ბალიშები ეყარა,ბალიშებძე დასხდნენ,ანი გიოს მიეყრდნო და თვალები დახუჭა.მერე უცებ წამოხტა და ტელეფონს ხელი დაავლო.
-რას აკეთებ ანი?
-უკვე გვიანია და დედა უნდა გავაფრთხილო რომ შენთან ერთად ვარ,თორემ ინერვიულებს.ანიმ დედას დაურეკა და მერე ისევ გიოს გვერდით დაჯდა.
-იცი როგორი ბედნიერი ვარ რომ ახლა ერთად ვართ?იცი რამდენი ხანი ველოდი ამ წუთებს?ანი უშენოდ მართლა არ შემიძლია ცხოვრება.შენ ხარ ჩემთის ყველაფერი.დღეს როგორც მზე ისე მინათებ,საღამოს კი მთვარე ხარ ჩემი.(გიო)
-გიო რააც მინდა გითხრა.
-რა უნდა მითხრა პატარავ?გისმენ.
-გიო,იცი?ერთ რამეს მეც მივხვდი.მივხვდი რომ ჩემი სამყარო ხარ და დედამიწა ჩემთის მხოლოდ შენს ირგვლივ ტრიალებს,მივხვდი რომ სულ შენთან მინდა ვიყო და იმასაც მმივხვდი ეს ველაფერი რატომ მინდა,იმიტომ რომ მიყვარხარ.
გიო უსმენდა ანის და ყოველი წინადადების შემდეგ უსაზღვრო ბედნიერებით ივსებოდა,უფრო ახლოს მიიწია გოგოსთან,ისე რომ კარგად ესმოდა მისი გახშირებული სუნთქვა,აჩქარებული გულისცემა,მისი სახე ანისას გაუსწორა და აკოცა,აკოცა ისე როგორც არასდროს.ანიც აჰყვა,გრძნობდა რომ არ უნდოდა გაჩერებულიყო,ეს მხოლოდ სურვილი არ იყო,ეს ვნება იყო რომელსაც ისინი ერთმანეთის მიმართ განიცდიდნენ,ვნება რომელიც მათ ძლიერ სიყვარულს ახლდა თან.ისინიც აჰყვნენ ამ ვნებას და გადაეშვნენ უკიდეგანო გრძნობების მორევში.ისინი უკვე სრულიად ეკუთვნოდნენ ერთმანეთს,სულით-ხორცამდე.ბედნიერები იყვნენ ისე როგორც არასდროს.არ უნდოდათ ამ წუთების დასრულება.უნდოდათ სამუდამოდ გაგრძელებულიყო,თმცა საბოლოოდ ყველაფერს აქვს დასასრული.შმდეგი ერთი თვე ერთი წუთი არ გაუთარებით ერთმანეთის გარეშე.ერთი თის შემდეგ გიოს ისევ მოუწია გერმანიაში დაბრუნება.მკურნალობა უნდა გაეგრძელებინა.ანი გაჰყვა მას ისევ აეროპორტში.
-გიო არ მინდა რომ წახვიდე.
-სულ რაღაც ერთი თვით მივდივარ და მალე დავბრუნდები,მეც გამიჭირდება მაგრამ უნდა გავუძლოთ პატრავ.მერე ჩამოვალ და სამუდამოდ ერთად ვიქნებით გპირდბი.
-არ მინდა წახვიდე,ასე მგონია რომ სამუდამოდ მიდიხარ ჩემგან,ეს საშინელი შეგრძნება თავს არ მანებებს.
-რას ამბობ ანუკი?სამუდამოდ მხოლოდ მაშინ წავალ როცა მოვკვდები,მანამდე კი შენს მიტოვებას არ ვაპირებ.
-მიყვარხარ გიო,ყველაზე და ყველაფერზე მეტად.
-მეც მიყვარხარ ჩემო პატარავ,ყველაზე და ყველაფერზე მეტად.
გიო დაემშვიდობა ანის და თვითმფრინავში ავიდა.ანის გული და გონება თან გაჰყვა გიოს.სახლში ატირებული დაბრუნდა და თავის ოთახში ჩაიკეტა,ეგონა რომ გიოს ვეღარ ნახავდა და საშინლად იტანჯებოდა.გიოს გამოკვლევების ჩატარება უწევდა და კლინიკაში დააწვინეს,ამიტომ ანის ვეღარ ურეკავდა ხშირად.ორი კვირა ისე გავიდა ერთმანეთს არ დალაპარაკებიან,შემდეგ კი გიოს დამ დაურეკა ანის.
-ანი გიო ცუდად არის.
-რა?რას ამბობ?რა მოხდა?
-რაღაც ვირუსი შეხვდა და სუსტი იმუნიტეტის გამო,ორგანიზმს არ შეუძლია ებრძოლოს მას.
-ნუ მაშინებ.საქმე ძალიან ცუდად არის?
-ძალიან ან.უნდა ჩმოხვიდე,თორემ შეიძლება გიო ვეღარასდროს ნახო.
ამ სიტყვების გაგონებაზე ყურმილი ხელიდან გაუვარდა და ტირილი დაიწყო,ისტერიკაში ჩავარდა,თავს ვეღარ იკავებდა,ვერავინ აწყნარებდა.მერე დამამშვიდებელი გაუკეთეს და ჩაეძინა.მალევე გაიღვიძა და დედას სთხოვა,ყველაფერი მოეგვარებინა რომ გერმანიში მეორე დილითვე გაფრენილიყო.ქალბატონმა მაკამაც ყველაფერი მოაგვარა და მეორე დილას ანი გერმანიაში გაემგზავრა.ჩასვლისთანავე საავადმყოფოში წავიდა.როგორც კი შევიდა მაშინვე გიოსთან შესვლა ითხოვა.არ უშვებდნენ რადგან გიო ძალიან ცუდად იყო,თუმცა გიოს დედის თხოვნის შემდეგ შეუშვეს,მის პალატაში.კარში რომ შევიდა და გიო დანახა,ცუდად გახდა,როდესაც მის გაყვითლებულ სახეს და ხელებს ხედავდა უნდოდა ბოლო ხმაზე ეყვირა და ეტირა.შევიდა და გიოსთან ახლოს დაჯდა.გიოს ეძინა,მისი შესვლა არ გაუგია.გოგონა ცრემლებს ვერ იკავებდა როცა მის საყვარელ ადამიანს ამ მდგომარეობაში ხედავდა.
-გიო,ჩემო საყვარელო,გთხოვ არ წახვიდე,არ დამტოვო,შენ ხომ დამპირდი,ასე ნუ მომექცევი გთხოვ.ტიროდა და თან ხელზე ეფერებოდა მას.შეხების დროს გიოს გამოეღვიძა,თუმცა ხმა რა ამოუღია,მდუმარედ უყურებდა საყვარელ ქალს და სტკიოდა როცა მის ტკივილს გრძნობდა.ანის არ შეუმჩნევია მისი გაღვიძება რადგან თვი საწოლზე ჰქონდა დადებული და ისე განაგრძობდა ლაპარაკს.
-გიო,არ უნდა დაგვტოვო,შენ ახლა ყველაზე მეტად გვჭირდები,ხო გვჭირდები,მე და შენს პატარას,რომელიც მალე მოევლინება ამ ქვეყანას.მან უნდა გაიგოს მამის სითბო და სიყვარული.მას შენ სჭირდები და არ გაქვს უფლება რომ დაგვტოვო.
-რა?რა თქვი პატარავ?ჩვენ რა პატარა გვეყოლება?
-გიო,შენ ყველაფერი გესმოდა?გაიღვიძე?ჩემო ძვრფასო.
-მესმოდა და მინდა კიდევ გამიმეორო ის რაც თქვი.ეს სიმართლეა?
-სიმართლეა,ამლე დაიბადება ჩვენი პატარა და შენ ჩვენთნ უნდა იყო.გესმის?ჩვენს გვერდით.
-ანი,მაპატიე პირობას ვერ ვასრულებ.
-ამას ნუ ამბობ შენ არაფერი დაგემართება,კარგად გახდები ნახავ კარგად გახდები.
-შენც ხომ იცი რომ ეს სიმართლე არაა.უბრალოდ მინდა რაღაც გითხრა.ძლიერი იყავი,ჩვენი პატარას ხათრით,გაუძელი ყველაფერს,მე კი მუდამ თქვენთან ვიქნები და არასოდეს მიგატოვებთ.ვერ დამინახავთ,თუმცა გვერდიდან არ მოგშორდებით.ჩემს სიახლოვეს ყოველთვის იგრძნობთ.დამპირდი რომ არ იტირებ,დამპირდი რომ ძლიერი იქნები და დამპირდი რომ კიდევ შეიყვარებ.მინდა რომ ბედნიერი იყო.
-გიო ასე ნუ ლაპარაკობ ყველაფერი კარგად იქნება.ჩვენ ერთად გავზრდით ჩვენს პატარას,შენ ნახავ როგორი შვილი გვეყოლება.
-ან იცი?ბიჭი თ იქნება მინდა ანდრეა დაარქვა და გოგო თუ იქნება ლილე.
-ჩვენ ერათად დავარქმევთ მას სახელს.მიყვარხარ და სიცოცხლის ბოლომდე მხოლოდ შენ მეყვარები,სხვა არაფერი გავიგო ახლა,დაისვენე,მე აქ ვარ არსად მივდივარ.
ცოტახანში გიოს ჩაეძინა,მერე ოთახში გიოს დედა შემოვიდა და ანის გადაეხვია,ტიროდა.უცებ აპარატის ხმა გაიგეს,რომელიც გიოს გულის ცემის გაჩერების ხმას გამოსცემდა,ანიმ კივილი დაიწყო,ექიმები მოცვივდნენ,მაგრამ ვერაფერი უშველეს.გიო დაიღუპა.
ხუთი წლის შემდგ
-ანდრეა მოიცადე საყვარელო ნუ გარბიხარ.
-დედა,დედიკო მინდა რომ ყვავილები სწრაფად მივუტანო მამას.
-დამელოდე ძვირფასო,ერთად მივუტანოთ.
დედა-შვილი ეთად მივიდა გორგი ნუცუბიძის საფლავზე.პატარა ანდრეამ ყვავილები მამიკოს სურათთან დაალაგა და სურათს მოეფერა.ანიმაც იგივე გააკეთა და მერე პატარას მოეფერა.
-გიო ისევ მოვედით,შენს პატარას უნდიდა აქ მოსვლა და მამიკოსთვის ყვავილების მოტანა.ძალიან მენატრები.
-დედიკო,რატომ ტირი?შენ ხომ მითხარი რომ ამიკო ცაშია და იქიდან სულ ყვიყურებს და სულ ჩვენთნ არისო.რომ დაგინახოს გაბრაზდება რომ ტირი.აღარ იტირო რა,.უთხრა და მოეხვია დედას.
-ხო საყვარელო მამიკო სულ ჩვენთან არის და ასე იქნება ყოველთვის.მას ჩვენ ძალიან ვუყვარვათ,ამიტომაც არასოდეს არ მიგვატოვებს.
-დედიკო იცი?მეც ძალლიან მიყვარს ჩემი მამიკო.

მაპატიეთ რომ ამდენ ხანს დავაგვიანე და გალოდინეთ,უბრალოდ ძალიან ცუდად ვარ ჯანმრთელობის გამო და ძლივს შევძელი დასრულება.იმედი მაქვს მოგეწონებათ და არ გამიბრაზდებით.



№1  offline წევრი nini :)

ძაან მაგარი იყო ემოციებით სატვირთული
love

 


№2  offline წევრი Gauqmda Gauqmda

nini :)
ძაან მაგარი იყო ემოციებით სატვირთული
love

მადლობა დიდი,მიხარია რომ მოგეწონა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent