ოცნებიდან რეალობაში
მაღვიძარა დილის ექვს საათზე დარეკა. აუ როგორ მეძინება, არა ნახევარი საათი კიდევ უნდა წავუძინო ჯერ არ მაგვიანდება, გავიფიქრე და ისე, რომ ზემოთ არ ამიხედავს მაღვიძარას გამორთვა დავაპირე. უეცრად ხელში საშინელი ტკივილი ვიგრძენი და ამან საბოლოოდ გამომაფხზილა. ოხ თემო თემო. ესეც მისი მორიგი ოინი, მაღვიძარას გვერდით კაქტუსი დაუდგამს, როცა მეძინა. როგორ მიხარია, რომ დღეს სახლში ვბრუნდები და ერთხელ და სამუდამოდ მოვშორდები ჩემს აუტანელ ბიძაშვილს. ჩემზე სამი წლით არის უფროსი და ჩემზე ნაკლები ჭკუა მოეკითხება. ამის შემდეგ დაძინებას ნამდვილად ვეღარ მოვახერხებდი. ავდექი, ნატკენი ხელი სპირტით მოვიბანე და ბინტით გადავიხვიე. შემდეგ ჩაცმა შევუდექი. მოკლე ჯინსის შორტი და ჩემი საყვარელი ცისფერი მაისური სწრაფად მოვირგე, თმა დავვარცხნე და ჩემი წასასვლელად მომზადებაც ამით დასრულდა. სასტუმრო ოთახში ბიძაჩემი დამხვდა. -ნიაკო უკვე გაიღვიძე? ძალიან კარგი მოდი უცებ ისაუზმე და სადგურზე გაგიყვან -კარგი ხელებს დავიბან და ახლავე დავბრუნდები სახლში მატარებლით უნდა წავსულიყავი, რომელიც რვა საათზე გადიოდა. სანამ ბიძაჩემი მაგიდას აწყობდა თემოს ოთახში ავირბინე. ვიცოდი ჯერ გაღვიძებული არ იქნებოდა, ამიტომ სამაგიეროს გადახდა გადავწყვიტე. ჩუმად მივეპარე და მთელს სახეზე კბილის საწმენდი პასტა წავუსვი, შემდეგ კი ფურცელი და კალამი ავიღე წერილის დასაწერად: . ბარათი საწოლთან დავუდე და გარეთ ფეხაკრებით გამოვედი. ქვემოთ, რომ ჩავედი მაგიდა უკვე გაწყობილი დამხვდა. მსუბუქად ვისაუზმე, ამ ყველაფერს ფორთოხლის წვენი დავაყოლე და ფეხზე წამოვდექი. ბიძაჩემმა მანქანაში ჩამსვა და სადგურზე დამტოვა. მატარებელი ათ წუთში უნდა გასულიყო. ძლივს-ძლივობით ავიტანე ჩემი ბარგი და მატარებელში ავედი. იქ ბევრი თავისუფალი ადგილი იყო, ამიტომ ჩემთვის ყველაზე საუკეთესო შევარჩიე და იქ მოვკალათდი. თავიდან წიგნის კითხვა დავიწყე, მაგრამ გული ვერ დავუდე. არ ვიცოდი სანამ თბილისში ჩავიდოდი რა მეკეთებინა. ერთხანს ლეპტოპი ამოვიღე და ფილმი ჩავრთე, მაგრამ ნახევარი საათიც არ იყო გასული რომ დამიჯდა. სხვა გზა არ იყო, როგორმე უნდა მომეთმინა. ყველაზე მეტად ის მახარებდა, რომ დღეს მამა ჩამოდიოდა ლონდონიდან და მატარებლიდან ჩამოსულს სადგურში ის დამხვდებოდა. სამი წლის წინ გაემგზავრა და მის მერე აღარ მინახავს. წარმომედგინა დედას როგორ უხაროდა ეს ამბავი, ალბათ სიხარულით მეცხრე ცაზე იყო. ვფიქრობდი ამ ყველაფერზე და თან იმასაც ვამჩნევდი, რომ მამრობითი სქესის წარმომადგენელთა მთელი ყურადღება ჩემკენ იყო მოპყრობილი. სიმართლე, რომ ვთქვა ასეთი რამეები უკვე აღარ მაკვირვებდა. იმაში, რომ მუდამ ყურადღების ცენტრში ვყოფილიყავი, ყველაფერი მიწყობდა ხელს, მათ შორის სხეულის პარამეტრებიც. ყველა მეუბნებოდა შენი გარეგნული მონაცემებით მე რომ ვიყო დაჯილდოვებული უკვე მილიონერის ცოლი ვიქნებოდიო. მე კი ჯერ მხოლოდ თვრამეტი წლის ვარ და შეყვარებული არასოდეს მყოლია. არ ვიტყვი, რომ თაყვანისმცემელთა ნაკლებობას განვიცდი, პირიქით საკმარისზე მეტიც მყავს ზოგი კი იმდენად მავიწროვებს რომ მოსვენება მაქვს დაკარგული, მაგრამ ჯერ ვერ ვიპოვე ის ერთი, რომელიც მეც დამაინტერესებს. მათი დაჟინებული მზერა რომ არ დამენახა, ვითარების განსამუხტავად ტელეფონი ამოვიღე და იმეილი შევამოწმე. წერილმაც არ დააყოვნა, უკვე ვიიცოდი ვინც იქნებოდა და მაშინვე ვინანე, რომ ტელეფონს ხელი მოვკიდე. როდესაც შეტყობინებებში შევედი ჩემი ვარაუდი გამართლდა. სწორედ ის იყო ვისაც ველოდი. ჩემი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი ანრი, რომელიც მუდამ თავს მაბეზრებდა. <<როგორ ხარ პატარა>> -მწერდა მისი შეტყობინება პასუხის გარეშე დავტოვე. მაინტერესებდა თემო თუ იყო ონლაინზე. აი ისიც, ახლა მივწერ და ჩემებურად ნერვებს მოვუშლი. <<თემო ჩემი სიურპრიზი როგორ მოგეწონა>> მალე პასუხიც მომივიდა: <<ვერ გადამირჩები ნიაკო>> <<კარგი ერთი>> << შენთვის ახალი ამბავი მაქვს >> << რა ამბავი? >> <<ერთ კვირაში შენთან ჩამოვდივარ სტუმრად. ჩემები აგარაკზე მიდიან, მე წასვლა არ მინდა და არც აქ მინდა მარტო გაჩერება, ამიტომ თბილისში გადავწყვიტე ჩამოსვლა. ახლაც კარგ ხასიათზე ხარ? რაღაც მეეჭვება>> -დამცინავი გაუხდა ტონი აი ახლა კი მართლა დამერხა, ცუდადაა ჩემი საქმე. ვიფიქრე თავი დავაღწიე მეთქი და ახლა კიდევ ეს. არა რა ნამდვილად უბედურ ვარსკვავზე ვარ დაბადებული. <<კარგი თემო არ ინერვიულო, როგორმე გავუძლებ შენს სისულელეებს>> <<ახლა უნდა წავიდე. გკოცნი, მალე გნახავ>> <<კარგი მეც გკოცნი>> ანრის შეტყობინებები არა და არ წყდებოდა, რამაც იძულებული გამხდადა ტელეფონი დროებით გამეთიშა . . . ფანჯარაში უხმოდ ვიყურებოდი, როცა შემდეგ გაჩერებაზე ერთი ბიჭი ამოვიდა. დაახლოებით ჩემი ასაკის იქნებოდა. ადგილებს დიდხანს ათვალიერებდა, ბოლოს მზერა ჩემი მაგიდის წინ მდგარ ცარიელ ადგილას შეაჩერა და ჩემკენ დაიძრა. -შეიძლება დავჯდე? -თქვა, როცა მომიახლოვდა და იქამდე დაჯდა სანამ ჩემს პასუხს მოისმენდა -გეტყოდი არა მეთქი, მაგრამ უკვე ზიხარ -ისევ ფანჯარაში გავიხედე ჩემს ნათქვამზე უცნობმა ხმამაღლა გაიცინა და გამჭოლი მზერა მესროლა. -რატომ არა? რამეში ხელს გიშლი? -თქვა, როცა სიცილი შეწყვიტა -არა, უბრალოდ ტრანსპორტში მარტო მირჩევნია ჯდომა. არ მიყვარს, როცა სხვასთან მიწევს ადგილის განაწილება. -გასაგებია მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუო. ეს ადგილი ძალიან მომწონს და სხვაგან გადასვლას არ ვაპირებ -ამას, რომ ამბობდა სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა. -როგორც მახსოვს ეს არც მე მითხოვია -ძალიან კარგი, ესეიგი მოვრიგდით -ასე გამოდის -კვლავ ფანჯარაში ყურება განვაგრძე -მე რატი ვარ -თქვა და გასაცნობად ხელი გამომიწოდა -ნია -მის ხელს ხელი შევაგებე და თავაზიანად გავუღიმე -თბილისში მიდიხარ არა? -ჰო გამოიცანი. და შენ სად მიდიხარ? -საბედნიეროდ ერთი გაჩერება გვაქვს -იდაყვით მაგიდას დაეყრდნო -ვიცოდი, რომ დღეს რაღაც გამიხარდებოდა -მის სიტყვებს ირონიით ვუპასუხე რატიმ ისევ გაიცინა. ამჯერად ისე მომხიბვლელად, რომ მთელი ხუთი წაამი თვალმოუშორებლად მივშტერებოდი, რაც მას არ გამოჰპარვია. -მოხდა რამე? -თქვა და სიცილი შეწყვიტა -არაფერი, უბრალოდ ღიმილი მართლა ძალიან გიხდება -შენ კი ძალიან ლამაზი ხარ ნია -ამას ალბათ ყველა გოგოს ეუბნები -ისევ ჩემს სილამაზეზე საუბარი ეს უკვე საკმაოზე მეტად მაღიზიანებდა. -არა, ყველას ნამდვილად არა. მხოლოდ ერთეულებს -და ამისთვის მადლობა უნდა გადაგიხადო? -როგორც საჭიროდ ჩათვლი –ბიჭი მაგიდას მოშორდა და ამჯერად სკამზე გადაწვა პასუხი აღარ გამიცია, გარეთ გავიხედე და თავი მოვიჩვენე, თითქოს ფანჯრის მიღმა გადაშლილი პეიზაჟების ყურება ძალიან მსიამოვნებდა, სინამდვილეში კი ვცდილობდი მისთვის თავი ამერიდებინა. ჩემდა საბედნიეროდ ხმა არც ერთს არ ამოუღია. ფანჯარას თვალი მხოლოდ მაშინ მოვწყვიტე, როცა მატარებელი თბილისის სადგურს მიადგა და რატისკენ გავიხედე. მას თავი გვერძე გადაეგდო და პატარა ბავშვივით ეძინა. ამის დანახვამ ღიმილი მომგვარა, მაგრამ გონს დროზე მოვეგე, მივედი და გასაღვიძებლად ოდნავ შევარხიე. -ჰეი გაიღვიძე ჩვენი გაჩერებაა რატიმ თვალები ნელა გაახილა და გაკვირვებული მომაშტერდა. მხოლოდ მაშინ შევნიშნე, რომ მისი მწვანე თვალებიც ისეთივე მომაჯადოებელი იყო, როგორც თვითონ იგი. -ხომ თქვი თბილისში მივდივარო? -თქვა და ფეხზე წამოიწია -შენი აზრით ახლა სად ვართ? გამოფხიზლდი ლამაზთვალება -მოიცა, მოიცა გაიმეორე რაც ახლა თქვი -რა ვთქვი? -თავი მოვიჩვენე, თითქოს არ მესმოდა რას ამბობდა -ზუსტად ამ წუთას კონპლიმენტი მითხარი -სახეზე იდუმალი ღიმილი გადაეფინა. ჯანდაბა როგორ უხდება ღიმილი -გავიფიქრე გულში -ჰო ასე გამოდის -წამოვწითლდი -მართლა ასე ფიქრობ? -რა თქმა უნდა -კარგი თუ ასეა გმადლობ -არაფრის წამით ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა და დუმილი ჩამოვარდა, რომელიც მან დაარღვია. -მომეცი მოგეხმარები -ჩემს ბარგს ხელი დაავლო -გმადლობ, მართლა ძალიან მძიმეა ის წინ მიდიოდა, მე კი უკან მივყვებოდი. როდესას მატარებლიდან ჩამოვედით მანქანასთან მამაჩემი შევნიშნე, რატის სასსწრაფოდ გამოვართვი ჩემი ბარგი- ისე რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო, მადლობა გადავუხადე და მამაჩემის მანქანისკენ გავიქეცი. -მამიკო როგორ ხარ? -პასუხისთვის არ დამიცდია ისე გადავეხვიე -კარგად შენ როგორ ხარ? როგორ იმგზავრე? -ძალიან დავიღალე. საბოლოოდ დავასკვენი, რომ მატარებლით მგზარობას ვიტან -და მხოლოდ მაშინ გამახსენდა, ის ვინც მთლი ეს დრო ჩემს გვერდით იჯდა შემდეგ კი რატომღაც მალულად მზერა მისკენ გავაპარე, ის უკვე აღარსად ჩანდა, რამაც გული ძალიან დამწყვიტა, მაგამ ვერ გამეგო რატომ. ფიქრებიდნ მამას ხმამ გამომარკვია. -კარგი არაუშავს, ჩაჯექი მანქანაში და დაისვენე. იცი რამდენი საჩუქარი ჩამოგიტანე? -მართლა? რა საჩუქარი? -საჩუქრების ხსენებამ გუნება ცოტათი გამომიკეთა -ნუ ხარ სულსწრაფი ნიაკო. რომ მივალთ ნახავ -კარგი მამიკო. ძალიან მომენატრე -მეც ძალიან მომენატრე პატარა. ამ დღეებში სადმე ერთად წავიდეთ დასასვენებლად. სამი კვირით შვებულებას ავიღებ. დედას ამაზე უკვე ველაპარაკე -ამ დღეებში სამწუხაროდ არ გამოდის -რატომ? -ერთ კვირაში ჩვენთან თემო ჩამოდის. მისი მშობლები აგარაკზე მიდიან, მას კი წასვლა არ უნდა და მარტო რომ არ იყოს თბილისში ჩამოდის. -მერე რა? თემოც თან წავიყვანოთ. ზღვა ხომ უყვარს? -თემოც თან წავიყვანოთ? ეს კარგად არ ჟღერს -კოპები შევკარი -ნუ ხარ ასეთი უხეში, რა დაგიშავა იმ ბიჭმა? -მამამ გამიღიმა და ლოყაზე მიჩქმიტა -კარგი რა მამა, თემოსთან ერთად როგორ უნდა დავისვენო? -აბა რა ვქვნათ, მთელი ზაფხული თბილისში ვიჯდეთ? -კარგი როგორმე გავუძლებ -ოღონდ ერთ რამეზე უნდა შევთახმდეთ, არანაი დისკოტეკები და არანაირი სახლში დაგვიანება. ათი საათის შემდეგ სასტუმროდან გასვლა გეკრძალებათ, თემოსაც ასე გადაეცი. თუ ამ წესს არ დაემორჩილებით ჩომოდნებს ჩაალაგებთ და აგარაკზე წახვათ თემოს მშობლებთან გასაგებია? -კარგი კარგი გპირდები ამ მხრვ პრობლემას არ შეგიქმნი -იმედი მაქვს, რომ ასე იქნება -და სად მივდივართ? -ბათუმში. ხო მართლა, ის ბიჭი ვინ იყო ბარგი რომ ჩამოგატანინა? -არ ვიცი. აქეთ, რომ მოვდიოდი ჩემს გვერდით იჯდა. რატომ მეკითხები? -მგონი მოეწონე ასე არაა? -კარგი რა მამა, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ? -ალბათ არა -მერწმუნე ასე ჯობია ამასობაში სახლშიც მოვედით. დედას სუფრა უკვე გაშლილი ჰქონდა და ჩვენ გველოდებოდა. რატომღაც ჭამა არ მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე ჩემს ოთახში გავსულიყავი და ცოტა დამესვენა. როდესაც შიგნით შევედი, ლოგინზე წამოვგორდი და კომპიუტერი ჩავრთე. როგორ მომნატრებია აქაურობა. ჩემი ოთახი ძალიან მიყვარს. მან ყველაფერი იცის ჩემზე. იცის თუ რამდენჯერ მიტირია საკუთარ ბალიშზე, იცის ის ლამაზი ზღაპრები, რომელსაც მამა მიკითხავდა ძილის წინ, როდესაც პატარა ვიყავი და კიდევ ათასი წვრილმანი. კომპიუტერი მალევე გავთიშე, რადგან იქ ჩემი თაყვანისმცემელი ირაკლი დაჟინებით მთხოვდა სადმე შევხვედროდი. ირაკლი გასულ ზაფხულს თემომ გამაცნო, მისი ახლო მეგობარია. გაცნობიდან ორ კვირაში კი სიყვარული ამიხსნა. ხანდახან მგონია, იყო ლამაზი ეს ძალიან მოსაბეზრებელია და ზოგჯერ აუტანელიც. ამის გამო არცერთ ბიჭს ჩემთან მეგობრობრობა არ შეუძლია. რამდენჯერაც გავიფიქრე, ის ჩემი მეგობარია და სხვანაირად არ შემომხედავს მეთქი, იმდენჯერ გამიცრუვდა იმედი. არადა როგორ მომწონს, როცა ბიჭი და გოგო საუკეთესო მეგობრები არიან, ყოველგვარი სიყვარულისა და მოვალეობებისგან თავისუფალი. მე კი ასეთი რამ არასოდეს მღირსებია. სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზამთ. ირაკლისთანაც ვმეგობრობდი და მეგონა ისიც ამგვარად იყო განწყობილი ჩემს მიმართ, მაგრამ როგორც უკვე გითხარითორ კვირაში ჩვენს მეგობრობას წერტილი დაესვა. ახლა კი აღარ იცის რა ქნას, რომ ჩემი სიყვარული მოიპოვოს. არადა რას ვერჩი? ძალიან მომხიბვლელია, განათლებული და ჩამოყალიბებული. მხიარული და კარგი მოსაუბრე. თანაც ბევრისგან გამიგონია, თუ ერთხელ ვინმე შეუყვარდება და ისიც იმავე გრძნობით უპასუხებს სხვა გოგოსკენ არასოდეს გაიხედავსო, მაგრამ რა ვქვვნა არ მიყვარს. მე მას მხოლოდ მეგობრად აღვიქვამდი. ან საერთოდ რა არის ეს სიყვარული? მე ეს არასოდეს განმიცდია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს გრძნობა ჩემგან მილიარდი კილომეტრით არის დაშორებული და ჩემკენ გამოხედვაც კი არ უნდა. ალბათ იმიტომ, რომ იდეალურ ადამიანსა და უჩვეულო ურთიერთობას ვეძებ. ისეთს როგორიც მხოლოდ ფილმებშია, მაგრამ ისიც ვიცი, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ყველას გვაქვს რაღაც ნაკლი, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია და ჩვენს ძალებს აღემატება . . . ამ ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მთელი დღეების განმავლობაში სახლში ვიჯექი. ხანდახან თუ გავიდოდი გარეთ ჩემს მეგობრებთან ერთად, უფრო სწორად ჩემს არც ისე ახლო მეგობრებთან ერთად. რაც შეეხება საუკეთესო მეგობრებს- სამი საუკეთესო მეგობარი მყავს. ანა, თიკა და ლიზი. ჩვენ ბავშვობის მეგობრობა გვაკავშირებს და ჩვენი ურთიერთობის ბევრს შურს კიდეც. ჩემთვის ისინი დებივით არიან და თითოეული მათგანი სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. სამწუხაროდ ახლა სამივე დასასვენებლადაა წასული და მათთან მხოლოდ ინტერნეტით მაქვს კავშირი. ბევრი, რომ აღარ ვილაპარაკო ეს კვირა მოწყენილობაში გავატარე. დღეს კი ჩემს ბიძაშვილს ველოდებოდით, რომელიც წუთიწუთზე უნდა მოსულიყო. ამ დროს ჩემს ოთახში ვიყავი და ფილმს ვუყურებდი. უცებ კარზე კაკუნი გასიმა. -ნია კარი გააღე, ალბათ თემო მოვიდა -მომესმა სამზარეულოდან დედას ხმა -ახლავეე -ვთქვი და კარისკენ გავექანე, მაგრამ გზაში ფეხით ხალიჩას წამოვედე და მთელი ძალით ძირს დავენარცხე. როცა გონს მოვედი უკვე საავამყოფოში ვიყავი და თავზე მამა მადგა -სად ვარ? აქ რა მინდა? -თავი დაარტყი და გონება დაკარგე. ახლა როგორ ხარ? -ახლა კარგად. როდის გამწერენ? -წამოჯდომა ვცადე, მაგრამ მამამ შემაჩერა -არა მოიცა. ჯობია იწვე. თავი ძალიან ძლიერად დაარტყი. რაც შეეხება აქედან წასვლას საღამომდე დაგაკვირდებიან, თავზე გადაგიღებენ და თუ ყველაფერი წესრიგში გექნება გაგწერენ -დედა სადაა? -ის და თემო გარეთ გელოდებიან, თუ გინდა დავუძახებ -არა, ცოტა ხანს დავისვენებ თავი მტკივა -კარგი მაშინ მეც გავალ. თუ რამე დაჭირდეს დაგვიძახე, ჩვენ აქვე ვიქნებით -კარგი აუცილებლად მამას გასვლიდან რამდენიმე წუთში, მოთენთილობა ვიგრძენი და თვალები დახუჭე . . . როდესაც გამომეღვიძა შუაღამე იყო. ექიმმა გვირჩია, რომ ამაღამ საავადმყოფოში დავრჩენილიყავი, ხოლო ხვალ დილით კი აუცილებლად გამწერდნენ. ახლა ის უნდა გადაგვეწყვიტა ღამით ჩემთან ვინ დარჩებოდა. მამას არ შეეძლო, რადგან სამსახურში მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა და კარგად უნდა გამოეძინა. ამ შეხვედრაზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული, მათ შორის მისი საწინაურების საკითხიც. დედას კი მაინდამაინც იმ დღეს მისმა დაქალმა თავისი პატარა შვილი დაუტოვა. თვითონ მშობლების სახლში წავიდა მამამისი იყო მძიმედ ავად, ამიტომ გადაწყდა, რომ ჩემთან თემო უნდა დარჩენილიყო და ისიც სიხარულით დათახმდა ამ შემოთავაზებას. დედა და მამა გააცილა, შემდეგ კი ისევ ჩემთან დაბრუნდა. -როგორ ხარ? თავი ისევ გტკივა? -საშინლად. იქნებ ექიმს თხოვო და რაიმე წამალი მომიტანო -დავიწუწუნე -კარგი, ახლავე დავბრუნდები -თემო გარეთ გავიდა, რამდენიმე წუთში კი წამლით ხელში დაბრუნდა უკან -რა წამალია? -ვკითხე როცა გამომიწოდა -არ ვიცი დიდი სახელი აქვს წარმოთქმა მიჭირს. ექიმმა თქვა ორი აბი დალიოს და მალე გადაუვლისო -თემომ კოლოფიდან ორი ტაბლეტი ამოაცურა, წყალი დამისხა და წამალთან ერთად მომაწოდა -გმადლობ -არაფრის. სხვა რაშვები როგორ ხარ? -როგორ უნდა ვიყო, ვერ ვიტან საავადმყოფოს სუნს. ვერ წარმომიდგენია აქ დაძინება როგორ უნდა შევძლო, თანაც მთელი ღამით -შენი არ იყოს ამ სუნზე მეც ალერგია მაქვს. თან სხვაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ეს სავარძელი იმდენად მოუხერხებელი და პატარაა მასში კატაც კი ვერ დაიძინებს -ორივეს გაგვეცინა -რამდენი ხნით რჩები? -თუ ჩემს გამოთვლებს დავუჯერებთ ორი კვირით -მამა ამ დღეებში ზღვაზე აპირებს წასვლას. მე და დედაც მივყვებით. გამოდის, რომ შენც მოდიხარ -კიდევ გაბრაზებული ხარ ჩემზე არა? -კონკრეტულად რომელზე ამბობ? უკვე იმენი დამიგროვდა, ვეღარც კი ვიხსენებ -კარგი ვიცი. მაპატიებ? უბრალოდ ამ დღეებში ჩემს თავს არ ვგავდი -კარგი გაპატიებ. მოდი ჩაგეხუტო ძალიან მომენატრე -მეც მომენატრე ნიაკო -თემო ფეხზე წამოდგა და ჩამეხუტა -ხო მართლა დამავიწყდა მეთქვა. მომავალ კვირაში ბათუმში მივდივართ, ალბათ სასტუმროშ დავრჩებით -ჯანდაბაა! -რა მოხდა? -ზღვის ტანსაცმელი არ წამომიღია. არც კი ვიცოდი წასვლას თუ აპირებდით. რატომ არ მითხარი? -კარგი არ ინერვიულო. ჩემს ძველ საცურაო კოსტიუმს გათხოვებ, მე მაინც აღარ ვიყენებ -დამცინი არა? -კარგი კარგი. აქედან რომ გამწერენ გამოგყვები და იყიდე. ფული ხომ გაქვს? -კი ფული მაქვს -ხოდა ძალიან კარგი. პრობლემა მოგვარებულია -რამე ხომ არ გჭირდება? -არა გმადლობ, თუ გინდა ტელევიზორი ჩართე ცოტას გაერთობი -კარგი აზრია ტელევიზორში რაღაც კარგი ფილმი გადიოდა, გვიანობამდე ვუყურებდით და ვერც კი გავიგეთ ისე ჩაგვეძინა. მეორე დღეს ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა. თემოს მობილური რეკავდა, მას კი ჯერ კიევ ეძინა -თემო გაიღვიძე -რა მოხდა? -შეშინებული წამოვარდა -შენი ტელეფონი რეკავს -კარგი, გარეთ ვუპასუხებ -მან თავისი მობილური აიღო, ანთებულ ეკრანს დახედა და პალატიდან კმაყოფილი სახით გავიდა -თან ექიმს ჩემი გამოწერის საბუთებიც მოამზადებინე -მივაძახე უკვე გარეთ გასულს და საწოლში წამოვჯექი -ახლავე დავბრუნდები თხუთმეტ წუთში თემო დაბრუნდა და საბუთიც მოიტანა. მე უკვე მზად ვიყავი სახლში წასასვლელად. -წავედით? -წავედით. ჰო მართლა ვინ დაგირეკა? -არავინ, ნომერი შეეშალათ -გასაგებია. დედას დავურეკავ და ვეტყვი, რომ გამომწერეს -ტელეფონი სახლში დაგრჩა დაგავიწყდა? -კარგი მაშინ შენი მათხოვე თემომ ჯიბიდან მობილური ამოიღო და მე გამომიწოდა. როცა ტელეფონი გამოვართვი ხელი შემთხვევით შემოსულ ზარებზე დამეჭირა. ბოლო შემოსული არი ირაკლისგან იყო. მან კი მითხრა, რომ ნომერი შეეშალათ. ნეტავ რატომ მომატყუა? ვეღარ მოვითმინე და გადავწყვიტე მაინც მეკითხა. -თემო რატომ მომატყუე? -რა მოგატყუე? -გაკვირვებულმა შემომხედა -მითხარი, რომ ნომერი შეეშალათ, ბოლო შემოსული ზარი კი ირაკლისგან იყო. მითხარი ეს როგორ გავიგო -ამას შენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს? -თემო ახლავე მითხარი ჩემს ზურგს უკან რას ხლართავ -შენ მგონი პარანოია დაგეწყო. რას უნდა ვხლართავდე? თან მგონი შენ დედაშენთან პირებდი დარეკვას და არა ჩემი შემოსული ზარების გადამოწმებას ასე არ არის? მისთვის პასუხი არ გამიცია. დედას მესიჯი გავუგზავნე და შევატყობინე, რომ უკვე სახლში მივდიოდით. შინ ტაქსით დავბრუნდით. მთელი გზა ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. ვიცოდი, რომ კიდევ რაღაცას ხლართავდა, მაგრამ არ ვიცოდი რას. მეორე დღეს უკვე ბათუმში ვიყავით . . . ნივთების ამოლაგებასა და დაბინავებას რომ მოვრჩი ჩემს ნომერში თემო შემოვიდა. -რა ქენი მორჩი ამოლაგებას? -კი მოვრჩი რა მოხდა? -იცი? ვიფიქრე დღეს დისკოტეკაზე ხომ არ წავსულიყავით? კარგად გავერთობოდით -დისკოტეკაზე? არავითარ შემთხვევაში. მამამ დისკოტეკაზე სიარული სასტიკად აგვიკრძალა შენც და მეც, ამიტომ ეგ აზრი თავიდან ამოიგდე -შენი საყვარელი ჯგუფი დაუკრავს. ახლაც არ მოდიხარ? -სერიოზულად? -ამის გაგონებაზე მამას ნათქვამი საერთოდ გადამავიწყდა -ჰოო მეც ახლახან გავიგე. მოსავევი ქუჩაში მომცეს ძალიან ბევრი ხალხი იქნება -როდის წავიდეთ? -კარგია აზრი, რომ შეიცვალე -თემომ მოსაწვევს დახედა და შემატყობინა, რომ კონცერტი თერთმეტ საათზე იწყებოდა -ისე უნდა წავიდეთ, რომ ვერავინ ვერაფერს მიხვდეს -კარგი ნია ნუ გეშინია, ამაზე მე ვიზრუნებ -ერთი სული მაქვს შენს გრანდიოზულ გეგმას როდის მოვისმენ -მანეკენი -რას გულისხმობ? -შენს მაგივრად საწოლში მანკენი დაიძინებ, ჩვენ კი არ დროს დისკოტეკაზე გავერთობით -გენიოსი ხარ! -თერთმეტის ნახევრისთვის მზად იყავი და ჰო, მართალი ხარ გენიოსი ვარ -ნუ ღელავ მზად ვიქნები თემო ოთახიდან გავიდა, მე კი კომპიუტერი ჩავრთე და გოგოები მოვიკითხე, თან ჩემი დღევანდელი გეგმებიც გავანდე, რაზეც ძალიან ბევრი იცინეს. ათ საათზე უკვე მზადება დავიწყე. ჩემი საყვარელი ჯინსის შორტი და უმკლავო მაისური ჩავიცვი. ფეხზე კი ჩემი ახალი ვარდისფერი კეტები. ახლა უკვე დრო იყო ვარცხნილობისთვის მიმეხედა. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე თმა უბრალოდ გამეშალა, რაც ძალიან მოუხდა ჩემს ჩაცმულობას. თხუმთეტ წუთში უკვე მზად ვიყავი და თემოს მივწერე, რომ ჩემს ოთახში შემოსულიყო. მალე კარი გაიღო და თემო გამოჩნდა, თან ხელით მანკენს მოათრევდა, რომელსაც ზუსტად ჩემნაირი თმა ჰქონდა. -კი მაგრამ ეს სად იშოვე? -ვიყიდე. ერთი შენთვის ერთი კი ჩემთვის. ჩემი უკვე ადგილზეა და თბილ ლოგინში ისვენებს, ახლა შენსას მივხედოთ -თემომ მანეენი ჩემს საწოლზე დააწვინა და პლედი გადააფარა. ისე მგავდა, ერთი წუთით მეც შემეპარა ეჭვი, რომ საწოლში მართლა მე ვიწექი. -ყოჩაღ, მაგრად გიმუშავია -აღფრთოვანება ვერ დავმალე -კარგი ეს მერე. გვაგვიანდება წასვლის დროა გარეთ, რომ გავედით კართან დაყენებული შავი ფერის მოტოციკლი შევნიშნე. -თემო ეს საიდან მოიყვანე? -გახარებული წინ გავვარდი -ერთი დღით ვიქირავე. ხომ არ გეშინი -ხუმრობ? მოტოციკლებზე ვგიჟდები. შეიძლება წინ მე დავჯდე -გაგიჟდი? ტარებაც კი არ იცი. წინ მე ვჯდები და აღარ შემეკამათო -კარგი, კარგი -თავი უხალისოდ გადავაქნიე და თემოს უკან მოვკალათდი რამდენიმე წუთში უკვე დანიშნულების ადგილას ვიყავით. მუსიკის ხმა მთელ ქუჩას აყრუებდა აყრუებდა. შესასვლელთან, რომ მივედით თემოს ხმმ შემაჩერა. -რა მოხდა? -ერთი წუთით მოიცადე, ვიღაცას უნდა შევხვდე -აქ უნდა შეხვდე? -ჰო აქ -კარგი, მაშინ მე შიგნით დაგელოდები რას იტყი? -არა მოიცადე, აქ შენ უფრო საჭირო ხარ ვიდრე მე -რას გულისხმობ? თემოს აღარაფერი უთქვამს. ყველაფერი ნათელი გახდა, როცა გარეთ ირაკლი გამოვიდა და პირდაპირ ჩვენკენ გამოემართა. თემოს მრისხანებთ სავსე მზერით შევხედე, მაგრამ ამას მის ცინიკუ ღიმილზე გავლენა არ მოუხდენია. ამასობაში ირაკლიც მოგვიახლოვდა. -როგორ ხარ ნია -ნორმალურად შენ როგორ ხარ? აქ რას აკეთებ? -ეს სიტყვები განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოვთქვი არცერთი ხმას არ იღებდა. -ყველაფერი გასაგებია. ალბათ თემომ გითხრა, რომ აქ ვიქნებოდი არა? -ჰო ასეა, უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა. არ გაგეხარდა არა? -რა თქმა უნდა გამეხარდა. უბრალოდ შენს აქ ნახვას არ ველოდი, ესაა და ეს -კარგი, თუ ასეა შიგნით შევიდეთ -თემო არ მოდიხარ? -იქვე ჩუმად მდგარ ჩემს ბიძაშვილს გავხედე -ახლა გამახსენდა, რომ სხვა საქმეები მაქვს. თქვენ გაერთეთ, ჩემზე ნუ იდარდებთ -როცა ამას ამბობდა ირაკლის უზომოდ ნასიამოვნები სახე ჰქონდა, ალბათ ყველაფერზე წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები მე კი ასე, რომ ვთქვათ მახეში გავები. ისევ . . . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.