შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საახალწლო კოცნა (სრულად)


11-12-2015, 22:10
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 8 816

ახალ წლამდე მხოლოდ რამდენიმე საათი დარჩა.თითქოს დროს უნდა ვითვლიდე და მის მოლოდინში მეგობრებთან ვერთობოდე,მაგრამ ქუჩაში მივდივარ და უბრალოდ მივუყვები გზას.არ მაქვს მარშრუტი,არ მაქვს მიზანი..უბრალოდ მივდივარ და,როგორც იტყოდა,ერთ დროს ბარათაშვილი „ფიქრთა გასართველად“ მივუყვები გზას.სადვეძებო სიმშვიდე არ ვიცი.მტკვარი შორსა,მის დანახვაზე კიდევ უფრო გადავირევი და იქნებ სასოწარკევთილი ადამიანის ფიქრებიც კი მომეძალოს..
ჩემი ქუჩა არც ისე განათებულია,ერთი დიდი არკაა და რამდენიმე მაღაზია ფერადად ციმციმებს,ახალი წლის განწყობა მაინც და მაინც არ იგრძნობა.
მახსენდება თუ როგორ მიყვარდა ადრე ახალი წელი და უბრალოდ მეღიმება.ირონიის მეტს ვერაფერს ვგრძნობ და ისევ ვაგრძელებ სვლას.“გარაჟთან“ ვჩერდები და საცოდავად მორთულ ნაძვის ხეს ვაშტერდები,ისე სწორედ იმ ხეს ჰგავს,რომელიც ჩემს პირველ დამრიგებელს გამოექცა თავის ზღაპარში.ისევ მაწვება მოგონებები.ისევ ვფიქრობ,არადა მელანქოლიკი ადამიანები არასდროს მიყვარდა.ამ უკანასკენლს ალკოჰოლიზმს ვუტოლებდი.სიმართლე რომ ვთქვა,ყველაზე მძაფრა და გულის გამრღვეველ შეგრძნებებს წარსულზე ფიქრი იწვევს.
ახალი წელი ადრე ზუსტად ამიტომ მიყვარდა.მიყვარდა,რადგან ეს დღე ყველას გვახსენებს,რომ წარსული წარსულია და მხოლოდ იქ უნდა დარჩეს..თუმცა აწმყოში რატომ? იქნებ ესეც წარსულში უნდა ვთქვათ. ნ
ნაწარსულალი ბედნიერება,ნაწარსულალი განცდა..ფიქრები თავისას შვრება და ისევ ვუყურებ გზას,რომელიც უსწორმასწოროდ მიდის,ერთი წელი გვიკეთებდა ოცნების მთავრობა და ძლივს შესძლო,მაგრამ მაიცნ არ არის ისეთი,როგორიც უნდა იყოს.
ვიცი წელსაც მოგვილოცავს პრეზიდენტი ახალ წელს,ჩამწერებთან მივა გაუღიმებს და მოგვილოცავს,რა ენაღვლება მას ხომ არაფერი აქვს სადარდებელი.არა,აქვს,როგორ არ აქვს,მაგრამ ამას საკუთარ პრობლემად არ მიიჩნევს,ის ცხოვრობს საკუთარი თავისთვის და არა იმ ხალხისთვის,რომელიც იღუპება,რომელსაც შია,რომელსაც ცივა და რომელმაც ახალი წლის არსებობის შესახებაც კი არ იცის.
ამ „გარაჟში“ საზამთროთი მოწამლეს ჩემი ოჯახის თითქის ყველა წევრი ცოტა ხნის წინ,გარეჟთან ახლოს კი ერთ სახლში ის ბიჭი სტუმრობდა ხოლმე.არ ვიცი,რამდენად ხშირად,მაგრამ სავარაუდოდ კი.ეს მათემატიკა არაა და ზუსტ პასუხს არც არავინ მომთხოვს.
-სახლში არავინ გელოდება?-ვიღაც ცინგალი ბავშვი მეძახის და გარბის.
-წადი შენი-ჩემთვის ვამბობ და ისევ გზას ვუყურებ.
ამ გზაზე რამდენ ადამიანს უვლია,ზოგი გარდაიცვალ,ზოგიც დაიღუპა,ზოგიც...აღარ ვიცი რამდენჯერ უნდა ვიხმარო სიტყვა ზოგი..
ზოგჯერ ერთსა და იმავე სიტყვებს ისე ხშირად ვხმარობ,რომ მგონია,სულ გავცვითე და სულ გავრყვები..
გზაზე ჩია ქალი მხვდება,გრძელი ტყავის პალტო აცვია და მოწითალო თმა უკან გადაუტკეცია,ნელა მიდის და შიგადაშიგ კანკალებს..ვცნობ.ეს ისაა კაცებს,რომ აბამს..აბამს ეს კიდევ მსუბუქი ნათქვამია..გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში „სიძვის დიაცს“ ისე თამამად ხმარობდნენ,რომ ამ ქალს მეათიათასედ ხარისხში აიყვანდნენ,ალბათ..
ფიქრები მიმირბის,ხან რაზე ვფიქრობ და ხან რაზე..მიჭირს კონცენტრაცია და ისევ მივუყვები უსწორმასწორო გზას..მეხუთე კლასშიც ასე რომ მეფიქრა,ვაკესა და ციცაბოს გეოგრაფიაში უფრო იოლად განვსაზღვრავდი.იქნებ მაშინ უკეთესი გზა იყო,მახსენდება,რომ ადრე საჭმელადაც კი გვყოფნიდა გზები..რამდენი ყოფილა...
ვუახლოვდები სკოლას და ისევ ის დიოდსტატი მახსენდება,რომელსაც მარჯვენა უკვე მეასეჯერ მოვსჭერით..ვსცილდები მას და ჯაყოს ჯაგარივით თმას ვხედავ,ცოტა ხანში ელი მეძახის და დახმარებას მთხოვს..მახსენდება ის საკონტროლო მთელ კლასს რომ დავაწერინე და ისევ მეღიმება..ნუთუ ჩემში წარსული სიამოვნებას იწვევ...არადა იმ მომენტში ვერ ვიტანდი ვერც იმ მერხს და ვერც იმ ფურცელს,რომელზეც სათვალიანი მასწავლებელი მაწერინებდა..
იმ მასწავლებლის გახსნეებაზე მეღიმება,მაგრამ რატომ..ის ხომ სულ თავზე მადგა და იძულებულს მხდიდა ყველა თემა ზეპირად მესწავლა..სხვები იწერდნენ,მე კი თავზე მადგა,მუდამ ვგრძნობდი მის თვალებს,რომლებიც განძრევის საშუალებას არ მაძლევდა..სულ გამომარჩევდა ხოლმე..მახსოსვ დაბალ კლასში ჩავიხედე რამდენჯერმე ფურცელში და წამართვა..მახსენდება როგორი თვალებით მიყურებდა..თუმცა მაინც არ მევსება გული სიძულვილით..იქნებ ასე რომ არ მოქცეულიყო და ბწკარებით რომ არ ესწორებინა ჩემი თემები წერის სურვილი საერთოდ არ გამჩენოდა..
დიახ,ეს ქალი გამოწვევა იყო,მის გაკვეთილზე თავი ომში მეგონა,მის საკონტროლოზე სამოქალაქო ომში ვიყავი,გამოცდაზე გარე სახელმწუფოებს ვებრძოდი.
მახსენდება,რომ მხოლოდ ერთი სემესტრი დამრჩა და სკოლაც,ჰაიდა! უცნაურია,მაგრამ ვერაფერს ვგრძნობ,თითქოს არაფერს ველი..
მახსენდება ქერა დამრიგებელი და მეღიმება..ეს ქალი მისი დაა.მახსენდება,რომ მას არასდროს ვუყვარდი და ჩემს სტაბილურ სწავლას ბოლო წელს მისადმი დიდ პატივად ვთვლი..
ისევ მეღიმება..რამდენი რამ მახსენდება,რაც წინა წლებში გაჩნდა..სკოლის დარაჯი ხელს მიქნევს,კიდევ არ წასულა,რა უნდა ასე გვიან..დამლაგებელიც კი მახსენდება,კეთილი ქალი იყო,მუდამ შევერცხლილი თმა ჰქონდა,მუდამ გათეთრებული დადიოდა..მახსოვს როგორ დაჰქონდა მწვანე ვედრო.არ ვიცი ზუსტად ამ ფერი იყო,თუ უბრალოდ ასე ჩაიბეჭდა ჩემმა მეხსიერებამ.
საქართველოს ყველაფერი ევროპული უყვარს..ეს ადრე მიკვირდა,მაგრამ ახლა ამაში ვერაფერს ვხედავ პარადოქსულს..ყველას მტრები გვიყვარს,ყველას გვიყვარს კონკურენტები..არ ვიცი რატომ,მაგრამ ეს გამოწვევაა,ალბათ..აბა,რატომ მიყომ შემიყვარდა ქართული,რატომ გამიჩნდა მწერლად გახდომის სურვილი,რატომ შემიყვარდა ლიტერატურა,კითხვა...იმიტომ,რომ ის ქალი ჩემი მტერი იყო..მას დიდ ვეშშაპად აღვიქვამდი,მაგრამ სიამოვნებით ვესწრებოდი მის გაკვეთილებს და დროის გასვლასაც ვერ ვიგებდი.რაც უნდ გასაკვირი იყოს,ახლაც მხოლოდ მისი გაკვეთილების გამო მივდივარ სკოლაში და სრულწლოვანი გოგო წინ ვუჯდები,ვინიშნავ რომელ თავებს გვაძლევს რომანიდან „დიდოსტატის მარჯვენა“ და ზოგჯერ ნახევარ დღესაც კი ვხარჯავ მის დავალებებშ,როცა აბიტურიენტი ვარ და მთელი ხროვა მაქვს სამეცადინო,ზოჯერ კი არა ხშირად უნარების არსებობაც კი მავიწყდება,რადგან ლიტერატურის ჩრდილი არ მანებებს თავს..
ჰმმ..წიგენების კითხის ციებ-ცხელება მომსდევს..
მტრები გვიზიდავს,კონკურენტები გვიჩენენ მათადმი ინტერესს.
მესამე კლასელ ღლაპს ბიჭი მომწონდა,რომელიც ჩემი კლასელი იყო..ვე რვხვდებოდი რატომ,მაგრამ ცოტა ხნის წინ მივხვდი..ის იმიტომ მომწონდა,რომ ჩემი კონკურენტი იყო,მათემატიკოსობაში მიღობავდა გზას და სისწრაფეში მეჯიბრებოდა ხოლმე...ჰო,მათემატიკას ვაღმერთებდი ერთ დროს..მას შემდეგ მისმა სწავლის დონემ დაბლა დაიწია და მეც გამიქრა მისადმი ინტერესი..
ესეც გაქრა და მერე..მერე ისევ მელანქოლია..კიდევ რას გაიხსენებ,მარიამ? ისევ ვფიქრობ..
დამრიგებელი მახსენდება,ჩემი პირველი მასწავლებელი და..ბრაზით მევსება გული,ისევ მეცინება...
ისევ ჩამრჩა გულში,რომ ვიქტორინაზე სეგრეგაციია გამო არ გამიყვანა.ბიჭი გაუშვა,რადგან მე გოგო ვიყავი და სულ გოგონები ვერ გავიდოდნენ..აქედან გამიჩნდა გრძნობა,რომ ადამიანები სექსისტები არიან..ჰო,გოგო ვიყავი და კიდევ რუსთაველის შეჯიბრზე გადვიოდი,მაგრამ ეს ხომ ჩემი შრომის საფასური იყო..
ამ ქალმა სკოლა და საერთოდ სკოლის შენობა შემაძულა..იმ დღეს დავინახე უსამართლობა,როცა ჩემი შევსბული ტესტები უბრალოდ „დაიკიდა.“ ახლა მეც „ვიკიდებ“,როცა ისე ვუვლი გვერდს,თითქოს უცნობი იყოს..ადამიანები ვივიწყებთ ერთმანეთს,რაც ერთობლივად სასიამოვნოდ და უსიამოვნო გრძნობაა.პრადოქსია არა? მაგრამ ასეა..ჩვენ,ადამიანებს,ხომ შეგვიძლია ვიყოთ დამცირებულნი და მაინც ვხრიდეთ თავს..
ბედნიერ ერს აქვს ბედნიერი ოჯახები...ჰმ...დღეს ბედნიერი ახალი წელია....
ჩემი ოჯახი ზუგდიდში წავიდა და მარტო დავრჩი..წამოდიო,მაგრამ არ გავყევი,უფრო მეტიც,ნაძვის ხეც კი არ დამიდგამს.
სკოლას ვცდები,მაგრამ ისევ უკან ვბრუნდები..აქედან მაინც ვუყურო დიდ ნაძვის ხეს..ადრე რამხელა მეჩვენებოდა,მაგრამ ახლა...დრო ყველაფერს აპატარავებს..მეცინება..მე ხომ მეთორმეტე კლასელი ბიჭები უზარმაზარები მეგონა,მეგონა,რომ გოლიათები იყვნენ,მაგრამ რეალობაში მათი საშუალო სიმაღლე 176 სანტიმეტს არ სცდება.რამდენიმე ბიჭია 185 მაღალი და მორჩა..პრინციპში ისინიც არ არიან გოლიათები,ხმოლოდ რამდენიმე თავით ჯაბიან ჩემს სიმაღლეს,რომელიც აგერ 6 წელია აღარ მომატებულა.
ადრე ძალიან დიდი მეგობა მოსწავლე,რომელიც სკოლას ამთავრებდა,მაგრამ ახლა ასე აღარვ ვფიქრობ..არა,აღარ არა..ვეღარ ვფიქრობ..ალბათ,50 წლის შემდეგ საკუთარ თავს ბებრად აღარ ჩავთვლი..
ჰმ..ისევ მელანქოლია? მარიამი ხომ უბრალოდ რეალისტია და ცდილობს თვალებით სარკესავით აირეკლოს იგი..არა,ის უბრალოდ გამოუცდელი გოგონაა,რომელიც ცხოვრებას ისე ეკვეთა,როგორც საახალწლო ნათურების ნატეხი დამრგვალებულ ბუშტს.
***
ნაძვის ხე არ ამოვიტანე,რადგან პაპაჩემს მახსენებს..მან ხომ ახალ წელს,პირველ იანვარს დაგვტოვა..ისევ ის საშინელი დღე მახსენდება და ისევ არ მინდა,რომ დავდგა მწვანე ნაძვის ხე,რომელიც მან სამსახურიდან მოიტანა.
მას შემდეგ იმდენი ხანი გავიდა,რომ უკვე სათვალავიც კი ამერია..
ყოველ ახალ წელს მენატრება და ყოველ ახალ წელს მიჩნდება განცდა იმისა,რომ ეს რაღაცის ნიშანი იყო..ყოველ ახალ წელს სევდა მეღვება გულში და რაღაც საბედისწეროს ველი..
ისევ მივდივარ და არ მინდა სახლში ასვლა..მეშინია,რადგან ვიცი,რომ იქ შესულს საშენლი განცდები შემიპყრობს..არ მინდა,რომ ისევ რაღაც შეუცნობელისა და მტანჯველის მონა ვიყო..ნუთუ ცხოვრება არ შეიძლება მარტივი იყო..განა არ შეიძლება მრავალუცნობიანი განტოლებანი წრფივით ჩავანაცვლოთ?
არა,სისულეა..არ შეიძლება ასე მარტივად იყოს ყველაფერი..ეს ხომ იგივეა დავწეროთ რომანი,რომელის ძალიან ადვილი გასაგებია იქნება და მხოლოდ მოვიდა,წავიდათი შემოიფარგლება..რა სისულეა! უაზრო რამეს ხომ სულ არ სჭირდევა გაგება!
თეთრ მანქანას ვხედავ და ის თეთრი ნაძვის ხე მახსენდება,რომელიც კიბოთი დაავადებულ ბებიაჩემს დავუდგით გარდერობით თავზე.სად არის ის ნაძვის ხე? სად გაქრა? გაქრა...რა სასაცილოა! ნაძვის ხეს მივსტირი..ადამიანებიც კვდებიან..
ცოტა ხანში ვერცხლისფერ მანქანას ვკიდებ თვალს..მძღოლს ვაწყდები და მეღიმება,ოღონდ მხოლოდ გულში..ეს ხომ ის ბიჭია,რომელიც თმის,წვერის,ღიმილისა და აღნაგონის გამო მომწონდა..არა,გოლიათი არ იყო,თუმცა თავით მაინც მჯობნიდა...მგონი,მისი ღიმილი ძალიან მომწონდა..რა სასაცილოა! მან შენი სახელიც არ იცის..
საკუთარ თავთან საუბარი შემიყვარდა,მგონი..
ძაღლის ყეფაზე გვერდზე ვიწევი და თვალებს ვძაბავ..მეშინია მისი,ვერ ვიტან ცოცხალ არსებებს მას შემდეგ,რაც ჩემი საყვარელი ძაღლი პატარა ბავშვს სამეგრელოში გამითხოვეს..მას შემდეგ აღარ მინდა შევიყვარო ცხოველი..
სენტიმენტალური არ ვარ-მეთქი,მაგრამ ერთ დღეს კურდღლის გამოც კი დამეწვა გული და ჩემს დეკორატიულ კურდღელს ცრემლებს ვაფრქვევდი...
ზოგჯერ მელანქოლია მიპყრობს..ან იქნებ ყოველთვის...
***
ნელის მარკეთთან ვდგები და „ფეი ბოქსს“ ვუყურებ.მინდა ფული ჩავრიცხო,მაგრამ ხურდა არ მაქვს,ხუთიანი კი მენანება,ამდენი ვის უნდა ველაპარაკო..მაღაზიაში შევდივარ,ვიღებ ათთეთრიან კევს და ფულს ვაწვდი ქალს,ისე წარბებს მაღლა სწევს და შემდეგ უჯრას ხსნის,რათა ხურდა დამიბრუნოს.
დაბლა ჩამოვდივარ და ორ ცალ ლარიანს ვაგდებ ხვრელში,შემდეგ დედაჩემს ვურეკავ და ველოდები როდის აიღებს.არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებ..რომ გაიგოს ქუჩაში დავბოდიალობ,გაგიჟდება და კივილს დაიწყებს..
მაინც ვურეკავ,მაგრამ არ იღებს..კიდევ კარგი,თორემ მას ისეთი მახვილი სმენა აქვს,რომ შორიდან წამოსული მანქანების ხმაც კი მიაღწევდა მის ყურს..
***
მეორე მხარეს გადავდივარ და ღიღინით მივდივარ..ყურსასმენები მახსენდება და ჯიბიდან ვიღებ..აღარ მინდა ამდენი მელანქოლია..სასიამოვნოსა და მხიარულ მუსიკას ვრთავ და სწრაფი ნაბიჯით სახლისკენ ვიღებ გეზს..
თბილა..ისევ მიპყრობს სითბო..უცნაური შეგრძნება მეუფლება,ვგრძნობ,რომ გაყინული ძარღვები მითბება..
ფანჯრიდან ვიხედები,მაგრამ არ თოვს.ისეთი გრძნობა მაქვს,თითქოს გული ამომაგლიჯეს,მე ხომ ასე მიყვარს თოვლი..ყოველთვის მეგონა,რომ ახალი წლის წინა პირობა თოვლი იყო,ფანტელი იყო,რომელიც საუკუნეა არ მინახავს.
ინტერნეტში შევდივარ და ყველას წინასწარ ვულოცავ ახალ წელს,მეღიმება,როცა მოლოცვებს მიბრუნებენ..ლეპტოპს ვხურავ და საათს ვუყურებ,ჯერ კიდევ თერთმეტი საათია.
გოზინაყიც კი არ მაქვს გაკეთებული..უცნაურია..უცნაური ვარ,ნამდვილად უცნაური..
კარებს ვაღებ და ისევ ვშორდები სითბოს...გაჩერებაზე მივდივარ და ავტობუსებს ვუყურებ,მალე მოვა 6 ნომერი..ისევ ეს რიცხვი..მახსენდება,რომ 2016 წელი დგება..ისევ 6-იანი? რაღაც ცუდის ნიშანი უნდა იყოს,ფიქრები ისევ მერევა და უკანვე მოვუყვები გზას.
გზაში ვიღაც მაშტერდება,უკან არ ვიხედები,მაგრამ მზერას ვგრძნობ და მინდა,რომ მეც შევხედო..ინტერესი მკლავს,მაგრამ მაინც არ ვიხედები..მე ხომ ხშირად ვეწინააღმდეგები ჩემს სურვილებს..
ნახევარი საათი გადის,მაგრამ მზერა ისევ არ მშორდება..უკან მინდა გავიხედო,მაგრამ მეშინია მანიაკი არ შემრჩეს ხელში..
-გოგონა...-ცოტა ხანში უკნიდან მესმის ხმა..ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს უკვე მომისმენია მსგავსი ბგერები.
-უკაცრავად?-შეუბრუნებულად ვამბობ და თვალებს ძირს ვხრი.
-მეცნობით..-ეს სიტყვა მაბნევს და პარადოქსული შეგრძნებები მეუფლება..იქნებ უკეთესი იქნება უკან მივიხედო..მე ხომ საქმე ბოლომდე მიმყავს,ყოველთვის ხომ მინდა ბოლომდე შევიცნო ყველა და ყველაფერი..
-ასეა..სადღაც მინახავხართ...-მგონია,წავა,მაგრამ არ მიდის..იქნებ უნდა შევბრუნდე..იქნებ არ მიტოვებს მეტ გზას...
-რა? საიდან?
-შემობრუნდი და იქნებ შენც მიცნო..
-კარგი..-წამიერად ვტრიალდები და მისი გამოხედვა მაქვავებს..იქნებ სჯობს ქანდაკება ვიყო და ისტორიას შემოვრჩე..
-რა? შენ? რატომ დამყვებოდი?-მკაცრი ტონით ვამბობ.
-არ გინდა სადმე გავიდეთ.
-მოგცლია! მეტი საქმე არ გაქვს ამ ახალ წელს!
-ჯერ ისევ 2015-ია-ამბობს ნიშნის მოგებით და ხელს მიწვდის.
-თორნიკე“-ოფიციალური ტონით ვამბობ.
-ჩემი სახელიც გცოდნია?-მხრებს იჩეჩს და ლურჯ შარვალზე დამაგრებულ ქამარს ისწორებ.
-ჩემი სახელი არ იცი-თვალს ვარიდებ და ირონიულად ვეკითხები.
-არა,მაგრამ იქნებ გამოვიცნო..-ამბობს და იღიმის.
-არაა საჭირო,უნდა წავიდე...
-სად? განა მარტო არ ხარ?-მიკვირს მისი სიტყვები.საიდან იცის..ან იქნებ უბრალოდ დამთხვევაა და ის უბრალოდ ირონიაა,მოსიარულე ირონია.
-საიდან?-ვეკითხები შერყეული ხმით,ნამდვილად არ ვგავარ საკუთარ თავს.უეცარი სიხარული მიპყრობს და მოულოდნელობისგან გულში მეღიმება.
-სოციალური ქსელები ყველაფერს ფარდას ხდის..-ეღიმება და ტუჩის კიდეზე უჩვეულო რამ ეკრობა ან იქნებ არ არის ასე და მხოლოდ მე ვგრძნობ ამას.
-რა? მერე რა..მე არ მიდევს ფოტო..-შეტევაზე გადავდივარ..-შენ ჩემი სახელიც არ იცოდი..
-კარგი,გამომიჭირე..გავარტყვი..-მწყინს,მაგრამ არ ვიმნევ..ისედაც ხომ ვიცოდი,რომ ტყუილად მიხაროდა,ეს შეუძლებელი იყო.საკუთარ თავს ვეჩხუბები,რომ მსგავსი რამ დაუშვა,მაგრამ მერე რა..ახლა ის ჩემით დაინტერესებულია ან ქინებ უბრალოდ დეპრესიის სიმძაფრეს შეუპყრია და მხოლოდ მარტოობას გრძნობს
-ასეც ვიცოდი!-უაკნ მივდივარ,მაგრამ მისი ხელის შეხება მაჩერებს,ის პირველად მეხება,გაკვრითაც კი არ მიგრძვნია ის ადრე.
-შეჩერდი!
-რა გჭირს? მთვრალი ხარ?-ვეკითხები აგდებულად.
-მახსოვხარ..იმ დღეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნება მქონდა..ახლაც რომ დაგინახე იგივე ვიგრძენი.
-რომელ დღეს?-დაბნეულმა ვკითხე,მაგრამ მალევე მივხვდი რომელ დღესაც გულისხმობდა.ვიცოდი,რომ შესაძლებელი იყო მატყუებდა,მაგრამ მაინც ვკითხე.
-შენც იცი..მას მერე გადევნებ თვალს..
ჰმ..თვალს მადევნებს? არადა მე მეგონა,მხოლოდ მე მომწონდა..გულში რაღაც ჩამწყდა და შემდეგ ამომწყდა კიდეც..რაღაც ამოვარდნა ვიგრძენი..მე ხომ მასზე ფიქრს შევეშვი,მაგრამ იქნებ არ შევშვებივარ...
-არ გინდა სადმე..
-გაჩუმდი..და ნება მომეცი სახლში წავიდე.
-იქ მარტო ხარ,შეგატყვე..როცა ეს გითხარი,სახეზე დაგეტყო..
-რა? მერე რა. რა შენი საქმეა.ეს ჩემი არჩევანია..თხუთმეტი წუთი დარჩა..-საათს ავხედე და გვერდზე გავიწიე..
-უბრალოდ გულს მიჰყევი..
-ჩემი გული სითბოს მოითხოვს..
-მანქანაში თბილა..-ამბობს ღიმილით და მაშტერდება..სქელი ქურთუკიდან ვგრძნობ როგორ მოძრაობს მისი მკერდი.
-არა..მე მელანქოლიას ვგრძნობ..-ცრემლებით მევსება თვალები.
-საკუთარი თავი გაეცი,ჩაჯექი მალე..-ხელს მკიდებს და მანქანისკენ მიბიძგებს.
-სად წავალთ?-ხუთი წუთის შემდეგ თავს მაღლა ვსწევ და ჰორიზონტს ვუყურებ,მერე მას ვაკვირდები.
-სადმე..
-ეგ როგორ?
-განა შენც სადმე არ მიდიოდი?
-სადმე..სადმე..-ვიმეროებ ჩუმად და საზურგეს ვეყრდნობი.
-მოვედით...-აჩერებს და მანქანიდან გადმოდის.
-რა? ჩვენ ხომ სამდე მივდიოდით.
-მერე უკვე 12 საათი ხდება..
-მერე?
კარებს მიღებს,უეცრად წელზე მკიდებს ხელს და თავს მიახლოებს..ვერ ვხვდები რა უნდა გააკეთოს,უფრო სწორედ ვხვდები,მაგრამ მაინც ვერ მოვდივარ აზრზე..
ფეიევერკების ხმასთან ერთად მისი ტუჩებიც მეხება..აზრზე ვერ მოვდივარ,მაგრამ ეს ნამდვილად მსიამოვნებს..
მისი ტუჩები ფაფუკია..რაც უნდა იყოს,მე ისინი ფაფუკნი მგონიან.
-ახალ წელს გილოცავ...
-ჩემი სახელიც არ იცი..-თავს ვაქნევ.
-მაგას გამოვასწორებთ.
-მეც გილოცავ-მეცინება მის ნათქვამდე და პიზე ხელს ვიფარებ.
-ასე სჯობს..-ამბობს და მწინ მიიწევს..-აქეთ ლამაზი ხედია..
-ჩემი სახელი უნდა გამოიცნო.
-ვერ გამოვიცნობ,არ მაქვს ბედი..მითხარი..-მაშტერდება თვალებში.მისი თაფლისფერი მზერა მძაბავს და მათავისუფლებს.ეს ორი რამ ერთდროულად ხდება და სასიამოვნოზე სასიამოვნო რამ არის.
-მითხარი..-ისევ მიყურებ და ჩემს თითებს თავის ხელში ბღუჯავს.
-არა!-გადაჭრით ვეუბნები და საკუთარ ნათქვამზე მეცინება.
-მაშინ კიდევ გაკოცებ-იხრება ჩემკენ და იგივეს იმეორებს.
-მითხარი!-პაუზის შემდეგ ისევ იმეორებს და დაჟინებით მიყურებს.
-მარიამი-ვეუბნები და ძირს ვიხედები.
-მართლა?
-ჰო,მარიამი-ვიმეორებ ჩემს სახელს.
-ლამაზი სახელია...ჩემი სახელი სოციალური ქსელიდან იცი? ვიცი,ასეა..ყველა ყველას იცნობს..-დანანებით ამბობს ან იქნებ არა და მხოლოდ მე ვამჩნევ მის ხმაში სევდას.
-სევდა?
-არა,მაგრამ მელანქოლია კი..ალბათ,კი.
-შენც?
-წინა ახალ წელს შეყვარებული დავკარგე ავტოკატასტროფაში...-მის თვალებში სევდა ჩაგუბებულა.
-სამწუხაროა..ჩემი მეგობარიც დაიღუპა იმ წელს..
-ვწუხვარ...ახალ წელს?-მეკითხება პაუზის შემდეგ.
-კი,ავარიაში.
-ისიც?-მხრებს იჩეჩს.
-რა ერქვა?
-ანი-ამბობს და სახეზე აუწერელი ჭმუნვა ესახება.
-მასაც..ის 21-ის იყო.
-ისიც..-ამბობს და თავს აქნევს.
-რა?ერთი და იგივე..-გაკვირვებისგან თვალები მიფართოვდება.
-რა გვარი იყო?-მეკითხება და სახეზე ხელს იფარებს.
-მჭედლიშვილი..
-ისიც..-ამბობს და მიახლოვდება..-მგონი,ანგელოზად მომევლინე..ხელებს მხვევს და მეც ვხვევ.მინდა,რომ ტანჯვა შევუმსუბუქო.
-წავიდეთ აქედან..-ამბობს დუმილის შემდეგ.
-წავიდეთ..-ვპასუხობ და მანქანაში ვჯდები.
***
-ცხოვრება უცნაურია არა...იმ წელს ის დავკარგე და მომდევნო წელს შენ გაგიცანი..გაგიცანი და გაგიჟებით შემიყვარდა..
-გილოცავ ახალ წელს,თორნიკე..-ვამბობ და სასმლით სავსე ჭიქას ვიღებ.
-ისევ ფეიევერკები..-თვალები უბრწყინავს და ჩემკენ იხრება,ჭიქას მადებინებს და ბაგეებით ჩემკენ მოიწევს..
-რა არის?-გაბადრული სახით ვეკითხები და გაკვირვებას ვერ ვმალავ.
-ეს საახალწლო კოცნაა,მარიამ.

დასასრული.
___
გკოცნით.
წიანსწარ არ მოგილოცავთ ახალ წელს,მაგრამ მაინც გკოცნით.
ბევრი ქულა გამოვიმუშავე და საახალწლოდ ყველას დაგასაჩუქრებთ.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

საინტერესო და ძალიან თბილი იყო...მელანქოლიურად თბილი,გულიც კი ამიჩუყდა

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

ლორელაი
საინტერესო და ძალიან თბილი იყო...მელანქოლიურად თბილი,გულიც კი ამიჩუყდა

მადლობ love

 


№3  offline წევრი maridb

რაღაც ძალიან კარგი და თბილი იყო<3 მომეწონა ძალიან<3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№4  offline წევრი Smiling girl

ufff kai iyo momewona <3 ragacnairi tbili <3

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

maridb
რაღაც ძალიან კარგი და თბილი იყო<3 მომეწონა ძალიან<3

Smiling girl
ufff kai iyo momewona <3 ragacnairi tbili <3

მადლობთ.. love

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

მართლა საოცარი და კარგი იყო.
მომწონს შენი თხრობის სტილი.
ძალიან თავისუფლად წავიკითხე მთელი მოთხრობა და თბილმა ჟრუანტელმაც დამიარა...
მომეწონა.
განსაკუთრებით მსჯელობის ამბავი და მერე სიყვარულიც ხომ მთავარია. ცხოვრებაში დამთხვევები უბრალოდ არ არსებობს!
ბრავო მარიამ.. ერთი პერიოდი ისიც მეგონა შენ თავზე წერდი და ნება მიბოძეთ გკითხავ, რაც წერია სიმართლეა ყველაფერი? love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

ErckeMydass25
მართლა საოცარი და კარგი იყო.
მომწონს შენი თხრობის სტილი.
ძალიან თავისუფლად წავიკითხე მთელი მოთხრობა და თბილმა ჟრუანტელმაც დამიარა...
მომეწონა.
განსაკუთრებით მსჯელობის ამბავი და მერე სიყვარულიც ხომ მთავარია. ცხოვრებაში დამთხვევები უბრალოდ არ არსებობს!
ბრავო მარიამ.. ერთი პერიოდი ისიც მეგონა შენ თავზე წერდი და ნება მიბოძეთ გკითხავ, რაც წერია სიმართლეა ყველაფერი? love

მადლობ.არა,არაა

 


№8  offline ახალბედა მწერალი lullaby

მრცხვრნია. პირველად წავიკითხე შენი ნაწერი.
თავიდან ყველაფერი ისეთი რეალური იყო... მეგონა თავად მივაბჟებდი ქუჩაში. ბოლოს კი, რომანტიული, ზღაპრული, ცოტა არარეალირი, მაგრამ შესაფერისი.
მელანქოლიას ნამდვილად მსგავსი დასასრული უმდა ჰქონოდა.
რა კარგი გოგო ხარ <3

 


№9  offline ადმინი უნდა ვწერო

lullaby
მრცხვრნია. პირველად წავიკითხე შენი ნაწერი.
თავიდან ყველაფერი ისეთი რეალური იყო... მეგონა თავად მივაბჟებდი ქუჩაში. ბოლოს კი, რომანტიული, ზღაპრული, ცოტა არარეალირი, მაგრამ შესაფერისი.
მელანქოლიას ნამდვილად მსგავსი დასასრული უმდა ჰქონოდა.
რა კარგი გოგო ხარ <3

მადლობ,ვანილო..გამიხარდა ჩემი საყვარელი მწერლის კომენტარი..ეგ არაფერი,ერთ დროს მეც პირველას წავიკითხე შენი ნაწერი.

 


№10  offline მოდერი tsn

შეუძლრბელია ვინმემ შენს ნაწერებს გულგრილად აუაროს გვერდზე, ძალიან კარგი იყო !!

 


№11  offline ადმინი უნდა ვწერო

ცირა ნინიაშვილი
შეუძლრბელია ვინმემ შენს ნაწერებს გულგრილად აუაროს გვერდზე, ძალიან კარგი იყო !!

მადლობ.. love

 


№12  offline წევრი Ninuca)

ძალიან კარგი იყოო <3

 


№13  offline ადმინი უნდა ვწერო

Ninuca)
ძალიან კარგი იყოო <3

love

 


№14  offline წევრი მოლურჯო

თორნიკე და მარიამიო :))
რამდენი რამ გამახსენე ამ შენი უბრალო სახელებით
მთელი მოგონებები მის შესახებ
ვგიჟდები შენზე ♥ ყველაზე განსხვავებული ხარ!
--------------------
მარიამი

 


№15  offline ადმინი უნდა ვწერო

გიჟი - ♥♥♥
თორნიკე და მარიამიო :))
რამდენი რამ გამახსენე ამ შენი უბრალო სახელებით
მთელი მოგონებები მის შესახებ
ვგიჟდები შენზე ♥ ყველაზე განსხვავებული ხარ!

მადლობ,გიჟო love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent