შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო და ოდნავ ნაცნობი საბედო


12-12-2015, 04:22
ავტორი annabelle
ნანახია 2 098

-ნოაა! ბიბლიოთეკაში მივდივარ-ვიყვირე მეორე ოთახში,რომ მიმეწვდინა ხმა.
-ჰეი,მე რა უნდა ვქნა?-კარებიდან მსოფლიოში ყველაზე სიმპათიურმა ბიჭმა გამოყო თავი და საყვარლად მომაჩერდა.გამეღიმა.
-შეგიძლია დამელოდო-მისკენ წავედი,თითებით პერანგის საყელოზე ჩავეჭიდე და ჩემსკენ მოვიზიდე-ან სახლში წადი და მთელი დღე უჩემოდ გაატარე!
-ჰმ,დაგელოდები-გადაჭრით თქვა.
-სწორედ ახლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ მისტერ უსექსუალურესობავ -ლოყაზე ვაკოცე,თეძო ხუმრობით მივარტყი ფეხზე და სწრაფად წამოვედი.კარებთან ჩუმი სიცილი მომესმა და მეც გამეცინა.მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემიძლია ავღწერო ის. მიმზიდველი,საყვარელი და ,,ცხელი'' (როგორც ამას ამერიკელები იტყოდნენ)
მანქანა ქალაქის მთავარ ბილიოთეკასთან გავაჩერ,წინა დღით გამოტანილი წიგნიც თან წავიყოლე და შენობაში შევედი. როგორც კი,მკითხავთა კლუბის მთავარ დარბაზში შევაბიჯე გამეღიმა.ოვალის ფორმის მაგიდასთან,რომელიც ოთახის ჩრდილოეთით კედელთან მიედგათ,შავგვრემანი ბიბლიოთეკარი იჯდა. როგორც ყოველთვის თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა და სულელივით ,იკრიჭებოდა'.
-გამარჯობა-მივესალმე,როცა მივუახლოვდი
-გამარჯობა
-წიგნს ვაბრუნებ-ხელი ზემოთ ავწიე ყრდაზე წარწერა,რომ ამოეკითხა
-კარგი.სახელი და გვარი შემახსენე თ შეიძლება-თავაზიანად მითხრა.თვალები დავაწვრილე და ეჭვით შევხედე. ვიცოდი,რომ იცოდა! რათქმა უნდა იცოდა.მე ხომ ვამჩნევ,როგორ მიყურებს ხოლმე ,როცა მის მაგიდასთან ახლოს ვზივარ და ვკითხულობ. ვერ ვიტყვი,რომ ამას სპეციალურად არ ვაკეთებ,მომწონს,როცა მიყურებენ და ჩემით ინტერესდებიან.ყოველთვის ნერვებს მიშლიდა ეს ჩვევა,მაგრამ ვერაფერს ვცვლი.
-ელიზაბეტ რობინსონი-თვალები გადავატრიალე.ჩეიცინა.
-სხვა წიგნს აიღებ?-იკითხა,როცა ჩემს ფორმულარში დაბრუნებული წიგნი აღნიშნა.
-კი. ,,ქარიშხლიანი უღელტეხილი'' მინდა
- მერამდენედ მიგაქვს?
-ვფიქრობ შენი საქმე არ არის-მხრები ავიჩეჩე და წარბები ზემოთ ავზიდე.გაეცინა.
როცა წიგნი მომაწოდა თავისუფალ მაგიდასთან კომფორტულად მოვეწყვე,ყურსასმენები გავიკეთე და კითხვა დავიწყე.მაშინვე გადავეშვი კეიტისა და ჰიტკლიფის ,,მშვენიერ'' სამყაროში. ჰო,შეიძლება სულაც არ არის ასე მაგრამ ჩემთვის მათი ცხოვრება ყოველთვის შეუდარებელი იყო. ვოცნებობდი ჩემს ცხოვრებასაც ჰქონოდა აზრი.თუნდაც ამას მათი ცხოვრების მსგავსად ტანჯვით მიმეღწია... ვკითხულობდი და მინდოდა დრო გაჩერებულიყო. ვერც კი შევამჩნიე ისე ჩამობნელდა. ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა.წიგნი დავხურე და ეკრანს დავხედე.
-გისმენთ!-ვუპასუხე წამის შემდეგ
-როგორ ხარ ძვირფასო? გცალია ორი წუთით?-გავიგე დედაჩემის მშვიდი და როგორც ყოველთვის მოსიყვარულე ხმა.
-დეე. კი,მცალია-გავიღიმე.მომენატრა.ნახევარი წელია არ მინახია.მას შემდეგ რაც შტატებში გადმოვედი.
-მისმინე.ხომ იცი შაბათს ,ჰაბიტობაა''-მხიარულად შესძახა და გაჩუმდა.უკმაყოფილებისგან თვალები გადავატრიალე. ჩემი მშობლები,მათი მშობლები,იმათი მშობლები და ასე დაუსრულებლად ,,ჰაბიტობას'' აღნიშნავენ. რობინსონების,რომელიღაც წინაპარმა თქვა,რომ ყოველ 20 დეკემბერს მთელი ოჯახი შეიკრიბებოდა და მთელ დღეს ერთად გაატარებდა.ეს აუტანელია. მიუხედავათ იმისა,რომ ვგიჟდები ჩემს მშობლებზე ყოველთვის მიჭირს მთელი დღე მათთან გატარება.თანაც ცივილიზაციას სრულიად მოწყვეტილი...
-ოუ,მაგარია
- მე და მამაშენს გვინდა ნოაც წამოიყვანო!შენი საქმრო,რომელზეც უკვე 2 თვეა დანიშნული ხარ ერთხელაც კი არ გვყავს ნანახი-თითქოს წარმოვიდგინე როგორ იკბინა ტუჩზე.ეს ჩვევა მისგან გამომყვა...-ისიც ხომ თითქმის ჩვენი ოჯახის წევრია
-ოჰ,არვიცი დედა. ნოა მუშაობს.არ ვიცი თუ მოახერხებს-სულაც არ მინდოდა მისი იქ წაყვანა.მაგრამ როდესმე ალბათ მაინც მომიწევდა ამ ფაქტთან შეგუება.მე ხომ ვთხოვდები
-ელიზაბეტ! ეს მოთხოვნაა და არა თხოვნა-რბილად მაგრამ მტკიცედ წარმოთქვა-უნდა ვიცოდეთ ვისთან ერთად ცხოვრობს ჩვენი ერთადერთი შვილი.
-კაი დე.2 დღეში გაიცნობ!ახლა უნდა წავიდე-მაოვილუღლუღე და გავთიშე.გავღიზიანდი.თუმცა არვიცი რატომ.იქნებ იმიტომ,რომ გამახსენდა ის სულელური დღე როცა ნოამ ხელი მთხოვა ყოველთვის ვფიქრობდი,რომ ყველაზე მცირე 33 წლის ასაკში გავთხოვდებოდი.არვიცი რატომ ვუთხარი თანხმობა.ალბათ იმიტომ,რომ კარგად ვგრძნობ თავს მასთან.ნოა ზუსტად ისეთია,როგორსაც ოცნებებში თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს წარმოვიდგენდი.თავი გავიქნიე ფიქრების გასაფანტად. წიგნი ავიგე და ბიბლიოთეკარს დავუბრუნე. მხოლოდ ახლა შევამჩნიე,რომ ყველა წასულიყო.აქ და ალბათ მთელს შენობაში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.
-ოჰ უკვე მიბრძანდებით?-მოჩვენებითი გაოცებით შემომხედა და ტუჩები მოკუმა სიცილის შესაკავებლად-რა გაჩქარებდა.
-შემიძლია კიდევ დავრჩე ,,მისტერ ხუმარა ტიპო''-მინდოდა ისე გამომსვლოდა თითქოს ძალით გავუღიმე მაგრამ პირიქით,სიცილი წამსკდა.მანაც ვეღარ შეიკავა თავი და საყვარლად ჩაიხითხითა.
-ნახვამდის მის.რობინსონ
-ნახვამდის- ვუთხარი ბიჭს და წამოვედი.
======================================
-ჰეი,სახლში ხარ?-ხმამაღლა წარმოვთქვი კარი,რომ გავაღე-ნოა? დავბრუნდიი-ქურთუკი საკიდზე ჩამოვკიდე და სასტუმრო ოთახში შევიხედე.სახლი აშკარად ცარიელი იყო.წავიდა? ხომ თქვა დაგელოდებიო? რამე ხომ არ მოხდა? დამირეკავდა თუ მართლა ასეა.ან არა!
ტუჩზე ვიკბინე,როცა შემთხვევით საათს შევხედე.
-ჯანდაბა!-ღმერთო რა იდიოტი ვარ :/ როცა მე მშვიდათ ვიჯექი ბიბლიოთეკაში და სრულიად ნეტარებაში მყოფი ჩემს საყვარელ წიგნს ვკითხულობდი, ის ამ დროს აქ იჯდა და მელოდა. ბოლოს ყელში ამოუვიდა.ტელეფონი ავიღე და სწრაფად ავკრიბე მისი ნომერი.ჩემი შინაგანი ქალღმერთი სახეში მირტყამდა.
-გამარჯობა.ნოა ტეილორს უკავშირდები.ხმოვანი ზარის შემდეგ შეგიძლია დატოვო შეტყობინება-გავიგე მისი ხმა.
-ბეტი ვარ.ჯანდაბა! ეგ ისედაც იცი,ჰო. კარგი...დამირეკე,როცა ნახავ.მიყვარხარ-გავთიშე.ტუჩზე ვიკბინე.ყველაფერს რატომ ვაფუჭებ? what
======================================
დილით მაღვიძარას ხმამ გამომაღვიძა. უნდა მოვმზადებულიყავი საღამოს რეისისთვის,რომ მიმესწრო.ჩემი მშობლები ინგლისში იყვნენ,ამიტომ ერთი დღით ადრე მომიწევდა გამგზავრება 20 დეკემბერს იქ რომ ვყოფილიყავი.თვალებიმ მოვიფშვნიტე და ტელეფონს დავხედე.ნოასგან არაფერი იყო... პანიკამ შემიბყრო.მან ხომ არც კი იცოდა დღეს,რომ ინგლისში უნდა გავფრენილიყავით.
-ფუ ამის!-ხმამაღლა შევიკურთხე და ლოგინიდან გადმოვბობღდი.სწრაფად გადავივლე წყალი,ჩავიცვი,მოვწესრიგდი და ნოასთან წავედი.ალბათ არსდროს მოვიქცეოდი ასე მაგრამ ახლა მე ის მჭირდებოდა.ჩემი მშობლები გაბრაზდებოდნენ თუ ნოას გარეშე ჩავიდოდი. თავი უკმაყოფილოდ გავიქნიე და კარებზე დავაკაკუნე.
-ნოა!-ჩუმად დავუძახე.
არაფერი!
-ოჰ,კაი რა! გამიღე-ამოვიბუტბუტე.
ისევ არაფერი! ხელი ავწიე მინდოდა ისევ დამეკაკუნებინა მაგრამ ამჯერად უფრო მაგრა-რომ უეცრად კარი გაიღო ძლიერად მომუშტული ხელი კი ჩემს წინ,საცვლების ამარა მდგომ ნოას მოხვდა შუბლში. ო ღმერთო!
-ამის დედაც! გააფრინე?-ამოიღმუვლა და მოიკეცა.რამდენიმე წამი გაკვირვებული ვუყურებდი,როგორ იკლაკნებოდა ტკივილისგან და შუბლს ისრესდა,ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ავხარხარდი.თავს ვერ ვიკავებდი.ხმამაღლა ვიცინოდი და ცრემლებს ვიწმენდდი.
-მაპატიე.ძალიტ არ მონდოდა...ღმერთოჩემო ახლა გული წამივა-ხელები მუცელზე მივიდე სიცილისგან გამოწვეული ტკივილი,რომ ჩამეცხრო.
-რა გაცინებს?
-ბოდიში მართლა-ტუჩზე მაგრად ვიკბინე დასამშვიდებლად.ჩავახველე და ავათვალიერე. ,კელვინ კლეინის' შავ ბოქსერებში უზომოთ სექსუალური ჩანდა.
-დაივიწყე-უხეშად მითხრა და კარს ძლიერად მოუჭირა ხელები.მეწყინა.უფრო სწორად არვიცი.უბრალოდ ასე არასდროს დამლაპარაკებია.
-დღეს ინგლისში უნდა წავიდეთ-ვუთხარი უკვე სრულიად უხასიათოდ.დილიდანვე იგრძნობა რა ,,იღბლიანი'' ვარ belay
-არა ბეტი!
-რა არა?-ავნერვიულდი
- ,,თ'' არა! უნდა წახვიდე! -უემოციოდ აიჩეჩა მხრები-ჩვენ აღარ ვარსებობთ :/ არ ხარ მზად ელიზაბეტ.ვხვდები,რომ არ გინდა ქორწინება.არც ჩემთან ყოფნა არგინდა!-მეგონა მიწა გამომეცალა ფეხ ქვეშ.სერიოზულად? ჩემმა შინაგანმა ქალღმერთმა დამცინავად ამათვალიერა და მსოფლიოში ყველაზე ბოროტულად გადაიხარხარა.
-ჯანდაბა! საიდან მოიტანე? მე მიყვარხარ ნოა!-კარგი ვიცი ეს ტყუილია მაგრამ...ახლა არუნდა ხდებოდეს ეს.ახლა როცა ჩემს მშობლებს მისი გაცნობა უნდათ.
-აღარ აქვს აზრი-ღრმად ჩაისუნთქა.
-ვერ მიმატოვებ.კარგი რა.არგინდა-შევევედრე
-მაპატიე.
=====================================
რამდენიმე საათი დამჭირდა იმაში ბოლომდე გასარკვევად რაც მოხდა.თავს ვიწყევლიდი.როგორ ვიყავი ასეთი იდიოტი? ნოა მომწონდა! მართლა მომწონდა და ბედნიერი ვიყავი მასთან.ის საყვარელი იყო და რაც მთავარია ვუყვარდი... ვგრძნობდი,რომ მართლა ვუყვარდი.მაგრამ მე ის დავკარგე...
არა! იცი რა? გლოვისთვის დრო გექნება! ახლა ჯობია გააქანო ეგ შენი სქელი,უსაქმური საჯდომი და რამე მოიფიქრო>> დამიღრიალა შნაგანმა ქალღმერთმა,მერე მდიდრულ სავარძელში მოკალათდა და ჩემი ცხოვრების გაკონტროლება განაგრძო.
-ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდდბააა!-ვიყვირე მანქანაში და ხელი ძლიერად დავარტყი საჭეს.
-საქმრო მჭირდება! მაგრამ სად ჯანდაბაში ვიპოვო?-ჩემს თავს ვკითხე.მეგონა შევიშალე.
<<შეგიძლია მოიტაცო>> მიკარნახა ქალღმერთმა და ავისმომასწავებლად გაიღიმა.
-მოვიტაცო!-ჩავიხითხითე-რამდენიმე დღით! არაფერია ამაში ცუდი-სინდისს ვიმშვიდებდი და ვერ ვიჯერებდი,რომ მომწონდა ეს იდეა...
###########################################################

კი ვთქვი აღარ დავდებთქო მაგრამ ვერ გავძელი :დ მეორე ნაწილს ხვალ დავდებ. ჰო კიდევ love მაინტერესებს ფენტეზის (ჟანრის) ისთორიები თუ გიყვართ? (დაწერას ვაპირებ და თუ არავინ წაიკითხავთ აღარ დავდებ:დ)



№1  offline წევრი anuka^_^

ააუუკარგია ^^^
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

 


№2  offline მოდერი Kira

მომეწონა ,საინტერესო იყო. ველოდები შემდეგ თავს. ხო კიდე მიაქციე ყურადღება სმაილებს ტექსტში არ შეიძლება! შემდეგ ისტორიასთან დაკავშირებით კი გეტყვი რომ მგონი ჯობია შენ გადაწყვიტო რას დადებ და რას არა. წარმატებები ^^
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№3  offline წევრი მოლურჯო

სმაილებს ვერ ვიტან და რა გავაკეთო ისტორიაში :))
დასაწყისისთვის პირველი თავი ძალიან კარგი იყო.
--------------------
მარიამი

 


№4  offline წევრი LoNdA DM

მომეწონა ეს გოგო მაგარი ტიპაჟია და მაგარი აფირისტი. ასიანი ბიბლიოთეკარ ბიჭს წაიყვანს. ველოდები შემდეგ თავს lol wink

 


№5  offline წევრი annabelle

anuka^_^
ააუუკარგია ^^^

love

Kira
მომეწონა ,საინტერესო იყო. ველოდები შემდეგ თავს. ხო კიდე მიაქციე ყურადღება სმაილებს ტექსტში არ შეიძლება! შემდეგ ისტორიასთან დაკავშირებით კი გეტყვი რომ მგონი ჯობია შენ გადაწყვიტო რას დადებ და რას არა. წარმატებები ^^

მადლობაა ^^ გავითვალისწინებ სმაილებზე <3

გიჟი - ♥♥♥
სმაილებს ვერ ვიტან და რა გავაკეთო ისტორიაში :))
დასაწყისისთვის პირველი თავი ძალიან კარგი იყო.

<3 გავითვალისწინებ

LoNdA DM
მომეწონა ეს გოგო მაგარი ტიპაჟია და მაგარი აფირისტი. ასიანი ბიბლიოთეკარ ბიჭს წაიყვანს. ველოდები შემდეგ თავს lol wink

დღეს დავდიბ და ვნახოთ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent