შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ძმის ძმაკაცი შემიყვარდა (დასასრული)


12-12-2015, 21:54
ავტორი ელლ
ნანახია 4 157

მისი ტუჩები თაფლივით ტკბილი, მარწყვივით გემრიელი და შოკოლადივით არომატული აღმოჩნდა. ფრთხილად დავაცილეთ ტუჩები და თვალების ციმციმით შევხედეთ ერთმანეთს. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მისკენ მიმიზიდა . თვალები და აწითლებული ლოყები დამიკოცნა, შემდეგ ოდნავ შეეხო ჩემს ბაგეებს და თავი მის გულ მკერდზე მიმადებინა. თმაზე მეფერებოდა, მე კი სიამოვნებისგან დავდუმებულიყავი
-ვიცი დამნაშავე ვარ, არ უნდა შემყვარებოდი, მაგრამ ვერც კი მივხვდი ისე დაივანე ჩემს გულში. ვერც გონებიდან წაგშალე, გამუდმებით შენი უმანკო სახე მედგა თვალწინ. ბოლოს გაქცევა გადავწყვიტე და იტალიაში გავფრინდი, არც იქ მომასვენე, ყოველ კუთხე-კუნჭულში მელანდებოდი. ვოცნებობდი და მეფიქრებოდა მხოლოდ შენზე, მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყავი, შენი მშვენიერი ღიმილით გაგებრუებინე და დაუღალავად გვესეირნა რომის ქუჩებში. თუმცა, მივხვდი ეს შეუძლებელი იყო. მე აკრძალულის მოპოვება მოვინდომე, ირაკლის ვუღალატე და ახლა სამაგიერო უნდა მოვიმკა. არ მინდა , რომ შენ რამე დაგიშავდეს, შენი ცრემლების ყურება გამანადგურებს. ლიზა , გთხოვ აღარ იტირო, მე არ ვღირვარ ამად.
თავი წამოვწიე და თვალებში ჩავხედე
-შენ ხომ იცი , რომ უშენოდ ცხოვრება არ მინდა და არც შემიძლია, ნიკა მიპასუხე , ხომ იცი , როგორ ძლიერ მიყვარხარ?
-უბრალოდ არ მინდა დაიტანჯო. ჯობს ახლა სახლში წახვიდე, შენი აქ მოსვლა საჭირო აღარაა, როცა გამომწერენ მე თვითონ მოგაკითხავ.
საწოლს მოვშორდი და ფეხზე წამოვდექი
-ანუ გინდა ,რომ დღეს მომხდარი დავივიწყო?
-მე ეგ არ მითქვამს.
-აბა რა თქვი?
-ლიზა ჯობს სახლში წახვიდე, არ მინდა ჩვენმა ჩხუბმა ყველაფერი გააფუჭოს
-შენმა სიტყვებმა უკვე გააფუჭეს ყველაფერი. ნუთუ ასე ვცდებოდი შენში , როგორ შეგიძლია ასე არაკაცურად მოიქცე და უბრალოდ ხელები დაიბანო.
სკამზე გადაკიდებული ხელჩანთა ავიღე და პალატიდან ცრემლმორეული გამოვვარდი. საავადმყოფოდან ტაქსით წამოვედი. სახლში მისვლისთანავე ოთახში შევიკეტე. მთელი კვირის განმავლობაში ვფიქრობდი მომხდარზე . თქვენი აზრით ერთი კვირა დიდი დროა? პირიქით, ძალიან მცირეა, რათა გონებამ თითოეული დეტალი გააანალიზოს და სწორ დასკვნამდე მივიდეს. ვერ ვიჯერებდი , რომ ამ ამაღელვებელი და ყველაფრისმთქმელი კოცნის შემდეგ ნიკას შეეშინდებოდა და ასეთ სიმხდალეს გამოიჩენდა. გული კვლავ მის მხარეს იდგა, გონებას კი ჯერ ვერ გადაეწყვიტა რას მინდობოდა.
რადგან არდადაგები მქონდა, მთელი კვირა სახლში ვიჯექი, არც ლუკას ზარები მაწუხებდა, მას შემდეგ რაც ვუთხარი , რომ მის მიმართ არაფერს ვგრძნობდი და ჯობდა ჩვენი გზები სამუდამოდ გაყრილიყო.
ორშაბათ საღამოს კი ირაკლიმ კარზე მომიკაკუნა
-შეიძლება?
-შემოდი - მშვიდი და სერიოზული ხმით ვუთხარი
-გუშინ ნიკა გამოწერეს, ამის აღსანიშნავად რესტორანში ვიკრიბებით. ხომ წამოხვალ?-მეტისმეტად თბილი მომეჩვენა ირაკლი
-დიდი სიამოვნებით-ნაძალადევად გავუღიმე, დავთანხმდი ,რადგან დავიღალე გაურკვევლობით , დღეს წერტილი უნდა დასმულიყო.
7-ზე მზად ვიყავი და რესტორანში წავედით. შესვლისთანავე ნიკას შევხედე, როცა დამინახა თვალები გაუბრწყინდა , გამეღიმა მისი გამომეტყველების შემხედვარე. ჩვენსკენ წამოვიდა, ირაკლის გადაეხვია შემდგომ მე ჩამეხუტა. წელზე მომხვია ხელი და მაგიდისკენ წამიძღვა.
- მიხარია, რომ გამოჯანმრთელდი
-გმადლობ, მომაჯადოვებელი ხარ
-აჭარბებ
-ნუ იქნები ასეთი თვითდაუჯერებელი. დიდი სარკე უნდა გაჩუქო და შიგ ჩაგახედო, იქნებ მაშინ მაინც დაინახო როგორი მშვენიერი ხარ,
-საინტერესოა როდემდე მოიქცევი ისე, თითქოს არაფერი მომხდარა-გავჩერდი, მაგიდამდე 5 ნაბიჯიღა გვაშორებდა , ზურგი შევაქციე მაგიდასთან მსხდომთ, მათ შორის ჩემს ძმასაც და ნიკას წინ დავუდექი.
-მახსოვრობა კარგი მაქვს და შესაფერისადაც ვიქცევი
-სწორად ვერ აფასებ საკუთარ ქმედებებს
-ლიზა გეყოფა, ნუ მეუხეშები
-იმას გეუბნები, რასაც იმსახურებ
-ამას ნამდვილად არ ვიმსახურებ
-ვითომ?
-კარგი,ილაპარაკე რამდენიც გინდა , მაგრამ ისეთი რამ არ მითხრა, რასაც შემდგომში ინანებ
-შენგან განხსვავებით მე თქმულსა და გაკეთებულს არ ვნანობ და არც უკან ვიხევ
-ახლა ნამდვილად არ ვაპირებ შენთან კამათს და საღამოს ჩაშხამებას. მოვა დრო და გამიგებ.
-მეეჭვება, მაგრამ მაინც ვიმედოვნებ.
შემოვბრუნდი, მაგიდას მივუახლოვდი და ირაკლის გვერდით ადგილი დავიკავე. ნახევარი საათის შემდეგ, ნიკა და ირაკლი გარეთ გავიდნენ.
უკვე შუაღამე მოახლოვდა , თითქმის ოთხი საათი გასულიყო რაც ირაკლი და ნიკა არ დაბრუნებულიყვნენ. ვნერვიულობდი, ბოლოს ამდენი ემოციისგან დაღლილს სკამის საზურგეს მიწოლილი ჩამეძინა.
დილით მზის სხივებმა გამომაღვიძა, რომლებიც ჩემს სახეზე დაცანცარებდნენ. მათი დამსახურებით გავმხიარულდი და უცბად დავჭყიტე თვალები. უეცარი შეგრძნება დამეუფლა .
-გაიღვიძე ძილის გუდა?-ჩემი საყვარელი ხმის ტემბრი გავიგონე
-შენ? შენ აქ რა გინდა ....... ან სად ვარ, ეს ჩემი სახლი არ არის.
-არ ვართ შენს სახლში
- შენი სახლიც რომ არ არის?
-არც ჩემს სახლში არ ვართ
-აბა ვისი სახლია, ან აქ რა გვინდა.... ან რა მოხდა წუხელ ღამით.... მოიცა დალურჯებული რატომ გაქვს სახე?
-იმიტომ რომ შენს ძმას ზედმეტად ძლიერი ხელი აღმოაჩნდა
-მოიცა ირაკლიმ გცემა?
-მცემა რას ნიშნავს? პატარა ბავშვი ვარ რომ ვეცემე. უბრალოდ ვიჩხუბეთ
-უბრალოდ იჩხუბეთ რას ჰქვია... და მოიშორე ეგ სულელური ღიმილი სახიდან
ამაზე პირი მთლად ყურებამდე მიიტანა
-ჩემი წვალებით ტკბები არა?
-აჰამ, თვალი ჩამიკრა და ფინჯანიდან ჩაი მოსვა . იქვე არსებული ბალიში გავუქანე და პირდაპირ სახეში მოვარტყი, სითხე გულ-მკერდზე გადაეღვარა, წამოვხტი და მასთან მივირბინე
-ვაიმე დაგწვი, ჩქარაა ცივი წყალი, სააბაზანო სად არის - ხელებს უგზო-უკვლოდ ვაქნევდი
ამ დროს ნიკამ იმხელაზე გაიცინა, ადგილზე შევხტი და გაოცებული მივაშტერდი
-შენ რა არ გტკივა?
-რა უნდა მტკიოდეს, ცივ ჩაის ვსვამდი
როცა ჩემს საქციელს დავუკვირდი, თვალზე ცრემლი მომადგა
-ლიზა ოღონდ არ იტირო რა- მომიახლოვდა და ხელები მომხვია
-უზრდელი ხარ - მეც ჩავეხუტე
-ხო ვარ, ოღონდ შენ არ იტირო
ამ დროს ჩემმა ტელეფონმა დარეკა. პატარა მაგიდაზე იდო , მეც ავიღე
-გისმენთ
-ლიზა, როგორ ხარ?
-ანა შენ ხარ? კარგად , შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად? როგორ გეძინა? მითხარი მოგეწონა იტალია, დაათვალიერეთ უკვე?
-იტალიაააააააა??
ნიკამ ფარდები გადასწია და ჩემს წინ ქალაქი რომი წარსდგა, თვალები იმხელაზე გამიფართოვდა კინაღამ ბუდიდან ამომივარდა.
-კი მაგრამ მე აქ საიდან აღმოვჩნდი-ნიკას გაოცებული მზერა ვესროლე, ის კი კვლავ ანცად მიღიმოდა
-ნიკას არ უთქვამს?-ანას ხმა ჩამესმა
-არა
-მგონი ეგ არც აპირებს მოყოლას და მე გეტყვი რაც მოხდა
-ყურადღებით გისმენ-ნიკას წარბი ავუწიე და ანას ყური დავუგდე
-რესტორნიდან გასვლის შემდეგ, თურმე ნიკას ირაკლისთვის ყველაფერი მოუყოლია. ანუ უთხრა, რომ შენ შეუყვარდი, ამაზე ირაკლი გაცოფებულა და ხელი გაურტყამს, თურმე ირაკლი მოკვლასაც უპირებდა , მაგრამ ვერ შეძლო. ნიკა რომ მომეკლა შემდეგ თვითმკვლელობა უნდა ჩამედინა , რადგან თუ ნიკას ჩემი და შეუყვარდა მე მისი და , ანუ შენ შემიყვარდიო. ასე ამიხსნა შენმა ძმამ სიყვარული
გაოცებისგან ხმა ვერ ამოვიღე
-ვიცი ლიზა, მოულოდნელი იყო შენთვის, მაგრამ მე და ირაკლის ერთმანეთი გვიყვარს, ახლა ჯობს გავთიშო და დაფიქრების საშუალება მოგცე, გკოცნი ბევრს, კარგად გაერთეთ
ანამ ყურმილი დაკიდა მე კი ნიკას მივაჩერდი
-არ მითხრა, რომ ყველაფერი შენი გეგმის ნაწილი იყო
-რომელი გეგმის- უსირცხვილოდ აიჩეჩა მხრები
-ანუ როცა იტალიაში იყავი და მიხვდი, რომ უჩემოდ მეტი აღარ შეგეძლო, ანა ჩამოიყვანე საქართველოში ,იცოდი , რომ მისნაირი გოგო უეჭველად შეუყვარდებოდა ირაკლის და ჩვენ ერთად ყოფნის უფლებას მოგვცემდა
-რა ვქნა ლიზა, სიყვარული აგიჟებსო და გამაგიჟა მეც
-მითხარი, რომ ანამ არ იცოდა შენი გეგმის შესახებ
-არა , ის მხოლოდ საქართველოს დასათვალიერებლად ჩამოვიდა
-ამიტომაც დაიჩემე ხომ ვიზა რომ გამეკეთებინა? თავიდანვე გათვალე ყველაფერი. ნიკოლოზ მეტრეველ ამქვეყნად ყველაზე გაიძვერა ადამიანი ხარ
-გამიფრთხილდი ლიზა, ჩემზე უკეთეს ვერ იპოვი იცოდე
-კი როგორ არა
მომიახლოვდა და გულში ჩამიკრა
-ხვალიდან მე და შენ ერთად შევეცდებით რომის საიდუმლოებების ამოხსნას



№1  offline მოდერი nicol

ძალიან თბილი ისტორია იყო love
ტკბილად ჩასაკითხი და როგორც მე მიყვარს ზედმეტი გაწელვის გარეშე. love

პ. ს. იმედია ახლა ამას იტალიიდან წერ fellow love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№2  offline წევრი ელლ

ჩამოვედით უკვე wink გმადლობ ნიკოლ მხარდაჭერისთვის, ვერ წარმოიდგენ როგორ მსიამოვნებდა შენი კომენტარების კითხვა love

 


№3 სტუმარი teo...

Tbili,tkbili,sasiamovno wasakitxi iyoo.madloba shen amistviss.warmatebebiii

 


№4  offline წევრი Firefly

ძალიან თბილი იყო ♥
--------------------
M.T

 


№5  offline წევრი Salo me

უკეთეს დასასრულს ვერც ვინატრებდი. კარგი იყო ძალიან. მეც მინდა იტალიაში :'(
--------------------
Sally

 


№6  offline წევრი buchi

აუუუუუ ისეთი კარგიიყო არმეყო!!!მეც მყავდა ნიკა რომელსაც უზომოდ ვუყვარდი მაგრამ დავკარგე...

 


№7  offline წევრი ელლ

buchi
აუუუუუ ისეთი კარგიიყო არმეყო!!!მეც მყავდა ნიკა რომელსაც უზომოდ ვუყვარდი მაგრამ დავკარგე...

ასეთი ნიკა თუ გყავდა არ უნდა დაგეკარგა. იქნებ არაა გვიანი და დაიბრუნო. მგონი ზედმეტად ვერევი wink გმადლობთ ყველას თბილი კომენტარებისთვის

 


№8  offline მოდერი X.G

ვაუ მართლაც ძაან ლამაზი ისტორია იყო და ძალიან სასიამოვნო ყოჩაღ

 


№9  offline წევრი Natalo

ძააალიან თბილი და ტკბილი ისტორია იყო. მადლობაა დიიდი ავტორს :* <3

 


№10  offline წევრი ელლ

dzalian mixaria tu mogewonat
Natalo
ძააალიან თბილი და ტკბილი ისტორია იყო. მადლობაა დიიდი ავტორს :* <3

 


№11 სტუმარი ეჰჰ

ბოდვა, ბოდვა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent