შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოხუცი კაცი


13-12-2015, 01:40
ავტორი Без Любви
ნანახია 3 028

"ერთხელ ერთი ავადმყოფი, მოხუცი კაცი თავის ვაჟთან გადავიდა საცხოვრებლად. მის შვილთან ერთად ოჯახში მეუღლე და მათი 4 წლის ბავშვი ცხოვრობდა. მოხუცს ავადმყოფობის გამო ხელები უკანკალებდა, თვალიდან კარგად ვერ იხედებოდა და სიარულიც უჭირდა. რადგან ნორმალურად ვერ ხედავდა და ხელებსაც კარგად ვერ ხმარობდა ჭამა ძალიან უჭირდა. ოჯახი სადილს ერთად მიირთმევდა და იმის გამო, რომ მოხუც კაცს ხშირად ეღვრებოდა მაგიდაზე საჭმელი, კოვზს ხელში ვერ იჩერებდა და მისი საქციელი სადილზე უწესრიგობას იწვევდა, ცოლ-ქმარი ძლიერ შეწუხდა:
— რაღაც უნდა ვიღონოთ, უთხრა ცოლს ქმარმა.
— რასაკვირველია, მისი ბრალი არაფერია, მაგრამ მეც ყელში ამომივიდა ყოველი ჭამის შემდეგ მაგიდის ტილოს გამოცვლა და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა ქმარმა საღამოს სახლში პატარა ხის მაგიდა მოიტანა და ოთახის კუთხეში დადგა. და ამის შემდეგ მოხუცი კაცი სადილს იმ მაგიდაზე შეექცეოდა და დანარჩენები ჩვეულებრივ დიდ სასადილო მაგიდაზე მიირთმევდნენ. ამ დროს, თუ შემთხვევით განმარტოვებით მჯდარი მოხუცისკენ გაიხედავდით შეიძლებოდა მის თვალზე ცრემლიც კი შეგემჩნიათ. ამას ცოლ-ქმარი ვერ ამჩნევდა, მაგრამ მათ 4 წლის ბავშვს არაფერი გამოჰპარვია, თუმცა არაფერს ამბობდა.
ერთ საღამოს მამამ შეამჩნია, რომ მის პატარა ბიჭს ხის ნაჭრები, ჩაქუჩი და ლურსმნები მოემარაგებინა და რაღაცას თამაშობდა.
— რას აკეთებ? ჰკითხა მას მამამ.
— მინდა პატარა ხის მაგიდა გავაკეთო შენთვის და დედასთვის და როდესაც მოხუცდებით თქვენ ამ მაგიდაზე შეჭამთ საჭმელს,
ღიმილით უპასუხა მამას ბავშვმა და მუშაობა გააგრძელა. მამას ხმა ჩაუვარდა და თვალებიდან ცრემლები წასკდა. არაფერი უთქვამს, თუმცა კი იცოდა როგორც უნდა მოქცეულიყო.
იმ საღამოს შემდეგ ოჯახის ყველა წევრი ერთად მიირთმევდა სადილს."



№1  offline წევრი Lana Tomlinson

ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს როგორებიც არიან ეს ცოლ-ქმარნი. ნუთუ საერთოდ არ ფიქრობენ რომ ოდესღაც ყველა დავბერდებით და მათ დღეში ჩავვარდებით.
,,განა ყველა რაც ხმელია
კაცისგან საწუნარია?
ათას ცოცხალსა,ბევრჯელა
ათჯერ სჯობს ერთი მკვდარია"
ვაჟა ფშაველას ერთ-ერთი ლექსიდან. მომრავლდნენ ამ ბავშვისნაირი მოაზროვნე ადამიანები love

 


№2  offline წევრი Без Любви

გაიხარე ლანა სწორი ხარ შემოგევლე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent