როგორ შევცვალე "ბაბნიკი" (სრულად)
რატომღაც მომინდა გამეზიარებინა თქვენთვის ეს პატარა საიდუმლო.. ვიცი კი არა,დარწმუნებული ვარ ჩემმა მკითხველმა,ანუ შენ ვინც ახლა ჩემს შეიძლება სრულიად უაზრო სიტყვებს თვალს აყოლებ,ზუსტად იცი ყველა ის ხრიკი რომელიც შეცვლის ბაბნიკს.. მაგრამ შენგან განსხვავებით მე მართლა ძალიან „ლენჩი“ ვიყავი მაგ საკითხში.სულ რაღაც,5 თვის წინ გავიცანი ჩემს სამეგობროში „ყველაზე,ყველაზე სიმპათიური ბიჭი“.აი ასე,ერთხელ ვსხედვართ მთელი ოცდაათი კაცი,ვლაპარაკობთ.. ვართ ლისზე ასულები და ვერთობით.. კიდევ ველოდებოდით ბავშვებს ამიტომ ჭამა არ დაგვიწყია,თუმცა ისე მშიოდა ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა ის ორი კინკილა ბიჭი.. ამ ორისგან ერთს ვიცნობდი. ჩემი მეორე ძმა,ყველაზე ახლო ადამიანი,ყველაზე ერთგული და საყვარელი გეგა..სამწუხაროა,მაგრამ ახლა ის ჩვენთან ერთად აღარ არის.. ვწერ ამ სიტყვებს და ის დღეც ნათლად მიდგება თვალწინ.. გიტარაზე „ვაპარტყუნებდი“,როდესაც ორი ბიჭის სილუეტი გავარჩიე.. ისინი ჩვენსკენ მოდიოდნენ.. - ეს ჩემი გოგო უკრავს ასე? მთელი ლისი რო ფეხზე დააყენა ?-ჩაიფხაკუნა გეგამ და გვერდით მომიჯდა.. ცალი თვალით გავიხედე ქერათმიანისკენ,თუმცა არ შევიმჩნიე მისი მწველი მზერა.. გოგოებმა თვალები ჭყიტეს. თათამ თვითონ გამოიჩინა ინტერესი და სულის მოთქმა არ აცადა უბედურს,ისე მიუჯდა გვერდით და ლაპარაკი გაუბა.. მე კიდე ეგეთებისთვის ძალიან ამპარტავანი გამოვდექი,ამიტომ გეგასთან ლაპარაკმა საერთოდ დამავიწყა ასეთი ბიჭი.. გიტარაზე დავუკარით,ცივი ლუდიც დავლიეთ.. მე კი ძალიან მაგარ ხასიათზე მოვედი,სიმღერები ჩავრთეთ და ცეკვა დავიწყე.. საერთოდ არ მანაღვლებდა არავინ.ჩემი მეგობრების თვალწინ ისე თამამად ვცეკვავდი,რომ ალბათ მიმიღებდნენ რამე ცეკვის კონკურსში. ნელნელა დაბნელდა,როდესაც ბავშვებსაც მოეკიდათ სასმელი მომბაძეს და ტანის რხევით სიცილ-ხარხარით ცეკვა დაიწყეს.. მე ჩემს სტიქიაში ვიყავი,თვალები დამეხუჭა და ლუდის ბოთლით ხელში ვცდილობდი ცეკვის რიტმს არ ავცდენილიყავი.. მალე ისე დაბნელდა რომ ერთმანეთს ნორმალურად ვერც ვხედავდით.. ბევრი წავიდა სახლში.. დავრჩით მე,გეგა,ეს ახალი მნათობი ვარსკვლავი და თათა.. ცოტახანში უკვე ბუნდოვნად ვხედავ ბიჭის სილუეტს,რომელიც უფრო და უფრო ახლოს იწევს ჩემსკენ.. შევეცადე გამოფხიზლება მაგრამ ამაოდ.. მკვრივი ხელები ჩემს წელს ეხებოდა,ცხელ სუნთქვას კისერში ვგრძნობდი..სიმღერაც შენელდა.. ლისზე თითქოს მარტო მე და ის ვიყავით.. აზრზე მაშინ მოვედი როდესაც ლიფის შესაკრავს დაეჯაჯგურა.. ხელის ერთი კვრით მოვიშორე და ანერვიულებულმა ვკითხე: - შენ სულ გაგიჟდი? ამის უფლება ვინმემ მოგცა? კიდევ ერთხელ მომიახლოვდები და მაგ თავს ადგილზევე წაგაცლი,იდიოტიი!!-ნერვები მომეშალა და ჩანთას ვწვდი.. *********************************************** სახლის კარები ნელა შემოვაღე და ჩუმათ შემოვიპარე.. - ანანო დეე მოხვედი?- დედაჩემის წყნარმა ტემბრმა დამამშვიდა.სამზარეულოში გავედი და მაგიდასთან ჩამოვჯექი.. - დეე გეგა რატო არ ამოვიდა ?-ტორტის ბისკვიტი მაგიდაზე გადმოდო და ეჭვისთვალით შემომხედა.. - რავი დე დაღლილი იყო და სახლში წავალო,მომიკითხე დედაო - გამეცინა ჩემს ტყუილზე და ნანაც ავიყოლიე. - გადამრევს ეგ ბიჭი,სულ დაავიწყდა დედაა!!-ხუმრობაში მეც ამყვა და დაღლილი მაგიდასთან დაჯდა. გეგას ნანა დედასავით უყვარდა.. მოდიოდა,რჩებოდა,ნანა აჭმევდა,არიგებდა გოგოებთან როგორ მოექცა.. ბავშობიდან ერთად ვიზრდებოდით და დასავით მივლიდა.. ცოტა კიდევ ვილაპარაკეთ და მერე დაღლილმა ოთახისკენ ავიღე გეზი... ტელეფონს დავხედე და 21 გამოტოვებული ზარი დავინახე.. სამი ესემესიც იყო.. არ მქონდა თავი ამეხსნა გეგასთვის რატო წამოვედი,ამიტომ პირსახოცი ავიღე და აბაზანაში შევედი. ცხელმა შხაპმა მთელი დაღლილობა თან წაიღო.აბაზანიდან პირსახოცშემოხვეული გამოვედი და ჩემს საწოლზე მწოლიარე სილუეტი როდესაც დავინახე უცებ შემეშინდა.. - რატო არ გადმორეკე ანანო? რა მოხდა?-გეგა გაუნძრევლად იწვა,აშკარად ეტყობოდა მთელი დაღლილობა და ჩემს საწოლზე ნებივრობდა.. - კარგი რა გეგა, პატარა გოგო ხო არ ვარ!! ჩემითაც შემიძლია სიარული!! - ხო მაგრამ მხოლოდ მაშინ,როდესაც მე არ მცალია.. ამხელა გოგო რო ხარ ზუსტად მაგიტო გივლი ასე! მეორედ ეგრე აღარ ქნა გაიგე?-თავი ლოგინიდან წამოყო- და ჩაიცვი რამე არ გაცივდე! ცივი ტონით მითხრა.. ტანსაცმელი ავიღე და ისევ დაბურულ საპირფარეშოში შევედი,გამოვიცვალე და ოთახში დავბრუნდი.. გეგას უკვე ხვრინვა ამოეშვა. მეც საწოლში ჩავწექი და დავიძინე. დილით ნანას ხმამ გამაღვიძა. - გააღვიძე ეგ ძილისგუდა შვილო,რა იყოო ამდენი ძილი არ გამიგია მე-ნანას ქოთქოთი და გეგას ოთახში შემოქანება ერთი იყო.კარები გააღო და ლოგნზე დაეშვა. - კარგი ხო ვდგეეები!! უკმაყოფილომ თავი წამოვყევი და გეგას კარებისკენ ვანიშნე. გავიდა თუ არა შორტები ამოვიცვი,მაისური გადავინცვი და ფეხშიშველა სამზარეულოდან წამოსულ სუნს გავყევი.. ნანა და გეგა რაღაცაზე იცინოდნენ,გეგამ თეფშსზე საჭმელი არ დამიტოვა.. - რაიყო შვილო,რანაირად იყურები!! - დე ხო იცი ეგ სულ ასე იყურებაა!!- გეგამ მხარი აუბა და ყიყლიყო მთლიანად პირში ჩაიდო.. - უიმეეე ღოროოოო!! -უკმაყოფილომ გავიკეთე ყავა.. - მეც გამიკეთე რაა-გეგამ ნახევრად დახშული ხმა ამხელა პირიდან გამოუშვა.. მთლიანად გადატენილი ლოყები ჰქონდა,მეგონა ცოტაც და გასკდებოდაა.. - შენს კუჭს კიდე ყავა უნდაა? გასკდები შე საცოდავოო!!-ვუყვირე გეგას და ნანამაც მისაყვედურა.. ვერ იტანდა,როდესაც მე და გეგა ვჩხუბობდით.. როდესაც საჭმლის ჭამას მოვრჩით,ორივემ ნანას დავემშვიდობეთ და წვიამიან ქუჩაში გავედით.. - გეგა სად მივდივართ? - გიორგი უნდა ვნახოთ ანანო,დილიდან ამას გიმეორებ და რაზე ფიქრობ ჩემი რო არ გესმის ?- ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და ნაბიჯებს აუჩქარაა. მეც არაფერი არ ვუპასუხე,კაპიშონი დავიფარე და გეგას მივბაძე.. უკვე 15 წუთში რუსთაველზე ვიყავით და ხალხს ვაკვირდებოდით.მე საერთოდ არ ვიცნობდი ვინ იყო გიორგი. ის კი წარბშეკრული იყურებოდა.. ძალიან მალე ნაცნობი სილუეტი გამოჩნდა,ნათლად გავარჩიე ის ბიჭი,რომელიც გუშინ ასე თავხედურად მექცეოდა.. სიბრაზე მომემატა და მომინდა მთელი ძალით მეგლიჯა სახეში,მაგრამ გეგას გამო გავჩერდი. - სად ხარ შე*ემა ?-ხელი ჩამოართა გიორგის.. გიორგიმ გამიღიმა,მისი ლამაზი თეთრი კბილები დაბურცული ტუჩებიდან გამოჩნდა,სიგარეტს მოუკიდა თან მწვანე მოკაშკაშე თვალებით მომაჩერდა..ისევ გადაუღებლად წვიმდა.მე გაგა და გიორგი მივდიოდით.გიორგი ჩემს გვერდით მოდიოდა და მისი დიდი ხელი ჩემს ხელს ეხებოდა.მე წარბებშეკრული მოვდიოდი.. გაგამ სიჩუმე დაარღვია : - ანანო,როდის უნდა წახვიდე თათასთან?-გაგამ გადმომხედა და მანაც მოუკიდა სიგარეტს.. მე თავში მაგარმა იდეამ დამარტყა და ცალყბად გამეცინა.. - წამოდი სამივემ დავადგეთ თათას,ზუსტად ვიცი გაუხარდება-გიორგის გადავხედე,რომელმაც თეთრი კბილები გამოაჩინა.ისეთი სიმპათიური იყო,წვიმის წვეთები სახაზე ეცემოდა,მწვანე თვალები.. როდესაც ამ მწვანე თვალებს უყურებდი ისეთი გრძნობა გქონდა,თითქოს იკარგები,ივიწყებ ყველაფერს,გეღიმება და სითბოთი და ბედნიერებით ივსები.. მოკლედ შეჭრილი ქერა თმა,დახეული ჯინსები,თავისებური მიხრა-მოხვრა... - კარგი მაშინ წავედით!!-გაგამ ტაში შემოკრა.. მე ჩუმად ვუსმენდი მათ ლაპარაკს და ხანდახან რაღაც სიტყვებს ვისროდი. გიორგის ხელი ბევრჯერ შეხებია ჩემსას.. დენდარტყმულივით გავწიე ხელი და ჯიბეებში ჩავიწყვე.. ხმა არცერთს არ ამოგვიღია. თათას სადარბაზოში შევედით,გაგა წინ მიდიოდა,გიორგი ჩემს უკან.. როგორ მინდოდა მალე ავსულიყავი და მისი მწველი მზერა მომეშორებინა. როგორც იქნა მე-5 სართულზე ავედით,თათამ კარები გაგვიღო და გიორგის დანახვაზე წამოწითლდა.. - შემოდით!! როგორ ხართ?-თათა პიჟამოსამარა იდგა და გაკვირვებული გვიყურებდა.. მე და გაგა სამზარეულოში გავედით და წვენი დავისხით,გიორგი ჩვენ შემოგვყვაა. ოთახიდან თათას აღელვებული ხმა მოგვესმაა - გამოვიცვლი და მოვალ!! ანანო მოდი ერთი წამი რა..-პირი უკვე ტკბილეულებით მქონდა გამოტენილი,წვენი მოვწრუპე და ოთახისკენ წავედი.. კარები შევაღე და შორტებისამარა თათა დავინახე : - რა ჩავიცვა? გიორგის აქ რა უნდა?-საწოლზე დავწექი და თათას ფაციფუცს ვაკვირდებოდი,ცოტაც და ალბათ სიცილისგან გავსკებოდი.. - კაი რატო დამცინიიი,შენ რო დათო მოგწონდა არ გახსოვს როგორ იყავი ? -თათამ ბოლოსდაბოლოს ამოარჩია მოკლე ქვედაბოლო,მოტკეცილი მაიკა,გრძელი თმები დაივარცხნა და ოთახიდან უკმაყოფილოდ გავიდა.. მეც წამოვყავი თავი საწოლიდან და მათკენ წავედი.. - ანანო,მიდი რამე გაგვიკეთე გვშია ხალხს!-გაგამ უკმაყოფილოდ დააღო პირი . - თათამ გააკეთოს,ნანამ რამდენი გაჭამა შე ღორო კიდე გშია?-ხელი ავიქნიე და სკამზე ჩამოვჯექი. გიორგი მაგიდას უყურებდა და ეცინებოდა.. - ბიჭო,ლევანისთან რა ხდება? არ გამოწერეს?- როგორც იქნა გიორგი ხმას ამოიღებსთქო ვიფიქრე,მაგრამ ამაოდ. მან მხოლოდ თავი გააქნია. მეც ნერვები მომეშალა და დავაბრეხვე: - რაიყო ეს მუნჯია?-გაგას გავხედე და ხელით გიორგისკენ ვანიშნე. თათამ მაცივრიდან ეგრევედ თავი გამოყო და უკმაყოფილოდ გამომხედა.. გიორგის ჩაეღიმა: - ამდენი ხანი ელოდები ჩემი ხმის გაგონებას?-მისი ტემბრი ისეთი სასიამოვნო იყო,რომ ეკალივით დამაყარა ტაომ.. ცოტაც და ჭარხალივით ავწითლდებოდი ალბათ. - ანანო ხომ გითხარი გამიკეთე რამე-თქო,ეს ორ საათიანია,კუჭი მეწსვის გოგოო მალეე!!-თათას დაუყვირა და მიხმარება გადაწყვიტა. მე კიდევ მისაღებში გავედი და კომპიუტერს ჩავუჯექი.. მალე გავიგონე ნაცნობი ბარიტონი. - დიდი ხანია გაგას იცნობ?- ჩემს გვერდით დაჯდა.. ინსტიქტურად მეც ჩავიწიეე.. - ანანო ნაკაშიძე არაა?- ლეპტოპში შემოყო თავი და ჩემი სახელი და გვარი ხმამაღლა წაიკითხა.. - დიახ-მტკიცედ ვუპასუხე მე და თვალები დავუბრიალე.. ისეთი ინტერესით მივაჩერდი კომპიუტერს,ალბათ სხვას ეგონებოდა რამე სუპერ მეგა რთულ ამოცანას ვხსნიდი.. თმები სახეზე ჩამომიცვივდა და საფეთქელთან ახლოს მისი ცივი თითების შეხება ვიგრძენი..თმები ყურის უკან გადამიწიაა და ძალიან ჩუმად ჩამჩურჩულა: - ნაკაშიძე არ გინდა ჩემი გოგო გერქვას?-მისი ტუჩები იმდენად ახლოს იყო ჩემს სახესთან,რომ ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი.. მალევე მოვიკრიბე ძალა: - რას გადამეკიდე? შენი ჰორმონების დასაკმაყოფილებლად უამრავი ნაშაა, კიდევ ერთხელ მომიახლოვდები ასე ახლოს და შენს თავს დააბრალე!!- თვალები დავუბრიალე და ტახტიდან ადგომა გადავწყვიტე,მაგრამ მისმა მკვრივმა ხელმა დამიჭირა.. წამში ამაკრო გულზე.. - მე ყოველთვის იმას ვაკეთებ რაც მინდა!! არც შენ ხარ გამონაკლისი,ძალიან ინანებ ამ სიტყვებს.. საბოლოოდ ჩემზე შეყვარებული პატარა საცოდავი გოგო იქნები.. და შენნაირები ბევრი დამიკერავს-თითები სახეზე ჩამომისვა..სიბრაზისგან სახე დამმანჭვოდა და ალბათ თათას,რომ არ დაეძახა გავუქანებდი ერთ-ორს..დიდიხანია ამის გაკეთება მინდოდა.. - ანანოოო,გიორგი მოდით უკვე გაცივდა ყველაფერი! გადაჭამა ყველაფერი გაგაამ!! -სამზარეულოში შესვლისას თათამ ეჭვისთვალით გადმოგვხედა.. გიორგი ძალიან კარგ ხასიათზე იყო,ანდა რატო იქნებოდა მოწყენილიი? მოსაღამოვდა მე და თათამ კლუბში წასვლა გადავწყვიტეთ.. ეს იდეა ბიჭებსაც მოეწონათ .. თათას მოკლე,გამომწვევი კაბა მოვირგე და სარკეში ჩავიხედე. ჩემს წინ იდგა სრულწლოვანი გოგო.. გრძელი ჩამოსხმული ფეხებით,გამოკვეთილი მკერდით და ყავისფერი გრძელი თმით.. სიმართლე გითხრათ,ჩემი გარეგნობა ყოველთვის ყურადღებას იპყრობდა.. თათაც არანაკლები იყო.. თათა აზიური სტილის გოგო იყო,მუქი ფერის კანით,ლამაზი თეძოებით,პატარა მაგრამ მკვრივი მკერდით და ერთი სიტყვით,ჩემზე უკეთესიც კი იყო ალბათ.. ოთახიდან როდესაც გამოვედით გიორგიმ აღფრთოვანება ვერ დამალა.. გაგამ კი გაბრაზებული გამოგვხედა და გვისაყვედურა: - უფრო მოკლე არ იყო?-დივნიდან ადგნენ... ძალიან მალე უკვე ყველანი მანქანაში ვისხედით.. რამდენიმე ჩვენს მეგობარს გავუარეთ და კლუბის შესასვლელი კარებიც შევაღეთ.. გეგას შეყვარებული ყავდა,უსაყვარლესი ნატალია.. ერთმანეთი დიდი ხანია უყვარდათ და სამომავლოდ გეგმებიც კი ჰქონდათ დაწყობილი.. მე და ნატალია ერთმანეთს ვერ ვუგებდით,მარტივი მიზეზის გამო.. ეს არც არასდროს გვიცნია,თუმცა გულის სიღრმეში ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა.. ზუსტად კლუბში ნატალიაც იყო.. გაგამ გოგონა კალთაში ჩაისვა და ამ სიბნელეში მაინც ვარცევდი მათ ალერსს.. გიორგი ჩემს გვერდით იჯდა... ერთმანეთისთვის სიტყვაც არ გვითქვამს.. ჩვენს მაგიდასთან ერთი სიმპათიური ბიჭი მოვიდა : - დიდიხანია გიყურებ და ძალიან მომეწონე,არ მეცკვები?- ამის გაგონებაზე სასმელი პირთან შემიშრა.. თუმცა მერე მივხვდი,რომ ამით გიორგის გავაღიზიანებდი და წამოვდექი,კაბა მის თვალწინ გავისოწრე და საცეკვაოდ წავედით.. - მე ნიკა მქვია.. რამდენის ხარ ?-ნიკამ ხელები წელზე მომხვია და ტუჩები ყურებთან მოიტანა.. - ანანო,21-ის.. -ცალი თვალით ჩვენი მაგიდისკენ ვიყურებოდი,გიორგი იქ აღარ იჯდა.. ნერვიულად და ამასთანავე ძალიან „ფრთხილად“ დავზვერე სიტუაცია.. მალევე დავინახე,როგორ ეცეკვებოდა ვიღაც ქერათმიანს და სიბრაზემ ჩემში იმატა.. თათას ვიღაც ბიჭი გაეცნო. ნიკას ნება მივეცი,რომ ჩემს სხეულზე ეთარეშა.. როდესაც მის ხელებს ვეღარ ვიშორებდი, ერთი კარგად ვუჯიკე მაგრამ მაინც ადგილიდან არ გაიწია.არ ვიცი,როგორ მაგრამ გიორგი ჩემთან მოვიდა და ნიკას რაღაც უთხრა.. ბიჭი ადგილს მოშორდა.. გიორგის მადლობისნიშნით გადავხედე და ჩვენი მაგიდისკენ წავედი.. გაგას არყის დიდი ბოთლი ედგა წინ.. მეც მივედი და 3 ჭიქა ისე გადავკარი არც დავფიქრებულვარ.. არაყმა ,როდესაც სხეულში სასიამოვნოდ გაიელვა გიორგის ხელი მოვკიდე და საცეკვაოდ გავიყვანე.. - ანუ გინდა,რომ შენი გავხდე არა??-მისი სასიამოვნო სურნელი შევისუნთქე და კისერზე მსუბუქად კოცნის კვალი დავუტოვე.. გიორგიმ ხელები თეძოებიდან მკერდამდე ააცოცა და ნაზად მომიჭირა.. - მინდა,ძალიან მინდაა-მისი ხმა რაღაც არაბუნებრივი იყო,მკერდიდან ცალი ხელი სახეზე მომიტანა და თითი ტუჩებზე გადამისვა.. მერე კი მისი ცხელი სუნთქვა უფრო და უფრო ახლოს იწევდა.. ჩემი ხელები მის მკვრივ პრესზე დათამაშებდნენ.. სასმელმა ძალიან იმოქმედა ჩემზე.. გიორგიმ მოკლე კაბა ამიწია.. როდესაც მისი ცივი ხელები ჩემს საჯდომზე ვიგრძენი,იმწამსვე გონს მოვედი და მოვიშორე გიორგი.. იკითხავთ ალბათ ასე ბავშურად რატო იქცეოდიო? მაგრამ გეტყვით,რომ გიორგის წამება მქონდა გადაწყვეტილი.. ვხვდებოდი,როგორი მექალთანეც იყო და ჩემი ამპარტავნობის გამო მინდოდა,რომ ის ერთი და დაუვიწყარი ვყოფილიყავი მისთვის.. თუმცა ასეთი მოქცევით ხომ მხოლოდ და მხოლოდ სურვილებს ვუსრულებდი.. მე კიდევ სულ სხვანაირად უნდა მეთამაშა.. ახლა კი ჩემს საკუთარ თამაშში გიორგის წესებით ვთამაშობდი.. ზუსტად ამას ვიაზრებდი,სანამ ჩემს მაგიდასთან მივდიოდი.. გიორგი არ დაბრუნებულა.. როდესაც ხალხს გავხედე,ძალიან ბუნდოვნად დავინახე როგორ უტარებდა ვიღაც გოგო „მასტერკლასებს“.. საერთოდ არ გავბრაზებულვარ ამაზე.. გაგა ნატალიასთან იყო,თათა საერთოდ არ ჩანდა ამიტომ წასვლა გადავწყვიტე.. გაგას ტელეფონზე სმს დავუტოვე და ისე დავტოვე კლუბი.. ზუსტად ნახევარ საათში ჩემს ლოგინზე პირსახოცშემოხვეული ვიწექი და ჭერზე დაკრულ მოკაშკაშე ვარსკვლავებს ვითვლიდი,ზუსტად ამ დროს ჩემი ტელეფონი „აკაკანდა“ და უცხო ნომრიდან მოსული სმს წავიკითხე: - ასე მალე ნებდები ბიჭებს?ხომ არ გავამეოროთ,შემდეგში უფრო მეტი გამბედაობა მოიკრიბე.. - ამ სიტყვებით მივხვდი ვინც მომწერდა და ჩემს გეგმებს შევუდექი.. ************************************************** მეორე დღეს გაგასგან ინფორმაცია გავიგე გიორგის შესახებ.თურმე წყალწაღებული ბაბნიკი იყო,ყველას და ყველგან კერავდა.. ერთი წლის წინ ყავდა შეყვარებული,რომელიც სასწავლებლად ამერიკაში წავიდა.. ერთმანეთს „შეჰფიცეს“,რომ პირველ სიყვარულს არ დაივიწყებდნენ და ის გოგო ( საცოდავი),როდესაც ამერიკიდან ჩამოვიდა,გიორგიმ არც მოინახულა.. გიორგის უკვე სხვა გასართობი ჰყავდა.. ამიტომ ასე ნატანჯი ნესტანი უკანვე წავიდა ამერიკაში.. ამ ისტორიამ ,რა თქმა უნდა, გული დამწყვიტა,მაგრამ ყოველშემთხვევაში გიორგის გამო ნერვიულობით თავს არასდროს“მოვიკლავდი“.. მე და გაგამ კიდევ ცოტახანი ვილაპარაკეთ.. მერე კი სახლში დავბრუნდი.. ერთ კვირაში ჩემი დაბადების დღე მოდიოდა და მინდოდა,რამე ნორმალური დამეგეგმა ...ინტერნეტში შევძვერი და სხვადასხვა იდეებით დარაზმულმა დაბადების დღის დაგეგმვას შევუედქი.. ბოლოს როდესაც ძალიან გადავიღალე.. სასაცილოა,მაგრამ დავიწყე სტატიების წაკითხვა,სადაც გამოცდილი ბლოგერები წერდნენ იმაზე,თუ როგორ უნდა შეგვეცვალა,ჩვენ ასეთ გამოუცდელ გოგონებს,სიმპათიური მაგრამ ძალიან წყალწაღებული მექალთანე.. რეალურად ეს იმდენად მარტივად წასაკითხი აღმოჩნდა,რომ ინტერესიც გამიქრა.. მაგრამ ,როდესაც წარმოვიდგინე რა სირთულეების გადალახვა მომიწევდა დიდი სიამოვნებით გავაგრძელე კითხვა.. რამდენიმე წესი ზეპირადაც შევისწავლე : წესი 1 : იყავი გამორჩეული! მექალთანეს იმდენი გოგოები ჰყავს ნანახი,რომ ვერც შენი ლამაზი ფეხებით,ვერც გრძელი თმით და ლამაზი თვალებით გააკვირვებ! გააკვირვე მხოლოდ არაორდინალურობით. წესი 2 : მსუბუქად აეჭვიანე.. წესი 3 : იყავი მიუწვდომელი და ამასთანავე „ადვილად დასათრევი“ გოგოს იმიჯით. წესი 4 : ყოველთვის იყავი მისთვის შეუცნობი.. წესი 5 : და ბოლო : იყავი ფორმაში.. ეს წესები „ჩამოვიწერე“ და მეორე დღესვე ფიტნეს კლუბს მივმართე.. დილით ვარჯიშმა მთელი ჩემი ცხოვრების წესის შეცვლა დაიწყო.. უკვე სამი დღეა,რაც გიორგი თვალით არ მინახავს.. არც სმს მოდიოდა მისგან,არც სოციალურ ქსელში მამატებდა.. მეც მეტი დრო მქონდა ჩემს თავზე ,რომ მემუშავა.. ფული ავიღე და ყველაფერი განვიახლე.. თმები არ შემიჭრია,მაგრამ მსუბუქი და ლამაზი მელირება გავიკეთე,მერე ყველა მაღაზია მოვიარე და სახლში დაღლილი მოვედი.. ნანა უკვე ეჭვობდა რაღაცეებს მაგრამ მაინც არაფერს მეუბნებოდა.. მეოთხე დღეს კი თათა და ნატალი ამოვიდნენ ჩვენთან.. მე შხაპს ვიღებდი,როდესაც ნანას გახარებული ხმა გავიგონე.. - გოგოებოო მოდით,როგორ გალამაზებულხართ!! -ქოთქოთა ნანამ გული მოილხინა მათთან ჭორაობით.. მეც დრო ვიხელთე და აბაზანაში ჩავწექი.. ერთი ნახევარი საათი არ გამოვდიოდი, მერე ისევ კარის ხმამ „გამომაფხიზლა“.. პირსახოცმოხვეული გავედი გოგოებთან მაგრამ რას ვხედავ? გოგოებთან ერთად სხედან გაგა და გიორგი.. ნანას უკვე მოესწრო ყავის გაკეთება,ტკბილეულის გამოტანა და გაგას კალთაში ჩაჯენაც. ვერ აგიღწერთ ისე უყვარდა გაგა.. ბავშოვაში ვეჭვიანობდი.მე იმდენ ყურადღებას არ მაქცევდა როგორც მას.. ალბათ იმიტომ,რომ გაგას მშობლები დაეღუპა მაშინ,როდესაც 4 წლის გახდა.. და ეს რთული ეტაპი ნანასთან ერთად გაიარა.. ამ დროს კი გიორგი პირღია მიყურებდა, გაგამ გადამკოცნა და გოგოებს გადავხედე.. - დედი მიდი გამოიცვალე და ჭამე შენც რამე..- ნანას ხმამ საბოლოოდ გამარკვევინა სიტუაცია და ოთახში შევბრუნდი.. ჩემს თავში დარწმუნებულმა გამოვიღე ახალი ტანსაცმელი.. ტანზე მომდგარი შორტი და „ფართხუნა“ ბრეტელებიანი მაიკა.. თმები ცოტა შევიმშრალე და ისევ სამზარეულოში გავედი.. ამჯერად გიორგის არც მივესალმე მხოლოდ ორჯერ „ვსტყორცნე“ მზერა და ორივეჯერ ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ.. - დღეს დიდიი დღეა!! - ხელები აწია გაგამ და ნატალიას გადახედა.. გიორგის ჩაღიმება და ჩემს ტანში სასიამოვნო ჟრუანტელის გავდა ერთი იყოო..- დღეს რა გეგმები გვაქ ?- ინტერესით მივაჩერდი ჩემს სამზარეულოში მყოფ ბრიგადას.. - დღეს მე და გიორგი მივდივართ,საღამოს კიდევ გამოგივლით და ლამაზად გამოპრანჭულები დაგვხვდით იცოდეთ!! - რა ხდება გაგა ?- ნატალიამ შეყვარებულს თბილად გაუღიმა..გაგამ და გიორგიმ სახლი მალევე დატოვეს. ნატალია ნერვიულობდა,ალბათ გრძნობდა,რომ რაღაც მართლა მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო დღეს.. მთელი დღე ტელევიზორთან გავატარე.. უკვე 9 საათი იქნებოდა, გაგამ რომ დამირეკა : - აეთრიე,გათიშე ეგ მოლაპარაკე ყუთი,ლამაზად გამოეწყე და ქვემოთ გიორგი გელოდება ჩემთან მოგიყვანს..-უცებ დავიბენი და ვერაფერი ვერ ვუპასუხე. - მორჩი ეგეთი სახით ყურებას მიდი მალე შეცუნცულდი გამოიცვალე..დღეს ყველაზე ლამაზი უნდა იყოო!! - დაამატა გაგამ და ტელეფონი გათიშა.. უცებ წამოვხტი ფანჯრიდან გადავიხედე და მანქანასთან მიყრდნობილი გიორგი დავინახე,მშვიდად ეწეოდა სიგარეტს.. კისრისტეხვით შევვარდი ოთახში,მთელი უჯრა გადმოვატრიალე.. - რაიყო დედააა, მოხდა რამე?-ნანა სამზარეულოდან გამოვარდა და ჩემს „სიფათზე“ კარგად გაიცინაა.. თან ვუხსნიდი საქმის ვითარებას,თან კაბას ვიუთავებდი. უკვე 10 წუთში შავი ლამაზი,ტანზე მომდგარი კაბა მეცვა,მუქი პომადა ჩემს ტუჩებს უფრო დიდს აჩენდა,ფეხზე ლამაზი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოვირგე,თმები გაშლილი დავტოვე და კარგი დუხიც დავისხი.. ნანა გიორგის ენდობოდა,თორე სხვა შემთხვევაში ჩამომყვებოდა და გიორგის ერთ საათიან ლექციას წაუკითხავდა,რომ როდესაც ჩემი შვილი გეჯდება მანქანაში სიჩქარეს არ აუწიო.. და ასე შემდეგ.. სადარბაზოდან კმაყოოფილი გამოვედი.. გიორგიმ ჩემს დანახვაზე მანქანას მოშორდა და ჩემსკენ წამოვიდა,ალბათ გადაკოცნა უნდოდა,თუმცა გვერდი ავუარე და კარები გავაღე,ჩაჯდომას ვაპირებდი,მაგრამ უკან გამოვიხედე: - შენც კარგად გამოიყურები,მადლობ!-გავუღიმე და მანქანაში მოვთავსდი.. დაბნეულმა მანქანას მოუარა და ჩაჯდა: - არადა უნდა მეთქა,საშინლად არ გიხდება მუქი პომადა-მანქანა დაძრა და ჩემსკენ გამოიხედა.. აიი ისიიც ტაომ დამაყარაა.. არაფერი მიპასუხია,მან კი გააგრძელა - რომ იცოდე ეგ შენთვის სასიკეთოდ გითხარი,რადგან ერთი სული მაქვს მაგ ტუჩებს როდის დავაგემოვნებ! მუქში უფრო მკვეთრად რომ ჩანს! - დარწმუნებული ვარ იქ ,სადაც მივდივართ უამრავი გოგო იქნება,ამიტომ უარს არც სხვები გეტყვიან! - მაგაში გეთანხმები,მაგრამ იმ სხვა გოგოებისთვის უკვე მოვიცალე,შენღა დარჩი მოურჯულებელი! - ჩემზე დროს ტყუილა ხარჯავ,შენნაირ იდიოტებზე დიდად არ ვწუხდები-თავი ძალიან მშვიდად მეჭირა,თუმცა ვხვდებოდი,რომ სხეული მიცახცახებდა,მისი ტემბრი აიძულებდა ჩემს კუნთებს მთელ მანქანაში ეცახცახათ.. მისი მზერა კი ტაოს მაყრიდა. წარმოიდგინეთ,როგორ ცუდად ვგრძნობდი თავს,ერთი სული მქონდა რომ მანქანა მალე გაჩერებულიყო და ამ საგიჟეთიდან თავი მალე დამეღწია.. თუმცა ამაოდ,გზა არა და არ მთავრდებოდა.. გიორგი არ ცდილობდა ლაპარაკის გაგრძელებას,ჩვენ უბრალოდ გზას მივყვებოდით,ეგ მანამდე მეგონა სანამ დუმილი არ დაარღვია და ჩემმა სხეულმა ისევ არ იტანჯა.. - ანანოო,როგორ გეტყობა რომ ძალიან მოგწონვარ და გამოგიტყდები მეც იმავეს ვგრძნობ შენს მიმართ! ხომ არ გვეცადა?-შეუმჩნევლად გაიღიმა და გზას თვალები მოსწყვიტაა.. - გიორგი იმდენად გინდა რომ მომწონდე უკვე ჰალუცინაციებიც დაგეწყო ? ხომ არ ჯობდა ექიმთან მისულიყავი,სანამ საერთოდ არ შეიშალე ჭკუიდან?-მეგონა რაღაც ძალიან ჭკვიანური ვთქვი,მაგრამ ვინანე ეს რომ ვქენი.. უცებ მანქანა დაამუხრუჭა.. - გიჟები თავისუფლები არიანო,ხომ იცი? ხოდა - ხოოდა ზღვედი მოიშორა,ჩემსკენ გადმოიწია სახე ხელებით დამიჭერა და გაფართოებულ თვალებში ჩახედა,ალბათ შიშიც ამოიკითხა მაგრამ მაინც წვდა ჩემს ტუჩებს.. ოჰოო,გრძნობების ფეირვერკიი.. ეს იყო რაღაც სულ სხვა.. ვგრძნობდი როგორ ვივსებოდი რაღაც საოცრებით,რომელსაც ვერ აგიღწერთ.. სიტყვები არ მყოფნის,ხელისგულები გამიოფლიანდა,მუცელში პეპლების ნაცვლად რაღაც უფრო მძიმე,ცოტა მტკივნეული ვიგრძენი,ისევ ტაომ დამაყარა,მისი ცხელი სუნთქვა კანს ეხებოდა,მისი კანის სურნელით გაბრუებული,მეგონა ძვირადღირებულ ღვინოს ვსვამდი.. ეს იყო ადრენალინით სავსე,რაღაც არაბუნებრივი გრძნობა მაგრამ ყველაფერი უცებ გავაანალიზე და როდესაც ის ჩემს ტუჩებს მოწყდა,ხმა სადღაც მიწყდა,ვერ ვიგებდი რა მემართებოდა, თვალებიც კი ვერ დავახამხამე შეშინებული ვუყურებდი გიორგის,რომელიც მიღიმოდა.. - მოვედით..-შუშიკენ მანიშნა,უცებ ავენთე მანქანიდან გადმოვედი და ჩქარი ნაბიჯებით შევედი რესტორანში.. ნატალია და გაგა უკვე იქ ისხდნენ და საუბრობდნენ.. გიორგის ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და უკან კმაყოფილი მოდიოდა, აღელვებული დავჯექი მაგიდასთან.. - ამდენხანს სად ხარ შე*ემაა?-უსაყვედურა გაგამ და ჩემი ანთებული თვალები რომ დაინახა და გიორგის ტუჩებზე მუქი პომადის კვალი,ეჭვისთვალით გამომხედა და თემის შეცვლა გადაწყვიტა.. - აქ სალხენად მოვედით,ჩემს გასვენებაშიც მოასწრებთ ტირილს- სიცილით გადმოგვხედა და ღვინო მოსვაა.. ღვინოს ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავი ამიტომ გაგამ არაყიც შეუკვეთა.. კარგად ვიხალისეთ მე და გაგამ..სადღიგრძელოებს არ ვმაზავდით.. ბოლოს ვიცეკვეთ კიდევაც,მე აჭარული ვიცეკვე,მერე მთიულურიც და სხვა მაგიდიდად ბიჭებიც წამოიშალნენ.. ერთი ბიჭი მთიულურში ჩემს წინ ჩახტა და ისეთი მონდომებით ცეკვავდა ,ბრძოლის ასპარეზი დავტოვე და მაგიდას მივუჯექი. - იმ ბიჭს აშკარად მოეწონეე-გიორგიმ ორაზროვნად გამიღიმა და უკანა მაგიდისკენ მ იმახედა.. - ხო,შენ კიდევ ამ მიმტანს ჭკუას აკარგვინებ!-გიორგიმ „ფრთხილად“ გახედა და (მის ღიმილს სხვა ვერაფერი შევუფერე) სექსუალურად გამიღიმა,არყის ჭიქა მიიყუდა : - ახლა კი მართლა დავაკარგვინებ ჭკუას! - გამიცინა და იმ საყვარელი მიმტანისკენ წავიდა.. ვუყურებდი და სიბრაზე მერეოდა.. ვცდილობდი თავი მომეთოკა. მაგრამ არ გამომდიოდა,ვუყურებდი როგორ მიდიოდა ასეთი მაღალი,ოდნავ დაკუნთული,ძალიან არისტოკრატიული გამომეტყველების პატრონი ამ „საცოდავ“ მაგრამ მართლაც რომ ჩასაყლაპ გოგონასთან. ყელი მიშრებოდა და ღვინოს ჭიქა პირზე შემახმა,როდესაც გიორგის მსხვერპლმა თმებით თამაში დაიწყო.. დიდიხანი ლაპარაკობდნენ,გოგონას ხან ყვითელი ხან წითელი ფერი დასთამაშებდა სახეზე. გიორგი კედელს მიყუდებული იდგა და რაღაცაზე ელაპარაკებოდა.. ჩვენს მაგიდასთან გაგა და ნატალია მოვიდნენ და მალევე გიორგიც მოგვიახლოვდა. გაგამ ნატალიას წელზე მოხვია ხელი.. გაგამ გიორგის რაღაც ანიშნა,ჩემი ძმა ბედნიერი იყურებოდა მე და ნატალია კი ძალიან გაოგნებულები ვიყავით ვერ გავიგეთ რა ხდებოდა.. გიორგი ჩემსკენ მოიჩოჩა და რაღაც ჩამჩურჩულა,თუმცა ამ ხმაურში ვერაფერი ვერ გავიგე.. წამში ვხედავ,როგორ ააფარფატა გაგამ ნატალია ხელში და როგორ გააქანა გასასველილსკენ,გოგოს კივილმა მთელი დარბაზი შემოატრიალა.. მე და გიორგი გარეთ გავვარდით, არამარტო მე და გიორგი,მთელი დარბაზი გამოგვყვა,თავის დამკვრელებთან ერთად. გარეთ ანთებული ფრანები დაგვხვდა,სიბნელეში ნელნელა ერთმანეთის მიყოლებით ინთებოდა სანთლები,მე ბედნიერებისგან თვალებიდან ცრემლები ჩამომიცვივდა და უცებ ხელისგულებით შევიმშრალე.. სანთლების ბოლომდე ანთების შემდეგ ნათლად დავინახეთ ცალ ფეხს დაყრდნობილი და მის წინ მდგარი ნატალია,რომლის ცრემლები აქედანც ჩანდა.. მე და გიორგი მივუახლოვდით.. - ჩემო ულამაზესო,ყველაზე საყვარელო ნატალია,ვიცი შეიძლება ცოტა ბანალურიაა- სიტყვებს ვერ აბამდა ერთმანეთს იმდენად ღელავდა გაგა..- შეიძლება ცოტა ბანალურია შენთვის მაგრამ ამაზე მეტს ჩემი და გიორგის ფანტაზია ვერ გასწვდა-ცოტა პაუზა გააკეთა გაგამ,ღრმად ამოისუნთქა და მისი თბილი მზერა დავიჭირე,მერე კი საბოლოოდ „დარწმუნებულმა“ გააგრძელა- მინდა რომ ჩემი შვილების დედა გერქვას,მინდა რომ ყოველდილა შენთან ერთად ვიღვიძებდე- გაგამ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი - მინდა რომ ჩემი ცოლი გერქვას.. იმიტომ რომ შენს გარეშე ჩემს სიცოცხლეს ფასი არ ადევს - ნატალია აღელვებული იდგა, საქმრო ფეხზე წამოაყენა და მხურვალედ აკოცა.. გაგა ბედნიერი იყო,ცხოვრებაში პირველად იყო ასეთი ბედნიერიი.. ყველამ ტაში შემოვკარით,გაგასთან მივედი და მაგრად ჩავეხუტე-ანანო,ყველაზე ბედნიერი ვარ- მითხრა და ლოყაზე მაკოცა..ერთმანეთის მიყოლებით ულოცავდნენ წყვილს უცხო ხალხი.. - აბააა,გიორგიი მომეცი გასაღები,საცოლეს ვიტაცეეებ-ბოლო ხმაზე დაიღრიალა ჩემმა გიჟმა ძმამ,გასაღები დაიჭირა,გოგონა მხარზე“დაკიდა“ და მანქანაში ჩასავა.. ძალიან მალე ადგილს მოწყდნენ.მე გაოგნებული ვიდექი,ცრემლები ღაპაღუპით მოდიოდა..ყველაზე ბედნიერი ვიყავი ამ სანახაობით,გულში სითბომ იმატა.. მთელი სხეული ამიხურდა და ტანზე ტაომაც დამაყარაა.. ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე და ანერვიულებულმა ავკრიფე ნანას ნომერი : - ხო შვილო რა მოხდაა?-ნანას ნამძინარები ხმა ჰქონდაა,მეც აღარ დავაყოვნე და დავუყვირე: - შენმა შვილმაა ცოლი მოიყვანაა!! -ხმა მიკანკალებდა და თან ცხვირში ვსრუტუნებდი.. ყურმილიდან ნანას კივილმა წამით დამაყრუაა.. უკან შემოვბრუნდი და გიორგის ვეძებდი,გიორგიც არანაკლებ აღელვებული და ბედნიერი იყო.. ზუსტად იმ წამს,როდესაც ვაკვირდებოდი გიორგის რექციას,მაშინ ჩვენი თვალები „ერთმანეთს შეხვდნენ“,ის დაუფიქრებლად წამოვიდა ჩემსკენ,მე ტელეფონი გავთიშე.მან უბრალოდ ბედნიერებით სავსემ,ჩამეხუტა.. მე ფეხისწვერებზე დადგომა მომიწია,თავი კისერში ჩარგო და ვიგრძენი,როგორ ატირდა.. ცოტა გამიკვირდა,ამხელა ჯორი რამ აატირა-თქო,მაგრამ ეს სანახაობა ყველასთვის რატომღაც ძალიან ამაღელვებელი იყო.. მითუმეტეს,რომ მე და გიორგისთვის.. რესტორანში შევბრუნდით და ცოტა „გონზე მოვედით“.. ქეიფი მე და გიორგიმ მშვენივრად გავაგრძელეთ.. ბევრი დავლიეთ ,ორივენ ვიცეკვეთ.. საათს დავხედე უკვე 4 ხდებოდა.. - გიორგიი-ცეკვა შევწყვიტე და გიორგის დავუძახე.. -გიორგი სახლში წამიყვანე რაა-მართლა არ მინდოდა ამის თხოვნა მისთვის,მაგრამ ტაქსის ძალიან მეშინოდა,თან ამ შუაღამეს.. - კარგი ხოო,წავიდეთ-გასასვლელისკენ წავედით,რამდენიმე სწორი ნაბიჯის გადადგმა ძალიან მიჭირდა,ამიტომ რამდენჯერაც წავბორძიკდი,მამაკაცის მკვრივი ხელი მიჭერდა.. მე კი ვცდილობდი განთავისუფლებას. - ნუ ჯიუტობ,ხო ხედავ ძლივს რომ დაბაჯბაჯებ!! -მკაცრად მითხრა გიორიმ.მეც შევწყვიტე გაჯიუტება,ძალიან დავიღალე და მანქანაშივე ჩამეძინა.. ********************************************************************************** დილით მზის სხივების ჩემს სახეზე თარეშმა გამაღვიძა.. ცხივირი ნაცნობმა სურნელმა ამიწვა.. ვიგრძენი ჩემს სხეულზე ვიღაცის მძიმე „თათები“,მომესმა გულის ფეთქვა.. თვალები როდესაც გავახილე მთლიანად შიშველი გიორგი დავინახე.. გაგუდულს ეძინა.. პანიკაში ჩავვარდი და წამოვიყვირე.. - რა გაყვირებს გოგოო?-ხმა მძინარებს უფრო ბოხი ჰქონდა,თან ისე ახლოს იყო ჩემთან,ლამის გული წამივიდა და იქვე მივესვენე.. - ჩაიცვიი,რას გაწოლილხაარ შიშველი!!-მისი მკლავებიდან განთავისუფლება ვცადე.. გვერდით დაგდებული ჩემი კაბა რომ დავინახე უფრო შემეშინდა და ფეთიანმა გადავიძვრე საბანი.. მამაკაცის მაისური მეცვა.. - შეენ ,შეენ იდიოტიი ხაარ? აქ რამინდაა??? - საწოლიდან წამოვხტი და თითებისქნევა დავუწყე.. გიორგი საწოლზე დაჯდა და თვალები მოისრისაა.. იმდენად გავბრაზდი კაბას ხელი ვსტაცეე და სხვა ოთახში გავედი,საპირფარეშოს ვეძებდი..იმხელა სახლი ქონდა საპირფარეშო კი არა,თავი ლაბირინთში მეგონაა.. იმ ოთახში დავბრუნდი,საიდანაც ყველაფერი დაიწყოო.. - რატო მომიყვანე აქ ? სახლი არ იცოდი? თუ ვერ გამაღვიძე??-დოინჯი შემოვირტყვი და ნახევრად შიშველს გავხედე,ლოყები ამიხურდა,ტანში ისევ გამცრა.. - სახლიც ვიცოდი და კარიც-კმაყოფილმა ჩაიღიმა-უბრალოდ მინდოდა აქ,რომ დარჩენილიყავი.. - და შენს დაკრულზე უნდა ვიაროო??იდიოტოო!! -ამ სიტყვებზე საერთოდ ავენთე და ცეცხლების ყრა დავიწყე.. - იცი რა საყვარელი იყავი რო გხდიდი?? ასეთი უსუსურიი,როგორ მომინდი გუშინ,რომ იცოდეე ალბათ დამაკმაყოფილებდიი-თავხედურად აგრძელებდა.. სიგარეტს წაუკიდა და ოთახში კვამლის სუნი დადგაა.. - მეორედ ,იცოდე მეორედ ასე ახლოს დაგინახავ ჩემთან და გეფიცები სულს ამოგხდიი,იდიოტოო,ვისთანაც გაგდის ეგეთები იმასთან წადი!! რა გინდა ჩემგან,შემეშვიი-ოთახიდან გავედი ჩანთის მოსაძებნად მაგრამ რომ ვერ ვნახე ისევ შემოვედი.. იდიოტი,უკვე ამდგარიყო და ტანზე იცმევდა..ოთახში დაყრილ ტანსაცმელებში ჩანთას ვეძებდი,თუმცა არსად არ იყო და როდესაც შემოვბრუნდი,წელს ზემოთ შიშველი მამაკაცის მკერდს შევასკდი.. სუნთქვა შემეკრა და თვალები გამიფართოვდა: - ისუნთქე ანანოო,-სახეზე ჩამოყრილი თმა უკან გადამიწია-ისეთი ვნებიანი ხარ,მინდა რომ ახლავე ჩემი გახდე და მთლიანად დაგეუფლო-ისევ არ წყდებოდა მისი ხმა,მისი ტუჩები ჩემს კისერს,რომ შეეხო მეგონა დენმა დამარტყა,ხელები მისმა ძლიარმა ხელებმა ზემოთ ამაწევიდა,ტუჩები ჩემს მკერდამდე ჩაცოცდა.. ცალი ხელი მკერძე ჩამომიცურა.. როგორ მინდოდა მიწა გასკდომოდა და შიგ ჩავვარდნილიყავი,მისი ცხელი სუნთქვა,სიგარეტის და მისი კანის სურნელი ერთმანეთში არეულიყო და სასიამოვნოდ მიღუტუნებდა ცხვირში.. - გთხოვ არ გინდა-არაბუნებრივი ხმით წარმოვთქვი,მაგრამ ვგრძნობდი,რომ მისი შეჩერების თავი არ მქონდა.. მამაკაცის ხელი საჯდომზე ჩაცურდა,კაბა ძემოთ ამიწია და თითები ბარძეყებს მოუჭირა,ტუჩები ჩემს ტუჩებს შეახო,ჯერ ძალიან ნელა,მერე კი უკან გაწია.. თვალები დახუჭული მქონდა,სახე წინ გავწიე და მის ტუჩებს ისევ წავეტანე..ამაზე გიორგი უფრო გათამამდა დაკედელზე ამაკრა, ჩემი ფეხები წელზე შემოილაგა.. ხელები ზურგზე შეაცურა და კაბის შესაკრავს დაეჯაჯგურა.. კოცნაში რიტმულად ვყვებოდი,ხელები მის თმებში შევაცურე,ჩემსკენ მოვქაჩე და ჩემი ტუჩები მის კისერს შევახე.. ვიგრშძენი როგორ დააყარა ტაომ .. ყურთან ახლოს მიჩურჩულა: - მაგიჟებ ანანო- ვიგრძენი სხეულძე როგორ ჩაცურდა ჩემი კაბა.. - გაჩერდი,გთხოვ-ნელ-ნელა გამოფხიზლებას ვცდილობდი ,მაგრამ უფრო და უფრო მითრევდა ბურუსში.. მისი სურნელი უფრო მაბრუებდა,მისი ტემბრი და დახშული ამოკვნესა უფრო მიხშირებდა გულისცემას,უფრო მეტად მინდოდა მისი ვყოფილიყავი.. ვიცოდი რომ ეს უდიდესი შეცდომა იქნებოდა,მაგრამ ჩემს თავს ვეღარ მოვერიე..ჩემს გამოუცდელ ხელებს მის დაკუნთულ სხეულზე ვათამაშებდი.. ვიცოდი,რომ ახლა უნდა გავჩერებულიყავიი.. და ჩემდა საბედნიეროდ გიორგის ტელეფონის ხმამ ცოტა შეაჩერა და დრო მომცა გამოსაფხიზლებლად..ლიფის შესაკრავს ხსნიდა,როდესაც ისევ აწკრიალდა და უკმაყოფილომ მომაშორა ხელები : - ამის დედაც შე*ეცი!! - გაბრაზეული მომშორდა და ხმის დასაბრუნებლად დაახველა.. ტელეფონს უპასუხა და სალაპარაკოდ სხვა ოთახში გავიდა.. მეც დრო მომეცა,უცებ წამოვხტი,კაბა ისევ გადავინცვი,ფეხსაცმელი ჩავიცვი,აბურდული თმები დავილაგე და ოთახიდან გავვარდი.. ქოშინით დავტოვე ამხელა სახლი.. ქუჩაში დარცხვენილი დავიოდი,ტაქსი გავაჩერე და ჩემი სახლის მისამართი ვუკარნახე.. ბინაში,როდესაც შემოვედი ნანას ჯერ კიდევ ეძინა.. ჩემდა საბედნიეროდ მოვასწარი გამოცვლა და „ვითომც არაფერი“ სახის დაჭერა.. ლოგინზე წამოვწექი და რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ინციდენტის გააზრება დავიწყეე...ამდენი ფიქრის შემდეგ,როგორც იქნა,ჩამეძინა.. დილით წვიმიმს ხმამ გამაღვიძა.. იმდენად წვიმდა,რომ ძილიც კი გამიტეხა.. წამოვდექი,ბანცალით გამოვაღე ფანჯარა და ჰაერი ფილტვებში გადავუშვი.. იმდენად მომინდა წვიმაში სეირნობა ,რომ თვით“ზევსიც“ ვერ შემაჩერებდა.. მალევე მოვნახე ჩემი სპორტულები,თხელი ჯემპრი,კეტები და ბინის კარი უხმოდ მივიხურე.. წვიმა იმდენად კარგად მოქმედებდა ჩემზე,რომ სადარბაზოდან ფეხი არ მქონდა გადადგმული,რომ გულიდან ლოდი მომიხსნა.. სახე მაღლა ავწიე,რომ წვიმა მომხვედროდა.. მერე კი სვლა განვაგრძე.ვფიქრობდი ყველაფერზე.. ჩემს თავს ვკიცხავდი მაგრამ უკვე საღი გონებით შემეძლო მეფიქრა იმაზე,თუ რას მოვიმოქმედებდი ამ ვაჟბატონთან,თავი რომ ალენ დელონი ჰგონია.! ბოლო-ბოლო მივედი იმ დასკვნამდე,რომ ამ სიტუაციას არაფერი ეშველებოდა.. ის უფრო თავხედურად მოვიდოდა ჩემთან და იგივეს განმეორებას ეცდებოდა.. ყველანაირად!! თუ უარს ვეტყვი ალბათ ერთხელაც დამცინებს და სხვა გოგოებთან წავა.. მე კი ეს არ მინდა.მინდოდა რომ ჩემზე ეთქვა გიოს,რომ „აიი,ეს ისაა!“ . მინდოდა ამაყად მევლო მასთან ერთად,მინდოდა ვყვარებოდი!! თუმცა ამის მიღწევა უფრო ძნელი იქნებოდა.. სვლა შევანელე,წვიმას ცოტა გადაეღო,მე კი თავიდან ბოლომდე სველი ვიყავი,ამიტომ უკან გამოვბრუნდი.. ბინის კარი შევაღე და უკვე გაღვიძებულ ნანას ქოთქოთს მოვკარი ყურიი.. - ან როდის ბრუნდება,ან როდის მიდიის!! უუხ მოვა და არ ვიცი რას ვუზამ!-თავისთავს ელაპარაკებოდა და ჭურჭელს რეცხავდა.. სამზარეულოში ფეხაკრეფით შევედი და ნანას ლოყაზე ვაკოცე.. - შეენ გოგო,გული გამისკდა!! -ორი წუთი დასჭირდა მოსასულიერებლად,მერე კი გააგრძელა-მესმის,რომ გაგამ ცოლი მოიყვანა,მაგრაამ...-ნანას აშკარად გაუკვირდა ეს სიტყვები,რომ თქვა და ცრემლები წამოიუვიდა..-მომიყევი ანანო,ყველაფერი მომიყევიი.. რა მოხდა აბა გუშინ?- მეც კმაყოფილმა,გულში მადლობა გადავუხადე გაგას,რომ სალაპარაკო თემა ისევ ჩემზე არ გაჩერდა,თორე დიდი ტყუილი უნდა გამომეცხო,რომელიც ნანას კი არა „მამა ზეციერსაც“ დააჯერებდა.. - დე გამოვიცვლი და ყველაფერს მოგიყვები,ოღონდ ყავა გამიკეთე რა,შენ რო იცი! - ნანაზე ჭკუა მეკეტებოდა,როგორ მიყვარდა მისი ლოყების დაკოცნა ან უბრალოდ ჩახუტებაც. ყველა ჩემი ტკივილი მას მიჰქონდა.. ოთახში შევედი და სველი ტანსაცმელი გავიხადე.. ტელეფონი სახლში დამრჩენია და რომ დავხედე გამოტოვებული ზარი იყო უცხო ნომრიდან და ერთი სმს.. მესიჯი,რომ წავიკითხე მივხვდი,რომ გიო მწერდა.. უნდოდა დღეს იგივე გაგვემეორაა.. ჩემს თავზე გავბრაზდი და თავი უკანასკნელ ნაშად ვიგრძენი,მაგრამ რას ვიზამთ..(რუსული ანდაზაა-сами заварили - сами и расхлебывайте.) გამოვიცვალე,თუ არა სამზარეულოში გავედი.. ნანა კომპიუტერს უყურებდა და რამის გარკვევას ცდილობდა: - დე რას შვები,ატომური ბომბა არ გააქტიურო,საშიშია შენთვის ეგ „მოწყობილობა“-გამეცინა და ნანას ჩავუჯექი კალთაში. - ანანო,მომიყევი გოგო,მოვკვდი ნერვიულობით!!- როდესაც მოყოლა უნდა დამეწყო,ბინის კარები,რასაც ქვია ჩამოიღეს და უკმაყოფილო წავედი გასაღებად!ოთახში გაგა და ნატალია შემოვიდნენ. - დედა,რძალი მოგიყვანეე-ხელები გაშალა ვაჟბატონმა და ნანასთან მივიდა.. დედაჩემი ისეთი ბედნიერი იყო,ალბათ ჩემი ქორწილი ასე არ გაუხარდება.. ნანამ ჯერ გაგას ეხუტა იმდენი,რომ ბიჭმა წონაშიც დაიკლო.. მერე კი ნაცნობ გოგონასთან მივიდა და სახე დაუკოცნა.. - შვილო,როგორ უხდებით ერთმანეთს,ღმერთმა დაგლოცოთ,სულ ასეთი ბედნიერები მენახეთ-დედაჩემს სახეზე ცრემლები ჩამოუცვივდა.ამ სანახაობამ იმდენად „დამიყრო“,რომ ტელეფონის ხმა ვერც გავიგე,სანამ გაგამ არ გადმომხედა,გირეკავენ რას ჩამომიჯექი აქო!! ხოო,გაგა ჩემს მიმართ ძალიან მკაცრი იყო.. ოთახში გავედი და ტელეფონს ვუპასუხე : - გისმენთ? - რომ გირეკვ სად ხარ?რატო არ მიპასუხე-ცივი ბარიტონი,სხეულშიც გამაჟრიალაა.. - არ მეცალა,რაიყო მოხდა რამე ? - მინდიხარ! - სხვა ქალებთან წადი,დარწმუნებული ვარ კარგად „დაგაპურებენ“-კბილებში გამცრა.. - მე შენ მინდიხარ ანანო!! დღეს საღამოს გამოგივლი და სადმე წავიდეთ,ან თუ გინდა ჩემთან წამოვიდეთ! რასა იტყვი?-უარი რომ მეთქვა თავს საბოლოოდ დამანებებდა ალბათ,მხოლოდ ამიტომ დავთანხმდი,ოღონდ საღამოს 6 საათის ნაცვლად,შუადღის 3 საათზე ვუთხარი,რომ მოსულიყო.. უკმაყოფილომ გავაქნიე თავი და სამზარეულოს დავუბრუნდი.. ნატალია უყვებოდა დედაჩემს ყველაფერს რაც გუშინ მოხდა.. ჯერ ქორწილის თარიღი წყვილმა არ იცოდა.. - კარგი შვილი გამიზრდია,იცის როგორ გააკეთოს ყველაფერი ორიგინალურად! -ნანამ თმებზე მოეფერა გაგას. - განსაკუთრებით ის სანთლები მომეწონა,ნელნელა ერთმანეთის მიყოლებით რომ ინთებოდა- ვთქვი მე და გაგას ლოყაზე ვაკოცე.. ჩემს კუჭს მეტის მოთმენა არარ შეეძლო,ამიტომ მაგიდასთან დავჯექი და ნანას გაკეთებული პიცა „გადავყლაპე“.. - ანანო,ხვალ კაბების სანახავად ვაპირებდი წამოსვლას და მინდოდა შენც წამოსულიყავი ჩემთან ერთად.. გცალია?-ნატალიას ხმამ პიცების სამყაროდან ისე უკან დამაბრუნა.. - კი შენთვის ყოველთვის მოვიცლიი ნატაა.. ნატალია გაგამ სახლამდე მიაცილა,მერე კი ისევ დაბრუნდა,რომ დედასთან „ეჭორავა“(:D) მე მონატრებულ დედა-შვილს ვაცადე და ოთახში დავბრუნდი.. რადგან წვიმის შემდეგ უცებ მზე გამოვიდა,მივხვდი რომ სამი საათისთვის ძალიან დაცხებოდა,ამიტომ ტანზე ფარფაშა ქვედაბოლო მოვირგე,ბრეტელებიანი მაისური და ფეხზე შესაფერისი ესპადრელებიც ვიპოვე.. ახლა თმისთვის რა მექნა? ჩემი გრძელი თმა დავივარცხე და ლამაზი ნაწნავი გავიკეთე.. დიდად მაკიაჟის მოყვარული არ ვიყავი,ამიტომ სახე არ დავიშპაკლე,ისედაც ლამაზი ხორბლისფერი მედო.საათს დავხედე ზუსტად სამი გამხდარიყო..ტელეფონზე მესიჯი მომივიდა,ვაჟბატონი მწერდა:ქვემოთ ვარ,გელოდებიო!! ნანასთან და გაგასთან შევედი და ვუთხარი,რომ გვიან დავბრუნდებოდი.. გაგა ეჭვისთვალით მიყურებდა მერე კი ისევ გააგრძელა ლაპარაკი ნანასთან.. ჩემთვის აბა ვის ეცალაა.. ბინის კარები გავიხურე და კიბეებს ჩავუყევი,მანქანასთან გიორგი იდგა,გემრიელად „აბოლებდა“. - როგორ ხარ?-ლოყაზე ვაკოცე და მანქანის კარი გამოვაღე.. მალე ორივე მანქანაშ ვისხედით. - ლამაზად გამოიყურები-გიორგიმ ჩემსკენ გამოიხედა. - დიდი მადლობა,გიო სად მივდივართ?-ვეღარ მოვითმინე,როდესაც თბილისს გავცდით,ეჭვებმა შემიპყრეს.. - ბუნებაში მიმყავხარ ანანო,ბუნებაში! - ცოტა დავმშვიდდი და სიმღერები ჩავრთე.. მანქანა ჩანჩქერებთან გაჩერდა.. ამ სიცხეში ასეთი სიგრილე პირველად ვიგემე.. თვალები გამიბრწყინდა და პატარა ბავშვივით ავცანცარდი.. გიორგიმ საბარგულიდან დიიიდიი ყუთი გადმოიღო.. ჩანჩქერთან ადგილი იპოვა და პატარა სუფრა გაშალა.. მეც მივეხმარე და ორივე ამ სანახაობით ვტკბებოდით.გიორგის ლუდიც ჰქონდა თურმე ჩაციებული,თავისი ხელით გაკეთებული ბუტერბროდები.. რატომღაც არ მეგონა ასე ყველაფერი.. მეგონა,სახლში ან სადმე მიმიყვანდა,ცოტა შემათრობდა,მერე თავისას გაისწორებდა და მომიყვანდა უკან.. ან მომიყვანდა და ან არა! მაგრამ ასეთი რომანტიული,ლამაზი გარემო წესით დაუკმაყოფილებელ კაცს... ნუ მოკლედ,ამას რა აზრი აქ.. - წამოდი,შევიდეთ წყალში?-გიორგიმ მაისური გაიხადა,შარვლის ღილებს დასწვდა და ჩემსკენ გადმოიხედა.. მეც „წამოვფრინდი“ და ქვედაბოლო გავიხადე..გიორგი წყალში იმდენად ნელა შემოდიოდა,რომ ნერვები მომეშალა,მასთან მივცურე და ცივიი წყალი შევასხიი. - ამისთვის დაისჯები-მამაკაცსს დაბურძგლა და წყალში შემოძვრა..მე სიცილ-ხარხარით უკან და უკან ვიწევდი.. მერე კისერში მწვდა და დახრჩობა დამიპირა.. მე ვუღუტუნებდი თან სიცილით ვკვდებოდი - ანანოოოო გაჩერდი-წყალში იკვანძებოდა გიო და ისიც ამყვა სიცილში.. ერთმანეთი გავწუწეთ,ვაწამეთ,ერთმანეთს ვუღუტუნეთ და მერე ნაპირზე მზეს მივეცხუნეთ.. - აქ რატომ მომიყვანე?-თვალებს ძლივს ვახელდი,მერე როცა მივხვდი რომ მზე იმდენად „მიჭყიტინებდა“,რომ არც დავაპირე ისევ გახელა.. გიოს ხმა არ ამოუღია,სხეულზე ცივი წვეთები ვიგრძენი,მალე ნაცნობი სურნელი მომიახლოვდა და თავი კისერში ჩარგო,მეც დაბრურძგლა მაგრამ იგივეს განმეორება არ მინდოდა.. - გიო,გთხოვ,არ მინდა!! -ხელი ვკარი გიოს და ჩემს გვერდით მოვისროლე.. - ანანო,კარგი რაა ნუ ბავშობ-ჩემს გამობურცულ ტუჩებზე გაეცინა და გულზე მიმიხუტა.. მეც მისი სურნელით მთვრალი გატრუნული ვიწექი.. - წამოდი სადღაც მინდა კიდევ წაგიყვანო! -ხელი საჯდომზე მომარტყა და ამაგდო.. -მიდი ჩაიცვიი მალე,სანამ დროა! - სად ? სად მივდივართ?-წამში ავალაგეთ ყველაფერი,თვალებგაბრწყინებული ველოდები პასუხს,მაგრამ სანამ მანქანა არ დაიძრა და ადგილს არ მოვწყდით გიოს ხმა არ ამოუღია.. - ანანო,ანანოოო,როგორ მაგიჟებ ეგ უნდა იცოდე! - ჩემს ხელს წვდა და ტუჩებთან მიიტანა.. ძალიან მალე მანაქანა ,რაღაც ლამაზ შენობასთან გააჩერა,რომელიც დელფინებით იყო მოხატულიი.. - აქ იყავი??- ამ კითხვაზე ჩემი უარყოფითი პასუხი რომ გაიგონა თვალები ჭყიტა და ქოთქოთით წამიყვანა შესასვლელთან. აიღო ბილეთები 6 საათიან შოუზე.. ჯერ კიდევ 5 იყო. - გიოო აქ დელფინებიი რო არიან ისა??-პატარა ბავშვივით მიხაროდა დრევანდელი დღე.. - ხო ჩემო პატარაა-ლოყებზე მიჩქმიტა და გაეცინაა.. - წამოდი ნაყინი გაჭამოო!! -ახალი იდეით „დარტყმულმა“ ხელი მომკიდა და სანაყინეში წავიყვანაა. - გყვარებია როდესმე ?-იმენად მაინტერესებდა მის შესახებ ყველაფერი,რომ გადავწყვიტე ბევრი რამის გაგებაა.. - კი ერთხელ..-თვალებში სევდა ჩამოუწვა და ნაყინის ჭამა განაგრძო. - ვინ იყო ?-პირდაპირ თვალებში ჩავხედე და გავუღიმე! - ლიზიკო ერქვა,ჩემი ულამაზესი ლიზიკო!! -მოგონებებმა თვალი აუხვიეს და გიოსაც გაეღიმა. მე აღარაფერი ვუპასუხე,თუმცა მოყოლა თვითონ დაიწყო : - ბაზალეთზე ვიყავით,როდესაც გავიცანი.. თავისი ფარფატა სხეულის მიხვრა-მოხვრამ მაიძულა თვალი გამეყოლაა.. ბავშური ხასიათი ჰქონდა,შენ გგავს ძალიან ანანო.-მითხრა და ცხვირზე მომიჭირა ხელი,აი ისე ჩვენ რო პატარა ანგელოზებს ვუშვებით ხოლმე. - მივედი გასაცნობად,მაგრამ უარით გამომისტუმრა... მერე დავიწყე ამ გოგოს მთელ ბაზალეთზე ნახვა.. ბოლო დღეს კი როგორც იქნა გავიცანი.. ლიზიკო თბილისში სწავლობდა, ცხოვრობდა ძმასთან ერთად .. თავი ძალიან შემაყვარა,მერე იმდენად შევეჩვიე,რომ ერთ წუთს ვერ ვძლებდი მის გარეშე.. - რა მოხდა მერე ?- - ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა,მე მაგას ბოლოს მივხვდი. მანამე რაღაცაზე ვიჩხუბეთ და სახლი დავტოვე.. მერე მირეკავენ და მეუბნებიან,რომ ლიზიი აღარ არის ცოცხალიო..-გიორგის თვალებში იმხელა ტკივილი ამოვიკითხზეე,შემრცხვა რომ ვკითხზე ლიზიზე რამე. - მე,არ ვიცოდი.. დიდი ბოდიში-დასჯილი ბავშვივით თვალები ჩავწიე. გიომ ხელი ხელზე მომკიდა.. - არაუშავს შენ ხომ არ იცოდი!! აბაა ანუშ შენ გყვარებია?-წამში შეძლო გამხიარულებაა - მე არაა..-გიომ ამ პასუხზე სიცილი ვერ შეიკავაა.. - რა გაცინებს?? -გავბრაზდი მე და ნაყინი ცხვირში ვატაკეე.. - გოგოოო-იგივე გააკეთა ვაჟბატონმა და ორივე ნაყინით მოთხვრილები წავედით დელფინებთან.. -ვაიმე გიოო,უყურე როგორი საყვარელიაა-ინსტინქტურად გიოს ხელი მოვკიდე და თითით პატარა დელფინისკენ ვანიშნე,რომელიც წყლიდან ხტებოდა და ჩვენ გვასველებდა.. გიომ ხელი მომიჭირა და ყურთან ჩამჩურჩულა :-გინდა მე და შენ დელფინებთან ვიცურავოთ?- ეს რომ გავიგონე,თვალები გამიბრწყინდა და ავცანაცარდი.. შოუ როდესაც დამთავრდა,გიორგი წამოდგა და ვიღაც კაცთან მივიდა,მერე ცემსკენ გამოიხედა მოდიო.. - ამ კაცს წაყევი,ჩაგაცმევს სპეციალურ ფორმას.-მალე ორივე გამოწყობილები აუზისკენ წავედით,, მე ცოტა მეშინოდა,ამიტომ პირველი გიორგი ცახტა,მერე მე ჩავხტი.. დელფინებმა ჩვენსკენ მოცურეს და პირველად მოვეფერე,ასეთ საყვარელ არსებას.. უსაყვარლები იყვნენ..სასაცილო სანახაობა იყო.დელფინებთან ცურვაც ენით აუღწერელი სიამოვნებაა. მე და გიორგი კმაყოფილები ვიყავით.. უკვე მოსაღამოვდა და გიორგიმ სახლისკენ აიღო გეზი,მაგრამ გზაში გაგამ დარეკა და გიორგის მისამართი უკარნახა.. - სად მივდივართ?-ბედნიერებისგან პირი დამეღო და ვუყურებდი საყვარელ მამაკაცსს.. - უნდა მოგიტაცოო - ხელი ჩემსკენ წამოიღო და ლოყებზე მომეფერა,მეც კნუტივით გავიტრუნე.მანქანა კლუბთან გააჩერა.ოხ როგორ მიყვარდა ეს კლუბები.. სიტუაციაც ძალიან მომწონდა და თან ასეთი სასიამოვნო დღე არ მინდოდა მალე მორჩენილიყო,ამიტომ ამაყად გადმოვედი მანქანიდან,გიორგიმ ხელი წელზე მომკიდა და ლოყაზე მაკოცა..გაგა და ნატალია გვერდიგვერდ ისხდნენ,როდესაც მე და გიორგი მივუახლოვდით გაგამ ისევ ეჭვისთვალით შემხედა (როგორც დილით). - ნატა როგორ ხარ ?-მამაკაცის ხელი მოვიშორე და ნატას ჩამოვუსკუპდი გვერდით. - კარგად შენ როგორ ხარ?-მე ბედნიერი თვალები ავათამაშე და ამით უკვე ყველა კითხვას ვუპასუხე.. - უი გოგო,ხო იცი ის გოგო,ჩემი დაქალი რო იყო.. ადრე გაგაცანი-წარბი ზემოთ ავზიდე და ფორთოხლის წვენი მოვსვი,ამ ხმაურში ისედაც არაფერი ისმოდა,თან კიდე ნატას ნაზი და ნარნარი ხმა ხომ საერთოდ..ლამის ვუთხარი ენა გამოყავი,წავიკითხოთქო.. - მარიამი ქვია,კაი გოგო როგორ არ გახსოვს? გაგას რო ეპრანჭებოდა-პირღია მიყურებდა და ჩემს პასუხს ელოდებოდა,ჩემდა გასაკვირვად ის გოგო მალევე ამომიტივტივდა ტვინში,არადა ვერ ვიმახსოვრებ ეგრე ხალხს.. ფორთოხლის წვენი გვერდით გადავდე და თავი დავუქნიე.. - ხოდა,ეგ მოვა ეხლა სადაცაა-ცალყბად გამიცინა. ხოოო,აი აქ კი „გავჭედე“,აი გეკითხებით გოგომ ამდენი იწვალა,რომ ეს მარიამი გამხსენებოდა და მერე მეუბნება მოვაო,თან სადააცააო.. ნუ არ ვიცი რა!! ქორწილმა ალბათ ტვინი აურია. სახე დავმანჭე და გაგასკენ გადავიტანე მზერა,რომელიც რაღაცას უხსნიდა გიორგის,თან ხელებით და ფეხებით.. წამოვდექი და ბარისკენ წავედი,ფეხიფეხზე გადავიდე და ბარმენს დავუძახე : - რას დალევთ?-თავაზიანად მკითხა,ძალიაან სიმპათიურმა ბარმენმა.. - ტეკილა-მეც ამაყად ვთქვი და თვალი თვალში გავუსწორე.. - ასეთ ლამაზ გოგონას ტეკილაა? ცოტა საუცხოოდ ჟღერს,მარტინი ხომ არ ჯობდა?-ჭიქების გასუფთავებას,როდესაც მორჩა იდაყვით დაეყრდნო ბარს და პირდაპირ თვალებში შემომხედა.. - ნუ მიციმციმებ მაგ თვალებს,ორი ჭიქა ტეკილა დამისხი,რაც შეიძლება მალე-წარბაწეულმა ვუთხარი და გიორგისკენ გავიხედე,რომელსაც საერთოდ არ აინტერესებდა მე სად ვიყავი,ან რას ვშვებოდი.. გაგას და ნატალიას ელაპარაკებოდა და სიცილისგან იატაკზე ხოხავდა.. ცოტა არ იყოს მეწყინა,მაგრამ ჩემმა „ამაყმა მემ“ მითხრა,რომ საწყენი სულაც არაფერი არ იყო.. თუ არ აინტერესებს სად ხარ,ჩენც ინტერესი არ გამოიჩინო მის მიმართ,ბოლო ბოლო აქ ხომ გასართობად მოხვედი და არა გულისგასატეხად,თან ისედაც მთელი დღეა ბიჭი შენ გიყურებს,შენ გელაპარაკება,აცადე მეგობრებთან ყოფნა.. მოკლედ აი ამდენს ვფიქრობდი და თურმე თან ბარმენს ვუყურებდი პირღია.. როდესაც მივხვდი რომ უაზროდ ვაშტერდებოდი,ჯერ ერთი ჭიქა გადავკარი,მერე მეორე და მესამეზეც ვანიშნე.. სასმელმა ტვინში ამარტყა. - შენ რა გქვიაა?-თითით ბარმენს ვანიშნე,რომ მოსულიყო.. მასაც მეტი რა უნდოდა.. - მმ გერონტი,შენ?-გერონტი სახელის გაგონება და ჩემი სიცილი ერთი იყო.. ის კი გაკვირვებული სახით მიყურებდა.. - მე ეფრემიააა,სასიამოვნოა გერონტ!! -ვცდილობდი სიცილი დამეხშო მაგრამ არ შემეძლო.. ასეთი ლამაზი ბიჭი და ბაბუაჩემის ძმაკაცის ბაბუის სახელი ქვია.. - ლამაზი სახელია ეფრემია!! - თვალი ჩამიკრა და ორი ჭიქა არაყი ჩამოასხა და ჩემს გვერდით მჯდომ გოგონას მისცა.. ჭიქა არ ქონდა დადგმული „გერონტის“,რომ გოგონამ გამოსცალა და კუჭში გადაუშვაა.. აჭფრთოვანებისგან ტაში შემოვკარი: - ან ძალიან განერვიულებული ხარ,არ ძალიან ლოთი?-სკამზე თავს ძლივს ვიკავებდი.. გოგონამ ჩემსკენ გამოიხედა და ცრემლები მოიწმინდა.. - ძალიან ნაწყენი-ეცადა გაეღიმა,მაგრამ არ გამოსდიოდა.. - ვინ გაგაბრაზა ეგრე?-როდესაც გრადუსში ვარ,ბუზი რომ მოკლან ჩემს თვალწინ იმაზე ვიტირებ და ახლა ეს გოგო ხომ საერთოდ,თან აცრემლიანებულიი.. ამიტომ გადავწყვიტე ასეე: - გეეეროოონტ-ისევ თითით ვანიშნე მოსულიყო,არა რაა ამ ელექტრო სიმღერას სახელი გეეეროონტი ისე უხდება,რომ მაგარი კომპოზიცია გამოვიდოდა.. წარმოიდგინეთ მაგარი სიმღერაა ცეკვავთ და უცებ ისმის ბოლო ხმააზეე გეეეროოონტ ( იმავე ინტონაციით როგორც“ფიიიფოლ“) არადა ძაალიან მაგარი იქნებოდა.. მოკლედ გერონტია თუ ვინცაა,ვუთხარი რომ ერთი ბოთლი ტეკილა მოეცა და ორი ჭიქა.. - წამოდი ჩემთან ერთად!! -გოგონას ხელი მოვკიდე და გოგოების ტუალეტში წავიყვანეე.. მანაც მიხვდა ჩემს ჩანაფიქრს,ჯერ სახიდან ეს „ჩამოშლილი“ კოსმეტიკა მოიშორა,მერე ცრემლები შეიშრო და ნიჟარასთან ჩამოჯდა.. მეც სახეალეწილი ვიყავი,ცოტა შევისხი წყალი სახეზე და მაღალქუსლიანები გავიხადეე: - ჰუუუჰ,მეთქი რა მიშლიდა-თქო,კარგი აბა მომიყევი რა ხდება ?- ჯერ ეჭვისთვალით მიყურებდა „საცოდავი“,ალბათ ფიქრობდა რა უნდა რას გადამეკიდაო,მაგრამ მერე ისევ ცრემლები მოაწვა,მე უკვე ტეკილა გამზადებული მქონდა და ეგრევედ გავუწოდე.. - ჩემმა,ჩემმა ქმარმა მიღალატაა-„ქმარმააო“? თუ მომესმა? ალბათ (ჰა-ჰა-ჰაა) მაქსიმუმ 20 წლის თუ იყო,უკვე ქმარი ყავდა,თან უკვე მოასწრო იმ იდიოტმა ,რომ ეღალატაა? არა და მეგონა ქორწილი და ბავშვები ცემთვის იყო ადრე და .. თურმე პირიქით,ორი აგური უნდა მეჭიროს ხელში.. გაოცება ვერ დავმალე და პირდაპირ ვახალე - რამდენის ხარ კიმაგრამ ?-ჭიქა პირთან შემიშრა,როდესაც მითხრა რომ 25 ის იყო.. (ჩემზე დიიიდიი) - რა გქვია ჯერ ეგ მითხარი,რომ ვიცოდე-გოგონა ასლუკუნდა: - მეე ბაბი,შენ? - ანანო,სასიამოვნოა ჩემო კარგო,ახლა კი მიდი გადმოანთხვირე ყველაფერი-საყვარლად გავუღიმე.. უკვე მთელი ერთი საათი ვისხედით ნიჟარასთან,ბოთლი მთლიანად ცავცალეთ,უკვე არ ტიროდა ჩვენი ბაბი,ვხარხარებდით,როდესაც კარები გიორგიმ შემოაღო: - აი თურმე სად ხარრ!! -გაბრაზებული ტონით მითხრა და ორივე აგვათვალიერა.. წარმოიდგინეთ რა სურათი დახვდა,ორი ლამაზი გოგო,მოკლე ლამაზი კაბებით სხედან ნიჟარასთან,ერთი ბოთლი ტეკილა გვერდით უდევთ,თმები აწეწილი,მაკიაჟი საშინელ დღეში, შედიხარ და იხევიან სიცილისგან.. ცოტა არ იყოს დამაფიქრებელია.. - გიორგი გოგოების ტუალეტიააა,აქ არ შეილება შენთვის ყოფნა-სიცილ-ხარხარით ვუთხარი და ხელით ვანიშნე გასულიყო.. - კარგი,გარეთ გელოდები ახლავეე იცმევ მაგ შენ ქუსლოჩკებს და გამოდიხარ გარეთ გაიგე? თან მარიამი მოვიდა!! - წადი მერე მარიამთან,ეფლირტავე მე რას მიყურებ .. მიდი,მიდი გაცუნცულდიი!! -ისევ გამეცინაა, ბაბი კი „გათიშულ“ მდგომარეობაში იყო და ცდილობდა სიტუაცია დაეზვერა.. გიორგიმ ვერ მოითმინა,ბაბის უთხრა რომ ოთახი დაეტოვა,“საწყალი“ გოგო ძლივს წამოდგა და კარები მიიხურა,გიორგიმ კარები გადაკეტა და წყნარი ნაბიჯებით ჩემსკენ წამოვიდა.. ხელებით სახე მაგრად დამიჭირა და გაბრაზებული თვალები მომანათა: - მეორედ ასე ილაპარაკებ ჩემო კარგო და ძალიან ცუდ დღეში ჩავარდები,გასაგებია?? ამდენ სასმელს რომ ვერ ერევი არც უნდა დაატანო ძალაა!! გეთქვა მაინც სად და ვისთან მიდიოდი,მთელი კლუბი რომ გადავატრიალეე!! - ოხ გაბრაზდა ბიჭიი-პირდაპირ სახეში გავუცინე და მისი ხელების მოშორება მინდოდა,მაგრამ უშედეგოდ - ძალიან მაგიჟებ ანანო,შენთვის იქნება ცუდი!! - ყურთად დამჩურჩულა და სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე.. კბილები ჯერ ყურზე დამასო,მერე ნელნელა ტუჩებით კისერზე ჩასრიალდა.. ნიჟარაზე ვიჯექი და ჩემი მუხლები არ აძლევდა საშუალებას უფრო ახლოს მოსულიყო ჩემთან,ამიტომ ხელი სახიდან ფეხებამდე ჩაასრიალა და ერთმანეთს დააშორა.. ჩემი ხელები თმებშ შევუცურე და ჩემსკენ მოვწიე..სუნთქვა გახშირდა..მისი სურნელი ტეკილასავით იყო ჩემთვის,გონებას მაკარგვინებდა.. მამაკაცის პერანგის ღილების შეხსნა დავიწყე,მოშიშვლებული სხეული ფრჩხილებით ჩამოვფხაჭნე,რამაც გიორგი დაბურძგვლა,ხელები ჩემს თმებთან ააცოცა და ზემოთ „წაკონწიალებული“ რაპუნცელის თმა წამში შემომიშალა... დილით უცხო სახლში გავიღვიძე.. მაგრამ სანამ თვალებს გავახელდი,ნელნელა ჩემი სხეული გრძნობდა მამაკაცის შიშველ ტანს.. მის სუნს და ვეცადე თვალები ერთმანეთს დამეშორებინაა.. გიორგის მკერდზე მედო თავი,ფეხები მის ფეხებში ამეხლართა და სრულიად შიშველი ვიწექი.. სახე დავმანჭე და ნელნელა წამოვდექი.. მამაკაცის მკვრივი ხელი ჩემს საჯდომზე ედო და ადგომის საშუალებას არ მაძლევდა: - გიორგი გამიშვი უნდა წავიდე!! - აზრი არ ქონდა ისტერიკებს,ისედაც ვიცოდი რომ ჩემი ბრალი იყო საწოლში რომ ჩავუხტი.. უკვე მეორედ ერთი და იგივე შეცდომა იყო.. ამიტომ მინდოდა უბრალოდ სახლში მივსულიყავი,შხაპი მიმეღო და ალბათ ყველაფერი დამევიწყა,მაგრამ ასეთ სიამოვნებას თან იმ ადამიანთან,ვისთანაც გარკვეული სიმპათია გაგაჩნია,რთულია დაივიწყო.. - კაი ვიცი,რომ გღვიძავს,გამიშვი რა!! -გიორგიმ გადმომხედა და წამში მოექცა ჩემს ზემოდან.. - გოგოოო,ასე რატო მოქმედებ ჩემზე?-ვეჯაჯგურებოდი,მაგრამ აზრი არ ქონდა.. ჩემი ტუჩების დაგემოვნებას როდესაც მორჩა,მერე მკერდის დაგემოვნება მოუნდა.. ისევ იმ ბურუსში მივდიოდი,საიდანაც დაღწევა არ შემეძლო ამიტომ ხელი მაგრად ვკარი და ლოგინიდან გადავაგდე.. - უნდა წავიდე!! - წამოვდექი და კაბა გადავიცვი.. - არა,ვერსადაც ვერ წახვალ,სანამ ჩემთან ერთად არ ისაუზმებ,ასე მშიერი როგორ გაგიშვაა?-მივხვდი,რომ გაჯიუტებას აზრი არ ჰქონდა,ამიტომ დავთანხმდი.. მალე ერთ ლამაზ,მყუდრ გარემოში წამიყვანა.. მაგიდასთან დავჯექით (ვიცი რომ სწორი ფორმა დავსხედითაა,მარა რაღაც ცუდად ჟღერს ) - გიორგი,რაღაც უნდა გკითხო!! -გულში რაღაც ჩამწყდა,როდესაც გუშინდელ რამეს ვიხსენებდი,არ შემეძლო არ მეკითხა. - გისმენ?-ყავა მოსვა და ბედნიერი ღიმილი „მსტყორცნა“. - თავი დავიცავით?-სახეზე ჭარხლისფერი მედო ზუსტად,ვგრძნობდი!! გიორგის ღიმილი სადღაც გაქრა,ორი წუთი ცაფიქრდა მერე ისევ გაანათა მისმა კბილებმა. - კი სიხარულო!! ვიცავდით-ჰუუუჰ გულზე ლოდი მომეშვა და ჭამა გავაგრძელე.. მერე სახლში მიმიყვანა,მანქანაში დიდი ხანი ვისხედით,ვლაპარაკობდით,ბოლოს გადმოსვა რომ გადავწყვიტე შემაჩერა,რარაც გავიწყდებაო.. მეც ბედნიერმა ვაკოცე და პადიეზდში შევქანდი.. სახლში დედა არ დამხვდა.. სამზარეულოში გავედი და მაცივარზე წერილი დამიტოვა : არ ვიცი ანანო,სად დაიარები მაგრამ გაგამ მითხრა გუშნ ჩემთან ერთად იქნებაო,ამიტომ დავმშვიდდი,ორი კვირით მიწევს სოფელში წასვლა,ჩვენი მეზობელი ზურა ცუდადაა ცოლი გარდაეცვალა,იცოდე ჭკუით იყავი,მალე ჩამოვალ,მიყვარხარ დეე“ გამიხარდა რომ ორი კვირა სახლში მარტო ვიქნებოდი,ამიტომ ტანსაცმელი გავიხადე,მე რო ვიცი ასე გზადაგზა მივყარე და აბაზანაში შევედი.. მაგრამ ვინ მაცალა,კარებზე ზარი იყო.. პირსახოცშემოხვეული გავქანდი და კარები გავაღე!! - შენ ჯერ მზად არ ხარ ?მიდი მალე მოწესრიგდი კაბაზე გავდივართ!! დროზე-ყვირილ-წივილით შემოქანდა და პირდაპირ სამზარეულოში შეაჭრა,მეც უკმაყოფილომ წავედი მალევე მივიღე შხაპი და უკვე დამშვიდებულ „დედოფალს“ ნორმალურად მივესალმე..მთელი დღე გვერდით ვედექი ნატალიას,ხან რა კაბას დაავლებდა ხელს,ხან-რას.. უკვე ნერვები მეშლებოდა,მაგრამ გაგას ცოლი იმ დღეს ყველაზე ყველაზე ლამაზი პატარძალი უნდა ყოფილიყო,ამიტომ ძალიან მინდოდა რამე კარგი აერჩია,მაგრამ როგორც ჩანდა ნატას არც ისეთი კარგი გემოვნება ჰქონდა... დილის 10 საათიდან რომ გავადგი ფეხი,საღამოს 8 ზე შემოვედი.. ბინის კარები მოვხურე,ფეხსაცმელი დავაგდე,ჩანაც სადღაც მოვისროლე და ჩემი ოთახისკენ წავედი.. უღონოდ დავეგდე ლოგინზე.ფიქრის თავიც არ მქონდა მაგრამ მაინც ნატას კაბაზე ვფიქრობდი.. იცით რა ლამაზი იყო ? უკან ჩახსნილი ზურგით,ნაჭერი რაღაც საოცრება იყო,გრძელი შლეიფით.. უკვე წარმომიდგენია როგორი ლამაზი იქნებოდა.. გაგა რას იზამდა საერთოდ არ ვიცოდი,ალბათ მოვიდოდა დახეული ჯინსებით და მაგის ცნობილი შავი მაიკით ლუდით ხელში.. ნუ მოკლედ ამაზე ფიქრიც ზედმეტი იყო,ეს ხომ ჩვენი გაგაა!! უკვე ძილისთვის მოვემზადე,მაგრამ კარებზე ზარი იყოო.. - ხოო მოვდივააარ!! - არ ჩერდებოდა ზარი,მეგონა კარებს ჩამომიღებდნენ-არა,რატო უნდა აცადოთ ანანოს დასვენებაა!! მოოოოვდივააარ- ვიღრიალე ბოლო ხმაზე და დუდღუნით წამოვედიქი ლოგინიდაან,თვალების ფშვნეტით წავაწყდი ნაცნობ სილუეტს. - შენ? შენ აქ რა გინდა?- გაოცება ვერ შევიკავე და მამაკაცსს ვკითხე. - არაფერი,უბრალოდ მომენატრე-კარებთან ატუზული იყო და თვალებში ჭინკები უთამაშებდა.. - აააა - არ შემომიშვებ ?-სიბრაზე ვერ დამალა და ეჭვისთვალით შემომხედა.. - აა ხოო მოდი!!- განზე გავდექი და ბინის კარებიც დავხურეე..-შედი სამზარეულოში მოვალ ეხლავე.. ტანზე რადგან „პიჟამო შორტები და მაიკა“ მეცვა ამიტომ ოთახში შევედი,კარები მივხურე: - რა საჭიროა ძილი,ყველა მე როგორ უნდა მაწუხებდეს,კარგით რაა უსამართლობაა,მომწყდა ფეხები ძილი მინდა,ეხლა კიდე ეს აიტუზაა- სარკეში ვიხედებოდი,როდესაც უკან მამაკაცის სილუეტი შევამჩნიე..მაისური წეელს ზემოთ შიშველ ტანზე მივიდე,მეთქი დავფარავ რამესთქო.. - ვის ელაპარაკები ანანო?-მისი ხმა ისეთი ტკბილი იყო. .. ხელები წელზე შემახო.. - ჩემს თავს-ტუჩები დავბუშტე პატარა ბავშვივით და მისკენ შევტრიალდი. თურმე მთელი დღის განმავლობაში ასე ძალიან მომნატრებია მისი ტემბრი,მისი შეხება მისი კოცნაა... - გინდა კინოში წავიდეთ?-ჩემს მკერდზე აფარებულ მაისურს ხელი გამაშვებინა.. ჩემს სახეზე ჭარხლისფერმა იელვა,ოოოო როგორ ვერ ვიტანდი ამ გრძნობას,როდესაც გინდა სითამამე გამოიჩინო მარა ბრინჯივით იფშვნები და ნაკუწნაკუწ ასაწყობი ხდებიი.. ან კიდევ ლოყები გიხურდება და პატარა ბავშვივით წითლდები. - არ მინდა კინოში-მისი ხელებიდან თავი გავინთავისუფლე,უცებ გადავიცვი მაისური,თმები დავილაგე და კარებისკენ შევტრიალდი,მაგრამ მაჯაში მწვდა და სხეულზე ამიკრა - ანანო როგორ მომენატრე იციიი?-ცოტაც და ალბათ გამჭყლიტავდა,მეც ჩავეხუტე კაი ხანი ვიდექით ასე მერე კი უცებ მომიშორა,ტუჩებში მაკოცა : - კინოში წასვლა თუ არ გინდა,მაშინ კინო მოვა ჩვენთან!! ახლავე მოვალ-ბინის კარები გააღო და წამში გაუჩირდა.. მე გაოგნებული ვიდექი და ამ წამით ვტკბებოდი.. ლოგინზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი ყველაფერზე.. - კი მაგრამ თუ არ ვუყვარვარ,მაშნ რატომ ამბობს რომ მოვენატრე,რატომ მოვიდა ჩემთან ? ამ დროს რატო არაა ვინმე სხვა გოგოსთან ? არა,რომ ვუყვარდე მაშინ მეტყოდა ამას არა? ააა ანანო მოდი აზრზე!! უბრალოდ იმ თავის ყოფილს აგონებ და მაგიტო უნდა ჩემთან დროის გატარებაა!! აი ესაა და ეს.. ხოო,აუ რა დებილი ვარ მეკიდე მგონია რომ ბიჭს,თან ასეთ მექალთანეს,ასე მალე შევუყვარდი,აასე მალე დავაჰიპნოზე და მოვაჯადოვე!! ამხელა გოგო ხარ როდის უნდა მოგემატოს ჭკუა?-ჩემს თავზე სიცილი ავტეხე და ზუსტად ამ დროს პარკების ჩხრიალით შემოქანდა გიორგი.. - მიდი წადი ეს ფილმი ჩართე-დისკი გამომიწოდა და სამზარეულოში შეიტანა ამდენი რაღაც.. უცებ გავქანდი ტელევიზორთან,დისკი ჩავრთე,ადიალები გამოვიტანე,სინათლე ჩავაქვრე და სამზარეულოში გავედი.. - აჰაა ესენი გაიტანე-ჯამებში ჩაყრილი ბატიბუტი,ბურბუშელა,მზესუმზირა დამაჭერინა.. თვითონ ლუდის ორი ბოთლი გახსნა და დივანზე დაჯდა - მოდი ჩემთან ჩემი გოგო-აჰაამ,პირველად დამიძახა ასე,ალბათ იმ გოგოსაც ასე ეძახდა.. მაგრამ ანანო წამით უნდა დატკბე,ნუ ფიქრობ ამაზე,ახლა ხომ ბედნიერი ხარ ? ხოდა დატკბი ამ ბედნიერებით ნუ ართულებ !! -ჩემს თავს ველაპარაკებოდი და გიორგის გვერდით მოვკალათდი.. ფილმიც თემატურად შეარჩია ალბათ,ფილმს ერქვა „crazy,stupid love”. მგონი ერთადერთი ფილმი იყო,რომელიც არ მინახავს რაიან გოსლინგის მონაწილეობით.. ფილმი არის ერთერთ „მექალთანე“ მამაკაცზე,რომელიც ბარში ზის და გოგოებს კერავს.. სიმართლე გითხრათ რაიანის ეს როლი ყველაზე მეტად მომეწონა. ძალიან სექსუალურიაა,ფილმი ხომ საერთოდ ერთ-ერთი საუკეთესოა თავის ჟანრში.. გიორგის გულზე დავადე თავი.. ლუდი კუჭში ჩავუშვი და სასიამოვნოდ მოვეშვი.. გიორგის სურნელით ვტკბებოდი,თან ფილმს ვუყურებდი.. მაგრამ ძილი იმდენად მომერიაა,რომ გიორგის მკერდზე დამეძინა.. ვიგრძენი,როგორ გამომართვა ლუდის ბოთლი და ხელში ფრთხილად ამიყვანა,ლოგინზე დამაწვინა,ბუნდოვნად გავიგონე როგორ დააგდო ტანსაცმელი და ჩემს გვერდით დაწვა.. იმ ღამეს ისე სასიამოვნოდ მეძინა,დილით გაღვიძებაც არ მინდოდა... მაგრამ უკვე გამოღვიძებას,რომ ვიწყებდი მესმოდა სამზარეულოდან გამოსული ხმები... რაღაც აშკარად იწვოდა სუნით მივხვდი და ლოგინიდან უცებ წამოვხტი.. სამზარეულოში შევედი და რა სურათი მხვდებაა : გიორგი წელს ზემოთ შიშველი დგას და ხელით უნიავებს ტაფას,რომელზეც აშკარად რარაც გაურკვეველი საჭმელი იწვის.. - გაზსს ჩაუწიე ცოტა,ბატოო-კარებთან ავიტუზე. - გაიღვიძე ჩემი ლამაზი ?- მიაგდო ტაფაც,ჩემხელა ხელთათმანებიც და ხელებით სახე დამიჭირა.. როგორი სასიამოვნოა საყვარელი ადამიანის კოცნა ახალგაღვიძებულზე თან.. მისი სურნელის შეგრძნობაა.. მმმ..სული სიხარულისგან ივსება.. - დაჯექი შენ მე გავაკეთებ საჭმელს-ლოყაზე ვაკოცე გიორგის და ტაფა სანაგვეში მოვისროლე,მისი გარეცხვა საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა.. მალე ისეთი კარგი სუფრა გავშალე,რომ ამის მერე გიორგის ცოლად რომ არ მოვეყვანე სულ ამოვადენდი ყელში ამ საჭმელს.. კარგით ხუმრობა იქით იყოს,მაგრამ რო არ ვხუმრობ? - დღეს სად წავიდეთ?-ინტერესით მომაჩერდა გიორგი და კალთაში ჩამისვა.. - აუ გთხოვ მე გაჭმევ რაა -პატარა ბავშვივით ყელზე მოიჭირა თითები და მუდარით შემომხედა.. მეც მეტი რა მინდოდა,ისეთი გაზარმაცებული ვიყავი კარგია რომ ჭამაც ჩემით არ მომიწია.. - აბაა გააღე პირიი თვითვინაავი მოდიიის მოდიის მოდიის-სიცილი ვერ შევიკავე და კალთაში ავცანცარდი.. - აჰაა,ნაჭამი ხაარ,ეხლა უნდა დაგბანოო,ახალი ზიზიები ჩაგაცვა და სასეირნოთ გაგიყვანო-ლოყაზე მაკოცა და ჩამეხუტა.. არ ვიცი ამაზე თბილი გრძნობა რამე თუ არის საერთოდ ? - რა არი სათამაშო ხო არ ვარ,ჩემითაც დავიბაან!! –„გავუბრაზდი“ გიორგის.. ერთ ყურში შეუშვა მეორედან გამოუშვა,ხელში ამაფარფატა,მკლავზე გადამკიდა და სააბაზანოსკენ წამიყვანაა - არ მინდა გთხოვ არ მიდნა რაა- სიცილისგან ცრემლებს ვიწმინდავდი.. ტანსაცმლიანი დამსვა აბაზანაში და წყალი მოუშვაა,მე ვფართხალებდიი და სიცილისგან ვკვდებოდიი.. - ნუ ცელქობ ანანოო-თვითონაც იცინოდა და სახეში შემასხა წყალი.. ჩემდა საუბედუროდ შეეშალა და ცივი მოუშვიაა: - ცივიიიააა იდიოტოო-კატას რო წყალში ჩასვამ,ზუსტად ეგრე ვფართხალებდი.. ცალი ხელით მიჭარდა,ცალით კი წყალს აყენებდა. - გაჩერდიი ანანოოო-უკვე გვიანი იყო თავიდან ფეხებამდე გალუმპული დასჯილი ბავშვივით ვიდექი.. - მომე შამპუნი,ნუ მებღვირები გოგოო-ნიკაპზე დამასო თითები და ტუჩები დააგემოვნაა,მეც მეტი რა მინდოდა წყალი მივასხი და ისიც დავასველე.. თმებზე შამპუნი დამასხა,ისეთი სასიამოვნო იყო.. თმების დაბანას როდესაც მორჩა მერე ტანზე მიწებებული მაისური გამხადა და მთელი სხეული გამისაპნა.. მერე კი,ალბათ ინტუიციით თქვენც ხვდებით რა მოხდა.. აბაზანაშ თვითონაც შემოვაგდე.. სიცილ-ხარხარი დახშულ კვნესაში გადაიზარდა.. მალე ორივე ლოგინზე ვეგდეთ და ვისვენებდით.. დღე დაუვიწყარი იყო.. საღამოს გუშინდელ ფილმს ვუყურეთ ბოლომდე,ამჯერად არ ჩამძინებია,მერე კი სასეირნოთ გავედით.. თბილისი ღამით ხომ საერთოდ ულამაზესია.. ხელცაკიდებულები მივუყვებოდით რუსთაველს: - მომიყევი შენზე რამეე-სიარულისგან დაქანცულმა მხარზე დავადე თავი,მან კი წელზე შემომხვია ხელები და სეირნობა გავაგრძელეთ: - რავიცი ანანო,რა უნდა მოგიყვე.. 19 წლამდე ვცოხვრობდი მშობლებთან,მერე მამაჩემმა დაიჟინა რომ მის ფირმაში უნდა მომუშავა,მაგრამ ჩემგან კატეგორიული უარი მიიღო.მერე კი ჩემი ბიზნესი დავიწყე,რომლის დირექტორი მე ვარ.. მსხვილი ბიზნესია და უფრო მომგებიანი.მამაჩემს ბევრჯერ უნდოდა ჩემთან ისევ ურთიერთობის დამყარება,მაგრამ მე უარზე ვიყავი.. - რატო ? არ გენატრებაა?-გაოგენებული ვიყავი.. მე მამა გარდამეცვალა.. ამდენი ხანი ვტანჯულობ,როგორ მინდა მამაჩემის მომღიმარი სახის დანახვა,მისი ჩახუტება,მიისიი ხმის გაგონება.. ეს კიი,თურმე არ უნდა მამასთან,არ აინტერესებს მამამისი როგორ არის,რა უჭირს,რა ულხინს? და ცხოვრებაა სამართლიანია ? - როგორ არ მენატრება,მაგრამ 19 წლის შვილი სახლიდან გამოაგდო მხოლოდ იმიტომ რომ მისი ცხოვრების გამგრძელებელი არ ვიყავი?-სახე დაეძაბაა,ნერვები ისევ ეშლებოდა. მეც გადავწყვიტე ხმა არ ამომეღო და ასე ჩუმად მივუყვებოდით თბილისის ქუჩებს.. სახლში გვიან დავბრუნდით.. გიორგი ჩემთან აღარ დარჩა,შუბლზე მაკოცა,ტკბილი ძილი მისურვა და წავიდა.. მეც ყველაზე ბედნიერს ისევ ტკბილად ჩამეძინა.. მეორე დღეს გიორგი არ გამოჩენილა.. დილით სახლი დავალაგე,ისე როგორც მამას უყვარდა ხოლმე.. მერე საჭმელიც გავაკეთე,ფილმს ვუყურე.. საღამოს კი ზარის ხმა გავიგე,უცებ წამოვფრინდი დივანიდან,მაგრამ კარებში გაგა დამხვდა.. ლოყაზე ვაკოცე და ოთახში შემოვიდა.. - აუ ანანო მაჭამე რამე რა,ძალიან დაღლილი ვარ-დივანზე დაეშვა და თვალები დახუჭა.. საჭმელი გავუცხელე,“ვაჭამე“,სუფრაც ავალაგე და მის გვერდით ჩამოვკუპდი.. - აბაა მზადებაში ხარ? - კი ტოო!! დავიღალე ძაან.. ანანო გიორგიზე სალაპარაკოთ ამოვედი .. - გისმენ? მოხდა რამე ?-გული ფეხებში ჩავარდა. - არა,არაფერი არ მომხდარა მაგრამ მაინტერესებდა უბრალოდ,ერთად ხართ? ანუ გიყვართ ერთმანეთი ?-ეჭვისთვალით შემომხედა გაგამ.. ოოხ მისი ეს „ეჭვისთვალი“ მკლავდა უკვე.. - .... , აარაა,ერთად არ ვართ-დასჯილი ბავშვივით თვალები ხალიჩას მივაშტერე და ლოყები ამიხურდა. - გასაგებია..-მასთან ახლოს დამსვა გაგამ და თბილად ჩამეხუტა,ალბათ ეს იყო ირველი შემთხვევა როდესაც ასე თბილად მეხუტებოდა.. თმებზე მეფერებოდა. - ჩემს პატარა დაიკოს შეუყვარდაა-თბილად გაეცინა - არაა არ შემიყვარდა-წამოვხტი მე და ვცდილობდი დამაჯერებლად მელაპარაკა.. - კარგი რა ანანო,შენი თვალების ციმციმი სხვა ქალაქიდანაც კი ჩანს.. შეგიყვარდა,ისეთი ბედნიერი დაიარები ეს ერთი კვირაა, ნატამაც შეამჩნია!! - ოოოო-ამოვიოხრე.. - მთავარია გიორგის უყვარდე..-ცხვირზე დამკრა ხელი და გასასვლელისკენ წავიდა.. - ხვალ დილით შემოვირბენ ალბათ.. მიდი აბა ძილინებისა-დამამეშვიდობა და ბინის კარები დახურა.. ისევ მარტო დავრჩი,იმდენად მიჭირდა გიორგის გარეშე ეს ერთი დღეც რომ ჭკუიდან ვიშლებოდი..ცოტა განტვირთვისთავის გადავწყვიტე ბარში წასვლა.. გიორგი დიდი ხანია არ ჩანდა,1 კვირა გადიოდა უკვე.. მის გარეშე ძალიან მიჭირდა,მაგრამ ამაში ჩემს თავს არ ვუტყდებოდი.. ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება? როდემდე შეიძლება იფიქრო ადამიანზე,რომელიც სიმპათიას გაჩვენებდა,რომელიც ცდილობდა შენი გულისდაპყრობას მაგრამ უეცრად „შუა გზაზე“ ფარ-ხმალი დაყარა და თავქუდმოგლეჯილი გავარდა.. გავარდა და აღარც დაბრუნებულა.. რა უნდა ვიფიქრო ? ღირს ეს ადამიანი ჩემს ცრემლებს? ღირს მასზე ფიქრი? არა.. არ ღირს!! მე უნდა გავაგრძელო ცხოვრება.მართალია ძალიან მაკლია მისი ჩახუტება,მისი მზერა მაგრამ უნდა შევეგუო იმას რომ ეს ყველაფერი გაქრა.. გაქრა.. 1 კვირის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა... ისიც ვიფიქრე,რომ რამე დაემართა მას,ან სადმე წავიდა და ვერ მოასწრო ეთქვა ჩემთვის,მაგრამ ამაზე გაგას ველაპარაკე,მითხრა რომ გიორგის ინტერესი გაუქრა შენს მიმართ(ალბათოო დაამატა).. ის სხვა გოგოებთან შეიძლება იყოს,გული არ გაიტეხოო!! ხო ამ საშინელი სიტყვების მერე ძალიან ცუდად ვიყავი,ვერც ვძინებდი,ვერც ვჭამდი და ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს?! მოკლედ გადავწყვიტე ამ საღამოს ბარში წასვლა,უბრალოდ მომინდა იმ გარემოში,მართალია მარტო მიწევდა წასვლა მაგრამ ეგ არაფერი,ვიფიქრე ჩემთვის ვიჯდები,მოვწრუპავ სასმელს და სიმღერას ვეცდები ტანი ავაყოლოთქო.. ჯერ აბაზანაშ შევედი,მერე პირსახოცმოხვეულმა გამოვაღე კარადა და ლამაზი ლურჯი ქვედაბოლო და ზემოდან ტანზე მომდგარი მაისური ავარჩიე,თმები ზემოთ დავიკოსე და გასასვლელად მოვემზადე.. - უკაცრავად,ცისფერი ლაგუნა მომიტანეთ! -ბარში მიმტანი გოგონა შევაჩერე და დიდ პუფზე მოვკალათდი.ხალხს თვალი გადავავლე,ყველა იცინოდა,იღიმოდა.. ძალიან კარგი სანახაობა იყო ამდენი მომღიმარი სახეების დანახვა და ვიგრძენი ბედნიერება... - უკაცრავად,ჩემს მომავალ შეყვარებულს გავხართ-თვალი ავაყოლე ჩემს წინ მდგომ მამაკაცსს,რომელიც ცალყბად იღიმოდა და ტუჩებს ილოკავდა.. - ძალიან ორიგინალური ხართ,მაგრამ არაფერი გამოგივათ..ეს ადგილი კიდევ დაკავებულია-თითით მივანიშნე ჩემს წინ პუფზე,რომელზეც უნდა დამჯდარიყო.. - რატომ გგონიათ,რომ არაფერი გამომივა? ძალიან ლამაზი თვალები გაქვთ!!-და მაინც დაჯდა იქ.. მოსაბეზრებელი მამაკაცი იყო.. - მადლობთ კომპლიმენტისთვის,მაგრამ არ ვარ დაინტერესებული თქვენით,შეგიძლიათ სხვა გოგოებთან მიბრძანდეთ-მისთვის არც შემიხედავს ისე დავლიე კოქტეილი და კმაყოფილმა საზურგეს მივეყუდე.. - როგორ არ გესმით,ძალიან მომეწონეთ... იქნებ მე და თქვენ გვეცადა რამე ? აქ ? ახლავე?- ხოო აი აქ კი ზედმეტი მოუვიდა.. - ძალიან ზედმეტს ბედავთ,ალბათ არ იცით ვის როგორ ელაპარაკოთ,ძალიან გთხოვთ თავი დამანებეთ-ხოო,ჩემს ხმაში და თვალებში აშკარად იგრძნობოდა გაღიზიანება.. - საყვარელო დიდი ხანია მელოდები?ბოდიში საცობში მოვყევი..-ამ უცხო მამაკაცის უკან ნაცნობი სილუეტი გამოჩნდა,პუფზე მჯდომ იდიოტს ხელი დაადო მხარზე-ეს ვინაა საყვარელო ? - არავინ ჩემი გაცნობა უნდოდა,როგორ ჩაიარა კონფერენციამ? ძალიან მომენატრე-ხმა დამითბა და თვალი ავაყოლე ნაცნობ სილუეტს.. პუფზე მჯდომი წამოდგა,დაბნეული სახით ბოდიში მოიხადა და ადგილს მოწყდა.. მეც წამოდგომას და წასვლას ვაპირებდი,მაგრამ ბარიტონმა შემაჩერა.. - ჩემი გაწეული საქმისთვის მადლობას ხომ არ მოიხდიდით? - დიდი მადლობა,ახლა კი მეჩქარება უკაცრავად!-ჩანთას ხელი მოვკიდე.. - არა სიტყვიერი მადლობა არ მინდა,მარტო ვარ და ,როგორც ვატყობ თქვენც,ეფრემია,სასმელზე დაგპატიჟებდით,ცოტას ვილაპარაკებდით და დაგემშვიდებოდით,რას იტყვით?- აააა,აი თურმე რატომ მეცნო სილუეტი,სახე და ლაპარაკის მანერაც,ეს ჩვენი გერონტი ყოფილა.. - შესვენებაზე შემოირბინეთ ჩემთან,თუ დღეს არ მუშაობთ? - ეს ბარი ჩემი ძმაკაცისაა,უბრალოდ იმ დღეს ვეხმარებოდი,პერსონალი მოაკლდა..-სასიამოვნო ადამიანი ჩანდა გერონტი,თან როგორი თავაზიანი და „კარგად გაწვრთნილი“ მიმიკები ჰქონდა..-ძალიან გთხოვთ,უბრალოდ ერთ კოქტეილზე დაგპატიჟებთ,თქვენნაირ ლამაზ გოგონასთან დიდი ხანია არ მილაპარაკია..-თვალებით სკამზე ანიშნა,რომ დავმჯდარიყავი.. მეც ბევრი არ მიფიქრია და ჩანთა ისევ გვერდით დავიდე და დავჯექი. - რას მიირთმევთ?-მკითხა და ბარმენს ანიშნა მოსულიყო.. - თქვენ მპატიჟებთ და მე მეკითხებით?-თავმომწონედ გავუღიმე - ბექა,გოგონას მარგარიტა მოუტანე, მე ვისკი-სკამზე გასწორდა და თვალებში შემომხედა.. მისი თვალები ბრწყინავდა.. - ეფრემია მარგარიტა ხომ გაგისინჯია,არ ვიცი ჩემი გემოვნებით აგირჩიე - არა არ მაქვს გასინჯული - დღეს გაგიმართლა,ცემთან ერთად გასინჯავ პირველად-ხოო ეს ხუმრობა იყო,მაგრამ რატომღაც კი არ გამეცინა,უბრალოდ მესიამოვნა.. სადღაც გულის სიღრმეში. - დიდი პატივია-მეც მხარი ავუბი და მზერა გოგონებისკენ გავაპარე.. აი,გოგოები რომლებიც კისერზე აჯდებიან ბიჭებს,მხოლოდ და მხოლოდ ფულის გამო.. მიმტანმა მარგარიტა და ვისკი მოიტანა და გერონტის რაღაც ჩაუჩურჩულა,ამან თავი დაუქმია და ბექა „მოტყდა“.მარგარიტა მოვსვი და სასიამოვნოდ გავატკაცუნე პირი.. ასეთი გემრიელი სასმელი ჯერ არ გამისინჯავს ალბათ. - გატყობ მოგეწონა-თვალი ჩამიკრა მამაკაცმა.. - როდედან გადავედით შენობით ფორმაზე?არამგონია ამის უფლება მომეცა თქვენთვის - იმ დროს ტეკილას ბოთლით ხელში სულ სხვა შთაბეჭდილება დატოვე,ახლა კი რადიკალურად განსხვავებულ ამპულაში გხედავთ-ამ „თ“ ზე ხაზის გასმა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ? - იგივეს ვიტყვი თქვენზე გერონტ - გერონტი არ მქვია,რომ იცოდეთ - არადა როგორ გიხდებათ ეს სახელი,რა ცუდია-სახე დავმანჭე და სასმელი მოვწრუპე. - დავითი მქვია,თქვენ პატარა ქალბატონო? - ძალიან გაინტერესებთ ჩემი სახელი?-მოვედი კეკლუცობის ხასიათზე და თბილად გავუღიმე.. - ძალიან-ხელებით მაგიდას დაეყრდო და დაინტერესებული თვალებით მიყურებდა.. - თქვენ ნებას გრთავთ ეფრემია დამიძახოთ-კმაყოფილი ვუყურებდი და უფრო და უფრო მომწონდა ეს სიტუაცია.. - კარგი იყოს ასე,მაგრამ დარწმუნებული ვარ ნინი ან თაკო უნდა გერქვას..-კმაყოფილი იყო თავისი დასკვნებით.. - რატომ გგონიათ ეგრე? - არ თქვათ რომ ვცდები-გაოცებული სახე დაკერა..იმედი უნდა გაგიცრუოთ,ძალიან ცდებით-ბარში ჩემი საყვარელი სიმღერა მომესმა-Coldplay - The Scientist,თვალები რატომრაც დავხუჭე და ამ სასიამოვნო წუთებით დავტკბი... მე ხომ ამ იდეით ვცხოვრობ,როდესაც რამე სასიამოვნო ხდება უბრალოდ ისიამოვნე,არაა დრო შენი პრინციპებისთვის!! - ძალიან გამიხარდებოდა ამ სიმღერაზე რომ გეცეკვათ ჩემთან ერთად პატარა ქალბატონო-დავითი წამოდგა და ხელი გამომიწოდა.. მეც დავთანხმდი და საცეკვაოდ გავედით.. ხელები წელზე შემომხვია,მე თავი მხარზე დავადე და უბრალოდ ავყევი ცეკვაში.. - პატარა ქალბატონო-ყურთან ჩამჩურჩულა - რატომ მეძახი პატარა ქალბატონს? - პატარა ქალბატონი ხარ და იმიტომ-ჩაიცინა.. სიმღერის ბოლომდე არაფერი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის.სიმღერა,როდესაც დამთავრდა ჩვენი მაგიდისკენ წავედით. - საინტერესო პატარა ქალბატონი ბრძანდებით - კარგი,კარგი ნებას გრთავ „თქვენობით“ აღარ მელაპრაკო - ჰუუჰ-ამოისუნთქა დავითმა და ტაში შემოკრა.. - კიდევ კარგი,თორე უკვე გეგმებს ვაწყობდი,რომ თეატრში წამეყვანე.. - თეატრი რაშუაშია?-ისე შევიცხადე,მართლა არ მოველოდი.. - სამეფო გვარის ხალხი თეატრში ატარებენ დროს,ან ოპერაში.. - არც მაგაზე ვიტყოდი უარს!! -არადა როგორ არ მიყვარდა ეს ოპერა,თეატრზე ვგიჟდებოდი... - კარგი,უფრო ახლოს მინდა გაგიცნო,სახელი მითხარი,ან ასაკი,ან რამეე,იდუმალო ეფრემია - სახელი უკვე იცი,ვარ 23 წლის,ვსწავლობ სამედიცინოზე.. - გასაგებია.. რაზე ოცნებობ? - პარაპლანით ფრენაზე და კიდევ პატარა ლეკვზე. - რა გიშლის შენი ოცნების ახდენაში? - არ მიფიქრია ამაზე სიმართლე გითხრა-ჩემს სისულელეზე უფრო მეტად გამეცინა.. - ძალიან ცუდი,ძალიან ცუდი-ფიქრებში გაერთო დავითი.. - კარგი დავით,სასიამოვნო იყო შენი გაცნობა,მაგრამ უნდა წავიდე,უკვე გვიანია-წამოვდექი და გასასვლელისკენ გავარდი..მეორე დღეს შუადღემდე მეძინა.. მაგრამ კარებზე კაკუნის ხმამ გამაღვიძა.. წამოვდექი,თვალები მოვიფშვნიტე.. - ეს თქვენ თვალები გავახილე,ისევ მანქანაში ვისხედით.. ალბათ მალე ჩავიდოდით,უკვე მოსაღამოვდა,თათა და გიორგი რაღაცაზე ლაპარაკობდნენ,ჯერ ახალგაღვიძებულზე უცებ ვერ გავარჩიე რაზე ლაპარაკობდნენ,თვალები დავხუჭე,როდესაც მივხვდი რომ ჩემზე საუბრობდნენ.. - ანანოს ძალიან რთული ხასიათი აქ,არამგონია რამე გამოგვივიდეს-თათა დაბალხმაზე საუბრობდა და თან ჩემსკენ იხედებოდა ხოლმე და მისი ხმა უფრო მკვეთრად მესმოდა.. - მაინც როგორი?-გიორგი ყურადღებით უსმენდა თათას. - ჯიუტია და ძალიან ცივია,ნუ მოითხოვ სითბოს.. - რო მოვარჯულო რას კისრულობ?-გიორგიმ ჩაიცინაა - ჩუმად იდიოტო,არ გაეღვიძოსს!! თუ მოარჯულეებ იმ ბიჭს დავკერავ,რა ქვიაა? ნატას მეგობარი როა,სიმპათიური-თათა იხსენებდა სახელს მარა ვერ გაიხსენაა,მეც ჩამეცინა ოღონდ ჩუმად.. - ვინ გოგო დაჩი?მაგას შენ კი არა მეც დავკერავ-ისე ხმამაღლა გაეცინათ ჩემი სიცილი ვერ გაიგეს.. მეც თავი წამოვყავი ვითომ აააა აააა ახლა გამეღვიძაა.. - მალე ჩავალთ?-ორივემ გაფართოებული თვალებით შემომხედეს.. - რაა? –„გავიკვირვე“ მეე.. - შენ რა გოგო გეძინა ? მალე ჩავალთ ხო,საათს დახედე-უცებ შეცვალა სახე გიორგიმ და თათას დაძაბულმა გადახედა.. მეც „ვითომც არაფერი“. - აუ გიორგი სადმე გზაში გააჩერე რა ცუდად ვარ-სახე დავმანჭე და ფეხი ფეხზე გადავიდე. - რა არი რა ხდება ?-ფეთიანივით შემობრუნდა თათა. - საპირფარეშოში მინდა,სადმე რესტორანი იქნება გზაში და იქ გააჩერე-მუდარით შევხედე გიორგის.. - ვერ მოითმენ ? მალე ჩავალთ(გიო) - მოთმენა რომ შემეძლოს ხო არ გეტყოდი გააჩერეთქო,ღმერთო ჩემო რა იდიოტი ხაარ-ხელები ზემოთ ავწიე და სიდენიას მივეყრდნე.. გიორგიმ რარაც ჩაიდუდღუნა და მალე გააჩერა რომელიღაც რესტორანთან.. მანქანიდან გადავედი და რესტორნისკენ წავედი.. - დამელოდე ნაკაშიძე!!-ცივი ბარიტონი შემომესმა და მეც გავჩერდი.. გიორგიმ ხელი წელზე შემომხვია და რესტორანში შევაბიჯეთ.. მისი შეხება ძალიაააან არანორმალურად მსიამოვნებდააა.. ვერ აგიღწერთ.. უბრალოდ სიტყვები არ მეყოფა. - მანქანაში ვერ დარჩი ? არ შემჭამდნენ-ხელი მოვიშორე და ოთახში შევედი,ცხვირწინ დავუხურე კარები .. საათს დავხედე უკვე 9 საათი იყო.. სვანეთიც გამოჩნდა.. ასეთი ლამაზი და მშვიდი ადგილი არსად არ მეგულებოდა.. ნატას მანქანამ გადაგვიწრო და გზა გვიჩვენა.. ჩვენი მანქანა დიიდ ლამაზად მორთულ ეზოში შევიდა,ყველგან პატარა ნათურები იყო.თათა მანქანიდან გადმოხტა და საბარგული გააღო,მეც უცებ მოვწყდი მანქანას და კარები უცებ გავაღე,მაგრამ ამ სიბნელეში მხოლოდ ვიღაცის წამოყვირება გავიგე და ვინ იქნებოდა ეს თუ არა გიორგი: - გოოოგოო,შენ გაგიჟდი? ვაიმეეე ცხვირიი-იმხელაზე იყვირა იდიოტმა გული გამიხეთქა. - არაუშავს,ცოტა სახის შელამაზება არ გაწყენს შენ-ვთქვი და მხარზე დავარტყი ხელი,ამაყად შევაბიჯე სახლში.. - ლიაა დეიდააა,როგორ მომენატრეთ-კარებში მდგარ ქალს მივესალმე და გადავეხვიე.. ლია ნატალიას დეიდა იყო,ასეთი ლამაზი ქალი ჯერ არ მინახავს.. ასაკში იყო,მაგრამ 30 წლის ქალივით გამოიყურებოდა,სუსტი წვრილი ფეხებით,გამოყვანილი თეძოებით.. მოკლედ ლიასი მეც კი კეთილი შურით მშურდა.. - ანანოო,დედიიი რამხელა გაზრდილხაარ-მომეხვია,ნატა და გაგა უკვე შიგნით იყვნენ,, ნატას მეგობრებზე არაფერი არ მითქვამს,იმიტოომ რომ ჯერ მეც არ ვიცნობ კარგად,როგორც ვიცი ერთს დაჩი ჰქვია,მეორეს კი ბექა.. ორივე ნატასთვის ისე იყვნენ როგორც გაგა ჩემთვის.. თათას „რჩეულს“ თვალი მოვკარი და მართლაც რომ სიმპათიური ბიჭია.. უკან მომესმა ლიას შეწუხებული ხმა: - გიორგი,ვაიმე რა მოგივიდაა?სისხლი მოგდის,წამოდი დროზე წამომყევი-პატარა დასჯილი ბავშვივით იდგა გიორგი სახეზე ხელაფარებული და ბრაზიანი,შურიანი თვალებით მიყურებდა.. სიცილი ვერ შევიკავე ლისთან მივედი : - ლია დეიდა,იყოს მიხედეთ ნატალიას,ავიყვან აბაზანაში ამას მე მივხედავ.. - კარგი შვილო,მარა რა მოგივიდა ?-თვალებ გაფართოებული უყურებდა ამხელა დასისხლიანებულ ჯორს.. - ძალადობის მსხვერპლი გავხდი ახლახანს-ბრაზიანად თქვა და აბაზანისკენ გამომყვაა.. კიბეები ავიარეთ,გიორგი სახედამანჭული რაღაცას ტავისთვის ბუტბუტებდა,მეც ძალიან მეცინებოდა.. მართლა,პატარა ბავშვი რომ წუწუნს დაიწყებს ზუსტად ასე იქცეოდა. - გეყო წუწუნი,დაჯექი აქ-ხელი მივკარი და სარეცხის მანქანაზე „შემოვსვი“.. სარკის უკან უჯრა იყო,გამოვაღე საჭირო ნივთები გადმოვალაგე და წყალიც მოვუშვი.. როდესაც მისკენ შევტრიალდი პირდაპირ თვალებში მიყურებდა და მიღიმოდა.. - რა დებილივით მიღიმი,ჩამოიღე ცხვირიდან ხელი,იდიოტი,არ იცოდი რომ უნდა გადმოვსულიყავი ?-ხელი მეთვითონ ჩამოვაღებინე სახეზე და სისხლი სველი პირსახოცით მოვუწმინდე. - გტკივა??-სისხლი არა და არ ჩერდებოდა..- გადაწიე თავი-ხმა მეც დამითბა,აშკარად ის წყენაც ნელნელა მავიწყდებოდა,მაგრამ ასე ადვილად ხომ არ უნდა გაუვიდეს ამ იდიოტს??-თავი გადავაწევინე და პირსახოცი დავადე.. მის სხეულს მოვკარი თვალი,მაისური სულ სისხლში იყო. - ჯერ მაზარალებ,მერე მივლი?-გიორგიმ ისევ წუწუნი დაიწყო.. - არაფერი არ მოგივა,პირიქით მოგიხდა სახის შელამაზებაა-თვალს ვერ ვაშორებდი მის ტუჩებს.. იმდენად ჭკუას მიკარგავდა მისი სურნელი.. ღმერთო,ნუთუ ასეთია სიყვარული?ასეთი არაამქვეყნიური გრძნობაა.. სულში ცამწვდომია,სულ სხვანაირია.. ის რაც აქამდე არ განმიცდიაა.. მხოლოდ ამიტომაც კი შემიძლია უფალს მაადლობა ვუთხრა,რომ მე მიყვარს. მე ის სიყვარული მიყვარს,რომელიც გიორგისთან მაკავშირებს.. მაგრამ ... ( და ეს მაგრამ თქვენც კარგად იცით რა არის,ასე ადვილად რომ გაუვიდეს მისი ქცევა,სხვა დროსაც იგივეს იზამს) - ჩემი ანანო,ჩემი გოგო-თავი ჩამოწია და გულზე დამადო. მისი თავი ეგრევედ მოვიშორე და ვეცადე რომ ყველაფერი სწორად გამეკეთებინა: - ზედმეტის უფლებას ნუ აძლევ შენს თავს-ოთახიდან გავედი,უფრო სწორად გავვარდი.. არ შემეძლო,ჯერ დრო არ იყო დარჩენის.ჯერ არ ვიყავი დარწმუნებული მის სიყვარულში,ის ხომ ერთი უბრალო მექალთანე იყო,რომელიც გოგოებს ნასკებივით იცვლიდა. მე კი დიდი ამბიცია მაქვს ვიყო (ისევ გავიმეორებ ამას),ვიყო ის ერთადერთი,ის განუმეორებელი.. მესმის ლიზასთან მომხდარი ტრაგედიის მერე,რომ მისთვის რთული იყო ისევ ვინმეს შეყვარება,მაგრამ ეს ხომ უნდა ექნა.. არადა,გაგამ მითხრა ლიზაზე ამერიკაში წავიდა სასწავლებლადო,ალბათ არ უნდოდა გიორგის ეთქვა ყველაფერი.. მაგრამ რატომ? მაშინ რატომ მე მითხრა? ხოო ანანო ღამით ბევრი საფიქრალი გექნება,ახლა კი,ახლა კიი მომენტით დატკბი,იმდენი რაღაც გაქვს გასაკეთებელი!! კიბეებზე ჩავდრიგინდი და სამზარეულოდან გამოსულ ჟრიამულს ყური დავუგდე, ისეთი ბედნიერები იყვნენ. იყვნენ არა ვიყავით!! ეს სახლი ჩვენთვის რაღაც უფრო მეტი იყო.. არ ვიცი როგორ აგიღწეროთ ის გრძნობა რომელიც მაშინ ვიგრძენი,როდესაც კიბეებს მოვწყდი და მეორე ოთახიდან წამოსულ ხმებს მოვუსმინე.. მაინც ვეცდები აგიღწეროთ,ეს იყო რაღაც სასიამოვნო,იმ ადგილას სადაც გულია,თითქოს რაღაც გაიხსნა,რაღაც ნათელი და დადებითი ემოციით აივსო.. წამიერი გრძნობა იყო,მაგრამ თამამად მინდა დავარქვა ამას „ბედნიერება“.. დიახ ეს იყო ბედნიერება,რომელიც ვიგრძენი,სრულყოფილად შევიგრძენი.. ადრე მეგონა რომ ბედნიერი ვიყავი,მაგრამ ეს არასდროს მიგვრძნია.. ძალიან კარგ ხასიათზე დავდექი და ოთახში შევირბინეე.. - რას შვებით აბააა,რაში დაგეხმაროთ?- გაგას უკნიდან მივეპარე და ყურში ჩავძახე!! - ანაა-აშკარად შევაშინე და შამფურზე წამოგებული ხორცი იატაკზე დაუვარდა.. ოპააა,ახლა კი გაქცევის დროაა,ლია დეიდას ამოვეფარე და სიცილისგან ვიკეცებოდი,გაგასაც გაეცინა.. - ღმერთო რა კარგია რომ ჩამოხვედით,ისეთი ბედნიერება შემოგაქვთ ამ ოჯახში,გივიც სადაცაა მოვა გაუხარდება თქვენი ნახვაა-ლიამ გულზე ხელები მიიდო და საყვარელ წყვილს შეხედა. მეგონა ჯერ არ ეცოდინებოდა გაგას და ნატას ამბავი,მაგრამ უკვე მოესწროთ ამის თქმა.. გარედან ბექა შემოქანდა: - გაგაა მზად არი ცეცხლი დავანთეთ მოდი უკვე შევწვათ თორე უმს შევჭამ-გაგას ხორცის გარეთ გატანაში დაეხმარაა და ნატას „უბრძანა“ ხახვი დაეჭრა მანამდე.. მე და თათამ სალათის გაკეთება გადავწყვიტეთ,ნატამ სუფრა გაშალა,ლია კი ჟულიენისთვის სოკოს ასუფთავებდა.. გოგოშკურ თემებზე ვჭორაობდით გიორგი რომ ჩამოვიდა ცხვირი ბამბებით ჰქონდა გატენილი.. მისი შეწუხებული სახის და გადატენილი ცხვირის დანახვა და ჩვენი სიცილი ერთი იყო.. - კაით რას დამცინით,რა ვქნა,ამ იდიოტმა კარების გაღება თუ არ იცის!! -თითით ჩემსკენ მიანიშნა და ისევ ბუზღუნით გავიდა გარეთ ბიჭებთან.. - დედაა,როგორი ბუზღუნა ბიჭიაა-ლიამ ჩაიცინაა-ანანო მგონი მოწონხარ შენ მაგას ჰაა? - მეც მაგას ვეუბნები,ლია დეიდაა,მაგრამ ჰაა.. არ მოწონს ამ ჯიუტს და რა ვუყო-თათამ მხარი აუბა და ენა გამომიყო.. ნატამ იცოდა ყველაფერი რაც გიორგისთან ხდებოდა,ამიტომ ჩუმად იდგა და იცინოდა.. - არააა ცუდი ბიჭი,რომ იცოდე შენ -გარეცხილი ხახვი დამიქნია ცხვირწინ და დასაჭრელ დაფაზე დამიდო..- ნატა,შვილო,თქვენ ქორწილს როდის აპირებთ? იქნებ სვანეთში გადაგეხადათ? - ჯერ არ გვაქ ასე თარიღი დაგეგმილი,არ ვჩქარობთ..-ნატამაც მხიარულად უპასუხა დეიდას და „კალეცო“ ააბზრიალა თვალწინ.. - დედააა რა ლამაზია,არა გემოვნება კი ჰქონია შენს ბიჭს-ამაყად დახედა ბეჭედს.. - გემოვნება არა ისააქ კიდე მაგ გადარეულს-ვიცოდი,რომ ნანას არჩეული ბეჭედი იყო და გაგამ მხოლოდ ფული გადაიხადა,თორე ეგეთი რაღაცეები დიდად არ აინტერესებდა.. როგორ ბეჭედს აჩუქებდა ნატას.. ნანა რომ არა ალბათ შამპანურის საცობზე რომ რკინაა იმისგან გააკეთებდა უცებ ბეჭედს და დაანცობდა ხელზე.. ვსო ეს იყო და ეს მისი „ორიგინალურობა“.. მაგრამ ერთი რასაც წყალი არ გაუვაა ისაა,რომ გაგა ძალიაან შეყვარებული იყო ნატაზე. სხვა გოგოებიც მოსწონდა,მაგრამ ასეე ძალიან არაა.. თვალები უბრწყინავდა,სიხარულით ივსებოდა.. ნატაც ალბათ შეამჩნიეთ საერთოდ უპრობლემო გოგოა,ჩემსავით ჯიუტი არაა.. უყვარს და მორჩა,თბილია მოსიყვარულეა.. ძალიან ლაღიიაა. არ მახსოვს რამეზე ეწუწუნოს,რაღაცის გამო ნერვებაშლილი იყოს.. ასეთი რაღაც საერთოდ არ მახსოვს.ზუსტად ისეთია,როგორიც ჩემს გაგას შეეფერებაა. სუფრა გაიშალა,თან როგორი სუუფრაა.. უფ,ყველაფერი იყო. ყველა მშიერი ვიყავით მაგრამ ბატონ გივის ველოდებოდით და დაჯდომა ვერავინ გავბედეთ.. ბატონი გივი,ასე იმიტომ მივმართავ რომ ძალიან „დასტოინი“ ადამიანი იყო.. ლიას ქმარი აბა როგორი უნდა ყოფილიყო ეგეთი თუ არა.. ზედმეტი არაფერი მსოწონდა,ამიტომ ცოტა არ იყოს მასთან თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდით.რიდი გვქონდა ამ კაცის.. მაგრამ ერთი კი ვიცოდით ყველამ,საოცრად თბილი გული ჰქონდა და საოცრად უყვვარდა მისი ცოლი.. კარები გაიღო და ჩვენი ჟრიამულიც მიწყდა.ოთახში ნელი ნაბიჯებით შემოვიდა გივი. გაგა ცემს გვერდით არ იჯდა მაგრამ მაინც ვიგრძენი როგორ დაიძაბა.. სუნთქვაშეკრულები ვისხედით.. - ოოოჰ,სალამიი სალამიიი,ნატააა გაგაა,შვილებო როგორ ხართ? როდის ჩამოხვედით?-ბატონმა გივიმ ისე თბილად მიგვიღო.. კარგი ღიპიანი კაცი იყო,ამიტომ ჩასახუტებლად ფეხისწვერებზე გვიწევდა დადგომა.. როდესაც ყველას მიესალმა,ბექა და დაჩისაც გადაეხვია მოიკითხა.. - აბაა,რას მიყურებთ,დაჩი მიდი შვილო ღვინო მოიტანეე!! უფ ლია დღეს ბავშვები ცამოვიდნენ შენი ხმა არ გავიგო,ვსვამთ ყველაა-ხელები გაიტკაცუნა და სუფრის სათავეში დაჯდა.. ჩვენც ისევ ჟრიამული ავტეხეთ და სუფრასთან დავჯექით. რამდენი სადღეგრძელო დაილია,იმდელი ლიტრა ღვინოც დაიცალა.. ტკბილი მოგონებები გავიხსენეთ,ვიხალისეთ.. გაგას დედის სადღეგრძელოზე ისეთი თბილი სიტყვებით ახსენა ბატონმა გივიმ ცრემლები ვერ შევიჩერე,გიორგი გვერდით მეჯდა და თანაგრძნობის ნიშნად მუხლზე ხელი დამადო.. ჩვენი სახლიდან ისეთი ჟრიამული ისმოდა,რომ გამვლელს უყურადღებოდ ვერ დატოვებდა.. აი,ეს არის ჩემი ოჯახი,ჩემი პატარა და საყვარელი ოჯახი,რომლის გარეშე მე ,ანანო ნაკაშიძე, ვერ ვიქნები ბედნიერი.. უკვე საათის ისრები ღამის პირველს აჩვენებდა,ძალიან მეძინებოდა უკვე ნელ-ნელა სუფრიდან წამოვდექით.. გოგოებმა ალაგება დავიწყეთ: - ბავშვებო წადით თქვენ,გაუშვი ანანო მაგას ხელი,ადით დაღლილები ხართ,რაუნდა ამის ალაგებას!! - ხელი გაგვაშვებინა ლია დეიდამ და მეორე სართულზე აგვყარა.. გიორგი და გაგაც ამოვიდნენ.. ბექა და დაჩი დარჩნენ ბატონ გივისთან ისევ სვამდნენ.. გულში კი ვიფიქრე მეთქი ამდენს როგორ სვამენთქო.. კიბეებზე ბარბაცით ავდიოდი,ერთი ორჯერ ლამის მოვადინე ბრახვანი მაგრამ ძლიერმა ხელებმა უკნიდან დამიჭირა.. მეორე სართულზე იმდენი ოთახი იყო ცალცალკე კარგად დავიძნებდით.. გაგა და ნატალია ერთად „შესახლდნენ“ ერთ ოთახში,თათას ოთახი უკვე აერჩია და პირდაპირ იქ შევარდა,ყველამ ტკბილი ძილი გვისურვეს და კარები მოიხურეს.. დავრჩით მე და გიორგი ბარგით ხელში.. რჩებოდა ორი ნომერი,საუბედუროდ ვერ გავთვალე ოთახების რაოდენობა სწორად.. ბექა და დაჩიც ხომ უნდა „შესახლებულიყვნენ“.. მესამე სართულზე გივის და ლიას ოთახი იყო,თავისი დიიდიი საპირფარეშოთი და პატარა სამზარეულოთი,ამიტომ მეორე სართული ჩვენ უნდა გაგვეყო.. - და რა ვქნათ?-გიორგიმ ეჭვისთვალით გადმომხედა,როდესაც მიხვდა რომ დიდი ხანი ვფიქრობდი იმასთან დაკავშირებით თუ რომელ ოთახში შევსულიყავი.-ვაიმე ანანო როგორი მთვრალი ხარ,წამოდი გოგო წამოდი-ხელი მომკიდა და ბოლო ოთახში შემიყვანა.. მეც აღარ შევეწინაამღდეგე მივხვდი,რომ მართლა ძალიან ნასვამი ვიყავი და ხვალ გადავწყვიტავდი რამეს,ახლა კი უნდა დამეძინა.. - აი,-ხელი გავიშვირე ტახტისკენ-აი აქ დაიძინებ.. ჩემოდანი გავაღე,საჭირო ნივთები ავიღე დაა აბაზანაში შევედი. მოტკეცილი ატლასის შორტები ჩავიცვი და ზემოდან ეგეთივე ნაჭრის ბრეტელებიანი მაიკა.. ზაფხულში ატლასზე მაგარი ნაჭერი არ არსებობს.. გრილი და კომფორტული. აბაზანიდან,როდესაც გამოვედი გიორგი უკვე ტახტზე იწვა/ - აუ ანანოოო,აქ როგორ დავიძინო ძალიან წვრილია - არაუშავს,იატაკზე გადაგორდი შენც მერე-ლოგინში შევწექი და თვალები დავხუჭე თუ არა,გიორგი უკნიდან ამეკრო. - იდიოტოო,შენთან ძილს არ ვაპირებ მე,დროზე წადი აქედან!-მისკენ შევტრიალდი და ხელისგულები მკერდზე მივადე და ვუჯიკე,მაგრამ ადგილიდან ვერ მოვწყვიტე.. - ახლა კარგად მომისმინე,საყვარელო,ამ ღამეს დავიძინებთ ერთად,მოგწონს შენ ეს თუ არ მოგწონს ძალიან არ მაინტერესებს,ასე მინდა მეე-თითი დამიქნია და ლოგინში ბოლომდე შემოწვა.. გაჯიუტობას აზრი არ ჰქონდა,უბრალოდ მომენტით დავტკბი,თან ვიფიქრე არაუშავს დაწვეს ხვალ გავაგდებ სხვაგანთქო,ამიტომ გიორგისკენ შევტრიალდი და კისერში ჩავრგე თავი,მისი სურნელი ხარბად შევისუნთქე: - ჩემი ლამაზი გოგო,თურმე სიმთვრალეში თბილიც შეგიძლია იყო-თმებზე მომეფერა და უფრო მაგრად მომიჭირა ხელები.. მეც მის სხეულს ავეკარი და წამიც არ გავიდოდა ისე მალე ჩამეძინა.. ასე ტკბილად ჯერ ცხოვრებაში არ მძინებია ალბათ... რა კარგია საყვარელი ადამიანის გვერდით,მაგრამ გიორგის ჩემი ნდობა უნდა მოეპოვებინდა.. დილიდან კარგ ხასიათზე გავიღვიძე.. გიროგისთვის სამწუხაროა,რომ თვალები პირველი მე გავახილე,როდესაც დავინახე ჩემს თმებში გასიებული ცხვირი ჰქონდა ჩაყოფილი,თავი წამოვყავი და ერთი კარგიად შევანჯღრიე,იატაკზე გადავაგორე. - შენ გოგოო ნორმალური ხარ?-სახე დამანჭა და თავი წამოყო.. - მეორედ ჩემს გვერდით არ დაიძინებ გასაგებია? უარესი მოგივა,იდიოტოო!!-უცებ წამოვხტი ლოგინიდან და საპირფარეშოში შევვარდი.. ონკანი მოვუშვი და ჩხრიალა თბილი წლის ქვეშ დაავდექი,თან ბოლო ხმაზე ვღიღინებდი.. აი,ძალიაან კარგ ხასიათზე ვიყავი,არც კი ვიცი როგორ აგიღწეროთ ეს გრძნობა.გრძნობა.. ვგრძნობდი რომ ყველაფერი მქონდა ბედნიერებისთვის...პირსახოცი შემოვიხვიე და ჩემს თავს სარკეში ვუყურებდი.. გრძელი მუქი ფერის თმები მქონდა,მინდოდა ისევ რამე შემეცვალა ჩემს გარეგნობაში,ამიტომ პირსახოცშემოხვეული ისევ ოთახში გამოვედი,სარაფანი ავიღე და უკან შევბრუნდი გამოსაცვლელად.. გიორგი ისევ იტაკაზე იწვა,ალბათ ისე ეძინებოდა ამ უბედურს,რომ თავიც არ ჰქონდა ადგომის.ღიღინ-ღიღინით გამოვეღე კარები და კიბეებზე ჩავდრიგინდი.. ლია დეიდა და თათა უკვე ამდგარიყვნენ და ბატონ გივისთან ერთად ლაპარაკობდნენ.. - დიიილაამშვიდოობისს-ღიმილიანად ჩავედი და ბატონ გივის გვერდით დავჯექი.. - დილამშვიდობის საყვარელო,ყავა არ გინდა?-ლია წამოხტა ფეხზე უცებ,მარა შევაჩერე.. - აგეერ გასათხოვარი გოგოა,მოამზადებს-თათასკენ გავიშვირე ხელი და მისი სახის გამომეტყველებაზე გამეცინა.. წამოვხტი უცებ,გივის ლოყაზე ვაკოცე და სამზარეულოში შევქანდი.. გივიზე ჭკუა მეკეტებოდა,მამასავით მიმიღო,არ ვიცი ასეთი კაცი როგორ შეიძლება არ გიყვარდეს.. - კიდე დალევთ ვინმე ყავაას?-გამოვყავი თავი სამზარეულოდან .. - გიორგის აუტანე შვილო ყავა,ესიამოვნება,მოეფერე ცოტა,უყვარხარ ბიჭს-ლიამ „დამარიგა“ და სამზარეულოში შემოვიდა..გივიმ თათას გაუბა ლაპარაკი,როგორც გავიგე ჩემზე და გიორგიზე ლაპარაკობდნენ(ჩემს ყურებს ეგ გამოეპარებათ?) - არ უნდა მაგას ყავა,ხო კიდე ერთი ოთახი ხომ არ გაქვთ სადმე? საკუჭნაო ან რამე? გიორგი რომ შევაბრძანო სხვაგან-ჯეზვე გაზქურაზე დავდგი და იქვე სკამზე ჩამოვსკუპდი.. - კიი,პირველ სართულზე არის,წამო განახო-წამოვდექით და კიბეების ქვემოთ ერთ მიტოვებულ ოტახში შევედით,ლია დეიდას ისეთი სისუფთავე ჰქონდა,რომ ის მიტოვებული ოთახიც კი დასუფთავებული იყო.. - აიი,მშვენიერი!! აქ ჩამოვაბრძანედ დღეიდან,იწვეს თავისთის-ოთახში ფანჯარა გავაღე.. - ანანოოო,გოგოო გადმოგივიდა ყავააა-ბატონ გივის მძიმე ფეხის ნაბიჯებით მივხვდით,რომ სამზარეულოში გავარდა..ისე წამოიყვირა მე და ლია წამში იქ ავღმოჩნდით.. როდესაც შევედით და გივი დავინახეთ,რომელიც გულმოდგინედ ცდილობდა მოეწმინდა გაზქურა სიცილი ამიტყდა,ის კი წარბშეკრული შემობრუნდა... - რა გაცინებს გოგოო,ვის ოჯახშიც შენ შეხვალ,ხო დაიქცა ის ოჯახი-ტილო მომაჩეჩა და შუბლზე მაკოცა.. არა,ხომ გეუბნებით რაა,მამასავითაა.. დავითიც ამას მეტყოდა აქ რომ ყოფილიყო.. სამზარეულოში გიორგიც ჩამობრძანდა: - ანანო,მიდი გაცუნცულდი ყავა მომიმზადეე!!-ძლივს ჩამოვჯექი და ყავა მოვსვი,ახლა მეტი საქმე არ მქონდა „გავცუნცულდებოდი“ და კიდე ტრუბოჩკით დავალევინებდი, იდიოტი!! - შეეშვი ე ბიჭო მაგას,ლამის აგვაფეთქა ახლახანს-გაზეთიდან თავი გამოყო გივიმ-ლია,თათა გაუკეთეთ ამას ყავაა..-„ბრძანება“ გასცა გივიმ. თათა წამოხტა და სამზარეულოში შეიყვანა.. ******** გიორგი და თათა ******** - რაო გუშინ რა ხდებოდა,გავიგე ერთად იწექით-წარბაწეულმა ჰკითხა და გაიცინა.. - არაფერი,დილით იატაკზე გადამისროლა-უჟმური სკამზე დაჯდა და თათას უყურებდა.. - არა ხომ გეუბნები ჯიუტიააა,მაგას ვერ მოარჯულებ-თათაც ჩამოჯდა სკამზე და მაგიდაზე დადებული ნამცხვრის დაჭრას შეუდგა.. - ხომ გინდა არაა დაჩის დაკერვა? ხოდა დამეხმარე მე-ნიშნისმოგებით თქვა „ვაჟბატონმა“ - კი მაგრამ როგორ?-თვალები გაუფართოვდა თათას - მოვიფიქრებ და შეგატყობინებ როგორც,მადლობა ყავისთვის-წამოდგა და გარეთ გავიდა.. თათა კი ჩვენთან დაბრუნდა ნამცხვრით ხელში.. - თათა საყვარელო,ადი დაჩისთან და ბექასთან,გააღვიძე რა! დღეს საყიდლებზე უნდა წამოსულიყვნენ ჩემტან ერთად და დაღამდა უკვე,მერე ეცხელება ძალიან-წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა,რომ თათა უკვე კიბეებზე არბოდა თავქუდმოგლეჯილი.. კარებთან დადგა და რამდენიმეჯერ დააკაკუნა. - შემოოდით!!-ბექას მოგული ხმა გაიგონა, თმები გაისწორა და კარები შეაღო: - დილამშვიდობის ბიჭებოო-გაუღიმა დაჩის-ლიამ თქვა საყიდლებზე უნდა წამომყვნენო და მალე ჩამოვიდნენოო!! - აუუ სულ დამავიწყდა ტოო,აუ ბექა მიდი რა შენ წაყევი-დაჩიმ სთხოვა- კარგი მადლობა თათა ავდგებით ახლავე..-თათამ კარები მოიხურა და ახლა ნატას გაღვიძების ჯერიც დადგაა: - გვრიტეებოო,მთელი ცხოვრება გაქვთ წინ,რა იყო ახლა ჩვენც მოგვაქციეთ ყურადღება ჩამოდით მალეეე-კარებზე დააკაკუნა,დაჩიზე ფიქრებში გართულმა კიბეები ჩამოირბინდა და ჩემს გვერდით დაჯდა: - ჩამოვლენ ახლა-ლიას მისამართით თქვა და ფიქრებში გაერთო. - თაათა დღეს სალონში არ წამომყვები?-თათას გავხედე,მაგრამ აშკარად აქ არ იყო.. რამდენიმეჯერ დავუძახე მარა რეაქცია აქ ჰქონდა,ბოლოს კარგად ცავარტყო მხარში - აუუუ,რაიყო?-სახე დამანჭა-რა მწარე ხელი გაქ გოგო - სამჯერ გკითხე ვაა,რაზე ფიქრობ ეგრე გამწარებული?-ნამიოკი ჩავურტყი-მოკლედ დღეს სალონში გამომყვები ? - ბავშვებო წადით მაშინ ახლავე,საღამოსკენ მინდა ბუნებაში გავიდეთ ყველა,ანანო დეედა ხომ იცი სადაა კაი სალონი?-ლია მიხსნიდა როგორ უნდა მივსულიყავი სალონში,ამ დროს დაჩი ჩამობაჯბაჯდა: - აი დაჩი გაგიყვანთ,იცის მანდ მაგის ყოფილი მუშაობდაა-გაეცინა ლიას,ყველამ პირღია დაჩის გავხედეთ.. - რაა? ვინ სად უნდა გავიყვანო? მეც ამიხსენით-გივის გვერდით ჩამოჯდა - მეე და თათა სალონში რომ გაგვიყვანო,იქიდან გზას ვიპოვით-საბოლოოდ დათი დაგვთანხმდა და ოთახებში აგვყვარა ახლავე უნდა წავიდეთ მაშინო.. ოთახში ავვარდი,საფულე ავიღე,ოდნავ მაკიაჟი გავიკეთე და თათას დავუძახე..მერე კი დაჩის ლოდინით დაღლილებდა ეზოში გავედით.. აუზისკენ წავედით,იქ კი გიორგი დავინახეთ.. სუნთქვა შემეკრა,როდესაც დავინახე მისი მოშიშვლებული სხეული,თან წყლის ქვეშ იყო,თავი რომ ამოყო ბიჭებს რო სჩვევიათ თავი გააქნია,აი ძალიან სიმპათიურიიიაა.. - სად მიდიხართ?-ხელებით დაეყრდნო კიბეებს და ამოვიდა.. - შორს შენგან-თათას ხელი მოვკიდე და მანქანისკენ წავედით.. დაჩიმ კარები გამოიკეტა და გაგას მანქანაში ცავსხედით,მალევე მოვწყდით ადგილს.. - აბა გოგონებოო,თავის მოვლის დღე გაქვთ?-წინ მჯდომ თათას გადახედა და გაუღიმა.. მე მაგას გამომაპარებთ? ამ მზერას? აშკარად დაჩისაც მოსწონდა თათა,მაგრამ მაინც არ ჩქარობდა და იშვიათად ავლენდა ინტერესს,მაგრამ თვალები რომ ღალატობდა? ჩემს თათას წესით არ შეეძლო ჯერ დაჩისთან ფლირტაობა(თქვენც იცით რატომ,მან ხომ გიორგის შეუთანხმდა,მეც ვერთობოდი,როდესაც თავს იკავებდა ზედმეტისგან და ბრაზიანად მიყურებდა..) - ხომ უნდა გავლამაზდეთ?დაჩი რას ფიქრობ თათას მოუხდება მუქი ფერის თმა?-უკანა სიდენიიდან წამოვყავი თავი და პასუხს ველოდებოდი.. დაჩიმ ცოტა დააყოვნა პასუხი,რამდენჯერმე თათას გადახედა და ბოლოს თქვა: - მე ასეთიი უფრო მომწონს-აჰაა,ასე ადვილად გამოტყდა კაცო? მეთქვი გავერთობოდი ამათი წვალებითთქო,ხმა აღარ ამომიღია,აწითლებულ თათას გავხედე.. - აი გოგოებო თქვენი სამოთხეც აქაა-მანქანა შეაჩერა-მე ვერ შემოვალ,მაგრამ თუ გინდათ დაგელოდებით და რომ მორჩებით პრანჭიაობას ნაყინებზე წავიდეთ,ერთი მაგარი ადგილი ვიიციი-ჩემს დაქალს გაუღიმა.. ჩვენ დავთანხმდით და ამაყად შევაბიჯეთ სალონში.. ,მე მელირება გავიკეთე და ჩემი რაპუნცელის თმა ოდნავ დავიმოკლე,თათამაც მელირება გაიკეთა,ოღონდ ღია ფერებში.. თათას ქერა თმები ჰქონდა( როგორ მომწონს ქერა თმაზე მელირება თქვენ ხომ არ იცით,ამიტომ ჩემი ინიციატივით გაიკეთა მელირება).. ერთი საათი და მეტიც იქნებოდა გასული ფანჯრიდან რომ გავიხედეთ და მანქანაში „ჩაპრესილ“ დაჩის მოვავლეთ თვალი.. - აბაა თათაა,შენ იცი-თვალი ჩავუკარი დაქალს,ახალგაცნობილ გოგოებს დავემშვიდობეთ და ამაყად გამოვედით.. დაჩიმ თათას დანახვისას პირი დააღო(მართლა ძალიან ლამაზი იყო ჩემი დაქალი) - აბაა,მოგწონს დაჩი?-მის წინ დავტრიალდით და სიცილით მანქანაში დავსხედით. - ასეთი ლამაზი გოგოები სვანეთს ჯერ არ უნდახავს-მანქანა დაიძრა და ადგილს მოვწყდით.. - აუ დააჩი,შეგიძლია სახლში მიმიყვანო,ძალიან მტკივა თავი-ვეცადე სახეზე დამტყობოდა,რომ არ ვიტყუები,თათამ გაფართოებული თვალებით შემომხედა.. - უი კიი,წამოდი მაშინ სხვა დროს წავიდეთ-დაჩის სახე მოეღრიცა.. - არა,არა რა საჭიროა,მე მალე გამივლის თავის ტკივილი,წადით თქვენ გაერთეთ-სახლთან უკვე მისულები ვიყავით,ბავშვებს დავემშვიდობე და ჭიშკარი შემოვაღე.. გაგას მანქანაც ადგილს მალევე მოწყდა.. გულშოი ვიფიქრე იქნებ რამე გამოუვიდეთთქო,მაგრამ ყველაზე სასაცილო ის იყო,რომ თათა ვერაფერს მოიმოქმედებდა,სანამ მე გიორგის არ შევურიგდებოდი.. რა ვქნა? თათას იდეა იყო,ჩემი ხომ არა.. სიცილით შევაღე კარები: - ანანოო,რა ლამაზიი ხაარ,როგორ მოგიხდა-გიამ სათვალეები გაიკეთა და მანიშნა მივლისუყავი ახლოს,მეც გვერდით დავუჯექი და დიიდ ღიპზე ცავეხუტე.. - ჩემი ლამაზი გოგო,ბავშობიდანვე როგორი ლამაზი იყავი,უფრო და უფრო რომ ლამაზდები,გოგო არავინ მოგვიტაცოს შენი ტავი-გივის ბოხი ხმა უფრო და უფფრო თბებოდა.. გიორგის მზერიდან მივხვდი,რომ მასაც ძალიან მოეწონა „შეცვლილი ანანო“. გაგამ და ნატალიამ სამზარეულოდან თავი გამოყეს.. - ოოოჰ,ერთი ამას უყურეეე,ვინ მოგცა გოოგ მაგის უფლება?-ჩემი ძმა,აქაც კი ნერვებს მიშლიდაა,ერთი კარგად შევუბღვირე და სამზარეულოში შევედი.. - რა გინდა ბიჭო,აქაც რომ ნერვებს მიშლი,შემეშვი ერთი,აი შენი საცოლე და აკონტროლე ის უიმეეე-სახე დავმანჭე და ნატას გამომცვარი პიცა გავსინჯეე.. - რა გინდა გაგა,შეეშვი ბოლობოლო,უხდება ძალიან-ნატაც ვერ მიხვდა გაგას ხუმრობას და ბრაზიანად გადახედა საქმროს.. - ვხუმრობ ხალხო,ასეთი ლამაზი და რომ მყავს მეშინია ვინმემ არ მომიტაცოს-გაბრაზდა გაგა მისი ხუმრობა რომ ვერ გავიგეთ.. - თათა და დაჩი სად არიან ?-თავი შემოყო გიორგიმ - რავი სასეირნოდ წავიდნენ,რაიყო ?-ოპააა,ვნახოთ აბა თუ გამოვიჭერთ გიორგის... - აა,არაა,არაფერი -დაიბნა ვაჟბატონი და თეფშზე დადებული ბოლო,ობოლად დარჩენილი პიცა მოუნდაა,მილიმეტრებზე აცდა.. რა თქმა უნდა,ამ ბოლო ნაჭერს მივცემდი? არაა!! მე დავასწარიი და ეგრევედ პირში გავაქანე,. - ღოროოო-ნატამ მისაყვედურა და კიდე დაჭრაა - უიმეე,გასუქდი უკვე-გიორგი გაგას გვერდით დაჯდა.. - შენს ცხვირზე მსუქანი მაინც არ ვარ-გაგა ლამის დაგვეხრჩო,იმდენი იცინაა.. - ნუ იბუტები საყვარელო-ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი და სიცილით გარეთ გავედი.. - ბავშვებო,წავედი მე საღამოს მოვალ,გაგა მიხედე ამათ,შენ იმედზე ვტოვებ სახლს-კარები მოიხურა გივიმ.. საბედნიეროდ სარაფანის ქვეშ კუპალნიკი მეცვა,სარაფანა გავიხადე და თავით აუზში გადავეშვი.. ამ ცხელ ამინდში რა კარგი იყო,ცივ წყალში ჩახტომაა... მაგრამ ვინ დამაცადა,გაგა ხმაურით ჩამოხტა წყალში და ჩემი ჩაძირვა დაიწყო: - შემმეეშვიი ,იდიოტოოო,გადი-წყალში ვფართხალებსი,ბოლოს ყველა წყალში ვიყავით და გადავწყვიტეთ წყალბურთის თამაში. მე და გაგა ვიყავით გიორგის და ნატას წინაამღდეგ.. - მიდიიი გაგაააა მოვუღოთ ამატ ბოლოო-ხელი დავკარი ჩემს იდიოტ ძმას და მოწინაამღდეგებს დავუღრინეე.. უკვე 3-4 იყო,რა თქმა უნდა,ჩვენ ვიგებდით,ბოლო ბურთი გადამწყვეტი იქნებოდაა,ბურთი ჰაერში ავაგდეე და პირდაპირ გიორგის ხდეტქე ცხვირში.. ამ იდიოტს კიდევ ეს უნდოდა? მთელი აუზი სისხლში იყო,გული გამისკდა,მივცურე გიორგისთან და წყლიდან ამოვათრიეთ: - ვაიმე,ბოდიში ხომ იცი რომ სპეციალურად არ მიქნიაა-მისი თავი დავიჭირე და მაისური მივადე ცხვირზე.. - მერამდენეეედ გოგო მერამდენეეედ-დუდღუნებდა ის - გაგა მიდით რომელიმემ ყინულები მოიტანეთ-ნატა ყინულებზე წავიდა,მე და გაგამ კიდევ გიორგი ფეხზე დავაყენეთ და სახლში შევიყვანეთ.. - დამაწვინეთ-გაბრაზებული იყო გიორგი ( აბა რა იქნებოდა,ძალიან მტკივნეულიაა ცხვირის გატეხვაა,მაგრამ მე მაინც სიცილს ვერ ვიკავებდი)ნატამ ყინულები მომცა, მე და გაგამ მეორე სართულზე ავათრიეთ და ჩემს ოთახში დავაწვინეთ. - კარგი ჩავედი მე,მიხედე ამას-ჩემი ძმა მალევე მოტყდა,ალბათ ნატასთან უნდოდა „განმარტოვება“.. - ღმერთოო ჩემო,არ ჩერდება ეს სისხლი,დადევი თავი ნორმალურად იდიოტოო,ყველაფერი შენ როგორ უნდა მოგხვდეს-ლოგინზე ავედი და გიორგის ყინულები დავადეე.. - ცივიიაა-თვალები გადმოუცვივდა და გაბრაზებულმა შემომხედა.. - ხო აბაა თბილი ყინულები სად გინახავს-ყბაში წავავლე ხელი და მაღლა ავუწიე თავი.. სისხლი ძლივს შევუჩერე.გიორგიმ თვალები დახუჭა და მალევე ჩაეძინა,მე კიდევ დიდი ხანი ვუყურებდი,ბოლოს მისკენ დავიხარე ხარბად შევისუნთქე მისი სურნელი,ნელაა ვაკოცე ლოყაზე და ლოგინიდან წამოვდექი.. - ანანო,არ წახვიდეე-თვალები არ გაუხელია,მე კიდევ გული გამისკდაა და შევკრთი მისი ბოხი ხმის გაგონებისას.. - რა გინდა?-გაშეშებული ვიდექი კარებთან..მან თავი წამოყო,ლოგინზე წამოჯდა: - მაპატიე გთხოვ,ძალიან მიყვარხარ,არ შემიძია უშენოდ-კიდევ რაღაცის გაგრძელება უნდოდა მაგარამ არ გავაგრძელებინე : - გიორგი,პატიებით გაპატიე მაგრამ ერთად ვეღარასდროს ვერ ვიქნებით და კიდევ მეორედ არც გაბედო მაგ სიტყვების თქმა-კარები მოვიხურე და კიბეებზე ცამოვჯექი,ცრემლები თავისით მოდიოდა..არც აპირებდნენ გაჩერებას..ცხოვრებაში არაფერზე არ მიტირია,მაგრამ ახლა არ ვიცი რა დამემართა.. სიმართლე გითხრათ,ჩემს თავთან ბრძოლამ ძალიან დამღალა.. ჩემმა სიამაყემ ზღვარს გადააცილა.. კიბეებიდან წამოვდექი,ცრემლები ხელისგულებით შევიმშრალე და ოთახში შევედი.გიორგის თვალები დახუჭული ჰქონდა და ღრმად სუნთქავდა.. ჩემს თავზე გულში ძალიან გამეცინა,ფეხისწვერებზე მივუახლოვდი საწოლს,ამ იდიოტს წარბიც არ შეუტოკავს,ასე მალე ხომ არ ჩაეძინებოდა,მაგრამ ფაქტია რომ ვერ გაიგო როგორ შემოვედი.. მის ტუჩებთან ცახცახით დავიხარე,ხარბად შევისუნთქე მისი სურნელი და ვაკოცე.. - ანანოოო,-უცებ წამოჯდა ლოგინზე,ჩემი აცრემლიანებული თვალები რომ დაინახა გაოგნებული მიყურებდა,ალბათ იფიქრა „გიჟია ესოო“,მაგრამ ახლა სულაც არ მაინტერესებდა რას ფიქრობდა ჩემზე.. რაღაცის თქმას აპირებდა,ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა მაგრამ ვინ დააცადა,მისი სახე ჩემს ხელებში მოვიქციე და ვაკოცე,კოცნაში ისიც ამყვა,ხელი წელზე მომხვია და ლოგინზე დამაგდო.. - გოგოო,რატო მაგიჟებ ასე ძალიააან?-ჩემს ტუჩებს მოწყდა და გამიცინაა.. მეც გავუღიმე,ვცდილობდი შემეჩერებინა ცრემლები მაგრამ ვერ შევაჩერე,ამჯერად ეს ბედნიერების ცრემლები იყო.. - რატო ტირიი?-მისი ბოხი ხმა ჩუმად ჩამესმა,ცრემლები მომიწმინდა.. ისეთი საყვარელი იყო,თბილი და საოცრად მგრძნობიარე,ამასთანავე ტემპერამენტიანი.. - იმიტოომ,რომ-დიდი ხანი ვიწვალე ამ სიტყვის წარმოთქმაში,მიხვდა რისი თქმაც მინდოდა. - მეც მიყვარხარ ჩემო ფერიაავ,ძალიან ძალიან მიყვარხარ-კისერში ცხელი სუნთქვა ვიგრძენი,ერთი ხელის მოსმით გავგლიჯე მაისური,მან ხელები ზემოთ ამიწია და ყურში ჩამჩურჩულა - დარწმუნებული ხარ რომ გინდა?-საპასუხოდ მხოლოდ თავი დავუქნიე.. - ჩემი გოგოოო,ჩემი პატარაა გოგოო-ვნებამორეული ხმით რაღაცეებს ბუტბუტებდა,ხელები მაისურის ქვეშ შეაცურა...მისი ტკბილი ხმა,საოცრად გამაგიჟებელი სურნელი თავგზას მიბნევდა.თამამად მინდა ვუთხრა ჩემს გონებას,რომელმაც რამდენიმე წამის წინ გულთან მარცხი განიცადა,ამაყად ვეტყვი რომ მიყვაარს!! ახლა კი,აღარაა საჭირო ბევრი ფიქრი,უბრალოდ გულს უნდა მოვუსმინო,მე ხომ ასეთი ბედნიერი ვარ მის გვერდით!! - ანანო ძალიან მიყვარხარ,გეფიცები ასე არავინ არ მყვარებია,არ მინდა დაგკარგო,არ მინდა უშენოდ არცერთი წამი,გთხოვ მაპატიე-ჩემს მოშიშვლებულ გულ-მკერდზე თავი დადო,ხელები წელზე შეაცურა და ძალიან მაგრად ცამეხუტა.. - მეც ძალიან მიყვარხაარ-თვალები დავხუჭე და ძალიან ჩქარა წარმოვთქვი,ბოლოს ღრმად ამოვისუნთქე.. - რა? რა თქვი? ვერ გავიგონე გამიმეორეე-უცებ ჭყიტა თვალები და ჩემს წინ ლოგინზე დაჯდა.. თვალებში ვუყურებდი და ვგრძნობდი რომ სხვა სამყაროს კარებს ვაღებდი,მისგან ისეთი სითბო მოდიოდა,სულს მივსებდა,მეცხრე ცაზე ვიყავი,ან უფრო მაღლაა,იქ სადაც სხვა ჯერ არ ყოფილა.. არაფერს ვამბობდი,უბრალოდ ღრმად ვსუნთქავდი და ვცდილობდი რომ ჩემი, კოჭებში ჩავარდნილი,გული როგორმე თავის ადგილას დამესვაა.. მაგრამ არ გამომდიოდა.. - ანანო,გამიმეორე ძალიან გთხოვ-სახეზე ღიმილმა იელვა,მაგრამ როდესაც ისევ ჩუმად ვიყავი,ეს ღიმილიც სადღაც გაქრა.. მზერა სხვაგან გადაიტანა და ნელა წამოდგა ლოგინიდან.. რატომ? რატომ არ შემეძლო ამის თქმა,მე ხომ მიყვარდაა,ძალიან მიყვარდა.. ნერვები მეშლებოდა ჩემს თავზე.. ოთახში მარტო დავრჩი,მარტო ჩემს თავთან,სახე ბალიშში ჩავრგე და გულში ჩემს თავს ვლანძღავდი,მას ხომ ასე უნდოდა ეს სიტყვები გაეგონა,ასე ელოდებოდა.. ტანზე სწრაფად ჩავიცვი და ოთახიდან გავედი,კიბეებზე ჩავდიოდი როდესაც პირველი სართულიდან ისევ ჟრიამული ისმოდა,ჯერ ჩუმად გავიჭყიტე,სიტუაცია დავზვერე,ყველა ქვემოთ იყო.. გიორგიც დივანზე იჯდა და ერთ წერტილს უყურებდა.. ბატონი გივი მეუღლეს ელაპარაკებოდა,დაჩი და თათა სამზარეულოში ისხდნენ,ნატა და გაგა კი ბატონ გივის უსმენდა.. ერთი კიბით მაღლა ავიწიე და ღრმად ცავისუნთქეე.. ჩემს თავს ვეუბნებოდი რომ მე ეს უნდა გამეკეთებინაა!! უნდა დამემტკიცებინა !! გეთანხმებით,ძალიან ბავშურად ვიქცეოდი,მაგრამ ასეთმა სიამაყემ ასეთი სისულელეების კეთება იცის..ნელა დაავეშვი დაბლა,მთელი სხეული მიკანკალებდა.. გიორგიმ თბილად შემომხედა და წამით ღიმილმა გაიელვა მის სახეზე. ყველა ისე იყო გართული რომ საერთოდ ვერ გვამჩნევდნენ.. წარბებით ვანიშნე რომ გარეთ გამოსულიყო და გასასვლელისკენ წავედი,აუზთან დავჯექი.. - რა ხდება ანანო?-გვერდით მომიჯდა ისიც.. - იდიტოოო,ყველაზე იდიოტი ადამიანი ხარ,- წარბაწეული მიყურებდა და ჩემს ქოთქოთს მშვიდად ისმენდა- მაგრააამ, რა ვქნაა,-ხმა ამიკანკალდაა,არაა ანანოოო!! ამის დრო არაა,თავი ხელში დაიჭირეე-მაგრამ, რა ვქნა რომ ასეთი იდიოტიიი ,როგორიც შენ ხარ,ასეთი ერთი და განუმეორებელი ,ძალიან შემიყვარდააა-ღრმად ამოვუნთქე,ხელისგულები გამიოფლიანდა,თვალებში ვუყურებდი და ისევ მინდოდა გაგრძელება,მინდოდა მეთქვა კიდევ ბევრჯერ რომ ძალიან მიყვარს,მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი.. - ვიცი ჩემო სიცოცხლეე,რომ ძალიან გიყვარვარ,მოდი ჩემთან-კალთაში დამსვა და გულზე მიმიხუტა. -დამშვიდდი ჩემი ლამაზი გოგო,ასეთი გულჩვილი და ამაყი როგორ მყავხაარ-ნაზად მიკოცნიდა ლოყებს,კისერს,ტუჩებს.. - აქ რა ხდება ?-გაგას ხმამ ისევ დედამიწაზე დაგვაბრუნაა..ჩემი ძმა ასეთი გაოგნებული ჯერ არ მინახავს,ხომ იცოდა რომ გვიყვარდა ერთმანეთი,მაგრამ ასეთი მკაცრი სულ როგორააა!! - გაგა,-გიორგი წამოდგააა,რაღაც ძალიან დაიძაბა სიტუაციაა-მინდა იცოდე,რომ ანანო ძალიან მიყვარს და ერთად ვართ..-გაგამ წარბი ზემოთ აზიდა და ჩემსკენ გადმოიხედა.. ასე იდგა ჩუმად,არაფერს ამბობდა და ისეთი სახით იყურებოდააა,მე კიდევ შეშინებული ვიყავი და ინსტიქტურად გიორგის ხელი მოვკიდე.. - თქვენ რა გეგონათ ,რომ მე წინაამღდეგი ვიქნებოდი?-სიცილი ატეხა გაგამ.. - იდიოტიიი ხააარ,სრული იდიოტიი-ხელი ჩავარტყი და კურტუმოს გრეხვით სახლში შევქანდი.. - რა არი ანანო შვილო რა მოხდაა-გივიმ ჩემი სახის დანახვაზე შეშფოთდა.. - გაგა იდიოტიიაა-ხოო მადლობა თათას რომ ახლა მაინც შემამჩნიაა,სამზარეულოში შევედი და წყალი დავლიე.. ისედაც როგორ ვნერვიულობდი,ახლა კიდე გაგას უკბილო ხუმრობა მაკლდა.. - ანანო რა მოხდა?-ხელით ვანიშნე თათას რომ დამჯდარიყო სკამზე.. - მე და გიორგის ერთმანეთი გვიყვაარს-ამის გაგონებაზე თათას ჩემზე მეტად გაუხარდა,ხომ ხვდებით რატომაც!! - რა მაგარიააა -წამოხტა უცებ და ჩამეხუტაა-საჯაროდ არ აცხადებთ? - არა მაგაზე არ გვილაპარაკია,ალბათ ჯერ ჯობია არ იცოდნენ ასე დაწვრილებით. ლია ისედაც ხვდება გიორგის გრძნობებს და მერე ალბათ ყველა გაიგებს..- მე და თათა დიდი ხანი ვჭორაობდით,დაჩიზეც ვიჭორავეთ,ყველაფერი მომიყვა.. თურმე დაჩის პირველი დანახვიდან ძალიან მოეწონა,მაგრამ არ იმჩნევდა და აიგნორებდა იმიტომ რომ ჩემმა კრეტინმა ძმამ უთხრა საქმრო ჰყავსოო!! აუ,როგორ ძალიან უყვარდა ხალხის წვალებაა.. - ანანოო -გიორგის ხმა მომესმა,რამდენიმეჯერ ისეც დამიძახა,თათა კანში ვერ ეტეოდა,მივხვდი რომ რაღაც ძალიან უხაროდა.. წამოვდექით და მისაღებში გავედით,იქ არავინ არ იყო.. თათამ გასასვლელისკენ მიჯიკა,მეც გარეთ გავედი,უკვე მოსაღამოვდა,ეზოში სიჩუმე იყო.. - გიორგიი სად ხარ?-დავუძახე და თათასკენ შევტრიალდი,მაგრამ არავინ არ დამხვდა გვერდით-გაოგნებული ვიდექი,მერე კი ვერ დაიჯერებთ!! ნელნელა აინთო აუზთან სანთლები,თვალები გამიფართოვდა და გვერდით მიმოვიხედე.. გიორგის სულიეტი რომ გავარჩიე მისკენ წავედი: - ანანო,-ხელი დამიჭირა -ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრაა,იცოდე არ შემაწყვეტინო-სახე ისეთი სერიოზულად ეჭირა,მაგრამ მაინც უნებურად გაეღიმა-ანანო,ზუსტად იმ წამიდან შემაყვარე თავი,როდესაც გაგასთან ერთად ქუჩაში მოსეირნობდი, მანამდე ლისზე გაგიცანი,უბრალოდ მომეწონე,შენც იცი რა ვიფიქრე,მეგონა შენც ჩვეულებრივი გოგო იყავი,რომელტანაც ჩემსას გავისწორებდი და წამოვიდოდი,მაგრამ ეგრე არ აღმოჩნდა.. მეორე დღეს კი გაგასთან ერთად როდესაც მ მოდიოდი და ჩემს შეხებაზე სახე აგიწითლდა მივხვდი,რომ სხვანაირი იყავი.. სხვანაირი გარგი გაგებით,რა თქმა უნდა,ბავშურად სუფთა იყავი,პრინციპური და ჯიუტი,თან ძალიან თბილი.. მინდოდა შენი ნაწილი გავმხდარიყავი და ნელნელა მიზანს ვაღწევდი,მერე კი შენც იცი რომ დიდი ხანი არ გამოვჩენილვარ,ამ ხნის განმავლობაში არავისთან არ ვერთობოდი,სხვა ქალების მიმართ ინტერესი დავკარგე,მხოლოდ შენზე ვფიქრობდი და ვიცვლებოდი.. შენც იცი,როდესაც ასეთი მექალთანე ხარ,ერთ წამში ვერ შეიცვლები,ამიტომ ასე ვთქვათ „ჩემს თავზე ვმუშაობდი“-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ცალ ფეხს დაეყრდნო,მივხვდი რომ ხელის თხოვნა უნდოდა,ამიტომ თვალებით გაგას ვეძებდი,მიმოვიხედე და ჩემი მომღიმარი,პატარა საყვარელი ოჯახი დავინახე.გაგას ნატალია ჰყავდა ცახუტებული,გივის თავისი საყვარელი მეუღლე,ბექა მარტო იდგა,დაჩის კი ნატასთვის ჩაეკიდა ხელი.. ცოტა დავმშვიდდი,როდესაც ჩემი ძმის თბილი მზერა დავინახე და ისევ გიორგის შევხედე.. - ანანო,ჩემო საყვარელო ანანო,ძალიან მიყვარხარ..შენ შემაყვარე ეს სამყარო,შენ მე შემცვალე,შენ მაიძულე ბედნიერება მეგრძნო,შენ ეს შეძელი.. არცერთი წუთი არ მინდა უშენოდ.. უშენოდ ხომ ამ სამყაროს ფასი არ ადევს,უშენოდ ხომ ყველაფერს ფერი ეკარგება.. ამიტომ ძალიან მინდა რომ სიცოცხლის ბოლომდე ჩემი იყო-მე რას ვგრძნობდი იმ მომენტში ვერ ავღწერ,ერთი კი ვიცი რომ მუხლები მეკეცებოდა,გული საერთოდ სხეულში აღარ იყო,სადღაც სხვაგან ვიყავი,სული მიფრიალებდაა ( როგორც იტყვიან),გონება კი ცდილობდა აღეთქვა ეს სიტუაცია,მაგრამ არ გამოსდიოდა.. ბედნიერი ვიყავი,მაგრამ ეს ბედნიერება რაღაც არაამქვეყნიური იყო,სულ სხვანაირი.. - ანა ნაკაშიძე,ჩემო ანანო,ცოლად გამომყვები?-ჩემს წინ აფრიალდა ლამაზი პატარა ყუთი,შიგნით კი ულამაზესი ბეჭედი იყო..მეგონა გული წამივიდოდა სიხარულისგან.. ხმას ვერ ვიღებდი ამიტომ მთელი ძალით ვაქნევდი თავს.. ყველა ჩვენთან მოვარდნენ.. გვილოცავდნენ,თათას და გაგას ბუტბუტი მესმოდა,ბატონი გივის ბოხი ხმა,მაგრამ საერთოდ არ მესმოდა რას ამბობდნენ.. გიორგის მთელი ძალით ჩავეხუტე და ასჯერ კი არა მილიონჯერ გავუმეორეე ის ერთი ჯადოსნური სიტყვა,რომელიც ყოველთვის გვაბედნიერებს... მილიონჯერ გავუმეორეე რომ მიყვარს,ყველაზე მეტად.. მიყვარს ის სიყვარული,რომელიც ასე გვაკავშირებს.. ბეჭედი თითზე მომირგო და ჩემს ტუჩებს დაეწაფა.. - აბაააა ლიააა,არც ახლა გამაგონო შენი წუწუნი!! დღეს განსხვავებულად ვსვაამთ-ბატონმა გივიმ შეყარა ბავშვები სახლში და სუფრა გააშლევინა.. ჩვენ კი ასე,სიყვარულისგან გაბრუებულები, ვიდექით და ამ მომენტით ვტკბებოდით.. თვალები გავახილე,ოთახში მარტო ვიყავი.. ნელ-ნელა გამახსენდა გუშინდელი დღე,გამეღიმა და დეტალების გასახსენებლად თავი ბალიშში ჩავრგე.. - ჩემს ცოლუკას კიდე სძინაავს ?-გიორგიმ შემოყო კარებში თავი.. - ჯერ შენი ცოლუკა არ ვარ-ავბუზღუნდი ისევ და წამოვჯექი ლოგინზე..-გიორგი ოთახში შემოვიდა და ლოგინზე დაებერტყა.. - სად გეძინა?-მხოლოდ ეხლა გამახსენდა,რომ გუშინ მარტო მეძინა.. - ქვემოთ,ლიამ ჩამათრია-სახე დამანჭა.. - ჩემი ცოლუკაა ხარ-მისი ხელები ჩემს ფეხებზე დათარეშობდნენ.. - ჩემი მადისაღმძვრელი ცოლუკაა-ჩაიცინა და თვალებში ჭინკები აუთამაშდა.. მისი ხელები ჩემს სახესთან გაჩერდნენ და ტავისთან მომქაჩა..ნელა წვდა ჩემს ტუჩებს,მისი სურნელი ისევ ისე დამაბრმავებლად და გამაბრუებლად მოქმედებდნენ ჩემზე,როგორც ადრე.. თვალები დავხუჭე და კოცნაში ავყევი.. მისმა ძლიერმა ხელებმა ლოგინზე ჩამომაცურა.. - ანანოო,გღვიძავს?-კარებზე თათამ დააკაკუნა.. უცებ თვალები გავახილე და გიორგი ერთი ხელის მოსმით ლოგინიდან გადავაგდე.. ჩუმად ვეუბნებოდი დაიმალეეთქო.. ან რატომ უნდა დამალულიყო? მაგრამ მაინც,ლოგინის ქვეშ შევარდა,სუნთქვა დავირეგულირე,აჩეჩილი თმები დავილაგე და ლოგინში ჩავწექი.. - შემოდი თათა-დავუძახე კარებს უკან ატუზულს.. - დილამშვიდობიიიის-ლოგინზე ჩამოჯდა და ყავა გამომიწოდა.. - მმმ,მადლობააა-ყავა მოვსვი და გვერდით ტუმბოზე დავდგი.. ოთახს თვალი მოვავლე და მხოლოდ ახლა შევამჩნიე ოთახში დაგდებული გიორგის მაისური.. - ანანო,გიორგი გიყვარს ? -ჩემს გაფართოებულ თვალებს რომ შეხედა დაამატა-ანუ,იმის თქმა მინდოდა,რომ ხომ არ გეპარება ეჭვი მასში? მაინც ხომ იცი,როგორი მექალთანე იყო,არმინდა გული გატკინოს და მერე იმედები გაგიცრუოს-იმედია თათას არაფერი ცუდი არ წამოსცდება გიორგიზე.. - დარწმუნებული ვარ მის სიყვარულში,თორე ხომ იცი რომ ასეთ ნაბიჯს არ გადავდგამდი-ვეცადე მხიარულად მეპასუხა თათასთვის,არადა სხვა შემთხვევაში ( გიორგი რომ არ ყოფილიყო აქ,ვეტყოდი რომ ბოლომდე მაინც ვერ ვენდობოდი),მაგრამ გიორგი აქ იყო.. არ მინდოდა გულისტკენა და ასეთი ტყუილი „გამოვაცხვე“. - იქნებ ჯერ ჯობია,რომ ცოტა დრო გავიდეს? დააკვირდე და მერე გათხოვდე მასზე?-თათამ ფეხები ლოგინზე შემოალაგა და ყავა მოსვა. - თათა,ყველაზე მეტად მიყვარს,მის გარეშე ვერცერთი წუთი ვეღარ ვძლებ და თუ ოდესმე შევამჩნევ,რომ ისევ სხვებს უყურებს, ან უარესიი მღალატობს იქვე დაესმევა წერტილი ყველაფერს და იმედია გიორგი შეგნებული ბიჭია და ამას არ იზამს,კაცობას არ შეილახავს -ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოვთქვი,რომ გიორგის გაეგონა.. - ხოოო,ეგეც მართალია-ერთ წერტილს მიაჩერდა თათა. - რა ხდება დაჩისთან ?-წარბი ავუწიე და გავუცინე. - ხოო ზუსტად მაგიტო შემოვედი,რადგან გიორგი გიყვარს,ახლა მე მივხედავ დაჩის-აშკარად მიხვდა რომ ენამ წინ წაუსწრო,თვალები გაუფართოვდა და გაჩუმდა.. - წარმატებები დაჩისთან-თვალი ჩავუკარი. - იცი არაა?? საიდან იცი ? იდიოტმა გიორგიმ გითხრა ხო??-სიცილი ატეხა ჩემმა გიჟმა დაქალმა.. - არაა,მანქანაში გავიგონე ჩემზე რომ ლაპარაკობდით,რა დამაძინებს მანქანაში-მეც გავუცინე,თათა წამოხტა - კარგიი,წავალ მე გიორგისთან ჩავალ,გავაღვიძებ თორეე დაგვაგვიანდებაა-რაღაც უნდა მეკითხა მარა ოთახიდან უცებ გავარდა. - გამოფოფხდი ახლა სანამ კიდე ვინმე შემოვიდა და წადი თათასთან-ყავა გადავდე და აბაზანისკენ წავედი,უცებ მკლავში ძლიერი ხელი მწვდა და მისკენ მიმატრიალა.. - როგორ მიყვარხარ იცი ? შენ ის ერთადერთი ხარ ჩემთვის,შენ ვერავინ ვერ შეგცვლის,არასდროს,გესმის ? არასდროს გიღალატებ,ანანო გთხოვ მენდეე-პასუხი არ დამაცადა ისე დამიტოვა სველი კოცნა კისერში,მერე ტუჩები ჩემს ტუჩებს ფრთხილად შეახო.. - მიყვარხარ-ხელები კისერზე მოვხვიე და ჩავეხუტე. - მეც მიყვარხარ, ჩემი ჯიუტი-უფრო მაგრად ჩამეხუტა.. - კაი წადი ახლა,თათა გეძებს ალბათ,უი ხოო სად მიდიხართ?-მის სხეულს მოვშორდი და დაინტერესებული ვკითხე - მაგას მერე გაიგებ-თვალი ჩამიკრა,შარვალი ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა. - აბაზანაში წყალი მოვუშვი,ავავსე აბაზანა,ჩავყარე ჩემი ფერადი ბურთები და ძალაგამოცლილი ცავწექი.. თავში ათასი აზრი მიტრიალებდა.. ნანასთვის ხომ არაფერი მითქვამს ? მისი შვილი შეყვარებული იყო,მაგრამ ეს ხომ არ იცოდა ნანამ.. გადავწყვიტე,რომ დღეს დამერეკა და ყველაფერი დაწვრილებით ამეხსნა. აბაზანიდან გამოვედი,პირსახოცშემოხვეული დავჯექი ლოგინზე და ნანასთან დავკერე. ნანა არ იღებდა ყურმილს,ცოტა არ იყოს ავნერვიულდი.. უცებ ჩავიცვი ტანზე და ქვემოთ ჩავედი. - დილამშვიდობის-მივესალმე ნატას,მიმოვიხედე და ვერც ბატონი გივი დავინახე,ვერც ლია.. - ნატა სად არიიან? - გაგა საქმეზე წავიდა,ისინი საყიდლებზე მგონი.-შემომხედა,მერე ისევ ტელევიზორს მიაწება თვალები. სამზარეულოში გავედი,ვჭამე,მერე ისევ ნატასთან ჩამოვჯექი ცოტახანი,მაგრამ ხმას არ იღებდა.ვერ ვიგებდი რა ხდებოდა.. უკვე საათი 7 აჩვენებდა.. სახლში ჯდომით მოვიწყინე და გარეთ გავედი.აუზისწინ ბურთის ფორმის დივანზე დავჯექი.ჭიშკრის ხმა გავიგე,ყველანი სახლში შევიდნენ,ამ სიბნელეში გავარჩიე დიდი პარკები,მეც ნელა წამოვდექი და მათ გავყევი. - რა ხდება აქ? სად იყავით?-„გამოვიჭირე“ მოფუსფუსეები. - არაფერი შვილო,საყიდლებზე ვიყავით,ძალიან დავიღალეთ,წავალთ მე და გივი დავწვებით-უცებ „მოტყდნენ“.. გიორგიმაც დაამთქნარა და გაგას გადახედა.. მოკლედ ისე გამოვიდა,რომ ყველა ძალიან დაღლილები იყვნენ.. გიორგიმ შუბლზე მაკოცა და თავის ოთახში შევიდა.გაგა ნატასთან ერთად გაქრა.. მე კი სხვა რა გზა მქონდა,ჩემს ოთახში ავედი და ისევ ნანას დავურეკე,ნანა ისევ არ იღებდა ყურმილს.შუქი ცავაქრე და ძილისთვის მოვემზადე. მეორე დილით ადრე გამეღვიძა,საათს დავხედე ჯერ 5 საათი იყო,ბნელოდა,მაგრამ პირველი სართულიდან ჟრიამული ისმოდა.. ძალიან მაინტერესებდა რას შვებოდნენ,მაგრამ „ჯიუტმა მემ“ არ მომცა ამის საშუალება. გუშინ ძალიან გავბრაზდი ასე რომ დაადეს და წავიდნენ,მერე მოდიან დაღლილები და დასაძინებლად ადიან. გიორგი საერთოდ არ გამომლაპარაკებია..ეს ყველაფერი ძალიან მანერვიულებდა. შუქი ავანთე,დამაძინებელი დავლიე და ისევ ძილის ბურუსში დავიკარგე. კარებზე ბუნდოვნად მესმოდა კაკუნი,არ მინდოდა გაღვიძება მაგრამ კაკუნი არ წყდებოდა.. - შემოდიიი,-ბოხი ხმით დავიყვირე და ისევ დავხუჭე თვალები.ფეხის ხმა გავიგე,აშკარად გოგო იყო,მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. -ანანო დედიი,-ჯერ ვიფიქრე ნანას ხმა მომესმათქო,მერე როდესაც ჩემს ტავს ვაიძულე წამომდგარიყო,ბუნდოვნად დავინახე ნანას სილუეტი,თვალები მოვიფშვნიტე და ჩემს წინ მდგარ ქალს დავაკვირდი.. მერე კი წამოვიყვირეე: -დედაააააა,აქ რა გინდაა-მივვარდი და ჩავეხუტე,ძალიან მომნატრებია,როგორც ჩანს.. არ ვუშვებდი. - გუშინ ჩამოვედი,გაგამ მომიყვა ყველაფერი,მეწყინა შენ რომ არ მითხარი ასეთი სიახლე მაგრამ.. არაუშავს,მტავარია ახლა აქ ვარ-თავზე ხელი გადამისვა და ლოყაზე მაკოცა. - რა სიახლეე?-ისე გავიკვირვე თითქოს აზრზე არ ვიყავი რას გულისხმობდა. - ანანო გაგასგან არ უნდა ვიგებდე რომ შვილი მითხოვდება-წარბები შეკრა და გაბრაზებულმა შემომხედა.. - დედა გირეკავდი გუშინ მაგრამ არ აიღე ყურმილი .. -დავიბენი და ლოგინიდან წამოვდექი. - კარგი მაგის დრო არ არის,გაემზადე მიდი,შენი აბაზანაში,თავს მოუვარე,მოვალ ახლავე-უცებ დამარიგა- დაა ისე გიხდება ეგ თმის ფერი-შენიშნა და ოთახიდან გაქრა.. მეც დავუჯერე აბაზანააში შევედი,დილის პროცედურები ჩავიტარე და,როდესაც აბაზანის კარები გამოვაღე,დავინახე ოთახში ლოგინზე დადებული თეთრი საქორწილო კაბა,ზუსტად ისეთი როგორიც სულ მინდოდა.. გული ამოღებული ქონდა,ტანზე ოდნავ მომდგარი,მაგრამ ქვემოთ გაშლილი,თვალები გამიბრწყინდა,ვერ ვხვდებოდი ვერაფერს.. ოთახში შემოქანდა თათა თეთრი ფეხსაცმლით ხელში.. - უი უკვე გამოხვედი ?- დაიბნა და ფეხსაცმელიც ლოგინზე დადო.. - თათა ამიხსენი რა ხდება? - რა უნდა ხდებოდეს,ანანოოოო,გათხოვებთ-მომვარდა მხრებში ცამავლო ხელი და გულში ცამიკრა.. თვალს ვერ ვაშორებდი ასეთ ლამაზ კაბას.. კაბის სილამაზეც არაა,უბრალოდ როდესაც აცნობიერებ რომ თხოვდები,როდესაც აცნობიერებ რომ დღეს რაღაც ჯადოსნური უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში,ეს კიდევ ერთი დიდი ბედნიერებაა,რომელიც ყველამ უნდა იგრძნოს.. - აბაა მოგწონს?იცი ვინ აარჩია?-რაღაცა უნდა მეთქვა მაგრამ დამასწრო-არააა,არ იცი, გიორგიმ აარჩია-ამაყად თქვა. - რაა? გიორგიმ აარჩია? არ არსებობს?სერიოზულად?-კაბა ხელში ავათამაშე და გაოგნებული ვიყურებოდი-სად არის გიორგი?-პირსახოცშემოხვეული გავრბოდი ოთახიდან მაგრამ თათამ უკან შემომაგდო. - არ შეიძლება ქორწილამდე ერთმანეთის ნახვა არ იცი?-მისაყვედურა.. - ჩაიცვი ეხლა,რაღას უცდი,დრო ძალიან ცოტა გვაქ-ოთახში ნანა და ნატაც შემოქანდნენ.. - დედააა-თვალებზე ცრემლები მომადგა და დედას გადავეხვიე. - რატო ტირიის ჩემი პრინცესაა? რთულია დედი შენი გაშვება,მაგრამ რომ გაიზარდე რა გიყო? ჩემი სიხარული,როგორ იამაყებდა მამაშენი ახლა აქ რომ ყოფილიყო-დათოს თბილი სახის წარმოდგენაზე ცრემლებმა უფრო იმატეს.. ნანას რომ არ გავეჩერებინე ალბათ ვიდგებოდი ასე და საღამომდე ვიტირებდი.. - დედიიი,ნუ ტირი ჩემი გოგო-ცრემლები მომიწმინდა ნანამ-დღეს ყველაზე ბედნიერი მინდა გნახო,დავითიც იამაყებს შენით,ნუ ტირი ჩემი პატარა შტერუკა-გამიღიმა და ისევ გულში ცამიკრა.. თათა და ნატალია გაღიმებულები იდგნენ.. ბოლოს თათამ გამოსტაცა ჩემი თავი დედაჩემს და კაბის ჩაცმა „მიბრძანა“.. ზუსტად სამ საათ ნახევარში თავიდან ბოლომდე გამოპრანჭული ვიჯექი ჩემს ოთახში და ჩემს თავს გაოგნებული ვუყურებდი. სიმართლე გითხრათ ეს იყო ყველაზე დამამახსოვრებელი წუთები ჩემს ცხოვრებაში.. არ ვფიქრობდი არაფერზე,უბრალოდ მომენტით ვტკბებოდი.. ოთახში გოგოები შემოცვივდნენ და მითხრეს რომ ჩემი პრინცი უკვე ქვემოთ მელოდებოდა.. წამოვდექი,ბოლოჯერ შევავლე ჩემს თავს სარკეში,თათას მიერ არჩეულ თაიგულს ხელი დავავლე და კიბეებზე ჩავედი. ისე ვნერვიულობდი,რომ ფეხებს ძლივს ვადგამდი.. გაგამ ცამოსვლაში დამეხმარა და ყურში ჩამჩურჩულა,რომ ყველაზე ლამაზი დედოფალი ვიყავი.. მერე გულში ჩამიხუტა და საქმროსთან მიმიყვანა.. ალბათ გაგა რომ არა ვერასდროს გადავდგამდი ნაბიჯს გიორგისკენ. - ულამაზესი ხარ-შუბლზე მაკოცა,დავიჭირე ის წამი,როდესაც მისი თვალებიდან სითბოზე მეტი მოდიოდა,რაღაც აუღწერელი რომელმაც გამაოცა-ანანო,მიყვარხარ და ამაყი ვარ,რომ ჩემი ცოლი გერქმევა.. ოთახში გივი და ლიაც შემოქანდნენ,გამოპრანჭულები იყვნენ.. ჯვრის დასაწერად წავედით,მამაოს წინ ვიდექით და ტანში ჟრუანტელი მივლიდა,ძლივს ვიკავებდი თავს,რომ გული არ წამსვლოდა.. გიორგის ხელს ვუჭერდი და ვცდილობდი თავი დამემშვიდებინა.. ჯვარი როდესაც დავიწერეთ პატარა მყუდრო რესტორანში წავედით.. ის დღე ჩემთვის განუმეორებელი იყო.. სიყვარულით და სითბოთი სავსე.. ახლა კი ვიყურები სარკეში,ხელებით ნიჟარას ვეყრდნობი და სიხარულის ცრემლები მომდის.. გავიხსენე თითოეული წამი ჩემი და გიორგის შეხვედრიდან,გავიხსენე ყველაფერი და მივხვდი,რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდ წარმატებას მივაღწიე.. ხელში ორსულობის ტესტი ავათამაშე,სიხარულის ცრემლები მოვიწმინდე და ოთახში დავბრუნდი.. - გიოო,-ფრთხილად მივუახლოვდი,-გიოო გძინაავს?-აშკარად ეძინა,მაგრამ ახლა ვერ მოვითმენდი დილამდე.. - გიოოორგიიი-ბოლო ხმაზე დავიყვირე და ისიც ფეთიანივით წამოხტაა - რა არი რა ხდებაა? კარგად ხარ? რა მოხდა?-კითხვები მომაყარა და თვალები გაუფართოვდა.. - დამშვიდდი იდიოტო,რა გაყვირეეებს!! -მეც შევუღრინე.. - რა მოხდა გოგო? მიყვირი გამაღვიძე და შენ მეუბნები კიდე რა გაყვირებსო?-ბრაზიანი სახით მელაპრაკებოდა,მაგრამ როდესაც მის თვალწინ ორსულობის ტესტი ავაფრიალე,სახე შეეცვალა.. - რა არი ეგ? მანახე-ხელში დაიჭირა და ისეთი სახით დააკვირდა,თითქოს პირველად ხედავდა.. - რას ნიშნავს ორი ხაზი ? რა არი ანანო? მითხარი ნუ მაწამეებ!! -მისი გულის ფანცქალი მთელ ოთახს აყრუებდა.. - იდიოტო,ორი ხაზი იმას ნიშნავს,რომ სულ რარაც ცხრა თვეში მამა გახდებიი-არც მე მჯეროდა ამ სიტყვებს რომ ვამბობდი,წინადადების დამთავრება ბოლომდე ვერ შევძელი,ან ვინ დაგაცდიდა ტუჩებში მაკოცა და ლოგინზე ფრთხილად დამაწვინაა.. - ჩემიიი ანანოო,არ მჯერააა,მამიიიიი ხომ გესმის ჩემი?-მუცელზე ტუჩები მიაწება და იმხელა იყვირა,ალბათ შეაშინა კიდევაც.. მთელი ღამე არ გვეძინა,მას მუცელზე ედო თავი და ჩვენი შვილის მომავალზე ვლაპარაკობდით.. დიიახ,ჩვენი შვილის მომავალზე.. აი ასე გადაიქცა ჩემი მექალთანე გიორგი ერთგულ და საყვარელ ქმრად,მერე კი მოსიყვარულე და ყურადღებიან მამად.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.