ნიუტონის მეოთხე კანონი [ნაწილი 1]
ნაწილი 1. ისეთი დამძიმებული მიაბიჯებდა სახლის გზაზე, მეც კი შემეცოდა. ძალიან რთულია მისთვის ეს ყოველივე, და იცით რა არის მისთვის ყველაზე რთული? მის ერთადერთ ძმაკაცს ასეთ დატანჯულს რომ ხედავს. სძულს ის გოგო, ასე რომ აწვალებს ლეოს. მხოლოდ ლეოც საკმარისია იმისთვის, რომ თამარამ მთელი სამყარო შეიძულოს. შესაძლოა, უკვე სძულს. – სახლში ხარ უკვე? – ტელეფონში ჩასძახა ლეომ. – არა. – სად ხარ? – ჩვენს ადგილას. მოხვალ? – მოვალ, რა თქმა უნდა. – გელოდები. – იმედიანად უთხრა. იქვე სკამზე ჩამოჯდა, ჩანთა გვერდზე დაიდო და სივრცეს გაუსწორა თვალი. 12 წლიდან ძმაკაცები არიან, ოღონდ ისეთი ძმაკაცები კი არა, დღევანდელი თინეიჯერების 95%–ს რომ ჰგონია. ნამდვილი, და–ძმური ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ თავიდანვე და დღემდე, როცა უკვე თამარი 17 წლისაა და ლეო 22–ის, ისევ ისე aრიან, არა, შეიძლება ითქვას რომ ბევრად უფრო კარგადაც. – როგორ ხარ? – ჰკითხა ლეომ თამარას და როცა დაინახა რომ გოგონა ჩუმად ტიროდა, გული თუ არ გაუსკდებოდა, არ ეგონა. – რა მოხდა, ჩემო ანგელოზო? – ანერვიულებულმა მოწმინდა ცრემლები დასველებული უპეებიდან და შუბლი შუბლზე მიადო. – არ შემიძlია, ასეთს რომ გიყურებ. – ამოისრუტუნა და თავი მის ყელში ჩამალა. – შეეშვი იმ საზიზღარ გოგოს, ვერ ხედავ როგორ გაწამებს? – ვხედავ, მაგრამ მიყვარს და რა ვქნა თამარ? – ღიმილით შეუბრუნა კითხვა. მის გულუბრყვილობაზე და მეამიტობაზე გულიანად გაიღიმა. რა ჰქნას? მართლა უყვარს ის ოხერი გოგონა და რა გააკეთოს. ადვილად შეუყვარდა, მაგრამ ასევე მარტივად ვეღარ გადაიყვარა, როგორც თვითონ ეგონა. ჰმ, ნეტავ ასეთი მარტივი იყოს ვინმეს გადაყვარება. მაშინ ხომ აღარ იქნებოდა ამდენი ადამიანის გულის ტკივილი, დარდი და წუხილი?! – მე ვიცი რაც უნდა ჰქნა, მაგრამ ისიც ვიცი რომ ამას არაფრის დიდებით არ გააკეთებ... – აბა, გამანდე შენი მზაკვრული გეგმა, ჩემო ფერია! – ომახიანად შესძახა მამაკაცმა. – რუსეთში წადი ჩემს ბებია–ბაბუასთან. ხომ იცი როგორ უყვარხარ მათ. ცოტა ხანი დაისვენე, იფიქრე, განიტვირთე, მაგარი ქალები ააგდე. სიცილით აუჩეჩა თმები და შეთქმულივით გადაუჩურჩლა, ვითომ ვინმეს რომ არ გაეგო, იმის მიზნით, მაგრამ აბა, ვინ გაიგებდა, ისეთ ადგილას ისხდნენ, ვერავინ რომ ვერ მიაგნებდა მათ, რაღაც–რაღაცეების გაგებაზე აღარაფერს ვამბობ. – სერიოზულად? – გაოცებულმა გახედა თამარას. მისი ასეთი გაოცება, რა თქმა უნდა, თამარას შემოთავაზებამ გამოიწვია. განა რა თქვა ამისთანა, მაგრამ გოგონასაგან ძალიან გაუკვირდა, რადგან როცა ლეოს სამსახურიდან უწევდა გამგზავრება 2–3 დღით, თამარა თმებს იპუტავდა ლამის. ისე ენატრებოდა, მთელი ის დრო, რაც ლეო მასთან არ იყო, მისთვის მოთქმა–გოდებაში გადიოდა. ისე გვანან ერთმანეთს, ბიოლოგიური და–ძმისაგან ვერაფრით გაარჩევს უცხო თვალი, რომელმაც უკვე არ იცის მათი სტატუსი. ორივეს მუქი ცისფერი თვალები აქვთ, ზუსტად იდენტური, ქერები არიან, ტუჩები დიდი, ლამაზი და გამოყვანილი. აღნაგობა ხომ საერთოდ. მაღალი, გამხდარი და სასწაულად მიმზიდველი. –იფიქრე და გთხოვ, ისეთი გადაწყვეტილება მიიღე, რომ არ მაწყენინო! – ეშმაკურად აუთამაშა წარბები, მაგრამ ლეომ ისე დაუბღივირა, იმ წამსვე გაჩერდა. – რა? –საყვარლად ამოიჩურჩულა. – წასვლაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი, აქ, შენი მარტო დატოვება რომ არ მიწევდეს. – მტკიცედ განაცხადა. იცოდა თამარამ, ელოდა რომ ზუსტად ასეთს თუ არა, მსგავს რაიმეს მაინც იტყოდა მამაკაცი და ამისთვის წინასწარ მოემზადა. – ჰო, მე თვითონაც ვიცი, თუ როგორ გამიჭირდება შენს გარეშე, მაგრამ იმ გოგოზე კიდევ ამდენი რომ იფიქრო, იტანჯო და იწვალო, შენ თავს ვფიცავარ, ჩემი ფეხით მივალ და გავპუტავ! მე გავუძლებ, ხომ იცი, თანაც სასწავლებელ ცენტრში უნდა ვიარო ფრანგულზე და დროც მალე გავა, აქეთ სკოლის სწავლება. მოკლედ, ვერ მოვიწყენ. ხომ იცი, ეზო არ მიყვარს, ანუ რა გამოდის? რომ ღამე სიარული არ მომიწევს. – ჩააბარა მთელი იმ დროის ,,პატაკი’’, რა დროც ლეო იქნება წასული. – ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ შენ, ჩემი პრინცესა! – უჩურჩულა, მთელი ძალით ჩაეხუტა და თავზე აკოცა. – წამოდი ახლა ჩემთან, დედამ ნამცხვარს ვაკეთებ ლეოს, როგორიც უყვარს ისეთს და აუცილებლად ამოიყვანეო. – გადასცა დედის სიტყვები და ზურგზე შემოახტა ამხელა გოგო. –აჩუუ! – სიცილით დაიყვირა. * * * – ყველაფერი ჩაალაგე? – დადარდიანებულმა ჰკითხა და ცხვირი მის ყელში ჩარგო. – კი. როდის მიდიხარ შენ ცენტრში? – ახლა. – ძალიან კარგი, წამოვალ მეც, ხომ იცი მარტოს არ გაგიშვებ. მაშინ მაინც, სანამ აქ ვარ. – საჩვენებელი თითი სასაცილოდ დაუქნია ცხვირ წინ. – ნეტავ მაცოდინა, რუსეთში რომ წახვალ, რა გეშველება უჩემოდ? – დაეჭვებულმა გადახედა და თხელი ქურთუკი მოიცვა. – ვიზამ რამეს, თან შენი თქმის არ იყოს, იქ მართლაც მეგულება კარგი ,,კუკლები.’’ – ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი. – ოჰ, ხომ იცი, მე მაგათზე არ ვვეჭვიანობ. – იგივე მოქმედება გაიმეორა თამარამ და ლაღად გადაიკისკისა. – კაი ერთი. არ ვიცოდი! – ძალიან კარგი, თუ იცოდი. დეე, – გასძახა მისაღებში მჯდომ დედას, – წავედით ჩვენ ცენტრში. – კარგი. ლეო, მერე ამოყევი რა, რაღაცეები გიყიდე და ჩაგილაგებ იმათსაც. – რაები? – მასთან შევიდა. – მაისურები და ამის მსგავსი რაღაც–რაღაცეები. – კაი, ნინაჩკა! – თბილად აკოცა ყელში და სახლიდანაც გავიდნენ. – კუუს, რომ მომენატრები რა ვქნა მე? – სრუტუნით ჰკითხა თამარამ, როცა მანქანა ეზოდან გაიყვანეს და ცრემლი გრძელი, თლილი თითებით შეიმშრალა. – ჩვენს საყვარელ სიმღერას მოუსმინე ხოლმე, ფოტოები დაათვალიერე, ოღონდ არ იტირო! იცოდე, გავიგებ მაინც და ხომ იცი მაგრად დაისჯები მაგის გამო. – გააფრთხილა კოპებ შეკრულმა. – შენ თავს ვფიცავარ, არ ვიტირებ. – დაპირდა და ისევ ლაღად განაგრძო საუბარი. – ვნერვიულობ ცოტა, ხომ იცი შენ?! – სიცილით დაიწყო თითების წვალება. – რა განერვიულებს? – რა ვიცი, ახალი ბავშვები, ახალი მასწავლებელი, თანაც ხომ იცი დიდად არ ვგიჟდები სიახლეებზე. – იყავი უფრო მეტად კომუნიკაბელური, თორემ გაგიჭირდება მარტოს, შენ თავს ვფიცავარ. – დაარიგა და ცერა თითით ნაზად მოეფერა ლოყაზე. მანქანაში, სადაც მართლაც თამარას და ლეოს სუნი იყო გაჟღენთილი, ნაზი, ჰაeროვანი და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიმღერის ჰანგები იყო არეული. ეს ათბობდა მათ გულს. [убей меня, я буду твоим] ეს არის ის, რასაც ადამიანი უნდა გრძნობდეს და განიცდიდეს. უბრალოდ სამი სიტყვა და ძალიან ბევრის მთქმელი. მუსიკა, თამარი და ლეო. დიდი კომუნიკაბელურობა არ გამოუჩენია, როგორც ლეომ დაარიგა, მაგრამ ძალიან უჟმურის შთაბეჭდილებაც არ შეუქმნა ჯგუფელებს და მასწავლებელს, მგონი. საინტერესო გაკვეთილი იყო ნამდვილად. კმაყოფილი გამოვიდა ფოიეში და ბედნიერი შეახტა ლეოს, თან ჩუmaდ კისკისებდა. – ასე ძალიან მოგეწონა, თუ ვინმე კარგი ბიჭი არის ჯგუფში? – ვითომ უდარდელად ჰკითხა, მაგრამ მაინც დაძაბულმა და დაეჭვებულმა გაიხედა იმ ოთახისაკენ, საიდანაც აფორიაქებული თამარა გამოვიდა. – არა, რა ბიჭი! – შეიცხადა ისე, თითქოს რაღაც საოცრება იყოს, ამხელა გოგოს ბიჭი რომ მოეწონება, მაგრამ რას გაუგებ თამარას. – უბრალოდ კარგი მასწავლებელია ქალბატონი მზია, კარგად ახსნა ყველაფერი, ისე რომ გავიგე და ამიტომ მიხარია. – განუმარტა და მისი სხეულიდან ,,ჩამოვიდა.’’ მხოლოდ ერთხელ მოეწონა სერიოზულად ბიჭი და ისიც არ გამოდგა ისეთი, როგორიც გოგონას ეგონა, თუმცა, ამის–და მიუხედავად, არც ერთი წამით არ ჰqონია სულელური დეპრესიები და ამის მსგავსი რამეები. ყოველთვის უკვირდა, როგორ ახერხებდა ახალგაზრდა გოგონების უმეტესი ნაწილი დეპრესიაში და ცუდ ხასიათზე ყოფნას ბიჭის გამო. როცა თავის ამ აზრზს ლეოს უზიარებდა ხოლმე და უკმაყოფილოდ უამბობდა, თუ როგორ ცუდად იყო ყოფილი შეყვარებულის გამო ერთ–ერთი მისი ნაცნობი, მამაკაცისგანაც ყოველთვის ერთი და იმავე პასუხს იღებდა. – შენ სხვას არ გავხარ. * * * იმ ღამეს, სახლში მიიყვანა ლეომ თამარა, ნინო დეიდამ ჩაუწყო მისი ნაყიდი ტანისამოსი და გააცილეს, თუმცა აეროპორტში წაყოლის უფლება არ მისცა ლეომ, ისედაც მიჭირს თქვენთან განშორება და კიდევ ნუ დამიმატებთო, ამიტომაც უაზროდ აღარ გაძალიანებულან დედა–შვილი და ყოველგვარი ცრემლის ღვრის გარეშე გაუშვეს მამაკაცი. გზაში ლეომ თამარას მამას დაურეკა და უთხრა რომ გაფრინდა უკვე, კაცმაც კეთილი მგზავრობა უსურვა და პირობა ჩამოართვა რომ აუცილებლად დარეკავდა, როცა დანიშნულების ადგილზე მივიდოდა. აი, ასეთი საოცარი ურთიერობა ჰქონდა მთელს ოჯახთან ლეოს. ფაქტიურად მათი შვილიც იყო ის და ამას ხშირად აღნიშნავდნენ თამარას დედ–მამა. * * * დღეები ჩვეულებრივად გადიოდა. მართლაც კარგად მიდიოდა ლეოს თვით თერაპია, თანაც თამარის ბებია და ბაბუა, ყველაფრით მის დახმარებას ცდილობდნენ, რაც, რა თქმა უნდა, უშედეგო არ ყოფილა. თამარი ცდილობდა, სულ კარგ ხასიათზე ყოფილიყო და ეს ეხმარებოდა, ასე თუ ისე, იმაში რომ ლეოსგან შორს ყოფნით გამოწვეული დანაკლისი ძალიან მძაფრად არ ეგრძნო. ისიც კი იფიქრა, დღიურს გავაკეთებო, მაგრამ ზედმეტად ბანალურად ჩათვალა და ეს აზრი მაშინვე უკუ აგდო. სკოლა და სასწავლებელი. მერე პირიქით და მერე ისევ პირიქით. ეს იყო მისი ერთადერთი მარშუტი. ლეოს მშობლებთან ხშირად დადიოდა ხოლმე, შესანიშნავი და ძალზედ თბილი ხალხია. ისევე გიჟდებიან გოგონაზე, როგორც თამარას მშობლები აფანატებენ ლეოზე. ხან ყავას მიირთმევდნენ, ხან რუსოს მომზადებულ უგემრიელეს ღვეზელებს, ხან რას და ხან–რას. სალაპარაკო თემა არასდროს ეწურებოდათ, რადგან ერთმანეთისთვის მართლაც დაქალები იყვნენ და ყველაფრის მოყოლა მათი ერთ–ერთი ,,წესთაგანი’’ იყო. ცენტრში ყველაფერი კარგად მიდიოდა. ყოველი ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ, უფრო და უფრო კმაყოფილი იყო შეძენილი ცოდნის და საკუთარი თავის გამო. ერთ–ერთ გოგონას დაუმეგობრდა და იმასთან ერთად ატარებდა დროის უმეტეს ნაწილს. ნელ–ნელა დაახლოვდნენ და ახლა, მათი შეხვედრები ინტენსიურ სახეს იღებდა. 1 თვე გავიდა, რაც ლეო წასულია და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ენატრებოდათ ერთმანეთი, მაგრამ კიდევ კარგი ლეოს ბებია და ბაბუა ჰყავდა ,,მშველელად,’’ ხოლო თამარას მისი ახალი და ძალიან ახლო მეგობარი – ელენე. ხან ერთის სახლში იყვნენ ხოლმე და ხან – მეორის. ლეოს რომ უყვებოდა ხოლმე მისი და ელენeს ურთიერთობის შესახებ თამარა, გაოგნებისგან აღარ იცოდა რა მოემოქმედებინა. ძალიან გასაკვირი კი არა, გამაოგნებელი იყო გოგონასგან ასეთი საქციელი, რადგან მთელი იმ ცხოვრების განმავლობაში, რაც მამაკაცი და გოგონა იყვნენ ერთად და ფაქტიურად ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობდენ, არცერთხელ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ თამარას ვინმე ახალ ადამიანთან დაემყარებინა მეგობრული ურთიერთობა. ყოველთვის მხოლოდ ნაცნობობას სჯერდებოდა ხოლმe და ცდილობდა მაქსიმალურად ,,გარიყულიყო’’ იმ სამეგობრო წრეებიდან, რომlebic თავიანთთან ექაჩებოდნენ. თუმცა, ლეო მაინც საოცარ მადლიერებას გრძნობდა უცნობი ელენეს მიმართ, რადგან დარწმუნებულია, ის რომ არ ყოფილიყო და გოგონას არ ამოსდგომოდა მხარში, ძალიან გაუჭირდებოდა მამაკაცის გარეშე გატარებული დღეების გადაგორება, მიუხედავად იმისა რომ ახლაც ძალიან უჭირდა. მაინც. სიგიჟეა ხომ ასეთი მიჯაჭვულობა, მაგრამ რას ვიზამთ. თამარა და ლეო, თვით სიგიჟის განსახიერებას წარმოადგენენ და რა გასაკვირია მათი ერთმანეთისადმი გრძნობები და დამოკიდებულებები. ^^^ საღამო მშვიდობისა ყველას... ისე მრცხვენია ახლა ამსიახლის დადება, მეტი რომ არ შეიძლება. პირველ რიგში იმიტომ რომ 2 ისტორია დავიწყე და აღარ გავაგრძელე. ამისთვის უდიდესი ბოდიში და იმედია ამ ისტორიით გამოვისყიდი დანაშაულს... ყოველ დღე თუ ვერა, ყოველ მეორე დღეს მაინც დავდებ ისტორიის ახალ-ახალ თავებს. ძალიან მიყვარხართ. კიდევ ერთხელ გიდით ბოდიშს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.