შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკურნალი ცრემლები 1თავი


14-12-2015, 17:17
ავტორი ლორელაი
ნანახია 14 156

ექიმის მისაღებში ვიდექი კედელზე თავმიყრდნობილი და ჩემს თავზე მეტირებოდა. ორივე ხელი მკერდზე მქონდა გადაჯვარედინებული და თვალებდახუჭული წარსულ ცხოვრებაზე ვფიქრობდი.
''ვერაფერი ვერ მოვასწარი ღმერთო, საერთოდ ვერაფერი. ან კი რას მოვასწრებდი ჯერ ხომ ახლა გავახილე თვალი, საშინელებაა ცხოვრება, ჯერ არ დამიწყია და ვამთავრებ.'' გული საშინლად მიცემდა, მკერდზე ვიჭერდი ხელს რაც ძალი და ღონე მქონდა, მინდოდა მეგრძნო, რომ ჯერ კიდევ მქონდა, ჯერ კიდევ ქალი ვიყავი.
საშინელება იყო! გარედან ხელები, შიგნიდან მეტასტაზები. არა, მაინც საიდან მომდიოდა ასეთი პესიმისტური აზრები? ჯერ ხომ ექიმს არ გავუსინჯივარ, მაგრამ მე ისეთი ემოციური ვარ ექიმთან მისვლამდე ვფიქრობ, რომ ყველაფერი მორჩა. ადრეც ასე იყო, როცა გული წამივიდა, სანამ პასუხს გავიგებდი, უკვე სიკვდილისთვის ვემზადებიდი, ანდერძიც კი დავწერე, აუცილებლად მესამე დღეს უნდა დავეკრძალე და აუცილებლად ჩემი საყვარელი წითელი კაბით. არავის უნდა ეტირა და ყოველ ჩემს დაბადების დღეზე ორქიდეები უნდა მოეტანათ. (რას ვიზავთ, ყოველთვის ასეთი დეპრესიული ვიყავი.) საავადმყოფოში მისვლამდე, მეგონა ბოლო დღე მქონდა, იქიდან კი ყოველთვის იმედიანი, დამშვიდებული გამოვდიოდი. ახლაც ზუსტად ეს მჭირდა, წინასწარ ვიხეთქავდი გულს და წინასწარ ვემზადებოდი ცუდისთვის.
თავს ნერვიულად ვაქნევდი და ვლოცულობდი, რომ ექიმი ქალი ყოფილიყო.
- ქობულაძე! - მომესმა შიგნიდან და ადგილზე მოვკვი. რა ირონიულია ეს ცხოვრება, რაღა კაცი, ოცდაორი წელია ამ ქვეყნად ვცხოვრობ და ჯერ ჩემს მკერდს არავინ შეხებია, ახლა კი ვიღაც კაცმა უნდა მჯიჯგნოს. რა დავაშავე ღმერთო? ნუთუ არ შეიძლებოდა ექიმი ქალი ყოფილიყო.
ყელში გაჩხერილი ბურთი გადავყლაპე და ფეხისკანკალით შევაბიჯე კაბინეტში, თავჩაღუნული მივდიოდი და გაჩენის დღეს ვწყევლიდი. მცხვენოდა, რა სისულელეს ვფიქრობდი, მკერდზე კიბო მქონდა მოდებული, ვკვდებოდი და მე ექიმის მცხვენოდა.
- დაჯექი. - მომესმა გვერდიდან და დავინახე ხელსახოცით როგორ იწმენდდა ხელებს, მაღალი იყო, გამხდარი, ჩემკენ ზურგით იდგა და სახეს ვერ ვამჩნევდი. გამაცია.
- კიდევ დიდხანს უნდა იდგე ფეხზე? - ჩემკენ შემობრუნდა და საქმიანად დაჯდა ჩემს წინ. გული ლამის ამომვარდა, ასეთი სიმპატიური მამაკაცი ჯერ არ შემხვედროდა. სულელივით შევცქეროდი და ვკანკალებდი. წარბაწეული მიყურებდა, იდაყვები მაგიდაზე ჰქონდა დადებული, ერთ ხელში ტელეფონი ეჭირა და ორი თითით აბზრიალებდა. საოცრად მეტყველი თვალები ჰქონდა და ზუსტად ამიტომ კარგად წავიკითხე მისი ირონიული მზერა. საშინლად შემრცხვა, გავწითლდი. აღელვებისგან ხელისგულები გამიოფლიანდა.
- მომაწოდეთ თქვენი ანკეტა. - უცებ შეეცვალა გამომეტყველება და ექიმის პოზა დაუბრუნდა. გაუბედავად გავუწოდე საქაღალდე, უხმაუროდ გახსნა და თვალი გადაავლო, შეშინებული ვუყურდები და ვცდილობდი გამომეცნო რას ფიქრობდა. ისე ვიყავი გართული მისი ზედმეტად სიმპატიური ნაკვთების თვალიერებით, სულ გადამავიწყდა, რომ ის ჩემი ექიმი იყო, მამოლოგი. მე მისი პაციენტი. საქაღალდე ისე დახურა, ნაკვთი არ შერხევია, მარჯვენა ხელი ოდნავ მოზრდილ წვერზე დაისვა და დაბლიდან ამომხედა.
- აბა, მითხარი რას უჩივი.
დავიბენი, ავირიე, სუნთქვა შემეკრა, ქვედა ყბა ამიკანკალდა და ვეცადე ცოტა ხნით სუნთქვა შემეკავებინა, ეს ყოველთვის მშველოდა დაძაბულ მომენტებში, მმუხტავდა. რამდენიმე წამის შემდეგ გაუბედავად დავიწყე ჩამოთვლა.
- რამდენი ხანია რაც შეამჩნიე კვანძები? - ისევ იგივე გამომეტყველებით მკითხა.
- ერთი თვე იქნება...
- ტკივილებს მანამდეც გრძნობდი?
- ხანდახან, მაგრამ მეგონა გული იყო. - თვალები დამებინდა, ყველაფერი გაფერმკრთალდა, თვალს ვერ ვუსწორებდი.
- მენსტრუალური ციკლი როგორ გაქვს? ბოლოს როდის გქონდა?
- მე... ჩვეულებრივად. ბოლოს? ბოლოს... 3აგვისტოს... - სიწითლისგან უკვე მიხურდა ლოყები.
- მშვიენერი დროა ექომამოგრაფიისთვის. - ქვედა ტუჩი ოდნავ მოიკვნიდა და წარბები შეჭმუხნა. - ჩაწერილი ხარ?
- ექოზე?.. არა...
თავი გადააქნია, ტელეფონს დასწვდა და რაღაცას დაუწყო ძებნა. მერე ტელეფონი ყურზე მიიდო და გაყუჩდა.
- ალო, თათია
- ...
- ჰო, მე ვარ, რატომ გირეკავ იცი? დღეს ბევრი პაციენტი გყავს ჩაწერილი?
- ...
- კარგი, ხუთ წუთში მოვალ, ერთი პაციენტისთვის მინდა ექოს გადაღება.
- ...
- კარგი. - ტელეფინი გათიშა და მომაჩერდა, ოდნავ დაუწვრილდა, ეს უკვე ექიმის მზერას არ ჰგავდა, რაღაც უფრო მეტი იყო. თავი ჩავხარე.
- გაიხადე! - ბრძანება გასცა და ისე შევხტი, ლამის სკამიდან გადმოვვარდი. არ შეიმჩნია წამოდგა და ჩემ წინ, ფანჯარასთან გაჩერდა. ზანტად წამოვდექი. მაისურის ბოლოებს ჩავეჭიდე და ნელა ავწიე ზემოთ, ამდენი ხანი არასდროს დამჭირვებია გასახდელად. თმები ამებურდა და წინ ჩამომეყარა, ნერვიულობისგან მთლიანად დამჭიმვოდა სხეული. მაისური ფრთხილად გადავკიდე სკამზე და ვეცადე ბიუსჰალტერი გამეხსნა, თითები ისე მითთრთოდა ნორმალურად ვერც ვეჭიდებოდი. მოუხერხებელი ყოველთვის ვიყავი, მაგრამ ასეთი? არასდროს.! შეშინებულმა ავხედე ჩემს სიმპატიურ ექიმს და სატირლად მოვემზადე. ფანჯარის რაფაზე მიყრდნობილს, ორივე ხელიც რაფისთვის ჩაეჭიდა და ნერვიულად ათამაშებდა თითებს. ჩემს შეხედვაზე, თითები გაუშეშდა, ტუჩები რაღაცის სათქმელად ოდნავ გახსნა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ოდნავ ჩაიღიმა და თავი ჩახარა. როგორც იქნა გავიხსენი ბიუსჰალტერი და ძალიან ნელა გავიხადე, ერთი ხელი ისევ მკერდზე მედო, ვიფარვდი ჩემი ჭკუით. ახლოს მოვიდა, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და წარბი ასწია, მერე თითით მანიშნა ხელი ჩამოსწიეო და რეზინის ხელთათმანები ამოიღო. კანკალმა ამიტანა, შეშინებული და გაწითლებული ვიდექი და ხელები უღონოდ ჩამომეშვა. შემომხედა, ჯერ სახეზე დამაკვირდა, მერე მზერა ტუჩებიდან ქვემოთ ჩაასრიალა და მკერდზე გაჩერდა, ამეწვა, საშინლად ამეწვა.
ხელთათმანებს ხელებში ათამაშებდა, რაღაცას ფიქრობდა, მერე მაგიდაზე დადო და შიშველი ხელებით წამოვიდა ჩემკენ, უნებურად თვალები დავხუჭე, საშინლად მცხვენოდა, არ შემეძლო მეყურებინა, როგორ მეხებოდა სრულიად უცხო მამაკაცი მკერდზე. მარჯვენა მხარეს ძალიან ფრთხილად მომკიდა ხელი და ოდნავ მომიჭირა, მთელს სხეულში სითბო ჩამეღვარა, ისეთი სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა, რასაც ვერ წარმოვუდგენდი, ნელა აუჩქარებლად მეხებოდა და უფრო და უფრო მეტად მიჭირდა თავის შეკავება, რომ კვნესა არ აღმომოხდოდა. ბუსუსებმა დამაყარა, სისხლი ვენებიდან დაიძრა და მეგონა ძუძუს თავს მოაწყდა ხმაურით. თვალები გავახილე, ჯანდაბას რაც არის არის, ნუ შეგრცხვება ელენე, მიიღე ამ გასინჯვიდან ის სიამოვნება, რასაც ალბათ ვეღარასდროს ეღირსები. სახეზე ვუყურებდი, ქვედა ტუჩი კბილებს შუა მოექცია და ნელა, მონოტონურად მიჭერდა მკერდზე ხელებს, რამდენჯერმე ისე მწარედ მომიჭირა, ტკივილისგან სახე დამემანჭა, ოდნავ ამოვიოხრე, ინება და წარბებს ქვეშიდან ამომხედა, გავთბი, ისე ვიყავი ვნებამორეული, ამ ტკივილმაც კი სიამოვნება მომანიჭა.
მიხვდა, ისევ ტუჩის კუთხეში შეეპარა ღიმილი, ამჯერად სხვნაირად აუმუშავდნენ თითები. ძუძუს თავზე დაიწყეს წრეების შემოხაზვა, ახლა ჩემს წინ ექიმი კი არა მამაკაცი იდგა, მამაკაცი,რომელიც მთელი მონდომებით ცდილობდა სურვილის დაფარვას. ჩუმად ვიდექი და ვუყურებდი, ვტკბებოდი ყოველი წამით, შეხებით, უკვე ჭკუიდან გადავდიოდი, მინდოდა არასდროს დამთავრებულიყო ეს ყოველივე, მინდოდა სამუდამოდ გაგრძელებულიყო. ამასაც მიმიხვდა, ერთი წარბი ზემოთ ასწია, მეორე ქვემოთ, თვალებმოწკურული, ოდნავ ღია ტუჩებით მიცქერდა და თვალებში ცეცხლი ენთო.
არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ჩემი სამოთხე, ტელეფონს რომ არ დაერეკა. აშკარად არ ესიამოვნა, მძიმედ მომაშორა ხელები, არც კი უფიქრია დაბანა, ისე დასწვდა და უპასუხა.
ორ წუთში უკვე ექომამოგრაფიას მიღებდა, საკმაოდ მიმზიდველი, ქერა ქალი, რომლის უკანაც ''ჩემი სიმპატიური ექიმი''იდგა და მონიტორს მისჩერებოდა.
- აი, ეს ნახე. - ხელი გაიშვირა მონიტორისკენ. - ხო და აქაც უყურე, საკმაოდ დიდია, დააფიქსირე აბა.
- ცხრა მილიმეტრი და შვიდი მილიმეტრი. უფრო პატარებიცაა, ნახე. - ახლა ქალი ალაპარაკდა.
- იღლიები ნახე, ლიმფურებიც ექნება.
- გტკივა? - შემომხედა ქალმა, მე უბრალოდ თავი დავუქნიე.
- თავისუფალი ხარ. - ცოტა ხანში მითხრა ქალმა და წერას შეუდგა.
- მაშ ასე... - შენი სახელი არ ვიცი გამომეტყველებით მომაჩერდა ''ჩემი სიმპატიური ექიმი''
- ელენე. - ჩუმად დავიჩურჩულე და ჩაცმა დავიწყე.
- ელენე, - გაიმეორა და განაგრძო. - სერიოზული პრობლემა გაქვს, თუმცა მოუგვარებელი არაა, ფიბრომატოზული მასტოპათია. იცი, ეს რას ნიშნავს? - ისეთი ინტერესიანი თვალებით შემომხედა, როგორც პირველ კლასელ ბავშვს უყურებს მასწავლებელი. უარის ნიშნად თავი გავუქნიე.
გაეღიმა.
- ჰორმონების-ესტროგენის და პროგესტოგენის ცვალებადობის ხარჯზე, ფარისებური ჯირკვლების გადიდებისა და დაპატარავებისას, რაც პირდპირ ახდენს გავლენას ისეთ სენსიტიურ ორგანოზე, როგორიც მკერდია, პირდაპირ აისახება. რაიმე გამონადენი ხომ არ გქონია მკერდიდან? - არა-მეთქი ისევ გავაქნიე თავი. - კარგია. სწორედ ამ დარღვევების გამო ჩნდება სიმკვრივეები და კვანძები, ხშირად ფართოვდება სადინრები და დგება წყალი, თუ ქალი მეძუძურია მაშინ რძეც. ასე რომ, ახლა მოიშორეთ სახიდან ეს დამფრთხალი შვლის გამომეტყველება და ფარისებრი ჯირკვლების ექოსკოპია გაიკეთე, სისხლის საერთო და ჰორმონალური ანალიზები აიღე და ნერვოლოგთან ჩაეწერე ვიზიტზე. - როგორც პატარა ბავშვი, ისე დამიქნია თითი და უარესად გამაწითლა.
- ნერვოლოგი, რატომ? - შეშინებულმა ავაფახულე თვალები.
- საჭიროა. - მოკლედ მომიჭრა და ფურცლები გამომიწოდა, მერე ხალათის გულისჯიბიდან სავიზიტო ბარათი ამოაძვრინა და მომაწოდა. - თუ რამე კითხვა გაგიჩნდა, დამირეკე. წამლებს ანალიზების შემდეგ გამოგიწერ. ორ დღეში ისევ მოხვალ. - ბოლო სიტყვა მკვეთრად წარმოთქვა და ოთახიდან გავიდა. თავზარი დამეცა, არ ვიცი მისგან რას ველოდი, მაგრამ ასე თუ დამტოვებდა არ ველოდი.
*******
საშინლად გაიწელა ის ორი დღე, ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი, ანალიზები და მკურნალობა სულაც აღარ მახსოვდა, მე მისი, ჩემი მკურნალი ექიმის ნახვა მინდოდა. საშინელი სიცხე იყო და აივანზე ვიჯექი, ცივ ყავას მივირთმევდი და სავიზიტო ბარათს დავცქეროდი. ნიკა ენუქიძე-ექიმი-მამოლოგი, მამცნობდა წარწერა და ქვემოთ მითითებული ნომერი გამომწვევად მეჩხირებოდა თვალში. უკვე რამდენჯერმე მოვასწარი ნომრის აკრება, მაგრამ დარეკვას მაინც ვერ ვბედავდი. სისულელე იყო, სრულიად უცხო მამაკაცთან, ექიმთან გაჩაღებულ აშკარა ფლირტზე ვფიქრობდი და საერთოდ არ მცხვენოდა ამის აღიარება.
ჩემი დაქალისთვის - ნუცასთვის რომ გეკითხათ, სულელი ვიყავი, აბა სხვა ვინ დახარბდება ექიმის შეხებასო, თუმცა მან ყველაზე უკეთ იცოდა, რომ მე არაფერს დავხარბებულვარ. ეს ჩემთვის ახალი იყო, სრულიად გამოუცდელი ვიყავი და ამიტომ დამემართა ასე. ვაღიარებ, ნიკა ექიმი იმდენად სიმპატიური იყო, თვით "მრავალ კაცნანახი" ნუცაც კი დაიფერფლებოდა მის შეხებაზე. ნუცას ეს რომ ვუთხარი ერთი გემრიელად გაეცინა და სიგარეტი გააბოლა. მეგობარს, რომ არ "დავახიო" კაცი თბილისში ცოტანი არიანო? არა, რას ვერჩი ნუცას, მეგობრობა იცის ნამდვილად, მართალია მის ცხოვრების წესს არ ვამართლებ და არც ვიწონებ, მაგრამ ის ჩემი უსაყვარლესი დაქალია. ალბათ და რომ მყოლოდა, მასზე მეტად არც მეყვარებოდა, ამიტომ თვალს ვხუჭავ მის ყოველ ახალ მეგობარზე და მერე როცა ატირებული ჩემკენ გამორბის, კალთაში თავჩადებულს უხმოდ ვეფერები თმებზე. ნამდვილი მეგობარი ხომ არასდროს გეტყვის, აი, ხომ გაფრთხილებდიო, ეს იცის ნუცამ და იმიტომ მორბის ჩემთან - თავის თავშესაფართან.
ხოდა, იმ დღეს, ექიმთან რომ წავედი, ნუცაც გამომყვა, შენ ისეთი გაოგნებული სახე გაქვს, შუბლზე გაწერია, ნიკა ექიმო მომწონხარო და სანამ კაბინეტში მაგიდაზე დაგიკარგავს ქალიშვილობა, მანამდე უნდა მოგაგო გონსო. თავის ნათქვამ ხუმრობებზე, თავადვე ეცინებოდა, მე კი საცოდავად ვუღიმოდი და გულის დამშვიდებას ამაოდ ვცდილობდი. ნიკას ნახვამდე, ანალიზები ავიღე, ნერვოლოგთანაც ვიყავი.
მსუბუქი ნერვიული აშლილობა, დეპრესიულ ფონზე, იყო ნერვოლოგის განაჩენი. ყველაფერი იმ სტრესის გამოა, უძილო ღამეების, ტირილისა და გაუთავებელი ტკივილის ბრალია. ხშირი ცრემლიანობა, დეპრესიის წინაპირობააო და ათასი ამისთანა რამ.
- კაი რა, ელენე, ასე რატომ აბუქებხოლმე? - გამიბრაზდა იქიდან გამოსვლისას ნუცა. - არ ხარ შენ იმდენად დეპრესიული, თავს ასე რატომ უყალიბებ ადამიანს?
- არ მიცნობ, ნუცა. - თვალი ავარიდე მეგობარს, აბა მან რა იცოდა ჩემი ტკივილებისა და ნერვიულობის ამბავი, მე ხომ ბევრს არასდროს ვლაპარაკობდი ჩემს თავზე, ჯერ კიდევ მაწუხებდა ვაჩეს ამბავი. თვალების ცეცებით მივედი ნიკას კაბინეტთან. - აქ დამელოდე? - თვალები დავუბრიალე ნუცას, რომელიც ფეხდაფეხ მომყვებოდა.
კარზე ფრთხილად დავაკაკუნე და ღრმად ჩასუნთქვის შემდეგ კარი შევაღე. ნიკა ვიღაც, თავისი ასაკის ქალს ესაუბრებოდა და თვალებით კარგად ეფლირტავებოდა, გამაცია, ნერვები მომეშალა, ნეტავ რას ველოდი. ნერვებმოშლილმა შევხედე და უფრო მეტად მოვიღუშე, როცა ნიკამ შემოხედა და ირონიული ღიმილი აიკრა. თავი ჩავხარე, შემრცხვა. ნიკამ ქალი გააცილა და მაგიდას ისე მიუჯდა ჩემსკენ არ გამოუხედავს. მეც გაუბედავად დავჯექი მის წინ და პასუხები წინ დავულაგე.
- შენი სახელი? - ისე მკითხა თავი არ აუწევია ქაღალდებიდან, ტირილი მომინდა, რა იმედი მქონდა, იმ ყველაფრის შემდეგ სახელი, მაინც რომ ემახსოვრებოდა. რა დებილი გოგო ხარ, ელენე, ეს შენთვის იყო ის წუთები სასიამოვნო და დაუვიწყარი, თორემ,მისთვის ეს მორიგი გასართობი თამაში იყო. ალბათ რამდენ ქალთან გაუკეთებია იგივე. თვალზე მოწოლილი ცრემლი უკან შევაბრუნე და წელში გავსწორდი.
- ელენე. - მკვეთრად გამოვთქვი ჩემი სახელი, ისე რომ მისი სიმპათიური სახისთვის თვალი არ მომიშორებია.
- აჰა, გამახსენდა. - რაღაცას ხმადაბლა ბუტბუტებდა, ალბათ დასკვნებს კითხულობდა. - გასაგებია. - სასწრაფოდ უნდა მივხედოთ, ლამაზო ქალბატონო თქვენს ასევე ლამაზ მკერდს, თორემ მერე გვიანი იქნება და ჩემი მკურნალი ტუჩებიც კი ვეღარ გიშველით. - თავი არ აუწევია, ისე ჩამომიყალიბა და ადგილზე გამახევა, მეგონა მომესმა, ეს რა იყო ახლა? რა სპექტაკლი იყო? თუ ნიკა ექიმი ყველა თავის პაციენტს ასე ესაუბრება?
- ბატონოო? - გაოგნებისგან ძლივს ამოვუშვი ერთი სიტყვა პირიდან.
- ნიკა, ნიკა ექიმი. - შემისწორა და ინება თვალებში შემოხედვა, ისეთი სიმპატიური იყო, ისეთი თვალები ჰქონდა, მართლაც უსიტყვოდ დავნებდებო აქვე, ამ მაგიდაზე, როგორც ნუცამ "მიწინასწარმეტყველა". რა უხამსი აზრები შემოგეჩვია, ელენე? გავუწყერი ჩემს თავს.


მოკლედ, ახალი ისტორია დავიწყე ჩემო კარგებო და თქვენი აზრი მაინტერესებს, იმედია დაკომენტარება არ დაგეზარებათ. შოკოლადს ჩვეულებრივად ვაგრძელებ და გპირდებით ამით სარა და გეგა არ დაზარალდებიან...მადლობა და გკოცნით, თქვენი ლორე.



№1 სტუმარი darina

Me momwons sheni istoriebi da darwmunebuli var rom ise shemiyvardeba es wyvili rogors sara da gega miyvars, magari gogo xar rogorc yoveltvis iseti emociuri iyo shen rom ici, ra vibodiale mec ar vici jer kidev shtabechdilebis qveah var.

 


№2  offline ახალბედა მწერალი lullaby

განა მჯერა სათაურიიი <3

ბატონო ნიკა, უკაცრავაად? o_O

თათ იცი შენ უკვე ამ თავზე ჩემი აზრია. ისეთივე შეუდარებელი გამოვა ეს ისტორიაც, როგორც შოკოლადია. შენი წერის სტილისგან სხვანაირს არც უნდა ველოდოთ.

აი ლავ იუ ნიკ!!! :დდ <3

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

ეს რა იყო ? ნამდვილი საოცრება ხარ ლორე ოდესმე მსგავსი დაავდადების მატარებელ ქალზე ისტორიის წაკიკთხვა ღიმილს თუ მომგვრიდა რას ვიფიქრებდი. ვიჯექი ვკითხულობდი და მეღიმებოდა ნუ უფრო ნიკოლოზმა გამიტაცა ისე გყავს აღწერილი თან ამ ფოტოზეც მშვენიერი ყმაწვილია გამოსახული და მე კიდე ეს მინდოდა? მაგრამ მაინც გეგას ერთგული ვარ ჯერ -ჯერობიით ვნახოთ ნიკოლოზი როგორი ბიჭი იქნება ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება wink wink

 


№4  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

lullaby
განა მჯერა სათაურიიი <3

ბატონო ნიკა, უკაცრავაად? o_O

თათ იცი შენ უკვე ამ თავზე ჩემი აზრია. ისეთივე შეუდარებელი გამოვა ეს ისტორიაც, როგორც შოკოლადია. შენი წერის სტილისგან სხვანაირს არც უნდა ველოდოთ.

აი ლავ იუ ნიკ!!! :დდ <3


დაიჯერე მარიი,ხო ვიციი...მადლობა ჩემო საყვარელო

darina
Me momwons sheni istoriebi da darwmunebuli var rom ise shemiyvardeba es wyvili rogors sara da gega miyvars, magari gogo xar rogorc yoveltvis iseti emociuri iyo shen rom ici, ra vibodiale mec ar vici jer kidev shtabechdilebis qveah var.

შეგიყვარდება,აი ნახავ...მადლობა

 


№5  offline წევრი Evelina

ჰაჰ. ეს რა იყო? ჯერ არ დაგიწყია ისტორია და უკვა დამცხა!!!

 


№6  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

sameone crazy girl
ეს რა იყო ? ნამდვილი საოცრება ხარ ლორე ოდესმე მსგავსი დაავდადების მატარებელ ქალზე ისტორიის წაკიკთხვა ღიმილს თუ მომგვრიდა რას ვიფიქრებდი. ვიჯექი ვკითხულობდი და მეღიმებოდა ნუ უფრო ნიკოლოზმა გამიტაცა ისე გყავს აღწერილი თან ამ ფოტოზეც მშვენიერი ყმაწვილია გამოსახული და მე კიდე ეს მინდოდა? მაგრამ მაინც გეგას ერთგული ვარ ჯერ -ჯერობიით ვნახოთ ნიკოლოზი როგორი ბიჭი იქნება ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება wink wink


ნიკუშამ უკვე ბევრის გული დაიპყრო,ჩემიც♥დაავადებას რაც შეეხება მგონი ურიგოდ არ მაქვს აღწერილი,ასეთუისე მესმის ეს ამბავი

 


№7 სტუმარი black

Uh uh Ra Ravi,Ra taviih?!sagol lore magarii istoriAa
love

 


№8  offline წევრი ♡EPICLOVE♡

magari iyo bevri vicine nu exa raiyo sasacilo mara mainc yochaag momewona da male gaagrdzelee ♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

ლორელაი
sameone crazy girl
ეს რა იყო ? ნამდვილი საოცრება ხარ ლორე ოდესმე მსგავსი დაავდადების მატარებელ ქალზე ისტორიის წაკიკთხვა ღიმილს თუ მომგვრიდა რას ვიფიქრებდი. ვიჯექი ვკითხულობდი და მეღიმებოდა ნუ უფრო ნიკოლოზმა გამიტაცა ისე გყავს აღწერილი თან ამ ფოტოზეც მშვენიერი ყმაწვილია გამოსახული და მე კიდე ეს მინდოდა? მაგრამ მაინც გეგას ერთგული ვარ ჯერ -ჯერობიით ვნახოთ ნიკოლოზი როგორი ბიჭი იქნება ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება wink wink


ნიკუშამ უკვე ბევრის გული დაიპყრო,ჩემიც♥დაავადებას რაც შეეხება მგონი ურიგოდ არ მაქვს აღწერილი,ასეთუისე მესმის ეს ამბავი


იმხელა ემოციას ვიღებ შენი ისტორიების კითხვისას ვმუნჯდები არადა მთელი დღის მანძIლზე ლაპარაკის მეტს არაფერს ვაკეთებ wink სასწაულია მარტო ეს ჩემი დამუნჯება და მარტო მაგიტო ხარ მაგარი wink wink

 


№10  offline მოდერი X.G

ძალიან მაგარია მომეწონა ველი შემდეგ თავს

 


№11  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

♡EPICLOVE♡
magari iyo bevri vicine nu exa raiyo sasacilo mara mainc yochaag momewona da male gaagrdzelee ♡♡♡

მადლობა,ვეცადე ტრაგი-კომედია შემექმნა...ცოტა ცრემლი,სევდა და იუმორიც

 


№12  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

პირველად წავიკითხე შენი ისტორია და არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ძალიან მომეწონა.არ მოველოდი.კარგი წერის სტილი გაქვს.უცხო.იმედია მალე დადებ.ძალიან მაინტერესებ.ეს საკვალელი პერსონაჟები ნეტავ როგორ განვითარდებიან. <3 <3 ვაი რა კაიაა ♥ ♥♡♡♡
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№13  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

teofine15
პირველად წავიკითხე შენი ისტორია და არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ძალიან მომეწონა.არ მოველოდი.კარგი წერის სტილი გაქვს.უცხო.იმედია მალე დადებ.ძალიან მაინტერესებ.ეს საკვალელი პერსონაჟები ნეტავ როგორ განვითარდებიან. <3 <3 ვაი რა კაიაა ♥ ♥♡♡♡

teofine15
პირველად წავიკითხე შენი ისტორია და არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ძალიან მომეწონა.არ მოველოდი.კარგი წერის სტილი გაქვს.უცხო.იმედია მალე დადებ.ძალიან მაინტერესებ.ეს საკვალელი პერსონაჟები ნეტავ როგორ განვითარდებიან. <3 <3 ვაი რა კაიაა ♥ ♥♡♡♡


თეოო♥♥მადლობა,გამიხარდა შენი დანახვა.ხოო ვითავხედებ დაა ჩემს სხვა ისტორიეებსაც გირჩევ♥მაგალითად chocolateს.ახლა ვწერ ჯერ არ დამიმთავრებია.

 


№14  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

nirvana99
სასწაული იყო!!!!! ეს რომ მალ-მალე არ დადო არ ვიცი რას გიზამ.

რას მიზავ?♥დიდხანს არ გალოდინებ

 


№15 სტუმარი black

ლორელაი
nirvana99
სასწაული იყო!!!!! ეს რომ მალ-მალე არ დადო არ ვიცი რას გიზამ.

რას მიზავ?♥დიდხანს არ გალოდინებ

ლორელაი
nirvana99
სასწაული იყო!!!!! ეს რომ მალ-მალე არ დადო არ ვიცი რას გიზამ.

რას მიზავ?♥დიდხანს არ გალოდინებ

padeshkas me vadzlevwinkda vnaxot meream

 


№16  offline წევრი masu

Vaimee ramagari iyo <3 male dade ra <3 velodebi axals <3

 


№17  offline წევრი მოლურჯო

სასწაული ხარ ♥
ვგიჟდები შენზე
პირველი და ასეთი კარგი თავი? მე ჯერ არ მინახავს
ნიკა და ელენე ^__^ მშვენიერია
--------------------
მარიამი

 


№18  offline წევრი lonelygirl123

უმაგრესი იყო ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია უბრალოდ მე როგორც აბიტურიენტმა ორ რაღაცას გეტყვი სწორი ფორმაა ჩემკენ და არა ჩემ|ს|კენ
და სწორია ჩემ წინ და არა ჩემ|ს| წინ. მაინც იცოდე რავი რაიცი რაში გამოგადგეს :D :D :D

 


№19  offline ახალბედა მწერალი ერკე

:O ვაიმეეე... ცოტა ხანს ეჭვიც კი შემეპარა, რომ შენი ნაწერი იყო. ისე გაქვს აღწერილი და ისეთი ტერმინები გაქვს გამოყენებული, აშკარად ექიმის, ან სტაჟიანი ექიმის დაწერილს თუ მოგაგონებდათ და ვერ დავიჯერე ნამდვილად, რომ შენი იყო. რამდენჯერმე გადავხედე ავტორს, რამდენჯერ ვნახე... ვაიმე ეს რა იყო მართლა ჰა?
დახვეწილად გეწერა, მაგრამ მე ნამდვილად ვერ მივხვდები ის რაც მას დაუნიშნეს მკურნალობა და ათასი რამ ეს მართალია თუ არა, თუმცა რომ მომხიბლა ფაქტია ^_^
საღოლ... როგორ ახერხებ ორის ერთად წერას ვაიმე.. გამომივიდა აქ მეორე სტივენ კინგი :D :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№20  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

lonelygirl123
უმაგრესი იყო ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია უბრალოდ მე როგორც აბიტურიენტმა ორ რაღაცას გეტყვი სწორი ფორმაა ჩემკენ და არა ჩემ|ს|კენ
და სწორია ჩემ წინ და არა ჩემ|ს| წინ. მაინც იცოდე რავი რაიცი რაში გამოგადგეს :D :D :D

უბრალოდ ტექნიკური შეცდომაა,მადლობა,შენიშვნა მიღებულია,მე როგორც ფილოლოგს არ მეპატიება.ყოველდღიური საუბრის სტილის გავლენაა,ისევე როგორც ყველამ ვიცით,რომ სწორი ფორმაა მინახავხარ,ჩევნ კი ვხმარობთ მინახიხარს.

ერკე
:O ვაიმეეე... ცოტა ხანს ეჭვიც კი შემეპარა, რომ შენი ნაწერი იყო. ისე გაქვს აღწერილი და ისეთი ტერმინები გაქვს გამოყენებული, აშკარად ექიმის, ან სტაჟიანი ექიმის დაწერილს თუ მოგაგონებდათ და ვერ დავიჯერე ნამდვილად, რომ შენი იყო. რამდენჯერმე გადავხედე ავტორს, რამდენჯერ ვნახე... ვაიმე ეს რა იყო მართლა ჰა?
დახვეწილად გეწერა, მაგრამ მე ნამდვილად ვერ მივხვდები ის რაც მას დაუნიშნეს მკურნალობა და ათასი რამ ეს მართალია თუ არა, თუმცა რომ მომხიბლა ფაქტია ^_^
საღოლ... როგორ ახერხებ ორის ერთად წერას ვაიმე.. გამომივიდა აქ მეორე სტივენ კინგი :D :D


ჩემი დაწერილია,ნუთუ სტილი ვერ იცანი?მქონდა კი საკმაოდ ახლო შეხება,მე ვიტყოდი შუალო შეხება ამ ტერმინებთან.დანარჩენს პირადში მოგწერ...ნამდვილია ნამდვილი ეს ყველაფერი.მუზა მომიფრინდა ერკე და ძალიან გთხოვ ნუ დამთარსავ.კინგი არა ის,ვინმე უფრო საინტერესო მაინც გეთქვა

 


№21  offline წევრი kaxelii

მაგარი იყო. ძალიან კარგად გქონდა აღწერილი ყველაფერი. ნიკას პერსონაჟი განსაკუთრებით მომეწონა მაგრამ ირონიამ ნერვები მომიშალა (ისე ელენეს რა ნერვიული აშლილობა აქვს თქვენ ჩემი უნდა ნახით wink ). მოკლედ, ძალიან მაგარი გოგო ხარ და მაგრად მომწონს შენი ისტორიები.

 


№22  offline მოდერი D-roni

მე პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და ახლა ვხვდები რატომ უყვარხარრ ყველას ასე ძალიან ❤

 


№23  offline აქტიური მკითხველი grafo

ალბათ, ნიკა ექიმს ჩაწყობით დააწყებინა ვინმემ მუშაობა, რადგან საგნის გაგებაში არ არის. არც ერთი ექიმი, რომელ დარგსაც არ უნდა ეკუთვნოდეს ის, საკუთარ თავს ასე მოქცევის უფლებას არ აძლევს.

 


№24  offline წევრი Firefly

ჯერ chocolate-მ გადამრია ეხლა კიდევ ამან.♥საოცრება ხარ ნამდვილად!მიყვარს ყველა შენი ისტორია
--------------------
M.T

 


№25 სტუმარი ლენკა

ძააან მომეწონა wink აიი ძაან მაგარად წერ შენი ყველა ისტორიმაქვს წაკითხული მაგრამ პირველად გიკომენტარებ ველოდები შემდეგ თავს love

 


№26  offline მოდერი ლილიანა

მამოლოგგთან კონსულტაცია ასეთი სასიამოვნო თუ იყო არ ვიცოდი :-) :-) :-) :-) საოცრად გადმოსცემ განცდებას
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№27  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

[quote=grafo]ალბათ, ნიკა ექიმს ჩაწყობით დააწყებინა ვინმემ მუშაობა, რადგან საგნის გაგებაში არ არის. არც ერთი ექიმი, რომელ დარგსაც არ უნდა ეკუთვნოდეს ის, საკუთარ თავს ასე მოქცევის უფლებას არ აძლევს.[/quot
კარგი გრაფო შეარგე,ისტორიაში ასე მოქცევა.რა ქნას დაავიწყდა ეთიკაც და ჰიპოკრატეც:დ

 


№28  offline წევრი kora

ჯერ ხომ სათაურმა მომხიბლა და წაკითხვა გადავწყვიტე, შენი ნიკის დანახვისას ხომ გავგიჟდი ისე გამიხარდა შენგან ახალი ისტორია.
მართალია, ძალიან ემოციური იყო, კითხვისას მოვიწყინე კიდევაც. საოცრად გადმოსცემ სათქმელს ცრემლიც არის,სევდაც და იუმორიც. ელენეს ტკივილზე სევდა მომაწვა, აი ის სიმპატიური ექიმი და მისი ქცევები კი გაგამხიარულებს ადამიანს, თაან ნიკა ჰქვია და ჯერ მარტო სახელზე ვაბოდებ და უკვე თვით ეგ ბიჭიც მომწონს (ნუ გეგა მაინც სულ სხვაა, მაგას როგორ ვუღალატებ :დ)
თათა, საოცარი გოგო ხარ!ვგიჟდები შენს ისტორიებზე <3
--------------------
kira.G

 


№29  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

D-roni
მე პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და ახლა ვხვდები რატომ უყვარხარრ ყველას ასე ძალიან ❤

მადლობა ჩემო კარგო და მიხარია,რომ დაიწყე კითხვა.მე შენს ისტორიებს ვკითხულობ და აღფრთოვანებული ვარ. გამიხარდება ჩემს სხვა ისტორიასაც თუ წაიკითხავ

ლილიანა
მამოლოგგთან კონსულტაცია ასეთი სასიამოვნო თუ იყო არ ვიცოდი :-) :-) :-) :-) საოცრად გადმოსცემ განცდებას


ელენესნაირი გოგოსთვის,რომელსაც ასეთი სიმპატიური ექიმი შეხვდა კი,მაგრამ ისე რა მოგახსენოთ,გადასარევი ნამდვილად არაა.

ლილიანა
მამოლოგგთან კონსულტაცია ასეთი სასიამოვნო თუ იყო არ ვიცოდი :-) :-) :-) :-) საოცრად გადმოსცემ განცდებას


ელენესნაირი გოგოსთვის,რომელსაც ასეთი სიმპატიური ექიმი შეხვდა კი,მაგრამ ისე რა მოგახსენოთ,გადასარევი ნამდვილად არაა.მადლობა ლილი

♥მარიამი♥
ჯერ chocolate-მ გადამრია ეხლა კიდევ ამან.♥საოცრება ხარ ნამდვილად!მიყვარს ყველა შენი ისტორია

მადლობა გაიხარე.მე კი შენი ისტორიები მიყვარს

 


№30  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

kora
ჯერ ხომ სათაურმა მომხიბლა და წაკითხვა გადავწყვიტე, შენი ნიკის დანახვისას ხომ გავგიჟდი ისე გამიხარდა შენგან ახალი ისტორია.
მართალია, ძალიან ემოციური იყო, კითხვისას მოვიწყინე კიდევაც. საოცრად გადმოსცემ სათქმელს ცრემლიც არის,სევდაც და იუმორიც. ელენეს ტკივილზე სევდა მომაწვა, აი ის სიმპატიური ექიმი და მისი ქცევები კი გაგამხიარულებს ადამიანს, თაან ნიკა ჰქვია და ჯერ მარტო სახელზე ვაბოდებ და უკვე თვით ეგ ბიჭიც მომწონს (ნუ გეგა მაინც სულ სხვაა, მაგას როგორ ვუღალატებ :დ)
თათა, საოცარი გოგო ხარ!ვგიჟდები შენს ისტორიებზე <3

კარგით ნუ მაწითლებთ,არ მიყვარს მე ქება.მადლობა ერთგულობისთვის.იმედი მქონდა რომ მოგეწონებოდათ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent