ერთი ჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია
-ნიკა, სად ხარ? -სახლში სალო რა იყო, რა ხმა გაქ? -მიპასუხა ნიკამ -უნდა გნახო და გამოდი რა.. -ხო მშვიდობაა??-გამოდი და გეტყვი -კაი ნახევარ საათში მოვალ .- გელოდები. . . -რა გჭირს სალო? - უნდა დავშორდეთ -მეღადავები ტო? -არა, სერიოზულად გეუბნები.. -არა! -კი! -რატო?! -აღარ მიყვარხარ! -სხვა გიყვარს? -კი -არ მჯერა! -დაიჯერე -არა-მეთქი! -ტონს აუწია ნიკამ- რას მეუბნები გოგო გესმის? -კი - ვუთხარი და ცრემლები წამომივიდა - ამიხსენი რა გჭირს, იცი ახლა რა სისულელეს ამბობ ტო? შენ არ იყავი გუშინ, რომ მეუბნებოდი ერთადერთი ხარო, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარო, შენზე გარეშე არ მინდაო? -გატყუებდი - ჩავიბურთყუნე მე -თვალები? შენი თვალებიც იტყუებიან? -აღარ მიყვარხარ! გაიგე! -ხმას ავუწიე თან ხმაში ცრემლი შემეპარა -ვერ გავიგებ! მითხარი რა გჭირს? რა გითხრეს? -უნდა წავიდე! -ვერსად ვერ წახვალ სანამ სიმართლეს არ მეტყვიი - ხელზე მომიჭირა -გამიშვი, მტკივა, გითხარი აღარმიყვარხარ-მეთქი და გაიგე! -აღარ გიყვარვარ? როდიდან? -ახლა მივხვდი! - ისევ ჩავიბურტყუნე -რას მიხვდი გოგო გაგიჟდი? შემომხეე თვალებში, შემომხედე და ახლა მითხარი რომ აღარ გიყვარვარ - დამანებე რა თავი.. -ტირილი დავიწყე და სახეზე ხელი ავიფარე -არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ აუცილებლად გავარკვევ და იცოდე ვერ გადამირჩები, რომ არ მეუბნები.. -აღარ დამირეკო რა, საერთოდ შემეშვი - ვუთხარი ტირილით და სახლსი გავიქეცი * * * - უთხარი? -მკითხა ლიზამ -დავშორდი -რომ გაიგებს გაგიჟდება -ვიცი, მაგრამ არ შემიძლია, ვერ ვაიძულებ, რომ მომეჯაჭვოს, თავისი ცხოვრება უნდა აიწყოს და ბედნიერი იყოს. -შენს გარეშე ბედნიერი ვერ იქნება, -დრო გავა და ყველაფერი დაავიწყდება, ბედნიერებას იპოვის და მე აღარც კი გავახსენდები -და შენ? -მე? მე ... -და ისტერიული ტირილი დავიწყე. ვტიროდი მეც და ლიზაც -ჩემო გოგო, ხომ იცი როგორ მიყვარხარ! -ვიცი, და ამიტოპმ დამპირდი, რომ არაფერს ეტყვიი, დაიფიცეე, რომ რაც არ უნდა გააკეთოს არაფერს ეტყვი. -კარგი, როგორც გინდა, მაგრამ იცოდე რომ ძალიან ცუდად იქცევი -მისთვის ასე ჯობია. * * * -და რატო გშორდებიო? -არ ვიცი რა გიუშ, გამაგიჯებს ეგ გოგო, არ ვიცი რა ჭირს -ბიჭო ხო იცი რო უყვარხარ? -ვიცი -რას აპირებ? - შევეშვები -გაგოჟდი ტო? და მის გარეშე სიცოცხლე როგორ წარმოგიდგენია? შენ ნა რიყავი, სალო რასაც მოინდომებდა ყველაფერს რომ უსრულებდი? შენ არ იყავი, ღამის სამ საათზე სახლში რომ დაადგებოდი მომენატრე და შენი ნახვა მინდოდაო? შენ არ იყავი ყოველ დილით, 8 საათზე, რომ იღვიძებდი, მარტო იმიტომ რომ სალო გაგეღვიძებინა და სკოლაში არ დაგვიანებოდა? შენ არ იყავი ბათუმში ორი კვირით რომ იყო წასული სალო და ჩამოსვლის წინა დღეს თავზე რომ დაადექი მომენატრე და ერთი დღეს ვერ გავძელეიო? და ამის მერე შეეშვები ტო? - არ ვიცი რა ვქნა, ძალიან უცნაურად იქცევა - ხოდა გაარკვიე * * * -ლიზა როგორ ხარ? - კითხა სკოლიდან გამოსულ ლიზას ნიკამ - კარგად შენ? -რავი, სალო არ იყო დღეს სკოლაში? -არა -რატო? სად არის? - დაღლილი იყო და სახლშია -მისმინე, არ იცი რა ჭირს? -მე ვერაფერს გეტყვი რა ნიკა, დამაფიცა. -ოხ, სალო, სალო. კაი ლიზ მადლობა -კარგად * * * -რა გინდა ნიკა? - როგორც იქნა ინებეთ მობილურთამ მისვლა? საქმე მაქ -რა გინდა მითხარი - უნდა გნახო -არ მცალია/ -არ მაინტერესებს, ნახევარ საათში ჩამოდი * * * -ამიხსენი რა გჭირს -ხომ გითხარი -აღარ გიყვარვარ? - არა! -ჩემი თავი დაიფიცე -... -აი, ხედავ? - გეხვეწები, დამანებე რა თავი, - ტირილით უთხარა ნიკას. -რას მეუბნები ხვდები? როგორ დაგანებო თავი, აღარ გახსოვს ერთად რამდენი რამე გადაგვიტანია? გახსოვს? ყველაფერი გახსოვს? და ამის მერე მეუბნები, რომ დაგანებო თავი ისე, რომ შენ არაეფერი ამიხსნა? რაც არ უნდა გააკეთო იცოდე, რომ თავს არ დაგანებებ არასდროს, ჩემი სიცოცხლე ხარ და ეს შენ ჩემზე კარგად იცი. ნუ მთხოვ რომ შეგეშვა, ტუნდაც იმიტომ, რომ ღვთის წინაშე ფიცი გვაქ დადებული, რაც არ უნდა მოხდეს ერთად ვიქნებითო, გახსოვს? ისიც გახსვს მომავალს როგორ ვგეგმავდით? როგორ ვარჩევდით ჩვენი შვილის სახელებს? და ამის მერე გინდა ეს ყველაფერ დავივიწყო ტო? -მომავალი, აღარ იქნება ჩვენი მომავალი... -ტირილით ვუთხარი ნიკას -რა? -გუშინ ექიმთან ვიყავი... -მერეე? - ლეიკემია მაქ პირველად ჩემს ცხოვრებაში ნიკას თვალზე ცრემლი შევნიშნე -და რატო არ მითხარი? შენი მოკლე ჭკუით გადაწყვიტე, რომ თუ დამშორდებოდი უკეთსი იქნებოდა? ვისთვის, ჩემთვის თუ შენთვის მითხარი - მითხრა დიდი ხნის დუმილის შემდეგ -შენთვის -შენთვის - გაიმეორა ნიკმ - როცა ეს გადაწყვიტე შენ ჩემზე არ გიფიქრია! -მითხრა გაბრაზებულმა -მალე მოვკვდები .. -რა თქვი გოგო? ეგ სისულელე მეორედ არ გაიმეორო! შენ არ გაქ უფლება მაგაზე თუნდაც იფიქრო, მე არ გაძლებ ამის უფლებას გესმის? შენ არაფერი მოგივა, ერთად ვიბრძოლებთ და ყველაფერი კარგად იქნება. დაიფიცე, ჩემი თავი დაიფიცე, რომ დიდხანს, ძალიან დიდხანს ვიქნებით ერტად და ეს არასდროს დაგავიწყდეს, ერტდ გავზრდით ჩვენ შვილებს, ორ ბიჭს და ერთ გოგო, როგორც გინდოდა, ერთად ვითამაშენთ და ძალიან ბედნიერები ვიქნებით! -ძალიან მიყვარხარ! ჩავეხუტე ისე, რომ სუნთქვა შემეკრა და ძალიან დიდხანს ვიყავით ასე, ბოლოს ისევ ნიკამ მითხრა-კარგი წამოდი, სახლსი მიგიყვან, თორე დედაშენი ინერვიულებს * * * -ღადაობ ტო, ლეიკემია? -ხო ბიჭო, აი, ამას ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს რა, პროსტა ერთი ვიცი, რო ვიბრძოლებთ ბოლომდე და უეჭველლი გავიმარჯვებთ, არ მივცემ უფლებას, რომ წავიდეს! და პირველად თავის ცხოვრებაში ნიკამ ცრემელები ვეღარ შეიკავა და ცხარე ცრემლით ატირდა -კაი, დაწყნარდი ძმა, შენთან ვართ ხო იცი, შენ პროსტა თქვი რა გავაკეთოთ- -კაი გიუშ, მიდი ბიჭებს დაურეკე და რამე მოვიფიქროთ რა . . . -ღადაობთ ბიჭო? სალო და ლეიკემია? -ნიკუშ შენთან ვართ რა -ვიცი ძმაო და მიტომ ვართ ძმები. კაროჩე, ჯერ არ ვიცი რას ვიზავთ, მაგრამ სალოს ერთი სიურპრიზი უნდა მოვუწყოთ რა -რასაც იტყვი -ერთხმად თქვეს ბიჭებმა * * * -ლიზა, როგორ ხარ? ნიკა ვარ- მოესმა ლიზას ტელეფონში ნიკას ხმა -კარგად ნიკუშ, შენ? -რავი რა, შენი დახმარება მინდა რა, ხვალ თუ გცალია. -კი, მცალია რა ხდება აბა მითხარი -სალოს მინდა, რომ რამე სიურპრიზი გავუკეტო -რა კაია, დაგეხმარები აბა რას ვიზავ -ჯიგარი ხარ . . . -სალუ, სად ხარ? დილით მობილურზე დაურეკა ლიზამ - სახლში ლიზ, ცოტა ცუდად ვარ შენ? -აუ, გოოგო რაღარ რომ თხოვო შემისრულებ? - მეკითხები კიდეც? -აუ, მიდი რა მაშინ კაფეში გაოდი კაი? ტელეფონში ვერ გეტყვი, ვერც შენთან რა -რა ხდება, ხო მშვიდობაა? -კი,კი რო მოხვალ გაიგებ. ერთ საათში მოდი კაი? -კაი, გკოცნი * * * სახლიდან გამოსულ სალოს პირველი ყვავლი პატარა ბიჭმა მიართვა და თბილად გაუღიმა. კაფეში დიდი თაიგულით შევიდა -ასეც ვიცოდი - უთხრა მაგიდასთან მჯომ ნიკას - ძაან მიყვარხარ -შენ არ იცი მე როგორ მიყვარხარ! -მე უფო !-ნწ.. მე -ოოო -ხო კარგი, მე ოდნავ მეტად და ახლა ჩუუ.. -კაი, კაი -ლიზას არ ეჩხუბო კაი? -შენი ხათრით - ჩემი გოგო ხარ! -ხო -დღეს სადმე მიდიხარ? -არა, მაგრამ სახლში ადრე უნდა მივიდე - რატო? -ხვალ ექიმთან მივდივარ -მეც წამოვალ -რატო? -იმიტო -რა სულელი ხარ -ხვალ ოპერაციის დღე უნდა დავნიშოთ - ყველაფერი კარგად იქნება ხო იცი? - მეშინია -რისი ტო? შენთან არ ვარ? -იმის, რომ თუ რამე მომივა ვეღარ შევძლებ შენი ღიმილის დანახვას, ვერც შენს ჩახუტებასმ ვერც ჩხუბს... საერთოდ ვერაფერს. რა მოხდება თუ მე აღარ ვიქნები? -სისულელეს ამბობ ხო იცი? როცა შენ აღარ იქნები, მე უკვე დიდი ხნის წასული ვიქნები, ეგ იცოდე რა -მიყვარხარ! -მე უფრო * * * -ორ კვირაში ოპერაციიას მიკეთებენ -ყველაფერი კარგად იქნება სალუ რა, აი, ნახავ. ნიკაც იყო? -კი, იყო, პირველად ახლა შევამჩნიე მის თვალებში სევდა, თითქოს არაფერს იმჩნევს, რომ ემ არ მანერვიულოს, კარგ ხასიათზეა, მაიმედებსმ, მარამ სინამდვილეში ძალიან განიცდის -ძალიან უყვარხარ -მეც მიყვარს, სიცოცხლეზე მეტად და არ მინდა სიკვდილი, ამაზე რომ ვფიქრო სულ ჩვენი ერთად გატარებული დრო მახსენდება, არ მინდა, რომ წარსულში დარჩეს, უფრო იმიტომ არ მინდა რომ, ვიცი ნიკა ვერ გადაიტანს და თავს რამეს დამართებს. ეს კი ყველაზე მეტად მტკივა - კარგი რა სალუ, არაფერი მოგივა, რა ნუ ფიქრობ მაგაზემ ძაან გთხოვ ორივემ ვიცოდით, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო, მეც და ლიზაც რაღც მომენში ამას ვუშვებდით, მაგრამ ბოლოდმე ვერა. რა იქნება სიკვდილის შემდეგ? ვერც დედაჩემი და ვერც ნიკა ვერ გადაიტანენ , მაგრამ თუ მაინც მოვკვდები. ნეტა რა ხდეება იქ? უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში, მაგრამ პასუხებს ვერ ვპულობდი, არც ვიცოდი სად უნდა მეძებნა * * * ოპერაციის წინა დღეს მე და ნიკა სასეირნოდ წავედით. არც ერთი არ ვიღებდით ხმას.. გვეშინოდა.. უბრალოდ, ერთმანეთს ვუყურებდით და თითქოს ერთმანეთის თვალებს ვიზეპირებდით... ბოლოს ისევ მე დავარღვიე დუმილი -ნიკა. .-გისმენ -თუ რამე მომივა.. - არაფერი მოგივა -სიტყვა გამაწყვეტინა მან .-და მაინც, არ შემაწყვეტინო რა. თუ რამე მომივა, დამპირდი, ჩემი თავი დაიფიცე, რომ ცხოვრებას გააგრძელებ, არასოდეს დაეცემი. ვიცი, ხშირად გაგახსენდები და ჩემნაირს ვერ იპოვი. ისეთს, რომლიც ჩვენს ურთიერთობას შეცვლის, მაგრამ დამპირდი,რომ შეეცდები და ახლა ცხოვრებას ვინმე კარგ გოგოსთან ერთად დაიწყებ. ბედნიერი იქნები ვიცი ძალიან ბედნიერი. თავიდან ცოტა გაგიჭირდება, მაგრამ მერე მიეჩვევი, უჩემობას მიეჩვევი. ის ტკივილი განულდება და დროთა განმავლობაში გაქრება. მთავარია თავიდან არ დაეცე, გესმის? დამპირდი! -შენნ შეძლებდი ჩემ დავიწყებას? -ვერასდროს - ვუთხარი ჩურჩულით -ერთადერეთი ხარ და ვერავინ შეგცვლის! შენ კი დამპირდი, რომ იცოხლებ და არასოდეს მიმატოვებ. სულ ჩემ გვერდით იქნები! ჩემი ანგელოზი ხარ და სულ ასე იქნება, სულ ერთად ვისნებით, გესმიეს?-ყველაფერს გავაკეთებ რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული -მიყვარხარ! -მეც! * * * -უკვე სამი საათია საოპერაციოშია, ამდენ ხანს რას აკეთებენ -იკითა სალოს დედამ - დამშვიდდით მაია დეიდა, მალე გამოვლენ და კარგ ამბავს გაგვაგებინებენ -იმედია, ლიზა. მხოლოდ ლოცვა და იმედი დაგვრჩა. ექიმი საოპერაციოდან 15:36 საათზე გამოვიდა და ერთადერთი სიტყვა თქვა "ვწუხვარ" ყველა ტირის... მხოლოს ნიკა იყო დადუმებული და გაქავავებული "ცოცხალ- მკვდარი". ყველა მიდიოდა და უებნებოდნენ რომ მის ტკივილს იზიარებდნენ, მაგრამ რა იცოდნენ რა ხდებოდა მის სულში. სულში, რომელის იმ დროს მოკვდა, როდესაც ექიმმა ის საშინელი სიტყვა ტქვა, ვის შეუძლია გაიგოს იმ ადამიანის გრძნობია, რომელიც ცოცხალია, მაგრამ ეს მხოლოდ იმაზე ეტყობა, რომ სუნთქავს. გონებაში იხსენებს ყველა წვრილმანსმის პირველ, ერთადერთ და უკანასკნელ სიყვარულზე. ცოცხალია, მაგრამ მისი გონება და გული შორს, დედამიჭიდან შორს, ცაში, სადღაც, მაგრამ მთავარია ერთად, სალოსთან ერთად არის. მისი ფიქრი და გონება თავის ერთადერთ სიყვარულს გაჰყვა, იქ, სადაც არავინ იცის რა ხდება, მაგრამ მთავარია ერთად! * * * -ბიჭო, ნუკიშ, მისმინე რა ძმურად. 4 თვეა რაც სალო წავიდა, შენ კი ისევ ისე ხარ. დაფიქრდი მას მოეწონებოდა ასეთ დღსში რომ ენახე? როდესმე ხომ უნდა გამოხვიდე აქედან. გაგიჟდები ტო, მარტო სასაფლაოზე დადიხარ. დღეს საბასთან ვიკრიბებით და ძმურად ამოდი რა. მალე გამოვიდეთ, პროსტა ცოტა ხნით გულს გადააყოლებ რა. ან წვერი გაიპარსეე, ან თმა შეიჭერი. ცოტა თავს მიხედე რა ძმაო. არ გახსოვს სალო სლ ამას გსაყვედურობდა, ჭვერგაუპარსავი ნუ დადიხარო. დედაშენიც გაგიჟდება ტო, სულ ცოტა ასზეც იფიქრე, 4 თვეა ასე ხარ და ქალი ცოცხლად გტირის. მარტო მათთვის გააკეტე ისე ტო. სიყვარულისთვის უნდა იცოცხლო, რომ თქვენმა დიდმა სიყვარულმა კიდევ იარსებოს, ამაში კი შენ უნდა დაეხმაროო. შენი თავი თუ არ გეცოდება, დედაშენი მაინც შეიცოდე და სალოზე იფიქრე, ასე რომ დაენახე მეორედ მოკვდებოდა -კარგი შემეშვი რა გიო -რა გჭრის ტო? -თავს საშინლად ვგრძნობ, ყველაფერი დამნგრა, ყველა ოცნება, მომავალი არარ მაქ. სალოს არ უნდა მივეტოვებინე გესმის? მის გარეშე არარაობა ვარ -არა, ძმაო. სალო სულ აქ იქნება, სანამ ჩვენ გონებასა და გულში იარსებებს, არასოდეს დაგვავიწყდება. მთავარია ბედნიერი წავიდა ამ ქვეყნიდა. ბედნიერი იმით, რომ გიყვარდა და სიყვარული იგრძნო, შენი სიყვაული. შენ კი მასთან გატარებული ულამაზესი წუთები გაქვს, რომელიც არ უნდა დაივიქყო, მაგრამ ცხორებაზე ხელი არ უნდა აიღო გესმის?. კაროჩე, დღს 6-ზე საბასთან ართ და ამოდი * * * -ვა, ნიკუშ ტო? -საბა, რას შვებით? -მოდი ძმა -ნიკუშ, ძმა ხარ! -უთხრა გიომ და გადაეხვია.- სახლიდან მოდიხარ? -არა, სასაფლაოდან.... საუბრის დასასრული იმედია მოგეწონებათ :3 ველი თქვენს შეფასებას <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.