შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობის თვალებში


15-12-2015, 14:57
ავტორი კახა
ნანახია 1 489

ბომბავს ქალაქს. მამა არსად არ ჩანს, მაგრამ იმ მომენტში ეს აზრადაც არ მომსვლია, რაღაც ხმამაღლა ყვიროდა ქალაქს ბომბავენ გაიქეცითო, ძალიან ახლოს მოვიდა "მბომბავი"... მე სამალავიდან ამოვედი და გავიქეცი, დედაც მორბის, რუსი ოფიცერი შეგვხვდა, არ მახსოვს მისი სიტყვები როგორ გავიგე, რუსული ცუდად ვიცი, მაგრამ მახსოვს, რომ მითხრა აი იმ ავტობუსში ჩაჯექი, ლონდონში მიდის, იქ უსაფრთხოდ იქნებითო და სრაფად წავიდა, მე დედას გავასწარი და ოფიცერს დავეწიე, არც ის მახსოვს როგორ ვკითხე, მაგრამ აზრი მახსოვს რა ვკითხე.
- მართლა ლონდონში მივდივართ?
- კი, მართლა ლონდონში მიდიხართ, აი ამ ავტობუსში ჩაჯექი დედაშენს გაუჩრებს...
მე სიხარულით ჩავჯექი... ავტობუსი ძალიან სწრაფად წავიდა, ვერ ვხვდები რა მიხაროდა, დედაჩემს არ გაუჩერა, დიდ ხანს ვეხვეწე შოფერს, მერე ტყეში შევიდა ავტობუსი, გადმოხტომა ვცადე და არ გამომივიდა, ტირილი გავაგრძელე...
უცებ გამეღვიძა, ჩემს ოთახში მეძინა, როგორც წესი ზურგზე ვერ ვიძინებ და თუ ვიძინებ კოშმარები მესიზმრება, ერთხელ მახსოვს ჩემი სკოლის დირექტორის გასვენება დამესიზმრა... გათენებულიყო, ავდექი...
სამზარეულოში შევედი, მშია, სიზმარზე ვფიქრობ, სად იყო ჩემი და, ჩემი ძმა, მამაჩემი? ის ავტობუსიც, ტყეში შევიდა, გზა არ იყო, როგორ დადიოდა? ან როცა დედაჩემი იქ დარჩა, რატომ არ ჩამოვხტი? ის თვითმფრინავებიც, მიწაზე მოდიოდა და ისე ბომბავდა ქალაქს, ბათუმში რატომ ვიყავით მე და დედა? ალბათ რაღაც ძველი მოგონება შემომრჩა, სიზმარი ხომ ჩვენი ფიქრებია, ალბათ ოდესღაც ბათუმში ვიყავი დედასთან ერთად და საფრთხე ვიგრძენი...
... და ახლა, როცა ასე ცივა და მშია, ახლა მომინდა ამ ყველაფრის ფურცელზე გადატანა და იმ ამბის გაგრძელება რაც სიზმრით დავიწყე, გარეთ თოვს, ქარბუქია, მე ჩემს ოთახში ვარ, სიცივეა აქაც. არ გეგონოთ რომ რამე მიჭირს ან ბედ ვუჩივი, უბრალოდ დღეს შემცივდა, ეხლახანს მოვედი სახლში, ლუკასთან ვიყავი, ლუკა ჩემი ყველაზე ახლო ძმაკაცი და ჩემი „პადელნიკია“. ეს ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყო, არ ვიცი მოყოლა საიდან დავიწყო, არ ვიცი სად დაიწყო ყველაფერი. მოდი სულ თავიდან დავიწყებ...
X კლასში ვიყავი რომ ლუკა გავიცანი, იქამდეც ვიცნობდი, ახლოს ცხოვრობს ჩემთან, მაშინ დავახლოვდით. ჩემი დაბადების დღის დღეები იყო. ჩემთან მოვიდა წინდღით და ჩემი თხოვნით ჩემთან დარჩა. მეორე დღეს ჩემი ძმაკაცები მესტუმრნენ, კლასელებიც, ბევრი ვიყავით მოკლედ.
თამადა ჩემი კლასელი და ერთ-ერთი ძმაკაცი იყო, რომელმაც ბევრი ლექსი იცის და ყველა სადღეგრძელოზე ლექსს ამბობდა, შეეფერებოდა თუ არა მომენტს და სადღეგძელოს, მაინც ამბობდა, მახსოვს მას ჩუმად დასცინოდნენ, რადგან ყველას დალევა უნდოდა და მისი ლექსების „რეჟიმში’ ისინი დათრობას ვერ ასწრებდნენ.
... ისე აქ დაიწყო ყველაფერი ? მოდი გავაგრძელებ.
ყველა წავიდა ბოლოს, რა თქმა უნდა ჩემ დაბადების დღეზე კარგად გავერთეთ. ლუკა ჩემი ყველაზე ახლო ძმაკაცი გახდა, სულ ერთად ვიყავით, ყველაფერში კარგად ვუგებდით ერთმანეთს. ზაფხულიც მოვიდა. ქობულეთში ვცხოვრობთ ჩვენ...
სულ დამავიწყდა, მე ვარ დავით მაისურაძე (უსტა) მეგობრები ასე მეძახიან...
ზღვა მიყვარს, როგორც აღმოჩნდა ლუკასაც უყვარს, ყველა დღე დადვიოდით, ლუკამ მისი დეიდაშვილი გამაცნო, ზაზა ჰქვია, ისიც ჩვენთან ერთად დადიოდა, ცოტათი ჩვენზე პატარაა, მაგრამ კარგი იუმორი აქვს და კარგად შემეწყო.
იმ დღეს ზღაზე ვიყავით, მე, ზაზა და ლუკა... კარგად ვერთობოდით, ლუკას მოლუსკები მოუნდა, იქვე იყო ზღვაში, დამბაზე. გავედით და დავიჭირეთ. როცა გამოვედით „გავწმინდეთ“. ლუკამ მითხრა:
- უსტა, მოლუსკები კაია, უფასოდაა, ამასთან „ნატახტარი“ ასწორებს.
- მაქვს ფული, ვიყიდი და ჩემთან დავლიოთ, ზაზა შენ რას იტყვი, წამოხვალ ?
- დედას არ მოვუ..ავ ?
- კაი, დაგვილევია დღეს.
პლაჟიდან რომ ამოვედით მე ლუდი ვიყიდე და ფეხით წავედით სახლისკენ, ბულვარში ერთი წყვილი შეგვხვდა, მოხუცი იყო კაცი თითქმის, გოგო ახალგაზდა და ლამაზი, კაცს ჩაცმულობაზე ეტყობოდა რომ დიდი ფულის პატრონი იყო, ლუკამ მითხრა
- ნახე უსტა, ხედავ, ხალხი ცხოვრობს, ჩვენ კიდე ვცოცხლობთ, ჰაერს ვაფუჩებთ, ესაა ცხოვრება ?
- ლუკა, ხო ხედავ მაგას, უკვე დიდია, დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია, ჩვენ მაგაზე ბევრს ვნახავთ ცხოვრებაში და უფრო მაგრად ვიცხოვრებთ.
- რითი ? მაგას ბევრი ფული აქვს, ჩვენ არა, ლუდი რომ გვეყიდა იმის ფული ძლივს შევაკოწიწეთ.
- რა გინდა ? ხო იცი რომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი ფული, შეგვიძლია გავმდიდრდეთ, მაგრამ ჩემი აზრით ამითაც კმაყოფილები უნდა ვყოთ, რაც გვაქვს. მე კი მაქვს რაღაც იდეები, მაგრამ მარტო ვერ შევასხამ ფრთას.
- მერე, მე და ზაზა აქ არ ვართ, გაგვიმხილე და გავმდიდრდეთ ერთად.
ზაზა გვისმენდა, ის თუ ხმას იღებდა სულ ისეთ სისულელეებს ლაპარაკობდა რომ ვაჩუმბდით, თუმცა ის ჩვენი „ძმა“ არის და რა თქმა უნდა მაგრად გვიყვარს.
- ზაზა პატარაა, ჩემი აზრით, გემანიიდან რომ ნაავარიევი მანქნები ჩამოვიყვანოთ, აქ ჩვენი ხელით გავაკეთოთ და გავყიდოთ, კარგ ფულს გავაკეთებთ.
- კიი მაგრამ ნაავარიევ მანქანას ვინ გააკეთებს ?
- მე ვიცი ნაავარიევი მაქნის გარედან გასწორება, ძრავის ან შიგნიდან არაფრის შეკეთება არ ვიცი.
- ძრავი ან შინაგანი პრობლმები მე მომანდე, შიშვენი ხელით რაც იქნება შესაძლებეი ყველაფერს გავაკეთებ.
- ხოო მატრამ პრობლემა მანდ არაა, თავიდან მინიმუმ 5000 $ ხო გვინდა მაინც.
- ოოო, დიდი პრობლემა გვქონია, ფული დღეს ძნელი საშოვნელია.
ამ ლაპარაკში მივუახლოვდით ჩემს სახლს, მივედით და გავამზადე ადგილი სადაც მოლუსკებს შევწვავდი. შევწვით და ლუდიც ჩამოვასხი, ზაზამ და ლუკამ ნაძლევი დადო, ზაზა თუ ერთ დიდ ჭიქას ერთად დალევდა ლუკას 10 ლარი უნდა მიეცა მისთვის, მოიგო ზაზამ. „ნატახტარს“ კარგი გრადუსი აქვს და როცა დავლიეთ სამივემ უკვე ცოტათი მთვრალები ვიყავით, ლუკამ მითხრა:
- უსტა, ვიფიქრე შენს სიტყვებზე, 5000 $ არაა ბევრი მაგრამ არ გვაქვს არც ეგ, ხო შეიძლება რომ ვიშოვოთ ?
- კი, მაგრამ როგორ ?
- ვიმუშაოთ.
- სად ?
- თურქეთში.
- მე ყველაფერზე თანახმა ვარ თუ მეცოდინება რომ იქამდე მივალთ, როცა ჩვენი საქმე და „ბიზნესი“ გვექნება.
- კარგი, მოსულა ?
ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, ალბათ აქ დაიწყო ყველაფერი...
ქობულეთიდან თურქეთში წასვლა ძალიან ადვილია, მეორე დღესვე ჩავალაგეთ ბარგი და წავედით...
ისე, ჩავფიქრდები ხოლმე, ჩემთვის როგორ იყო უკეთესი, ასე რომ მოხდა თუ არ მომხდარიყო ეს ყველაფერი და უბრალოდ გაფუჩებუი მანქნის კეთებით გვერჩინა თავი ? არ ვიტყვი რომ ღმერთმა ასე ინება, ეს გზა მე ავირჩიე, ჯერ-ჯერობით ყველაფერი ისე მიდის რომ არავის დავუჭერივართ... არც შიში არ მეკარება უკვე, რომ დამიჭირონ ვიცი, რომ პირველ ჯერზ იოლად გამოვძვრები, მეორედ იგივე შეცდომას იდიოტები უშვებენ მხოლოდ.
წავედით სამუშაოდ თურქეთში, წასვლამდე გავარკვიეთ რა თქმა უნდა ვისთან მივდიოდით, ლუკას ბიძამ გვითხრა რომ იმ კაცს (თურქს) იარაღების კოლექცია ჰქონდა და თუ ვთხოვდით
გაგვასინჯინებდა ყველას.
სარფზე შეგვხვდა, ლუკამ თურქული ქართულივით იცის, სედათი ერქვა, მე „პიტალიჩი“ შევარქვი, დღემდე ასე ვეძახით.
საძღვარზე რა თქმა უნდა მესაზღვრე შეეჭვდა ჩემს ვინაობაში, პირადობა 14 წლის როცა ვიყავი მაშინ გავაკეთე.
- თქვენი სახელი, გვარი და მამის სახელი მითხარით თუ შეიძლება.
- ვიცი რომ არ მგავს, 14 წლის ვიყავი როცა ეგ ფოტო გადამიღეს, ვარცხნილობა და წვერი შეცვლილი მაქვს ბატონო.
- სახელი, გვარი და მამის სახელი.
- დავით მაისურაძე, გიას ძე.
გზაში ლუკა და პიტალიჩი ბევრს ლაპარაკობდნენ, იცინოდნენ, კარგ პონტში ვართო მეუბნებოდა ლუკა, მე უცებ რაღაცამ გამიელვა თავში, რაღაც სიბოროტემ, ერთი წამით გაიელვა მაგრამ მთელი ცხოვრების გეგმა იყო, არა სიგიჟეა. მაგრამ მე ხომ ყველასგან გამორჩეული ვარ, არავნ არ მგავს, ვიცი რომ ყველაზე კარგი არ ვარ, მაგრამ არც არავინ მგავს, გიჟი ვარ ? ასეთი იდეები ნორმალურ ხალხს არ მოსდის თავში და უცებ, ვხედავ პიტალიჩს როგორ უჭირავს გერმანული „მაუზერი“ და ლუკას ანახებს, გამოარტვა ლუკამ და ფანჯარაში, ზღვისკენ, რაღაცას უმიზნებს, დაუბრუნა მერე და რაღაც უთხრა.
დაახლოებით ორი საათი ვიარეთ, მერე პიტალიცის სახლში მივედით. მე ძალიან დაღლილი ვიყავი და დავწექი, ვიცოდი რომ სამუშაო დღე მელოდა. აქამდე არასდროს მიმუშავია მაგრამ ფიზიკურად არ ვარ სუსტი და ვიცი, რომ ჩემი მიზანი ყველაფერს გამაკეთებინებს.
დავიძინე.
მართლაც იარაღების ბარიგა აღმოჩნდა პიტალიჩი, სადაც ჩვენ გვეძინა იმ ოთახში ჰქონდა ყველაფერი. იარაღების მოყვარულთან ერთად თევზაობაც ყვარებია, ყველაფერი იყო იქ რაც თევზს მოიზიდავს და ჩვენი პიტალიჩი ყველაზე პატარა ნივთსაც თვალისჩინივით უბრთხილდებოდა.
მესამე სამუშაო დღე იყო, უკვე შეგუებული ვიყავი „შრომას“, მეორე მხარეს მთა ჩანდა, ვუყურებდი ამ მთის ბოლოს და იმ ბოროტებაზე ვფიქრობდი რამაც 3 დღის წინ, მანქანაში გამიელვა. ლუკას დავუძახე, ახლოს მოვიყვანე ჩემთან და ისე დავუწყე მოყოლა, თითქოის ვინმე მოგვისმენდა და რაიმეს გაგვიგებდა.
- სიგიჟეა დათო.(დათო პირველად დამიძახა)
- ვიცი, მაგრამ თუ ყველაფერს კარგად დავგეგმავთ, თან ეს მართლა პიტალიჩი თუ გვერდით დაგვიდგება... ხომ ხედავ როგორი გავლენა აქვს, საქართველოში ქურდს რომ ავტორიტეტი აქვს ისეა ესეც.
- ვიცი, მაგრამ ჩვენთვის უცხო ქვეყანაა, საქართველოში მაინც გვეცადა, თან აქამდე არასდროს არ გაგვიკეთებია ეგეთი რამ არც შენ - არც მე. ძნელი იქნება.
- ვიფიქრე მაგაზე, მომზადება მოგვიწევს, მაგრამ იმ მთას რომ ვუყურებ, მინდა დავიპყრო ეს დედამო...ული ქარაქი, მერე ქვეყანა და მსოფლიოც.
- სიდან ამდენი ამბიციაი ბიჭო სიდან ? !
- არ ვიცი, მოკლედ, ხარ ჩემს გვერდით ? - და ხელი გავუწოდე.
- მარტო კაცი ყველაფერში ცოდოა. - ჩამომართვა.
- პიტალიჩს შენ უნდა უთხრა რა თქმა უნდა.
- ვიცი.
დაღამდა. პიტალიჩი მოვიდა. ლუკა არაფრის თქმას არ აპირებდა, არაა ხასიათზეო მითხრა, ამ სამ დღეში თურქული ისე ვისწავლე რომ ვიგებდი ყველაფერს რასაც ლაპარაკობდნენ, ხვალ მოვუყვები, ნუ გეშინია, არ დაგვავიწყდებაო. სახლში მიგვიყვანა და სადღაც წავიდა. დავიბანეთ და მაგიდასთან დავჯქით, სუფრა კარგი გვქონდა სულ, ყველაფერი გემრიელი იყო.
- მაგას ჰგონია ეგაა რაცაა. - ვუთხარი ლუკას და გავიცინე.
- ეგ პიტალიჩი მართლა.
- ისე კარგი როჟა ჩანს, უღალატო. მე არ ვიცნობ ამ ერს და არ ვიცი როგორები არიან, შენ უნდა გკითხო ეგ.
- ცუდი ხალხია, როგორც დაინახე და მითხარი გუშინ, კულტურა და ზრდილობა ამათ არ ააქვთ, რა ქნას ამ პიტალიჩმა, რაც მამამისმა ასწავლა ის იცის.
პიტალიჩი კეთილი კაცი იყო, მაგრამ მისი თუნდაც ჭამის კულტურა, ლაპარაკის ტონი, მიხვრა-მოხვრა მის უკულტურობაზე მეტყველებდა ქართველი კაცის გადმოსახედიდან.
- მერე ? მამამისი რად მინდა, მასზე რა შეგიძლია მითხრა ? მე ხომ იცი იშვიათად ვცდები ადამიანებში.
- არ გვიღალატებს ეს, მაგაზე ნუ იღელვებ.
ოთახში წავედით. ტელევიზორი გვქონდა, არ ჩაგვირთვია. თუთიყუში იყო იმ ოთახში და ლუკამ მითხრა მოდი ვეკაიფოთო. მიდია და ქართული გინება დაიწყო. გაგიჟდა ჩიტი გალიის რკინებს ეხეთქებოდა, ჩვენ სიცილში ვკვდებოდით. მაგრამ მე შემეცოდა მერე და აქეთ გამოვიყვანე ლუკა.
დავწექით. ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა მეორე დღე, რას გვეტყოდა პიტალიჩი.
როგორც წესი თუ მთვრალი არ ვარ არაფერი მესიზმრება, იმ ღამეს სიზმარი ვნახე. ვიღაც გოგო იყო, დიდი, თაფლისფერი თვალები ჰქონდა, მაგრად ვეხუტებოდით ერთმანეთს, მიყვარდა სიზმარში. გამეღვიძა, აქამდე არასდროს არავინ დამინახია სიზმარში სახეზე და არც მათი თვალები, ყველას ინტუიციით ვცნობდი ვინ იყო და მხრების ზემოთ არავისთვის შემიხედია, ეს რა იყო ? ლუკა ხვრინავდა როგორც ყოველთვის. შემეშინდა, არ ვიცი რისი, გარეთ მინდოდა გასვლა და ვერ გავედი, შუქიც ვერ ავანთე, წამოვხტი და „ვინჩესტერი“ ავიღე. გაფუჭებული და ცარიელი. არ ვიცი რა დამემართა მაშინ, რამ შემაშინა. მერე მივხვდი რომ ის, ძველი სიზმარი გამახსენდა და იმის მეშინოდა, დედა მომენატრა. დავაგდე ვინჩესტერი და დედაზე დავიწყე ფიქრი, როგორაა ? ჩემზე ხო არ ღელავს, მე კარგად ვარ, არაფერი მიჭირს, მივწერ, მაგრამ 4 საათია, საქართველოში 3, არ გავაღვიძებ, ისედაც ცუდი ძილი აქვს. ვიცოდი რომ ჩემზე არავინ ღელავდა ისე, როგორც დედა, ისიც ვიცოდი რომ გაღვიძებოდა, როცა ჩემს შეტყობინებას ნახავდა ძალიან გაუხარდებოდა, მაგრამ მაინც არ გავაღვიძე. დავწექი და დავიძინე, იოლად ვიძინებ სულ, თუ მინდა.
დილას პიტალიჩის ხმამ გამაღვიძა.
- ეფენდი !
- ეფენდი და შენი დედა მოვ..ან. ლუკამ დაუძახა.
- რა ? (თურქულად ჰკითხა)
- არაფერი, სიცივეა დღეს.
- ჩაი მზადაა, დალიეთ და წაგიყვანთ.
- კარგი.
როგორც იქნა დადგა შუა დღე და მოვიდა პიტალიჩი. ისე სულ იგინებოდა, ყოველთვის მოვ...ან ეკერა პირზე. ლუკას ვუთხარი რომ დრო იყო.
- დღეს 40 გრადუსი სიცხეა. - ლუკას უთხრა პიტალიჩმა.
- დღეს ამან მომი...ვნა. - ჩემზე ანიშნა ლუკამ.
- რა უნდა ?
- რა უნდა და... იმ მთას ხო ხედავ ?
- კი.
- იქ პოლიცია ადის ?
- რა ჩემი ... ვიცი, თუ უნდა ადის, თუ არა არ ადის.
- უსტამ მითხრა რომ მისი აზრით არ ადიან იქ.
- მერე რა ?
- რაღაც მომიყვა, მომისმინე ახლა კარგად, კარგი იდეა აქვს, თუ დაგვიდგები გვერდში ყველაფერი კარგად იქნება და უფრო ბევრს ფულს იშოვი შენ ვიდრე იარაღების გაყიდვით შოულობ და ჩვენც უფრო გავმდიდრდებით.
- გისმენ.
- უსტამ მითხრა, რომ შეიძლება ქალაქში მანქანა მოიპარო, აიყვანო იქ, იქ წინასწრარ მზად გქონდეს ადგილი, სადაც დაშლი ნაწილებად, როცა დაშლი ნაწილებს მიიტან ვინმე მოხელესთან და ნახევარ ფასად მიჰყიდი. კვირაში ერთი მანქნის მოპარვაა შესაძლებელი.
- გადაირიეთ ? მე იარაღებზე „ვჩალიჩობ“, ვყიდულობ იაფად, ვყიდი ძვირად, ადვილია, არ ვიპარავ, პოლიციაც არ დამსდევს თან დასაგეგმი და გასაქცევი არაფერი მაქვს, ბევრი რამის გათვალისწინება მოგიწევთ რომ სუფთათ გააკეთოთ ყველაფერი და თქვენნაირი ბავშვები მაგდენს დაგეგმავთ ? თან მხოლოდ დაგეგმვა არაა, შესრულებაც დასჭირდება მაგ ყველაფერს, შეძლებთ ? კაი, დავანებოთ მაგას თავი, ჩემგან რა გინდათ ? მე როგორ დაგეხმარებით ?
- ასე დაგეწყო თავიდან, შენგან რა მინდა და ადგილი, სადაც მანქანას დავშლით მიწაში უნდა გამოვთხაროთ, დენის მიყვანა იქამდე, კიდე ის, რომ ეს ამბარი არავინ არ უნდა გაიგოს, იქ არავინ ცხოვრობს ხომ ხედავ - მართლაც იქ, სადაც მე ვამბობდი, ახლოს სახლი არ ჩანდა - არავინ არ უნდა დაინტერესდეს ისე უნდა გავაკეთოთ ეგ. ბევრი ხელსაწყო დაგვჭირდება, შენი დახმარება ბევრ რამეშია საჭირო. შენ ათი იარაღის გაყიდვით შოულობ 2000 $ და ამ საქმით, ერთი მანქნის გატანით, მინიმუმ 40 000 ვიშოვნით, ეს ფული არ ვიცი რამდენზე განაწილდება, მაგრამ შენ 6 ან 7 ათასი მაინც შეგხვდება. ამის გაკეთება თურქეთში იმიტომაა კარგი რომ აქ მანქანა ჩვენთან შედარებით სამჯერ ძვირი ღირს, უფრო მეტჯერაც.
- არ ვიცი, იდეა თითქოს კარგია მაგრამ პოლიცია ? პოლიციას როგორ უნდა დაუმალო ეგ ყველაფერი, დღისით, მზისით, მანქანას მოიპარავ, იქ აიყვან, დაშლი და ნაწილებად გაყიდი. ქალაქში ყველა გაიგებს რომ მანქანა დაიკარგა და ზუსტად იმ მოდელის ნაწილებს იყიდის ვინმე ?
- შენ რა, მართლა არაფერი არ მოგიპარავს არასდროს ?
- არა.
- დღისით არ მოვიპარავთ, ასე 11 საათზე და მერე ...
- 11 საატზე უარესი არაა ? მაგ დროზე ყველა ქალაქშია, ყველას დამთავრებული აქვს სამუშაო საათები და ზოგი ან კაფეშია, ან სეირნობს, სისულელეს ამბობ ბავშვო. - ადგა და წასასვლელად მოემზადა, მე გავაჩერე, ამ ჯერად მე ვლაპარაკობდი და ლუკა თარგმნიდა.
- 11 საათზე იმიტომ მოვიპარავთ, რომ ღამე დაშლა მოვასწროთ, მეორე დღეს სანამ ხალხი გაიღვიძებს ყველაფერი დამთავრებული უნდა იყოს, მაქნის დაშლას 7 საათი მაინც უნდა, ჩემი აზრით, აუცილებელია რომ ჟეშტი მანქნის, რაც გარეთ ააქვს, ბამპერიც და ყველაფერი საერთოდ, გავანადგუროთ. გამიგია რაღაც რაც რკინას ადნობს, ეგეთი დიდი გვექნება, დავჭრით და შინ ჩავყრით, ასეთი რაღაცაები შენ უნდა გაგვიკეთო, მაგის ფულს ცალკე გადაგიხდით, ჩვენ მანქანას მოვიპარავთ და იქ ავიყვანთ, შენ სახლში თბილად იჯდები და ჩვენ რომ გვიპოვნოს პოლიციამ იტყვი რომ ვერ გვიცნობ.
- არ ვიცი ბავშვებო, ძალიან ზედაპირული გეგმაა, თან არ ვიცი მინდა თუ არა მანქნებს ვოარავდე თურქებს ქართველებთან ერთად. თან თქვენი გეგმა, ბევრი დეტალი გამოჩნდება როცა ყველაფერს დაიწყებ, ყველაფერი კარგად უნდა გააანალიზო და მერე გააკეთო საქმე, თან ესეთი საქმე, სარისკოა. - ეს თქვა და წავიდა.



№1  offline წევრი კახა

ვინმე თუ ნახავთ და მოგეწონებათ დაწერეთ და გავაგრძელებ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent