შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მარადიულია 5


16-12-2015, 15:35
ავტორი Lana Tomlinson
ნანახია 2 570

დემეტრე:
გამარჯობა.მე დემეტრე ყიფშიძე ვარ,ოცდაშვიდი წლის.ჯერ კიდევ ცხრამეტი წლის ვიყავი როდესაც პირველად ჩავიდინე მკვლელობა.ეს ინსტიქტურად მოხდა.უბრალოდ როცა სახლს ვძარცვავდით მე და ჩემი მეგობარი ბაჩო,ერთ-ერთმა იქ მცხოვრებმა პოლიციასთან დარეკვა სცადა.ხოდა ასე უბრალოდ,მოვკალი.მას შემდეგ რვა წელი გავიდა.ამ წლების განმავლობაში თანდათან შემისისხორცლდა ის აზრი რომ,ყოველდღე უნდა გამეკეთებინა ისეთი რამ,რაც კანონს ეწინააღმდეგებოდა.ამას შეგნებულად არ ვაკეთებდი,უბრალოდ ფული მჭირდება და ამისთვის კრიმინალი გავხდი.ზუსტად 2 წლის და 3 თვის წინ,საშინელი რამ მოხდა.ერთ-ერთი ძარცვის დროს,როცა უკვე მე და ბაჩოს დამთავრებული გვქონდა საქმე და გამოვდიოდით შენობიდან,პოლიციის სირენის ხმა გავიგეთ.ბაჩომ გაქცევის საშუალება მომცა და თვითონ პოლიციას ჩაბარდა.რა თქმა უნდა ბაჩოს გარდა სხვა მეგობრებიც მყავდა რომელიც მსგავსი საქმით იყო დაკავებული.ამიტომ ერთ-ერთს დავურეკე და ვუთხარი რომ საუკეთესო ადვოკატი ეპოვა,იმისთვის რომ სასჯელი ცოტათი მაინც შეემცირებინათ.მან კი რამდენიმე საათში იპოვა სახელად კატო თეთრაშვილი.დაელაპარა,დიდი თანხაც შესთავაზა თუმცა ის მუდამ ერთი პასუხით უშვებდა:
კრიმინალის ადვოკატი არასდროს ვიქნები!-საშინლად გავხდი.მინდოდა მე თვითონ მეპოვა ის თავშიავარდნილი გოგო და პასუხი მომეთხოვა თუმცა საშინელი რამ მოხდა.ბაჩომ თავი მოიკლა და წერილი დატოვა შემდეგი ტექსტით:
-ციხეში ყოფნას,ჯოჯოხეთში ყოფნა მირჩევნიაო. საშინლად გავხდი.ის გოგოც გადამავიწყდა და აღარ მიმიქცევია მისთვის დიდი ყურადღება.თუმცა ვიცოდი რომ,თუ ბაჩოს ეცოდინებოდა მისი დახსნის შანსები იყო თავს არ მოიკლავდა.ამიტომ ნახევარწილად კატოც იყო დამნაშავე.
რამდენიმე დღის წინ მანქანით სახლში მივდიოდი როდესაც ჩემგან მოპირდაპირე ქუჩაზე გოგონა გაჩერდა შუა გზაში და კინაღამ მანქანამ გაიტანა.სწრაფად გადმოვედი მანქანიდან და მისკენ წავედი.შეიძლება კრიმინალი ვყოფილიყავი თუმცა ადამიანური,რაღაც მეც გამაჩნია.მძღოლს საავადმყოფოში შეყავდა თუმცა როცა მე დამინახა ხელებში შემომაჩეჩა და მითხრა რომ ძალიან ეჩქარებოდა.ფულიც გამომიწოდა და მანქანით სწრაფად მოწყდა ადგილს.ვაღიარებ ულამაზესი გოგონა იყო.საავადმყოფოში მალე შევიყვანე.უცებ ჯიბიდან პირადობის მოწმობა ამოუვარდა.ხელში ავიღე და სახეზე ბრაზი,სიძულვილი და შურისძიების სურვილი გამომესახა.პირადობაზე სახელი კატო თეთრაშვილი ეწერა.თავში უკვე გეგმები დავაწყვე თუ როგორ უნდა მეძიებინა შური ბაჩოს გამო.რომელმაც ჩემთვის თავი გაწირა.საკაცეზე დააწვინეს და მალე ჩემ თვალთახედვაში მხოლოდ თეთრხალათიანი ექიმები დარჩნენ,რომლებიც სწრაფად მოძრაობდნენ ჩემ წინ.სკამზე დავჯექი და დაველოდე ჩემთვის სასურველი ობიექტის გონზე მოსვლას.მალე მოვიდა გონს და ერთმანეთიც გავიცანით.რაც ჩვენს შორის მოხდა ამის შემდეგ,ალბათ უკვე იცით...
* * *
კატო:
დილით გავიღვიძე,მოვწესრიგდი,ვისაუზმე,ნუცა სკოლაში მივიყვანე და სამსახურში წავედი.მისვლისთანავე შემხვდნენ ჩემთვის უკვე ნაცნობი ადამიანები და თბილად გამიღიმეს.მალე უკვე ჩემს კაბინეტში ვიყავი და საბუთებს ვამოწმებდი.ახლა ჩემი საქმე ის იყო რომ,დამეცვა ცხრამეტი წლის ბიჭი რომელსაც ადამიანის მოკვლაში დებდნენ ბრალს.საბუთებს დიდი მონდომებით ვამოწმებდი.საქმე იმაში იყო რომ, პარასკევს, გამთენიისას 3:44 საათზე,მოხდა ოცი წლის ახალგაზრდას სიკვდილი.ის მოკლული იქნა ღრმა ჭრილობით მუცელში,რომელიც მიყენებული იქნა დანით. ვიდეოკამერები ამ დროს გამორთული იყო,თუმცა მათი ჩართვა მოხდა 3:49 საათზე.ამ დროს კი ვიდეოში ჩანს ზემოთ ხსენებული,ცხრამეტი წლის დუტა ხითარიშვილი.ის ამ დროს კვეთს ქუჩას სიჩქარით და აგრძელებს გზას სირბილით ,ისე რომ დაჭრილს ზედაც არ უყურებს. საბუთების გადამოწმება რომ დავამთავრე,დუტას სანახავად წავედი.სანამ საქმე გაიხსნებოდა,მანამდე ციხეში უნდა ყოფილიყო. მალე მივედი საპატიმროში და დუტასთან შევედი.თავის დაკვრით მომესალმა და ნაღვლიანად გაიღიმა.
- გამარჯობა.იმას არ გკითხავ როგორ ხარ,ვიცი აქ ყოფნით როგორც იქნები-მეც გავუღიმე და მაგიდასთან დავჯექი.
- გამარჯობა.რისთვის მობრძანდით?
- რამდენიმე კითხვას დაგისვამ და წავალ.ეცადე რასაც გკითხავ ყველაფერზე ზუსტად მიპასუხო.კარგი?-გავუღიმე და ხელები გადავაჯვარედინე.
- კარგი-თავი დამიკრა და მაგიდაზე ნერვიულად დაიწყო თითების თამაში.
- რას აკეთებდი გამთენიისას ჭავჭავაძეზე?-თვალებში შევხედე და ვეცადე მის თვალებში ამომეკითხა რამე.თვალები ხომ სულის სარკეა!
- როგორც იცით,მყავს შეყვარებული.ნინა ცინცაძე,ჩვიდმეტი წლის.
-მერე?
- პარასკევს, ოთხის ნახევარზე,ტელეფონზე დამირეკეს.ნინას მამა რეკავდა.გამიკვირდა,მაშინვე ვუპასუხე. მამამისმა მითხრა რომ ნინა ძალიან ცუდად იყო და ჩემს მისვლას ითხოვდა.მაშინვე მასთან გავიქეცი,სწორედ ჭავჭავაძის გავლით. სიმართლე გითხრათ,დაჭრილი არ დამინახავს.წარმოიდგინეთ თქვენი საყვარელი ადამიანი ცუდადაა,თქვენ რა,სხვანაირად მოიქცეოდით?-ხმამაღლა თქვა ბოლო წინადადება.ვატყობდი თავს ძლივს იკავებდა რომ არ ეყვირა.-საბედნიეროდ მალე მივედი,უკვე ექიმებიც იქ იყვნენ და ნინაც კარგად იყო.დილით როცა ნინასთან ვიყავი და ერთმანეთს ვეხუტებოდით,ოთახში მამამისი შემოვიდა და სახეში გამარტყა.გამიკვირდა,მაგრამ ამაზე უფრო ის გამიკვირდა ორი პოლიციელი რომ შემოვიდა და ორდერი მაჩვენა ჩემი დაპატიმრების შესახებ-სიმწრისგან ჩაეცინა და შემომხედა.-ახლა აქ ჩათვალეთ მკვდარი ვარ.ნინას რა ეგონება?რომ მისი შეყვარებული მკვლელია?თუმცა შენ ეს რაში გაინტერესებს,ამ ყველაფერს ფულის გამო აკეთებ.ვითომ ანგელოზებო! ვერ გიტანთ!-ვატყობდი უკვე ძარღვები როგორ ებერებოდა მთელს სახეზე.ბოლოს ყვირილი დაიწყო თუმცა მოთმინება აღარ მეყო და სახეში გავარტყი.
- მესმის შენი რომ ცუდად ხარ,ვიცი რაცაა როცა უდანაშაულო ხარ და ბრალს გდებენ მაგრამ მოითმინე.სხვებზე ნუ იყრი ჯავრს!-დავუყვირე და თავი ხელებში ჩავრგე.ხმაურზე რამდენიმე პოლიციელი შემოვარდა თუმცა ხელით ვანიშნე რომ არაფერი ხდებოდა და ისინიც გავიდნენ.
- ბოდიში,უბრალოდ ძალიან ცუდად ვარ.ნინას ნახვა მინდა,მენატრება-თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა თუმცა მალე მოიშორა და ჩვეული სახე მიიღო.
- ნახავ ნინას.დღესვე !- გავუღიმე და ხელზე ხელი დავადე.
- მართლა?-გაოცება დაეტყო სახეზე.-ნიშნად მხოლოდ თავი დავუქნიე და გავუღიმე.თვითონაც ბედნიერებისგან ჩაეღიმა და მკითხა:
- შეიძლება ჩაგეხუტო?-გამეცინა მის კითხვაზე.ავდექი და ჩავეხუტე.თვითონაც მომხვია ხელები და მითხრა;
- დიდი მადლობა,ბოდიში წაღანდელი სიტყვებისთვის კიდევ ერთხელ.-გამეცინა,მოვშორდი და საწყის პოზიციას დავუბრუნდი.
- დანარჩენს ხვალ გკითხავ,ახლა წავედი.ორი ადამიანი უნდა გავახარო-გამეღიმა- ჰმ...მგონი ერთს დუტა ქვია,მეორეს... მოიცა არ მახსოვს-ისეთი სახე მივიღე თითქოს მათი სახელები არ მახსოვდა.დუტას გაეცინა და თავი დახარა.- ხო,გამახსენდა.ნინა! ნახვამდის დუტა-გავუღიმე და შენობიდან გავედი.მანქანაში ჩავჯექი და ანას დავურეკე(ჩემი თანამშრომელი)
- ანა გამარჯობა.რაღაც უნდა გთხოვო,იმედია არ შეგაწუხებ.
- გამარჯობა.გისმენ,რა შეწუხება.
- უნდა გამიგო,სად ცხოვრობს ნინა ცინცაძე.ჩვიდმეტი წლისაა,ბათუმელი.
- რამდენიმე წუთში მოგწერ.
- დიდი მადლობა-გავიღიმე და ტელეფონი გავთიშე. საათს დავხედე,უკვე დიდი დრო გასულიყო.სამის ოცი წუთი იყო.ტელეფონზე მესიჯი მომივიდა.მალე მივედი სასურველ მისამართზე და ლიფტით ავედი მეექვსე სართულზე.თავი საშინლად მტკიოდა.წამალი ამოვიღე ჩანთიდან და სწრაფად დავლიე.ლიფტის კარიც გაიღო და დიდ შავ,რკინის კარებზე დავაკაკუნე.კარი ოდნავ ჭაღარა შეპარებულმა კაცმა გამიღო,დაახლოებით ორმოცდახუთი წლის იქნებოდა.მივესალმე და ავუხსენი თუ ვინ ვიყავი.ერთხელ ეჭვისთვალით შემომხედა და კარებს მოშორდა რათა სახლში შევსულიყავი.ნინას ოთახამდეც მიმაცილა და მარტო დაგვტოვა.ტირილისგან თვალები გაწითლებია და გუპეები სიშავეს მოეცვათ.ორივე ძალიან მეცოდებოდა,მიხაროდა იმის გააზრება რომ მათ გავახარებდი ცოტახანში.როცა ერთმანეთს შეხვდებოდნენ.ნინასაც ავუხსენი ვინ ვიყავი და საწოლზე ჩამოვუჯექი.
-დუტა არაა დამნაშავე-გავუღიმე.
- ვიცი,ჩემი დუტა არ გააკეთებს ისეთ რამეს რაც მე არ მომეწონება-თავდაჯერებულად წარმოთქვა და თავი ხელებში ჩარგო.
- ძალიან კარგია რომ ხვდები.დუტას ენატრები,თან ძალიან.გაგიჟებულია შენი მონატრებით.ფიქრობს რომ შენ მკვლელი გგონია.
- მართლა გაგიჟებულა.ჩემში ეჭვი როგორ შეიტანა? ვნახავ და დავაცლი იმ თმებს ღერა-ღერა- ღიმილით წარმოთქვა და ნაღვლიანად შემომხედა.
- აჰა,ესეიგი დღეს დუტას თმების გარეშე ვნახავთ?არადა თმებითაც ძალიან სიმპატიურია-ეშმაკურად გავუღიმე და დავაკვირდი.
- ხო,ძალიან სიმპატი...- უცებ შეწყვიტა ლაპარაკი და გაოცებულმა დაიყვირა-რაა?დღეს?შენ თქვი დღეს?ანუ მე დღეს...ანუ მე ... მე ვნახავ.. ანუ დღეს მე ვნახავ? - სიტყვებს ძლივს წარმოთქვამდა გაოცებისგან.გამეღიმა მის დაბნეულობაზე და თავი დავუქნიე. უცებ მომვარდა და ჩამეხუტა.მეც მოვხვიე ხელები.მერე ტანსაცმლის ჩასაცმელად ვუბიძგე და ისიც მალე მივიდა კარადასთან.მგონი ყველა კაბა გამოიღო რაც ქონდა.ხან თეთრს მაჩვენებდა,ხან წითელს,ხან ყვითელს,ხან შავს,ბოლოს კი ლურჯი,სადა კაბა გამოიღო და ჩაიცვა.თმები გაიშალა,დაივარცხნა და თვალებზე ლაინერი წაისვა.მერე პატარა ჩანთა აიღო და უკვე მომზადებულმა,დავტოვეთ სახლი.მალე მივედით პოლიციის შენობაში,ნება ავიღე რომ დუტა ენახა დღეს ნინას.მერე კი ბედნიერი სახეებით შევედით დუტასთან.ერთმანეთს ბედნიერი თვალებით შეხედეს და მაშინვე ჩაეხუტნენ ერთმანეთს. დრო თხუტმეტი წუთი ქონდათ ამიტომ შევახსენე და დავტოვე ორი ბედნიერი ადამიანი ერთმანეთთან.
დუტა&ნინა
- მენატრებოდი-ჩაილაპარაკა ნინამ ისე რომ არ აუღია თავი დუტას მხრიდან.
- ჰო...
- შენ,არა?
- არ გეწყინოს რა. აქ ძალიან მაგარი გოგოები გავჩითე.აი ის ნახე,რა ლამაზია-მინის იქით მდგარ გოგოზე მიუთითა და ცალი თვალი ნინასკენ გააპარა.
- მართლა?- თვალზე ცრემლმორეულმა ჩაილაპარაკა,ისე რომ თვითონ ძლივს გაიგო.
- როდის იყო ვტყუობდი?-,,გაიკვირვა’’ დუტამ.
- კარგი.როგორ ხარ?-ისევ ისე დაილაპარაკა ნინამ,ოღონდ ახლა მის ღაწვებზე ცრემლები მიედინებოდა.
- რაებს მეკითხები?აქ როგორ უნდა ვიყო?ერთადერთი აქ რაც მომწონს,ეს გოგოები არიან-კიდევ ერთხელ გაიშვირა ხელი მინისკენ.
- კარგი,გავიგე.ნუღარ მახსენებ!-გაბრაზებულმა თქვა და თვალებში შეხედა. უნდოდა დუტას ახლა ჩახუტებოდა და ეთქვა რომ ხუმრობდა მაგრამ,რაქნას ? მოსწონდა როცა ნინას აბრაზებდა.
- შენ რატომ ტირი?-კითხა ,,გაკვირვებულმა’’.
- იმიტომ რომ ერთი ბიჭი მიყვარს,ვინც სულ მეხუმრება და მაბრაზებს.ახლაც ვიცი მეხუმრება მაგრამ მაინც მწყინს.ვიცი რომ უკვდავი არაფერია და ბოლოს ყველაფერი ქრება.მეშინია რომ მისი ჩემდამი სიყვარულიც გაქრება და მერე ეს ხუმრობა სიმართლეში გადაიზრდება-სწრაფად მიაყარა სათქმელი ნინამ და ცრემლები მოიწმინდა სახიდან.
- არა,ის კი უსწავლია ამ ჩერჩეტს რომ ვხუმრობ მაგრამ,ასეთი ზღაპრული აზრები საიდან მოგდის?-ღიმილით თქვა დუტამ და გოგოსკენ წავიდა.მერე მოხვია ხელები და გოგო დიდი ტორების ქვეშ მოიმწყვდია.
- მიყვარხარ-ნინამაც შემოხვია ხელები და გაინაბა.
-მე უფრო და არ დაიწყო ახლა არაფერი-ღიმილით წარმოთქვა ბიჭმა და თმაზე დაუსვა ხელი.
-კარგი არ დავიწყებ არაფერს, მაგრამ უფრო მეტად გიყვარვარ მხოლოდ 0,000001 %-ით კარგი?-გულუბრყვილოდ წარმოთქვა და წამწამები საყვარლად ააფახურა.
- კარგი-სიცილი ვერ შეიკავა და დაიწყო ხარხარი.ნინა გაკვირვებული უყურებდა და წამწამებს ისევ ისე აფახურებდა.
- რატომ იცინი?
- ჩემი ბავშვი ხარ შენ,დიდი ბავშვი-კიდევ ერთხელ გაიცინა და შუბლზე აკოცა.
- ჩემი დიდი ბიჭი-გაიცინა და მკლავები შემოხვია.
* * *
გამარჯობა ჩემო საყვარლებო. მინდოდა ახალი წყვილიც გამომეჩინა,იმედია მოგეწონებათ დუტა და ნინა.შევეცადე უფრო ბევრი დამეწერა ვიდრე წინა თავები. სულ 1235 სიტყვაა.გთხოვთ აზრი გამოხატეთ,წერის სტიმული მეკარგება თანდათან.



№1 სტუმარი ანაბელი

magariaa.male gaagrdzele kargi?

dgeswavikitxe yvelatavida magrad momewona.mainteresebs katosda demetres ambavi mainteresebs.shemdegu dgesve dade kai?

 


№2  offline წევრი Lana Tomlinson

ანაბელი
magariaa.male gaagrdzele kargi?

dgeswavikitxe yvelatavida magrad momewona.mainteresebs katosda demetres ambavi mainteresebs.shemdegu dgesve dade kai?

ჩემო საყვარელო,როგორ გამიხარდა კომენტარი რომ ვნახე არ იცი ... დღეს არ ვიცი თუ დავდებ <3

 


№3  offline წევრი LoNdA DM

კარგია და კატოს და დემეტრეს ამბავი მაინტერესებს love და ველოდები შემდეგ თავს wink

 


№4  offline წევრი Lana Tomlinson

LoNdA DM
კარგია და კატოს და დემეტრეს ამბავი მაინტერესებს love და ველოდები შემდეგ თავს wink

გამახარე შენი კომენტარით <3 ვეცდები მალე დავწერო <3

 


№5 სტუმარი ანაბელი

ადმინ მალედადერა.ძალიან მაინტერესებს.გთხოოოვვვ.:-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent