შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხსნელი (თავი 2-3)


16-12-2015, 15:49
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 3 728

-მოვედიიი.ისევ დასძინებია ალბათ მელოდა შევიყვან დავაწვენ.ჩემი ხალათი და პიჟამოები როგორ უხდება,მხოლოდ ახლა შევნიშნე რომ ალექსანდრა ასეთი ლამაზია გრძელი შავი თმები,თხელი ტუჩები,პატარა ცხვირი და საოცრად ლამაზი შავი თვალები.უცებ საკუთარ თავს გავუბრაზდი ასეთი ფიქრების გამო.ხელში ავიყვანე და საწოლში ჩავაწვინე,მშვიდად ეძინა.ჩემს ოთახში წავედი მაგრამ ძილი არ მეკარებოდა ვფიქრობდი რა მოუვიდოდა სანდრას თუ მე ვერ მივუსწრებდი იმ ნაძირალას როგორ გაგრძელდებოდა მისი ცხოვრება.დილით გემრიელმა სუნმა გამაღვიძა მივხვდი რომ სანდრა იყო სამზარეულოში სწრაფად ვიბანავე და გავედი.სუფრა უკვე გაეწყო.
-მმმმ რა მადისამღვძრელი სუნია.ხაჭაპური კი მაგრამ სად იშოვე ასე დილაადრიან?
-სოფო დამეხმარა თან უკვე 11 საათია.
-ამდენხანს მეძინა?
-ხო და არ გაგღვიძე.დარცხვენილი სახე მივიღე
-არაუშავს დღეს მაინც არ ვაპირებდი ოფისში წასვლას,სოფოს დღეს თუ ცალია ვთხოვ დაგეხმაროს.
-რაში უნდა დამეხმაროს?
-მოდი შენც დაჯექი ერთად ვისაუზმოთ და თან გეტყვი.სოფო მაღაზიებში გამოგყვება იყიდი ყველაფერს რაც გჭირდება,მერე ესპანურის კურსებზე ჩაეწერები სახში მე და სოფო დაგეხმარებით.
-მადლობა არ მინდა თქვენი შეწუხება ისეც შეგაწუხეთ დღეს საელჩოში წავალ და ვთხოვ ქვეყანაში დამაბრუნონ.
-არა შენი საბუთების საქმეს მე მოვაგვარებ და კიდე ხომ გთხოვე არ გინდა ეს თქვენობით ლაპარაკი მეთქი.
-კარგი მაგრამ.……
-არავითარი მაგრამ მადლობა ყველაფერი გემრიელი იყო ეხლა სოფოს დავურეკავ მერე დაგეხმარები.
სამზარეულოდან გავიდა მაგიდის ალაგება დავიწყე თან ვფიქრობდი თუ რა ხდებოდა ჩემს თავს და რა იქნებოდა მერე.
-რაში დაგეხმარო?
-არაფერში მე უკვე ავალაგე მაგიდა და ჭურჭელიც დავრეცხე.
-ყოჩაღ შენ რა სწრაფი ყოფილხარ.
-სოფომ რაო?
-სოფის არ ცალია ამიტომ მე გამოგყვები.
თედოს ეს სიტყვები რაღაცნაირად გამეხარდა.ორივე ერთად გავედით და ჩამოვჯექით.
-გუშინ ბოლომდე ვერ დავამთავრეთ ჩვენი საუბარი და ახლა მინდა გკითხო იქ როგორ მოხვდი?
-მე აქ სამუშაოდ წამოვედი ძიძად უნდა მემუშავა მაგრამ მომატყუეს.
-კარგი არ იტირო დამშვიდდი.სადმე სწავლობდი რამდენი წლის ხარ ან საქართველოში ახლობლები გყავს თუ არა?
-მე დედა და ერთი და მყავს ჩემი და გათხოვილია უნივერსიტეტი დავამთავრე ბაკალავრიც და მაგისტრატურაც,საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობდი ორი უცხო ენა ვიცი ინგლისური და რუსული.
-ვაუ შენ რა მაგარი გოგო ხარ.
-მადლობა.
-კაი რა ამ მადლობის მეტი არფერი იცი?
-როგორ არა შენ სად მუშაობ რამდენი წლის ხარ და საქართველოში ვინ გყავს?
-მე თედო ჟორჟოლიანი ვარ 29 წლის მალე 30 წლის გავხდები,დედისერთა ვარ მამასთან ცუდი ურთიერთობა მაქვს ამიტომ ბაბუას გარდაცვალების მერე საქართველოში არ ვყოფილვარ.
-სვანი ხარ?
-კი და რაა მერე?
-მეც სვანი ვარ გიორგობიანი ვარ.
-მაგარია ორი სვანი ერთად.
-ეგ უკვე ანეგდოტია.
-კაი გეყო ნუ მაცინებ ეხლა ჩაიცვი სოფომ ჟაკეტი და გეხსაცმელები მოგიტანა.
-ხო მართლა სოფომ მომიყვა თავის ოჯახზე ძალიან შემეცოდა.
-შენ მათ არ იცნობდი თორემ უფრო მეტად დაგწყდებოდა გული.
ბინიდან გავედით თედომ მანქნის კარი გამიღო მერე მანქანას მოუარა და თვითონაც ჩაჯდა.
-ეხლა წავალთ იქ სადაც მე ვყიდულობ ხოლმე ტანსაცმელს,მერე მივალთ საელჩოში საბუთების საქმეს მოვაგვარებთ მერე კი...
-რა?
-ერთ ჩემს მეგობარს შევხვდებით რომელიც პოლიციელია და შენი დახმარება სჭირდება.
-კარგი და იმ გოგოებს რა ეშველებათ ვინც ჩემთან ერთად ჩამოვიდნენ?
-ყველაფერი რიგზეა გუშინ ის კლუბი დახურეს და დირექტორიც დაიჭირეს.
-მართლა რა კარგია?
-ხო კიდე კაი ჩემი მეგობარი პოლიციაში მუშაობს.
-შენ ყველაზე კარგი ხარ ვისაც კი ვიცნობ.
-ეხლა ნუ მაწითლებ აი მოვედით.
მანქანა დიდი ბიტიკის წინ გაჩერდა ვიტრინაში ულამაზესი კაბა დავინახე სადა მაგრამ გრანდიოზული..……დავინახე როგორ უყურებდა ვიტრინაში დაკიდებულ ლურჯ კაბას და წარმოვიდგინე თუ რა ლამაზი იქნებოდა ეს კაბა რომ ჩაეცვა.
-გამარჯობათ გოგონას თქვენი დახმარება სჭირდება,მან ესპანური არ იცის ამიტომ ინგლისურად ელაპარაკეთ.
-კარგით ბატონო თეოდორ.
-წამობრძანდით ჩემთან ერთად,ყავს დალევთ ბატონო?
-კი თუ შეიძლება.
ვუყურებდი თუ როგორ გემოვნებით არჩევდა ტანსაცმელს ბოლოს მოზომების დრო დადგა.იზომებდა ტანსაცმელ მე კი გაოცებული ვუყურებდი საოცრად ლამაზი იყო,ვერ ვხვდებოდი რა მემართებოდა უკვე ოცდაცხრა წლის ვარ და ჯერ ასეთი რამ არასოდეს მომსვლია თავბრუ დამახვია სანდრამ.
-წავედით?
-დაგღალე ხომ?
-არა და ესეთ სახეს ნუ იღებ რომ სიცილს ვერ ვიკავებ.
-კარგი ეხლა საელჩოში მივდივართ?
-ხო იქ მივდივართ.
საელჩოში მივედით ყველა თბილად მელაპარეკებოდა დამპირდნენ რომ ერთ კვირაში ჩემი საბუთები მზად იქნებოდა და შევძლებდი ესპანეთში თავისუფლად ცხოვრებას და მუშაობას.
-ესეიგი ინგლისური იცი?
-დიახ.
-დამეხმარები?
-კი და როგორ?
-დღეს ჩემთან ერთად წამოხვალ ჩემს თარჯიმნად ინგლისელ პარტნიორებთან?
-კი წამოვალ.
-მადლობა შენ მე გადამარჩინე თორემ შევრცხვებოდი ინგლისური არ ვიცი მთელი საქმე ჩემს თანაშემწეს მივანდე მაგრამ დღეს არ ცალია და ვიღუპებოდი.საქმიანი ვახშამია 7 საათზე რესტორანში.
-უკვე ექვსის ნახევარია რატომ არ მითხარი აქამდე რა ჩავიცვა?
-მაგაზე მე ვიზრუნე ახლა მივიდეთ სახლში და მოვემზადოთ.
სახლში მივედით თედომ ლამაზად შეფუთული ყუთი მომაწოდა მეც გავხსენი და რას ვხედავ ის ლირჯი კაბა ვიტრინაში რომ ეკიდა.ისე გამეხარდა გავიქეცი და თედოს მოვეხვიე ის გაოცებული იდგა როცა მივხვდი რაც გავაკეთე ჩქარა მოვშორდი და ოთახში შევედი,კაბა ჩავიცვი თმა ზემოთ ავიწიე და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე.
შავი კიჯაკი და თეთრი პერანგი ჩავიცვი სუნამო მივიპკურე გამოვედი და სანდრას ველოდებოდი.
-ვაა თედო რა სიმპატიურად გამოიყურები.
-გეყოფა ეხლა სოფო მაიმუნობა.
-წავალ სანდრას ვნახავ.
-ხო და უთხარი მალე გამოვიდეს არ დაგვაგვიანდე.
-მე უკვე აქ ვარ.
ჩემს ზურგს უკან გავიგონე მისი ხმა შემოვბრუნდი და გავშეშდი ის საოცრად ლამაზი იყო ენა ჩამივარდა ვერაფერს ვამბობდი ბევრი ლამაზი ქალი მინახავს მაგრამ ეს სხვა იყო არაამქვეყნიურად ლამაზი იყო.
-ვაუ ალექსანდრა რა ლამაზი ხარ,გავგიჟდი.
-მადლობა სოფ.
-შენ არ მოგეწონე თედო?
-შოკში ვარ უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის.
-კაი ეხლა არც ისეთი ლამაზი ვარ.
კაი წავედით თორემ დაგვაგვიანდება თედომ ხელი გამომიწოდა რომ ხელკავი გამეკეთებინა.მანქანა ლამაზი შენობის წინ გაჩერდა რესტორანი მყუდრო და საოცრად ლამაზი იყო.მაგიდის გარშემო ოთხი მამაკაცი და სამი ქალი ისხდნენ ჩვენს დანახვაზე ფეხზე წამოდგნენ,მამაკაცი ინგლისურად მოგვესალმა მერე სხვა სტუმრებსაც მივესალმე დავსხედით ვსაუბრობდით ბიზნესზე მე თედოს ვუთარქმნიდი ყველაფერს.
ვიჯექი შეხვედრაზე და არ მესმოდა არაფერი მხოლოდ სანდრას ღიმილს მის ყოველ მიხვრა-მოხვრას ვაკვირდებოდი,მის ყოველ ნაკვთს ვსწავლობდი,თვალს ვერ ვაშორებდი,ვერ ვხვდებოდი რა მემართებოდა რა ხდებოდა რატომ ვშტერდებოდი,როცა ჩემს გვერდით იყო სხვა არაფერზე არ შემეძლო ფიქრი.ჩემმა ბიზნეს პარტნიორმა საცეკვაოდ გაიწვია სანდრა,მე მისი მეუღლე გავიწვიე არასდროს მიცეკვია ბიზბეს შეხვედრაზე.მგონი ბანკეტის მერე საერთოდ არ მიცეკვია,პარტნიორები გავცვალეთ.
-სანდრა ეს კაბა საოცრად გიხდება.
-მადლობა შენც გიხდება ეს პიჯაკი თეთრ პერანგში საოცრად სიმპატიური ხარ.
-ეხლა გავწითლდები.მინდა სამსახური შემოგთავაზო?
-სად?
-ჩემს ოფისში ჩემს პირად თანაშემწედ.
-მართლა?
-ხო მართლა და კიდე ერთი შენი ნივთები იპოვნეს და საბუთებიც.
-ესეიგი დამიბრუნდება ჩემი ნივთები.
-ხო...დამთავრდა მუსიკა და დავჯდეთ დავიღალე.
-ასე მალე იღლები?
-დღეს შენც დაგღალე.
………………….……
-ბატონო თედო თქვენ ისეთი შესანიშნავი თანაშემწე გყავთ რომ მისი ხათრით ყველა საბუთზე მოვაწერ ხელს.
-მადლობთ ბატონო ჯეიმს ასეთი კომპლიმენტისთვის.
-ესეიგი შევთანხმდით ჩვენ პარტნიორები ვართ.
-გილოცავთ.
დამთავრდა შეხვედრა სახლში ისეთი დაღლილები მივედით რომ ლაპარაკის თავი არცერთს არ გვქონდა.ამიტომ ორივე დასაძინებლად წავედით.…….
-დე არ ინერვიულო კარგად ვიმგზავრე კარგად ვარ უბრალოდ აქამდე ვერ მოვახერხე დარეკვა ხვალ სხვა სამსახურს ვიწყებ.
-…………….….………
-არა დე მართლა კარგად ვარ უბრალოდ სარფიანი შემოთავაზებაა უფრო კარგი ხელფასი მექნება თან უფრო ადვილია ჩემთვის ოფისში მუშაობა და საბუთების მოწესრიგება.
-……………………………
-კაი დე კარგად ახლა უნდა დავიძინო აქ უკვე გვიანია.
დილით ადრე ავდექი საუზმე გავამზადე და თედო გავაღვიძე ერთად ვისუსმემეთ და ოფისში წავედით.
-ეს მარიზაა ჩემი მდივანი.ცოტა უცნაური გოგოა არა?
-კარგი ნუ ამბობ ეგრე ის შენი თანამშრომელია.
დღეები მალე გადიოდა იკვე ერთი თვეა ესპანეთში ვარ და თედოს ბინაში ვცხოვრობ ესპანურიც ვისწავლე ცოტა და სამუშაოსაც შევეგუე.
-თედო რა ხდება? რა მოგივიდა ცუდად ხარ?
-ისეთი არაფერი,საქართველოში მივდივარ ცოტა ხნით წამოხვალ?
-რათქმაუნდა მაგრამ იქნებ მითხრა რა ხდება რატომ მივდივართ?
-დედაჩემია ცუდად.
-ვწუხვარ მაშინ ახლავე წავიდეთ.
-კიდე ერთი პრობლემაა.
-დედა სიმსივნე აქვს და ცოტა დრო დარჩა.მამას საყვარელი ყავს იმისთვის რომ დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება მამას და მის საყვარელს რომ არ დარჩეთ ცოლი უნდა მოვიყვანო.სოფომ მითხრა რომ ფიქტიურად გვექორწინა და ქონება მიგვეღო მაგრამ მამამ იცის რომ სოფო არ მიყვარს და ჩემი მეგობარია ამიტომ არ დანებდება.
-მე შემიძლია დაგეხმარო.
-როგორ?
-მამაშენი მე არ მიცნობს ამიტომ მარტივად მოტყუვდება რომ ნამდვილად სიყვარულით ვიქორწინეთ.თან დედაშენსაც გაუხარებ სიცოცხლის ბოლო წლებს.
-მართლა გამომყვები ცოლად?
-ეგრე სად დაინახე ხელის თხოვნა.
-ააა ესეიგი ოფიციალურად გინდა გთხოვო ხელი? ახლა ნამდვილი სვანის გამომეტყველება გაქ როცა სერიოზული სახეს იღებ
-ნუ ხუმრობ იცოდე აღარ გამოგყვები ცოლად.
-აუ როგორ შემაშინე.
-ისე უნდა მივეჩვიო მალე ცოლიანი კაცი ვიქნები.შენ კიდე აღარ იმუშავებ და სახლში დაჯდები ჭურჭელს დარეცხავ და სახლს დაალაგებ,რომ მოვალ საჭმელს დამახვდრებ გაიგე?
-როგორც თქვენ მიბრძანებთ ბატონო მეუღლევ.
წავედით ეხლა სახლში და ბარგი ჩავალაგოთ.მე დედა და მამა მოვალთ შენი ხელის სათხოვნელად მაგრამ ჯერ დედას გაგაცნობ,მეც გავიცნობ დედაშენს.
-თედო რა ხდება დღეს დამწუხრებული იყავი ახლა იღიმები.
-ხო მომილოცე ცოლი მომყავს.
-რა ვინ?
-ხომ იცი რატომაც.
-კი ვიცი მაგრამ ვინ?
-სანდრა.
-ასეც ვიცოდი რომ უარს არ გეტყვოდა.
-მე არ შემითავაზებია მისთვის თვითონ შემომთავაზა დახმარება.
-მე ეჭვი მაქვს რომ თქვენი ეს უცნაური ქორწინება სამუდამოდ გაგრძელდება როგორც ფილმებში.
-ოო კაი გეყო რაა სოფო აღარ მოგბეზრდა?
-არ მეყო შენ გიყვარს სანდრა თან ძალიან და მაგრად ჩაჭიდე ხელი არ გაუშვა.
………………………
ჩამოვედით თედომ სახლში მიმაცილა და წავიდა გული დამწყდა ისე რომ წავიდა არ ჩამეხუტა დამშვიდობებისას.
-დე სად ხარ?
-ჩემი ლამაზი გოგო ჩამოსულა.
-დეე როგორ მომენატრეე.
-მეც ძალიან მომენატრე ჩემო ლამაზო.
-დედა უნდა გელაპარაკო.
-გისმენ ჩემო პრინცესა.
-დეე ვთხოვდები
-რაა გადაირიე გოგო?
-არა დედა მომისმინე თედო მართლა ძალიან კარგი ბიჭია,განათლებული,ჭკვიანი სიმპატიური,საყვარელია ძალიან რომ გაიცნობ მოგეწონება.
-ჯერ გავიცნობ და მერე ვილაპარაკოდ.
-აუ დეასეთ სერიოზულ სახე რომ იღებ მინდა რომ მაგრად ჩაგეხუტო.
-გეყო გოგო ნუ დამახრჩე.
-სად მოასწარი ამ ბიჭის შეყვარება.
-ერთი ნახვით შემიყვარდა მისი ძლიერი და განიერი მხრები,სქელი ტუჩები,მისი ღიმილი მაგიჟებს.
-შენ არ შეიცვლები,არ გცხვენია ამხელა გოგოს დედა ვარ მე შენი რა დაქალივით მელაპარაკები.
-შენ ჩემი დედიკოც ხარ და საუკეთესო მეგობარიც აი ამიტომ მიყვარხარ ასე ძალიან.
მოდი ჭამე და მერე დავიძინოთ უკვე გვიანია ხვალ შეს დას დავურეკოთ.
ტელეფონზე ესემესი მოვიდა:
- "როგორ ხარ ხომ არ მოგენატრე?"
-"კარგად ვარ შენ არა სულაც არ მომნატრებიხარ შენი არტანა რომ არ მოწევს ბედნიერი ვარ".
-"მომიკალი გული,მე კიდე მომენატრე ახლა წესით რაიმე ფილმს უნდა ვუყურებდეთ და პოპკორნს ვჭამდეთ."
-"შენ რა ჩემს გარეშე ვეღარ ძლებ უკვე ჩემო ძვირფასო მომავალო მეუღლევ"?
-"იოცნებე ჩემო ძვირფასო ცოლო,ეხლა დაიძინე ხვალ ვეცდები ადრე მოვიდე და დედაშენი გავიცნო დედა დაფრინავს სიხარულისგან რძალი შემოდის ოჯახშიო"
-"დედა შევამზადე ვუთხარი რომ დებილი და არანორმალური სიძე იყოლება,კიდე ვუთხარი ისეთი მახინჯია რომ დაინახავ შეგეშინდება მეთქი ტკბილი სიზმრები მე დაგესიზმრები და ტკბილი იქნება"
-"ეგ იასნა ტკბილი იქნება,მე ვიცი რომ შენ მაგას ჩემზე არ იტყოდი."
…………………………
დედაააა! მამაა! მე ჩამოვედი.
-ოოო ჩვენი ვაჟკაცი ჩამოსულა.
-როგორ ხარ მამა დედა სადაა?
-კარგად თავის ოთახშია.
-მამა შენც წამოდი უნდა გელაპარაკოთ.
-დეეე როგორ მომენატრე,შენი ჩახუტება როგორ მომენატრაა.
-მეც მომენატრე ჩემო სიცოცხლე.
-როგორხარ დეე?
-რახან შენ ჩემთან ხარ და გხედავ უკვე კარგად ვარ შვილო.
-დე გინდა კიდევ უფრო გაგახაროოო?
-კი დედა რა ხდება გვითხარი.
-დე მამა ცოლი მომყავს.
-რა ვინ არის სად გაიცანი სადაურია?(მამა)
-რაკარგია ჩემო ბიჭო გილოცავ მალე ხომ გამაცნობ?
-კი დე ხვალვე გაგაცნობ,მამა ჩემი მომავალი ცოლი ქართველია ძალიან ჭკვიანი და განათლებული გოგოა არ ინერვიულო.
მამა წავიდა მე და დედა მარტო დავრჩით.
-თედო მომიყევი რამე მასზე რაქვია? სად გაიცანი? როგორია?
-მას სანდრა ქვია უფრო სწორად ალექსანდრა ესპანეთში გავბიცანი ჩემს ოფისში მუშაობს ჩემს თანაშემწედ.მაღალია თხელი სხეული ულამაზესი გრძელი შავი თმა,თხელი მაგრამ წითელი ტუჩები და არაამქვეყნიურად ლამაზი შავი თვალები აქვს.
-ჩემი ბიჭი მართლა შეყვარებულია ისეთი აღტაცებით საუბრობ მასზე რომ აღარ მაინტერესებს როგორია მთავარი ისაა რომ გიყვარს.
ჩემს ოთახში შევედი როგორ მომნატრებია აქაურობა ოთხი წელია არ ვყოფილვარ ერთმანეთის მიყოლებით დავკარგე ორი ჩემთვის ძალიან ახლობელი ადმიანი საუკეთესო მეგობარი და ბაბუა.ნეტა მოეწონებოდა ბაბუას სანდრა?კი მოეწინებოდა ის ხომ საუკეთესოა.საკუთარ თავს დავცინე ასეთი ფიქრების გამო ჩვენი ქორწინება ხომ მხოლოდ რამოდენიმე თვეს გასტანს.არადა როგორ მინდოდა დღეს დამშვიდობებისას ჩავხუტებოდი,ნეტე რას იფიქრებდა რომ ჩავხუტებოდი თვოთონ თუ მოვწონვარ ან ერთხელ მაინც თუ შემოუხედავს ჩემთვის ისე როგორც მამაკაცისთვის.ზოგჯერ ძალიან მინდა მივიდე და ვაკოცო მაგრამ მეშინია რომ გამექცევა ჩემი შეეშინდება და დამიფრთხება.
……………
იმედია მოგეწონებათ და დაგვიანებას მაპატიებთ ❤.



№1  offline მოდერი X.G

ძალიან მაგარია მომეწონა ველი შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი kaxelii

ძალიან კარგია მომწონს. თორმეტის მერე დადე რაააა

 


№3  offline მოდერი Maiaabuladze

nino k.d.
ძალიან კარგია მომწონს. თორმეტის მერე დადე რაააა

ეგრე ვაპირებ love მადლობა რომ მამხნევებთ

თაკოთაკო
ძალიან მაგარია მომეწონა ველი შემდეგ თავს

მადლობა love winked

 


№4  offline წევრი Lana Tomlinson

ვაიმე რა კარგია თორმეტის მერე რომ დადებ love დაველოდები ახალ თავს wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent