შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებიდან რეალობაში 4


16-12-2015, 22:16
ავტორი eleonor
ნანახია 1 781

-გისმენთ
-როგორ ხარ?
-ვის ველაპარაკები?
-ასე მალე დამივიწყე? -ამ სიტყვებით მაშინვე მივხვდი, თუ ვინც იყო
-რატი შენ ხარ?
-გამოიცანი.შენ არ დამირეკე და გადავწყვიტე მე დამერეკა
-შენი ნომერიც კი არ ვიცოდი -თავი ვიმართლე
-კარგი დაივიწყე. დღეს საღამოს გცალია?
-მგონი კი. რა მოხდა?
-სადღაც მინდა დაგპატიჟო
-სად თუ საიდუმლო არ არის?
-საქმეც მაგაშია, რომ საიდუმლოა
-კარგი, მაშინ დაველოდები როდის გამჟღავნდება ეგ საიდუმლო
-ესეიგი თანახმა ხარ
-ასე გამოდის
-მშვენიერია. დღეს შვიდ საათზე მანქანით გამოგივლი
-კარგი ოღონდ ავტომობილი მოპირდაპირე ქუჩაზე დააყენე და იქ მოვალ
-გასაგებია. არ გინდა შენმა მშობლებმა გაიგონ, რომ მე მხვდები
-არ გეწყინოს, უბრალოდ მამაჩემი ძალიან მკაცრია და დავიღალე მისთვის ახსნა განმარტებების მიცემით
-მესმის შენი. კარგი როგორც გინდა, ოღონდ არ დააგვიანო
-ნუ ღელავ არ დავაგვიანებ
-შეხვედრამდე ნია
-შეხვედრამდე -ყურმილი დავკიდე და კმაყოფილი სახით ლოგინზე წამოვგორდი
კედელს უაზროდ მივშტერებოდი და ჩემვის ვიღიმოდი. ნია რა მოგდის რატომ ფიქრობ ამდენს ამ ადამიანზე. რატომ გიცემს გული სხვანაირად, როცა მისი ხმა გესმის ან მის თვალებს შესცქერი. რატომ ნერვიულობ ასე როცა ის გიყურებს? ნუთუ შემიყვარდა? ჰო ასეა მე ის შემიყვარდა და ამას ახლა მივხვდი. ჩემი პირველი სიყვარული. აი თურმე როგორია ეს გრძნობა. მართლა რა მშვენიერი ყოფილა სიყვარული და ამასთანავე რა ამაღელვებელი. მხოლოდ ეს იყო, რომ არ ვიცოდი ისიც იმავეს გრძნობდა თუ არა. ამაზე უფრო და უფრო ბევრს ვფიქრობდი და სულ იმ დასკვნამდე მივდიოდი, რომ ისიც ამასვე გრძნობდა. ფიქრებიდან მამას ხმამ გამომარკვია, რომელიც ჩემს კარზე აკაკუნებდა. მაშინვე ფეხზე წამოვხტი და კარი გავაღე.
-მზად ხარ? უკვე მივდივართ
-კი მზად ვარ წავედით
-დედაშენი არ მოდის, ეშინია. მხოლოდ მე, შენ და თემო ვიქნებით
-ჯობია მეც დედასთან დავრჩე
-რატომ? ეს შანსი დიდი ხანი აღარ მოგეცემა, წამოდი ძალიან მოგეწონება
-კარგი წამოვალ, ოღონდ მალე უნდა დავბრუნდეთ
-რატომ სადმე გეჩქარება?
-არა, უბრალოდ ზღვაში დიდი ხნით ყოფნა არ მიყვარს. ესაა და ეს
-კარგი წამოდი უნდა ვიჩქაროთ
იახტაზე ისე ავედი, თითქოს გემით აღელვებულ ზღვაში ჩემს გაგდებას ცდილობდნენ. მამაჩემთან ერთად ყოფნა ძალიან მიყვრდა, აი თემოს იქ ყოფნა კი ყველაფერს აფუჭებდა. სწორედ ეს იყო ჩემი უხასიათობის მიზეზი. მამამ შემატყო უგუნებობა და მიზეზიც მკითხა, მაგრამ თავის ტკივილი მოვიმიზეზე და განმარტოებით ჩამოვჯექი. ერთხანს ასე ვიჯექი და ზღვას გავყურებდი. მართლაც მშვენიერი სანახაობა იყო. ამან ცოტა არ იყოს გუნება გამომიკეთა და ფიქრებს მივეცი. ისე ღრმად ჩავეფალი ჩემს აზრებში, რომ ვერც კი გავიგე მამა როდის მომიახლოვდა და ჩემს გვერდით როდის ჩამოჯდა.
-შენ რაღაც გიჭირს და არ მეუბნები
-არაფერია, მამა უბრალოდ თავს შეუძლოდ ვგრძნობ
-მე კი მგონია, რომ აქ სულ სხვა ამბავია
-რას გულისხმობ?
-თემომ ყველაფერი მომიყვა იმ ბიჭზე. უარყოფას აზრი არ აქვს
-ვინ ბიჭზე?
-თუ არ ვცდები რატი ქვია არა?
-ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ მამა
-რამე გაწყენინა?
-არა მამა მსგავსი არაფერი ყოფილა -თემოზე საშინლად ვბრაზობდი და ერთი სული მქონდა მასთან მარტო დავრჩენილიყავი, რომ ჩემი ბრაზი ამომენთხია
-თუ რამე მოხდა, მე ეს უდა ვიცოდე
-როცა ამის საჭიროება იქნება ყველაფრს გეტყვი, ახლა კი უბრალოდ დაღლილი ვარ და მეტი არაფერი
-კარგი ნია ასე იყოს. ახლა კი ცოტა გამხიარულდი, თორემ შენუ უხასიათობა მეც გადამედება
-კარგი მამა ვეცდები -გავუღიმე
ნაპირზე, რომ დავბრუნდით მამას და თემოს გამოვემშვიდობე, შემდეგ კი იმ ადგილისკენ ავიღე გეზი სადაც რატი უნდა დამლოდებოდა. როცა დანიშნულების ადგილას მივედი დავინახე, რომ იგი მანქანასთან იდგა და ხელს მიქნევდა.
-ცოტა დაიგვიანე ლამაზო
-მაპატიე მამაჩემთან ერთად ვიყავი და უფრო ადრე მოსვლა ვერ შევძელი
-არაუშავს არ გიბრაზდები. შენს გამო ლოდინი ნამდვილად ღირს
-მართლა?
-ოდესმე მომიტყუებიხარ?
-თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთმანეთს სულ რაღაც რამდენიმე კვირაა ვიცნობთ არა -თავი გავაქნიე
-ხოდა ძალიან კარგი
რატიმ მანქანის კარი გამიღო, ხელზე ხელი მომკიდა და შიგ ჩამსვა.
-სად მივდივართ?
-ეს უკვე საიდუმლოა
-როგორც ჩანს იდუმალებით აღსავსე ადამიანი ხარ -გავუღიმე
-საქმე ამაში არაა, უბრალოდ მიყვარს ზოგი რამის საიდუმოდ დატოვება
-ლამაზი ადგილია?
-მხოლოდ იმას გეტყვი, რომ ძალიან მოგეწონება
ნახევარ საათიანი სიარულის შემდეგ მანქანა ერთ ძალიან ლამაზ მინდორზე გაჩერდა, რომელიც მინდვრის ფერად-ფერადი ყვავილებით იყო გადაპენტილი. გაოცებას ვერ ვმალავდი იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი აქაურობით. რატიმ მანქანის კარი გამიღო და ხელი გამომიწოდა.
-აბა როგორ მოგწონ აქაურობა?
-სიტყვები არ მყოფნის
-ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა
-რატი აქ რატომ მომიყვანე?
-რამე არ მოგწონს?
-არა რას ამბობ პირიქით. უბრალოდ არ მესმის, აქ მაინდამაინც მე რატომ მომიყვანე და არა სხვა ვინმე
-ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს და შენთან ყოფნა მსიამოვნებს
-აქ ადრეც ყოფილხარ?
-სიმართლე გითხრა არა, უბრალოდ რამდენიმე დღის წინ ამ ადგილას მანქანით გავიარე. გავისერინოთ?
-ჯობია ცოტა ხნით სადმე დავსხდეთ
-კარგი როგორც გინდა. თუ მოგშივდა საჭმელი საბარგულშია
-მართლა?
-როგორც ჩასნ უკვე გშია. მაშინ ამოვალაგოთ კარგი?
-კარგი
რატიმ მანქანის საბარგული გააღო მე კი საჭმლის ამოლაგბას შევუდექი. რამოდენიმე წუთში უკვე ყველაფერი მზად მქონდა და მე და რატი ერთად შემოვუსხედით ჩვენს მოკრძალებულ სუფრას. მაშინღა აღმოვაჩინე, რომ ძალიან მშიოდა და ყველაფერს სათითაოდ გავუსინჯე გემო, რაზეც რატის სიცილი აუტყდა.
-რა გაცინებს?
-თუ ასე გააგრძელებ გარდერობის განახლება მოგიწევს
-უხეში შენიშვნაა
-ჰო, მაგრამ ასეა -გაეცინა
-კარგი მე უკვე მოვრჩი, შენ?
-ვეჭვობ ჩემთვის აქ აღარაფერი დარჩა
-კარგი რა გეყოფა, მართლა ძალიან მშიოდა
-მორჩა პირზე ბოქლომს ვიდებ
-მაშინ მოდი ამ ყველაფრის ალაგებაში მომეხმარე
-ვფიქრობ თავს მარტოც გაართმევ, მე კი მანამდე ცოტას დავისვენებ -რატი ბალახზე წამოწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო
-ამისთვის სამაგიეროს გადაგიხდი
-მაინც როგორ?
-მაგას სხვა დროს გაიგებ
როდესაც ყველაფრის ჩალაგებას მოვრჩი მანქანის საბარგულში გიტარა აღმოვაჩინე.
-რატი გიტარაზე უკრავ?
-ჰო შენთვის არ მითქვამს? -ფეხზე წამოიწია
-არა არ გითქვამს
-ალბათ თავიდან ამომივარდა
-შეგიძლია ახლა დაუკრა?
-არა, ოღონდ ახლა არა -სახე დაემანჭა
-გთხოვ ძალიან მინდა მოგისმინო -მუდარით სავსე მზერა ვესროლე
-კარგი თუ ასე ძალიან გინდა მომეცი, შენი ხათრით დავუკრავ
-გმადლობ
რატიმ გიტარაზე დაკვრა დაიწყო მე კი მის გვერდით ვიჯექი და სულგანაბული ვუსმენდი. მართლაც საოცრად უკრავდა და გიტარა იმაზე მეტად უხდებოდა ვიდრე მე წარმომედგინა. შიგადაშიგ მე გამომხედავდა და მომაჯადოებლად გამიღიმებდა, როგორც ეს მას ჩვეოდა. როცა დაკვრას მორჩა, თავისი გასაგიჟებლად ლამაზი მწვანე თვალები შემომანათა და ირიბად გამომხედა.
-აბა რას იტყვი მეგეოწონა?
-იმაზე მეტად ვიდრე შენ გგონია
-კარგი და კიდევ ხომ არ გინდა?
-ნეტავ ყოველთვის ასე შემეძლოს შენი მოსმენა. ეს არასოდეს მომბეზრდება
-შენ რა მეფლირტავები?
-გაგიჟდი? მსგავსი არაფერი მიფიქრია, მე უბრალოდ . . .
-კარგი კარგი -რატის სიცილი აუტყდა -მგონი ჩვენი წასვლის დროა თორემ შენები ინერვიულებენ და თან მეც რამდენიმე საქმე მაქვს მოსაგვარებელი
-რა ჰქვია მაგ შენს საქმეს? -არც კი ვიცოდი ეს კითხვა რატომ დავუსვი და მაშინვე ენაზე ვიკბინე, მაგრამ უკვე გვიანი იყო
-როგორც ვხედავ ჩემი პირადი ცხოვრებითაც ხარ დაინტერესებული. ეს კარგია არა?
-სულაც არ ვარ დაინტერესებული -ვთქვი და ფეხზე წამოვდექი -წავედით
-კარგი წამოდი –რატი ფეხზე წამოდგა და მანქანის კარი გამიღო . . .
რატის თითქმის ყოველდღე ვხედავდი. ყოველი დღე ერთმანეთისგან განსხვავებული და მხიარულებით აღსავსე იყო. მასში ყველაფერი მომწონდა : მისი ხასიათი, მისი ღიმილი და მისი საოცრად ლამაზი მწვანე თვალები, რომლის ყოველი შემოხედვისას პატარა ბავშვივით ვიბნეოდი. ერთმა კვირამ ისე გაიარა, რომ ეს ვერც კი შევამჩნიე. მასთან ერთად გატარებული ყოველი დღე არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი იყო. გამომშვიდობების დროს მისთვის ჩვეული მზერით შემომხედავდა და ზოგჯერ გადამეხვეოდა კიდეც. იგი ჩემი საზაფხულო არდადეგების განუყოფელ ნაწილად იქცა. მის გარეშე და გამღამობით მისი გაუთავებელი შეტყობინებების გარეშე ერთი დღეც ვეღარ წარმომედგინა. ვერც ერთი დღე . . .
კვირა საღამო იყო. მე და რატი იმ ადგლას ვისხედით, სადაც მან ჩემთვის პირველად დაუკრა გიტარაზე და ჩემივე თხოვნით ახლაც იმავეს აკეთებდა. მე კი მისგან ცოტა მოშორებით ვიჯექი და სულგანაბული ვუსმენდი.
უეცრად რატიმ თვალებში შემომხედა და დაკვრა შეწყვიტა, შემდეგ კი გიტარა გვერძე გადადო.
-რა მოხდა? -გაკვირვებულმა შევხედე
მას არაფერი უპასუხია, ჩემთან ძალია ახლოს დაჯდა და წყლის თერმოსი, რომელიც ჩვენს სიახლოვეს შორის ერთადერთ დაბრკოლებას წარმოადგენდა გვერძე გადადო.
-რა უნდა მომხდარიყო
-რაღაც უცნაურად იქცევი, რამე გჭირს?
-არაფერი უბრალოდ -აქ სიტყვა გაწყვიტა და ისევ მე გამომხედა
-რატი რამე მოხდა?
მან მოულოდნელად სახეზე ხელი ჩამომისვა, თავისკენ მიმიზიდა და მაკოცა.
არც კი შევწინააღმდეგებივარ და არც გაძალიანება მიცდია. არ ვიცოდი რა დამემართა, თითქოს წინააღმდეგობის უნარი დავკარგე. ვერც კი გავიგე ეს რამდეხანს გაგრძელდა, დროის შეგრძნება დავკარგე და ასე დიდხანს გაგეძელდებოდა რატის მოულოდნელად ჩემთვის ხელი რომ არ შეეშვა.
-მაპატიე ნია -მისი თვალები მუდარით სავსე მზერით მიყურებდა
-რას აკეთებ?
-არც კი ვიცი. უბრალოდ თავი ვერ შევიკავე, მაპატიებ?
-სახლში მინდა წასვლა -ფეხზე წამოვდექი
-ნია გთხოვ
-სახლში წამიყვანე რატი
-კარგი მანქანაში ჩაჯექი და მეც მალე მოვალ
მთელი გზა არცერთ ჩვენგანს ხმა არ ამოუღია. როცა რატიმ მანქანა სასტუმროსთან ახლოს გააჩერა გადასვლა დააპირე, მაგრამ მან მკლავში ხელი ჩამავლო და შემაჩერა.
-მოიცადე
-რა მოხდა? -თავი უკმაყოფილოდ მოვაბრუნე
-არ მინდა ასე წახვიდე
-როგორ ასე?
-ვიცი, რომ ჩემზე გაბრაზდი და მართალიც ხარ. ნამდვილი იდიოტი ვარ ყველაფერი გავაფუჭე
-არ შემიძლია არ დაგეთანხმო -ვთქვი და მანქანიდან გადავედი
რაც შემეძლო სწრაფად მივდიოდი, მაგრამ რატიმ მაინც მოახერხა და წამომეწია
-ნია არ წახვიდე
-რატი სახლში მაგვიანდება, მოგვიანებით ვილაპარაკოთ
-ასე ნუ წახვალ გთხოვ
-ახლა სხვანაირად მოქცევა არ შემიძლია
-ვიცი, რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ ეს განზრახ არ გამიკეთებია
-ნუთუ?
-არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ არ მინდა ამის გამო შენთან ურთიერთობა გამიფუჭდეს, ამას ვერ გადავიტან
-უნდა წავიდე
-ნია გთხოვ მომისმინე
-არა შენ მომისმინე, უბრალოდ ჩემთვის ეს ძლიან მოულოდნელი იყო. ცოტა დრო მომეცი, რომ ამ ყევლაფერზე კარგად დავფიქრდე, ახლა არაფერის მოსმენა არ მინდა
ამჯერად აღარ დამდევნებია. შესასვლელთან, რომ მივედი მანქანის ხმა გავიგე და მივხვდი, რომ რატი უკვე მიდიოდა. ძალიან ვიყავი დაბნეული, არ ვიცოდი რა მექნა. გამეგრძელებინა მასთან ურთიერთობა თუ არა? რომ არ გამეგრძელებინა ამით პირველ რიგში მე დავზარალდებოდი. რომ გამეგრძელებინა არ ვიცოდი ამას რა მოჰყვებოდა. იქნებ საერთოდ არ ვაინტერესებ და უბრალოდ მეთამაშება, მე კი სულელი გოგოსავით გავები მის მახეში? არა, არ მინდა ამის დაჯერება. ახლა მხოლოდ ერთი რამ დამამშვიდებს-ჩემს მეგობრებთან საუბარი. ეს აზრი ძალიან მომეწონა.კიბეები სწრაფად ავირბინე, ჩემს ნომერში შევედი და კომპიუტერი ჩავრთე. სამწუხაროდ ამ დროს მარტო ანა იყო ონლაინზე.
-ნია როგორ ხარ სად დაიკარგე?
-კარგად ან შენ როგორ ხარ?
-არაჩვეულებრივად. რაშვები კარგად ერთობი მანდ?
-რაღაც უნდა გითხრა
-რა მოხდა? შენი ხმა არ მომწონს
-მგონი შეყვარებული ვარ
-სერიოზულად?
-ჰო
-აბა მითხარი ვინ არის და რას წარმოადგენს. თითოეული დეტალი მაინტერესებს
ანას რატის შესახებ ყველაფერი მოვუყევი, შემდეგ კი მისი ფოტო გავიგზავნე
-არაა
-რა მოხდა?
-ნია ეს ბიჭი ნამდვილი მატყუარაა
-რას გულისხმობ?
-არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ეგ ბიჭი ახლავე უნდა ჩამოიშორო
-ანა მითხარი რისი თქმა გინდა
-ვერც კი წარმოიდგენ იმდენი გოგო გააუბედურა
-მაინც ვინ? -გული გამალებით მიცემდა
-ჩემი ბიძაშვილის დაქალი ლანა გახსოვს?
-ჰო მერე?
-მის გამო კინაღამ გაგიჟდა. სიყვარულს ეფიცებოდა, არაჩვეულებრივად ექცეოდა. ვერავინ იფიქრებდა, რომ დაშორდებოდნენ. საწყალ გოგოს თავბრუ დაახვია და როცა ის მიიღო, რაც უნდოდა მიატოვა. დამიჯერე ნია ეს პირველი შემთხვევა არ არის, ეგ ბიჭი ნამდვილი ნაძირალაა გირჩევ მისგან თავი შორს დაიჭირო.
-რაც ახლა თქვი სიმართლეა?
-შენ რა ჩემი არ გჯერა?
-არა რას ამბობ უბრალოდ შოკში ვარ
-ნია რაც არ უნდა გითხრას მასთან ურთიერთობა არ გააგრძელო. მასზე კარგად არავინ იცის თუ როგორ უნდა მიაღწიოს მიზანს. ისეთ რამეებს გეტყვი, რომ მის გულწფელობაში ეჭვს ვერ შეიტან, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილია და მის ანკესზე ნუ წამოეგები გესმის?
-მგონი უკვე წამოვეგე
-ამას რატომ ამბობ?
-არაფერია დაივიწყე
-ნია რა მოხდა?
-მერე დაგორეკავ კარგი? ახლა უნდა წავიდე
-კარგი გკოცნი. აბა შენ იცი, ჩემი რჩევა არ დაგავიწყდეს
-კარგი
ანას სიტყვებმა გული ძალიან მატკინა. ვერ დამეჯერებინა, რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო. ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი, თავი ბალიშში ჩავრგე და ხმამაღლა ავტირდი. ძალიან დიდხანს ვტიროდი და ჩემს თავზე ვბრაზობდი. რა სულელი ხარ ნია, რა სულელი. ყველა გატყუებს, გეთამაშება შენ კი ვერასდროს ვერაფერს ხვდები. ამ საშინელი და ამავდროულად ამაღელვებელი ფიქრებიდან ზარის ხმამ გამომარკვია. ჩემი ტელეფონი რეკავდა. ბალიშიდან თავი ნელ-ნელა წამოვწიე და ეკრანს დავხედე. რატი მირეკავდა. რამდენიმეწამიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ყურმილი ამეღო და მისთვის ყველაფერი მეთქვა.
-გისმენ
-ნია შენი ნახვა მინდა სად ხარ?
-ვფიქრობ ჩვენ სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს
-ნია რა გემართება? ასეთი რა გავაკეთე, რომ ჩემთან დალაპარაკებაც კი აღარ გინდა?
-არა რატი მე უკვე იმაზე კარგად გიცნობ ვიდრე შენ გგონია და შენი ცხოვრების ყველა სიბინძურეც, რომლსაც ასე საგულდაგულოდ მალავდი ჩემთვის უკვე სავსებით ნათელია
-რას გულისხმობ?
-ვფიქრობ მშვენივრად ხვდები რასაც ვგულისხმობ
-ვერაფერი გავიგე
-ეგ უკვე შენი პრობლემაა. მე შენს ანკესზე აღარ წამოვეგები. აღარასოდეს დამირეკო და მომძებნო გასაგებია შენთვის?
მისი პასუხისთვის აღარ დამიცდია, ყურმილი დავკიდე და ტელეგონი გვერძე მოვისროლე.
ახლა სადმე განმარტოება მჭირდებოდა, რომ ამ ყველაფერზე კარგად მეფიქრა. სასტუმროდან შეუმჩნევლად გავედი და გეზი სანაპიროსკენ ავიღე. იქ ჩემს გარდა არავინ იყო, რამაც ძალიან გამახარა. ზღვასთან ახლოს დავჯექი, ფეხზე გავიხადე, ტალღებს მივუშვირე და სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე. მართლაც როგორ ამშვიდებს აფორიქებულ ადამიანს ბუნება, თითქოს რაღაც ჯადოსნური ძალა გააჩნია, რომელიც მომავლის იმედს უნერგავს ყველა სულიერ არსებას. ვიჯექი და ვუსმენდი ხმას, რომელიც ამქვეყნად ყველაფერს მერჩივნა და გავცქეროდი უკიდეგანო სივრცეს, რომელსაც დასასრული არ უჩანდა. უცებ ძალიან მომინდა ზღვაში შესვლა, ბევრი აღარ მიფიქრია ტანზე გავიხადე და ზღვის მოალერსე ტალღებში შევცურე. ცურვამ ისე დამღალა, რომ წყლიდან ამოსული ნაპირზე გავწექი. რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე ვიყავი, შემდეგ ტანზე ჩავიცვი და ისევ ზღვას დავუწყე ყურება. მოულოდნელად ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო. ამან ისე შემაშინა, რომ მაშინვე ფეხზე წამოვხტი და ინსტიქტურად რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე.
-ასე რამ შეგაშინა?
-შენ აქ რას აკეთებ? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს მე უკვე მივდივარ
-სად მიდიხარ? -მკლავში ხელი ჩამავლო
-ეგ შენ არ გეხება
-მოდი აქ -მან ხელი უფრო მძლავრად დამიჭირა და თავისკენ მიმიზიდა
-ჩემგან რა გინდა? მგონი გასაგებად აგიხსენი რომ . . .
-შენ რა გგონია ასე მარტივად შევურიგდები იმ ფაქტს, რომ ჩემგან სამუდამოდ აპირებ წასვლას?
-რატი გამიშვი მტკივა
-მე უფრო მტკივა ნია, გული მტკივა, რომ ასე მექცევი და ჩემი მოსმენაც კი არ გინდა
-ისე გექცევი როგორც ამას შენნაირი ადამიანი იმსახურებს
-იქნებ ამიხსნა რაზე ხარ ნაწყენი? არაფერი მესმის
-მართლა გინდა ამის ცოდნა?
-რა თქმა უნდა მინდა
-კარგი მაშინ ყურადღებით მომისმინე
-გისმენ -რატიმ ხელი შემიშვა და პასუხის მოლოდინში გულზე ხელები დაიკრიფა
-არ მკითხო საიდან, მაგრამ გავიგე ლანას შენს გამო რაც დაემართა -აქ მან სიტყვა გამაწყვეტინა
-მოიცა, მოიცა ლანას საიდან იცნობ?
-მაგას მნიშვნელობა არ აქვს, გავაგრძელო?
-ვფიქრობ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდეს
-მე კი ვფიქრობ, რომ შენ უკანასკნელი ნაძირალა ხარ, რომლის მთავარ ჰობს გულუბრყვილო გოგოების გაუბედურება წარმოადგენს. მაგრამ შეცდი თუ იფიქრე, რომ ჩემთან მსგავსი რამ გაგივიდოდა . . .
-ნია გეყოფა ეს ასე არ არის
-არ მჯერა იმის, რასაც შენ ამბობ. მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი -შენ ის გოგო გაანადგურე და ცხოვრება დაუნგრიე. რა თქმა უნდა ისიც ვიცი, რომ იგი პირველი გოგო არ ყოფილა ვისაც ასე მოექეცი. შენ ადამიანების გრძნობები არაფრად მიგაჩნია. იცი იმ გოგომ შენს გამო რა გადაიტანა? იცი როგორ დაიტანჯა? ის თუ იცი, როგორ უყვარდი და როგორ სჯეროდა შენი?
-ნია გეყოფა, ასე არ ყოფილა მე . . .
-მეც ეს ბედი მეწეოდა არა? სიმართლე რომ არ გამეგო მეც მის დღეში აღმოვჩნდებოდი და შენს კოლექციას შევემატებოდი ასე არ არის? ლანა მოატყუე, მე მომატყუე მაგრამ მითხარი ამით რა მოიგე? მხოლოდ იმას მიაღწიე, რომ შენს გამო ვიღაცას გული ეტკინა, ვიღაც გაუბედურდა, ვიღაცამ მომავლის რწმენა დაკარგა ვიღაცამ კი სიყვარულის და ბედნიერების. ნუთუ ეს ყველაფერი სიამოვნებას განიჭებს? მიპასუხე გსიამოვნებს, რომ შენს გამო ასე იტანჯებიან? კმაყოფილი ხარ შენი საქციელით? ამაყობ იმით რაც გააკეთე? მიპასუხე ამაყობ? ამაყობ, რომ ასეთი ნაძირალა ხარ?
-შენი მოტყუება არც მიფიქრია. არ ვიცი რა გითხრეს, მაგრამ შენ ყველაფერი არასწორად გაიგე
-შენი არ მჯერა და ვფიქრობ დღეიდან ვეღარასოდეს შევძლებ დაგიჯერო. შენ ჩემთვის აღარ არსებობ რატი
-უნდა დამიჯერო ნია, უნდა დამიჯერო. ჩემს ცხობრებაში პირველად გამოჩნდა ისეთი გოგო, რომელიც ჩემთვის სულ ერთი არ არის. მე, მე შენი საკარგვა არ მინდა
-შენ რა ისეთი სულელი გგონივარ, რომ შენს სიტყვებს დავიჯერებ?
-შენ ყველასი გჯერა ჩემს გარდა. მიპასუხე რატომ?
-იქნებ თქვა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, ამის თქმა გინდა?
-ნაწილობრივ სიმართლეა, მაგრამ ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ გგონია
-სახლში მაგვიანდება
-გინდა თქვა, რომ ყველაფერი მორჩა?
-არც არაფერი დაწყებულა, რომ რამე მორჩეს. მე უკვე აღარაფერში მჭირდები
-შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ მე შენი მოტყუება არ მიცდია
-მართალი ხარ შენი არ მჯერა -ვთქვი და გზას უკანმოუხედავად გავუდექი
რატი დიდხანს მეძახდა, მაგრამ უკან ერთხელაც არ გამიხედავს . . .
ჩემს ოთახში, რომ შევდიოდი თემოს ხმა გავიგონე. მე მეძახდა. ესღა მაკლდა -გავიფიქრე გულში და უკმაყოფილო სახით შევტრიალდი
-სად იყავი?
-ანგარიში უნდა ჩაგაბარო?
-ასე ნუ მელაპარაკები, შენი ადგილი იცოდე
-ჯობია შენ იცოდე შენი ადგილი და ჩემს ცხოვრებაში აღარ ჩაერიო -ვთქვი და ისე, რომ მისი პასუხისთვის არ დამიცია შიგნით შევედი
ახლა რა ვქვნა? ჩემი სისულელე როგორ გამოვასწორო? ეს როგორ დავუშვი, რა დამემართა? ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში ასე მარტივად როგორ შემოვუშვი? უტვინო ხარ ნია უტვინო. ყოველთვის ასეთი იყავი და მუდამ ასეთად დარჩები. კარგავ იმათ ვინც შენთვის უკეთესია და სამაგიეროდ რას იღებ? მხოლოდ და მხოლოდ ტკივილს, მეტს არაფერს. რაც არ უნდა მოხდეს მას დავივიწყებ და ასეთ შეცდომას მეორედ აღარასოდეს დავუშვებ. ეს ჩემთვის გაკვეთილი იქნება, რათა ასეთი რამ სხვა დროს აღარ ჩავიდინო. ერთი შეხედვით მხიარული არდადეგები ჩემთვის კოშმარად გადაიქცა. გადიოდა დღეები, მაგრამ გულის ტკივილი არა და არ მინელდებოდა. ჩემი ოთახიდანაც კი არ გამოვდიოდი. ვერც დედამ და მამამ გაიგეს რა მჭირდა მიუხედავად იმისა, რომ სულ თავს დამტრიალებდნენ. ერთ დღეს ჩემთან ოთახში დედა შემოვიდა და საწოლზე ჩემს გვერდით დაჯდა.
-ნია ასე არ შეიძლება
-რას გულისხმობ?
-ამ ბოლო დროს რაღაც გაწუხებს და არ მეუბნები. გარეთ გამოსვლაც კი აღარ გინდა
-არაფერია დედა, ამ დღეებში ცოტა გადავიღალე ალბათ ამის ბრალია
-მე მშვენივრად ვხვდები რა დროს ხარ გადაღლილი და რა დროს მოწყენილი, ამიტომ ნუ მატყუებ
დედას სიტყვებზე შემრცხვა და თავი დავხარე.
-მე არ გთხოვ რომ ყველაფერი მომიყვე, მაგრამ თუ შენ ეს მოგინდება მე მზად ვარ მოგისმინო. დასაწყისისთვის კი წადი და სადმე გაისეირნე. დაფიქრდები, გულს გადააყოლებ. დამიჯერე შენთვის ასე აჯობებს. პრობლემებს ოთახში ჯდომით ვერ გაექცევი, პირიქით ეს უფრო დაამძიმებს შენს მდგომარეობას. მამასაც ძალიან უნდა, რომ ისევ ძველ ცხოვრებას დაუბრუნდე, შენზე ძალიან ნერვიულობს.
-კარგი ცოტა ხნით სადმე წავალ
-ასე ჯობია მიდი მოემზადე
დედა, რომ გავიდა კარადიდან ჯინსის შორტი გამოვიღე რომესაც ჩემი თეთრი მაისური შევუხამე, თმა გავიშალე, ჟაკეტი მოვიცვი და გარეთ გავედი. ქუჩაში ახალი ნაწვიმარი იყო და ცოტა გრილოდა, ამიტომ თავზე კაპიუშონი წამოვიხურე და მოსაცმელში კარგად შევიფუთნე. ბევრი ვიხეტიალე. არც კი ვიცოდი სად წავსულიყავი, უბრალოდ მშობლებს თხოვნას ვასრულებდი. მთავარ მოედანს რომ მივადექი უკნიდან მანქანამ დაასიგნალა. თავიდან ყურადრება არ მიმიქცევია, მაგრამ მეორედ და მესამედაც რომ განმეორდა უკან გავიხედე. ეს რატის მანქანა იყო, რომელიც როგორც კი უკან გავიხედე ჩემკენ ნელი სვლით დაიძრა. რაც შემეძლო ფეხს ავუჩქარე და ტროტუარზე გადავედი, სადაც იგი მანქანით ვერ ამოვიდოდა. არც ამან გაჭრა, რატი მანქანიდან გადმოვიდა, მკლავში ხელი ჩამავლო და თავისკენ შემატრიალა.
-ჩემს ზარებს რატომ არ პასუხობ? გინდა საბოლოოდ გამაგიჟო?
-ერთი მიზეზი მაინც დამისახელე რატომ უნდა ვუპასუხო?
-ნია ჩემს ნერვებზე ნუ თამაშობ
-ხელი გამიშვი
-უნდა მომისმინო ყველაფერს აგიხსნი
-შენი მოსმენა არ მინდა
-ნია უნდა მომისმინო, ჯანდაბა ერთხელ მაინც მომისმინე რა გემართება?
-რატი ხელი გამიშვი, თორემ ვიკივლებ. ხედავ პოლიციის მანქანა აქვეა
-შენ რა ამას სერიოზულად ამბობ? -სიცილი აუტყდა
-გგონია ამას ვერ შევძლებ?
-გთხოვ მანქანაში ჩაჯექი უნდა დაგელაპარაკო
-უკვე გითხარი შენი მოსმენა არ მინდა მეთქი
-კარგი როგორც ჩანს მოგიწევს
რატიმ ხელში ამიტაცა, ზურგზე გადამიკიდა და მანქანაში ძალით ჩამაგდო, შემდეგ კარი გასაღებით ჩაკეტა, ტელეფონი გათიშა და გვერდით მომიჯდა.
-შენ რა სულ გაგიჟდი? ახლავე გააღე კარი თორემ . . .
-თორემ რა? რას გააკეთებ?
-რატი კარი გააღე უნდა წავიდე -მისი კითხვა არ შევიმჩნიე
-არსადაც არ წახვალ. დამღალა იმან, რომ გამუდმებით გამირბიხარ. ზარებზე არ მპასუხობ, არც შეტყობინებებზე. სასტუმროშიც რანდენჯერმე მოგაკითხე, მაგრამ შენს მშობლებს ჩემი შენთან შემოშვება აუკრძალავთ
ამ ამბავმა ძალიან გამაკვირვა, მაგრამ მისთვის არაფერი მითქვამს.
-შენ რა ვერ გაიგე? მე აღარ მინდა შენთან ურთიერთობა, ყველაფერი დამთავრდა შეიგნე ბოლოს და ბოლოს
-გთხოვ მომისმინე და დასკვნები მერე გამოიტანე
-კარგი გისმენ, საინტერესოა რას იტყვი
-შენ მართალი ხარ. ბევრ გოგოს ვატკინე გული, მაგრამ დიდი ხანია ასე აღარ ვცხოვრობ. ეს დიდი ხნის წინ იყო. ისიც ვიცი, რომ ჩემზე ბევრი ცუდს ფიქრობს ზოგს კი საშინელი ადამიანი ვგონივარ, მაგრამ მერწმუნე ასე არ არის. მართალია ჩემს საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს, მაგრამ ერთ რამეში მეც მართალი ვარ-იმ გოგოებს, რომლებსაც ვხვდებოდი არასოდეს არაფერს დავპირებივარ, არასოდეს მითქვამს ის სიტყვები, რომელიც მათ ოცნების კოშკებს აუგებდა. ეს ლანამაც ძალიან კარგად იცოდა, უბრალოდ თავისი ისტორია ისე შეალამაზა, რომ ყველას თვალში მსხვერპლად გამოჩენილიყო და დამნაშავედ მხოლოდ მე გამოვეყვანე. მაგ გოგოს ფანტაზიის კარგი უნარი აქვს, რომ ხალხი საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოს, მაგრამ დამიჯერე მან თავიდანვე იცოდა, რომ მის მიმართ არაფერს ვგრძნობდი, პირიქით თვითონ ცდლობდა ჩემთან ურთიერთობას. ნია არ მინდა ამ გაუგებრობის გამო შენ დაგკარგო. გესმის არ მინდა. ჩემს გულს მხოლოდ შენთან ყოფნა უნდა. მიყვარხარ ნია, სიგიჟემდე მიყვარხარ. უშენოდ სუნთქვა მიჭირს. შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ ეს აქამდე არასდროს არავისთვის მითქვამს. ვერ ავიტან, რომ ამ თვალებმა კიდევ ერთხელ შემომხედოს ისე ცივად, როგორც იმ დღეს.
რატი გაჩუმდა და შემომხედა. ელოდებოდა რას ვეტყოდი, მაგრამ მე ხმას ვერ ვიღებდი. არ ვიცოდი რა მეთქვა. დამეჯერებინა მისთვის თუ არა? საგონებელში ჩავვარდი და მეტყველების უნარი დავკარგე.
-ნია რამე მითხარი გთხოვ
-აქედან წასვლა მინდა, გთხოვ გამიშვი
-გაგიშვა? რატომ? იმიტომ, რომ ისევ იმ იდიოტს შეხვდე და მასთან ურთიერთობა გააბა?
-ჩემი და ირაკლის ურთიერთობა შენ არ გეხება გასაგებია?
-ნია ასე ნუ იქცევი, უკვე დამღალა შენმა სიჯიუტემ
-გთხოვ გამიღე, სახლში მინდა წასვლა -ვთქვი და ისევ კარის სახელურს დავუწყე წვალება, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი არ გაიღებოდა
-სანამ არ მივიღებ იმას, რასაც მე მინდა არსად წახვალ
-და რა გინდა? -გაბრაზებულმა გავხედე
-შენ მინდიხარ
-გთხოვ გამიშვი -თვალები ცრემლებით ამევსო
-ნია ნუ ტირი -ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მომწმინდა
-შენ მაიძულებ რომ ვიტირო
-ნია არ მინდა შენს ცრემლებს ვხედავდე, მაგრამ არც ის მინდა, რომ ჩემგან სამუდამოდ წახვიდე ამიტომ იძულებული ვარ ასე მოვიქცე
-კარს არ გამიღებ?
-უკვე გითხარი, რომ არა
-ასე რატომ იქცევი?
-იმიტომ, რომ მინდა შენს გვერდით ვიყო, სხვანაირად კი ამის საშუალებას შენ არ მაძლევ
-რატომ მეთამაშები ჩემგან რა გინდა?
-ანუ ამდენი ტყუილად ვილაპარაკე. შენ ჩემი ნათქვამი ერთი სიტყვაც არ გაგიგონია. ნია მე შენ არ გეთამაშები, შენდამი ჩემი გრძნობები ნამდვილია. ჯანდაბა ჩემი რატომ არ გჯერა? -საჭეს ხელი გაბრაზებულმა დაკრა
-გააღე კარი აქ ყოფნა არ მინდა -ხმას ავუწიე
-ნია გთხოვ დამიჯერე
-ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი გთხოვ გამიშვი -ისევ ჩემსაზე ვიდექი
-მაშინ როდის?
-არასდროს
-ძალიან კარგი, სხვა გზას აღარ მიტოვებ. სანამ არ დამიჯერებ ამ მანქანაში იჯდები
რატიმ ავტომობილის მინა ჩამოსწია და გასაღები ფანჯრიდან მოისროლა.



№1 სტუმარი Nino

Zalian kargi iyo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent