შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეხთამბრძოლი (აინშტაინი)


16-12-2015, 23:10
ავტორი ერკე
ნანახია 1 954

ცა გაიხსნა და გრუხუნმა დააარღვია წყნარი, კოსმოსური სიჩუმე. საშინელი ხმა ჰქონდა და მისი ექო მთელ სანაპიროზე გავრცელდა. გიორგის ნანახი ჰქონდა, როგორ ეცემოდა მეხი ხეს, ახსოვდა მისი ძალა, მთლიანი მუხის ხე შუაზე რომ გადატეხა და ლამის ზედ დაეცა, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა, ტყეს რომ ემუქრებოდა. ახლა კი მეხი, რაც ძალიან გასაკვირი იყო სანაპიროს შუაში, ქვიშაზე დაეცა და მისი ხმა ისეთივე საზარელი იყო, როგორც უზარმაზარი შემზარავი არსების ღრიალი. ცეცხლებმა დიდზე გაყარეს და თითქოს მიწაში ჩავიდა მთელი ენერგია, მაგრამ ექო ყველას ყურში უფრო და უფრო ძლიერდებოდა.
-ასეთი მეხის დაცემა, ამდენად მაშტაბური და ისიც სანაპიროზე, ქვიშაზე მხოლოდ ერთხელ მოხდა. 1898 წლის ოცდაერთ სექტემბერს. - ჩაჰყვირა მის გვერდით მდგარ ზაზას შეშინებულმა, რომელიც ასევე ვერ მოსულიყო გონს შოკისგან და მეხის გაუჩერებელ ნაკადს უყურებდა, რომელიც არა და არ ქრებოდა. მისი ტეხილები კი ერთ წერტილს ხვდებოდა მხოლოდ და იგრიხებოდა. წაკითხული ჰქონდა, რაც მეგობარს გაუზიარა, იმ სტატიაში მეხის დაცემის აღწერაც იმდენად ზუსტად ემთხვეოდა თვალით დანახულს, რომ დიდად არც გაჰკვირვებია. რამდენიმე წუთი გავიდა, ყველაფერი ჩაწყნარდა, მაგრამ ზაზას რეაქცია კვლავ უცნაური იყო, იგი პირღია უყურებდა ისევ იმ ადგილს.
-რა თქვი?
-არაფერი დაიკიდე.
-მათკენ სახეცვლილი ჭაბუკი მორბოდა, რომელსაც სახეზე ფერი არ ედო და მისი ღრიალი მეხისგან გამოწვეულ გუგუნს მაინც ვერ ფარავდა, თუმცა ისმოდა და გიორგის ძალიან აღიზიანებდა. წინ დაუდგა და გააჩერა. გამოჰკითხა ყველაფერი, რადგან დარწმუნებული იყო უფრო ახლოდან ნახა პროცესი. უცნობმა კი თავის ქნევითა და სიტყვების ყლაპვით შოკირებულმა ყვირილით საუბარი დაიწყო: - ვიღაცები გაქრნენ, მთლიანად გაქრნენ, სადღაც... იქ სადაც მეხი დაეცა... გაქ... მაგ.... მაგრამ ერთი ბიჭი გამოჩნდა, არსაიდან... ზუსტად იქ იდგა... საშიშია... ნამდვილად საშიშია... გაიქეცით! - ბოლო სიტყვა „გაიქეცით“ ისე განწირულად ამოთქვა გიორგის გული მოეწურა. თავი დაანება უცნობს და წინ გაიჭრა. ზაზა ისევ გაშეშებულიყო და არც კი უცდია მისი გამოფხიზლება, მალე მოვალო დაუბარა და მარტო დატოვა.
სანაპიროზე მძაფრი სუნი ტრიალებდა და შემთხვევის ადგილს მიახლოებული უფრო და უფრო გრძნობდა, რაღაც შემწვარის და შებოლილის, მისი დასკვნებით კიდევ სამი კვირის დაგდებული გვამის აყროლებული სურნელიც შერეოდა, მაგრამ ამას ვერ იჯერებდა. მეხი სანაპიროზე არ ეცემა, მეხი მხოლოდ ხეს ეცემა და მთლიანად წვავს, ამიტომაც არის საშიში ჭექა-ქუხილის დროს ხეებთან დგომა, მაგრამ თურმე ცდებოდა და მეხს სანაპიროზე ქვიშაში დაცემაც შეეძლო, ან კიდევ ყველაფერი სიზმარი იყო. თუმცა წინა შემთხვევა გაიხსენა და მიხვდა სიზმარი კი არა ცხადი იყო.
ბიჭი უძრავად იდგა. ეს საოცარი სანახაობა იყო, დამწვრის სუნი მას ასდიოდა, მაგრამ მისი კანი ორმაგად უფრო მეტად გამძლე იყო თითქოს და არც დაზიანებულა. ცეცხლი ზურგზე ეკიდა, მაგრამ მალევე ჩაქვრა, როცა მიუახლოვდა გიორგი და უცნობი ფეხზე წამოდგა, ცრემლიანი თვალები შეანათა მას. რაღაც იყო იმ უცნობის გამოხედვაში დამღუპველი, რაღაც დიდი სასოწარკვეთაც იკითხებოდა. მისგან ყველა გარბოდა და სახეზე გაკვირვება მანიშნებელი იყო, რომ არაფერი იცოდა.
-სად ვარ? - იკითხა „ურჩხულმა“, მაგრამ პასუხის გამცემი არავინ იყო, მხოლოდ უკნიდან მოახლოებულმა უცნობმა თქვა.
-თბილისის ზღვაზე... - მიუგო ქართულად, ქართული აქცენტით და ბიჭში შიში გამოიწვია. თქმისთანავე გაიქცა. გიორგი ნელა მიუახლოვდა, ერიდებოდა საიდანღაც მოსულს, რადგან ეს უცნაური მოვლენა ახსნას არ ექვემდებარებოდა. ძალიან დაუნდობელი მზერით შეეგება მეხთამბრძოლი (ასე შეარქვა გონებაში გიორგიმ) მას და ბიჭსაც შიშით თვალები გაუფართოვდა.
-არა, ნუ გეშინია ჩემი გთხოვ. არაფერს დაგიშავებ, მხოლოდ ის მინდა გავიგო აქ რა მინდა, დამიჯერე გთხოვ. - გიორგის გული აუჩუყდა ამ თხოვნაზე, მეხთამბრძოლს ცრემლებიც კი შეამჩნია და გუმანით იგრძნო, რომ უნდა ნდობოდა. ახლოს მივიდა. მისი კანიდან აალებულ ორთქლს თვალს არ აცილებდა, თითქოს საცაა აფეთქდებაო.
-კარგი. საიდან ხარ? აქაური არ უნდა იყო, თუმცა ქართულს კი ფლობ.
-ეგ ნამდვილად გასაკვირია. გერმანიაში დავიბადე და რაც თავი მახსოვს გერმანიას არ გავცდენივარ, მაგრამ ეს ადგილი გერმანიას არ ჰგავს.
-როდის დაიბადე? - მოკრძალებულად იკითხა, მაინც ერიდებოდა და ეშინოდა გიორგის.
-1879 წელს. - ბიჭს თვალები შუბლამდე აუვიდა. - რა? რა ვთქვი არასწორედ. მომავალი ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი გახლავართ.
-ეს როგორ? - გაოცდა გიორგი და უკეთესად დააკვირდა. მასში ის ახალგაზრდა ბიჭი ამოიცნო, ალბერტის ახალგაზრდობის ფოტოებში რომ ენახა. ის, ის ალბერტი იყო, რომელმაც ფარდობითობის თეორია წამოაყენა, რომლის სახელიც მეცნიერებაში ყველაზე დიდი და სანდო იყო, მისი სახელობის პრემიაც კი არსებობს და ის კი ახლა, 2015 წლის აგვისტოში მის წინ იდგა და კვამლი ასდიოდა. - შენ ხომ უკვე დიდი ხნის წინ მოკვდი, მეცნიერო?
-ჰა?
-2015 წელია.
-ვაა, მეცნიეროო? ესე იგი ჩემს მიზანს მივაღწევ? მაგრამ აქ საიდან მოვხვდი?
-არ ვიცი. მეხის დაცემას ასეთი რამ შეუძლია?
-თუ გავითვალისწინებთ მის სიხშირესა და ამპლიტუდას, ასევე ადამიანის ორგანიზმის ამტანობასა და მისი რეაქციებისგან გამოწვეულ მდგომარეობას, მაშინ.... - გაფითრდა. - ეს ჯერ კიდევ ჩემ დროში შეუძლებლად მიმაჩნდა, მაგრამ თეორიულად ვფიქრობ კი. - გიორგიმ ასე კარგადაც არ იცოდა ფიზიკა, არც მეცნიერი იყო, მხოლოდ აინშტაინის დიდი ფანი იყო და იცოდა მის შესახებ ყველაფერი, ასე რომ მისი ნათქვამიდან ერთი სიტყვაც კი ვერ გაიგო. - მომიყევი რა, როგორ მოხდება ეს ყველაფერი? ახლა კი ვსწავლობ ტექნიკურ უნივერსიტ... უფრო სწორედ თურმე ვსწავლობდი, მაგრამ ხომ დავბრუნდები მაინც და მითხარი რა ჩემზე ყველაფერი.
-ნუ რა გითხრა. ის, რომ ფარდობითობის თეორიას შექმნი და კოსმოლოგიას საგრძნობლად წინ წასწევ შენი თეორიით?
-ეს რა კარგი ბედი მაჩუქა განგებამ. - წაიმღერა აინშტაინმა და სიხარულით ხტუნვა დაიწყო. კიდევ მომიყევი კიდევ რა. - თითებზე კვამლი ჯერ კიდევ ასდიოდა, დანარჩენ ადგილებში კი ჩამცხრალიყო.
სხვა დროს, როცა კი ჭექა-ქუხილის ხმას გაიგებთ, დაიმალეთ, რათა თქვენ არ დაგეცეთ და სხვა დროის მონაკვეთში გადაგტყორცნოთ, როგორც ეს შემდგომ გიორგისაც დაემართა, 2015 წელს, როცა ის მომავალში მოხვდა. და თუ მეხის გავარდნის დროს ადამიანის ყვირილსაც გაიგებთ, შეგიძლიათ შემდეგ მაინც მიხვიდეთ მეხის დაცემისას, 2054 წლის 14 მარტს, სადაც გიორგი დაეცემა იტალიაში გადასროლილი.



№1  offline წევრი anuka^_^

საოცრებაა...
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

 


№2  offline წევრი beqaloxishvili

აუ ძაან მინდა წაკითხვა მაგრამ მეზარება
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

anuka^_^
საოცრებაა...

მადლობა love
beqaloxishvili
აუ ძაან მინდა წაკითხვა მაგრამ მეზარება

სხვა დროს წაიკითხე :D სად გეჩქარება wink love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

საინტერესო იყო...ეტყობა, აინშტეინობა მოგინდა :დ

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

უნდა ვწერო
საინტერესო იყო...ეტყობა, აინშტეინობა მოგინდა :დ

არაა :დ ცოტა სხვაგვარად მინდოდა თავიდან და უფრო დიდიც რომ დამეწერა ისეთი გამოვიდოდა როგორიც მინდოდა :დ
მაგრამ კონკურსის პირობებმა გაგრძელების საშუალება არ მომცეს თავის დროზე :D
მე მაინტერესებდა აინშტაინის პიროვნება გამეცოცხლებინა და მასთან მელაპარაკა ^_^ დღევანდელ ეპოქაში გადმომეყვანა და ისიც მეჩვენებინა რა შეიცვლებოდა, რომ აინშტაინს თავის საქმე იქ არ გაეკეთებინა, იმ დროში, სადაც გააკეთა და აღმოჩენილიყო ჩვენს სამყაროში... 21-ე საუკუნეში. დამეთანხმები გრანდიოზული პროექტი იქნებოდა, მაგრამ 3 გვერდში მეტს ვერ ჩავატევდი :D
მერე თუ დრო და მუზა მქონდა გავაგრძელებ love love ან უფრო სწორედ ამ იდეაზე თავიდან დავიწყებ მუშაობას <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№6  offline წევრი maridb

საინტერესო იყო ძალიან^^
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№7  offline ახალბედა მწერალი ერკე

maridb
საინტერესო იყო ძალიან^^

დიდად გმადლობ <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent