შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკურნალი ცრემლები 2თავი


17-12-2015, 01:04
ავტორი ლორელაი
ნანახია 9 454

*
გაოგნებისგან პირი მქონდა დაღებული, ვერ წარმომედგინა, რომ ნიკა ექიმი ასეთი პირდაპირი აღმოჩნდებოდა. პირველ ვიზიტზე მომხდარს ხანდახან ჩემს წარმოსახვას ვაბრალებდი, ვფიქრობდი, რომ მე მომეჩვენა მისი ქმედებები ვნებიანად, მაგრამ ამ წამს ნათქვამი მისი სიტყვები პირდაპირ ადასტურებდა, რომ ექიმი მეფლირტავებოდა. აღარ ვიცოდი ეს ყველაფერი შეურაცხყოფად მიმეღო, თუ გამხარებოდა. ვუყურებდი, როგორ ეღიმებოდა ჩუმად რეცეპტის წერისას და ჩემს თავზე ვბრაზობდი, ასე უცბად რომ ''ავვარდი'', მართლაც უნახავივით. წერას მორჩა, მერე მითითებები მომცა და რეცეპტი გამომიწოდა, სიბრაზისგან მთლიანად ვკანკალებდი და უკვე გადაწყვეტილი მქონდა, მთელს სამყაროში ყველა ექიმი, რომ გამწყდარიყო და მხოლოდ ეს ვაჟბატონი დარჩენილიყო, მე ცოცხალი თავით აღარ მივიდოდი მასთან. რეცეპტი კი არ გამოვართვი, გამოვგლიჯე, ერთი შევუბღვირე და კაბინეტიდან გამოვვარდი. ისეთი გაცეცხლებული ვიყავი, სულ აღარ გამხსენებია ნუცა, რომელიც გარეთ მელოდა.
- ელენე, დამელოდე. - სირბილით მომყვებოდა ნუცა, მე კი ისე ჩავირბინე კიბეები და გარეთ გავედი, მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
- რა მოხდა? ყველაფერი რიგზეა? - აღელვებულმა მკითხა ნუცამ, როდესაც მანქანასთან გავჩერდი და ველოდი, როდის გამიღებდა კარს.
- იდიოტი, დეგენერატი, სულელი. - გავიძახოდი გამწარებული და თან ღვედს ვიკრავდი.
- დაწყნარდი გოგო, რა მოგივიდა? - გამომხედა ნუცამ. სიბრაზისგან აკანკალებულმა დაწვრილებით მოვუყევი მომხდარი და პირი ძლიერად მოვკუმე, რომ სიბრაზე როგორმე შემეკავებინა.
- ამის გამო ბრაზოობ? - სიცილს ვერ იკავებდა ნუცა. - როდის უნდა ისწავლო გოგო, რომ ასეთებზე უბრალოდ უნდა გაიცინო.
- ბოდიში, ნუცა, არ ვარ შენნაირი გამოცდილი. - გაბრაზებულმა ვერც მოვიფიქრე რას ვამბობდი.
- წესით ეს სიტყვები უნდა მეწყინოს, მაგრამ რადგანაც კარგად გიცნობ, ვიცი, რომ ამას ჩემს გასაბრაზებლად არ ამბობ.ისე არ გაწყენს, რომ მომებარო ერთი კვირით, რაღაცეებს მაინც გასწავლიდი, რა იცი როდის დაგჭირდეს. - თვალი ჩამიკრა სიცილით ნუცამ და მანქანა აფთიაქთან გააჩერა.
****
იმ დღეს ძლივს დავწყნარდი. მერე კი უკვე ღიმილით ვიხსენებდი მომხდარს და სულ მის ნათქვამზე ვფიქრობდი, მკურნალი კოცნაო. წამლების მიღება მითითებისამებრ დავიწყე, ვცდილობდი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ჩემს პრობლემებზე არ მეფიქრა, ამიტომ სამსახურში ორმაგი დატვირთვით ვმუშაობდი. დიდი არაფერი სამსახური მქონდა, მაგრამ მაინც მერჩივნა სახლში ჯდომას სამსახურში ყოფნა, ასე ნაკლები დრო მრჩებოდა ნიკაზე საფიქრალად.
აგვისტოს ბოლო იყო, მე კი ერთი დღითაც ვერ გავედი ქალაქიდან, ჩემი პრობლემების გადამკიდე დასვენება კი არა, სიკვდილი მინდოდა. უკვე აუტანელი იყო ეს სიცხეები და ნუცამ აიტეხა გინდა თუ არა, ორი დღით მაინც გავიდეთ ქალაქიდან, თორემ ისეთი დასიცხული ვარ მალე ბექასაც დავშორდები, ვეღარ ვიტან უკვე ამ სიცხეში ასეთ მხურვალე კაცსო. მის ენამახვილობაზე გემრიელად გამეცინა და ვიფიქრე რატომაც არა - მეთქი. ხუთშაბათს სამსახურში დავიბარე, რომ ორშაბათამდე არ ვიქნებოდი და სამსახურიდან პირდაპირ საყიდლებზე წავედი, პირელ რიგში საცურაო კოსტიუმი ვიყიდე და მერე სხვა ზღვის აქსესუარები. შლაპას ვყიდულობდი, როდესაც მამაკაცის განყოფილებასთან ერთი ბიჭი ძალიან მივამსგავსე ნიკას, გულმა ხტუნვა დამიწყო, არ მჯეროდა, მართლა ის იყო თუ არა, ვერც შეთვალიერება მოვასწარი, თანმხლებ ქალს რაღაც უთხრა და გარეთ გავიდა, ინტერესი მკლავდა მინდოდა გამეგო ეს ბიჭი, ''ჩემი ნიკა'' იყო, თუ არა და მთელი გამბედაობა მოვიკრიბე, იმ ქალთან რომ მივსულიყავი.
ვითომ შემთხვევით მსუბუქად შევეჯახე, მერე ბოდიში მოვუხადე და დახმარება შევთავაზე.
- თქვენ კონსულტანტი ხაართ? - გაწელილად მკითხა და მივხვდი, როგორ ამასხა ნერვებმა თავში, ნეტავ საიდან მოუვიდა აზრად-მეთქი, მაგრამ კარგად რომ ავათვალიერე, ერთი ცარიელი თოჯინა იყო, ამიტომ არ გამკვირვებია მსგავსი დასკვნა, რომ გამოიტანა. თამხმობის ნიშნად ოდნავ გავუღიმე.
- აუუ, სულ დავიბენი, პროსტაა, აღარ ვიცი რომელი ვუყიდო რაა, ეს ჯობია თუ ეს? - ტუჩები სასაცილოდ გამოპრუწა და მამაკაცის ორი საცურაო საცვალი შეათამაშა ხელში, ერთი წითელი და მეორე ღია ცისფერი, უცებ ნიკა წარმომიდგა თვალწინ წითელ საცვალში და ისეთი ფხუკუნი ავტეხე, კინაღამ გული წამივიდა. უკვე ვეღარ გავჩერდებოდი მის გვერდით, ამიტომ მობოდიშების გარეშე გამოვვარდი გარეთ და ნუცასთან წავედი. ამ ინციდენტმა ბოლო ერთი კვირის დაძაბულობა და ნიკას ნახვის სურვილი სულ გადამავიწყდა. ნუცამ ბექა უნდა გაგაცნოო, ამიტომ ბარში წავედით მასთან, მიუხედავად ნუცას დაჟინებული თხოვნისა მოკლე კაბა ჩამეცვა, მე მაინც სარაფანი ჩავიცვი, უბრალო თეთრი სარაფანი, ყოველგვარი დეკოლტისა და გამომწვევი სიმოკლის გარეშე.
- გაიცანი, ეს ბექაა, ეს კი ჩემი ლენკა. - გამაცნო ნუცამ საკმაოდ მომხიბვლელი მამაკაცი, რომელიც ისეთი ქათქათა ღიმილით მიღიმოდა, სასწრაფოდ დავმუწე პირი, ჩემი კბილების შემრცხვა, არც მაინდამაინც სწორი კბილები მაქვს, გვერდებში ოდნავ წვეტით და ამის გამო ნუცა ხანდახან ვამპირსაც მიწოდებდა. ბექას ძმაკაცი ახლდა, როგორც გავიგე ისიც სტომატოლოგი იყო და კახა ერქვა.
გაცნობის წამიდან შევამჩნიე, როგორ მიყურებდა კახა და უხერხულად ვგრძნობდი თავს. მისი მზერა პირდაპირ მაშიშვლებდა და სირცხვილისგან ვიწვოდი.
- მე და ელე ხვალ ზღვაზე მივდივართ, არ შემოგვიერთდებით? - ორი ჭიქის დალევის მერე წამოაყრანტალა ნუცამ და ჩემგან კარგი მუჯლუგუნიც დაიმსახურა.
- რაა? - უცოდველი თვალებით გადმომხედა.
- მართლა ფისო? უჩემოდ აპირებდი წასვლას? - ვნებიანად უჩურჩულა ბექამ ნუცას, აქ უკვე ნერვებმა მიმტყუნა და აქამდე თუ უარს ვამბობდი სასმელზე, ახლა კახას ჭიქას დავწვდი და უთქმელად დავლიე.
- ბრავო, ელენე. - თვალი ჩამიკრა კახამ და ვითომ შემთხვევით ხელი ჩემს უკან საზურგეზე ჩამოდო, სინამდვილეში კი თითქმის მე გადამხვია. უბრალოდ გვერდულად გავხედე, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია. თავხედი-მეთქი გავიფიქრე და ხელი ჩავიქნიე. - ანუ მივდივართ არა, ელენე?
- მივდივართ. - მეც დავეთანხმე.
კიდევ დიდხანს მელაპარაკებოდა სახეგაბადრული კახა, მე კი ორი სიტყვით ვპასუხობდი და თან ნუცას ვუბღვერდი ამ იდიოტის ხელში, რომ ჩამაგდო. ბოლოს ნუცა ბექას გაჰყვა, მე კი კახას შემატოვა, მგონი მიჩალიჩებს ეს გოგო, სიბრაზისგან უკვე ხმამაღლა წამომცდა და კახას დაცინვაც დავიმსახურე.
- რა იყო, გეშინია ჩემი? - მანქანის კარი გამომიღო და შემდეგ თავადაც ჩაჯდა მანქანაში.
- ეგ რა შუაშია, ან რატომ უნდა მეშინოდეს შენი? - აშკარად გავღიზიანდი და არც ვაპირებდი ამის დაფარვას.
- ყოველთვის ასეთი უხეში ხარ?
- მხოლოდ მასთან, ვინც იმსახურებს. - შევუბღვირე და გარეთ გავიხედე.
- ანუ მე დავიმსახურე? - ისე გულწრფელად გაიკვირვა, თითქოს უცოდველი კრავი ყოფილიყოს.
- აქ გამიჩერე, ფეხით წავალ. გამოვაცხადე უცებ და მანაც ისე უცებ გამიჩერა, უარესად მომიშალა ნერვები.
- მიბრძანდი, არ ვაპირებ შენს დაკავებას. - თვალები გამიფართოვდა, გაოცებული ვუყურებდი, ნუთუ მართლა ამას მეუბნება-მეთქი. თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი და უსიტყვოდ გადავედი მანქანიდან.
- ელენე, - ორი ნაბიჯი არ მქონდა გავლილი მკლავში, რომ მომკიდა ხელი და შემაბრუნა, ისეთი მოულოდნელი იყო, რომ თავი ვერ შევიკავე და პირდაპირ მკერდზე შევასკდი. მასაც ალბათ ეს უნდოდა, ორივე ხელი წელზე შემომხვია და თვალებში ჩამხედა. დავიბენი, ასე ახლოს დიდი ხანია არავისთან ვყოფილვარ, მიუხედავად იმისა, რომ კახა ძალიან სიმპატიური მამაკაცი იყო, ნიკას მაინც ვერ შეედრებოდა და მეც არანაირ აღელვებას არ მგვრიდა მისი დაჟინებული მზერა და ხელები. თავი ფრთხილად გავითავისუფლე მისგან და გზა გავაგრძელე, უკვე ახლოს ვიყავი სახლთან და ამიტომ თამამად მივაბიჯებდი.
- ხვალამდე, ელენე. - დამაწია სიტყვა კახამ, მე კი უბრალოდ ხელი ავუქნიე.
****
ათ საათზე უკვე მანქანაში ვისხედით და ბათუმისკენ მივდიოდით. საჭესთან კახა იჯდა, გვერდით ბექა, მე და ნუცა კი უკან ვისხედით. კახა დროდადრო სარკიდან შემომხედავდა და ეშმაკურად ეღიმებოდა.
- გოგო, გახსენი წარბი, ხომ ხედავ დაიწვა ბიჭი, გზას აღარ უყურებს, მეშინია სადმე არ გადაგვჩეხოს. - ჩუმად კისკისებდა ნუცა. მე კი არც ნუცა მახსოვდა იმ წამს, არც ბექა, მით უფრო კახა. თავი მინაზე მქონდა მიდებული და ოთხი წლის წინანდელ ზაფხულს ვიხსენებდი, ვაჩესთან ერთად ბათუმში, რომ გავატარე. ზუსტად ოთხი წელი იყო ბათუმში აღარ ვყოფილვარ და ქალაქში შესვლისთანავე ,ყველაფერი თვალწინ წარმომიდგა. აქაურობა, ყველა კუთხე, ყველა ქუჩა მის თავს მახსენებდა. მისი ყოველი სიტყვა, ყოველი მოძრაობა, ღიმილი მახსენდებოდა და გულში ისევ საშინელ ტკივილს ვგრძნობდი.
იმ ზაფხულს ერთი თვე ვიყავით ზღვაზე, ერთი დაუვიწყარი და უბედნიერესი თვე გავატარე მასთან, სანაპიროზე პატარა კოტეჯში ვცხოვრობდით, რომელიც მისი მეგობრის ბაბუის იყო. მთელი დღე და ღამე ერთად ვიყავით, ვმღეროდით, ვცეკვავდით, ვგიჟობდით, სანაპიროზე ვათენებდით, მაგრამ არასდროს არ მიუცია უფლება თავისი თავისთვის, რამე ზედმეტი გაეკეთებინა, მისი ვნება უბრალო კოცნაში ეტეოდა. მისი გრძნობა მთლიანად სინაზეზე იყო აგებული, ალბათ ვნებიანი კავშირი, რომ გვქონოდა ასეთი ტკივილიანი აღარ იქნებოდა მის გარეშე ყოფნა. მახსენდებოდა ის დღეები და ვგრძნობდი, რომ გამიჭირდებოდა ვაჩეს გარეშე ბათუმი, ვერც გავიაზრე ისე წამომივიდა ცრემლები. ორივე ხელი გულთან მქონდა მიტანილი და მის ნაჩუქარ მედალიონს ვეჭიდებოდი.
*****
კერძო სასტუმროში დავბინავდით, პლაჟთან ახლოს და საღამოს სანაპიროზე ჩავედით. ზღვამ და მზემ ისევ ვაჩე გამახსენეს და ერთ ადგილას მიყინული განძრევას ვეღარ ვბედავდი, რომ ვიღაცამ ხელი დამტაცა და ზურგზე მოკიდებული ზღვაში შემიყვანა.
- შენ ნორმალური ხარ?! - ვუღრიალე კახას, როდესაც ამოვყვინთე და თმების წურვით ისევ ნაპირისკენ წამოვედი. ის იყო წყლიდან ამოვედი, რომ ერთ ადგილას გავშეშდი. თვალებს არ ვუჯერებდი, ნუცასთან და ბექასთან, თვით ''ჩემი სიმპატიური ექიმი'' იდგა და ღიმილით საუბრობდა.
გულმა ისე სწრაფად იწყო მუშაობა, იმდენჯერ არტყამდა წუთში, რომ ბოლოს ტკივილმა ამიტანა. უკვე ვეღარ ვიგებდი ეს ტკივილი აღელვების იყო, თუ მკერდმა შემახსენა თავი. ფეხები ამიკანკალდა, სურვილმა ყელიდან დაიწყო და ფეხებში გამიარა. ის წუთები მახსენდებიდა მკერდზე, რომ მეფერებიდა და კინაღამ ადგილზე ჩავიკეცე, ოცა მის შიშველ სხეულს შევხედე, ჟრუანტელისგან გამაკანკალა და ერთიანად გავხურდი. მერე მის ცისფერ საცურაო საცვალს შევავლე თვალი და სიცილი ამიტყდა. ჩემს სიცილზე სამივემ ერთად მოიხედა და აღარ ვიცოდი სად დავმალულიყავი, როდესაც ნიკას გაკვირვებულ და ამავდროულად ირონიულ მზერას წავაწყდი. მეგონა ცივი წყალი გადამასხეს, როცა ბექამ გამაცნო ჩემი ძმაკაციაო.
ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, ვითომ აქამდე არ ვენახე თავი ისე ეჭირა, მაგრამ ხელზე ისე მტკივნეულად მომიჭირა ხელი, ტკივილისგან და სიამოვნებისგან ლამის ხმამაღლა ამოვიოხრე.
ერთმანეთის გვერდით ვიწექით ქვიშაში და მზეს ვეფიცხებოდით, არცერთი ხმას არ ვიღებდით, ნუცა და ბექა იმდენს ლაპარაკობდნენ, ჩვენ ხმის ამოღების საშუალებასაც კი არ გვაძლევდნენ.
ერთიანად ვხურდი, ვიწვოდი სუნთქვა მეკვროდა, მაგრამ მზის გამო კი არა, ნიკას სიახლოვე მწვავდა.
- მე არ მომიცია უფლება ზღვაზე წამოსულიყავი. - დუმილი ნიკამ დაარღვია და შემომხედა, სათვალე ეკეთა და ვერ ვხედავდი მის თვალებს, მაგრამ მის ტონში სიმკაცრე და ირონია კარგად იგრძნობოდა, შევკრთი.
- როდის მერე ვიღებ ნებართვას თქვენგან?
- მას მერე რაც ჩემს კაბინეტში შემოდგი ფეხი. - ისე მითხრა ჩემკენ არც შემოუხედია.
- მართლაა? - ძალით გავიოცე. - არ ვიცოდი თორემ თქვენს სიტყვას, როგორ გადავიდოდი.
- არადა იქ სხვანაირად ფიქრობდი. - აგდებულად გადმომიგდო სიტყვა და ჩვენსკენ მომავალ ''ცარიელ თოჯინას'' ღიმილით შეეგება.



№1  offline წევრი Lana Tomlinson

კარგი იყო.ნიკა რა ,,თავხედია'' :დ კახაც არანაკლებია. ვაჩეს გახსენებამ სულ ამრია-დამრია :დ ანუ ვაჩე მკვდარია? კარგი ხარ ლორელაი,კიდევ ერთხელ გეტყვი:მიყვარს შენი ისტორიები <3

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ვაიმე რა გემრიელობა იყო.
ფორთოხალთან ერთად.
გამახარე ძალიან ყოჩაღ
ჩემი ნიკო კარგ დროს აღმოჩნდა კარგ ადგილას.
მომწონს მომწონს. <3 <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

Lanas Statusebi
კარგი იყო.ნიკა რა ,,თავხედია'' :დ კახაც არანაკლებია. ვაჩეს გახსენებამ სულ ამრია-დამრია :დ ანუ ვაჩე მკვდარია? კარგი ხარ ლორელაი,კიდევ ერთხელ გეტყვი:მიყვარს შენი ისტორიები <3

ხო გარდაიცვალა...მადლობა ჩემო კარგო

teofine15
ვაიმე რა გემრიელობა იყო.
ფორთოხალთან ერთად.
გამახარე ძალიან ყოჩაღ
ჩემი ნიკო კარგ დროს აღმოჩნდა კარგ ადგილას.
მომწონს მომწონს. <3 <3

teofine15
ვაიმე რა გემრიელობა იყო.
ფორთოხალთან ერთად.
გამახარე ძალიან ყოჩაღ
ჩემი ნიკო კარგ დროს აღმოჩნდა კარგ ადგილას.

მომწონს მომწონს. <3 <3


მადლობა თეო,ხო მშვენიერი დასვენება გამოუვათ

 


№4  offline წევრი difference

ძალიან კარგია...არ დაიგვიანო ხოლმე უბრალოდ ეს თხოვნა მაქვს,დანარჩენი იდეალურადაა ყველაფერი wink love

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

იდიოტი! :დდ

 


№6 სტუმარი nia

აკ მაგარი ამბები დტრიალდება!!! ეგეთი სუნი მომდის მეეე :)
ვაიმე მალე დადე გაგრძელება დელოდებიიიი გულის ფანცქალით ..... ს\
საყვარელოოო love

 


№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

lullaby
იდიოტი! :დდ

რრა მოკლე და ამავდროულად ბევრისმთქმელი კომენტარია: დ

 


№8  offline წევრი მოლურჯო

როგორ მიშლის ნერვებს ნიკა -_-
მაგრამ ამადროულად საყვარელია
შენ კიდე ყველაზე კარგი ხარ!
--------------------
მარიამი

 


№9  offline ახალბედა მწერალი lullaby

ლორელაი
lullaby
იდიოტი! :დდ

რრა მოკლე და ამავდროულად ბევრისმთქმელი კომენტარია: დ


ამ თავში ყველა პერსონაჟი იდიოტი იყო და მეტი არაფერი მომივიდა თავში :დდ

 


№10  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

lullaby
ლორელაი
lullaby
იდიოტი! :დდ

რრა მოკლე და ამავდროულად ბევრისმთქმელი კომენტარია: დ


ამ თავში ყველა პერსონაჟი იდიოტი იყო და მეტი არაფერი მომივიდა თავში :დდ

ოკ დავიმახსოვრებ მე მაგას იცოდე: დ

გიჟი - ♥♥♥
როგორ მიშლის ნერვებს ნიკა -_-
მაგრამ ამადროულად საყვარელია
შენ კიდე ყველაზე კარგი ხარ!


ნიკამ მეც კი მომიშალა ნერვები♥

 


№11  offline ახალბედა მწერალი lullaby

ხოდა რომმოგიშალა ნერვები, იმიტომ გეუბნები იდიოტიათქო. :დდ ყველამ ნერვებზე მომშალა ამ თავში და იმიტომაა ყველა იდიოტი. :დდ ესეც დაიმახსოვრე :დდ <3

 


№12  offline წევრი Salo me

მე მომწონს ნიკა.
--------------------
Sally

 


№13  offline წევრი ♡EPICLOVE♡

მაგარი იყო ძალიან ისე მეც ვიცინე ბევრი ეს ნიკა კიდე დაჭკვიანდეს მალე რა :დდ მალე დადე იცოდე ახალი თავიი♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

რა თავხედია ეს ბიჭი პირდაპირ გასაოცარია მაგრამ ვგიჟდები მაინც wink

 


№15 სტუმარი mgzavneli

შოკოლადის მერე ვფიქრობფი ეს ისტორია დაიჩრდილებოდა,მსგრამ შევცდი,ეს ისტორია წინა ისტორიებს დაჩრდილავს.კარგი წერის სტილი გაქვს და ლექსიკაც საკმაოდ ლამაზი გაქვს.მომწონს რომ ფანტასტიკასა და ძალიან ზღაპრულ სისულელეებს არ წერ.

 


№16  offline ადმინი უნდა ვწერო

რა ამბები...ვაჩე მაინტერესებდა ვინ იყო...სამწუხაროა,რომ საცურაო საცვალი საჩუქრებში არაა...მართალი იყავი,ჯარისკაცის შორტი ნიკასთვის არააა...ისე ბურთით კი ითამაშებს.. რა ტიპია,ძაან მომწონს ...წარმოვიდგინე როგორი მიმზიდველი იქნება..ნუ გააგიჟა ჩვენი ტანგიანი ელენე :დდ

 


№17  offline ახალბედა მწერალი ერკე

mgzavneli
შოკოლადის მერე ვფიქრობფი ეს ისტორია დაიჩრდილებოდა,მსგრამ შევცდი,ეს ისტორია წინა ისტორიებს დაჩრდილავს.კარგი წერის სტილი გაქვს და ლექსიკაც საკმაოდ ლამაზი გაქვს.მომწონს რომ ფანტასტიკასა და ძალიან ზღაპრულ სისულელეებს არ წერ.

აი მომკალი და შენი ლოგიკის არ მესმის.. belay ფანტასტიკა სისულელეა და ზღაპარი? ზღაპარიც ფანტასტიკაა და გამოდის საერთოდ ფანტასტიკას გადაუსვი ხაზი... :\ იცი რა მწყინს? როცა წაკითხვაც არ უნდათ, ან აზრი ვერ გამოაქვთ იმ ფანტასტიკიდან და სისულელეაო იძახიან :|


ისტორია გადასარევია ლორელაი... სასიყვარულო სამკუთხედი. ოხ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№18  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ერკე
mgzavneli
შოკოლადის მერე ვფიქრობფი ეს ისტორია დაიჩრდილებოდა,მსგრამ შევცდი,ეს ისტორია წინა ისტორიებს დაჩრდილავს.კარგი წერის სტილი გაქვს და ლექსიკაც საკმაოდ ლამაზი გაქვს.მომწონს რომ ფანტასტიკასა და ძალიან ზღაპრულ სისულელეებს არ წერ.

აი მომკალი და შენი ლოგიკის არ მესმის.. belay ფანტასტიკა სისულელეა და ზღაპარი? ზღაპარიც ფანტასტიკაა და გამოდის საერთოდ ფანტასტიკას გადაუსვი ხაზი... :\ იცი რა მწყინს? როცა წაკითხვაც არ უნდათ, ან აზრი ვერ გამოაქვთ იმ ფანტასტიკიდან და სისულელეაო იძახიან :|


ისტორია გადასარევია ლორელაი... სასიყვარულო სამკუთხედი. ოხ

მადლობა ერკეე♥

უნდა ვწერო
რა ამბები...ვაჩე მაინტერესებდა ვინ იყო...სამწუხაროა,რომ საცურაო საცვალი საჩუქრებში არაა...მართალი იყავი,ჯარისკაცის შორტი ნიკასთვის არააა...ისე ბურთით კი ითამაშებს.. რა ტიპია,ძაან მომწონს ...წარმოვიდგინე როგორი მიმზიდველი იქნება..ნუ გააგიჟა ჩვენი ტანგიანი ელენე :დდ

აბაა დდ ვაჩეზე შემდეგ თავში წერის

 


№19  offline მოდერი bibo

Es ra saswauli da gasagijebelli xar mezobelo karisaoi vaprwn shezee.ar mcodnia ra gandzi da margaliti myolia korpusshii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent