შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკვე დროა...


17-12-2015, 16:46
ავტორი gniasa
ნანახია 1 454

სიბნელე....ისევ სიბნელე და ტკივილი, გაუყუჩებელი და აუტანელი. ფიზიკურზე მეტად შინაგანი სტკივა, სული და გული ეფლითება. უკვე რამდენი ხანია აქ არის სათვალავიც კი აერია. მიზეზიც არ იცის ასე რატომ ტანჯავენ, რატომ აწამებენ. ირგვლივ სრული სიბნელეა, ტკივილი და გაურკვევლობა. მამის სახე უდგას თვალწინ, მისი გულისთვის კიდევ უნდა ნახოს მზე, კიდევ უნდა ჩაეხუტოს მამას, ბოლოს ხომ მისი თვალები დაინახა, მაგრამ ახლა აქ რატომაა არ იცის, ან რატომ სცემენ ყოველდღე დაუნდობლად, რატომ აწამებენ? დაიღალა, ძალიან დაიღალა, მაგრამ ყოველდღე უძალიანდებათ, არ წყვეტს ბრძოლას, თავის ოჯახზე ფიქრობს და ძალის მოკრებას ცდილობს.

-ნინა, საყვარელო, მან უნდა იცოდეს სიმართლე,_ უკვე მერამდენედ უმეორებს ცოლს ერთსა და იმავეს.
-არა, არ შეილება.
-ნინა, ის უკვე დიდია...
-ვახტანგ გაჩუმდი, ის ჩემი შვილივით გავზარდე, ეს სიმართლე დაღუპავს მას.
-როგორც იტყვი, მაგრამ ადრე თუ გვიან ვაჩე ყველაფერს გაიგებს.
-რა უნდა გავიგო?_ ბიჭის ბოხ ბარიტონზე ცოლ-ქმარი შეხტა
-არაფერი შვილო...
-პატარა აღარ ვარ!
-ვაჩე ახლა არა,_ გააჩუმა ვახტანგმა.
-მშობლების საფლავზე მივდივარ,_ესღა თქვა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა სახლიდან, ვახტანგმა ამოიოხრა და თვალცრემლიან მეუღლეს გადახედა.

დივანზეა წიგმით ხელში მოკალათებული და უემოციო სახით უყურებს მის წინ მორბენალ ორ გოგონას, რომლებიც ბარგს ალაგებენ ზღვაზე წასასვლელად.თვითონ წარმატებით დახურა პირველი კურსი, საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობ ჯავახიშვილის სახელობის უნივერსუტეტში, თუმცა არავის მიულოცავს. ან ვის აინტერესებს?! მამიდის სახლში ცხოვრობს მის ოჯახთან ერთად. ეს ორი გოგო მისი მამიდაშვილია, ანი და ნინი,ოჯახთან არ აქვს თბილი ურთიერთობა, მამამისი არც იცის წესიერად რას საქმიანობს, ათასში ერთხელ თუ გაახსენდება შვილი და მოიკითხავს, დედაზე არაფერი იცის, მასზე არასდროს ლაპარაკობენ და მასაც უკრძალავენ. კარჩაკეტილია და სიმშვიდე უყვარს.მამიდა ლელა და მისი ქმარი ნიკაც დასავენებლად არიან. გოგონებმა ხელი დაუქნიეს და ისინიც გაუჩინარდნენ.
დივანზე გადაწვა და წიგნი დახურა, იმაზე საშინელი გრძნობა არაფერია, როცა იცი, რომ შენი ადგილი არსადაა, არ იცი რისთვის დაიბადე და რისთვის ცოცხლობ. მხოლოდ ის აინტერესებს დედა სადაა. სითბო არასოდეს უგრძვნია, მუდამ ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს რაღაც აკლია შინაგანად. მაგრამ ჩუმადაა და იტანს ამ უფერულ ცხოვრებას.

დაძაბული სხეულით უყურებს მშობლების საფლავს, წლების რომ გამოეცალნენ ხელიდან, იმ უცნობი ბიჭის სახე ახსოვს ბოლოს მომღიმარი სახით რომ უყურებდა, მერე სროლა ატყდა და ყველაფერი აირია. დარწმუნებულია ნინამ და ვახტანგმა ყველაფერი იციან, ისინი ხომ მისი მშობლების საუკეთესო მეგობრენი იყვნენ. აუცილებლად ათქმევინებს ყველაფერს. მას შემდეგ 10 წელი გავიდა, 10 ტკივილიანი წელი. უკვე 25 წლის კაცია და შურს იძიებს ამისთვის. ეს ჯერ კიდევ 15 წლისამ დაიფიცა მშობლების საფლავზე.

არ იცის ღამეა თუ დღე, ამ ციხეში ყველაფერი თითქოს აზრს კარგავს, ტითქოს დროც ჩერდება. ახლა იზოლატორშია, მაგრამ მალე ისევ სადღაც წაათრევენ საცემად. ტკვილს უკვე მიეჩვია. ერთადერთი სურვილი და იმედი მისი ოჯახია. თვითონ სათვალავი აერია, მაგრამ უკვე მეათე წელია აქაა. 10 მტანჯველი და ბნელი წელი.

მოწყენილად მოავლო თვალი დაცარიელებულ სახლს, ის იყო გასეირნებას აპირებდა, რომ სახლში მამამისი გამოჩნდა. არც სწყენია და არც გახარება მისი მოსვლა, უფრო გაუკვირდა.
-ნოდარი? აქ საიდან?_ ჰკიტხა გაკვირვებულმა
-აია, შვილო_გაღიმებული გადაეხვია ურავად მდგარ გოგონას.
-არ გელოდი, სახლში მარტო....
-ვიცი, შვილო, რამდენიმე დღით დავრჩები, დღეიდან შენი ცხოვრება ცოტათი შეიცვლება, ამ დღეებში პერსონალურ მანქანას გამოგიყოფ მძღოლით, რომელიც შეი დაცვაც იქნება.
-კი, მაგრამ რატომ?
-ხომ იცი, ბიზნესმენი ვარ, დიდი კომპანიის მფლობელი და ბვრი მტერი მყავს.
-აქამდე...
-აია გეყოს,- მკაცრად გააწყვეტინა და წამოდგა

ვახტანგმა ნერვიულად აიღო ყურმილი.
-გისმენთ,_ უპასუხა და ცოლს თვალი აარიდა.
-ვახტანგ, მე ის ვიპოვე.
-მადლობა ღმერთს.
-დროა ვახტანგ, დრო.
-გეგმა?
-ხვალ დილით გნახავ, ბიჭუნაც წამოიყვანე.
-კარგი.
აკანკალებული ხელიტ დადო ყურმილი და ცოლს მტკიცე სახით შეხედა: -უკვე დროა ნინა, დრო....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent