შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მეფე, ჩემი ჩარკვიანი..! (1)


17-12-2015, 20:07
ავტორი blackboss
ნანახია 2 273

წვიმს... კვლავ წვიმს და სწორედ ახლაა ჩემი სულის დღესასწაული. ამ დროს თქვენი აზრით სახლში გამჩერებელი ვარ? ჰმმ ცდებით თანაც ძალიან!!
გაგიკვირდებათ ალბათ რომ გითხრათ ადრე თუ როგორ ძალიან მძულდა წვიმა... მძულდა რბილად ნათქვამია. მაგრამ მას მერე ბევრი რამ მოხდა და ბევრი რამ გადავიტანე!
ერთ მშვენიერ დილას (რომელიც როგორც აღმოჩნდა არც ისე მშვენიერი ყოფილა) დედა და უფროსი ტყუპი და-ძმა დავკარგე ავარიაში...ეს იყო ჩემში რაღაც გარდამტეხი! ერთდროს უდარდელი და 24 საათი გაკრეჭილი გოგო ვიყავი ახლა კი ... რთულადაა მოკლედ საქმე.
ოჯახში (ნუ თუ ამას ოჯახიღა ჰქვია) დავრჩით მე და მამიკო... მამიკო არა ბოდიშით გიო, რადგან მე მას სულ გიოს ვეძახი ხოლმე და ერთმანეთან ისე ვართ გადაჯაჭვულ მეგობრებს შეშურდებათ... მამიკო 35 წლისაა. ჩემი მშობლები ადრეულ ასაკში დაქორწინდნენ, მაგრამ რაც მართალია მართალაია... მათ რაღაც არაამქვეყნიური სიყვარული აკავშირებდათ . მამაჩემი? რაღაც საოცარი გარეგნობის კაცია... 35 კიარა 20 წლისას გავს ოღონდ მართლა. ეგ იმიტომ რომ ორივე ერთად დავდივართ ხოლმე ტრენაჟორებზე.... ისედაც თავის დროზე რაღაც შოკი იყო.

წვიმამ იმატა და მეც ნელ-ნელა სიმშვიდის გრძნობა მეუფლება! უნივერსიტეტიდან მოსულმა ჩანთა მივაგდე, ყურსასმენებს, ტელეფონს და გიტარას დავავლე ხელი და კვლავ წვიმის სიმყუდროვეს შევაფარე თავი და გავაგრძელე ფიქრი...

ზოგადად წყლის შვილი ვარ. წვიმა და ზღვა ამიტომ მიყვარს... რაღაც არაამქვეყნიურად მამშვიდებს! (ხომ მართლა სიმშვიდეზე ჭექა-ქუხილიც გამახსენდა, რომელიც არაჩვეულებრივად დადებითად მოქმედებს ჩემზე... თითქოს მისი ხმა ჩემში აღწევს, თითოეულ უჯრედში მიჯდება და ყველაფერ უარყოფითს აქრობს...) წვიმა, ზღვა... აიი დარწმუნებული ვარ ჩემზე და ირაკლი ჩარკვიანზე მეტად ის არ გეყვარებათ არავის!
ეს კაცი კი ჩემთვის გენიაა! მას ეკუთვნის სწორედ ის სიტყვები, რომლების წარმოთქმის დროსაც ჟრუანტელს ვერ ვაიგნორებ!
,,ზღვა ვერ გასდება ნაპირებს, დღეს ისევ წვიმას აპირებს...“
,მე გადმოვცურავ ზღვას“
,,გაივლის დრო და წაიღებს ტკივილს,
სიტყვები დაადნობს თოვლს,
დავბრუნდები ისევმ ყვავილებით ხელში,
დავივიწყებ წაგებულ ომს“

,,ისევ წვიმს, ისევ თოვს...“

და მოკლედ ვიცი რომ მისი სიმღერები არასდროს მომბეზრდება, რადგან ისინი ჩემი სულის ამოძახილია. ყველა, მისი ყველა სიმღერა ჩემეულია და ძალიან მიყვარს! ამ ადამიანზე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი... მახსოვს 2005 წელს ვნახე ბოლოს მისი ავტოგრაფიც მაქვს და მასთან სურათიც. და 1 წელში დაიღუპა კიდეც... მე კი რაღაც ძალიან ჩამწყდა რადგან ვიცი რომ ამ ადამიანში იყო რაღაც არაადამიანურად მაგარი და ამოუცნობი, რომელიც ასეთ სიტყვებს სიმღერად აწერინებდა...


ჩემს გარეგნობას რაც შეეხება... აქ კი ლაპარაკი ჩემთვის ცოტა მტკივნეულია.
არა, არ იფიქროთ რომ რაიმე დეფექტი მაქვს, არა, პირიქით. თითქმის ყველა აღნიშნავს ჩემს მომნუსხველ გარეგნობას, მაგრამ არავინ იცის როგორ მტკივა მე ჩემი გარეგნობა. აგიხსნით რაშია საქმე...
უბრალოდ შეუძლებელია შვილი დედას იმაზე მეტად ჰგავდეს, როგორც მე ვგავარ დედას... მისი ანარეკლი ვარ. ყველანაირად ვგავარ. ახლა რომ გვერძე დამიყენოთ (რა სისულელეს ვლაპარაკობ) ვერ გაგვარჩევდით ერთმანეთისგან. მამაც კი ხან ისე მომაშტერდება ხოლმე, თვალცრემლიანი მიყურებს ხოლმე და გულში მიკრავს. მის მეორე ანგელოზს მეძახის, რადგან მისი პირველი ანგელოზი ყოველთვის დედა იყო და იქნება!
დედასავით მაღალი ვარ. კუპრივით შავი წელამდე სქელი (ასე ვთქვათ საფირმო) თმებით, პნოპკა აპრეხილი ცხვირით, ნორმალური, თუმცა კარგი ფორმის ტუჩებით... ჩემს თავში რაც მომწონს ჩემი ზღვისფერი თვალები, რომლებიც მუდამ აბობოქრებულ ზღვას მიმიგავს და ჩაჩხვლეტილი ლოყებია. ბევრს უცხოელი ვგონივარ ხოლმე, უკვირთ ჩემი ასეთი შეუსაბამო გარეგნობა, ასეთი მუქი თმებითა და მუქი ხორბლისფერი კანით და ძალიან მკვეთრი ზღვისფერი თვალებით....
წვიმამ იმატა, მე კი ჩემს საყვარელ სკვერს შევაფარე თავი. ჩემი გიტარა ამოვიღე და მის აკორდებში ჩავიფალი. მსიამოვნებდა და მათრობდა მისი თითოეული აკორდი. სიმღერით კი მას შემდეგ აღარ მიმღერია რაც ჩემთვის საყვარელი ადამიანები მიწას მივაბარე... არ შემიძლია...

ხოომ სიყვარული? აჰაჰჰ :დდ 17 წლის განმავლობაში არცერთი ბიჭისთვის ზედ არც შემიხედავს რა სიყვარულზეა ხალხო აქ ლაპარაკი? არც შემიძლია ისე შევიყვარო ვინმე როგორც დედას უყვარდა მამა... ღმერთს სიყვარულის უნარით არ დავუჯილდოვებივარ.


კიდევ ერთი სიმღერის დაკვრა დავამთავრე და უცებ გვერძე გავიხედე...
...და შიშისგან იმ წამს თუ ჩემი სიცოცხლე არ დამთავრდებოდა არ მეგონა. გვერძე სრულიად შავებში ჩაცმული სილუეტი მეჯდა, რომელსაც კაპიშონი ჩამოეფხატა. დაკვირვება ვერც მოვასწარი ისე მომაჩეჩა ხელებში დიდი თეთრი ვარდი და სწრაფად გამეცალა. თვალი ძლივს შევავლე მის მაღალ მხარბეჭიან სილუეტს ისე წავიდა. გონებაში კი მხოლოდ მისი აღნაგობა და მისი გრძელი და თლილი თითები შემომრჩა. კი მაგრამ საიდან იცოდა რომ თეთრი ვარდი მიყვარს? ჰმმ...
ვარდზე მიბმული წერილი შევნიშნე და დენდარტყმულივით გავხსენი... იქ კი ბიჭისთვის გასაკვირად ლამაზი, გამოყვანილი კალიგრაფიით ეწერა:
,,ბედნიერება-წამიერია, წამი კი არაფერია. ჩემთვის კი ცხოვრება მაინც მშვენიერია რადგან თითოეულ წამს შენზე ფიქრები მილამაზებს. შენზე ფიქრები ჩემი ნარკოტიკია და ამ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ შემიძლია გადავცურო ზღვა... მხოლოდ შენთვის!!!“
პირღიამ ჩავიკითხე წერილი ბოლოში კი ინიციალებმა მიიქციეს ჩემი ყურადღება
,,შ.ჩ.“
ნამდვილად არ ვიცი წვიმაში პირღია კიდევ რამდენხანს ვსველდებოდი...
ქვეყნიერებას ტელეფონის ზუზუნმა მომიყვანა.


-გისმენთ-დიდ ხმიანი სიჩუმისგან ხმაჩახლეჩილმა ამოვიკნავლე მერე ხმა ჩავიწმინდე და გასაგონად გავიმეორე-დიახ გისმენთ
-ნიტა არჩვაძე ბრძანდებით ხომ?
-დიახ, თქვენ რომელი ბრძანდებით?-ხმა მეცნო რაღაცნაირი სათნო იყო
-მე შენი დეკანი ვარ, შვილო, თამარ იაკობიძე. იმედია გახსოვს რომ ხვალ ჩვენი ჯგუფი ხევსურეთში მივდივართ ექსკურსიაზე -იმედიანად ჩაილაპარაკა
მე თავისუფალი ხელი შუბლში წავიშინე. აღარც მახსოვდა!!
-დიახ ქალბატონო თამარ, მაგას რა დამავიწყებს ორი კვირაა ვემზადები!
-ხო და ძალიან კარგი ხვალამდე
-ხვალამდე ქალ...-და უცებ გამითიშა
არა რა მაგარი ქალია ;დდ

უცებ წამოვვარდი ფეხზე ჩემი გიტარა სახლში ავაცუნცულე ფული ავიღე და სავაჭრო ცენტრში ავქუსლე.
რაც კი მომეწონა ეგრევე ავიტაცე. კონსულტატმა თვალები გადმოკარკლა, როცა დაინახა გაგანია ზაფხულში როგორ ავიტაცე თბილი ჩასაცმელები. მე თვალი ჩავუკარი და სახლში წავედი დაქანცული. ბარგი უცებ ჩავალაგე დაა ამასობაში მამიკოც მოვიდა.
დღევანდელი ამბების გამოკითხვის შემდეგ ვუთხარი
-ვაი გიო იცი დღეს ჩემმა დეკანმა დამირეკა და შემახსენა ხვალ ხევსურეთში რომ მივდივართ ექსკურსიაზე ორი კვირით მე კი არც მახსოვდა
-მთელი ორი კვირა ვერ უნდა ვნახო ჩემი ბარტყი?-ამოიკნავლა მამამ
-მომენატრები მა-მივეხუტე გვერდიდან
-არა მარტო არ წახვალ! ორ დღეში მე თვითონაც ჩამოვალ. ხოიცი ხევსურეთი როგორ მიყვარს.-გაიჯგიმა მამა
-ვაიმეე მართლაა? როგორ მიყვარხარ მაა ^^
-მეეც მეც! იცოდე ხვალ მე გაცილებ და არანაირი მაგრამ! ხომ მართლა იმედია არ ამაკივლებ და თბილი ტანსაცმელიც ჩადე-თვალები სასაცილოდ დამიბრიალა და წარბები აწკიპა. ამ დროს განსაკუთრებით სიმპატიურია ხოლმე. მამაჩემი რომარ იყოს ხელიდან არ გავუშვებდი ( ამ შემთხვევაში დედასი მესმის ;დდ) კაი ვხუმრობ -_-
მე ჩემს ფიქრებზე გამეცინა და 32ვე კბილი გადმოვყარე
-კიკიი ჩავდე იქ ამოყინვას არ ვაპირებ-ლოყები გავუწელე გიოს მერე ვაკოცე და საძინებელს მივაშურე
(***თხრობას მესამე პირი აგრძელებს***)

ყველასთვის გასაკვირად ნიტას არც ვარდი და მითუმეტეს არც უცნობი აღარ გახსენებია ისე იყო აჟიტირებული ხევსურეთში წასვლით. ის ხომ მთაში ჩიტივით იყო თავისუფალი და ეს გრძნობა ხიბლავდა- თავისუფლების! მთელი ღამე მთვარე მძინარე ლამაზმანს მშობლიურ სითბოს ჩუქნიდა. ღამეს და ნიტას ხომ ერთმანეთი უყვარდათ აღუწერლად. სწორედ მთვარეს უზიარებდა ხოლმე ნიტა ახლობელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეულ ტკვილსა და ცრემლებს... სწორედ ტკივილმა დააახლოვა ეს ორი მარტოსული!

მეორე დღე მალე დადგა ნიტატოც რეკორდულ დროში გაემზადა. მამას საუზმე გაუმზადა უკვე უნდა დაეძახა როცა ბატონი გიორგიც გამოვიდა ოთახიდან.
დამიჯერეთ ამ ორს რომ მამა-შვილობა ჰქონდათ? არაა! არ არსებობს. გიორგი ხომ რაღაც გასაოცრად მომნუსხველი გარეგნობის მამაკაცი იყო ნებისმიერის ცოლად მოყვანას შეძლებდა ვისაც მოისურვებდა, მაგრამ მას მისი ნუცას (მეუღლის) გარდა არავინ უნდოდა არც ადრე როცა ჯერ კიდევ უნიში სწავლობდა და ახლა მითუმეტეს. ნიტა კი რაღაც საოცარი სისუფთავის გოგო იყო. თუმცა ამას გარშემომყოფთ არასდროს აჩვენებდა.

გიომ ნიტას თბილად შეხედა და შუბლზე აკოცა
-ჩემი მზარეული ცუნცულა გოგო
-ოჰოოჰ მალე მალე მიირთვით ბატონო გიორგი გასასვლელები ვართ- დააჩქარა აქოთქოთებულმა
სანამ გიო საუზმობდა მანამ ნიტამ ბარგი ჩამოიტანა მისაღებში.
-რაიყო გოგო რაარის ეს დღეში რამდენჯერ აპირებ გამოცვლას-თვალები შუბლზე აუვიდა
-წამოდი წამოდი -ამოიკისკისა ეშმაკურად სახლი დატოვა და მანქანაში მოკალათდა.
ათ წუთში უკვე ავტობუსთან იდგნენ. მათი მანქანიდან გადმოსვლა რაღაც ფურორი იყო. გოგოებისთვისაც და ბიჭებისთვისაც.
ნიტამ დასცინა გიოს ჩემი კურსელები თვალებით გაშიშვლებენო. რაზეც ორივეს გაეცინა. რომ დაწყნარდნენ გიომ შვილს უცნაური მზერით შეხედა უკნიდან მიეხუტა და ყურში უჩურჩულა
-თითქოს ჩემთვის დრო უკან გადაუხვიესო. ჯერ ისე გავხარ ნუცას ყოველდღე მიჭირს იმის დაჯერება რომ შენ ხარ და არა დედაშენი. იმდენად გავხარ საქციელებითაც საუბრითაც ხასიეთებითაც... რამდენიმე წლის წინაც ასე ვიდექით ჩახუტებულები და ყველა ასე გვბურღავდა მხერით. გოგოები ჩემზე ნადირობდნენ ბიჭები მასზე, მაგრამ ყველაზე მაგარი ის იყო რომ ჩვენ ისინი გვეკიდა. ძაან მიყვარხარ შვილო, ჩემო ნიტატო...- საფეთქელზე აკოცა კაცმა და აცრემლებული შვილი გულზე მიიხუტა.
ძლივს აეფხიკნენ ერთამნეთს. ნიტამ მამას ბოლო მზერა მიაპყრო და ავტობუსში ფანჯარასთან დაიკავა ადგილი. ყურსასმენებში ჩარკვიანი ააჟღერა და დაიძინა...

...
უკვე ხევსურეთში იყვნენ როცა ნიტა ძლივს გამოაფხიზლა ქალბატონმა თამარმა
-შვილო ნიტა რაიყო ასე ღრმად ძილი მოვკვდი ქალი-ამოიხვნეშა თამარმა
-ბოდიშს გიხდით ქალბატონო თამარ. ჩავედით უკვე? ბავშვები სად არიან?-ნიტამ ცარიელი ავტობუსი მოათვალიერა
-ნიტა, შვილო სანამ შენ გეძინა ისინი ამობარგდნენ კიდეც. და ერთი ცუდი ამბავია
-რა ამბავი -შეშფოთებულმა იკითხა
-რადა ყველა უკვე გადანაწილდა კოტეჯებში, შენი ადგილი კი აღარაა. ახლა კი ბატონ ალექსანდრესთან, ამ კოტეჯების მფლობელთან უნდა წავიდეთ. იქნებ გამოგიყოს ერთი კოტეჯი.
ნიტამ კიდევ ერთხელ ჩააბეტონა თავი თავის ძილისგუდობის გამო და თამარს უკან დასჯილი ბავშვივით, ზლაზვნით გაჰყვა.
შედარებით შემაღლებულ ადგილას იდგა დიდი შენობა სადაც ბატონი ალექსანდრე იყო.
(ბატონი ალექსანდრე აგრძელებს თხრობას)
დილით ჩემმა ბიზნესპარტნიორმა და ბავშვობის მეგობარმა დამირეკა გიორგიმ, საწყალი ახლახანს დაქვრივდა და შვილებიც დაკარგა... როგორც ვიცი მხოლოდ ერთი გოგონაღა შემორჩა ნიტა. ბევრისგან მსმენია რომ ნუცას ძალიან ჰგავს. ნუცას ვინ არ იცნობდა! მაშინდელი ახალგაზრდობა მასზე გიჟდებოდა, მე კი ის დად მივიღე. ისე ვზრუნავდი მასზე, როგორც ძმა. პატარა ნიტა ნანახი მყავს, მაგრამ ეს ადრე იყო... ნეტავ ახლა როგორია, დაახლოებით 17-18 წლის იქნება.
-როგორ ხარ სანდრო-ძველებურად ომახიანად ჩამძახა ყურმილში, საიდანაც მის ცოტათი გატეხილ ხმას ჩემს დაკვირვებულ სმენას ვერ გამოაპარებდა
-რავი გიუშ ძველებურად რა! უნიდან ახალი ნაკადი ჩამოდის დღეს კოტეჯებში უნდა გადავანაწილო, მაგრამ მგონი არ ყოფნით და ერთი რჩება ისე. ჰაერი მეკუმშება როცა ვიაზრებ რომ ჩემი ბიჭის (კვირიკეს) კოტეჯის დათმობა მომიწევს ხოიცი რა ჯიუტია. ადრე თქვა ამ კოტეჯს არავინ გააკაროო და დღემდე ასე იყო. ახლა კი არ ვიცი რა ვქნა.
-სანდრო **** უნივერსიტეტის ნაკადზე ამბობ? ჩემი ნიტატოც მოდის მანდ.
-ხოო მაგ უნივერსიტეტიდან მოდიან... მართლა? ძალიან მაგარია. როგორ მინდა მისი ნახვა! ალბათ ვეღარც მიცნობს, პატარას მყავდა ნანახი.
-ჩემო სანდრო-ტკივილიანი ხმა ვერ დაფარა გიომ-რომ იცოდე ჩემს ნუცას როგორ გავს შეიძლება გაგიჟდე. ზუსტად მისნაირი, ქცევები, მისი მზერა და ხასიათები აქვს. ხანდახან მგონია რომ ნუცაა და არა ნიტატო.
-როგორ მაინტერესებს. მოდი იცი რას ვიზამ? კვირიკეს კოტეჯი უფრო კომფორტულია, თანაც მაინც მიწევდა 1 ბავშვის გადაყვანა იქ, ასე რომ, ნიტატოს ცალკე გავუშვებ.
-ღმერთი დაგლოცავს ძმაო. ორ დღეში მეც ჩამოვალ და ძველებურად ჩავუსხდეთ
-კაი მიდი დროებით ძმა.

აქამდე როგორ ვერ მოვტვინე რომ კვირიკე და ნიტა არ იცნობენ ერთმანეთს. ახლა კი გაიცნობენ. როგორც გიო ამბობს და ნიტა ისეთი ლამაზია, როგორც ამბობს ვიცი, გულგრილი არც დარჩება ვაჟბატონი. ადრეც ხომ მოსწონდა პატარაობაში- გულში ჩამეხითხითა-სულ იცავდა. ასე რომ ვაჯბატონო დღეს ხევსურეთში გელი!
უცებ ავკრიფე კვირიკეს ნომერი და ყურმილიდანაც მალევე გავიგე ნამძინარევი ხმა...

-ჰოუუ მა დილამშვიდობისა რამ შეგაწუხა
-ოჰოო რაღადროს ძილია შვილო დილამშვიდობისა. რამდენი ხანია შვილო გადაბმით ვმუშაობ და შეგიძლია ეს დღეები შემცვალო მამა გენაცვალოს?-აფერისტობა რომ არა წყალი წამიღებდა
-კიკი რაპრობლემაა! თან ხოიცი მანდაურობა როგორ მიყვარს. ჩავიცვამ, შევჭამ და გამოვალ, დროებით.
აჰაამ ასეც ვიცოდი!!!
საუბარი ახალი დამთავრებული მქონდა კარებზე რომ დააკაკუნეს
-მობრძანდით -შემოვიპატიჯე სტუმრები
ოთახში კი ასაკოვანი ქალი შემოვიდა
-გამარჯობა ბატონო ალექსანდრე იცით ერთი სტუდენტი ჰაერზე დამრჩა და აღარ ვიცი რაგავაკეთო
აშკარად წუხდა ის ქალი
-არაა პრობლემა ქალბატონო თამარ. სთხოვეთ მას შემოვიდეს თქვენ კი შეგიძლიათ დაისვენოთ თქვენც ამოსაბარგებელი იქნებით
-კარგით - გარეთ გავიდა და ოთახში კვლავ გაისმა კაკუნის ხმა. სტუდენტი იქნება. მას უნდა ვთხოვო რომ ნიტას ადგილი გაუცვალოს აუცილებლად თან
-მობრძანდით
კარები გაიღო და ოთახში ნუცა შემოვიდა... არა ეს შეუძლებელია ეს არ შეიძლება იყოს ნუცა ის ნიტაა... ღმერთო დიდებულო როგორ გავს. ზუსტად ასეთი მანერები, გამოხედვა, გარეგნობაზე აღარ ვამბობ. ასე მგონია კვლავ უნივერსიტეტში ვარ. ღმერთო ახლა აღარ მიკვირს გიო რომ ასეთ დღეშია!!!
-ნიტა არჩვაძე?
გაკვირვება ვერ დავფარე
-დიახ-გაკვირვებულმა შემომხედა აშკარად ჩემში რაღაც ნაცნობი დაიჭირა- ბატონო ალექსანდრე ჩვენ ადრე ვიცნობდით ერთმანეთს?
რაღაც სითბოს დამიარა ტანში. ისევ ისეთი ნიტატოა. პატარა ნიტატო! ხელში რომ ავიტაცედი ხოლმე..
-ჩემი ნიტატუნა -ფეხზე წამოვდექი
აი ახლა კი დავინახე მის თვალებში ათამაშებული ათინათი. თითქოს ზღვა ბობოქრობდა მის თვალებში. მიცნო! ამდენი ხნის მერე მაინც მიცნო
-სანდრო ძია? ვაიმეე არარსებობს. ვერც კი წარმოვიდგენდი აქ თუ გნახავდი. რამდენი ხანია არ მინახიხართ, მაგრამ ისევ ისე გამოიყურებით თქვენთვის აშკარად დრო გაჩერდა-შემომცინა ძველებურად
-დრო გაჩერდა თუ არა არ ვიცი, მაგრამ ახლა თითქოს წარსულში დამაბრუნე. რომ შემოხვედი ნუცა მეგონე-ღმერტო რამსიგრძე ენა მაქვს. ეგრევე ჩაუქრა თვალები. სუფთა ს**ი ხარ სანდრო რა
-ნიტატუნა, პატარავ, არ მოიწყინო! ეგ უნდა გიხაროდეს რომ ნუცასნაირი ხარ მისნაირი პატარა და სათუთი! ის ფაქტიურად ჩემი პატარა და იყო, შენ კი ჩემი დისშვილი. არ მოიწყინო ის ჩვენი ანგელოზი იყო და არის! ახლა კი გამოცოხლდი წამში და ცალკე რომ კოტეჯია იქ დასახლდი და ისე იგრძენი თავი, როგორც გინდა და თუ რამე დაგჩირდეს ეს ჩემი ნომერია და ეგრევე დამირეკე
ჩემს პატარა ნიტატოს ჩავეხუტე როგორი პატარა და დაუცველია- ნუცაც ასე იყო. ღმერთო სურნელიც კი მისი აქვს. კვირიკე გაგიჯდება!
ნიტა კოტეჯამდე მივაცილე ჩემოდნები შევატანინე და წამოვედი. ესეც ასე! სანამ ნიტა მოთავსდება ის ვაჯბატონიც ამოვა, შემდეგ ამ ორ ბედოვლათს მოუწევს ამ კოტეჯში ცხოვრება და ერთმანეთის ატანა. არა რა რა ბოროტი ვარ ;დდდ

(**თხრობას აგრძელებს სანდროს შვილი, კვირიკე**)

ტელეფონის ხმამ გამაღვიძა მამა იყო- ხევსურეთში ამოდი საქმეებიაო. ისე მართალია მეც განვიტვირთები ბუნებაში ცოტას და იმ კაცსაც დავასვენებ ბევრს მუშაობს.
ტელეფონი გავთიშე და გვერძე მწოლიარე ქალს შევხედე უკვე გაეღვიძა. არა უნდა მოვშორდე მალე ამ სიბინძურეს გული მერევა ამ ბო*ებს რომ ვუყურებ

-განცხრომა დამთარდა ბო*ო ადექი და წადი- ტრა*ზე მოვარტყი ხელი
-რაო საყვარელო არ მოგეწონა?-ბოტოქსისგან დაბერილი ტუჩები კიდევ დაპრუწა და მეც რამის ნაპორით შევრწყიე ;დდდდდ
-წადითქო იქ საიდანაც მოეთერი დროზე.
ერთი ნაგლურად შემომხედა და წავიდა. სულ წავიდნენ ეს ბოზები ხელიდან. მალევე ავდექი წყალი გადავივლე და 5 საათში უკვე ჩემს ბარგს მივათრევდი ჩემი კოტეჯისკენ. როგორ მომნატრებია აქაურობა! აქ ყველაფერი სუფთა და შეუბღალავია. ნამდვილი დასვენება მელის.
უკვე კიბეები ავიარე...
ამ კოტეჯში არასდროს არავინ მიმიყვანია. არ მინდა გარყვნილი ქალებით შევბღავლო ეს პატარა კოტეჯი. ბარგი აივანზე დავდე და უკვე სახელური უნდა ჩამომეწია მამაჩემმა რომ დამიძახა.
-კვირიკე, შვილო მოდი რაღაცაზე უნდა დაგელაპარაკო
-ვა მამა როგორ ხარ? კი ახლავე
მამას ოფისშიც მალევე მივედი
-აბა რა საქმეზე ლაპარაკობ მამა დილიდან?-ინტერესით შევხედე
აშკარად მამა გვერდიდან უვლიდა
-გახსოვს ადრე კოჯორში რომ ჩემს ძმაკაცთან გიოსთან ავდიოდით ხოლმე? აი მისი მეუღლე ნუცა გეხსომება- შენთვის რომ აცხობდა ხოლმე შოკოლადის ტორტს
-ხოო მამა მაგათ რა დამავიწყებს კარგი ხალხია ძალიან-გული გამითბა მაგ ხალხის გახსნებაზე... რა თქმა უნდა მათი შვილებიც მახსოვს სალომე ალექსანდრე და ნიტატო... ნიტა... არა ის პატარა ჭინკა როგორ მიშლიდა მაშინ ნერვებს რაა
-მამა ავარიაში არ....? -ნამდვილად ვერ შევძელი იმ სიტყვის თქმა რომ ისინი აღარ არიან...
-ხოო კვირიკე ხოო -მამასაც სევდა ჩაუდგა თვალებში - მათი შვილებიც ხომ გახსოვს
-კი როგორ არა 3ნი იყვნენ სალომე ალექსანდრე და აუ მესამეს რაექვაა-წავუდებილე ვითომ არ მახსოვდა, თორემ მთელი 20 წელია ვერ ამომიშლია გონებიდან მისი სახე და სახელი...
-ნიტა, ჩვენი ნიტატო ხომ გახოსოვს?
-კი კი გამახსენდა და ამ ყველაფერს ჩვენს საქმესთან რა კავშირი აქვს?
-მოკლედ გეტყვი შვილო. სხვა გზა არ მქონდა და ერთ სტუდენტს შენი კოტეჯი დავ...
სიტყვის დამთავრება რა ვაცადე რომ გამოვვარდი. ერთადერთი ის ვთხოვე მამას რომ იქ არავინ შეეშვა უკიდურეს სიტუაციაშიც კი და ახლა ჩამისახლა ვიღაც ბო*ი ჩემს კოტეჯში ხოიცის როგორც არ მსიამოვნებს?
უკვე ბავშვივით ვბუზღენუბდი მაგრამ რა მექნა? საშინლად მესაკუთრე ვარ. რაც ჩემია ბოლომდე ჩემი უნდა იყოს...
ამასობაში კოტეჯამდეც მივაღწიე და სახელური გამწარებულმა ჩამოვწიე მისაღებში არავინ იყო არც სამზარეულოში... საძინებელში იქნება... კარები შევაღე და არ მეგონა თუ იქნე მიწა არ ჩამიტანდა ან მეხი არ დამეცემოდა...
ნუცა დეიდა? ის ხომ გარდაიცვალა? მაშ რა გამოდის? ნიტატო? ჩემი ნიტა...
ვიგრძენი როგორ დამიარა ტანში ჟრუანტელმა... ნიტატო ახლა ჩემს საძინებელში წევს და ვაიმეე თან რა ფორმაში... საწოლზეა გაწოლილი მისი გამჭვირვალე მაიკა ბიუსჰალერის არარსებობას მაუწყებს და ქვედა საცვალი... ღმერთო როგორი გაზრდილი და დაქალებულია ჩემი ნიტატო! მისი შავი თმები ასე რომ მაგიჟებდა და აშკარად ახლაც გამაგიჟებს საჯდომამდე გაზრდია. არა, ახლა თუ მისი სურნელით არ გავივსე ფილტვები შეიძლება ფსიქიატრიულში გავხდე დასაწვენი.

საწოლს მივუახლოვდი და თმებზე ხელი ჩამოვუსვი... მისი აბრეშუმივით თმა, როგორ მახსოვს არავის აკიდებინებდა ხელს თმაზე ჩემს გარდა, დედამისსაც კი. მე ვუწნავდი ხოლმე და ვვარცხნიდი. მისი გრილი სურნელი... თითქოს გაზაფხულის, წვიმის, ზღვის, სიყვარულის გამაბრუებელი სურნელი აქვს. ტანი დამებურძგლა. ...
თითქოს სიზმარში ვარ. ამდენწლიანი ოცნება, ჩემი ნიტატო წინ მიწევს. ადამიანი, რომლის დავიწყებაც წლებია ვერ შევძელი კვლავ დამიბრუნდა და ვიცი ამჯერად სამუდამოდ. წეღან გავიფიქრე- რაც ჩემია ჩემი უნდა იყოს -თქო! ხოდა ასეც იქნება.!!!
ჩემი ნიტატო ჩემი უნდა იყოს მხოლოდ!
უცებ ტვინში უსიამოვნოდ გამკრა...
იქნებ ამ წლების განმავლობაში ჩემს გარდა თმაზე შეეხო ვინმე ან ამ გამობურცულ ტუჩებს და სახეს უკოცნიდა. თვალები დავხუჭე და შევეცადე სიბრაზისგან დაბერილი ძარღვები დამელაგებინა...
უცებ ნიტატო შეირხა, შუბლი შეჭმუხნა და ტუჩები კურდღელივით ააცმაცუნა. ჰაჰაჰჰჰ ისევ ისე იცის გაღვიძება! ისევ ბავშვია რა. აი, ისეთია რა... ბავშვობიდანვე თითქოს ჩანერგილი მქონდა მისი დაცვა და ახლაც ვატყობ ეს ინსტიქტი უფრო გაძლიერებული დოზით მიბრუნდება. ისეთი სუსტია რომ მინდა მთელი ცხოვრება ჩემს მკლავებში მყავდეს მოყუჟული პატარა ბეღურასავით. თმაზე კვლავ მოვკიდე ხელი, აშკარად ესიამოვნა, მერე კი უცებ დააჭყიტა თვალები და დენდარტყმულივით მომაჩერდა. ოპაა აი აქ იწყება სპექტაკლი!

(**ნიტა**)
კოტეჯში როგორც კი მივედი მოვაწესრიგე იქაურობა ტანსაცმლისგან გავთავისუფლდი და წამოვწექი, თავი კი კვლავ ძილს მივეცი...
ნამდვილად ვერ დავდებ თავს რამდენი ხანი მეძინა, მაგრამ დავიფიცებ- ძილში ვიღაცის სურნელი ვიგრძენი, ვიღაცის სიახლოვე... მერე თითქოს კვლავ გავითიშე... რომ გამოვფხიზლდი მივხვდი, რომ ვიღაც თმაზე მეფერებოდა. როგორც წესი შეიძლება იმისთვის, რომ ვინმე თმაზე შემეხოს, შეიძლება ხელი ძირში მოვატეხო... ადრე, ღრმა ბავვშვობაში მარტო ერთს ვაკიდებინებდი ხელს, მამას ძმაკაცის შვილს. იმის მერე არავის ვანებებდი ჩემს თმაზე შეხებას.
ეს შეხება კი თითქოს რაღაც ნაცნობი იყო. მოიცა, მოიცა მე თმაზე ვინმე მეხება? წამის მეასედებში გამოვფხიზლდი და ლოგინზე წამოვჯექი... ვიღაც ბიჭი იჯდა და გაშტერებული მიყურებდა. უცებ მოვწვი რა მდგომარეობაში ვიყავი და ავიფარე გადასაფარებელი
-ვინ ხარ იდიოტო და აქ რას აკეტებ!! ვინ მოგცა უფლება თმებზე რომ მეხები-წარბები განრისხების ნიშნად შევჭმუხნე
იდიოტს აშკარად ნასიამოვნები სახე ჰქონდა
-როგორც ჩანს პატარა ქალბატონს თმაზე შეხება არ ყვარებია-ირონიულად მითხრა და მისი ნახშირივით შავი, დიდი ბრიალა თვალები შემომანათა
ცოტა კი დავიბენი მაგრამ კვლავ შევუღრინე
-დღემდე არავის გაუბედავს იდიოტო თმაზე შეხება და როგორ გაბედე? ან აქ რას აკეთებ?-მოთმინება მალე მიღალატებს ვიცი!
-დავიჯერო ბავშვობაშიც არავინ გეხებოდა-ეს რა ნაგლია რა! ძაან ცუდად ჭიკჭიკებს!
-ბავშვობაში ვინც მეხებოდა, საჭირო იყო კიდეც და მას სუფთა ხელები ჰქონდა. შენ კი გირჩევნია შენი ბინძური ხელები აღარ შემახო!
-როგორც ხედავ დაბანილი მაქვს-ხელები ამოფრიიალა თვალებთან
-დაბანილზე არ ვამბობ ჭკუასუსტო და საერთოდ გადი ჩავიცვამ და მერე გავარკვევ რას აკეთებ აქ!!! -ერთიც შევუბღვირე
მან ნაგლი მზერა მტყორცნა და ოთახიდან გავიდა.
ცოტა ხანში უკვე ჩაცმულ მდგომარეობაში მეც შევუერთდი და მოვემზადე მესამე მსოფლიო ომისთვის. არა თმაზე შეხებას და ასე უტიფრად შემოჭრას არ ვაპატიებ...
მაგრამ რატომ არის მასში რაღაც ნაცნობი?...
არა ამის დრო არაა ჯერ უნდა გავლანძღო...

(კვირიკე)
არა!!! ის ჩემი ნიტატოა! მარტო ჩემი! როგორ ეგოისტურად გამიხარდა რომ თმაზე შეხებაზე ასე დამელაპარაკა ვერც ვერავინ წარმოიდგენს. მაგრამ რომ არ მიცნო ცოტა გული დამწყდა...
არაუშავს!!! ცოტახანში თვითონაც მიხვდება როგორია როცა სიყვარული და მონატრება გახრჩობს!!!
მაინც არ ამომდის გონებიდან მისი იდეალური ტანი... ის ოთხი ამობურცული... მისი ხმა, სურნელი, მზერა... მისი მოელვარე თვალები, რომლებსაც სევდა გადაეკრათ. ცოტა ხანიც რომ მეყურა თუ როგორ ბობოქრობდა ზღვა მის თვალებში შევიშლებოდი... ახლა კი უკვე კიბეებზე მესმის მისი ფეხების ხმა...
































მე გადმოვცურავ ზღვას
ნუ დაუჯერებ სხვას
რომ მე არ მოვალ მე შენთან მოვალ
დავბრუნდეები....
ხოდა მეც დავბრუნდი
ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის!!! მიყვარხარრრთ და ველი შეფასებას ისტორიასთან დაკავშირებით (მოგეწონაათ, არ მოგეწონაათ...)
<333 love



№1  offline წევრი kaxelii

მომეწონა არ ვაპირებდი წაკითხვას ჩარკვიანი და რამე მეგონა რაღაც სისულელე იქნებოდა მაგრამ კარგი იყო თორმეტის მერე თუ კიდევ დადებ გამახარებ

 


№2  offline წევრი blackboss

nino k.d.
მომეწონა არ ვაპირებდი წაკითხვას ჩარკვიანი და რამე მეგონა რაღაც სისულელე იქნებოდა მაგრამ კარგი იყო თორმეტის მერე თუ კიდევ დადებ გამახარებ

უღრმესი მადლობა <3 არც ველოდი კომენტარს და ასე უიმედოდ დავდე <3 გამახარე და შევეცდები გაგახარო love

 


№3  offline წევრი beqaloxishvili

მეფე არა კვახი :D
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№4  offline წევრი მოლურჯო

ჩარკვიანი მეფე არ იყო
და არც იქნება არასდროს
მის სიმღერებზე გავიზარდე ათი წელია მას ვუსმენ
მსიამოვნებს ახლოს მოდის
მაგრამ არ იყო მეფე! მეფის მნიშვნელობა ალბად უნდა იცოდეთ
--------------------
მარიამი

 


№5  offline წევრი cancara

პერფექტ კარგია მალე დადე ახალი თავი

 


№6 სტუმარი Ani

Vai, sasiamovnod gabocdi, sataurma verc me momxibla, magram oo dzan sasiamo nod chavikitxe, velodebi shemdeg tabs, ar gvalodino <3

 


№7  offline წევრი blackboss

ikneb dalodebodit gagegot mefeshi vin vigulisxme :( <3 madloba tkveni azris dafiksirebistvis <3

 


№8  offline წევრი Elenikoo

ირაკლი ჩარკვიანი საქართველოს ბოლო მეფე იყო და სულ ასე იქნება.(ჩემი აზრი ესაა და არ ჩამქოლოთ:დდ) ისტორიას რაც შეეხება მომეწონა ძალიან.თბილი და საყვარლობაა.როდის დადებ შემდეგ თავს??<333

 


№9  offline წევრი kaxelii

blackboss
nino k.d.
მომეწონა არ ვაპირებდი წაკითხვას ჩარკვიანი და რამე მეგონა რაღაც სისულელე იქნებოდა მაგრამ კარგი იყო თორმეტის მერე თუ კიდევ დადებ გამახარებ

უღრმესი მადლობა <3 არც ველოდი კომენტარს და ასე უიმედოდ დავდე <3 გამახარე და შევეცდები გაგახარო love

რატო არ დეებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent