შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ მთელი ცხოვრება ნაწილი 1


18-12-2015, 12:11
ავტორი anita 3
ნანახია 2 072

ცხოვრებაში ყოველთვის ისე არ გვიმართლებს, როგორც ჩვენ გვინდა.ტანჯვისთვის ვიბადებით და ათასში ერთს თუ გაუმართლებს და ბედნიერების სხივს იგრძნობს..მიუხედავად ყველაფრისა, არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლებები და პრობლემები,მითუმეტს მაშინ, როდესაც ნამდვილი სიყვარული გდევს თან.
როდესაც ფიქრობ, რომ შენ იპოვე ის ერთადერთი,რომლის გარეშეც ცხოვრება და საერთოდ, არსებობაა წარმოუდგენელი, არაფერი გაშინებს, პირიქით,უფრო და უფრო ბევრს ითხოვ ცხოვრებისგან და გინდა,რომ სანამ ცოცხალი ხარ, გამოცადო მაქსიმალური ბედნიერება და სიყვარულის უსასრულო მორევში საკუთარი ნებით ეშვები, მაგრამ „ყველაფერს აქვს დასასრული“,ამ უსასრულო მორევსაც ჰქონია ფსკერი,სადაც დაცემა ყველაზე მტკივნეულია,ისეთი მტკივნეული, როგორც გულის ამოგლეჯვა ცოცხალი სხეულიდან,რის შედეგადაც ცხოვრების გაგრძელების სურვილიც აღარ გაქვს.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც გეგა და ნუკი დაქორწინდენ.არა ვცდები,როდესაც გეგამ პირველად დაინახა ნუკი,მაშინვე გაიფიქრა, რომ ეს გოგონა, მისი ცოლი და შვილების დედა გახდებოდა.21 წლის ბიჭს,რომელსაც არაფერი ანაღვლებდა,გოგონების ნაკლებობას არასდროს უჩივოდა,მაშინ,პირველად მოეწონა გოგო და პირველივე დანახვისას შეუყვარდა.აქედან დაიწყო გეგას როგორც „ბაბნიკი“ ბიჭის ტანჯვა და წამება მანამ,სანამ ნუკიმაც სიყვარულითვე არ უპასუხა.სწორედ ამ დღის შემდეგ დასამარდა ყველა გოგო გეგასთვის და მისი იმიჯიც დაიმსხვრა.ზუსტად 2 წელი მოანდომა გეგამ ნუკის გულის მოსაგებად და თავი ისე შეაყვარა, რომ გეგასთვის მხოლოდ ნუკი არსებობდა-ნუკისთვის გეგა.მერე შვილები შეეძინათ, ჯერ ბიჭი,მერე გოგო და კიდევ ორი მიზეზი ჰქონდათ ბედნიერებისთვის!
8 წელი ისე ცხოვრობდნენ,უყვარათ და უფრთხილდებოდნენ ერთმანეთს,ერთხელაც არ უჩხუბიათ.ამ ხნის შემდეგ დაიწყო ის რასაც ნუკი ვერასდროს წარმოიდგენდა...აქამდე თუ გეგა ყოველ დღე ადრე ბრუნდებოდა რომ ბავშვებთან და ნუკისთან დიდი დრო გაეტარებინა ახლა პირიქით მათ ნახვას გაურბოდა.გოგო ხვდებოდა რომ მისი ცხოვრება უკან უკან მიდიოდა და ვერაფერს აკეთებდა.ნუკიმ სახლის კარი შეაღო თუ არა ბავსვები შემოწვივნენ:
-დედა მოხვდი?მე და ანდრია ვთამაშობთ.ლიზიმ დედასთან მიირბინა და შემოეხვია.
-კარგები ხართ დე.მამა სახლშია?
-არა არ მოსულა!უპასუხა ანდრეამ.
-არც დაურეკავს?სააბაზანოდან გამოსძახა.
-არა არ დაურეკავს.
ნუკიმ პირზე ცივი წყალი შეისხა გონზე მოსასვლელადგულს უკლავდა ქმრის ასეთი საქციელი.“ნუკი შენ თავს რაღაც ხდება“საკუთარ თავს გამოელაპარა სარკეში და ტელეფონს დაწვდა,გეგას ნომერი აკრიბა და სუნთქვა შეკრული დაელოდა პასუხს.
-ალო!უპასუხა ბიჭმა
-გეგა როგორ ხარ სიხარულო?
-კარგად ნუკი,რამე მოხდაა?
-არა არაფერი,მომენატრე და დაგირეკე.ბევრი საქმე გაქვს?დაგელოდებით და ერთად ვივახშმოთ.
-არ დამელოდოთ. დღესაც დამაგვიანდება!
-კარგი!გაუთიშა და მობილური საწოლზე მოისროლა!
-ბავშვებო,საჭმელი ჭამეთ?
-კი დედა.
-წადით მაშინ დაიძინეთ.გვიანია სკოლაში უნდა წახვიდეთ ხვალ.
ოთახსი მარტო დარჩენილმა ვერც კი შეამჩნია დრო როგორ გავიდა.კარის ხმამ გამოაფხიზლა,ცოტახანში კი გეგა შემოვიდა.
-არ გძინავს?ჰკითხა ცოლს.
-არა,გელოდებოდი.
-მოხდა რამე?
-გეგა შენთან ლაპარაკი მინდა!
-ახლა არა კარგი?საშინლად ვარ დაღლილი.
-აბა როდის გეგა?რაღაც ხდება შენ თავს და უნდა მითხრა.თავს რატომ გვარიდებ?შენ ხომ არაფერს მიმალავდი?სევდიანი თვალები მიანათა ქმარს იმის მოლოდნისი რომ ერთ თბილ სიტყვას მაინც ეტყოდა,გული მოულბებოდა და თბილად მიმართავდა მაგრამ შეცდა.
-პრობლემები მაქვს ნუკი.ძალიან გთხოვ მეძინება.თქვა და საძინებელში გავიდა.
წარმოუდგენელია აღწერო რა იგრძნო ნუკიმ,ალბათ იქ,მის ადგილას უნდა ყოფილიყავი რომ გაგეგო მისი განცდები.შეურაცხყოფილი,დამცირებული,თითქოს საერთოსდ არ არსებობდა მისი ქმრისთვის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent