შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებიდან რეალობაში 6


18-12-2015, 12:54
ავტორი eleonor
ნანახია 1 415

-მალე მივალთ?
-ძალიან
რატიმ ერთი ქუჩის შესახვევში თვალებზე ხელები ამაფარა და წინ მიბიძგა.
-ასე დიდხანს უნდა ვიაროთ?
-ცოტა მოითმინე პატარავ
უეცრად მან ჩემი თვალებიდან ხელი აიღო. ირგვლივ, რომ მიმივიხედე იქვე შორიახლოს დაყენებული მოტოციკლი დავინახე.
-რატი ეს, ეს . . . -ენა დამება
-ჰო ჩემია. ვიცი, რომ მოტოციკლები მოგწონს ამიტომაც ვიყიდე, რომ ხშირად გაგასეირნო ხოლმე. აბა რას იტყვი, მოგეწონა სიურპრიზი?
-რა თქმა უნდა -გახარებული რატისთან მივვარდი და გადავეხვიე.
-არ ვიცოდი ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა, თორემ მეორესაც ვიყიდდი -თქვა და ხელები მაგრად მომხვია
-შენ ყველაზე საუკეთესო ხარ რაც ამქვეყნად გამაჩნია
-შენ კი ადამიანი ხარ, ვის გარეშე ერთი დღეც კი ვერ წარმომიდგენია -რატი ერთი ხელით გულში მიკრავდა მეორეთი კი ჩემს თმას ეფერებოდა
-იცი რატი როცა გაგიცანი არ მეგონა თუ შენ . . .
-რომ ასეთი ვინქებოდი? -ხელი ოდნავ შემიშვა და თვალებში ჩამაშტერდა
-ჰო, ამის თქმა მინდოდა -გავუღიმე
-მაშინ მითხარი, როცა ერთმანეთს პირველად შევხვდით შენზე როგორი შთაბეჭდილება დავტოვე? კარგი, ისე რა თუ შაშინელი?
-საშინელი -ვთქვი და გვერდულად გავხედე
-მართლა? და რატომ? -სახეზე ღიმილი გადაეფინა
-პირველ რიგში იმიტომ, რომ თავაზიანობა არ გამოიჩინე და როცა ვტქვი ტრანსპორტში მარტო ჯდომა მიყვარს მეთქი იმავე ადგილას დარჩი, შემდეგ კი რაღაც სისულელეების ლაპარაკი დაიწყე. მხოლოდ მაშინ დავისვენე, როცა ჩაგეძინა
-ასე ძალიან არ მოგეწონე?
-არა მომეწონე, ოღონდ მხოლოდ ვიზუალურად. ჩემზე რას იტყვი?
-იმას, რომ მხოლოდ შენ შეძელი ჩემთვის ტავი სეგეყვარებინა, თან ისე, რომ ამის მცდელობაც კი არ გქონია -რატიმ გამიღიმა და სახეზე ხელი დამისვა -რა გამიკეთე ნია? ასეთი რა მიქენი, რომ უშენოდ გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის უაზროა?
-დიდი ხანია მეც იგივე მინდა გკითხო
-მგონი არცერთ ჩვენგანს ამაზე პასუხი არ აქვს ასე არაა?
-მეც ასე ვფიქრობ
რატი ჩემკენ გადმოიხარა და შუბლზე მაკოცა.
-წავიდეთ?
-სად მივდივართ?
-იქ სადაც მარტო მე და შენ ვიქნებით
-კიდევ ერთი სიურპრიზი? ეს უკვე მომწონს
-ეს მხოლოდ დასაწყისია -მან ჩაფხუტი გამომიწოდა და მოტოციკლზე დაჯდა, როცა უკან მივუჯექი ძრავა ჩართო და მოტოციკლი ბოლო სიჩქარით გააქროლა
რატიმ გზაში უამრევჯერ მკითხა შეენელებინა თუ არა სიჩქარე, მაგრამ ჩემი პასუხი ყოველთვის უარყოფითი იყო. პირიქით მომწონდა სწრაფად სიარული. რატის მაგრად ვიყავი ჩახუტებული და სულ მცირეოდენ შიშსაც კი არ განვიცდიდი. დიდხანს არც გვივლია. სულ რაღაც თხუთმეტ წუთში უკვე დანიშნულების ადგილას ვყავით. რატიმ მოტოციკლი პატარა კოტეჯის წინ დააყენა, გადმოვიდა და ეშმაკურად გამიღიმა.
-ეს რა ადგილია?
-ხმა გესმის?
-რისი ხმა?
-ყური დაუგდე
რატის ხელის აწევით ვანიშნე გაჩუმებულიყო და სმენა დავძაბე. სადღაც მოშორებით ჩანჩქერის ხმა ისმოდა.
-ჩანჩქერის ხმაა არა?
-მართალი ხარ
-რაღაც ვუცდით წავიდეთ
-მოიცა, მოიცა ნია -მკლავში ხელი ჩამავლო და თავისთან ახლოს მიმიზიდა
-რა მოხდა?
-ჯერ რამე ვჭამოთ, ალბათ მოგშივდებოდა მოდი სახლში შევიდეთ
-ეს შენი სახლია?
-ჰო, მამაჩემისგან დამრჩა. როცა პატარა ვიყავი ამ ადგილას ხშირად მოვყავდი ხოლმე. აქაურობა შემთვის ძალიან ბვრს ნიშნავს
-ძალიან ლამაზია მართლა
-მერწმუნე შიგნით უფრო ლამაზია წამოდი დაგათვალიერებინებ. საჭმელი გუშინ შევუკვეთე, ალბათ უკვე მოიტანდნენ.
რატიმ კარი გააღო და შიგნით შემიძღვა. იქაურობა ზუსტად ისეთი ლამაზი აღმოჩნდა როგორიც რატიმ აღმიწერა. მართალია სახლს ძველი სტილი უფრო ეტყობოდა, ვიდრე თანამედროვე, მაგრამ ასე უკეთესიც კი იყო. ქვის კედლებში პატარა ბუხარი იყო დატანებული, რომლის თავზეც ლამაზ ჩარჩოებში ჩასმული რატის საოჯახო ფოტოები იყო შემოდებული. ცოტა მოშორებით წიგნების თარო იყო, რომელზეც არც ისე ბევრი, მაგრამ საინტერესო წიგნები ელაგა. სასტუმრო ოთახის კარი ვიწრო დერეფანში გადიოდა, სადაც ორი პატარა საძინებელი იყო ერთმანეთის გვერდიგვერდ. ოთახებს ცოტა ხნით შევავლე თვალი და ისევ სასტუმრო ოთახში დავბრუნდი.
-მოგეწონა?
-ძალიან
-როცა ცოლად მოგიყვან აქ ვიცხოვრებთ
-სულელო -ვთქვი და გავუღიმე
რატიმ მკლავებში მომიმწყვდია და გულზე მაგრად მიმიხუტა.
-იცი, რომ ამ სულელს ძალიან უყვარხარ?
-მართლა?
მან თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და უფრო ძლიერად ჩამეხუტა.
-წამოდი რამე ვჭამოთ -ხელიდან ძლივსძლივობით დავუსხლტი და სამზარეულოსკენ გავიქეცი. მალე ისიც შემომიერთდა
-რამე იპოვე?
-მხოლოდ რამდენიმე პიცა და ჰამბურგერი. საშინელებაა -იმედგაცრუებულმა თავი გადავაქნიე
-ეს საჭმელი არ გიყვარს?
-ვერ ვიტან, მაგრამ არაუშავს, ისე ძალიანაც არ მშია ცოტა ხნით კიდევ მოვითმენ მანამდე კი რაიმე მომიმზადე ხომ იცი დღეს მე აქ სტუმარი ვარ. სანამ შენ აქ იფუსფუსებ მე გავალ ტელევიზორს ვუყურებ -რატის ლოყაზე ვაკოცე და ისე, რომ მისი პასუხისთვის არ დამიცდია სასტუმრო ოთახისკენ ავიღე გეზი.
მალე გაზქურის ხმაც გავიგე, არ ვიცოდი რას მიმზადებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა არ მიცდია ეს გამეგო. ტელევიზორში ჩემი საყვარელი ფილმი გადიოდა, ამიტომ კარგად მოვკალათდი და ყურადღებით მივაშტერდი უზარმაზარ ეკრანს. მალე რატიც გამოჩნდა, ხელში დიდი თეფში ეჭირა, რომელზეც კარგად დაბრაწუული კატლეტები ეწყო.
-ეს სულ ჩემთვისაა?
-მოერევი? -მკითხა რატიმ და თეფში წინ დამიდო
-ახლა ისე მშია მგონი კი -საჭმელს გადავწვდი
-ეს ფილმი შენც მოგწონს? -ტელევიზორის ეკრანზე მანიშნა
-შეენც?
-ჩემი საყვარელი ფილმია
-როგორც ჩანს ჩვენს ცხოვრებისეულ შეხედულებებთან ერთად ჩვენი საყვარელი ფილმებიც ერთმანეთს ემთხვევა
-მოდი აქ -რატიმ თავისკენ მიმიზიდა და მკლავები შემომხვია
-არ შეჭამ?
-იქნებ შენ თვითონ მაჭამო?
-რა თქმა უნდა -კატლეტის დიდი ნაჭერი ავიღე და რატის პირთან ახლოს მივუტანე
-აბა როგორ მოგწონს შენი ნახელავი?
-მიკვირს ამ საზიზღრობას როგორ ჭამ, მეტი აღარ მინდა -დაიჭყანა
-ჰო, მეც ამას ვფიქრობ, მაგრამ როცა ვიხსენებ რომ შენ მომიმზადე ამის ჭამა უფრო მიადვილდება -ვთქვი და კატლეტი უკან თეფშზე დავაბრუნე
პასუხად მან თავის ჩვეული ღიმილით გამიღიმა და უფრო მაგრად მომხვია ხელები. როცა რატის უგემური კატლეტებით დავნაყრდი და ფილმიც დამთავრდა ფეხზე წამვდექი და ისიც წამოვაყენე.
-საბანაოდ არ წავიდეთ?
-იქნებ სახლში დავრჩეთ? ძალიან დაღლილი ვარ
პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, რომ კარი ვიღაც ბიჭმა შემოაღო და პირდაპირ რატისკენ წამოვიდა.
-რატი როგორ ხარ? -მიესალმა და გადაეხვია
რატის სახეზე ეტყობოდა, რომ მისი ნახვით ძალიან არ აღფრთოვანებულა.
-მე კარგად. ჰო მართლა როგორ გაიგე აქ რომ ვიყავი?
-დაგინახე როგორ მოხვედი, ვიფიქრე მაშინვე არ შევაწუხებ მეთქი და ახლა შემოგიარე -თქვა და მზერა ჩემკენ გამოაპარა -ხო მართლა რატი ამ ლამაზმანს არ გამაცნობ?
რატის ხელები სიბრაზისაგან მოემუშტა და თვალები ბრაზით აენთო, მაგრამ შემოსულმა არაფერი შეიმჩნია და ეს ვითარება კამათში რომ არ გადაზრდილიყო გასაცნობად ხელი გავუწოდე.
-მე ნია ვარ სასიამოვნოა შენი გაცნობა
-ჩემთვისაც ლამაზო -თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა
-ნია ჩემი შეყვარებულია გიო -უეცრად ხმა ამოიღო რატიმ -არ მსიამოვნებს როცა ასე მიმართავ გასაგებია?
-კარგი მაპატიე არ ვიცოდი
-არაუშავს მაგრამ იმედია ეს აღარ განმეორდება
-როგორც ჩანს შენი გოგო მართლა ძალიან გიყვარს, კარგი მე ხელს აღარ შეგიშლით, უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა ძმაო. ახლა კი წავალ შეხვედრამდე
-ნახვანდის გიო -რატიმ იგი ზღურბლამდე მიაცილა და კარი უკმაყოფილო სახით მიხურა
-მგონი ცოტა უხეშად მოექეცი
-მაგ ტიპს რომ იცნობდე ასე არ იტყოდი. მადლობა თქვას, რომ წასვლის წინ სახე არ გავულამაზე
-მგონი ისეთი არაფერი გაუკეთებია არა?
-ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ ასეთი თვალებით გიყურებდა -რატი ჯერ კიდევ ნერვიულობდა და მთელი სხეული უცახცახებდა, ამიტომ დასამშვიდებლად მასთან მივედი და მოვეხვიე
-ეს სისულელე დაივიწყე. არ აქვს მნიშვნელობა სხვა როგორ მიყურებს მთავარი ისაა, რომ მე შენს გარდა ვერავის ვხედავ. შენთვის ეს საკმარისია არა?
-სრულიად -იგი უეცრად დამშვიდდა, გამიღიმა და შუბლზე მაკოცა
ამ დროს სამზარეულოში ჩემი ტელეფონი აწკრიალდა.
-ალბათ დედაჩემია -თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე
-მიდი უპასუხე -რატიმ ხელი შემიშვა და თვალებით სამზარეულოსკენ მანიშნა
სამზარეულოში ჩქარი ნაბიჯებით გავედი. ჩემი ვარაუდი არ გამართლდა, ეკრანზე დედაჩემის ნომრის მაგივრად ანრის ნომერი ამოვიკითხე და არც დავფიქრებულვარ ისე გავუთიშე. ვიცოდი, რომ კიდევ დამირეკავდა ამიტომ ტელეფონი უხმო რეჟიმზე დავაყენე, შემდეგ კი კარადის თავზე შემოვდე. სასტუმრო ოთახიდან რატი ხმა მომესმა.
-ვინ იყო?
-არავინ ნომერი შეეშალათ -მისთვის სიმართლის გამხელა არ მინდოდა
ტელეფონზე ზარები ისევ და ისევ მეორდებოდა, როგორც ჩანს დანებებას არ აპირებდა, მე კი სამზარეულოდან არ გამოვდიოდი მეშინოდა სახეზე რაიმე არ დამტყობოდა. საერთოდ არც ისე კარგი მატყუარა ვიყავი და მეშინოდა მას სიმართლეში არ გამოვეტეხე. რატი როგორც ჩანს ჩემმა საქციელმა დააეჭვა და შიგნით შემოვიდა.
-რამე მოხდა?
-არაფერი
-შენი ტელეფონის ეკრანი ანათებს, მგონი ვიღაც გირეკავს
-მართლა? -ტელეფონი ხელის კანკალით ავიღე და ეკრანზე ისევ ანრის ნომერი ამოვიკითხე
-არ უპასუხებ? -რატიმ გამომცდელად შემომხედა, შემდეგ კი სახეზე ღიმილი გადაეფინა, ტელეფონი გამომართვა და ეკრანს დახედა -ასეც ვიცოდი, შენი მორიგი თაყვანისცემელი არა? ასე ამიტომ კანკალებ? თუ გინდა მე ვუპასუხებ, არ მინდა, რომ მას ელაპარაკო
-ჯობია გაუთიშო ასე ზედმეტ პრობლემებს ავიცილებთ თავიდან
რატის ჩემთვის ყური არ დაუგდია. ტელეფონი აიღო, საძინებელ ოთახში შევიდა და კარი მიხურა, რომ მისი ლაპარაკი არ გამეგონა. მე კი სასტუმრო ოთახში ბოლთას ვცემდი, სანამ ის ჩემი პრობლემების მოგვარებით იყო დაკავებული. ჩხუბი რომ გადაწყვიტონ მერე რა ვქვნა? არა მისთვის ამის უფლება არ უნდა მიმეცა. აშკარაა რომ ანრი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს და ჩხუბს ატეხს. რატი კი ამ გამოწვევაზე აუცილებლად უპასუხებს. ჩხუბის მიზეზი რა თქმა უნდა მე ვიქნები. არა ეს არ უნდა დავუშვა, რაღაც უნდა მოვიმოქმედო . . .
უეცრად მხარზე რატის ხელის შეხება ვიგრძენი და უსიამოვნო ფიქრებისგან გამოვერკვიე. მან ტელეფონი გამომიწოდა და თავისი ჩვეული ღიმილით გამიღიმა.
-პრობლემა მოგვარებულია ნია, ამიერიდან ის ტიპი აღარ შეგაწუხებს
-გადაწყვიტეთ იჩხუბოთ? -უნდობლად გავხედე
-არა მსგავსი არაფერი ყოფილა, უბრალოდ ავუხსენი, რომ არანაირი შანსი არ აქვს, რადგან შენს ცხოვრებაში მე გამოვჩნდი და სამუდამოდ მასში დავრჩები
-არ მატყუებ?
-რა თქმა უნდა არა ჩემში ეჭვი გეპარება?
-არა შენში ეჭვი არ მეპარება, უბრალოდ ანრისგან განთავისუფლბას უკვე წლებია ვცდილობ შენ კი ეს სულ რაღაც ათ წუთში შეძელი. სხვა რა უნდა ვთქვა ბრავო!
რატიმ პასუხად ხელები მაგრად მომხვია და თავისკენ მიმიზიდა.
-იცი ყველაზე სასიამოვნო რა არის?
-რა? -ვკითხე და ცნობისმოყვარე მზერით მივაშტერდი
-როცა ვაცნობიერებ, რომ მხოლოდ მე მეკუთნი და სხვას არავის
პასუხად სახეზე ხელი მივადე და თვალებში ჩავხედე.
-მიყვარხარ რატი -ჩემს სიტყვებზე მას თვალები გაუფართოვდა და სახეზე ღიმილი გადაეფინა
-გაიმეორე
-მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ
ამის თქმა დამთავრებული ძლივს მქონდა, რომ მან გულში ჩამიკრა და ხელები მაგრად მომხვია.
-მეც მიყვარხარ პატარა, უზომოდ მიყვარხარ -რამდენიმე წამის შემდეგ მან ხელი შემიშვა და თვალებში ჩამხედა -ნია გთხოვ ერთ რამეს დამპირდი
-რას?
-დამპირდი, რომ არასოდეს მიმატოვებ. მე, მე უშენოდ ვერ ვიცოცხლებ ნია, უბრალოდ ვერ ვიცოცხლებ
-გპირდები, რომ სამუდამოდ შენთან ვიქნები -ვთქვი და მოვეხვიე
რატიმ ხელში ამიტაცა და ჰაერში მანამდე მატრიალებდა, სანამ თავბრუ არ დაეხვა . . .
ორი საათის განმავლობაში მდივანზე გვერდიგვერდ ვისხედით და რატის საოჯახო ალბომს ვათვალიერებდით. იგი მიყვებოდა თავის ბავშვობაზე, იმ პერიოდზე თუ როგორი ბედნიერი იყო მაშინ, როცა მამამისი ცოცხალი იყო და როგორი უზრუნველი ბავშვობა ჰქონდათ მას და მის დას ამ დროს. მიყვებოდა ასევე თავის გატაცებებზე, ცხოვრებისეულ ინტერესებზე, მის საყვარელ კერძებზე, რომლის მომზადებაც მისი თქმით მანამდე უნდა მესწავლა სანამ ცოლად მომიყვანდა. მიამბობდა მის განცდებზე, რაც მამის გარდაცვალების შემდეგ გადაიტანა და რაც მისი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული მოგონება იყო. მეც ჩემებურად ვუყვებოდი ჩემს წარსულზე, იმაზე თუ რა მიყვარდა და რა არა, ვუყვებოდი ჩემს ბავშვობის დროინდელ ისტორიებს, ასევე იმას თუ რაზე ვვოცნებობდი მაშინ და რაზე ვვოცნებობ ახლა. მასთან საუბარში დრომ ისე სწრაფად გაირბინა ვერც კი შევამჩნიე როგორ მოსაღამოვდა. საათს რომ შევხედე უკვე ხუთი გამხდარიყო. ამ დროს ჩემი ტელეფონიც აწკრიალდა. სწორედ ის იყო ვისაც ველოდი. ზარისთვის რომ მეპასუხა მეორე ოთახში გავედი და კარები მივხურე.
-გისმენ დედა
-ნია ჩვენ თბილისში ვბრუნდებით ახლავე სასტუმროში მოდი
-რამე მოხდა?
-მამაშენს სამსახურიდან დაურეკეს სასწრაფო საქმეა აქ ვეღარ დავრჩებით. თან დღეს თემოს მშობლებიც ჩამოვიდნენ და ისიც სახლში ბრუნდება, ამბობს აქ გაჩერება უკვე აღარ შემიძლიაო. მოკლედ ახლავე მოდი გელოდებით
-კი მაგრამ აქ ხომ სამი კვირით ვაპირებდით დარჩენას?
-ვაპირებდით, მაგრამ გეგმები შეიცვალე
-შეიძლება რამდენიმე დღით სალომესთან დავრჩე? ერთმანეთი დიდი ხანია არ გვინახავს და მინდა ცოტა ხნით კიდევ ვიყო მასთან
-მაინც რამდენი დღით?
-ოთხ დღეში უკან დავბრუნდები, აბა რას იტყვი?
-კარგი ასე იყოს ოღონდ ხშირად დამირეკე ხოლმე კარგი?
-რა თქმა უნდა დაგირეკავ
-სალომეს მოკითხვა გადაეცი
-აუცილებლად გადავცემ ნახვანდის დედა
სიხარულისგან მზად ვიყავი მეყვირა. არ ვიცოდი ეს ასე მარტივი თუ იქნებოდა. ოთხი დღე რატისთან ერთად ამ სახლში, ამაზე მეტი რაღა უნდა მენატა . . .
ეს დღეები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის. დილით ჩემს მოზადებულ საუზმეს შევექცეოდით. რატის იმ უგემური საჭმლის მომზადების შემდეგ სამზარეულოში შესვლის უფლებას აღარ ვაძლევდი. ამის შემდეგ თითქმის მთელი დღე ბუნებაში დავხეტიალობდით, რამდენჯერმე საბანაოდაც ვიყავით, სადაც მე და რატი ხელიხელჩაკიდებულები ჩანჩქერის უზარმაზარი კლდიდან გადმოვხტით. ეს მართლაც რომ საოცარი შეგრძნება იყო. საღამოობით ამ ყველაფრისგან დაღლილი ტელევიზორთან ვსხედით და სხვადასხვა ფილმებს ვუყურებდით. რატის საშინელებათა ჟანრი მოსწონდა, მე კი უპირატესობას კომედიას ან დრამას ვანიჭებდი. დღეები განაწილებული გქვონდა-ერთ დღეს მისი საყვარელი ჟანრის მიხედვით უნდა აგვერჩია ფილმი, მეორე დღეს კი ჩემი ჯერი დგებოდა. რატის მიერ არჩეული ფილმების ყურებისას, თითოეულ მომენტზე ვიძაბებოდი და მის მკლავს ვებღაუჭებოდი, ის კი გულში მიხუტებდა და "პატარა მშიშარას" მეძახდა. ფილმის დამთავრების შემდეგ ცოტას შევჭამდით, გარეთ გავდიოდით და გაშლილ მდელოზე ვწვებოდით, ვარსკვლავებიანი ცის საყურებლად. რატომღაც ეს ორივეს გვსიამოვნებდა. ასე განვლო ამ დღემ. დღეს ჩემი აქ ყოფნის ბოლო ღამე იყო. მე და რატი ჩვეულებრიბ გაშლილ მდელოზე წამოწოლილები ვარსკვლავებს შევცქეროდით. მას ჩემი ხელი მაგრად ეჭირა და წამითაც არ მიშვებდა. არცერი ხმას არ ვიღებდით, ორივე ცუდ გუნებაზე ვიყავით და ლაპარაკის სურვილი არ გვქონდა. ბოლოს ეს სიჩუმე რატიმ დაარღვია.
-დღეს ბოლო დღეა
-ვიცი -გული რაღაც ცუდს მეუბნებოდა და ამის გარდა ფიქრი აღარაფერზე შემეძლო
-ხვალ შენ წახვალ
-ჰო ასეა -რატი ჩემი წასვლიდან მეორე დღეს აპირებდა თბილისში დაბრუნებას, რადგან ხვალ მისი და ჩამოდიოდა იტალიიდან, ის კი ვალდებული იყო აქ დახვედროდა
-ნია არ წახვიდე
-არ შემიძლია მშობლები ხვალ მელოდებიან, რომ არ წავიდე რამეს იეჭვებენ ხომ გესმის?
-მესმის -სევდიანად ჩაიბურტყუნა რატიმ და ისევ ვარსკვლავებს შეხედა
-ზეგ ისევ შევხვდებით -გავამხნევე, მაგრამ მე თვითონაც არ ვგრძნობდი თავს კარგად, რატომღაც ვფიქრობდი, რომ ზღაპარი რომელშიც ოთხი დღე გავატარე მალე დასრულდებოდა
-კარგი დროა შიგნით შევიდეთ -რატი ფეხზე წამოდგა და ხელ გამომიწოდა. მის ხელს ჩემი ხელი შევაგებე და ფეხზე წამოვდექი
-იცი? რაღაც მინდა გითხრა
-მითხარი
-კარგი არაფერია დაივიწყე -ვცილობდი ეს უსიამოვნო ფიქრები თავიდან მომეშორებინა
-ნია თქვი -ხელზე ხელი მომიჭირა
-მართლა არაფერია, ისე უბრალოდ ვთქვი
-კარგი და ის თუ შეამჩნიე რა ჭკვიანად ვიქცეოდი ამ ოთხი დღის განმავლობაში? -თვალი ჩამიკრა
-ჰო ამისთვის შექებას იმსახურებ -გავუღიმე
-მეტს არაფერს?
-რას გულისხმობ? -ეჭვით გავხედე
პასუხად რატიმ ლოყა მომიშვირა და ზედ საჩვენებელი თითო მიიდო.
-სულელო -ვთქვი და ლოყაზე ვაკოცე
-აქამდე ჩემთვის არცერთ გოგოს ლოყაზე არ უკოცნია როგორც ჩანს ამაშიც პირველი ხარ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent