ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს (სრულად)
მანქანაში თბილად მოკალათებული საქარე მინიდან ღიმილიანი სახით აჰყურებდა მოქუფრულ ცას,რომელიც დედამიწისთვის მსხვილ,ფარფატა ფანტელებს არ იშურებდა და აგერ უკვე ორი დღეა გადაუღებლად თოვს თბილისში. თვითონ დიდად არ უყვარს თოვლი,მაგრამ მის შემხედვარე ორი წლის წინანდელი ამბავი ახსენდება სულ. ახლაც ასე გარინდული ზის მძღოლის სავარძელში და თითქოს ისევ ის ხმა ჩაესმის ყურებში . ზუსტად ორი წლის წინ შვებულება აიღო სამსახურში და ბაკურიანისკენ აიღო გეზი,სადაც მთელი მისი სამეგბრო შეკრებილიყო. ბიძამისმა შვილებს ნანატრი სახლი უყიდა ბაკურიანში და სწორედ ბიძაშვილებთან მიიჩქაროდა ასე,რათა მათთან ერთად შეხვედროდა ახალი წლის დაწყებას. მაშინაც ასეთი სუსხიანი დეკემბერი იდგა, გზაზე მართალია ასე ძალიან არა,მაგრამ ცოტათი მაინც თოვდა და მსხვილი ფიფქები ნელ-ნელა ფარავდა მიწის ზედაპირს. მალე მისი ბიძაშვილის,თათას მიერ აღწერილ სახლსაც მიადგა,მანქანა ეზოში გააჩერა და ღია კარში უკითხავად შეაჭრა. მოულოდნელად ზემო სართულიდან მუსიკის ხმა გაიგონა,ვიღაცამ პირველი აკორდები აიღო და რამოდენიმე წამში პიანინოს ხმას საოცრად ნაზი, სასიამოვნო და წკრიალა ხმა დაერთო. ,, No more champagne And the fireworks are through Here we are, me and you Feeling lost and feeling blue It's the end of the party And the morning seems so grey So unlike yesterday Now's the time for us to say..’ Happy new year Happy new year May we all have a vision now and then Of a world where every neighbour is a friend Happy new year Happy new year’’ მთელი გრძნობით და ემოციით მღეროდა მათესთვის უცნობი ხმა და ეტყობა ამ ხმის პატრონსაც,მასავით უყვარდა ახალი წელი. რამოდენიმე წუთს გაყუჩული უსმენდა ბაქრაძე და ტკბებოდა , მერე კი კიბისკენ დაიძრა და ვაი რომ სწორედ ამ დროს შემოჰკრა ,,უბედურების ზარმა’’. -ვინ ხარ და აქ რა გინდა?-გაიგონა ზურგს უკან ვიღაცის მკაცრი ბარიტონი, გაოცებული მობრუნდა და მაღალ, შუახნის მამაკაცს გადააწყდა. ორი წუთი დაბნეული უყურებდა,მერე კი როცა მის მომლოდინე მზერას გადააწყდა უთხრა. -იცით?! აქ ჩემს ბიძაშვილებს ჩამოვაკითხე, ეს სახლი შეიძნეს ახლახანს. -გეშლებათ ახალგაზრდავ, ეს სახლი წლებია ჩემი და ჩემი ოჯახის საკუთრებაა-წამში წაეშალა კაცს ბრაზი სახიდან,როგორც კი მიხვდა,რომ ბიჭს უბრალოდ მისამართი არეოდა. -კი მაგრამ... იქნებ დამეხმაროთ. გეგა და თათა ბაქრაძეები, და-ძმა არიან. უკვე ერთი კვირაა ჩამოვიდნენ. -მგონი მართლა შემიძლია დახმარება. აქედან ცოტა მოშორებით, ასე 7-8 სახლით იქეთ ჩამოვიდნენ ახალგაზრდები, მათი გვარი არ ვიცი,მაგრამ ყური მოვკარი,ახლახანს უყიდიათ ის სახლი. -კარგით გასაგებია. დიდი მადლობა და ბოდიში ასე შემოჭრისთვის-თავაზიანად გაუღიმა მათემ და კარისკენ აიღო გეზი,თუმცა ფეხები უკან რჩებოდა. საოცრად უნდოდა სწრაფად მიბრუნებულიყო,კიბეები აევლო და ენახა იმ საოცარი ხმის პატრონი ,რომელმაც სულ რამოდენიმე წამში თითქოს მოაჯადოვა და აშკარად არ გაუგია რა ხდებოდა ქვედა სართულზე, ისევ ისე აყოლებდა სიმღერას აკორდებს და ბაქრაძეს მისი ნახვის სურვილს უფრო და უფრო უძლიერებდა. გულისწყვეტით ოდნავ მიაბრუნა თავი ,მერე ისევ უხერხულად გაუღიმა სახლის პატრონს და გარეთ გავიდა. მანქანაში ჩაჯდომამდე ლოყაზე მსხვილი ფანტელი დაეცა და გაეღიმა, ზუსტად მასავით ნაზი , სათუთი და სპეტაკი წამრმოიდგინა ის მომღერალი გოგონა,რომლის ნახვაც არ დასცალდა. მანქანაში ჩაჯდა, ბოლოჯერ გადახედა სახლს და ძრავი აამუშავა. ნელა მიდიოდა ,თან თათას დაურეკა ,გარეთ დამხვდით,სანამ ისევ სხვას შევვარდნივარ სახლშიო . ახალი წლის დღეებმა საოცრად მხიარულად ჩაიარა, თითქოს უცებ მიავიწყდა კიდეც ის გოგონა და მისი სიმღერა,თუმცა დილით თათას მიერ ჩართულმა ABBA-ს ,,Happy New Year’’-ის ჰანგებმა რომ გააღვიძა,უცებ ეგონა ისევ ის ხმა ესმოდა, გიჟივით წამოვარდა ფეხზე,თუმცა რომ გაიაზრა სად იყო ,იმედგაცრუებული დაეშვა ლოგინზე და თავის თავს გულიანად დასცინა,მაგრამ იმწუთას მაინც გადაწყვიტა ბაკურიანიდან წასვლამდე ისევ სტუმრებოდა იმ სახლის მცხოვრებლებს. დილით საუზმის შემდეგ მეგობრებს დაუბარა ,ცოტა ხნით გავდივარო და ისევ იქეთ აიღო გეზი. მოლოდინით სავსემ დარეკა ზარი კარზე,თუმცა ამაოდ, არც არავინ არ გაუღო. ისევ მაშინდელივით გულდაწყვეტილი მოშორდა იქაურობას,მაგრამ ის ხმა აგერ უკვე ორი წელია ვერა და ვერ ამოიგდო გონებიდან. ფიქრებიდან მინაზე კაკუნის ხმამ გამოიყვანა. კბილებაკაწკაწებული თათა გამწარებული უკაკუნებდა და უძახდა გამიღეო. სწრაფად გააღო ჩაკეტილი კარი და ერთიანად გაყინული გოგონა წამში დასკუპდა მანქანის სავარძელზე. -რამ გაგთიშა მათე ასე? რამდენიხანია გიცდი ,მერე გიკაკუნე გააღეთქო. გავიყინე სულ-აწუწუნდა თათა და უკმაყოფილო მზერით გადახედა ბიძაშვილს. -ნუ დაიწყებ ახლა შენებურად წიკვინს, ჩავფიქრდი უბრალოდ. -საინტერესოა ასე ღრმად რაზე იყავი ჩაფიქრებული, შეყვარებული ხომ არ ხართ ბატონო მათე? -ჰო შეყვარებული ვარ და გიმალავთ შე მაკაკა-გაუცინა უმცროს ბიძაშვილს მათემ და ცხვირზე ორი თითი მოუჭირა. -მეტკინა შე ველურო -წამოიკივლა თათამ და თავი გააქნია,თან ნატკენ ცხვირს იზელდა. -გოგო რამდენჯერ უნდა გითხრა მე შენ, სიტყვები შეარჩიე რომ ლაპარაკობთქო?-წამში გაუბრაზდა მათემ და თან მანქანა დაძრა. -მომაძრე ცხვირი და იქეთ ხარ უკმაყოფილო?-შეიცხადა გოგონამ და გაბუსხულმა მიაბრუნა თავი ფანჯრისკენ,მათეს მის საქციელზე გაეცინა და თავი გააქნია. -თათიკო როდის უნდა გაიზარდო შენ ა?-ჰკითხა სიცილით. -შეგახსენებ,რომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვარ მე,ასე რომ ისევ ბავშვებში შევდივარ-ნიშნისმოგებით აუტრიალა მარჯვენა საჩვენებელი თითი ჰაერში და სავარძელში ამაყად გაიჯგიმა. -აჰა დაამთავრებ წელს და მერე რით იმართლებ თავს ვნახავ აბა-თვალი ჩაუკრა გამხიარულებულმა ბაქაძემ და ისევ გზას გახედა. -ჰო მართლა თათა-ორ წუთში ისევ დაარღვია მანქანაში გამეფებული სიჩუმე. -ჰო.. -გეგამ მითხრა ვიღაც მეგობარი მოჰყავს ხვალ ბაკურიანშიო. -ჰო თაია მომყავს ჩემი კლასელი, რა კარგი გოგოა იცი? მე თვითონ მიკვირს აქამდე რომ არ ვმეგობრობდით,სამაგიეროდ ახლა დავახლოვდით და ძალიანაც მიყვარს -მეგობრის გახსენებაზე თბილი ღიმილი მოეფინა სახეზე უმცროს ბაქრაძეს. -მათე აქ გამიჩერე და ჩამოვალ-უთხრა თათამ,როცა სავაჭრო ცენტრს ჩაუარეს. -რა გინდა ამ ყინვაში ახლა შოპინგზე?- დასცინა ბიძაშვილმა. -შოპინგზე კი არა, რაღაცეები მაქვს საყიდელი ბაკურიანისთვის, ხელთათმანები, ქუდი, შარფი, თან თაიაც აქაა და ერთად ვიბოდიალებთ. -კარგი, თუ რამე დამირეკე და მოგაკითხავთ, თან გავიცნობ იმ შენს თაიას. იცოდე თაიკოს ჩემსავით არ მოუშალო ნერვები, საშინლად წყნარია და ყველაფერს გულში იხვევს, მინდა ეს არდადეგები დაუვიწყარი იყოს მისთვის და იმედია არ ჩაგვაშხამებ-გადახედა მკაცრად ბიჭს. -ახლა შენ ბევრ ტლიკინს მოეშვი თათა და ჩასკუპტი უცებ მანქანიდან,თორემ გაბრაზებას ვიწყებ- უთხრა მკაცრი ხმით და ანიშნა,რომ გადასულიყო. -კარგი ჰო ,კარგი, უბრალოდ, პრევენციულ ზომებს ვიღებ-ლოყაზე აკოცა თათამ და უცებ გადახტა მანქანიდან. -ჭკვიანად იყავი-მიაძახა მათემ და მანქანა დაძრა. მეორე დღეს დილის 6 საათზე ატეხა მისმა ტელეფონა რეკვა, ჯერ ხმა გაუთიშა, მერე ვიბრაციაც გამოურთო,მაგრამ ამანაც არ უშველა ,ახლა სახლის ტელეფონი აყვირდა გამაწვრილებელი ხმით. ბედად აპარატი საწოლის თავთან, ტუმბოზე ედგა და თვალის გაუხელლად გამორთო ხაზიდან. ამან ცოტა ხანს უშველა, სულ რაღაც ნახევარი საათით მიწყდა მისი ძილის დამფრთხობი ფაქტორების კორიანტელი,თუმცა ბოლოს კარზე ატეხეს ბრახუნი და იძლებული გახდა ტავისი თბილი საწოლი ძალის-ძალათ დაეტოვებინა. ნახევრად მძნარე მიიკვლევდა გზას კარისკენ და ზღუბლთან გეგა რომ დაინახა გულიანად შეუკურთხა. -ხმა არ გავიგონო ახლა,. ზუსტად ერთი საათია გიცდით , გავიყინეთ ქვემოთ-დაუბღვირა ბიძაშვილმა-სულ დაგტოვებდი ,შენს მანქანაში რომ არ მყავდეს ხალხი გადმოსანაწილებელი. -ვაიმე გასაღებს მოგცემ და წადით უჩემოდ. -ბიჭო არ ამჭრა ახლა, 10 წუთში ძირს გაჩნდი- გასცა ბრძანება და სახლიდან გავიდა. არ ახსოვს როგორ ჩაიცვა დ ამოიწესრიგა თავი, როგორ აიკრა გუდანაბადი და კარი გაიხურა. ქვეყნიერებას მხოლოდ ზამთრის სუსხმა და უკმაყოფილებით გაჟღენთილმა უცხო, წკრიალა ხმამ დააბრუნა. -რა უპასუხისმგებლობაა, დავიყინეთ ჩვენ აქ და ის თურმე თბილ საწოლშ ნებივრობს. როდემდე შეიძლება ელოდო? -წუწუნებდა გოგონა და ფეხებს აბაკუნებდა. -მერე ჩამჯდარიყავი მანქანაში და აღარ გაიყინებოდი-დაუღრინა ბაქრაძემ უცხო სილუეტს და გვერდი ისე აუარა ზედაც არ შეუხედავს. -თათიკო მე ამის მანქანაში არ ჩავჯდები-დემონსტრაციულად გამოაცხადა პატარა ქალბატონმა და გაბრაზებულმა გადახედა მათეს. -თუ არც ჩაჯდები კიდე რა..- ხელი აუქნია ბიჭმა და მანქანაშ მოკალათდა, თან გათბობა ჩართო. -რა გჭირს ბიჭო შენ დღეს?- გაბრაზებულის ახით დაუდგა მანქანის კართან გეგა. -მე რა მჭირს? დამდგარა აქ და წიკვინებს, ესაა წყნარია და ისტყვას არ მოგიბრუნებსო?-ბოლოს სიტყვები თათას გასძახა მათემ. -თაიკო ჩემი ძმის მანქანაშ ჩაჯექი შენ ჯობია და იმასთან ნინას გადავსვამთ-გაბრაზებული სახით გადახედა თათამ ბიძაშვილს და ისე უთხრა მეგობარს. საბოლოოდ მათეს მანქანაში ბაქრაძეების უფროსი ქალიშვილი-ნინა, მისი შეყვარებული და ორი მეგობარი მოკალათდნენ, შედეგად კი თაია ჯაფარიძეს საშუალება მიეცა, მეგობართან ერთად ბაკურიანამდე მშვიდად ემგზავრა. თითქმის ადგილზე იყვნენ მისული თაიამ ერთ სახლს რომ შეავლო თვალი გულისწყვეტით და ნაღვლიანად ჩაიღიმა. -რა მოხდა თაიკო?-უცებვე შეამჩნია თათამ მეგობრის გუნების ცვლილება. -არაფერი თათ, უბრალოდ აი იმ სახლში ვცხოვრობდი მე ადრე , არ მეგონა ასე ახლოს თუ გქონდათ თქვენც სახლი. -მერე? ახლა ვინ ცხოვრობს მანდ? -მერე მამას სამსახური შესთავაზეს თბილისში, ეს სახლი გავყიდეთ და იქ ვიყიდეთ ახალი, თუმცა მამა შემპირდა,რომ თუ ახალი პატრონი თანახმა იქნება,ისევ შეისყიდის აქაურობას,როგორც კი საჭირო თანხას მოაგროვებს. მოუთმენლად ველი ამ დღეს. -რა მაგარია, მეზობლები ვიქნებით- გადაიკისკისა თათამ-მანამდე კი ჩვენთან ერთად დაისვენე ხოლმე ,რა პრობლემაა? -გამამხნევებლად გაუღიმა და ლოყაზე აკოცა. -ჩემი თბილი გოგო ხარ შენ-უთხრა დამთბარი ხმით თაიამ. -თბილი კი არა კაპარჩხალაა და წიკვინა-წამშ გადმოწვდა საჭესთან მჯდომი გეგა მწარე რეპლიკით დას. -შენ საერთოდ გაჩუმდი რა-შეუბღვირა გოგონამ და მწარედ უბწკინა მკლავზე. -აი ხომ გეუბნები კაპარჩხალაათქო?-სიცილით ჩაუკრა სარკეში თვალი გეგამ თაიას -ისა და.. კაპარჩხალა რა არის?-სიცილითვე ჰკითხა გოგონამ. -აი როგორ გითხრა..წუნკალი, კაპასი, მწარე... ნუ როგორიც შენი დაქალია რა... -მასეთი ვარ ბიჭო მერე მე?-შეიცხადა თათამ და ამ დროს უკვე მანქანაც გაჩერდა სახლის ჭიშკართან. მათემ ნაცნობ სახლს რომ ჩაუარა ,წამით გული შეუქანდა, იმ ხმის და სიმღერის გახსენებაზე უნებურად მოედო სახეზე ღიმილი. ,,ნეტა ვინ იყო ,ან ახლა სადაა? აუცილებლად უნდა ვესტუმრო კდიევ ერთხელ ამ სახლს’’ გაიფიქრა თავისთვის და წინ წასულ გეგას მანქანას მიჰყვა. გაბრაზებული ადევნებდა თვალს გაღიმებული თაიას ქმედებებს, უკვე ყველას კეთინგანწყობა რომ მოეპოვებინა და ყველა მისი მეგობარი თავაზიანად და მოკრძალებით რომ ექცეოდა. გოგონა ცოცხალი თავით ზედაც არ უყურებდა, გეგამ ერთი ჩემოდანი რომ ააცალა და სახლშ თვითონ შეიტანა, მეორის წამოღება თავად თაიას მოუხდა. ყველაფრის მიუხედავად მაინც შეეცოდა ეს სიფრიფანა გოგონა,რომელიც სიმწრით მიათრევდა ვეებერთელა ჩემოდანს და ხელის გაწოდებით ანიშნა მომეციო,თუმცა ქალბატონმა წარაწეულმა გადმოხედა და ისევ თავის მტანჯველ საქმიანობას მიუბრუნდა ჯიუტად. -უარესი მეკუთვის ,დახმარება რომ შემოგტავაზე-მიაძახა ოდნავ წინ წასულს და თავის მანქანას მიუბრუნდა. -რა მაგარია , სულ რაღაც ხუთი დღეც და ახალი წელი მოვა- ქარბორბალასავით დაქროდა სახლში თათა. -ეს გოგო როდის უნდა გაიზარდოს?-იკითხა გეგას მეგობარმა ლევანმა და ღიმილით გადახედა გოგონას. -ცოტაც მოითმინე და მოემატება ჭკუა-გადაიხარხარაგეგამ-მაგრამ სანამ ოცი წლის არ შესრულდება სახლშ მაინც არ გაგატან- მხოლოდ მის გასაგონად ჩაიალაპრაკა ბოლო სიტყვები და ლევანს სახე აელეწა, ეს პირველი შემთხვევა იყო ბიჭის მხრიდან, მეგობარს ასე აშკარად რომ მიანიშნა , მიგიხვდი რა გრძნობაც გაქვს ჩემი დის მიმართო. გაოცებულმა და სახეშეცვლილმა გადახედა ბაქრაძეს და მერე ოტახშ მყოფებს მოავლო თვალი, ვინმეს რამე ხომ არ გაუგონიაო. გეგამ მხოლოდ ეშაკური ღიმილით ჩაუკრა თვალი და სამზარეულოდა მომავალი, თეფშებით დახუნძლული თაიას დასახმარებლად ადგა. ორი დღე სულ კინკლავში გაატარეს მათემ და თაიამ, მიუხედავად იმისა,რომ ერთმანეთს წესიერად არც კი იცნობდნენ,მაინც არცერთი არ აპირებდა სიტყვის შერჩენას მეორისთვის და პოზიციების დათმობას,თუმცა მერე ისევ გოგონას შერცხვა, ბოლოს და ბოლოს ჩემზე უფროსია და ძალიან უზრდებუურად გამომდის, თან რას იფიქრებენ ჩემზე ბავშვებიო და საერთოდ შეეშვა. მთელი დღე ჯაფარიძსგან დაიგნორების შემთხვევებმა რომ იმატა, ბოლოს სამზარეულოშ გასულ ფეხდაფეხ აედვენა მათე და გაზქურასთან მოფუსფუსეს თავზე წამოადგა. -რა იყო გამოგელია სიტყვათა მარაგი,თუ რატომ აღარ მეპასუხები ხოლმე?-ჰკითხა ცინიკურად და იქვე დადებულ ვაშლს დაწვდა. -ეგ სალათისთვის მინდოდა-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა გოგონამ და მისი ნათქვამი გაატარა. -გამოიღე მერე ახალი, სავსეა მაცივარი-თაიაც უპასუხოდ მივიდა მაცივართან და ვაშლი გამოიღო-რატომ არ მიპასუხე? რაშია საქმე? რატომ აღარ მეპასუხები ხოლმე? -შენგან განსხვავებით მივხვდი,რომ სრულიად უცხო ადამიანის გამუდმებით სიტყვებით ,,წაკბენა’’ არა ეთიკური და არც ისე ზრდილობიანი საქციელია-ნიშნისმოგებით გაღიმა თაიამ და საჭმელს მიუბრუნდა. -მიხვდი როგორც იქნა? -შენგან განსხვავებით კი-არ მობრუნებულა, ისე უპასუხა . -არც ისე წყნარი და უენო ხარ,როგორადაც თათამ დაგახასიათა-არაფრით არ ეშვებოდა ბაქრაძე გოგონას. თაიას პასუხი არ გაუცია. -დიდი ხანია მეგობრობთ? -ერთი წელია. -აქამდე რატომ არ გიცნობდი მერე? -აბა რავიცი? -არ ხარ საზოგადოებაში გამოსაჩენი და არ მოჰყავდი მაგიტომ თათას ჩვენთან? -ალბათ ჰო. -აჰ, თავად აღიარებ? -ალბათ. -სხვა სიტყვა არ იცი შენ? -ალბათ არა. -არ ხარ შენ საინტერესო მოსაუბრე-აგდებით მიახალა გოგონას და სამზარეულოდან გავიდა. -უზრდელი!-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა თაიამ და საჭმლის კეთება განაგრძო. თვითონაც ვერ გაერკვია მათეს, რას ერჩოდა ამ გოგოს,მაგრმა თითქოს მაგნიტივით იზიდავდა,ვერაფრით ვერ ეშვებოდა, არ ეთმობოდა მისი წვალების და ნერვებზე მოშლის გაუთავებელი მცდელობები. რამოდენიმეჯერ გეგამაც გვარიანად შეუღრინა ,რამ აგაცანცარა ეს 23 წლის ბიჭი, თითისხელა ბავშვს რომ გადაეკიდე და კატა-თაგვობანას ეთამაშებიო. 31ში შუადღისას ყველა საგუნდაოდ გავიდა . ბაქრაძემ რათქმაუნდა პირველი გუნდები თაიას დაუშინა, გოგომ ერთი უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები და სულ სხვა მიმართულებით ისროლა თოვლის პატარა ბურთი. დიდად კმაყოფილი ვერ დარჩა მათე,მისი გამოწვევა რომ ვერ შეძლო და ამჯერად უფრო დიდი გუნდა ისროლა ჯაფარიძის მიმართულებით,რომელიც გოგონა პირდაპირ მარჯვენა ლოყაზე მოხვდა. უცებ საშინლად აეწვა კანი და თვალები აუცრემლიანდა. მათემ კი მაშნვე იჯავრა ,რომ ვერ მოზომა და ატკინა. სწრაფი ნაბიჯით წავიდათაიასკენ და მისი აწითლებული ლოყისკენ წაიღო ხელი. -გაიწიე,ხელი არ მახლო. რას აგდამეკიდე საერთოდ?- ამოუსლუკუნა გაბრაზებულმა და სახლში შევარდა, მათეც ფეხდაფეეხ მიჰყვა უკან. -თაია დამელოდე! -შემეშვითქო! დამანებე საერთოდ თავი, ხომ ხედავ მე რომ არ გერჩი და შენ რას გადამეკიდე ? -ვიხუმრე უბრალოდ. ბოდიში. -მაგარი ხუმრობა კი გამოგივიდა. არ მჭრდება შენი ბოდიში, ოღონდ ახლა მომეშვი რა. -მოიცა..-უცებ გარეთ გავარდა მათე და უკან მაგრამ შეკრული გუნდით დაბრუნდა.ამის შემხედვარე ტაიას თვალები გაუფართოვდა. -რაშვები? ნორმალური თუ ხარ შენ? ახლა სახლში უნდა იგუნდაო?-იყვირა უცებ. -მოეშვი წიკვინს და მოწიე ლოყა-ძალით ჩამოაწევინა სახეზე მიდებული ხელი და თოვლი აწითლებულ ადგილას მიადო. -ეე. ცივია-წარბები უკმაყოფილოდ შეკრა გოგონამ. -კარგი ერთი, თოვლი მე თბილი მეგონა-გაეცინა მათეს. -ხუმრობის ხასიათზე ხარ ხომ?-ახედა გაბრაზებულმა- აი მე კი სულ არ მეცინება,ისე მტკივა ერთი ვირის გამო ნატკენი ლოყა. -ახლა სიტყვები შეარჩიე,თორემ ჩაგახრჩე იმ თოვლში-დაუღრინა მათემ. -ისედაც აღარ ვარ შენი პატივისცემით ეს 3 დღეა და ბარემ მაგით დააგვირგვინე ახლა. -რამდენს ლაპარაკო რაა ეს? შენმა დაქალმა კიდე საოცრად წყნარ და სათნო გოგოდ დაგახასიათა. -მასეთიც ვარ, მხოლოდ იმათთან,ვინც იმსახურებს. -ასე ნაკლებად დაგილურჯდება-მისი ბოლო რეპლიკა გაატარა და გუნდა სახიდან მოაშორა მათემ. -სულ რომ არ გესროლა ის გუნდა, საერთოდ არ დამირჯდებოდა. -ენაზე უნდა მოგხვედროდა შენ ის და იქნებ ცოტახანს მაინც გაჩუმებულიყავი. -მობოდიშების მაგარი ხერხები გაქვს. -მე ერთხელ მოგიხადე ბოდიში და მორჩა. თაიამ ერთი ამოიხვნეშა და თავი უმაყოფილოდ გააქნია,მერე კი უსიტყვოდ გაემართა კარისკენ და მეგობრებს შეუერთდა. საღამოს ყველა საახალწლო სამზადისში იყო ჩართული დ ამოუთმენლად ელოდებოდნენ 12 საათის დადგომას. სუფრა რომ გააწყვეს,მერე ნაძვისხესთან ფოტოების გადაღებით იჯერეს გული და ბოლოს დაღლილები ბუხარს მიუსხდნენ. -თაი იმღერე რა-წამოიძახა უცებ თათამ. -არა თათა- დაიმორცხვა თაიამ. -მიდი რა გთხოვ. -მიდი ჰო,რისი გერიდება,იმღერე-გაუღიმა გეგამ. -აი ახალი წელი დადგეს და გიმღებერთ- თავი არიდება სცადა გოგონამ. -ო, რაღა დარჩა? ნახევარი საათი სადღაც. მაგრამ იცოდე არ მავიწყდება ,მაინც გამღერებ- თვალი ჩაუკრა თათამ და მაშხალების მოსატანად წავიდა. -გილოცავთ...გილოცავთ...გილოცავთ- ულოცავდნენ ერთმანეთს შუაღამის დადგომისთანავე, ზოგიც მაშხალით ხელში გარეთ გარბოდა. მათემ ერთი სიცილით გადახედა მეგობრებს, მერე ოთახში ავიდა და უკან ორი ფეიერვერკით ხელში დაბრუნდა, რასაც ახალგაზრდების უფრ გამხიარულება მოჰყვა. სულ სიცილ-კისკისით და ბათქაბუთქით შეხვდნენ ახლა წელს,მერე ტრადიციულად სუფრას მიუსხდნენ და მომავალი წელი დალოცეს. უკვე გვარიანად შეზარხოშებულებს არც კი გახსენებიათ თაიას პირობა, ახალი წლის დადგომისას რომ უნდა ემღერა. ლამის მთელი რამე გადაათენეს, დაძინებას არც არავინ აპირებდა ჯერ , საახალწლო განწყობა ყველა მთელ სხეულშ ჰქონდა გამჯდარი, ასაკის და მიუხედავად,მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ყველაზე უმცროს ქალბატონებს უხაროდათ. დილის ხუთ საათი სრულდებოდა ,რომ დაიშალნენ და თავიანთ საძნებლებს მიაშრეს,ახლაღა გაახსენდა თათას მის მეგობარს რომ უნდა ემღერა, ერთი ჩაიქნია ხელი, ეს რამ დამავიწყაო და საწოლზე მოწყვეტით დაეცა. დიდხანს არც უძინიათ. თაია, თათა, ნინა ,გეგა და ლევანი 3-4 საათში უკვე ფეხზე იყვნენ. გოგონებმა არეული სახლი დაალაგეს და ისევ სუფრა გააწყვეს ,რომ ესაუზმათ. -თაი კარგი რა, ახლა მაინც გვიმღერე, გუშინ რომ დაიძვრინე თავი?!-მუდარით სავსე თვალებით შეხედა მეგობარს თათამ. -მასე რომ მიყურებ შრეკის ფისოს გავხარ-გაეცინა თაიას. -გოგო იმაზე საყვარელი არ ვარ ახლა მე?-ვითომ იწყინა გოგონამ. -ისეთი ნეტა კი იყო-გადმოსძახა დივანზე მოკალათებულმა ლევანმა,რომელსაც ცალი ყური მათკენ ჰქონდა და უსმენდა. -შენ საერთოდ გაჩუმდი რა. შრეკიც კი გჯობია. -რა საინტერესო წყვილი ხართ-შრეკი და შრეკის კატა. -ჩვენ წყვილი არ ვართ-შეიცხადა უცებ თათამ. -ჯერ არ ხართ- მხოლოდ ლევანის გასაგონად ჩაიალაპარაკა იმწუთას დივანზე დამჯდარმა ნინამ. -რა იყო ტო, შენ და შენი ძმა რა ,,რეჩებს’’ მირტყამთ ეს დღეებია?-გადახედა ლევანმა მეგობარს. -ვიხუმრე უბრალოდ-მხრები უდარდელად აიჩეჩა ნინამ და თვალი ჩაუკრა. -აი ნახეთ რა, კიდევ როგორ იძვრენს თავს- გაიბუსხა უცებ თათა- დროზე იმღერე ახლა!-დაუცაცხანა მეგობარს და გაბრაზებულმა დაუბრიანა დიდრონი ზღვისფერი თვალები. ,, Happy new year Happy new year May we all have a vision now and then Of a world where every neighbour is a friend Happy new year Happy new year’’ ჯერ კიდე ძილბურანში იყო მათე საოცრად ნაცნობი ხმა რომ გაიგონა,თუმცა ახლაც ეგონა მესიზმრებაო და ძილის შებრუნება სცადა. სიმღერის ხმა არა და არ მიწყდა. ბაქრაძე იძლებული გახდა თვალები გაეხილა. ოთახს გაოცებულმა მოავლო მზერა, მიხვდ აუკვე რომ ეღვიძა და სიზმარშ აღარ იყო,მაგრამ ამის მიუხედავად ის საოცრად ნაცნობი და თავისთვის ახლობელი ხმა მაინც ჩაესმოდა ყურებში და სულსა და გულს ერთიანად უთბობდა. გაოცებული წამოხტა საწოლიდან. ელვის სისწრაფით ჩაიცვა ტანზე,რაც ხელში მოჰყვა და გიჟივით გავარდა ოთახიდან. სწრაფად ჩაირბინა თოთხმეტი საფეხური და მისაღებში შესული ადგილზე გახევდა მომღერალ თაიას რომ მოჰკრა თვალი. ,, Happy New Year Happy New Year May we all have our hopes, our will to try If we don't we might as well lay down and die You and I’’ ღიმილით ჩაამთავრა გოგონამ და იმწამსვე ოთახში ტაშის და ოვაციების ხმა გაისმა. მათე კი უბრალოდ ერთ ადგილას გაშეშებული იდგა, გაოგნებული და ამსთანავე უკიდეგანოდ ბედნიერი შეჰყურებდა ოდნავ დამორცხვილ თაიას. -ეს რა ოქროსხმიანი გოგო გვყოლია აქ და არ ვიცოდით-წამოიძახა აღფრთოვანებულმა გეგამ. -აბა ,აბა.. ამს ნიჭს გვიმალავდი ამდენხანს თაია?- მეგობარს მხარი აუბა ლევანმა. -ვიძახდი მე ვამღეროთთქო და არ აძალებდით არავინ. -ამ ხმის პატრონი რომ ასე მორცხვი იქნები, მოსაკლავი ხარ- გაუცინა ნინამ- თუ პირიქით, ეს ხმა უნდა აფრქვიო და დაგვატკბო ხალხი?! -უცხოებთან ა რასდროს ვმღერი ხოლმე, უბრალდო თქვენ ამ რამოდენიმე დღეში ძალიან დაგიმეგობრდით და ...- გაიღიმა თაიამ. -აუ კიდე გვიმღერე რამე -შეეხვეწა ლევანი.~ -რა? -აი თაი ის იმღერე. ,,კოკა კოლას’’ საახალწლო სიმღერა, ჩვენ რომ გვიყვარს. -კარგი ჰო- გაეცინა თაიას ,,ახალი წელია, ახალი წელია და დაიჯერე ,რომ სასწაული ხდება. ახლაი წლის ღამით ნატვრა აგვიხდება. გაუხსენით ყველას ოცნების კარი, ერთად შემოვკრათ სიხარულის ზარი. სიხარული მოგაქვს და ზეიმის გემო, ბედნიერი იყავი ახალო წელო’’ ყურებამდე გაკრეჭილმა ჩაამთავრა ესეც და მომდევნო ,,შეკვეთას’’ დაელოდა. ,,გარეთ თოვდა თოვდა თოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა, თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად კანფეტები ცვიოდაა’’ ახლა ეს იმრერე, ახლა ეს..არადა არ ელეოდათ სურვილები ახალგაზრდებს და უკვე დაღლამდე ამღერებდნენ თაიას. ბაქრაძე კი მთელი ეს დრო ადგილიდან არ იძვროდა და აღფრთოვანებული ტკბებოდა ორი წლის ნანატრი და მონატრებული ხმით. მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ შეამჩნიეს თაიათი გართულმა ბიძაშვილებმა და მათთან მოუხმეს. ჯაფარიძემ ახლადმოსულ მხოლოდ გაუღიმა და ისევ მეგობრებს გადახედა მომლოდინე მზერით. -ვსიო დაგღალეთ უკვე, მერე გავაგრძელოთ კონცერტი-სიცილით უთხრა გეგამ. მათეს კი უნდოდა კიდევ დიდხანს ესმინა მისთვის. პირველი იანვარიც სულ მხიარულებაში და ჟრიამულით გაატარეს. მთელი დღეს ან საახალწლოს სიმღერები ჰქონდათ ჩართული ან თაიას ამღერებდნენ. მათეს რათქმაუნდა მილიონი თავით ერჩია მეორე ვარიანტი. თითქოს ახლა შეამჩნია ბაქრაძემ, თაიას რომ უმშვენიერესი ღიმილი ჰქონდა, ამრტო ღიმილი კი არა ,საერთოდ თაია იყო ულამაზესი. ზუსტად იმ თოვლის ფიფქებს ჰგავდა ასე გულუხვად რომ ყრიდა ცა მიწაზე. ნაზი, სათუთი და სუფთა, აი როგორი კუთხით დაინახა ჯაფარიძე მათემ,მას შემდეგ, რაც გაიგო,რომ ის მისი ,,ჯადოსნურ ხმიანი’’ გოგონა იყო.მთელი დღე თვალს ვერ წყვეტდა, სულ მას უყურებდა და არაფრით სწყინდებოდა. ახლა იმაზე ეშლებოდა ნერვები ,მაშინ თავისი სადარბაზოდან გამოსულმა თაიას წუწუნი რომ გაიგონა,მაშინვე რომ ვერ იცნო მისი ხმა. მთელი დღე ისე გავიდა ,ერთი ირონიული ან უხეში სიტყვა არ უთქვამს მისთვის,არც თვალში ,,შეჩხერია’’ ზედმეტად. მხოლოდ იჯდა და უყურებდა, იჯდა და უსმენდა. -ახალი წელი ხომ სიგიჟის დღეა, ჰდოა ჩვენც გავგიჟდეთ დღეს-საღამო ხანს წამოაყენა თავისი პირობა თათამ. -მთელი დღეა ვგიჟობთ, მეტი რაღა გინდა?- ჰკითხა თაიამ. -არა მე რაღაც სხვა მინდა. -მაინც? -მოდით თოვლში პიჟამა ფართი მოვაწყოთ. -ნინა ერთი სიცხე გაუზომე შენ დას-გაიცინა ლევანმა. -შენ საერთოდ ნუ ერევი რა. -გაგიჟდი გოგო შენ? რა თვოლში პიჯამა ფართი? ხომ დავცივდებით ყველა?- გადმოხედა უკმაყოფილო გეგამ. -რა გაგვაციებს? მშვენიერი აზრია -მხარი აუბა მეგობარს თვალებაციმციმებულმა თაიამ. -შენ რაღამ გადაგრია თაი?-გადმოხედა გაოცებულმა ნინამ. -კარგი რა ნინაჩკა, მშრალი თოვლია და არც დავსველდებით იმდენად, ბუხარი ხომ ანთია და უცებ გავთბებით. -გამორიცხულია! -გეგა გთხოვ-ორი თითით გამოიწელა ყელი თათამ. - სწორია, თუ სიგიჟე და ახალი წელია ,იყოს სიგიჟე-წამოიძახა უცებ მათემ და გახარწებულ გოოგნებს თვალი ჩაუკრა- აბა ახლა ყველა ოთახებისკენ ნაბიჯით იარ და უკან პიჟამოებით ჩაზმანულები დაბრუნდით ზუსტად ხუთ წუთში. -ამ ბიჭს რაღა სჭირს ეს დღეებია?-სიცილით იკითხა ლევანმა. -ვიცი მე რაც მჭირს, მიდი მიდი ლეო ჩაიცვი შენი მიკი მაუსებიანი პიჟამა და ჩამოცუნცულდი - გაუცინა მათემ და საპასუხოდ თავში ბალიში მიიღო. ზუსტად ხუთ წუთში გამოცხადნენ თათა, თაია და ნათია . ერთი მარწყვებიანი პიჟამით, მეორე მიკი მაუსებიანი, თათა კი თავისი მინიონებიანი ფუმფულა პიჟამოებით იწონებდა თავს . -შენ არა მაგრამ თათას კი ჰქონია მიკი მაუსებიანი-სიცილით ჩაუკრა თვალი მათემ ლევანს. -გავგიჟდები - ხელები ჰაერში აიქნია ბიჭმა და ოთახიდან გავიდა. -რას ეუბნებით ამას ეს დრეებია ასეთს, ცისარტყელას ფერები რომ გადადის სახეზე?-იკითხა ინტერესით თათამ. -მოვა დრო და გაიგებ დაიკო-გაუცინა ნინამ. -ჰე ახლა ,გავედით,თორემ გადაიღო თოვლმა-წამოიძახა თაიამ და პირველი გაიქცა კარისკენ. ერთ საათზე მეტ ხანს დარბოდნენ, გუნდაობდნენ ,ციგით სრიალებდნენ და ფოტოებს იღებდნენ. ზემოდან კი ისევ ათოვდათ და ათოვდათ. ზუსტად ისეთი ამინდ იყო ახალ წელს რომ შეეფერება. წყნარი გარემო და ბუნება, ოდნავი სიოც რომ არ არღვევს ირგვლივ სიმშვიდეს და ნაზად მოფარფატე ფანტელები. ,, თოვლის ფანტელებო, თოვლის ფანტელებო თეთრად რომ დაფარეთ მთები ყველგან თუ ჩერდებით ჩემს ხელისგულებზე ასე მალე რატომ დნებით? ფიფქებო, ფიფქებო .. ქათქათა ფიფქებო..’ ფიფქებო, ფიფქებო .. ქათქათა ფიფქებო.. თქვენი მოსვლა მე რომ ასე მიხარია არ იცით, არ იცით ალბათ , მინდა მოგეგეროთ ქათქათა ფიფქებო , ცოტა ხნით ნურსად ნუ წახვალთ. ფიფქებო, ფიფქებო .. ქათქათა ფიფქებო’’ მღეროდა თაია და თან თოვლში ანგელოზებს აკეთებდა, მთელ ეზოშ ექოდ ისმოდა მისი ხმა და სახალწლო განწყობას მეტ ელფერს მატებდა,თუმცა ყველაზე მეტდ მაინც ბაქრაძეს აბედნიერებდ აეს თითისხელა გოგო თავისი წკრიალა ხმით. მათე უსმენდა და ეგონა ,გულში რომელიღაც ცარიელი ნაიწილი შეივსო,რასაც მთელი ორი წელი ასე ძალიან ელოდა.. -რა სისულელე იყო პიჟამა ფართი ,სულ გავიყინე-თავისივე იდეაზე ,თვითონ წუწუნებდა თათა და ანთებულ ბუხართან თბებოდა. -სულაც არა, მე ძალიან გავერთე- კმაყოფილებით სავსე ხმით უპასუხა თაიამ. -მეც-მხარი აუბა ნინამ. -შენც თავის ჭკუაზე გადაგიყვანეს დაიკო?-დასცინა გეგამ უფროს დას. -შენ მე ძალიან დიდი გგონივარ? რა არის 22 წელი? ჯერ კიდევ ციცქნა ვარ. -,,სულ პატარა ხარ სულ ციცქნაა’’- წაიმღერა სიცილით თაიამ. -ამას როგორ გაუტკბა დღეს სიმრერა ამჩნევთ?- თქვა მათემ. -თქვენი ვერ გავიგე, არ ვღერივარ და იმღერეო, ვიმღერებ და ძალიან გაგიტკბაო. -იმღერე, ვინმე გიშლის? პირიქით,ძალიან კარგი ხმა გაქვს-თბილად გაუღიმა ბაქრაძემ. -ვაიმე ხალხო, რა მესმის ეს? ძლივს ამ ადმაიანისგან კომპილემნტი მოვისმინე. -ასე ძალიან თუ ელოდი ჩემ კომპლიმენტებს, აქამდე გეთქვა. -აბა, შენი დანახვის წამიდან სურვილი მლავდა, შენგან კომპილმენტების კორიანტელი წამოსულიყო-თვალი ჩაუკრა თაიამ. პირველი იანვარი ასე მხიარულად ჩაამთავრეს იმ დღეს. მთელი ღამე ვერ მოისვენა თაიამ, ჯერ საწოლშ იწრიალა, მერე რომ მიხვდა,ვერ დაიძინებდა,ადგა თბილად ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა. ბუხარს ანთებდა, ზურგს უკან ნაბიჯების ხმა რომ მოესმა, უცებ მიატრიალა თავი და მისკენ მომავალი მათე დაინახა. -ვერ შენ დაიძინე?-გვერდით მიუჯდა ბიჭი და ასანთი გამოართვა. -ვერა და ვიფიქრე ბუხარს ავანტებ და ცხელ შოკოლადს მივირთმევთქო-უპასუხა ღიმილით. -წინააღმდეგი ხომ არ ხარ, მეც რომ შემოგიერთდე? -როგორ გეკადრება?! პირიქით, მარტო ყონფა დიდად არც მიყვარს. - უბრალოდ ვიფიქრე,მაინც ბედობა თენდება და იქნებ სულაც არ უნდა მე რომ დავებედოთქო-ღიმილით ჩაუკრა თვალი და სახე ძალიან ახლოს მიუტანა. -არ მჯერა მე მასეთი რაღაცეების- გველნაკბენივით წამოხტა ფეხზე თაია და ორი ნაბიჯით უკან დაიხია. -არც მე ,მაგრამ ახლა რატომღაც ძალიან მომინდა,რომ მჯეროდეს- მის ქცევას მიბაძა მათემ და უკან გაჰყვა სამზარეულოსკენ წასულ გოგონას, რომელმაც მისი ბოლო ნათქვამი კულტურულად დააიგნორა. ცხელი შოკოლადი გემრიელად მიირთვეს,მერე ორივე ჩუმად იჯდა, თაია ბუხარში მოთამაშე ცეცხლის ალების ცქერით იყო გართული, მათე თაიასი. აკვირდებოდა მის ნაზ, სიფრიფანა სახეს და დღეს უფრო მეტად ჯავრობდა მაშინ მეორე სართულზე ასვლა და იმ მომღერალი გოგონას გაცნობა რომ ვერ მოასწრო,თუმცა ახლა ხომ აქ ჰყავს და არც უნდა რომ სადმე გაუშვას. უცებ ერთი აზრი მოუვიდა თავში და დაუფიქრებლად წამოიძახა. -არ გინდა ვიგუნდაოთ? -ახლა? წესიერად არც კი გათენებულა- შეიცხადა თაიამ. -ჰო რა იყო მერე? -კარგი ,მაგ სიამოვნებაზე ნადვიალდ არ გეტყვი უარს-ჩაიალაპარაკა კმყოფილმა. -მაშინ მიდი აცუნდულდი და თბილად ჩაიცვი, მე ქურთუკს მოვიცვამ დ ააქ დაგეკოდები. -კარგი ახლავე. რამოდენიმე წუთში უკვე მისაღებში იდგა თავიდან ფეხებამდე საჩუქარვით შეფუთული და მათე სმომლოდინე თვალებით შეცქეროდა. -ჰე ახლა რაღას ველოდებით? წამოდი.-სწრაფად ჩაჰკიდა ხელი და კარისკენ წაიყვანა. გუნდის მოხვედრისას ხმამაღლა ყვირილს ორივე ერიდებოდა, სხვებიც რომ არ გაეღვიძებინათ და სულ ჩუმად იგუდებოდნენ სიცილით. რამოდენიმეჯერ სულ მთლაიანდ ჩაფლა ფაფუკ თოვლში მათემ გოგონა, ისიც გულიანად კისკისებდა და ხელებს აქეთ-იქეთ იქნევდა. მერე ჩუმად მიეპარა თაია, იცოდა ძალით ვერ აჯობებდა ბიჭს,ამიტომ ჭკუა იხმარა ,საკმაოდ დიდი გუნდით მიეპარა უკნიდან , სწრაფად გამოუწია ზრგის მხრიდან ყელზე ქურთუკი და კისერშ თოვლი ჩააყარა,მაგრამ გაქცევა ვეღარ მოასწრო,ელვის სისწრაფით მობრუნდა მათე და მაჯაში ხელი წაავლო. -ვერ გადამირჩები იცოდე -სიცილით დამეუქრა გოგონას,თან ცალი ხელით თაია ჰყავდ ადაკავებული,ცალით კი კისრიდან თოვლს იღებდა. ჯაფარიძე კი თავისი მიღწევით კმაყოფილი ჩუმად,გულიანად კისკისებდა. -აი შენ თვითონ თქვი ახლა რისი ღირსი ხარ-ანთებული თვალებით დახედა ზემოდან მათემ და მასა და თაიას შორის მანძილი რამოდენიმე სანტიმეტრამდე შეამცირა. გოგონას მთელი სხეული დაეჭიმა და გაოცებული და დაძაბული ელოდა ბაქრაძის ქმედებას. -მე....ვიხუმრე უბრალოდ-ალუღლუღდა და დაბნეული მზერა გაუსწორა მათეს ჭინკებახტუნებულ თვალებს. ვეღარ გაძლო ბაქრაძის მტკიცე ნებისყოფამ თაიას წითლად აღუებული ლოყების და ტუჩების ყურებას, ნელა დაიხარა და დაუკითხავად დაეპატრონა ჯაფარიძის ალუბლისფერ ბაგეებს. იგრძნო როგორ აღმოხდა ოდნავი კრთომა თაიას,თუმცა წინააღმდეგობა არ გაუწევია. ფრთხილად მოხვია ორივე ხელი სუსტ წელზე და სხეულზე აიკრა. რამოდენიმე წუთში იგრძნო როგორ გაუძალიანდა აქამდე გატრუნული თაია. უკმაყოფილოდ გაახილა მათემ დახუჭული თვალები და კოცნა შეწყვიტა,თუმცა წელზე მარწუხებივით შემოჭდობილი ხელები არ მოუშორებია. -რა გააკეთე?-ამოიკნავლა გოგონამ. -ბედობას დაგიბედე-საოცრად თბილი და კმაყოფილი ხმით ჩაილაპარაკ მათემ. -ასე არ შეიძლება, გამიშვი-ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე. -ვაიმე თაი, რა გატირებს სულელო? -არ უნდა მომეცა ამის უფლება. -თაი მისმინე... -არა, გამიშვი ხელი. -კარგი ,ახლა გიშვებ,მაგრამ ამაზე ლაპარაკი აუცილებალდ მოგვიწევს-სწრაფად შეუშვა ხელი დ აუკან გადგა, თაია კი უკანმოუხედავად გაიქცა სახლისკენ. მიხვდ მათე,რომ მისი ქცევით დააბნია და ცოტა შეაშინა კიდევ გოგონა,მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არნუდნა იყოს,არ ჯავრობდა რაც გააკეთა. ბაკურიანში ყოფნის დარჩენილ დღეებში თაია სულ თავს არიდებდა მათეს, ისიც არ აწუხებდა ზედმეტი ყურადღებით, იფიქრა გადახარშავს ყველაფერს და მერე დაველაპარაკებიო,მაგრამ არც იქედან ჩამოსვლის შემდეგ მიეცა ამის საშუალება. მთელი გეგმები დააწყო ძელით ახლი წლისთვის, რას ეტყოდა, როგორ ჩაიკრავდა გულში, ყველა თავი გრძნობას როგორ გაუმხელდა,თუმცა თაია არ მოვიდა. თათას თქმით გოგონა მშიბლებთან ერთად იყო გუდაურში,არადა მათემ წინა დღეს სავაჭრო ცენტრში მოკრა თვალი. თაიაც ხვდებოდა,რომ რაღაც აკლდა,მაგრამ ცოცხალი თავით არ აღიარებდა ეს ,,რაღაც’’ ბაქრაძე რომ იყო. ჯიუტად არ აძლევდა საკუთარ თავს მასზე ფიქრის უფლებას. არადა უკვე რამდენჯერ ამოუტივტივდა გონებაში მისი სახელი. 13 იანვარს ძალიან უნდოდა ბავშვებთან ერთად აღნიშვნა,თუმცა მათეს ნახვა აშინებდა, უფრო სწორად ის ემოციები და რეაქცია,რაც შეიძლება მისი ნახვისას ჰქონოდა.მერე კი გაიგო,რომ ბაქრაძე გერმანიაში წავიდა სასწავლებლად,როგორც თათამ უთხრა ,რაღაც 18 თვიანი კურსი ყოფილა და დიდი ხანია მათეს მისი გავლა უნდოდა. ინანა ,მერედა როგორ ინანა ის დაკარგული დღეები და ხელიდან გაშვებული შანსი, რომ არ წავიდა მაშინ და არ ნახა. შეიძლებოდა არც არაფერი შეცვლილიყო, შეიძლებოდა შეცვლილიყო კიდეც, ზუსტად არაფერი იცოდა,გარდა იმისა რომ ნანობდა მათეს უნახაობას. ახლა როგორ უდნა გაეძლო მთელი წელიწად-ნახევარი მის გარეშე?! ამ ამბებიდან ზუსტად ექვსი თვის შემდეგ ,უკვე გოგონებს ეროვნული გამოცდებიც და სკოლაც დასრულებული ჰქონდათ და მხოლდო შედეგებს ელოდებოდნენ. დატვირთული გრაფიკის თავიდან მოშრებასთან ერთად ისევ განუახლდა თაიას ბაქრაძეზე ფიქრები. შუაღამისას წამოხტა საწოლიდან , ლეპტოპს მიუსკუპტა და ბაკურიანის ფოტოების თვარიელება დაიწყო. რომ გადახედა ,აღმოჩნდა რომ 5 ათასზე მეტი ფოტო ჰქონდათ იმ ორი კვირის მანძლზე გადაღებული, არადა წასაშლელად არცერთი არ ემეტებოდა. ღიმილით უყურებდ ათითოეულ მათგან და ყველას გადაღების მომენტი ახსოვდა. დაახლოებით ნახევარი საათი შემდეგ ძალიან სასაცილო და კომიკურ ფოტოს გადააწყდა,რომელიც აქამდე არც კი შეემჩნია. მათე მის მინიონებიან პიჯამაში იყო გამოწყობილი,რომელიც ლამის იდაყვამდე გარჩენოდა და შარვალი შუა წვივამდე ძლივს ჩამოდიოდა. ჯერ გაოცებული მიაჩერდა სურათს,მერე კი გულიანად ახარხარდა. მანამდე იცინა,სანამ სახის და მუცლის ყველა კუნთის გაუსაძლისმა ტკვილმა არ შეაწუხა. კარგა ხანს არ გადასულა სხვა ფოტოზე, უყურებდა და თავიდან ეცინებოდა, ბოლოს თვალებიდან წამოსული ცრემლები მოიწმინდა და სოციალურ ქსელს ესტუმრა იმ იდეის განსახორციელებლად,რომელიც ამ წამს მოუვიდა თავში. სწრაფად აკრიბა საძებო ზოლში ბიჭს სახელი და კვარი და მის პროფილს ესტუმრა. დამატება არც გაუგზავნია, პირდაპირ ფოტო ჩაუგდო ჩატში, ყოველგვარი მინაწერის გარეშე,მერე საკუტარი საქციელით კმაყოფილმა და საკმაოდ გამხიარულებულმა დახურა ლეპტოპი, ისევ საწოლშ შეძვრა და ტკბილ ძილს მისცა თავი. დილით გაღვიძებულს ცალი თვალი კომპიუტერისკენ ეჭირა, ერთი სული ჰქონდა ენახა, უპასუხა თუ არა ბაქრაძემ რამე,მაგრამ ფოტო რომ გაუგზავნა უკვე საკმაოდ გვიანი იყო და ეჭვობდა ,იქნებ ჯერ ნანახიც არ ჰქონდესო,ამიტომ ცოტა ხნით თავს იკავებდა. შუადღისას რომ შევიდა ,მონაწერიც არ დახვდა, არც კი უნახავს მათეს მის გაგზავნილი ფოტო. იქვე მწვანედ ანთებულ თათას მიწერა და მასთან ჭორაობაში გართულს უცებ მეგობრის ბიძაშვილის შეტყობინებამაც შეახსენა თავი. გულის ფანცქალით გახსნა და რა დახვდა?! მხილოდ სიცილის სმაილი. უკმაყოფილოდ შეკრა წარბები და კარგა ხანს ელოდა ,იქნებ კიდევ რამე მომწეროსო,მაგრამ სულ ტყუილად. გაბუსხულმა დახურა ლეპტოპი და ყურადღების გადასატანად წიგნის კიტხვა დაიწყო,თუმცა ვერც იმას დაუდო გული. მეორე დღეს facebook-ზე შესულს ერთი შეტყობინება დახვდა.ეგონა თათამ თუ მომწერა რამეო,მაგრამ თვალები ლამის ბუდეებიდან გადმოცვივდა სმს-ის ავტორი მათე რომ აღმოჩნდა. ,,მომენატრე’’-ო -წერდა ბაქრაძე. საშინლად უნდოდა მიწერა ,მეცო,მაგრამ ვერ გაბედა,ამიტომ არაფერი უპასუხა,სამაგიეროდ ყურებამდე გაბადრული დადიოდა მთელი ერთი კვირა. იმ ახალი წლიდან ზუსტად ორი წლის თავზე ,,ისევ ყევლა ერთად შეკრებილიყო ბაკურიანში ,,ბაქრაძეების რანჩოზე’’,როგორც მას თათა ეძახდა,მერე კი დანარჩენებმაც აიტაცეს ეს სახელი. ყველა აქ იყო მათეს გარდა,არადა როგორ აკლდათ მეგობრებს,ყველაზე მეთად კი თაიას.ისევ ახლი წლის დადგომას ელოდებოდნენ. მთელი 31 დეკემბერი სამზარეულოში ფუსფუსსა და სახლის მორთვაში გაატარეს. საღამოს ათი საათისთვის კი კმაყოფილებმა მოაცლეს თვალი თავიანთ ნამუშევარს და სუფრის გაწყობას შეუდგნენ. შუაღამეს ტრადიციულად ფეიერკვერკებით და შამპანურით შეხვდნენ, სახლში შემოსულებმა კი ერთხმად თხოვეს თაიას, ბევრი პრანჭვის და უარის გარეშე რამე საახალწლო გვიმღერეო. ისიც რათქმაუდნა არ დაზარდა მეგობრებს და ორ წუთში ოთახი სასიამოვნო ჰანგებმა მოიცვა. ,,თოვლი მოდის, თოვლი მოდის, ცვივა თეთრი ფანტელი . ფიფქები ცვივა და ფიფქები მრერიან, გამოდით ,გამოდით ახალი წელია’’ ,,Oh jingle bells jingle bells jingle all the way! Oh what fun it is to ride In a one horse open sleigh, Hey! Jingle bells jingle bells Jingle all the way! Oh what fun it is to ride In a one horse open sleig’’ მღეროდა ნაირ-ნაირ საახალწლო სიმღერებს და თან თათასთან ერთად გაურკვეველი მოძრაობით მთელი მონდომებით აწყობდა ცეკვას. ისე იყო გართული,ვერც კი შეამჩნია,ყველამ როგორ გადაიტანა მზერა მათგან კარისკენ. მხოლოდ თათას გაჩერების შემდეგ შეწყვიტა თავადაც ცეკვა და მანაც გაოცებულმა მიაბრუნა თავი კარისკენ, ჰოდა ადგილზე გაშრა. იქ მათე ბაქრაძე იდგა და უღიმოდათ, იმ საოცარი ღიმილით ,ასე ძალიან რომ ენატრებოდა თაიას და მთელი ეს დრო მხოლოდ ფოტოებიდან რომ ჰქონდა მისი ნახვის საშუალება. მათემ ყველა საოცრად თბილად მოიკითხა, თითოეულ მათგანს მაგრად იკრავდა გულში და მათ მონატრებას თანდათან იხშობდა, თაია კი გაინძრევლად იდგა და თითოეული მათგანის შურდა,ვისაც მათე ასე თბილად იკითხავდა და ეხუტებოდა. ბოლოს ბქარაძე მისგან ცოტა მოშრებით გაჩერდა და გაღიმებული მიაჩერდა გოგონას,მერე ხელები გაშალა ,იმის მისანიშნებლად,რომ თაიაც ჩახუტებოდა. მასაც დიდხანს აღარ უფიქრია, იმწამსვე მოსწყდა ადგილს და ორ წამში მათეს მკლავებში მოქცეული ხარბად ისრუტავდა მონატრებულ სურნელს. თაიას თამამად შეეძლო დაეფიცებინა,რომ ეს მსი ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ახალი წელი იყო. მთელი საღამო გაბადრული უყურებდა მონატრებულ ბაქრაძეს და მისგანაც რომ დაიჭერდა მზერას, იმწამსვე დამოცრხვილი ჩახრიდა თავს. -აუ დავიძნოთ და აწი, საშნალდ დავიღალე-აწუწუნდა ნინა. -დავიძინოთ კი არა ,ახლა იწყება მხიარულება დაიკო-უთხრა გეგამ -აუ ნახეთ გარეთ როგორ ბარდნის-წამოიძახა გახარებულმა თაიამ ,ფანჯრიდან თვალის მოუშრებლად. -ჰოდა წამო ვიგუნდაოთ-წამოიძახა თათამ. -წამო-მხარი აუბა მათემ და ეშმაკური ღიმილით გადახედა პირდაპირ მჯდომ ჯაფარიძეს,რომელსაც გვარიანად აფაკვლოდა ლოყები . აშკარა იყო მასაც ის გაახსენდა,თუ როგორ დასრულდა მათესთან ერთად ბოლო გუნდაობა ორი წლის წინ. -გამო, გამო , ვიგუნდაოთ-სათითაოდ წამოყარეს ყველა ფეხზე ბიძაშვილებმა და კარისკენ დაიძრნენ. -მიყვარს შენთან ერთად გუნდაობა- უკნიდან ჩასჩურჩულა ყურში გარეთ გამავალ თაიას მათემ და თან თოვლშ ამოაყოფინა თავი. -ნახე მაგისთვის რა მოგივიდეს- გადაიკისკისა გოგონამ და დიდი გუნდით ხელში აედევნა ეზოშ გაქცეულ ბაქრაძეს. -სანამ სიბერისგან სახსრები არ მიმტყუნებს,მანამდე არ მომბეზრდება მე გუნდაობა-იცინოდა ერთი საათის შემდეგ ქანცგაწყვეტილი მათე და თვალებით თაიას ეძებდა. უცებ კისერში სველი სიცივე იგრძნო და გოგონას ადგილმდებარეობასაც იმწამსვე მიხვდა. სიცილით მობრუნდა და გასაქცევად მომზადებულ თაიას მკლავში წაავლო ხელი,მეორე კი წელზე მოხვია. -შენით თქვი ახლა ამისთვის რისი ღირსი ხარ- უთხრა დ ამაშნდელივით ანთებული თვალებით დახედა. -მათე ბავშვები გვიყურებენ -წამოიძახა უცებ და გაოცებულმა ახედა ახარხარებულ ბაქრაძეს-ნეტა ვიცოდე რა გაცინებს? -რა და შენით რომ მიხვდი რისი ღირსიც იყავი, თან ბავშვები რომ არ გვიყურებდნენ არ ხარ ჩემი კოცნის წინააღმდეგი ხომ?-ჩასჩურჩლა სიცილით და ხელი შეუშვა-ვალი გაქვს ჩემი იცოდე. საპასუხოდ მარტო პატარა ბავშვივით დაეჭყანა თაია და ეზოს მეორე ბოლოსკენ გაიქცა. -თაია შენი ტელეფონი რეკავს-გამოსძახა სახლიდან ლევანმა. ყველა ამჩნევდა ,როგორ ეცვლებოდა სახეზე ფერი გოგონას ტელეფონზე ლაპარაკისას, ბოლოს თვალებზე ცრემლები რომ მოადგა, ამის შეხედვაზე ყველა შეკრთა,მხოლოდ მათეს არ ჰქონია არავითარი რეაქცია. თაიამ როგორც კი გათიშა ,სახლში შევიდა და სხვებიც ფეხდაფეხ მიჰყვნენ უკან. -რა გჭირს თაი, ვინ იყო?- ჰკითხა თათამ. -არაფერი თათ, ნუ მომაქცევთ ყურადრებას. -ეგ როგორ? -შეიცხადა ნინამ- აბა ახლა დროზე თქვი რა გჭირს?! -მამამ დამირეკა, ამ დღეებში ჩვენი ძელი სხლის პატრონს უნდა დალაპარაკებოდა,რომ უკანვე გამოესყიდა, თუმცა მას უთქვამს სამი დღის წინ გავყიდე, სხვამ დაგასწროთო- ამოხედა აცრემლებული თვალებით. -კარგი რა თაი, მაგას ჯავრობ? სხვა სახლს იყიდით, ახალი წლის ღამეს მოწყენა და ტირილი ვის გაუგია ა?- თმაზე მოეფერა თათა. -მე ძალიან მიყვარდა იქაურობა, მთელი ბავშვობა იქ გავატარე-ამოიკრუსუნა საწყლად და მეგობარს მიეხუტა. - თაია გამომყევი- მიუახლოვდა უცებ მათე. -სად? რატომ?- მიაცქერდა დაბნეული გოგონა ბაქრაძეს. -ზედმეტ კითხვებს მოეშვი და გამომყევი-ღიმილით გაუწოდა ხელი ბიჭმა. -კი მაგრამ მათე... -თაიათქო! -კარგი ჰო, კარგი, ის მაიცნ მითხარი სად გამოგყვე. -მივალ და ნახავ.-სხვების გაოცებული სახეებისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია, სწრაფად ჩაავლო მაჯაში ხელი და სახლიდნა გაიყვანა. -მანქანით არ მივდივართ? -არა აქვე მიმყავხარ. მშვიდად მიჰყვებოდა უკან, არც მათე იღებდა ხმას და აღარც თვითონ დაუსვამს კიდევ კითხვები. თავის ძველ სახლთან ორი წამით შეჩერდა და აცრემლებულმა მოავლო თვალი ორსართულიან შენობას. მის გაოცებას საზღვარ არ ჰქონდა ბაქრაძემ ზუსტად იმ სახლის ჭიშკარი რომ შეაღო,მერე ნელა აიარა ხუთიოდე საფეხური და სულ რამოდენიმე წამში თაიასკენ მობრუნებული გოგონას უკვე ღია კარისკენ ანიშნებდა,რომ შესულიყო. დაპროგრამებულივით დაიწყო სახლისკენ სვლა. ვერაფერი გაიგო. ნელა მიუახლოვდა მონატრებულ ბავშვობის სამყოფელს და მათეს გამოცებულმა ახედა. -რაღას უცდი თაია?! შევიდეთ-ისიც უხმოდ გაჰყვა წინ წასულ ბაქრაძეს. -ვერაფერი გავიგე-ამოილუღლუღა ბოლოს,როცა მათემ სახლის კარი მიხურა. -რა ვერ გაიგე? უბრალოდ სახლი ვიყიდე და მინდა შემიფასო. აბა როგორია? მოგწონს?-ჰკითხა ღიმილით. -ანუ შენ....შენ იყიდე? -ჰო, გავიგე პატრონი რომ ყიდიდა და ვერაფრით დავუშვებდი ამ სახლის გაყიდვას, ბოლოს და ბოლსო ყველაფერი ხომ აქედან დაიწყო? ჰოდა არც კი დავფიქრებულვარ , ავდექი და ვიყიდე-უპასუხა კმაყოფილმა. -რა ყველაფერი მათე? -მაგას აუცილებლად მოგიყვები,ოღონდ ახლა არა. -აჰა.. ესეიგი შენ იყიდე, ახლა შენ ხარ ამ სახლის პატრონი- ჩაილაპარაკა ნაღვლიანმა და ნაცნობ კედლებს მოავლო მზერა. -ჰო მე ვიყიდე....ჩვენთვის-ბოლო სიტყვა ჩახშული ხმით დაიჩურჩულა და უკნიდან აეკრო სახლის თვარიელებაში გართულ გოგონას. -მათე-ამოიკნავლა წართმეული ხმით თაიამ. -გისმენ ბარტყო.. -ნელა მობრუნდა ჯაფარიძე მისკენ, მორიდებით შეაგება ბიჭის შავ თვალებს თავისი თაფლისფერი თვალები. -ახლა მინდა,რომ მეც მჯეროდეს. -რა თაი? -ის,რომ ახალი წლის იმ ჯადოსნურ ღამეს შენ დამებედე. -ბედობა იყო ის. -ჰო რაც იყო-გადაიკისკისა თაიამ. -მთავარია გჯეროდეს და აუცილებალდ აგიხდება. -ჰოდა მჯერა- უთხრა დაიმედებული ,ბედნიერებით გაჟღენთილი ხმით და მაგრად ჩაეხუტა, მათემაც მოჰხვია ხელები და ჰაერში ააფარფატა მოკისკისე კაფანდარა გოგონა. მინდოდა რამე დამეწერა საახალწლოდ და ასე ექსპრომტად და სრულიად დაუგეგმავად ,,შემომეწერა ხელში'' ეს ისტორიაც. როგორი გამომივიდა, ამის შეფასებას თქვენგან ველი ჩემო ტკბილებო და საყვარლებო...ყველას წინასწარ გილოცავთ დამდეგს და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.