შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-მოურჯულებელო, მაინც მოგარჯულებ ! ნაწილი 2


19-12-2015, 13:44
ავტორი Maki
ნანახია 4 084

ქუჩაში უამრავი ხალხი ირევა ერთმანეთში. ყველა იღიმება, გვერდით მიმავალთ ესალმებიან. აი შეყვარებული წყვილიც გამოჩნდა, ბიჭი მაგრად იხუტებს გოგოს, თითქოს ეშინია არ წამართვას ვინმემო. მგონი ამას გოგოც ამჩნევს და ბიჭს უღიმის..
-ფუ რა საზიზღრობაა,-თვალი მოვაშორე მათ და ქუჩის მეორე მხარეს გადავედი! ნინის სახლს მივუახლოვდი.., რადგან სახლში შესვლა არ მინდოდა,ნინის დავურეკე და ძირში ჩამოსვლა ვთხოვე. მალე ისიც გამოჩნდა, ჩემსკენ მოდიოდა, როგორც ყოველთვის მაგარ ვიდზე და მხიარული! გამეცინა
-რაიყო რატომ იცინი?-მხიარული კილოთი მომმართა ნინიმ და გადამეხვია
-გოგო, სულ კარგ ხასიათზე როგორ ხარ ააა?-თვალი ჩავუკარი და მხარი გავკარი
- რა მაქვს სატირალი ?
-ხო, ნამდვილად, ეგ მე მაქვს სატირლად საქმე აბა შენ რა..-დავიწუწუნე და პარკისკენ მიმავალ გზას დავადექით!
- მოდი გამოვიცნობ-ნინი დაფიქრდა 2 წუთი-დედაშენი ისევ არა?
-აუ ნინ აღარ შემიძლია უკვე, ნერვებს მიშლის უკვე მისი წუწუნი!
-კაი რა გოგო, შენც გაუგე, დედაშენმა გოგო გააჩინა და არა ქაჯი-ნინიმ გულიანად გაიცინა. მაგრამ ჩემი სერიოზული სახე რომ დაინახა, თვითონაც დასერიოზულდა
-მერე რა ჩემი ბრალია,რომ არ მაინტერესებს მამაჩემის მოსაწყენი წვეულებები და ეს საშინელი კაბები-გაბრაზებული ჩამოვჯექი სკამზე,ნინიც მომიჯდა
-გოგო რაიყო, რა გჭირს, ადრე არ აქცევდი მის წუწუნს ყურადღებას.
-ამჯერად ყველაფერი უარესადაა, დედაჩემმა რაღაც ჩაიფიქრა ჩემს წინააღმდეგ, თან მამაჩემიც ეხმარება... არ მომწონს ეს ყველაფერი
-აუ, არიანა შენი ცხოვრება სერიალს მაგონებს რა. მაპატიე მაგრამ არ შემიძლია სიცილის შეკავება-თქვა და ფეხზე წამოხტა, სიცილით იგუდებოდა, . ხელი ჩავიქნიე. ის კიდევ იცინოდა სანამ ვიღაცას არ დაეჯახა. ბოლოს დასერიოზულდა. ისევ ჩემს გვერდით ჩამოჯდა-ხო სად გავჩერდით?
-ნინი, შენთან საუბარი შეუძლებელია რა!-გაბრაზებული ხმით ვუთხარი და წამოვდექი
-არიანა, მაპატიე გთხოოვ, არ მინდოდა შენი წყენინება მართლა!-საწყალი სახით მითხრა და ხელზე დამეკიდა, მეც დავჯექი ისევ!
-კარგი, კარგი..
-არიანა, საინად მოიტანე რომ დედაშენი რაღაცას გეგმავს?
-მისი და მამას საუბარი მოვისმინე, ხვალ წავეულებას აწყობენ!
-წვეულებას? რისთვის?-გაკვირვებული სახით შემომხედა ნინიმ,
-არ ვიცი, ვერ ვხდები. მაგრამ რაღაც არ მგონია კარგი დასასრული ჰქონდეს ამ ყველაფერს!
- შენი აზრით წვეულებას შენთვის მართავენ?
-არ ვიცი, მაგრამ ერთი კარგი იდეა მაქვს!-თვალები ავაციმცინე და ეშმაკურად გავიღიმე
-რააა?-დაინტერესდა ნინი
-ნახავ ხვალ! ხო ისე ყველა დაპატიჟებულია ოჯახებით, ...'
-ვაუ ნინ, ნუ დამაინტრიგე, ერთი სული მაქვს ხვალინდელი დღე გათენდეს.
-დედაჩემს თუ ჰგონია, რომ ასე ადვილი იქნება ჩემი მორჯულება ძალიან ცდება-ნინის გავუღიმე და თვალი ჩავუკარი!-ხო მართლა ფული გაქვს თან?
-კი, რა ხდება?
-წამო ცოტა წავიშოპინგოთ!
-ახლა არ მითხრა კაბა უნდა ვიყიდო ხვალისთვის?-ნინი გაკვირვებისგან ფეხზე წამოხტა! ამაზე გულიანა გამეცინა
-გაგიჟდი გოგო? რა კაბა, შორტები მინდა! წამოხვალ?
-წამო, მე კიდე მეგონა ... რა არ ვიფიქრე
ამაზე ორივეს გაგვეცინა. ძალიან ბევრი მაღაზია მოვიარეთ, მაგრამ რასაც ვეძებდი ერთ მაღაზიაში მივაგენი, სწორედ ისეთი იყო, როგორიც მინდოდა. შორტი-შავი, ძალიან მოკლე, მთლად დახეული! ნინიმ რომ დაინახა გაოცდა
-გოგო შენ ვერ ხარ, დედაშენი შარვალს გიკრძალავს და შენ კიდე ამას ყიდულობ?
-მე მომწონს, ვისაც არ მოვწონვარ გვერძე გაიხედოს!
-რაღაც არამგონია ვინმემ გვერძე გაიხედოს, როცა ამ შორტებში დაგინახავს, -ნინის გაეცინა
-მეც ეს მინდა, რომ ყველა მე მიყურებდეს,-ეშმაკურად გავიღიმე და წარბები ავზიდე.
-არიანა რას აპირებ?-ნინიმაც ეშმაკურად შემომხედა.
-არაფერს ნი, სულ არაფერს. წავიდეთ სახლში, დავიღალე.
-კარგი, მეც დავიღალე!
მაღაზიიდან გამოვედით, ჯერ ნინის მივყევი სახლამდე მერე ჩემი სახლისკენ მიმავალ გზას დავადექი!
-დედა, რა ცუდად მიცნობ!-ტუჩებზე ღიმილი ავათამაშე!
სახლს მივუახლოვდი, ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე
-გამაგრდი არიანა!- გავამხნევე ჩემი თავი და მომდევნო შემოტევისთვის მოვემზადე!



№1 სტუმარი Dea

Dzalian momwons ar vici da ar mainteresebs sxvisi istoria tu sheni marto is minda bolomde wavikitxoda gtxov mal male dade da rac mtavaria damtavre bolomde

 


№2  offline წევრი Maki

Dea
Dzalian momwons ar vici da ar mainteresebs sxvisi istoria tu sheni marto is minda bolomde wavikitxoda gtxov mal male dade da rac mtavaria damtavre bolomde

აუცილებლად love დიახ დიახ არ არის ჩემი ისტორია... შეცდომით დავდე და ვაღიარე კიდეც . smile

 


№3  offline წევრი cancara

ვიცი რასაც აპირებ მომწონს მალე დადე

 


№4  offline წევრი Maki

cancara
ვიცი რასაც აპირებ მომწონს მალე დადე

:-* :-*

 


№5  offline წევრი tvinischia

ahahah ra magariaaa ar vici es istoria shenia tu ara,magram me ar maqvs wakitxuli da dzaan momewona da kargi gogo xar ro dade ❤mal male dade ra da dididebi sad gaachereee velodebi au 12 is mere ver dadeeb ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent